შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ემილის დღიურები (თავი 2)


11-04-2016, 18:08
ავტორი KenGi
ნანახია 1 380

ვინაიდან ჯერემი ნასვამი იყო ტაქსით წავედით მის მიერ მითითებულ მისამართზე, ფანჯრიდან კიდევ ერთხელ შევავლე თვალი ღამის ნიუ-იორკს რომელიც უზომოდ ლამაზი იყო, დროის მიუხედავად ხალხი ქუჩაში ფუტკრებივით ირეოდა, ყველას სადღაც ეჩქარებოდა, არც ჩაბნელებული ადგილები არ გამომრჩენია რომელიც მილიონში ერთხელ თუ შეგხვდებოდა, მაგრამ არც ეს ადგილი იყო მიტოვებული აქაც იყვნენ უსახლკარო ადამიანები, ქურდები, ახალგაზრდა გოგონები რომლებიც შველას ითხოვდნენ თუმცა დასახმარებლად გამბედაობა არავის ყოფნიდა.
როგორც იქნა მოვედით დიდი სახლის წინ საიდანაც კაშკაშა შუქი და გართობის "სურნელი" გამოდიოდა, ჯერემიმ ხელით ოდნავ მიბიძგა რომ გადავსულიყავით, ტაქსს თვითონ გადაუხადა ფული, არც შევწინააღმდეგებივარ რადგან ახლა ფული ძალიან მჭირდება, თანაც თვითონ დამპატიჟა მან გასართობად.
შენობაში შესვლისას თვალი ორ ნახევრად შიშველ გოგონას მოვკარი რომლებსაც ერთმანეთზე ჩახუტებულებს ეძინათ და საშინელი ხმაური არ აწუხებდათ, ბართან ვიღაც ბიჭი გოგოს "კერავდა" მეორე სართულიდან კი ვიღაც აღებინებდა, მოკლედ რომ ვთქვათ ერთი ძალიან დიდი არეულობა იყო.
- ჯერემი, აქ ამას ეძახით გართობას?
- საყვარელო გართობას ყველა ერთნაირად ვერ აღვიქვამთ, თუმცა ამაზე საუბრის დრო არ გვაქვს, მე ჩემს გზას დავაწვები შენ კი შეგიძლია ვინც გინდა ის გაიცნო, ვისაც გინდა იმასთან დაწვე, აქ ყველა თავისუფალია.
- ოჰ, გმადლობთ ბატონო ჯერემი ნების დართვისთვის -სარკაზმით ვუთხარი თუმცა მუსიკის ხმის მომატების გამო მგონი ვერც გაიგონა.
რამდენიმე წუთი დავბოდიალებდი სანამ დერეფანში ერთ ძალიან წყნარ ოთახს არ მივადექი, დავინტერესდი და შევედი, სანახაობამ მომნუსხა, : ყველაფერი მუქი ფერის ხისგან იყო გაკეთებული, უამრავი თაროები კედლებზე რომლებიც წიგნებით იყო გადავსებული, და წინ ლამაზი ფოტოსურათი პატარა ბიჭისა რომელიც ღიმილიანი სახით იყურებოდა უსასრულობაში.
უეცრად ვერც კი შევამჩნიე რომ კარი გაიღო და სწრაფაშ გავიხედე რომ შემემოწმებინა ვინ იყო, დღეს ბევრი სიურპრიზების დღეა, ოთახში ჩემი ერთ-ერთი საყვარელი საპნის ოპერის მსახიობი შემოვიდა ალიშა მარიე,გაოცებული ვუყურებდი და ბედნიერებისგან ცამდე ვიყავი ასული.
- ო ღმერთო, მეგონა ეს ოთახი მაინც არ იქნებოდა დაკავებული, თუმცა შევცდი, გავალ.
- არა არა, რას ბრძანებთ, შეგიძლიათ დარჩეთ ალიშა.
- ვინ? ალიშა? - სიცილით ჩაილაპარაკა მე კი ვერ მივხვდი რა ხდებოდა
- დიახ, თქვენ ალიშა მარიე არ ხართ?
- საყვარელო ეგ გოგო დიდი ხანია წარსულს ჩაბარდა, მე წამოვედი თეატრიდან აღარ მაქვს გადაღებები, არც მოთხოვნადი არ ვარ - თითქოს არც ანაღვლებსო ისე ლაპარაკობდა.
- თქვენი შოუბიზნესიდან დაკარგვა არ შეიძლება, ჩემი საყვარელი მსახიობი ხართ!
- ამ საქმეს აღარაფერი ეშველება.
- დიახაც რომ ეშველება და ამაში მე დაგეხმარებით, არ ვიცი როგორ მაგრამ ყველაფერს მოვიფიქრებთ.
- კარგი, მე წავალ - დაეჭვებით შემომხედა და გავიდა.
დერეფანში გამოვედი, ოთახებიდან ხმები გამოდიოდა, ყველაფერი გულის ამრევია, აქაურობა ახლავე უნდა დავტოვო.
გარეთ გავედი და ტროტუარს მივუყვებოდი როცა უკან ვიღაც საეჭვო ტიპი გამომეკიდა, საბედნიეროდ კარგად დავრბივარ მთელი ძალით გავრბოდი, სანამ ერთ კუთხეში არ მიმიმწყვდია და ყელთან დანა მომაბჯინა, უნებურად თვალებიდან ცრემლი გადმოგირდა, არაფრის იმედი დამრჩენოდა სანამ უცნობის სახე სისხლით არ დაითხვრებოდა, ასევე ჩემიც, მას ტყვია ესროლეს. ბოროტულად რომ ვთქვა ფეხები გააფშეკინეს.



№1  offline მოდერი Behandice

კარგია <3 მომწონს შენი წერის სტილი გააგრძელე

 


№2  offline წევრი KenGi

Behandice
კარგია <3 მომწონს შენი წერის სტილი გააგრძელე


მადლობა ბეე ^_^

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent