შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ვენდეტა - პალატა


11-04-2016, 14:48
ავტორი HeeChul-ah
ნანახია 2 133

ოთახი საკმაოდ დიდი იყო. სულ ოთხი საწოლი იდგა. ერთ კედელს თითქმის მთლიანად ფანჯარა იკავებდა, მაგრამ გარედან გისოსებით იყო ჩახერგილი. „ხანძარი რომ გაჩნდეს, აქ ამოვიწვებით ყველანი“- გაიფიქრა ლოლიკომ.
ერთ საწოლზე ახალგაზრდა, ქერა ბიჭი იწვა და წიგნს კითხულობდა. მეორეზე დაახლოებით 30-33 წლის მამაკაცი იჯდა და პაზლს აწყობდა. მესამეზე კი დამამშვიდებელ პერანგში გაკოჭილი პაციენტი იწვა. ლოლიკომ მისი სახის დანახვა ვერ მოახერხა.
როგორც კი გოგონა ოთახში შევიდა, ქერამ ახედა და გაუღიმა. მამაკაცმა მისი ჩემოდნის დანახვისას შუბლი შეკრა.
-რა ხდება თამარა დეიდა?- იკითხა დაძაბულმა და ერთ ადგილას გაშეშდა.
-ეს თქვენი ახალი მეზობელია. ქალებში ადგილი არაა და რადგან თქვენი პალატა ყველაზე ადეკვატურია,- ქალმა გაკოჭილს გადახედა, თავი გააქნია და განაგრძო,- თქვენთან უნდა დავტოვოთ რამდენიმე დღე.
-ადეკვატური?- იკითხა ქერამ და მანაც სიცილით გადახედა გაკოჭილს.
-ისევ შეტევა ჰქონდა?- იკითხა ქალმა და გოგონას ჩემოდანი თავისუფალ საწოლთან დადგა. თითოეული საწოლის თავთან პატარა კომოდი იდგა. ლოლიკომ გაიფიქრა, რომ მისი ნივთები იმ პატარა კომოდში უბრალოდ ვერ ჩაეტეოდა და ამოიოხრა. ქალმა მისი ოხვრა თავისებურად შეაფასა.
-არ ინერვიულო ლოლიკო, გიგა კარგი ბიჭია, უბრალოდ ცოტა ფიცხი.
-ცოტა ფიცხი, რომელსაც მალე დამამშვიდებელი სისხლზე მეტი ექნება ორგანიზმში,- ჩაიცინა ქერამ. ქალმა გაბრაზებულმა შეხედა, ბიჭმა კი თვალები დაქაჩა.
-გასაგებია,- აიჩეჩა მხრები მოზარდმა და თავის საწოლზე ჩამოჯდა.
-მიხედეთ ამ ბავშვს და ხორცეულის დამატებით პორციას მიიღებთ აქ ყოფნის ბოლომდე,- შესთავაზა თამარა დეიდამ პაციენტებს.
-შევთანხმდით,- წამოიყვირა ბიჭმა და გოგონასთან მიირბინა.
-მე...- დაიწყო ქანდაკებასავით გაშეშებულმა კაცმა, მაგრამ სანიტარმა შეაწყვეტინა.
-გია, გთხოვ... ცოდვაა ეს ბავშვი სხვებთან შესაშვებად.
-რა სჭირს?- იკითხა ქერამ.
-მეც შემიძლია ლაპარაკი,- გაღიზიანდა მოზარდი,- არაა აუცილებელი თამარა დეიდას ჰკითხოთ, მეც თავისუფლად გაგცემთ პასუხს.
-ოჰ, ტემპერამენტიანია,- გაეცინა ქერას,- რა გჭირს?- მიმართა უშუალოდ გოგონას.
-თქვენ ისაუბრეთ, მე გავალ,- თქვა ქალმა და პალატა დატოვა. გასვლის წინ ქერას მიუბრუნდა,- გიას მიხედე.
-ხო, ხო,- ჩაიბურტყუნა თავისთვის ახალგაზრდამ, მერე კი ისევ გოგონას მიაშტერდა,- მითხარი რა დიაგნოზი გაქვს და მერე ამ ძეგლის შემცვლელს მივხედოთ,- ჩაიხითხითა ბიჭმა. ლოლიკომ წარბი აზიდა,- დრო გვაქვს, მოგიყვებით. ჯერ შენი ჯერია.
-რეაქტიული ფსიქოზი,- აიჩეჩა მხრები გოგონამ.
-ოჰო, საინტერესოდ ჟღერს. და როგორ გამოიხატება?- ბიჭის კითხვამ გოგონა ჩიხში მოამწყვდია.
-არ ვიცი,- უპასუხა გულწრფელად. ბიჭს გაეცინა.
-სანამ აქ გაგამწესეს რას აკეთებდი?- დაეხმარა ქერა.
-ვმღეროდი,- აღიარა ლოლიკომ.
-ყველაფერი მომისმენია ამ ადგილას და სიმღერის გამო "დურკაში" გამოკეტვა პირველად გავიგე,- გაოგნდა ბიჭი.
-მშობლების სიკვდილში დამადანაშაულეს,- მწარედ გაეცინა მოზარდს. ამ სიტყვებზე ქერამ და ძეგლმა თვალები ჭყიტეს, ამიტომ გოგონამ სწრაფად აუხსნა,- საზღვარგარეთ ვიყავი და ჩემს სანახავად გამოფრინდნენ, მერე კატასტროფა მოხდა და დამნაშავედ მე გამომიყვანეს.
-მაშინ არა უშავს, მეგონა შენ გააგორე შენი მშობლები და...- აღარ დაასრულა ქერამ. ლოლიკოს უნდოდა ეკითხა თუ რას იზამდა ისე რომ აღმოჩენილიყო, როგორც ბიჭს ეგონა, მაგრამ გაჩუმდა.
-ბიძაჩემი იძახის, რომ მე მოვითხოვე მათი იქ ჩასვლა, არადა ასე არ ყოფილა,- გაუმხილა გოგონამ გულის ტკივილი.
-იქნებ არ გახსოვს?- ეჭვის თვალით შეხედა ახალგაზრდამ.
-არ გვქონდა ისეთი ურთიერთობა...- დაიწყო ლოლიკომ, მაგრამ ხელი ჩაიქნია. სხვა ამას ვერ გაიგებს,- იმას რა უნდა ვუქნათ?- აჩვენა თავით ძეგლზე.
-ახლავე,- თქვა ბიჭმა და მამაკაცთან მივიდა. აიღო პლედი და თავზე დაახურა, მერე კი გვერდით მიუჯდა და ხმადაბლა დაიწყო:
"მთის მწველვალზე, ცის მახლობლად
მერცხლის ბუდედ რაღაც მოჩანს;
თვალთ ისარი, შენატყორცი,
ვერ არჩევს მის სიგრძეს და განს..."
გოგონამ გაოცებული თვალები შეანათა, მაგრამ არაფერი უთხრა. რამდენიმე წუთში გიამ პლედი გადაიხადა.
-მადლობა კახა,- უთხრა კაცმა და გოგონას მიუბრუნდა,- ბოდიშს არ მოგიხდი, აქ ყველას თავისი ტარაკნები ჰყავს.
-რა თქმა უნდა, თუმცა თქვენი ტარაკნები ძალიან საინტერესოდ რეაგირებენ,- გაეცინა გოგონას,- შეიძლება ვიკითხო რა დიაგნოზი გაქვთ?
-აუტიზმი,- უთხრა კაცმა და ლოლიკოს ღიმილი სახეზე შეეყინა.
-მაშინ აქ რატომ ხართ?
-ოჯახს ხელს ვუშლიდი,- სევდიანად გაუღიმა კაცმა,- აქ კი მასწავლეს ჩემს შიშებთან ბრძოლა. ადრე ვერც ხმას ვიღებდი და ვერც ვინძრეოდი, სანამ „რიტუალს“ არ ჩაატარებდნენ, ახლა კი საუბარი შემიძლია და თვალებსაც ვახამხამებ. ეს საკმაოდ მიმარტივებს ცხოვრებას.
-შიშებთან?- გამოარჩია მისთვის საინტერესო სიტყვა გოგონამ.
-მე, ისევე როგორც ყველა ჩემნაირი დიაგნოზის მქონე ადამიანი, დამოკიდებული ვარ დღის რეჟიმზე, გარემოს სტაბილურობაზე და ყოველ სიახლეზე მტკივნეულად ვრეაგირებ,- ჩაეცინა გიას,- თავდაცვითი რეაქცია კი ასეთია...
-შეშდები?- ლოლიკო ძალიან კომიკურად გამოიყურებოდა გაფართოებული თვალებით და ღია პირით.
-იმავე პოზაში, რა პოზაშიც ვხვდები "საშიშროებას".
-ანუ სიახლეს?- მიხვდა გოგონა.
-ბინგო,- გაატკაცუნა თითები კაცმა,- ჭრელი ფერები, ახალი ტიპის საჭმელი, უცხო გარემო ან ახალი სახეები...
-უკაცრავად,- დაიმორცხვა გოგონამ.
-ეგ არაფერი,- ჩაიქნია ხელი,- იმედია მალე შეგეჩვევი.
-ამჯერად გაგვიმართლა რომ იჯდა,- ჩაერია საუბარში ქერაც,- ყოფილა შემთხვევა, რომ მოუხერხებლად მდგარა ასეთ მომენტში და ძეგლივით გაშეშებული დაბერტყებულა იატაკზე.
-დედა ასეთ დროს შუქს აქრობდა და "გამზრდელს" მიკითხავდა,- განაგრძო კაცმა,- დროთა განმავლობაში გამოვდივარ მდგომარეობიდან.
-მართლა საინტერესოა,- თქვა გოგონამ და კახას შეხედა,- შენ რა დიაგნოზით ხარ აქ?
-პიროვნების გაორება,- აიჩეჩა მხრები ბიჭმა.
-გასამება,- შეუსწორა გიამ სიცილით.
-ეს ყველაფერი მეტისმეტად საინტერესო და ახალია ჩემთვის,- აღიარა ლოლიკომ,- როგორ გამოიხატება შენი პიროვნების გაორება? თუ გასამება?- ინტერესს არც მალავდა მოზარდი. ცნობისმოყვარეობამ მორიდებაც კი დაავიწყა.
-„როგორ“ არასწორი შეკითხვაა. სწორია - როდის? ერთი ალტერეგო, სუიციდისკენ მიდრეკილი მოზარდია, რომელიც იღვიძებს მაშინ, როდესაც ვარ სიმაღლეზე ან ჩემს თვალთახედვის არეს ხვდება რაიმე მჭრელი.
-ვეცდები არაფერი მჭრელი არ განახო,- შეეშინდა ლოლიკოს,- მეორე?
-სჯობს არ იცოდე,- გააფრთხილა მოზარდი გიამ,- ღამე მშვიდად დაიძინებ.
მისი ხმის ტონისგან გოგონას გააჟრჟოლა.
-მაინც მირჩევნია ვიცოდე,- ლოლიკო მიხვდა, რომ მისი დიაგნოზი ყველაზე უწყინარი იყო მთელს პალატაში.
-მეორე მხოლოდ ორჯერ გამოჩნდა,- რატომღაც მზერა დაებინდა ქერას,- ის ჩნდება, როდესაც ძალადობას და უსამარათლობას ვხედავ. პირველად ჩემს კლასელს სცემდნენ უფროსკლასელები. 5 კაცი ვცემე და არ მახსოვდა როგორ.
-მეორედ?- მძიმედ გადაყლაპა ნერწყვი გოგონამ.
-უნივერსიტეტიდან გვიან ვბრუნდებოდი და უცნაური ხმა გავიგე ბნელი ეზოდან. შევედი და ვნახე ორი მთვრალი მამაკაცი ცდილობდა პატარა გოგონას გაუპატიურებას.
-მერე?- შევახსენე თავი, როდესაც პაუზა გაგრძელდა.
-გონს პოლიციის განყოფილებაში მოვედი. გონს მოსულს კი მაცნობეს, რომ 2 კაცი მოვკალი.
-მოკალი?- ლოლიკომ ღრმად ამოისუნთქა.
-მე არაფერი მახსოვს, მაგრამ ასე თქვეს,- აიჩეჩა მხრები ბიჭმა,- ხოლო როდესაც საკანცელარიო დანის დანახვისას "სუიციდნიკმა" გაიღვიძა ჩემში, "დურკაში" გამომიშვეს.
-არ ჩაკვდებით?- გაისმა ხრინწიანი ხმა.
-გაიღვიძე რატი?- ქერას ხმას სიცილის ნოტები დაუბრუნდა. აშკარად გაუხარდა, რომ საუბრის თემა გატაიტანეს.
-არა, "ბლიად", ჯერ კიდევ "გასული" ვარ,- უხეშად უპასუხა დაბმულმა,- წყალი დამალევინე.
-რატი, ჯადოსნური სიტყვა დაგავიწყდა,- დაბერა ტუჩები კახამ.
-რომ გამხსნიან კბილებს დაგათვლევინებ,- გაახრჭიალა კბილები რატიმ.
-ტყუილი მუქარა,- გაეცინა ქერას, მაგრამ წამოდგა და რკინის თერმოსიდან დაასხა წყალი რკინის ჭიქაში. მერე დაბმულთან მივიდა, თავი წამოაწევინა და წყალი ფრთხილად დაალევინა.
-კარგია,- სასაცილოდ გაილოკა ტუჩები რატიმ,- ეს ვინაა?- იკითხა ისე, რომ გოგონაზე არც შეუხედავს. თუმცა ძალიანაც რომ მოენდომებინა, ვერ შეძლებდა დანახვას.
-ახალია, ქალებში ადგილი არაა და...
-ქალია?- გაოცდა დაბმული.
-ბავშვია,- გაეცინა ქერას.
-არ ვარ ბავშვი, მესამე კურსის სტუდენტი ვარ.
-18 წლის? 19-ის?
-19-ის,- აარიდა მზერა გოგონამ.
-ბავშვი,- დაასკვნა დაბმულმა. ლოლიკოს უნდოდა რაღაც ეთქვა, მაგრამ კარი გაიღო და სანიტარი შევიდა პალატაში.
-დამშვიდდი?- ჰკითხა რატის მის საწოლთან მისულმა.
-სხვა გზა მქონდა?- გაიკვირვა მან ნატურალურად.
-ექიმთან აგიყვანთ და თუ დაგვრთავს ნებას, გაგხსნით,- უთხრა და მოხსნა ჯაჭვები.
დაბმული წაიყვანეს. სანამ გადიოდნენ, ლოლიკომ მისი შეთვალიერება მოასწრო.სულ ცოტა 190სმ, ჩაფსკვნილი, გამოყოფილი ყვრიმალებით და აშკარად რამდენჯერმე გატეხილი, კეხიანი ცხვირით. გახეთქილი წარბით და თვალის ქვეშ პატარა შრამით. მაგრამ ეს ყველაფერი საერთოდ არ აფუჭებდა მის შესახედაობას. გამოიყურებოდა ძალიან მამაკაცურად და მზერას იტყუებდა.
რამდენიმე წუთში ზარი დარეკეს. ქერამ აუხსნა გოგონას, რომ საჭმელზე ეძახდნენ. ლოლიკომ არჩია ტანსაცმლის დალაგება, ჯერ რატომღაც არ შიოდა. "დურიკებმა" გადარწმუნება არ დაუწყეს და გავიდნენ. გოგონამ კი ჩემოდანი გახსნა და ამოლაგება დაიწყო. ჩემოდანში ყველაფერი კომფორტული იდო. გულმოდგინედ იყო არჩეული თითოეული ნივთი. თავიდან იმდენად გაერთო მოზარდი, რომ ვერ გაიგო როგორ აწკაპუნდა ფანჯრის რაფაზე წვიმა. ხოლო როდესაც მიბრუნდა იქით, რათა წიგნები დაედო და დაინახა წვიმის წვეთებით დახაზული ფანჯარა, გაშეშდა. წიგნები ხელიდან გაუცვივდა და ყრუ ხმაურით დაიყარა იატაკზე.
მოზარდი იქვე ჩაჯდა, მუხლებზე ხელები მოიხვია, თავი ჩამალა და ხმადაბლა ამღერდა:

<<Rain rain go away,
Come again another day.
Mommy wants to play,
Come again another day.
Rain rain go away,
Come again another day.
Daddy wants to play,
Come again another day.>>

ასე იჯდა და მღეროდა, სანამ ძლიერმა ხელება არ მიიკრეს ფართე მკერდზე.
-არ იტირო, პატარა. მე აქ ვარ. წვიმა არაფერს დაგიშავებს. მე დაგიცავ,- ეჩურჩულებოდა რატი. მისი ძლიერი მკლავები სიმშვიდეს და თვითდაჯერებულებას სძენდნენ ლოლიკოს, მისი გულისცემა წვიმის ხმას ახშობდა, ხოლო სხეულის სითბო და სუნი - ათრობდნენ...
-აქ რა ხდება?- მოულოდნელად გაისმა ხმა სიბნელიდან.



№1  offline წევრი HeeChul-ah

ავტორს ძალიან უყვარს ფსიქიატრია და თუ გღლით თავისი მონათხრობით, მითხარით •.• ვეცდები შევამცირო ზედმეტი ინფორმაცია და მხოლოდ მთავარ გმირებზე ვწერო
--------------------
Nico nico nii

 


№2  offline წევრი შამხათი

მე მომწონს, მონათხრობი არ მღლის, პირიქით, ძალიან საინტერესოა, განსხვავებული.

 


№3 სტუმარი hipo

vaimee es ra magari iyo ...gelodebi icodee

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent