შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენს თვალებში ვხედავ სამყაროს [2]


11-04-2016, 20:29
ნანახია 1 653

99999
-მამა დღეს მოვდივარ და ამ წამლების გარდა კიდევ რამე გინდა?
-არა მეტი არაფერი შენ ჩამოდი შვილო
-კარგი - ყოფილმა სნაიპერმა ახლა კი მოქმედმა ბიზნესმენმა მობილური გათიშა და ტაქსში ჩაჯდა.
დიდი ხანია საქართველოში არ ვყოფილვარ ჯერ სნაიპერი ვიყავი მაგრამ რაღაც მიზეზების გამო ბიზნესმენი გავხდი ამჟამად 28 წლის ვარ და საქართველოში ვბრუნდები იმიტომ რომ იქაურობა მართლა ძალიან მომენატრა თანაც მამაჩემი ამ ბოლო დროს არ გრძნობს თავს კარგად ამიტომაც როგორც იქნა მშობლიურ მიწაზე ფეხი დავდგი კორპუსს რო მივუახლოვდით დავინახე ეზოში მსხდარი კაცები მამაჩემმა რომ დამინახა თვალებში შევატყვე რომ აუწყლიანდა
-როგორ მომენატრე შვილო რა სხვანაირი ხარ - ჩამეხუტა მეც ხელები მოვხვიე ყველას მივესალმე და ცოტახანი მათთან ჩამოვჯექი ამასობაში გამოჩნდა გოგო რომელიც საკმაოდ ლამაზი იყო სიმართლე გითხრათ რომ დავინახე გულში უცნაურმა გრძნობამ გამიელვა თითქოს გარდაცვლილ დედაჩემს მახსენებდა მისი თვალები კი შორიდანვე შევნიშნე მისი წყლიანი დიდრონი მწვანე თვალები და წაბლისფერი თმა მხოლოდ ერთხელ გამოიხედა საკმაოდ გადაღლილი სახე ჰქონდა ქუსლების კაკუნით შეიჭრა სადარბაზოში მე კი ბოდიში მოვიხადე და გადაღლილობის გამო მამასთან ერთად სახლში ავედი მესამეზე ვცხოვრობდით დიდი ჩანთები ავიტანე და დივანზე წამოვწექი. დაღლილს მალევე ჩამეძინა

8888
როგორც კი სახლში შევედი მაშინვე ჩამეძინა საღამოს მობილურის ხმამ გამომაღვიძა საწოლიდან თავი წამოვწიე და მობილურს დავწვდი რომელიც სარკესთან იდო
-გისმენთ - არ დამიხედია მობილურზე ისე ვუპასუხე ზარს
-გამარჯობა უი გაგაღვიძეთ? - უხერხულად მკითხა ერთ- ერთა სტუდენტმა
-საბა შენ ხარ - გამეღიმა ხმაზევე ვიცანი ჩემი ერთ-ერთი საუკეთესო სტუდენტი
-დიახ მე ვარ იცით დღეს ვიყავი კონფერენციაზე და რომ შეგპირდით მოგიყვებითთქო ვეღარ მოვითმინე
-ძალიან კარგი დიდი სიამოვნებით მოგისმენ ახლავე მხოლოდ შეგიძლია 10 წუთში გადმომირეკო? მეძინა და ავდგები
-დიახ არაა პრობლემა - მობილური საწოლზე მივაგდე და აბაზანაში გავედი სახეზე წყალი შევისხი მერე შავი მაღალწელიანი ჯინსი ამოვიცვი ზოლიანი მაისური გადავიცვი და თმა კოსად შევიკარი მერე კი სამზარეულოში შევედი და ყავა გავიკეთე მალევე გადმომირეკა საბამ აივანზე გავედი სკამზე დავჯექი და დიდი ინტერესით მოსმენა განვაგრძე ბოლოს კი ვუთხარი
-საბა ძალიან მაგარია გილოცავ ძალიან გამიხარდა რომ მოეწონე ყველას
-ეს თქვენი დამსახურებაა თქვენ რომ არა...
-არა რას ამბობ რომ არა შენი მონდომება ამდენს ვერ მიაღწევდი
-თქვენ ძალიან ბევრი გააკეთეთ ჩემი წარმატებისთვის
-ეს არაფერია შენ კიდევ უფრო მეტი შეგიძლია და აუცილებლად გამოიყენე ყველანაირად შენი ცოდნა შენი შესაძლებლობების მაქსიმუმი დაანახე ყველას მე მჯერა შენი
-ძალიან დიდი მადლობა
-უკან როდის ბრუნდები
-არვიიცი ჯერ არაფერი გადამიწყვეტია ალბათ აქ დავრჩები თუ ყველაფერი კარგად წავიდა და სწავლას აქ დავამთავრებ
-ძალიან კარგი
-თქვენსკენ ხომ ყველაფერი კარგად არის
-Aber alles ist ideal - უპასუხა ანასტასიამ გერმანულად და ორივემ გულწრფელად გაიცინა
-კარგით წარმატებულ დღეებს გისურვებთ ეხლა კი წავალ აღარ მოგაცდენთ
-კარგი საბა და რაც გითხარი დაიმახსოვრე შენ შეძლებ ყველაფერს თუ მოინდომებ მთავარია სცადო და მოინდომო
-მადლობთ ნახვამდის
-კარგად - საბასთან ლაპარაკი რომ დავასრულე ბედნიერებისგან არვიცოდი რა მექნა ის ჩემი ერთ-ერთი წარმატებული სტუდენტი იყო და ამავდროულად ჩემი ერთ-ერთი კარგი მეგობარი მე მასში ის დავინახე რაც არ იყო სხვა სტუდენტებში და მისი მონდომების წყალობით ახლა ის გერმანიაში სწავლობს მხოლოდ 19 წლისაა და უკვე ბევრს მიაღწია მაგრამ ის რასაც ეხლა მიაღწია იმისმინიმუმია რაც შეუძლია მაქსიმუმით კი მწვერვალზე ავა... ყავის სმა რომ დავასრულე მერე ავდექი და ეზოში ჩავედი საათს დავხედე და უკვე ღამის პირველი ხდებოდა ეზოში არავინ იყო საქანელაზე დავჯექი და მუსიკების მოსმენა დავიწყე ჩემი ერთ-ერთი საყვარელი მუსიკის ხმა რომ გაისხმა ნაოშნიკებში :
nicebeatzprod. ● запутались навеки
უცებ ცრემლი მომერია მაგრამ თავს ტირილის უფლებას ვერ ვაძლევდი ბოლოს კი ამდენი ხნის დაგროვილი სულიერი ტკივილი ცრემლებად იქცა და მაინც წამოვიდა რიგრიგობით მწვანე თვალებიდან გამიხარდა რომ შუქები არ ენთო გარშემო არსად და ვინმეს რომც გაევლო ვერავინ შენიშნავდა ჩემს ცრემლიან თვალებს რადგან არავის არასოდეს უნახია ჩემი ცრემლები და არც ახლა ვაპირებდი დაცემას. ცოტახანში შევამჩნიე როგორ აინთო მესამეზე შუქი და ვიღაც გარეთ სიგარეტის მოსაწევად მეც ცრემლები უცებ შევიმშრალე და რომ შევნიშნე ვიღაცის მზერა საქანელიდან ავდექი და უხმოდ შევედი კორპუსში.
888
გვიანი იყო უკვე რომ გამეღვიძა და სიგარეტის მოსაწევად აივანზე გავედი მაღლიდან ვიღაცის ლაპარაკის ხმა მესმოდა მერე გერმნულად დაილაპარაკა და გამეღიმა უცნაურად მიყვარდა გერმანული ენა თანაც ძალიან ბავშვობაში ინგლისური კიარ ვისწავლე პირველად გერმანული ვისწავლე ისე მიზიდავდა ეს ენა მერე ინგლისური და რუსული რათქმაუნდა ვინაიდან მტრის ენა უნდა იცოდე სახლში შევედი და მამაჩემს ველაპარაკებოდი ღამე კი როცა კიდევ გავედი სიგარეტის მოსაწევად ის გოგონა შევნიშნე საქანელზე იჯდა და ტიროდა გარეთ რომ გავდიოდი ცრემლებს მაგდროს იმშრალებდა ჩემი მზერა რომ დაიჭირა ადგა და კორპუსში შევიდა თავი გავაქნიე გამეღიმა მერე კი დავიძინე ვინაიდან დილით ადრე უნდა ავმდგარიყავი

8888
დილით წვიმის ხმამ გამაღვიძა მაშინვე ავდექი ფანჯარა გამოვაღე და წვიმის სურნელით ავავსე ფილტვები სახეზე ღიმილი მომეფინა ჯერ საკმაოდ ადრე იყო ამიტომ სპორტულად ჩავიცვი და გარეთ გავედი სასეირნოდ წვიმა პატარა ბავშვივით მახარებდა სიხარულისგან ხტუნვა მინდოდა რომ მიმოვიხედე და არავინ იყო წვიმაში ტრიალი დავიწყე სახლში კი სულ გალუმპული ავედი ვიბანავე და მოვემადე შავი კაბა ჩავიცვი მუხლს ერთი მტკაველით აცდენილი ლამაზი ფირუზისფერი შარფი მოვიხვიე პიჯაკი მოვიცვი და ქუსლებზე შევდექი ჩანთა გადავიკიდე და სახლიდან გავედი დაბლა კიბეებით ჩავედი და მესამეზე რომ ვიყავი ამ დროს გამოვიდა ახალი მეზობელი
-გამარჯობა - ვუთხარი ღიმილით
-Optionen - პასუხი გერმანულად დამიბრუნა მე კი თვალები გამიბრწყინდა
Sind Sie Deutsch? (თქვენ გერმანელი ხართ?) ვკითხე გერმანულად
-ja (დიახ) დამიბრუნა პასუხი
-Wer Herr Wachtang sind Sie? (და ბატონი ვახტანგის ვინ ხართ?) ვკითხე ოდნავ დაეჭვებულმა ვინაიდან მისი სახლიდან გამოვიდა
-Sein Sohn (მისი შვილი)
-Nun verstehe ich dagemshvidobebit eilen( კარგით მე დაგემშვიდობებით მეჩქარება) - ვუთხარი და ისიც რომ დამემშვიდობა წამოვედი დილით მოხუცებს მივესალმე და სამსახურისკენ ავიღე გეზი გზად ყავა ვიყიდე და ლექციაზე რამოდენიმე წუთით გვიან შევედი
-რაიყოთ გუშინ ბიჭებო გოგოები რომ დატოვეთ მარტო - ვუთხარი სიცილით ბავშვებს და მერე გამახსენდა დაგვიანებულად მოსული რეზო
-ან რეზო რომ დატოვეთ უმცირესობაში არ შეგეცოდათ?
-პატივცემულო იმედია არ გვიწყენთ - მითხრა ვატომ და მეც გამეღიმა
-არა ვატო როგორ გეკადრება - გავუღიმე მერე კი ახალი ავხსენი და ძველი გამოვიკითხე ყველა აქტიურობდა რამაც ძალიან გამამხიარულა და მეტი ენერგია შემმატა ლექციების შემდეგ მხიარულმა დავტოვე უნივერსიტეტი და გეზი სახლისკენ ავიღე თუმცა ის იყო ტაქსი უნდა გამეჩერებინა ლუკა დამეწია
-სტაას - რომ მივიხედე მორბოდა მერე მოვიდა გულზე ხელი ედო და ღრმად სუნთქავდა მე კი გამეცინა
-აჰაჰა ლუკა რაიყო მოგსდევენ?
-ხო აბა ამოგეფარები რა ცოტახანი - მითხრა ირონიულად
-ხოკაი რაიყო - უფრო გამეცინა მისი სახის დანახვისას
-რაღაც უნდა გთხოვო
-რაიყო რაა - გავუღიმე და მომლოდინედ ვუყურებდი
-დღეს შვებულება აიღე რა თქვი რო ცუდად ხარ ან რამე და ჩვენთან ერთად წამოდი სამეგრელოში
-ვაიმეე - შევიცხადე უცებ და ყველამ მე შემომხედა მერე შუბლზე ხელი მივადე
-სასწრაფოდ საავადმყოფოში წავედით
-არც სიცხე მაქვს და არც თავი დამირტყია რამესთვის უბრალოდ აუ წამოდი რა გოგო რამდენს მალაპარაკებ
-ოხ ლუკა კარგი რა ხოიცი ეს ესე არაა შვებულება აიღე დეკრეტში გადი სიცხე მაქვს და დღეს ვერ მოვალ
-ვაიმე გადამრევ შენ რა
-არა არშემიძლია ზამთრის არდადეგებზე კი მაგრამ ეხლა ვერ დ ა ვ ე თ ხ ო ვ ე ბ ი
-ვნახოთ - მითხრა ირონიულად ლუკამ და დამემშვიდობა თავი გავაქნიე და სახლში წავედი როგორც კი სახლში შევედი გამოვიცვალე და ყველა ნაშრომი შევამოწმე მერე კი ფანჯარა გამოვაღე და დავინახე როგორ შემოვიდა ვიღაცის შავი რეინჯ როვერი ეზოში იქიდან კი ის ბიჭი გადმოვიდა ცოტახანში კი ნიკას მანქანაც შემოვიდა ეზოში
-ნერვები დაიწყნარე და არ აყვე ანა - გავამხნევე ჩემი თავი ცოტახანში კარზე ზარი იყო
-ვახ ნიკა აქრა გინდა - გავუღიმე
-არიცი ხო ქალბატონო?
-არა
-მოკლედ მოდიხარ რა
-არა ნიკა ვერ მოვდივარ ეხლა ყველასათითაოდ უნდა მოხვიდეთ?
-გოგო მოდიხართქო როგითხარი ესეიგი წამოხვალ
-რატო შენი მონა კიარ ვარ თითები გაატკაცუნო და მეც ეგრევე დაგემორჩილო
-ანა მდგომარეობიდან ნუ გამოგყავარ ყველანი ერთად წავალთ უკვე დავრეკე და მოვაგვარე შენიუნივერსიტეტის ამბავი
-და საერთოდ სამეგრელოში რატო მიდიხართ
-მივდივართ
-რატო
-ჩემი ძმაკაცი ჩამოვიდა და დიდი ხანია ერთად აღარ ვყოფილვართ ხოდა მინდა ყველა გაგაცნოთ
-აუ შენი ძმაკაცი თუარ გავიცანი რამდენი მაკლდება - ვუთხარი ირონიულად
-დიახ დაგაკლდება ამიტომ მოდიხარ
-არათქო შენ ვერგაიგე?
-ვაიმე დავყრუვდი
-აუ ვერ გიტან
-ეგრეც არ დავყრუებულვარ ხოდა დაიწყე ჩალაგება
-და რამდენი ხნით?
-ორი კვირით - ცხვირზე ჩამომკრა თითი მერე ჩამეხუტა და წავიდა მეც ერთ ჩანთაში ჩავალაგე ყველაფერი და დავიძინე.


გამარჯობა ჩემო ძვირფასებო იმედია მოგეწონათ მეორე თავი ძალიან გამიხარდა პირველ თავთან დაკავშირებული თქვენი დადებითი ემოციები მინდა გითხრათ რომ უფრო მეტი სტიმული მომცა წერა გამეგრძელებინა იმედია დადებით ემოციას არც ამ თავისადმი დაიშურებთ <3



№1  offline წევრი Nini123456

რა საყვარლობა ❤️❤️ მალე დადე შემდეგი თავი ვეღარ ვითმენ უკვე :D

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent