შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ორმაგი ცხოვრება (4)


11-04-2016, 00:31
ავტორი lisebeth
ნანახია 2 547

ანას მისი საუკეთესო მეგობრის მისაღებში დივანზე ეძინა. უფრო სწორად თვლემდა. უკვე ორი ხდებოდა ქალმა სუფრა გააწყო და მეგობარს გამოსძახა ვჭამოთო. ანა ზანტად წამოდგა და სამზარეულოში გავიდა.
-თეო არ გინდა გთხოვ ისედაც შეგაწუხე. ჯერ წუხელ არ დაგაძინე და მერე დღეს აქამდე ვიწექი.
-იყავი რამდენ ხანსაც გინდა რა პრობლემაა. სამსახურში დარეკე?
-მესიჯი გავუგზავნე განყოფილების უფროსს. მივწერე ვისური მაქვსთქო და ხომ იცი საავადმყოფოში როგორ ერიდებიან ვირუსიან თანამშრომლებს. თვითონ მომწერა დღეს ნუ მოხვალო.
-მე აბა ღამით ვარ მორიგე. ცოტახანს კიდევ გაგიწევ კომპანიონობას.
-შენ ,რომ არ მყავდე...
-ახლა რა უნდა ქნა?_ყავა დაასხა თეონამ და მეგობარს გახედა მთელი ინტერესით._ბავშვს როგორ უნდა სეხედო თვალებში?
-აქამდე არც შემიხედავს, მაგრამ ზედმეტი კი მომივიდა.
-იქნებ როგორმე გამოასწორო ეს სიტუაცია. ეცადე რა...
-გგონია არ ვცდილობ ან აქამდე არ მიცდია? იყო დრო როდესაც არ მინდოდა. იყო დრო როდესაც ვფიქრობდი,რომ ეს ყველაფერი არ უნდა გამომესწორებინა ,მაგრამ...
-რა?
-მერე ისე აღმოჩნდა ,რომ აღარ შემეძლო. როგორ არ გესმის? მე უბრალოდ არ შემიძლია. რატომ ჰგონია ყველას ,რომ არ მინდა და არ ვცდილობ? უბრალოდ არ შემიძლია. არის რაღაცეები რასაც ვერ ვაბიჯებთ. მისი დანახვაც კი უსაზღვრო ტკივილს მაყენებს.
-მან რა დააშავა?
-არაფერი ,მაგრამ მაინც. იმას ვერ ვხედავ ვინაც დააშავა და ამიტომაც დამნაშავეს მასში ვეძებ.
-ერთ დღეს ,რომ შეხვდე?
-ვერ შევხვდები. მისი სახე არ მახსოვს. თან ალბათ მაგის მერე შეიცვალა. იმ დღეს ისეთ მდგომარეობაში იყო ეს თუ მისი ცხოვრების წესს წარმოადგენდა ალბათ დღეს ცოცხალიც აღარაა.
-ვინ იცის იქნებ ის და ლილი რამდენჯერ შეხვდნენ ერთმანეთს? იქნებ შვილები ჰყავს. ან ცოლი...
-არ მინდა მასზე ფიქრი ეს მხოლოდ ტკივილს მაყენებს.
-რატომ არ უჩივლე?
-როგორ მეჩივლა? მისი სახეც არ მახსოვდა. ვინ იყო არ ვიცოდი. თანაც არც ვაპირებდი ამ ამბის გამხელას რამდენჯერ გითხარი,მაგრამ მერე მივხვდი ორსულად ვიყავი და ვეღარ დავმალე. მერე უკვე გვიან იყო. თვეზე მეტი იყო შემთხვევიდან გასული. ვეღარაფერს დავამტკიცებდი. ექიმმაც მითხრა. ძალადობის კვალი აღარ გეტყობა ყველა იარა მოშუშებულიაო. ადვოკატმა დედას უთხრა შესაძლოა წლები გაგრძელდეს გამოძიება გოგოს არაფერი ასოვსო. მახსოვს ის ფრაზა რაც თქვა ‘’ნემსს ვეძებთ თივის ზვინშიო’’.
-ის სვირინგი?
-სიმართლე გითხრა ეს გვიან გამახსენდა. რაღაც დროის მერე ცოტა რომ დავწყნარდი მერე ამომიტივტივდა. მერე ბევრი რამ გამახსენდა ,მაგრამ მისი სახე არა.არ ვიცი იქნებ მისი გახსენება მაშინებს. იქნებ ჩემი გონება არ მაძლევს ამის უფლებას...
-იქნებ ფსიქოლოგთან მიხვიდე. იქნებ დროა ყველაფერი გაიხსენო
-ადრეც მირჩიეს ეს ,მაგრამ უარი ვთქვი. არც რამის გახსენება მინდა და არც ვინმესთან ამ თემაზე საუბარი.
-ადრე თუ გვიან ლილი იკითხავს მამის შესახებ.
-არ იკითხავს?
-რა დარწმუნებული ხარ?
-ვიცი. ვერ გაბედავს.
-ბავშვი დაშინებულია ამ თემით? წესით ეს უნდა გაწუხებდეს.
-მაწუხებს მაგრამ რა ვქნა? ან რა შეცვლება რამის გახსენებიით? მოვნახო მამამისი და ვუთხრა 13 წლის წინ ჩემზე ,რომ იძალადე შვილი მყავსთქო? რაში მჭირდება მისი მონახვა? ტკივილის გარდა არაფერს მომიტანს.
-ხვდები, რომ მხოლოდ საკუთარ ტკივილზე ფიქრობ?კიდევ რამდენი წელი აპირებ ასე კარჩაკეტილმა იცხოვრო? ერთხელაც იქნება და ინანებ იმას როგორც ახლა ცხოვრობ. როგორც ლილის ექცევი...
-იქნებ და ახლაც ვნანობ. იქნებ და ახლაც მიჭირს რომ ასე ხდება ,მაგრამ სხვანაირად არ შემიძლია. ხვდები რა სიტუაციაში ვარ? წლებმა არაფერი არ შეცვალა. პირიქით...დამთრგუნველია ასე ცხოვრება. შენ წარმოდგენა არ გაქვს რა ძნელია ასე მარტო ყოფნა. ჩემი დედასაც კი არ ესმის. ლილი ძალიან უყვარს მიუხედავად იმისა როგორ ჩაისახა.
-თუ დარწმუნებული იყავი რომ მას ვერასდროს მიიღებდი რისთვის გააჩინე? თუმცა მეც რას გეკითხები აბა ბავშვს ხომ არ მოკლავდი?
-არ მინდოდა გამეჩინა , მაგრამ ექიმმა აბორტი არ მირჩია. მითხრა შეიძლება ვეღარასდროს დაორსულდეო. მე მაგაზეც თანახმა ვიყავი, მაგრამ დედაჩემი ისე გაგიჟდა იძულებული გავხდი გადამეფიქრებია.
-ეს კარგი იციან კიდე მშობლებმა. იქნებ და მე თანახმა ვარ. ისე მაინც სჯობდა რომ გაგეჩინა. მან რა დააშავა სიცოცხლის უფლება წაართვა. მომისმინე...
-გისმენ...
-ერთი მეგობარი მყავს. ადრე სანამ ჩვენთან მოხვიდოდი სამუშაოდ ერთი ფსიქოლოგი ყავდა ჩვენ განყოფილებას. მერე სამსახურიდან წავიდა. ძალიან ახალგაზრდა იყო ,მაგრამ იმდენი პაციენტები ყავდა აქ ვეღარ აუდიოდა და მერე სახლში დაიწყო მიღება.
-არ მინდა რა...
-იმ გოგოსთან ძალიან ახლოს ვიყავი და ახლაც ვეკონტაქტები. ძალიან კარგი გოგოა ...ძალიან ყურადღებიანი. იქნებ მიხვიდე.
-კარგი რა...
-რამდენიმე შეანსი. თუ არაფერში წაგადგება შეეშვი. ის მაინც გეცოდინება ,რომ სცადე. გთხოვ ჩემი ხათრით.
-ვიცი,რომ არაფერი გამოვა...
-უნდა გამოვიდეს. აი ნახავ ყველაფერი გამოვა. აქამდე იმიტომ არ მიდიოდი ,რომ კომპლექსი გქონდა ამ ამბის სხვასთან მოყოლის. ის გოგო ძალიან მაგარია. ნამდვილი პროფესიონალი გესმის? რადგან კლინიკაში აღარ მუშაობს უბრალო ვინმე არ გეგონოს.
-ეგ არც მიფიქრია მის პროფესიონალიზმში ეჭვი შემეტანა.
-ამასწინ გავიგე ახალ უბანში გადასულან ,მაგრამ არაუშავს მისი მობილურის ნომერი მაქვს. ჩაგწერ. საღამოს არ ყავს პატციენტები იმდენად. შენც ეგ არ გაწყობს?
-ჰო დრო საღამოს უფრო მაწყობს. დავხურავ რეგისტრატურას და წამოვალ.
-მოიცა ახლავე დავრეკავ. აღარ გადავდოთ ეს ამბავი.
ანამ თავი დაუქნია და მანაც სწრაფად აკრიფა ნომერი.
-გავიდა_სახე გაუბრწყინდა თეონას.
-გისმენთ_გამოეხმაურა მეტისმეტად მშვიდი ხმა.
-თიკო როგორ ხარ? გცალია სასაუბროდ?
-მეგობართან ვარ სტუმრად ყავას ვსვამთ. მოხდა რამე?
-შენთან რაღაც მნიშვნელოვანი საქმე მქონდა. დღეს გყავს პაციენტები?
-სამზე მყავს ერთი და კიდევ ხუთზე. სადაცაა გავალ. შორს არ ვარ რაც მთავარია. რამე მნიშვნელოვანი თუ გაქვს სახლში მოდი.
-მეგობარი მინდა მოგიყვანო
-6 საათზე გავთავისუფლდები. ცოტა ადრე გავუშვებ მოზარდი მყავს დღეს საღამო ხანს.
-კარგი აუცილებლად მოვალთ.
-კარგია დიდი ხანია არ მინახავხარ და ცოტას წავიჭორავებთ.
-აუცილებლად საყვარელო. მადლობა რომ დრო გამონახე. ვიცი რა დაკავებული ხარ.
-გელოდებით...
-ვინ იყო?_ამჯერად თავისი ხელით გამოიტანა ყავა თამუნამ და მაგიდაზე დადო.
-მეგობარი. ჩემი ყოფილი თანამშრომელია. მგონი რაღაც პრობლემაა აქვს . ჩემი დახმარება სჭირდება
-რამე სერიოზულია?
-არ ვიცი ,მაგრამ მგონი ჩემი როგორც ფსიქოლოგის.
-ისე ვფიქრობ ცოტახანს შენთან ხომ არ ვიარო?
-შენ რად გინდა ფსიქოლოგი?
-რავიცი, განვიტვირთები. ჰიპნოზს აკეთებ?
-ყველა აკეთებს მაგას ზირითადად.
-და მერე პაციენტი ყველაფერს ყვება ხო?
-კი ... შენ სპორტ დარბაზში განაგრძე სიარული. არ გინდა ფსიქოლოგი.
-ხანდახან ვფიქრობ ვიკა ხომ არ ვატარო?
-რატო?რა პრობლემა აქვს?
-მოზარდია, თინეიჯერი და სჭირდება ადამიანი რომელსაც მიენდობა
-შენ დაელაპარაკე მეგობრულად და ყველაფერს გეტყვის რაც გაინტერესებს. არამგონია ვიკა ურჩი ბავშვი იყოს
-ურჩი არაა, თავის ჭკუისაა...თუ ისე არ იქნება ყველაფერი როგორც მაგას უნდა შეძრავს ქვეყანას.თუ მის ნებას დაყვები მაშინ პრობლემა არაა.
-არ შეიძელბა მასე.
-რა ვქნა? გოჩას ბრალია. მე ვცდილობ მკაცრად მოვექცე,მაგრამ გოჩას არ სიამოვნებს. ელემენტარულად იმას რომ მივუთითებ ნორმალურად დაჯექი, ბეჭებში გასწორდი-მეთქი ბავშვს ატერორებო წარმოგიდგენია?
-ვერ დავადგინე თქვენ როგორი წყვილი ხარ? თითქოს ერთმანეთი გიყვართ. თითქოს...არ ვიცი მოკლედ... წავედი მე დღეს ბევრი საქმე მაქვს.
-წამოდი გაგაცილებ
-ექვსისთვის გამოდი თუ მოიცლი და ჩემს მეგობარს გაგაცნობ. იცი რა კარგი გოგოა?
-ვეცდები გამოვიდე...გმადლობ,რომ შემომიარე.


VVV

ლილი სკოლის ეზოდან გამოვიდა. მოპირდაპირე მხარეს პატარა კაფე იყო გახსნილი. დაინახა მისი კლასელები იქ ისხდნენ და საუბრობდნენ.ცოტა ხანს გაჩერდა და დააკვირდა. ყველას მხიარული ღიმილი ეხატა სახეზე. ის იყო შეტრიალდა და წავიდა ,რომ ვიღაცამ მხარზე ხელის დადება მოასწრო.
-მასწავლებელო?
-ლილი ჯერ არ წასულხარ?
-გაჩერებაზე გადავალ და...
-ყოჩაღ. შენი პასუხი დღეს ძალიან მომეწონა. იმედია ყველა გაკვეთილზე იაქტიურებ. ძალიან ჭკვიანი გოგო ჩანხარ, ალბათ შენი მშობლები შენით ამაყობენ_ქალმა თავზე ხელი დაადო გა სწრაფად გაშორდა.
ლილის თვალზე ცრემლი მოადგა ,მაგრამ მაინც სწრაფად გადავიდა გზიდან და გაჩერებაზე მივიდა. ფიქრებს სადღაც შორს გაეტაცათ, მაგრამ მისი ტრანსპორტის მოსვლამ ყველაფრიდან გამოაფხიზლა. ფანჯრის მხარეს დაჯდა და ქუჩას გააყოლა მზერა. ერთმანეთს ათასი რამ ენაცვლებოდა მის თვალწინ. ერთდროულად რამდენ რამეზე ფიქრი შეულია ადამიანსო გულში გაივლო და ოდნავ გაეღიმა. იქნებ არც ისე საშინელია ცხოვრებაო. კიდევ გაეღიმა...კიდევ ბევრ და საინტერესო რამეზე დაფიქრდა სანამ თავის გაჩერებას არ მიადგა. ლამის ჩამოსვლა დაავიწყდა ,მაგრამ ნაცნობი შენობის დანახვამ გონს მოიყვანა ელვის სისწრაფით ჩამოხტა ძირს.
სახლში შევიდა და გარშემო მიმოიხედა. მისაღებში არავინ იყო. სამზარეულოდან ისეთი საინტერესო სურნელი გამოდიოდა მაშინვე იქეთ გავარდა.
-ბებო რას ამზადებ?
-ხბოს ხორცს
-ძალიან გემრიელი სუნი დგას. გინდა დაგეხმარო?
-თითქმის მოვრჩი. გელოდი და ადრე დავიწყო. ახლავე გადმოგიღებ.
-ძალიან მშია. დღეს სკოლაში ძალიან დავიღალე და ბევრი სამეცადინოც გვაქვს.
-მგონი დღეს უფრო კმაყოფილი მოხვედი.
-მასწავლებლებს მოვეწონე.
-ვის არ მოეწონება ჩემი ლამაზი გოგო,ჩემი ჭკვიანი ...
-ბებო შენ ჩემით ამაყობ?
-მაგას რატომ მეკითხები?
-დღეს მასწავლებელმა მითხრა შენი მშობლები შენით უნდა ამაყობდნენო.
-მე შენით ყოველთვის ვიამაყებ. ჩემი საყვარელი,კეთილი და თბილი გოგო ხარ შენ. შენნაირი მეორე არაა. ხედავ? მასწავლებელიც რა მალე მიხვდა?
-მართლა?
-შენს თავს ვფიცავ... იცი? დღეს შენთვის რაღაც მოიტანეს.
-ვინ მოიტანა?
-ფოსტამ. დეიდამ გამოგიგზავნა.
-იქედან?
-არა აქ გიყიდა. უბრალოდ ფული გადაიხადა და გამოიწერა მაღაზიიდან. რაღაც უცნაური სახელი ქვია ვერ დავიმახსოვრე. მოიცა მოგიტან.
ქალი სწრაფად გაიქცა და მერე მალევე დაბრუნდა. ხელში თეთრი პოლიეთილენის პარკი ეკავა და შიგნით პატარა კოლოფი იდო.
-რა არის._ სწრაფად გახსნა გოგონამ და საჩუქარს გაოგნებულმა დააჩერდა._არ არსებობს... ბებო...
-ეს გინდოდა?
-დეიდამ ჯერ კიდევ წინა სემესტრში შემპირდა და მეგონა დაავიწყდა. თუმცა ეს ისე ძვირი ღირს ,რომ არ მინდოდა ასე დახარჯულიყო. _ თეთრი ტელეფონი ამოიღო ყუთიდან გოგონამ და ხელში აათამაშა._ახლა აქ რომ იყოს აუცილებლად ვაკოცებდი.
-ხომ იცი შენთვის არასდროს არაფერი ენანება. არც ეს ‘’ა...ა...ა......’’ , სულ დამავიწყდა რა ქვია.
-აიფონი ბებო. ძალიან ძვირი ღირს ასეთი საჩუქარი მეტისმეტი ფუფუნებააა.
-განა სხვას ვის უყიდის შვილო. მის საქმეებს გადაჰყვა და ერთი ოჯახი ვერ შექმნა. შვილიც შენ ხარ მისთვის და ყველაფერი. კარიერა...კარიერაო და აჰა... დარჩა მაგ კარიერის ამარა.
-ბებო...მერე სკაიპში დავურეკავ და მადლობას ვეტყვი. რათქმაუნდა ჩემი უახლესი შენაძენით _ სახე გაუბრწყინდა ბავშვს და თავისი ძვლთაძველი ტელეფონიდან კარტა ახალში გადადო. _ჩემს სკოლაში ყველასა ასეთი აქვს იცი? იმ ჯართით მხოლოდ მე დავდიოდი.
-ბებო მაგათ მაგის მეტი განა რამე ენაღვლებათ? გგონია შენსავით უხერხულად გრძნობენ თავს როცა მშობლები ასეთ ძვირფას საჩუქრებს ყიდულობენ. მათთვის ეს ვალდებულებაა.
-მაგალითად ჩემი კლასელი ვიკა...
-ვინ ვიკა? უკვე გაიცანი?
-თავის დაბადების დღეზე მთელი კლასი დაპატიჟა და ზრდილობისთვის მეც. რომ გაჩვენა როგორ იკრიხება. თავი სამყაროს უზენაესი ჰგონია. ვერ ვიჯერებ რომ ჩემი ახაკის ბავშვს შეიძლება საკუთარ თავზე ამხელა წარმოდგენა ჰქონდეს. დაბადების დღეზე დაგვპატიჟა და თან მშვენივრად გვაგრძნობინა, რომ ამით დიდი სამსახური გაგვიწია.
-ასეთი ბავშვებია მერე ,რომ ფუჭდებიან შვილო_ კოვზი მოაწოდა შვილიშვილს მზიამ და თვითონაც ჩამოჯდა.
-სულ დედამისზე საუბრობს როგორი ლამაზი და ელეგანტურია. რა გემოვნებიანი და როგორ შეუძლია მამამისს უყიდოს მთელი მაღაზია თუ რათქმაუნდა თვითონ მოინდომებს.
-ეგ შვილო გაუფუჭებიათ მშობლებს.
-წარმომიდგენია რა დაბადების დღე ექნება. იმედია ისე ჩაცმას მოვახერხებ მაგის დონეს არ ჩამოვრჩე. თავად კაბას იკერავს რათქმუანდა დედიკოს პირად მკერავთან.დღეს ამბობდა _ ენა მოითლიფა ლილიმ და წვნიანი მოსვა.
- შვილო ასე ხდება როცა ადამიანი მსგავს ოჯახში იზრდება. მათ ცხოვრებას კი არა მანჭვა-გრეხვას ასწავლიან და მერე ამდენ შეცდომებსაც ამიტომ უშვებენ. როგორი დედაც ზრდის შვილიც ისეთია.
-რა ვიცი ბებო გავიცნობ ალბათ მ დაბადების დღეზე. თუმცა დიდად წასვლა არც მინდა,მაგრამ მერე იტყვიან არ გვიკადრაო. ან იქნებ გაუხარდეთ კიდეც თუ არ მივალ.
-აუცილებლად წახვალ და ბავშვებს დაუმეგობრდები. ისეთიც გამოჩნდება ვინც შენ გაგიგებს
ლილიმ მხრები აიჩეჩა და კიდევ ერთხელ გადახედა ახალ შენაძენს. ტუჩებზე სიხარულის ღიმილმა გადაურბინა.

VVV
უკვე ექვსი ხდებოდა ჭიშკარზე ზარი, რომ დარეკა თეონამ. ცოტა ხანს ცდა მოუწიათ, მაგრამ მერე ახალგაზრდა მოხდენილმა დიაასახლისმა ვიღაც ქალი და ბავშვი გამოაცილა მანქანამდე . სტუმრები დაინახა თუ არა ჭიშკრისკენ აიღო გეზი. წამსვლელებმა ის იყო მანქანაც დაქოქეს.
-ამ უბანში არასდროს ვყოფილვარ_მხრები აიჩეჩა ანამ
-ახალი დასახლებაა. სულ 2-3 წელია რაც დაიწყეს აქ გადმოსვლა. რათქმაუნდა ფულიანმა ხალხმა. შეხედე რა სახლებია.
-თვალისმომჭრელი.
-სალამი გოგონებო._გაიღიმა თიკომ და დიდი ხნის უნახავ მეგობარს კისერზე მოეხვია.
-სამსახურეიდან წახვედი,მაგრამ შეგეზლო შემოგევლო
-მაპატიე, მე თიკო _ხელი გამოუწია ანას
-ანა, სასიამოვნოა
-ჩემთვისაც. მობრძანდით სტუმრები უკვე წავიდნენ. რომ იცოდეთ რა აუტანელი ბავშვია. გაუზრდელი და თავხედი. ვერაფერი ვუხერხე...ჯერჯერობით...
-მოარჯულებ ვიცი. შენ ხომ საუკეთესო ხარ?
-ყავას დალევთ?
-ჰო, მე უშაქრო, ანა შენ?
-რძიანი თუ შეიძლება
-აქ ყველაფერი შეიძლება. დასხედით_დივნისკენ მიუთითა ქალმა თუმცა წიგნები იყო მობნეული_მაპატიეთ, ლუკამ დამტანჯა ყველგან ყრის ამ წიგნებს და ქსეროქსებს რა. ნეტა ასე კითხულობდეს მაინც.
-არ უყვარს სწავლა?
-მკლავს. ჯერ არ ვიცი რააში ვიხდი ფულს. ფაქტია მხოლოდ ქსეროქსებში. მოტანით მოაქვს ჯერ არ წაუკითხავს.
-აცადე ბავშვს ცხოვრება
-დაიწყე შენც მამამისივით ახლა._ გაჯავრდა თიკო ,მაგრამ მალევე ისევ გაიღიმა._აბა რა პრობლემაა მითხარით.
-პრობლემა მე არ მაქვს. ეს ჩემი მეგობარია. ჩვენთან მუშაობს რეგისტრატურაში.
-მანდ კიდევ ისეთი სასაცილო ხელფასებია? ღმერთო რა იყო ჩემს დროს რომ მახსენდება ვგიჟდები._შუბლი შეწმუხნა თიკომ
-ახლა მოუმატეს._ხმა ამოიღო ანამ.
-კიდევ კარგი.
-პრობლემა ანას აქვს თიკუნა. ცოტა რთული საქმეა რა. დაგვეხმარები?
-რაც შემეძლება კი. პირველი რაც აუცილებლად უნდა გავაკეთოთ.
-გვითხარი _აცქმუტდა თეონა
-ჩემს კაბინეტში უნდა გავიდეთ...მხოლოდ მე და ანა... შენ აქ დამელოდე. ‘’ვაიფაი’’ მაქვს გაერთე. თუ არა და ტელევიზორი ჩართე. რავიცი კიდევ დაისხი ყავა . რაც მოგესურვოს. შენზეა ყველაფერი.თავი ისე იგრძენი როგორც საკუთარ სახლში.
-გმადლობ.
-არ შეიძლება თეონაც დაგვესწროს?_საწყლად თქვა ანამ
-არა, ფსიქოლოგი პაციენტის პირისპირ უნდა დაჯდეს.
ანა მორჩილად გაყვა ქალს , თუმცა უკან-უკან მაინც იხედებოდა. თიკომ კარი მიკეტა და ანას გრძელ სავარძელში დაჯდომა მოსთხოვა. ანა უხერხულობის ჟრუანტელმა მოიცვა და იქედან გავარდნის სურვილი დაეუფლა. მიუხედავად ამისა არსად წასულა. დაჯდა მორჩილად და ინსტრუქციებს დაელოდა.
-ფეხები შემოაწყვე და მოხერხებულად იყავი. თითქოს იმ ადგილას ხარ სადაც თავს ყველაზე ბედნიერ და ლაღ ადამიანად გრძნობ. უბრალოდ წარმოიდგინე.
-საქმეც მაგაშია_ხმადაბლა ამოთქვა ანამ
-რა?
-თავს ვერსად ვერ ვგრძნობ ისე როგორც ბედნიერი და ლაღი. წარმოდგენაც არ მაქვს ეს ადგილი სად არის.
-ამას დეპრესია ქვია საყვარელო. დაჯექი, მოეშვი და მხოლოდ მე მომისმინე.
ანამ ბრძანება დაუყოვნებლივ შეასრულა, თუმც ეს ბრძანება სულაც არ იყო. უბრალოდ მან მიიღო ასე.
-მითხარი რა არის შენი ყველაზე დიდი პრობლემა
ანა დაფიქრდა. შეეტყო ,რომ ამის თქმა არ უნდოდა...უფრო იმიტომ რომ რცხვენოდა.
-მითხარი. მე ფსიქოლოგი ვარ და ყველაფერი რაც აქ ითქმება აქვე დარჩება. დასამარდება ამას ვერავინ გაიგებს.
-შვილი, ჩემი შვილია პრობლემა...
-შვილთან პრობლემები გაქვს? რა სახის პრობლემა?
-ყველანაირი.
-რას ნიშნავს ყველანაირი?
-ყველანაირი.
-მაგალითად? მოდი დავასახელოთ ერთი პრობლემა რომელიც გადაუჭრელად გესახება.
ანას სახეზე ტრაგედიად გამოესახა სირცხვილი. ცრემლი თვალზე კი არა კისერშიც მოებჯინა.ნეტა როდის იტირა ბოლოს? მაგრამ არა არ იტირებს...
-მისი შეყვარება და შვილად მიღება
როგორც შეეძლო ისე შესძინა სიმტკიცე თავის ნათქვამს
თიკო თითქოს რაღაცას მიხვდაო. ხელები ერთმანეთს გადააჭდო და გაჩერდა. რა უნდა ეთქვა ან როგორ იმას ფიქრობდა.ან ისე როგორ ეთქვა ,რომ სწორად ყოფილიყო აღქმული.
-შენი შვილი რამდენი წლისაა?
მარტივად გახსნა დიალოგი ქალმა
-ცამეტის. რამდენიმე კვირაში თოთხმეტის ხდება.
-რა ჰქვია?
-ლილი...
-თოთხმეტი წლის წინ რამდენის იყავი?თვრამეტის...ცხრამეტის...
-მე რასაც ვფიქრობ სიმართლეა?
ანამ დამორცხვებით დააქნია თავი და ამჯერად ცრემლებს გასაქანი მისცა. ცოტა ხანს თავჩახრილი ტიროდა. ჩანთა ისე ჩაებღუჯა ხელებით გახსნა ძლივს მოახერხა. მერე გასწორდა და ლოყებზე მდინარი ცრემლი მოიწმინდა.
-ყველაფერი გასაგებია.
მშვიდი და ნაკლებად შემტევი ტონით აგრძელებდა სეანსს თიკო. სკამში მოხერხებულად მოეწყო. ხორბლისფერი თხელი ზედა ვიწრო შავ შარვალზე ,რომ გადმოშვებოდა საოცრად თმილ შესახედაობას ჰმატებდა. მის ისედაც თეთრ სახის კანს მეტ სინაზეს და ქალურობას ჰმატებდა. რაღაც იყო მასში რის მიმართაც ნდობის მარცვალი გაუღვივდა ქალს და თითქოს დააპირა რაღაც კიდევ ეთქვა.
მისგან მოულოდნელად თიკომ ხორბლისფერი სვიტერის მკლავები იდაყვებისკენ წაიჩოჩა. მანამ სანამ იგი ქაღალდებში ქექვას დაიწყებდა ანა ფეხზე წამოდგა და კედელთან აიზუტა. ტუჩები ნერვიულობისგან აუცახცახდა.
თიკო მშვიდად უყურებდა მის ქცევას, მაგრამ ისევ ინარჩუნებდა თავის პოზიციას. ანას არაფერი უთქვამს მხოლოდ ერთი მიმართულებით იყურებოდა. სწორედ მის თვალებს გაადევნა მზერა თიკომ და საკუთარ მაჯასთან მივიდა.
სვიტერი უკან ჩამოსწია და ფრთხილად წამოდგა.
ახლოს მივიდა და მხარზე ხელი მოხვია.
-ჩემი ტატუ? სვირინგმა შეგაშინა? ეს მხოლოდ ტატუა თან ძალიან პატარა ზომის. არაფერია... პატარა ჩიტი როგორც თავისუფლების სიმბოლო
ანამ ისევ თავი გადააქნია. რაღაც უცნაურად იყურებოდა.
-სვირინგების გეშინია?
ანამ ამჯერად თავი გააქნია
-არა?
მან ისევ თავი გააქნია.
-აქვს რაიმე კავშირი სვირინს შენს წარსულთან? იმასთან რაც თავს გადაგხდა?
-კი..._ცრემლნარევი ხმით თქვა ანამ და უფრო მაგრად აეკრა კედელს.



№1 სტუმარი mariami

rogor velodebodi rogorgamixarda rodadee *-* yvelaze magariistoriaa )

 


№2  offline წევრი lisebeth

მადლობა ყველას ჩემო საყავრლებო <3

 


№3 სტუმარი ემი

ძალიან დააგვიანე....

 


№4  offline წევრი lisebeth

აავად ვიყავი რამდენიმე დღე და ვერ შევძელი დაწერა :( დღეს ვეცდები დავდო

 


№5 სტუმარი ემი

არადა, ჩვენ გელოდებით recourse

 


№6 სტუმარი ემი

აღარ გააგრძელებ?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent