შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გ ა ქ ც ე ვ ა...4


11-04-2016, 22:53
ავტორი nucikela
ნანახია 2 464

გონზე რაღაც მძაფრმა სუნმა მომიყვნა,თვალები გავახილე და დემეტრეს შეშინინებული მზერას გადავაწყდი
-კარგად ხარ?...მხოლდ თავი დავუქნიე თანხმობის ნიშნად
თავი მისკდებოდა მეგონა რაღაც მძიმე საგანს მირტყავდნენ...საწოლიდან წამოვიწიე და მისი სიტყვები გამახსენდა.....ცრემლებს გასაქანი მივეცი.....ერთხანს მშვიდად მიყურებდა დემე, შემდეგ წყლით სავსე ჭიქა მომიტანა და მომაწოდა
-დალიე და დაწყნარდი კაი?
დამაცადა სანამ გონს მოვიდოდი, შემდეგ ჩემს მოპირდაპირე მხარეს სავარძელში მოკალათდა მზერა გამისწორა და მშვიდათ მითხრა
-ყველაფერი მომიყევი, მინდა სიმართლე ვიცოდე!
ერთი წუთი უხმოდ ვიჯექი და ვფიქრობდი საიდან დამეწყო მოყოლა...ღრმად ჩავისუნთქე, დავმშვიდდი და დავიწყე...-მამაჩემს ბევრი ვალი ჰქონდა....ბანკის....ისე ხელზე აღებული ვალებიც, მისი კომპანია ჩაიძირა და ვალებმაც ჩაითრია....
არვიცი საიდან მაგრამ ანდრო გამოჩდა, არც კი ვიცნობდი ,არც ნანახი მყავს...მამაჩემს დაეხმარა ვალები გაუსტუმრა მამას კომპანიაც ძველ რიტმში დაბრუნდა.....
ეს ყველაფერი კი იმიტომ გააკეთა რომ მე მას ცოლად გავყოლოდი.....
ჩემებს ვთხოვდი ,ვევედრებოდი რომ ესე არმოქცეულიყვნენ, სხვა გზა ენახათ ვალების გასასტუმრებლად,მაგრამ მათთვის ჩემს აზრს არასდროს ქონდა მნიშვნელობა.....მაინც ისე იქცეოდნენ როგორც მათ უნდოდათ ,მეც ყოველთვის ვემორჩილებოდი ყოველთვის იმას ვაკეთებდი რაც მათ მოსწონდათ.
...ალბათ ამასაც გავაკეთებდი და გავთხოვდებოდი, მაგრამ არშემეძლო .ცხოვრებას ვერდავინგრევდი და ვერგავთხოვდებოდი უცხო ადამიანზე მხოლდ იმიტომ ,რომ მასთან ერთან უდარდელი ცხოვრება მქონოდა. ფულს ვერგავყვებოდი ცოლად!ფული ჩემთვის ბედნიერება არარის და არც არადროს იქნება.
ჩემი მშობლების სიბერის უზრუნველყოფისთვის და იმიტომ რომ მილიონრები ყოფილიყვნენ თავს ვერგავწირავდი არშემეძლო...გესმის!არვიცი იქნებ ეგოიტურადაც მოვიქეცი,და იქნებ მართლაც საკუთარ თავზე ვფიქრობდი, მაგრამ სწორად მიმაჩნდა ჩემი საქციელი აქ რომ წამოვედი და თავიდან ცხოვრება გადავწყვიტე......

მის თვალებს დავაკვირდი არაფერი იკითხებოდა გამჭოლი გაყინული სახით მიყურებდა. მასში ემოციას ვერვკითხულობდი.....ვერგამოვიცნობდი რას ფიქრობდა რას.... გძნობდა... ამოუცნობი იყო

მავედრებელი მზერა მივაპყარი....-გთხოვ.....არწამიყვანო,მე მას ცოლად ვერგავყვები არშემიძლია...
-ბარგი ჩაალაგე!
მისი ხმა მკაცრი და უდრეკი იყო,გული შემიკუმშა მისმა სიტყვებმა მტკიოდა მისი ესეთი გადაწყვეტილება,მაგრამ ვხვდებოდი არქონდა აზრი არც ხვეწნას და არც მუდარას.
დივნიდან ნელა წამოვდექი და საძინებელში შევედი სლუკუნით,და ტანსაცმელის ჩალაგგება დავიწყე დროდა დრო კი ცრემლებს ვიწმინდავდი.
ოთახში შემოვიდა ჩემოდანი შეკრა და თვალით მანიშნა წავსულიყავი.

მანქანაში თვალს არვწყვეტდი ნუთუ ესე უბრალოდ გააკეთებს ამას?ნუთუ რაცმითხრა ტყუიილი იყო და მეტი არაფერი?ამდენი ფიქრებისგან თავი ამტკივდა, მზერა მოვაშორე და მანქანის მინაზე ჩამოვდე თავი და უბრალოდ გავითიშე.
*****
მანქანის კარის მიხურვის ხმამ გამაღვიძა....მანქანიდან გადმოვედი სადღაც აგარაკზე ვიყავით ეს ადგილი ნამდვილად არიყო ბათუმი...
დემეტრეს გავხედე რომელიც საბარგულიდან ჩემოდანს იღებდა......-გამომყევი -მითხრა და სახლისკენ დაიძრა. მეც უკან გავყევი ,ორსართულიანი სახლი გადაიშალა ჩემს წინ,ძალინ ლამაზი იყო მიუხედავად სიბნელისა მაინც გაარჩევდით როგორი ლამაზი მყუდრო სახლი იყო, რომლსაც დიდი ეზო ამშვენებდა.
სახლში შევედი და დემეტრეს უკან გავყევი. საძინებელში ავიდა და ჩემოდანი სავარძელზე ჩამოდო.
-აქ რატო მომიყვანე?...შენ ხომ მი...
დემეტრე ჩემთან მოვიდა და მზერა გამისწორა -გეგონა შენს თავს ვინმეს დავუთმობდი?გეგონა მოგცემდი უფლებას ჩემგან წასულიყავი?იქნებ ისიც გეგონა რომ რასაც გეუბნებოდი ტყუილი იყო?
-იცი მე...
-არგინდა თითები პირზე ამაფარა....ეხლა მევილაპარაკებ!
პირველივე დანახვის წუთიდან მომეწონე და ეს კარგად იცი და რაც მე შენ მიმართ გამიკეთებია ან მითქვამს ყველაფერი გააზრებით მაქვს გაკეთებული,მაგ შავთვალებს რომ ვუყურებ ვხვდები რომ სხვა თვალების დანახვა აღარმინდა,განა სხვას არაქვს ლამაზი ფერის თვალები ,არა უბრალოდ ყველა თვალებსშორის შენი მიყვარს ყველაფერზე მეტად......და შენ....შენ.. მიყვარხარ ყველაფერზე მეტად მითხრა და წელზე ხელი შემომხვია და თავისკენ მიმიზიდა და ტუჩებზე დამაცხრა ,მეც შემოვხვიე კისერზე ხელები და კოცნაში ავყევი.....ნელა მოშორდა ჩემს ტუჩებს გულში ჩამიკრა -არასდროს დაგთმობ! გაიგე არასდროს!

რას ვგძნობდი?მისმა სიტყვებმა გული გამითბო,სიხარულისგან ცრემლები წამომივიდა ,მეც ძლერად მოვეხვიე ძაან...ძაან მოვუჭირე ხელი და მის მკლავებში გავიტრუნე, თავს დაცულად ვგრძნობდი მინდოდა ეს წუთები სამუდამოდ გაგრძელებულიყო.....მაგრამ თავის ტკივილი ანდრო გამახსენდა ,ნელა მოვშორდი და თვალებში ჩავაჩერდი.....-მერე....ანდრო რას იზვას?
-მაგას მე მოვაგვარებ დამშვიდდი,მენდობი?
-კი მაგრამ როგორ......
-პირველ რიგში ცოლად მოგიყვან, ხელს მოვაწერთ და მერე ჩემებთან გაგიშვებ ამერიკაში და ლელას და კახას გაგაყოლებ,იქ საფრთხე არშეგექმნება....როცა ყველაფერს მოვაგვარებ ჩამოხვალ.

ნერწყვი ხმამაღლა გადავყლაპე ,,ცოლად,,ცოლად როგორ გავყვე იმისთვის გამოვიქეცი გათხოვება არმინდოდა და ეს რას მეუბნება....
-ცოლად?....ფიქტიურ ქორწულს გულისხმობ...ხო?ისეთი გამომეტყველება მივიღე დემეტრე გავამხიარულე და გულიანად ხარხარებდა.....მეკი ვუბღვერდი
-კაი ხო იყოს ფიქტიური....არვარ წინააღმდეგი -თქვა და ისევ გაიცინა
დემეტრე ოთახიდან გავიდა ,მეკი სააბაზანოში შევედი, პიჯამოები ჩავიცვი და ეგრევე ლოგინში შევწექი ისეთი გადაღლილივიყავი რომგავითიშე....მხოლოდ მაშინ გამეღვიძა როცა სასიამოვნო სურნელი ვიგრძენი,დემეტრე ჩემს გვერდზე შემოწვა, მისკენ გადავბრუნდი-შენ...შენ აქ აპირებ დაძინებას?
დემეტრემ წარბი აზიდა-ხო რამე პრობლე გაქვს?
-იქნებ სხვა ოთახში დაგეძინა?
დემეს ტუჩის კუთხეში გაეღიმა-იყოს აქაც კარგად ვგძნობ თავს...
თვალები მობეზრებულად გადავატრიალე და ზურგი ვაქციე....მან წელზე ხელი შემომხვია და თავისკენ მიმიზიდა....იმწუთას სუნთქვა შევწყვიტე მეგონა ცეცხლი წამეკიდებოდა....როცა მეგონა ჩაეძინა, ძალიან ფრთხილად მოვშორდი და გავიჩოჩე...კიდე მოვშორდი ცოტათი და გავიჩოჩე...როცა მეგონა თავი დავაღწიე ზუსდად მანდ შევცდი....ხელები უფრო კომფორტულად მომხვია და ისევ მიმიზიდა თავისკენ...და ისე მომიჭირა ხელი... ეხლა....ნამდვილად აღარშემეძლო სუნთქვა ...
თითქოსჩანაფიქრს მიმიხვდა ყურში ჩამჩურჩულა -ვერსად გამექცევი!ისუნთქე...ლიკუნა...ისუნთქე...-თქვა და მხურვალე ტუჩები ყელზე მომაწება მთელს ტანში ჟრუალნტელმა დამიარა მეგონა ცოტაც და ცეცხლი წამეკიდებოდა და დავიფერფლებოდი....მისკენ გადვბრუნდი და გულ-მკერდზე თავი დავადე და მის გულისცემას ვუსმენდი ,რომელიც ძალიან გახშირებული იყო...დემემ კი ხელები კომფორტულად შემომხვია და შუბლზე ცხელი ტუჩები მომაწეპა,მისი სურნელით გაბრუებულს მალევე ჩამეძინა
*****
დილით რომ გავიღვიძე დემე ჩემს გვერდით არდამხვდა...მაგრამ დავინახე როგორ გამოვიდა სააბაზანოდან ნახევრად შიშველი მის შიშველ სხეულზე თვალები დამრჩა..განიერი მხარბეჭი და დაკუნთული სხეული რომ დავინახე ნერწყვი ხმამაღლა გადავყლაპე....დემეტრეს ჩემი საქციელი არგამოპარვია....ტუჩის კუთხეში იღიმოდა და თვალები უბწყინავდა
-დიდი ხანი უნდა მიყურო?არა მეკი არვარ წინააღმდეგი მაგრამ...ჩაცმას ვაპირებდი ჩემი ნახევრად შიშველი სხეული ყურება რომ მოგბეზრდება მითხარი და ჩავიცმევ-თქვა და გადაიხარხარა
თვალები დავაწვრილე და დავუბღვირე-სულაც არგიყურებდი შენ!-ვუთხარი და მზერა სხვ რამეზე გადავიტანე ,იქვე დადებული ხალათი მოვიცვი და სააბაზანოში შევვარდი.
უკან გამოსულმა კაბა გადავიცვი თმა მაღლა ავიკეცე და სამზარეულოში გავედი სადაც გემრიელობების სუნი მცემდა....სამზარეულოში მოფუსფუსე დემე რომ დავინახე სიცილი ძლივს შევიკავე....
-შენ საჭმლის კეტებაც იცი?გაღიმებული სახით მივაშტერდი,
ჩემსკენ მოტრიალდა და თვითონაც გამიღიმა, ცალი წარბი აზიდა და მითხრა
-სხვათაშორის შენზე კარგად ვამზადებ
მეც ავზიდე ცალი წარბი და ვუთხარი-ნუთუ?, ვითოომ?
თეფში მაგიდაზე ჩემს წინ დადო-მიდი გასინჯე
მართლაც რომ კარგი ხელი ქონდა და მაგას როგორ ვაღიარებდი...-არაუშავდა რა
წარბები მაღლა აზიდა-ვითომ?
-ხო კაი გემრიელი იყო

მაგიდა ერთად ავალაგეთ და ლელას და კახას ველოდებოდით,ლელა ჩემი მეჯვარე იქნებოდა ,კახა კი დემესი
-ისე დროა მოემზადო...
-უკვე დროა?არვიცი რატო მაგრამ გული გამალებით მიცემდა
-ხო მიდი....მითხრა და თვალები გამომაყოლა
ლელას ნაჩუქარი კაბებიდან ერთერთი ავარჩიე, თეთრი ტანზე მომდგარი ,ზურგამოღებული, თმები დავიხვიე,მაკიაჟი გავიკეთე და კრემისფერ ფეხსაცმელებში ჩავდგი ფეხი...სარკეში შევათვალიერე ჩემი თავი გული ამოვარდნას მქონდა....რა შარში ხარ ლიკა ჩემსთავს შევძახე და ოთახიდან გამოსვლას ვაპირებდი. ლელა რომ შემოვარდა ოთახში
-აბა კარგად დამენახე რძალო
-ლელა!
-ხო რაიყო?ღიმილიანი სახით მკითხა
-ეს ქორწილი ფიქტიურია!გაიგე! ყველაფერი რომ დამთავრდება გამვქორწინდებით
ლელა უფრო გაიკრიჭა-ფიქტიური და ფაქტიური რამ გაყო ერთი.....
-ლელა!მეორედ ეგ არგაიმეორე თორემ დავივიწყებ ჩემი მეჯვარე და დაქალი რომ ხარ და მოგკლავ!
-ხო...კაი ფიქტიურია და... იყოს ფიქტიური....გადაიკისკისა ლელამ



-დემე დარწმუნებულიხარ ძმაო რასაც აკეთებ?
-რას? ლიკა რომ მომყავს ცოლად? თუ იმიტომ რომ ესე მალე გადავწყვიტე?
-ორივე ძმაო...
-ხო იცი რა ლიკა მიყვარს და ცოლად თუ მოვიყვან ამით არც არაფერი დაშავდება...
-ხო მაგრამ ლიკას რომ უთხარი ფიქტიურადო.... და მერე განქონრწინება რომ არმოგინდეს,და მას რომ უნდოდეს რას იზავ?
-არ ენდომება განქორწინება....
-ესე დარწმუნებული ხარ?
-კი..კახა მასაც უყვარვარ წყალი არგაუა ამ ამბავს და შესაბამისად ჩემთან დარჩება -თქვა და თავისთავს გაუღიმა სარკეში,პერანგზე კოსტუმი მოიცვა და ოთახიდან გავიდა.
******
ქორწილმა მშვიდად ჩაიარა ჯვარი დავიწერეთ და ხელიც მოვაწერეთ....
რესტორანში ავღნიშნეთ ,,ვითომ ქორწილი,,უკან კი გვიან დავბრუნდით ლიკამ აიჩემა მე და კახა სასტუმროში დავრჩებითო...ოხ როგორ მიშლიდა ნერვებს ლელა
12საათი იქნებოდა როცა მანქანა გააჩერა დემემ კარი გამიღო და მანქანიდან გადმოვედი...ვნერვიულობდი მაგრამ ნეტა რა მანერვილებდა?ყველაფერი კარგად იქნება ჩემს თავს შემოვუძახე...სახლისკენ ნაბიჯი უნდა გადამედგა როცა უეცრად ხელში ამიყვანა დემემ
-გაგიჟდი... რას აკეთებ? დამსვი! თვალები დავუქაჩე
-ჩემი ცოლი სახლში უნდა შევიყავანო ესეთი ტრადიციაა დაგავიწყდა?
-ჩვენ ფიქტიურად დავქორწინდით დაგავიწყდა?არიყო საჭირო ხელში აყვანა დამსვი!
-კაი ნუფართხალებ უკვე მივედით საძინებლის კარი გააღო და საწოლთან დამსვა
დემეტრეს უყურებდი რომელიმაც პიჯაკი სავარძელზე დადო და პერანგის ღილებს იხსნიდა
-მოიცა შენ რა დღესაც აქ იძინებ?
-ნუმაცინებ ლიკა,ცოლი მოვიყვანე და აბა სად დავიძინებ?!
პერანგიც გაიხადა და ისიც სავარძელზე მოისროლა...ტუფელბიც გაიხადა და იქვე მიყარა მეკი ესე გაუნძრევლად გაშეშებული ვუყურებდი მის საქციელს და თითქმის არც ვსუნთქავდი...როცა კარადიდან პირასახოცი გამოიღო და სააბაზანოში გაუჩინარდა მხოლოდ მაშინ ამოვისუნთქე
როცა დემე სააბაზანოში იყო ვიხელთე დრო და კაბა გავიხადე და ტანზე ხალათი მოვიცვი ...დემეც გამოვიდა ამასობაში, მე კი სააბაზანოში გავეშურე იქ დიდი ხანი დავყავი, პიჟამოები ჩავიცვი და კარი ფრთხილად გამოვაღე მეგონა დემეს უკვე ეძინა,
გვერდზე დავწექი და დაძინებას ვაპირებდი რომ მისი სურნელი ყელზე მეფრქვევოდა,ყურში ჩამჩურჩულა-ხვალ უნდა წახვიდეთ და ვეღარგნახავ ასერომ,უარს ვერმეტყვი თქვა და ჩემს ზემოდან მოექცა თვალები გავახილე და გაოგნებული სახით ვუყურებდი......
მისი თვალები კი ბრწყინავდნენ, უეცრად ბააგებზე დამაცხრა.... ტუჩებს ყელზე აცოცებდა პიჯამოს ქვემოდან ხელები შემიცურა და გავარვარებული ხელები ტანზე ააცოცა და წამში გამაძრო ზედა ტანი და სავსე მკერდზე დამაჩერდა.
მეგონა გული მკერდიდან ამოვარდებოდა სუნქვა გამიხრშირდა ცხელ ბაგეებს მკერდზე აცოცებდა....-გთხოვ გაჩერდი ძლივს ამოვიჩურჩულე
ტუჩის კუთხეში ჩაეღიმა-კაი მითხრა და პიჯამო თავისი ხელით გადამაცვა ტუჩებზე ნაზად მაკოცა და გვერდზე გადაწვა ხელი წელზე შემომხვია და სხულზე ამიკრა და ყურში ჩამჩურჩულა-დაგელოდები ოღონდ ძაან არმალოდინო,მითხრა და ყელზე ტუჩები მომაწება....შემოხვეულ ხელზე მეც დავადე ხელები და მის მკლავებში გავიტრუნე

დილით რომ გავიღვიძე დემეს გავხედე რომელსაც მშვიდათ ეძინა...მის სახეს ვუყურებდი საჩვენებელი თითი ნაზად ჩამოვუსვი სახეზე ,მოვეფერე და ყელში ვაკოცე ,ვიგრძენი როგორ გააჟრჟოლა ,თვალები გაახილა და ტუჩებზე დამაცხრა და იმდენხანს მკოცნიდა სანამ ორივეს სუნთქვა არგაგვიჭირდა -ისეთი ტკბილიხარ ვერ გშორდები მითხრა და ისევ დაეწაფა ჩემს ტუჩებს.
*****
ნივთები ჩავალაგე და დემეს გავხედე საწყალი სახით
-მომენატრები...ხომ კარგად იქნები აქ?
დემემ გამიღიმა ჩემთან მოვიდა გულში ჩამიკრა და შუბლზე მაკოცა
-ყველაფერი კარგად იქნება ლამაზო არინერვიულო კაი?
თანხმობის ნიშნად თავი დავუკარი, მაგრამ ვნერვიულობდი არვიცოდი როგორ ჩაივლიდა ეს ამბავი, იმის გაფიქრებაც კი არმინდოდა რომ დემეს რამე დაუშავდებოდა.

აეროპორტის შესასვლელში ვიყავით ოთხივე და ჩვენს რეისს ველოდებოდით ერთმანეთს დავემშვიდობეთ და წასასვლელად გავემართეთ რომ უკან გამოვიხედე ,ცრემლები ვერდავმალე და დემეტრესკენ მივირბინე ,ვერმოვითმინე და ძლიერად ჩავეხუტე ,მთელი ძალით ვეკვრებოდი.
-თავს გაუფრთხილდი კაი?საწყალი სახით გავხედე
დემემ გამიღიმა-შენც გაუფრთხილდი თავს კაი?ყელაფერი კარგად იქნება ჩემო საყვარელო თავზე ხელი გადამისვა და შუბლე მაკოცა. ცრელები მომწმინდა და თვალები დამიკოცნა-არინევიულო და იცოდე რომ მიყვარხარ!

ვუყურებდი როგორ მიდიოდა ლიკა და გული მეკუმშებოდა მიმძიმდა ლიკას გაშვება ,მაგრამ სხვა გზა არმქონდა. ესე უფრო უსაფრთხოდ იქნებოდა და მეც მშვიადათ ვიქნებოდი.აეროპორტიდან გამოვედი და მანქანასთან მივედი, მანქანაში ჩავჯექი როცა ჩემი ტელეფონი აწკრიალდა,ანდრო რეკავდა..ტელეფონს ვუპასუხე
-ამას არშეგარჩენ!... დემეტრე!არა! გეფიცები არ შეგარჩენ!........



№1  offline წევრი elo123

აუ ძალიან ძალიან მაგარი იყოოო love

 


№2  offline აქტიური მკითხველი aanamaria

Au dxaaan dzann magari iyo meshinia demetres rame ar daemartos

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent