შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ემილის დღიურები (პროლოგი)


9-04-2016, 14:15
ავტორი KenGi
ნანახია 1 888

სახელი : ემილი
გვარი : იოჰანსონი
ასაკი : 26 წლის
დაბადების ადგილი : სტოკჰოლმი, შვედეთი
საცხოვრებელი ადგილი : ......
ჩემი ცხოვრების ძნელი ეტაპი იმ დროიდან იწყება როდესაც მშობლებმა დეიდა მარტასთან დამტოვეს, თვითონ კი სამუშაოდ სხვა ქვეყანაში წავიდნენ, რა თქმა უნდა გამიჭირდა რადგან მაშინ მხოლოდ 10 წლის ვიყავი, მშობლები პირველი 1 კვირის განმავლობაში გვეკონტაქტებოდნენ თუმცა შემდეგ ეს ყველაფერი შეწყდა, მე კი ამ დროის განმავლობაში სრულ გაურკვევლობაში ვიყავი სანამ ფინეთიდან არ დაგვირეკეს და შეგვატყობინეს რომ ლიზა და მაიკლი გარდაიცვალნენ, მე და დეიდას არ გვქონდა საშუალება რომ აგვენაზღაურებინა მათი გვამების ჩამოტანის ხარჯები ასე რომ ისინი დღესაც ფინეთის რომელიღაც საფლავზე განისვენებენ.
ძნელია ამ ასაკში მშობლების დაკარგვა, ღმერთის რწმენაც დავკარგე თუმცა დეიდაჩემი ხშირად მეუბნებოდა რომ ეკლესიაში მევლო, მელოცა ჩემი კეთილდღეობისთვის, მაგრამ არა, წარმატება არ მოვა თუ უმოქმედოდ იქნები და არ იბრძოლებ არსებობისთვის.
ჰო, თვითონ დეიდა მარტა ეკლესიაში ხშირად დადიოდა, ერთ დღესაც როცა სამუშაოდან დავბრუნდი მრგვალ მაგიდაზე დადებული წერილი ვნახე, დეიდაჩემისგან იყო რომელიც მატყობინებდა რომ მეზობელ ნორვეგიაში ის და მღვდელი ადამი ერთად გაიპარნენ, ამ დროს უკვე 19-ის ვიყავი, ცხოვრებაში იმდენი გადამეტანა რომ ამ ფაქტმა სრულიად უმნიშვნელოდ გაიარა.
საერთოდ თავში ვარ ჩაკეტილი ამიტომ არ მყავს მეგობრები, ბავშვობაში სარკის წინ დგომა და სხვადასხვა მიმიკების მიღება, ცეკვა, სიმღერა მიყვარდა, სიცოცხლით აღსავსე ვიყავი,თუმცა თინეიჯერობის პერიოდში ეს ყველაფერი ჩაკვდა.
მამა ადამმა და დეიდამ ფული და ოქროს სამკაულები დამიტოვეს, რომელიც ალბათ ეკლესიიდან იყო წამოღებული რადგან დეიდას ამდენი საშუალება არ ჰქონდა, ჰო და მეც გადავწყვიტე რომ ცივი გონებით მეაზროვნა და წავედი იმ ქვეყანაში სადაც ოცნებები ხდება, ამერიკაში წავედი, სწორედ აქედან დაიწყო მთავარი თავგადასავლები რომელსაც ალბათ სიამოვნებით მოისმენთ.


ძვირფასო მკითხველებო, ეს არის პროლოგი ერთ-ერთი განსხვავებული და საინტერესო ისტორიის, რომელიც ძალიან მინდა რომ მოგეწონოთ, მითხარით თუ ღირს გაგრძელება.



№1 სტუმარი იაჩო

კიიი ძალიან დამაინტერესა და გააგრძელე :*

 


№2  offline წევრი KenGi

იაჩო
კიიი ძალიან დამაინტერესა და გააგრძელე :*


დავდე შემდეგი ნაწილიც, იმედია მოგეწონება *-*

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent