შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნოემბრის წვიმა XIII


11-04-2016, 17:17
ავტორი MariLerman
ნანახია 1 788

ნინა შეუძლოდ გრძნობდა თავს და ყოველდღე ექიმებთან დარბოდა, მე კი, სახლიდან გარეთ არ გავდიოდი. ყველაზე მეტად კი გულს ის მწყვეტდა, რომ ნიკოც, რატომღაც არ გამოხატავდა სახლში მოსვლის სურვილს. ბექას დაბადების დღის შემდეგ რამდენიმე დღე საერთოდ არ გამოჩენილა. გადავწყვიტე მასთან შეუთანხმებლად გავსულიყავი იქ, სადაც ძმაკაცებს ხვდებოდა ხოლმე. ეზოში დიდ დროს არ ატარებდა, მაგრამ ძმაკაცებთან ერთად ხშირად იყო. იქ მისულს საკმაოდ თბილად მომესალმნენ, თვითონ კი, რამდენიმე წუთის განმავლობაში თვალს არ მაშორებდა, ასეთი თვალით ჩემთვის არავის არასოდეს შემოუხედავს. ეს იყო მზრუნველობით, სიამაყითა და სიყვარულით გამსჭვალული მზერა... ვიცოდი, რომ არ იყო კარგი, ნინასთან განშორებისთვის ნიკო თითქმის არაფერს აკეთებდა, თუმცა მე ვპატიობდი, ვპატიობდი და კიდევ ერთხელ ვპატიობდი და ამის კეთება მთელი ცხოვრების მანძილზე შემეძლო... მითუმეტეს, ბექას დაბადების დღეზე გაგონილი სიტყვების შემდეგ. ნიკო ჩემმა მისვლამ ძალიან გააოცა.
– ძალიან გამიკვირდა რომ მოხვედი..
– აბა რა უნდა გამეკეთებინა? შენ ძლებ უჩემოდ, მე კი ვერა.. რატომ დამივიწყე?
– მოდი, არ ვიკამათოთ.. მთავარია, ახლა ერთად ვართ. – ახლანდელი გადმოსახედიდან, იმ მომენტში ნიკოს არ მივცემდი ამ თემაზე საუბრის დასრულების უფლებას, თუმცა მაშინ დავმორჩილდი მის სიტყვას და ჩავეხუტე.
დაახლოებით ოცი წუთის მისული ვიყავი როდესაც ავტობუსის გაჩერებიდან ჩვენკენ რამდენიმე გოგო გამოემართა. გული ამიჩქარდა, ვიფიქრე, ნიკოსთან ხომ არ მოდის რომელიმე თქო.
– როგორ ხართ ბიჭებო? ჩვენს დაქალს საგამომძიებო სამუშაოები აქვს დაწყებული, მაგიტომ გაწუხებთ. – მიმართა ბიჭებს ქერათმიანმა ,ძალით გემოვნებიანად ჩაცმულმა გოგონამ და ჩემთვის უცნობი მიზეზების გამო ნიკო აათვალიერა. სახეზე სპეციალურად დავაკვირდი ნიკოს, მაინტერესებდა თუ მიესალმებოდა. თვითონ მხოლოდ ერთხელ აათვალიერა უცნობი და ლოყაზე მაკოცა.
თვითკმაყოფილი ღიმილი გამომესახა სახეზე.
დანარჩენებსაც გავხედე, ერთი ანდრიასთან მისულიყო და ეხუტებოდა, მეორე კი გიორგის ეჩხუბებოდა.
– ნიკო, ბექა ხომ არ გინახავს ? – გამოვიდა ასპარეზზე კარეთმიანი დაბალი გოგო, რომელიც გარეგნობით სხვათაშორის, მომეწონა. თან დაქალებისგან განსხავებით წესიერად იქცეოდა და ზიზღს არ იწვევდა.
– დილით ვნახე ელე, ქობულეთში მიდიოდა.
– ტელეფონზე ვურეკავ, არ მპასუხობს.
– არ ინერვიულო, რაღაც საქმეები აქვს, არ ცალია ალბათ.
– დაბადების დღეზე რომ არ მოვედი, ნაწყენია შეიძლება...
– ოოო, ეგ მართლა ძალიან გაუტყდა... არ ვიცი, როგორ შეირიგებ..
მე და ნიკო ჩახუტებულები ვიდექით და ალბათ მიხვდა, რასაც წარმოვადგენდით ერთმანეთისთვის, ერთხელ შემომხედა და გამიღიმა.
– ლამაზი თვალები გაქვს! – მითხრა და შებრუნდა. გაკვირვებისგან და დაბნეულობსგან ვიგრძენი როგორც ავწითლდი სახეზე. ნიკოს მხოლოდ ერთხელ გავხედე, მიღიმოდა..
მოგვიანებით, ნიკო სასწრაფოდ ბაბუამისის დასახმარებლად იყო წასასვლელი. შევუთანხმდი, რომ სახლში მისვლა არ მინდოდა და ცოტას გავისეირნებდი ელენესთან ერთად. ახალი ბულვარისკენ წავედით. ხალხი სხვა დღეებთან შედარებით ცოტა იყო.
ტურისტებზე მეცინება, “ბერეგის” მიდამოებს პირღია რომ ათვალიერებენ და ყოველ ნაბიჯზე მათ ენაზე მხოლოდ იმას გაიძახიან თუ როგორ საოცარი ზღვისპირა ქალაქია!
და ისევ, ურეაქციოდ მივუყვებოდით ფილებს და ხალხს საერთოდ არ ვუყურებდით. არაფერზე არ ვფიქრობდი, უემოციოდ მივაბიჯებდით, ყურსასმენებში საყვარელი მელოდია ჟღერდა.
რა გამომაფხიზლებდა თუ არა.. ჩემი სიმღერა..
როდესაც ჩაირთო, ტანში კისრიდან კოჭებამდე ჟრუანტელმა დამიარა და უაზრო სიცილი ამიტყდა.. უნდა გენახათ ელენეს რეაქცია, როდესაც ცეკვა დავიწყე... მინდოდა, შედარებით თავისუფლად მეგრძნო თავი, დავცლილიყავი სტრესისგან, ეს ამისთვის საუკეთესო საშუალება იყო.
ხალხის გასაღიზიანებლად და ჩემი მათდამი დამოკიდებულების გამოსამჟღავნებლად ბოლო ხმაზე ავყევი აქსელს მიუხედავად იმისა,რომ სიმღერაში საკმაოდ დაბალი ხმით მღეროდა.
ვცეკვავდი და მეგონა,რომ ჩემს ირგვლივ არავინ იყო..
ასეც იყო,ხალხი ჩემთვის არაფერს წარმოდგენდა და არც მათი აზრები,რომლებიც ყვებოდა დებილურ უაზრო მენტალიტეტს! იმ მომენტში სულით და გულით ემოციების ზეგავლენის ქვეშ ვიყავი, ეს სიმღერა იმდენად მოქმედებდა ჩემზე, რომ შეუძლებელი იყო ყოველი მოსმენის შემდეგ რაღაც არაამქვეყნიური გრძნობა არ დამმუფლებოდა.
ვმღეროდი,ვცეკვავდი,ბოლო ხმაზე ვყვიროდი და ამით ხალხს ვაჩვენებდი ჩემს ჭეშმარიტ სახეს და საერთოდ არ მრცხვენოდა, პირიქით, მემაყებოდა, რომ მე მათგან განსხავებული ვიყავი და რომ მე სულ სხვა სურვილები და ამბიციები მამოძრავებდა!

Everybody needs some time, on their own..
Don't you know you need some time, all alone..

როდესაც უკვე საბოლოოდ ჩავიგლიჯე იოგები არა სიმღერის, არამედ ბღავილის შემდეგ, ელენემ სანაპიროზე გადავიდეთო. გავწექი სანაპიროზე და ქვების უხეში შეხებაც კი წამიერად მესიამოვნა.
ცაზე მოკიაფე ვარსკვლავებს ავხედე და თან სიმღერა გამოვრთე რადგან იმ მომენტში ზღვის თუნდაც მცირე ტალღების ხმაზე უკეთესი მელოდია ჩემთვის არაფერი იყო..
ჯიბისკენ წავიღე ხელი და შიგნით ვიქექებოდი სიგარეტის პოვნის მიზნით. ნერვები დამაწყდა, როდესაც აღმოვაჩინე რომ არ მქონდა, ელენემ მისი გამომიწოდა.
– ხშირად მოდიხარ აქ? – ავართვი და ვკითხე.
– არა, საერთოდ არა. – მიპასუხა, უაზროდ მიშტერებოდა ზღვას.. – ბიჭებთან პირველად გნახე.
– ხო, იმიტომ,რომ სულ დღის საათებში გამოდიხარ ამათთან,მე კი ღამით მირჩევნია გამოსვლა.
– როგორი ურთიერთობა გაქვთ შენ და ნიკოს? – გავხედე, ცნობისმოყვარე თვალებით მიყურებდა..
– შენ ეგ რაში გაინტერესებს ?
– უბრალოდ გეკითხები.
–დარწმუნებული ვარ გაქვს მიზეზი, რის გამოც ეგ კითხვა დამისვი.
–არანაირი მიზეზები, უბრალოდ დავინტერესდი. ნუთუ პირველი ვარ ვინც ეს გკითხა?
– შენ წარმოიდგინე პირველი ხარ. არამგონია აუცილებელი იყოს, რომ დეტალები გაიგო. - ცოტა უხეშად ვუპასუხე და ვიგრძენი და მივუხვდი კიდევაც, როგორ ეწყინა. დაახლოებით, 15 წუთი არცერთს ხმა არ ამოგვიღია. კვლავ ზღვაში მოციმციმე წერტილს შევცქეროდი.
მისმა ქვითინმა მომიყვანა აზრზე, გაკვირვებულმა გავხედე და გავშეშდი.
“რა ატირებს?! რა ვქნა?!” გავიფიქრე ჩემთვის და ხელი ფრთხილად შევახე. ოდნავ შეცბა.
– ნუ ტირი.. – ვუთხარი და უარესად აქვითინდა. მისკენ მივიწიე და გულში ჩავიკარი.
ქვებზე მიგდებული ტელეფონი ავიღე ისე, მას რომ არ დაენახა და შეტყობინება წავიკითხე რომელიც ბექასგან იყო.
ისეთი უხეში ნამდვილად არ მეგონა ბექა, რომელიც რამდენჯერაც ვნახე სულ თბილად მესაუბრებოდა და მეხუმრებოდა. შეტყობინებაში ელენეს წერდა, თავი დამანებე, მაწუხებო.
ტელეფონი ფრთხილად დავდე ქვაზე და კიდევ უფრო მაგრად ჩავიკარი გულში. ჩახუტებისას მივხვდი, რომ ამ ადამიანისგან რაღაც დადებითი მოდიოდა,რაც იმისკენ მიბიძგებდა,რომ არ ვყოფილიყავი მასთან მაინც უხეში, და ცოტა ხნით მაინც მიმეღო..
– ყველაფერი კარგად მიდიოდა.. უკვე 2 წელია რაც ერთად ვართ.. ეს ბოლო ერთი თვეა არ ვიცი რა ჭირს. ყველანაირად ცდილობს თავიდან მომიშოროს.. არადა დღეში მხოლოდ ორჯერ ვურეკავ და იმაზეც გიჟდება..
– იქნებ ვინმე სხვა ჰყავს? – ვუთხარი პირდაპირ.
– მადლობ, რომ მამშვიდებ ანნა!
– მე უბრალოდ ვარაუდი გამოვთქვი, ხომ არ მითქვამს უეჭველი სხვა ჰყავს თქო!
– არ ვიცი, ასე თუ გააგრძელებს.. – აღარ დააბოლოვა და ისევ აქვითინდა.. ამჯერად საერთოდ არ მივკარებივარ რადგან ვიცოდი რომ ჩავეხუტებოდი უფრო ატირდებოდა.
– მე ვიცი შენ რაც გიშველის. – ვუთხარი და ჯინსის მოსასხამიდან ფირფიტა ამოვიღე.
– ოოო არა ანნა, ოღონდ ეგ არა..
– ნუ ხარ მშიშარა!
– ბექა მომკლავს!
– ბექა იქეთ მოსაკლავია! – ვუთხარი და ტაბლეტები გამოვყარე.
სევდიანი თვალები მომაპყრო და ხელი გამომიწოდა.

*****

საათს რომ დავხედე, ღამის პირველის ნახევარი იყო, დაფეთებული წამოვვარდი. წამოვვარდი მაგრამ მასეთ წამოხტომას რა ვუთხარი! ისევ ძირს დავეხეთქე. ელენესთან ლაპარაკის დროს, ზუკაზეც ვკითხე, თუ იცნობ–მეთქი. რა თქმა უნდა ვიცნობ, მაგას ვინ არ იცნობსო.
ელენე სახლამდე მივაცილე რადგან ძლივს დადიოდა და მეც დავუყევი სახლის გზას.
გარედან მესმოდა ყვირილისა და ჩხუბის ხმა.
ვიფიქრე, არ შევალ მეთქი მაგრამ ცნობისმოყვარეობა იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ კარები შევაღე.
ბოლომდე შეღება ვერ გავბედე ,ნახევრად გაღებული კარებიდან ვუყურებდი მათ ჩხუბს. საერთოდ ძალიან გამიკვირდა, ნიკო რომ სახლში დამხვდა, მეტიც – მეწყინა კიდევაც.
– არაფერი გაქვს სათქმელი და ნუ წიკვინებ ამდენს! - თანდათან ხმას უწევდა ნიკო.
– ვერ ვხვდები, ჩემგან რა გინდა? ხან ძალიან თბილი ხარ, ხან კი –საერთოდ გავიწყდება ჩემი არსებობა? ეს ბეჭედი დაგავიწყდა? ხომ არ შეგახსენო მოვალეობები?
– ნინა ჩვენ მაგ თემაზე ერთხელ უკვე ვისაუბრეთ... მე შენ აგიხსენი, რომ ეს იყო ერთი შეცდომა, რომელიც უნდა გამოვასწოროთ.. რომელ მოვალეობაზე მელაპარაკები....
– მეგონა, მე, მეგონა შენ მაინც გამიგებდი.. ღმერთო.. საერთოდ რატომ გაგიცანი... – ჩაიბურტყუნა,იქვე იატაკზე დაეშვა და ტირილი დაიწყო.
სახლში შევედი და ნინას პირდაპირ სკამზე ჩამოვჯექი. ნიკო აივანზე გავიდა.
ნინამ მხოლოდ ერთხელ ამომხედა და ტირილი განაგრძო.
– შენი ბრალია, ყველაფერი შენი ბრალია!– გადმომაბრალა მე.
– ნორმალური ხარ?! რა არის ჩემი ბრალი ერთმანეთს რომ ვერ ეწყობით?– ვუყვირე ბოლო ხმაზე და ვუთხარი, რომ მის ოთახში წასულიყო და დამშვიდებულიყო. შემდეგ მეც გარეთ გავედი. სავარძელზე გვერდით ჩამოვუჯექი და მასთან ერთად დავიწყე მოწევა. ერთხელ გამომხედა გვერდულად.
– შერიგდებით. – წამომცდა უნებურად. ჩემს სიტყვაზე ჩაეცინა.
მისთვის არაფერი მიკითხავს, არც ის, თუ რატომ დამხვდა სახლში მაშინ, როდესაც ბაბუამისის დასახმარებლად იყო წასასვლელი. უბრალოდ თავი მხარზე დავადე და მისი სითბო გულს ბედნიერებით მივსებდა. მოულოდნელად, გულის რევის შეგრძნებამ შემაწუხა და თვალთ დამიბნელდა. სახლში კარგა ხანია შუქი აღარ ენთო, ნინას ეძინა.
ხველება ამიტყდა და სწრაფად ვსუნთქავდი.
– რა გჭირს ანნა?! .. ანნა! – მკლავში უხეშად ჩამავლო ხელი და შემანჯღრია. წამოვდექი და ფეხები არ მემორჩილებოდა,ის რომ არა, წავიქცეოდი.
– გოგო რა გჭირს?! შემომხედე! – სახეზე მსუბუქად მირტყამდა ხელს და თან სახლში შევყავდი.
– ნიკო, ცუდად ვარ.. – მხოლოდ ამის თქმა მოვახერხე. არც კი მომისმინა ისე შემათრია სააბაზანოში და მთლიან სახეზე წყალი შემასხა. გულის რევის შეგრძნება ისევ მაწუხებდა მაგრამ ვიცოდი არაფერი გამომივიდოდა ამიტომ ხელი მაგრად ჩავჭიდე,ისე მაგრად,რომ გაკვირვებულმა შემომხედა. თვალებს ვერ ვახელდი,ლაპარაკშიც ენა მებმოდა..
– შემომხედე!!!! – მითხრა უხეშად და თავი მომიტრიალა.ცრემლები ისე წამსკდა,ვერც კი ვიგრძენი. დავემორჩილე და თვალებში ჩავხედე. თვალებით ფართოდ გამახელინა,კარგად დამაკვირდა და მკვლელის თვალებით შემომხედა. თვალს ვერ ვუსწორებდი,მისი ხელები , რომ არა ერთი წელზე და მეორე მკლავში,ფეხზეც ვერ ვიდგებოდი.
თვალთ სულ დამიბნელდა, ვერაფერს ვხედავდი,ხელი უფრო მაგრად ჩავჭიდე რითაც ვანიშნე,რომ ხელში ავიყვანე. არ დააყოვნა და ხელში ამიტაცა.
ჩემს საწოლზე ფრთხილად გამაწვინა და გვერდით ჩამომიჯდა.უკვე ვთვლემდი,მაგრამ მაინც ვიცოდი,რომ იქ იჯდა და არ ექანებოდა.
გვიან ღამით ჩამეძინა უკვე აზროვნების უნარდაკარგულს.

____________________________________________________

თუ ისტორიას მკითხველი შემორჩა, ბოდიშს გიხდით ასეთი დაგვიანებისთვის. უბრალოდ შემდეგი თავი თავიდან ბოლომდე შესასწორებელი მაქვს და ვერაფრით მოვიცალე, რომ გავასწორო. იმედია მოგწონთ ისტორია.



№1 სტუმარი Elene

Vgijdebi am istoriaze <3 arcerti istoria ar mizidavs ise rogorc es saswaulia piradpir ragac ucxo da mravalsperovani male ganagrdze dzalian gtxov

 


№2 სტუმარი mariami

iseti emociebit velodi rroravira ) isegamixarda rodavinaxe dadebuli vergamovxatav *-* yvelazekargixar

 


№3 სტუმარი ბალუ

გელოდები რამდენი ხანია მალე დადე ძალიან კარგი იყო იცოდე არ დაიკარგო

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent