შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

Ты мой Космос(თავი3)


12-04-2016, 17:41
ავტორი Pink Floyd
ნანახია 2 910

2015 წლის 18 მარტი იყო ჩემი დაბადების დღე.როგორც წესი ამ დღეს მაინც მივდიოდი ხოლმე სკოლაში და არც დღეს დამიყოვნებია.მოკლე კაბა ჩავიცვი ჩანთას ხელი დავავლე და სკოლისკენ წავედი.სანდრო საქართველოში არ იყო მაშინ პირველად ჩემ დაბადების დღეზე ის ჩემ გვერძე არ მყავდა და ალბათ ამის ბრალიც იყო ცხოვრებაში პირველად ნეგატიური განწყობა.სკოლაში რომ შევედი ყველამ მომილოცა და ასე ოდნავ ხასიათზე მოსული ავედი კლასში.ზარი ისე დაირეკა ანიკა,ილია და გიორგი არ დამინახავს.დავიგრუზე და თან როგორ დავიგრუზე.ლამის ავტირდი,მაგრამ როგორც კი გავიხსენე როგორ მომილოცა სანდრომ ზუსტად 12საათზე მეღიმებოდა და გული ორჯერ სწრაფად მიცემდა.ტელეფონზე შეტყობინება მომივიდა
"გოგო ალელიშვილი ვარ ბუფეტთან ჩამოდი საქმე მაქვს"
გამიკვირდა და მასწავლებელს ვთხოვე საჭირო ოთახში გაშვება.სირბილით ჩავიარე კიბეები და ბუფეტის წინ ჩემი ბავშვები პლაკატებით ხელში რომ დავინახე დაუფიქრებლად ავტირდი და პირველი მაკოსკენ გავვარდი.საუკეთესო დაბადების დღე მქონდა 16წლის განმავლობაში.იყო ბევრი ტირილი,სიცილი,ცანცარი მაგრამ ზედმეტი არაფერი ყოფილა.გახარებული მივდიოდი სახლისკენ ბავშვებთან ერთად
-აუ ერთი ის მაგრად ტეხავს სანდრიკა რომ არაა ჩვენთან ერთად.რაღაც სევდიანად თქვა ილომ
-არაუშავს მალე ჩამოვა.ვთქი დაღვრემილმა და თავი ძლივს შევიკავე რომ არ მეტირა.გული ამიჩქარდა მაგრამ არ მინდოდა მათთან მეტირა ან საერთოდ ამ დღეს მეტირა,მაგრამ ხომ იცით ბედნიერება წამიერიაო!
საღამოს 8საათი იქნებოდა ტელეფონი რო აწრიალდა.
-ხო სან
-სან კი არა ვინ ბიჭებს ახტები გოგო ხო არ გაგიჟდი შენ?ტონს უმატებდა ნელნელა
-ვინ ბიჭებს ვახტები ისევ შენი მორიგი ხუმრობა ხო?სიცილით ვუთხარი
-არ მეცინება ბარბარე დას ვფიცავარ."დას ვფიცავარ" გულში რაღაც ჩამწყდა ჩემი თავი რომ არ დაიფიცა,თვალები ამიცრემლიანდა მაგრამ მაინც ამაყად გავაგრძელე საუბარი
-სანდრო თუ ჩხუბს აპირებ თან ამ უაზრობის გამო ჯობია გავთიშო.სხვებს როდემდე უნდა დაუჯერო?შენი თვალით ნახე მ. რას ვშვებოდი?ან იმდენად არ მენდობი რო ჩემზე მსგავსი რაღაცეები არ დაიჯერო?წყენა ხმაში მემატებოდა,ცოტაც და ბავშვივით ავბღავლდებოდი.ამღვრეულ თვალებს ხელით ვიმშრალებდი და სანდროს პასუხს ველოდებოდი,მაგრამ დუმდა ხმას არ იღებდა და ეს სიჩუმე ორმაგად მაგიჟებდა.
-სანდრო არაფერს მეტყვი?ვაგრძელებდი მე
-მოგვიანებით დაგირეკავ.მითხრა და ჩემ პასუხს არ დაელოდა ისე გათიშა.ტემპერატურა მომემატა სხეულში და გულმა ჩხვლეტა დამიწყო.რატომ იჯერებენ ადამიანები ადვილად სხვის გაგებულს?სხვის ნალაპარაკევს?და რატომ გვიჭირს ასე ძალიან დავიჯეროთ საყვარელი ადამიანის სიტყვები?ბევრ რამეში მეც და სანდროსაც ეჭვი გვეპარებოდა,ვეჭვობდით,ბოლომდე არ გვჯეროდა ერთმანეთის სიტყვების ხომ ვგრძნობდი ამას.ძალიან ძნელია რაიმე დაუმტკიცო შორს მყოფ ადამიანს და ალბათ ამიტომაც გვიჭირდა ხშირად რაიმეს ახსნა ან თუნდაც ამის სურვილი არც გვიჩნდებოდა,რადგან ვიცოდით ვერცერთი გავიგებდით ამ ყველაფერს ბოლომდე.ეს იყო და ეს...
იმ წუთიდან რაც სანდრომ ტელეფონი გათიშა ვერ გეტყვით რა დამემართა ერთდროულად ბედნიერიც ვიყავი და უბედურიც,საუკეთესო დაბადების დღეც იყო და საშინელიც,მაგრამ იმის სიზუსტეში რომ ეს მაინც საუკეთესო დაბადების დღე იყო ზუსტად 22:37 ზე დავრწმუნდი.კარების გაღებისას დიდი თაიგული რომ დავინახე მივხვდი რომ უბედნიერესი ადამიანი ვარ სანდრო რომ გვერდით მყავს
"და მაინც იცოდე რომ მე მჯერა შენი.გილოცავ პატარავ და მაპატიე რომ შენს დაბადების დღეზე ორმაგად გტკენ გულს.მიყვარხარ და გკოცნი"
იმ წუთას მიწა თუარ გამისკდებოდა და არ ჩამიტანდა არ მეგონა.წამითაც არ შემიხია იატაკისთვის ფეხი,დავფრინავდი და მაშინ კი მივხვდი რომ ფრენისთვის აუცილებელი არაა გქონდეს ფრთები,ყველას ცხოვრებაში არის რაღაც გარდამავალი წუთი როცა შეგიძლია გაფრინდე!
მაგრამ დღემდე არ ვიცი ვინ იყო ასეთი საშინელი "ჩიტი"
***
-პატარავ თუ არ გაიღვიძებ დაგაგვიანდება!მესმის სანდროს მკაცრი ხმა ყურმილში და ვცდილობ გავიხსენო როდის ვუპასუხე მის ზარს.
-უკვე 15 წუთია ამას გიმეორებ შენ კიდევ გძინავს ან როგორ მიპასუხე მაკვირვებ ხანდახან საოცრად რა.იცინოდა სანდრო და ცდილობდა გონს მოვეყვანე
-აუ სან თუ მახსოვდეს მე ვიყო უნამუსო.შენი ხმა რომ გავიგე მეგონა სიზმარში ვიყავი.
-ადე ადე დღეს მე წაგიყვან გელოდები ქვევით ჩამოდი.გამითიშა,მაგრამ ადგომა არ მნდოდა.საშინლად მეძინებოდა,თვალები დავხუჩე და იმ წუთას მომივიდა შეტყობინება
"ვიცი დაძინებას აპირებ მე კი გარეთ შენს სადარბაზოსთან ვიყინები"
წავიკითხე თუ არა წამოვხტი ფეხზე,სწრაფად მოვწესრიგდი და კიბეებზე თავპირის მთვრევით ჩავედი,მთელი ძალით ჩავეხუტე სანდროს და ცხვირზე ვაკოცე.
-აუ დღეს რომ სკოლაში არ წახვიდე არა?საყვარლად გამომხედა და გამიღიმა
-ვიფიქრებ.ვუთხარი სიცილით და კიდევ ერთხელ ვაკოცე ცხვირზე
-ჩემ დეიდაშვილს უნდა შენი გაცნობა ახლახანს ჩამოვიდა მოსკოვიდან გეცოდინენა შანსი არაა ნახსენები მეყოლება ნასწია ბრონიკოვა
-კი მაგრამ მე რომ რუსული არ ვიცი?გული დამწყდა მე
-იმან იცის ქართული რა პრობლემაა,მაგრამ ლაპარაკის დროს რუსულში გადადის.მითხრა სიცილით და მანქანის კარები გამიღო
-აუ სანდრო რომ იცოდე როგორ მცხვენია
-გოგო რისი გცხვენია 20 წლისაა მეტის კი არა ჩემზე ერთი წლით პატარაა.თან თვითონ მთხოვა ამიტომ არაა გასატეხი და მითუმეტეს სანერვიულო.თავი დავუქნიე და აღარაფერი მითქვამს.
მანქანა ორსართულიანი სახლის წინ გაჩერდა.ერთი ღრმად ჩავისუნთქე და მანქანიდან გადავედი.სანდრომ ხელი ხელზე მომკიდა და სახლში შემიყვანა
-ნასწი მოვედით საით ხარ?
ოთახიდან მაღალი,ქერა თმიანი ულამაზესი გოგო გამოვარდა და სანდროს მთელი ძალით მოეხვია.
-ნასწია გაიცანი ეს ჩემი საცოლეა ბარბარე ჟორჟოლიანი ეს კიდევ ნასწია ბრონიკოვაა.ხელი გავუწოდე მან კი თბილად გამიღიმა და ჩამეხუტა.რაღაცნაირად გული ამიჩუყდა მის ესეთ ქცევაზე და სანდროს არც ეს გამოპარვია.თვალი ჩამიკრა და გამიღიმა
-ყავას ხომ დალევთ?თანხმობის ნიშნად თავუ დავუქნიეთ და სამზარეულოსკენ წავედით.ნასწია გვიყვებოდა მოსკოვის ამბებს და გვაცინებდა,ჩვენს ვყვებოდით ჩვენ წილ ამბებს და ასე გავიყვანეთ დღე.ვიცოდი რო ჩემები იეჭვიანებდნენ ნასწიაზე რომ გაიგებდნენ.რომ გაიგეს სანდრო დანელია მიყვარდა ლამის მომკლეს არ დაგინახო ჩვენზე დიდი დრო მასთან გაატაროო,მერე ნელნელა მიეჩვივნენ და ნაკლებად წუწუნებდნენ,მაგრამ ეს ნამდვილად ბომბა იქნებოდა
***
2014 წლის 5 აგვისტო იყო.ისე ცხელოდა იწვოდა ყველაფერი.გავასწროთ მეთქი ვამბობდი,მაგრამ სანამ ფაქტის წინაშე არ დადგნენ და სანამ არ დაიხრუკნენ არ დამიერეს
-აუ როდის წავიდეთ?ვინტილატორის წინ იჯდა ნიკუშა ჩოხელი.დედა გვეტირა ამ თბილისში
-ღირსები კი ხართ.ვუთხარი სიცილით და რომ გავიაზრე თავზე ყინულიანი პარკი მედო გამეცინა და ლილეს ვესროლე.დაიკივლა და საპასუხოდ პლასმასის ჯამი მესროლა
-აუ წამო ვიწუწავოთ რა.ვუთხარი და მაცივარი გავაღე.
-მაგრად გრილდები შენ.გამომძახა ნიკუშამ და ვინტილატორს შეაგინა რა ნელი ხარო.
-სანდრო საითაა რაღაც არ გირეკავს გამოდი გნახო ჩემო კნუწიკოო.ვითომ გამაბრაზა ილიამ
-სოფელშია ეხმარება ბაბუამისს გაასწრო სამეგრელოში.ვუთარი სიცილით და თავი საყინულეში შევყავი
-აუ წამოდით ეს დედააფეთქებული რა ამ ზღვაზე მაინც ავიდეთ
-გასათიბია ნაპირები.ვუთხარი სიცილით.ამაზე ყველას გაეცინათ და მომაძახეს რა მასხარა ხარო.ქუჩაში ისეთი დასტოინი ვჩანდი ვინ წარმოიდგენდა რეალურად როგორი მხიარული არსება ვიყავი.
-წამოით რა სიონში წავიდეთ და სანდრიკაც ჩამოვა რა აზრი აქვს აქ ლოდინს?აწუწუნდა თორდინავა.ძლივს დამითანხმეს წასვლაზე.საღამოს დავიშალეთ და ბარგის ჩალაგება დავიწყე.რა თქმა უნდა ყველაფერი ჩავდე ეს ხომ მე ვარ.მეორე ბარბარე არ არსებობს

-ჰაი ჰუი ტაში ტუში ადე გოგო ლოგინიდან.თავზე ანკა დამახტა
-ომია ომი.შემოვარდა თეკლა და წყალი შემასხა
-დაგერხევათ.ვიყვირე ბოლო ხმაზე და ფეხზე წამოვხტი.განანებთ.თბილისში გამოგაქცევთ.ვუთხარი სიცილით და სწრაფად ჩავიცვი.კიბეები ჩავიარეთ ძლივს.ბარგი დავაგოეთ,ჩვენი შემხედვარე ყველა სიცილით კვდებოდა
-ბაბიკ გადასახლებაში ხარ?სიცილით მკითხა აბურჯანიამ და ბარგი მანქანაში ჩადო.მთელი გზა ვმგეროდით,ვცეკვავდით საბოლოოდ ლამის ავარიაში მოვკევით და მხოლოდ მაშინ დავოკდით.

სიონში ჩასულებს არაფერი გვინდოდა ტბაზე გასვლის გარდა.პირსახოცები ავიღეთ სახლი მინგრეული დავტოვეთ და ყველა გავვარდთ გასაგრილებლად.
კეკუსანიძებ ხელში ამიყვანა და ტბაში ჩამაგდო,იმხელაზე ვიყვირე ყველამ მე შემომხედა მაგრამ სირცვილით არ დავმწვარვარ სიმართლე რომ გითხრათ.მე ბარბარე ჟორჟოლიანს საერთოდ არაფრის მცხვენოდა უსირცხვილო ვიყავი როგორც კეკუსანიძე იტყოდა რა თქმა უნდა ხუმრობით
შეზლონგზე დავწექი და სახეზე ქუდი დავიფარე.
-ბარბარე წვენი არ გინდა?მკითხა ლილემ და ქუდი ამხადა.წამოვჯექი და მხოლოდ თავი დავუქნიე შორს კი ნაპირთან ნაცნბი სილუეტი დავლანდე,მაგრამ ვერ გეტყოდით დაზუსტებით რომ
ის იყო,მაგრამ გული საშინლად ამიჩქარდა.ამას ერქვა გულის გახეთქვამდე აჩქარება და მაშინ ვიგრძენი თავბრუსხვევა...

არვიცი რამდენად კარგად გამომდის დასაწყისთან შედარებით,მაგრამ ამ ისტორიის გაწყვეტას არ ვაპირებ.მადლობთ



№1  offline წევრი lilearchvadze:)

გააგრძელერაა <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent