შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წარმოუდგენელია, მაგრამ მიყვარხარ (6)


13-04-2016, 08:27
ავტორი sameone crazy girl
ნანახია 14 235

-რა ხდება სანდრო? რატომ არიან ჟურნალისტები ჩემს სახლთან?- სანდროს დაურეკა და პირდაპირ აჯახა არც აცადა ამოსუნთქვა
-ჩემს საქმეში არ შედის ეგ ამბავი შენს მენეჯერს ესაუბრე ვიც აგვარებდა აქამდე მაგ საკითხებს, თაო ჰქვია მგონი. საქმეზე ვარ მე და ნუ დამირეკავ გამორთული მექნება- სწრაფად მოუხაზა და გათიშა. მარიამმა თაკოს დაურეკა და ისიც მალე გაჩნდა მასთან
-როგორ ხართ ქალბატონო მარიამ?
-შეეშვი ამ ქალბატონოს რამდენჯერ მითქვამს . აბა რა ხდება რა უნდათ იმათ
-გავრცელდა ინფორმაცია რომ მიშომ ცოლი შეირთო ,ზოგი ამბობს რომ ვიღაც მოიტაცა, ცნობილი ბიზნესმენის შვილზე დაინიშნა მოკლედ ხომ გესმით ათასი ჭორია დილიდან
-ორი დღე გავიდა და ასე უცებ რა გაიგეს მოკლედ რა ჭორიკანა ხალხია
-წყარო არ ვიცი . ახლა კი ხომ გესმით,თქვენი ხელის ამბავიც დაერთო აქ კი რთულადაა საქმე
-დაცემის გარდა ყველაფერი თქვეს ხომ?
-კლინიკაში გაბრაზებულმა პაციენტმა მოგტეხათ და თქვენი დაცვა ვერ გაუკმლავდა
-როგორ კლინიკაში გაიგეს ? ანუ იციან რომ ექიმი ვარ?
-დიახ მაგრამ როგორ მუშაობთ ეგ არა უბრალოდ გაარკვიეს რომელ უნივერსიტეტში სწავლობდით და აქედან გამომდინარე პროფესიაც .ბატონმა სანდრომ მითხრა რომ სხვა ვერაფერი უნდა გაეგოთ
-კარგი მე მიშოს დავურეკავ და განცხადებას გავაკეთებ -მობილური მოიმარჯვა და დარეკა. აქამდე არ აწუხებდა წყვილს მაგრამ ახლა სხვა გზა არ ჰქონდა
-გისმენ
-უკაცრავად თუ მოგაცდინეტ ბატონო მიხეილ ჟურნალისტებმა შეიტყვეს თქვენი დაოჯახების ამბავი მაგრამ არ იციან ვინ არის თქვენი ბედნიერი მეუღლე და რა გავაკეთო?
-არ დავქორწინებულვართ ჯერ ასე რომ გააკეთე განცხადება და უთხარი რომ დეზინფორმაზიაა და თავად გიამბობთ თავის საცოლესთან ერთად ყველაფერსთქო. რომელიმეს დავაწერინებ მერე და მორჩება რა
-კარგი გასაგებია . წავედი აღარ შეგაწუხებთ
-მოიცა შენ რას შვები .სასტუმროს საქმეზ
-სანდრო აგვარებს.მე ხვალ წავალ შეხვედრაზე , ის არ ჩანს და რა ვიცი
-კარგი
მარიამმა გამოიცვალა და სახლში შეიპატიჟა ჟურნალისტები. ისინიც ეზოში დაბანადნენ და დაიწყეს კითხვების დაყრა. მარიამმა ამომწურავად უპასუხა ყველა კითხვას და ის აზრიც რომ ვიღაც გაბრაზებულმა ბიჭმა, პაციენტმა თუ თაყვანისმცემელმა მოსტეხა ხელი. როგორც იქნა დაასრულა დანარჩენი თაკომ მოაგვარა ისევ და შემდეგ მარიამთან შევიდა. ცირა ვახშამს ამზადებდა და ისიც დარჩა.
-აბა მომიყევი შენზე თიკუნა რა ხდება ახალი
-არაფერი ისევ ისე მარტო ვარ ,იყო რაღაც მაგრამ გახსენებაც არ მინდა
-გული გატკინეს თიკუნა? ცუდია ერთის მხრივ მაგრამ კარგი იმიტომაა რომ არ იყო ის ერთადერთი და წინ გელის ბედნიერება
-ისე მელაპარაკები თითქოს შენ გყავდეს ეგეთი ვინმე
_შესაძლოა მყავს და კიდევ ვერ ვაცნობიერებ
-აბა არასდროს გავთხოვდებიო? მახსოვს რომ ამბობდი
-არც ახლა ვაპირებ გათხოვებას მაგრამ კარგი პარტნიორი არავის აწყენს ,სიყვარულით თუ არ მეყვარება უნდა მიზიდავდეს ძალიან
-შენ ვიღაც ძალიან მოგწონს
-შესაძლოა
-კარგი აღარ გკითხავ
-ნუ გერიდება თიკუნა რამდენი წელია ვიცნობთ ერთმანეთს უბრალოდ მართლა არ ვიცი. მოკლედ ამ თაბაშის რომ მოვიხსნი ჩვენი საქმეც გაღრმავდება უამრავი გეგმა მაქვს და ჟურნალისტებიც დამჭირდება. თავშესაფრისთვის თანხები მჭირდება, სხვადასხვა ღონისძიება უნდა დავგეგმო და მერე ვისაუბროთ დეტალურად .
-კარგი . ახლა კი წავალ .უღრმესი მადლობა გამასპინძლებისთვის ,უგემრიელესი იყო ყველაფერი ქალბატონო ცირა
-მადლობა შვილო ,არაფერს ჭამთ და საიდან გებულობთ გემოს ვერ გავიგე მე
-კარგი რა ცირა სულ მაგაზე როგორ წუწუნებ?- მარიამმა აკოცა და თიკოს გაჰყვა. ეზოში დაინახა რამდენიმე უცხო ბიჭი დაცვის უფროსს ესაუბრებოდნენ , ერთ-ერთი იცნო მარიამმა და მათკენ წავიდა
-რა ხდება გოჩა?-დაცვის უფროსს შეხედა და ბიჭებს მოავლო მზერა
-არაფერი ქალბატონო მარიამ ყველაფერი რიგზეა
-ეს ბიჭები აქ რატომ არიან?
-ბატონმა სანდრომ გამოგზავნა რაღაც საქმე ჰქონდათ მიდიან უკვე
-გასაგებია - ისევ შეხედა მდუმარედ მყოფ ყმაწვილებს და სახლში დაბრუნდა.
დილით სანდროს ხმამ გააღვიძა
-მარიამ დააგვიანებ გაიღვიძე ...მარიამ
-ოო გეყოფა რა
-უბრალოდ გაიღვიძე და წამოდი ცხრა საათია თათბირი ათზე იწყება
-ჯანდაბა - უცებ წამოვარდა მაგრამ სანდრო უკვე გადიოდა- შენ რა გჭირს ახლა ასე უნდა წახვდიე სულ?
-თქვენს პირველ მოთხოვნას ვასრულებ ,ვორთქლდები - ისე უთხრა არც შეუხედავს და წავიდა. მარიამი გაბრაზდა მიზანს მაინც ვერ მიაღწია თუმცა იგივე ტაქტიკით აპირებდა გაგრძელებას. სწრაფად მოემზადა და ქვემოთ ჩავიდა, ყავა მიირთვა ისაუზმა სანდროსთან წავიდა .
-თქვენთვის მანქანა მზად არის , მძღოლიც ადგილზეა და დაცვაც
-არ მჭირდება დაცვის თანხლებით სიარული
-მარტო ვერ ივლით შეხვედრებზე მითუმეტეს ასეთ მნიშვნელოვან დღეს -მოკლედ მოუჭრა და თავის მანქანაში ჩაჯდა. მარიამსაც სხვა რა გზა ჰქონდა ჯიპში მოთავსდა და გავიდნენ კიდეც.
რესტორანი დახურული იყო სპეციალურად მათთვის . ამ გარემოში ყოფნა არ მოსწონდა სათთაბირო დარბაზი ერჩივნა მაგრამ არაფერი უთქვამს. რომ შევიდა მიხვდა სანდროს სიტყვების არსს მართლაც ყველა ბიზნესპარტნიორი იქ იყო და ელოდა ქალბატონის შესვლას , სანდროც იჯდა მშვიდად და რამდენიმე წამით უყურებდა. ყველა შეეგება და გასაოცარი ის იყო მხოლოდ ორი შუახნის მამაკაცი იჯდა, დანარჩენებს შვილების გაგზავნა მოუნდათ როგორც სჩანს . ბიჭებიც თბილად შეხვდნენ მარიამს რომელიც აშკარად არ იყო იგივენაირად განწყობილი და იცოდა კიდეც მათი ქმედების მიზეზი.
-დროა საქმეზე გადავიდეთ-განაცხადა და დაიწყო კიდეც საუბარი. სანდრო მშვიდად იჯდა და ერთ სიტყვასაც არ ეუბნებოდა, ეგონა მარიამს დასჭირდებოდა მისი დახმარება თუმცა შეცდა, თავი იმაზე უკეთ გაარტვა ვიდრე მოსალოდნელი იყო . ყველაფერი მოგვარდა და შემდეგ არაფორმალურ საუბრებზე გადავიდნენ. მარიამი რამდენიმე წუთს დარჩა ზრდილობის გამო შემდეგ წამოდგა ,დაემშვიდობა ყველას და წავიდა. სანდროსთვის არც კი შეუხედავს . ნელა მიაბიჯებდა მანქანისკენ, რამდენიმე წამს გაჩერდა ერთ-ერთს ესაუბრებოდა ,ისიც მოიშორა და მანქანაში ჩაჯდა .
-ყოჩაღ
-აქ რა გინდა
-არ შეიძლება შენთან ერთად ვიმგზავრო?
-ეგ რომ გდომოდა წამიყვანდი შენ და არ ვიმგზავრებდი ასე ,თანაც სახლში არ მივდივარ
-ვიცი
-რა იცი. საიდან
-ეგაა ჩემი საქმე ყველაფერი ვიცოდე .მითუმეტეს ახლა როცა მიშო არ არის
-მარტო მინდა წასვლა
-სუნთქვა არ შეგაწუხებს - მშვიდად უთხრა ხელები მუცელზე დაიწყო და ფანჯრიდან ჰორიზონტს გახედა. მარიამს არაფერი უთქვამს, სხვა დროს კი დაიწყებდა ჩხუბს მაგრამ ორი დღე მის გარეშე კოშმარად ეჩვენა , უბრალოდ არ სურდა ჩხუბი აზრიც არ ჰქონდა ასე რომ სხვა დროისთვის შემოინახავდა კამათს .
-ქალბატონო ჯერ გავიაროთ თუ პირდაპირ წავიდეთ
-გივი პირდაპირ წადი
-სად აპირებდი გავლას გავიდეთ რა პრობლემაა
-არ მინდა და მორჩა !
-ბოიფრედთან მიდიოდი მე რომ არ მიგყავარ თუ რა ხდება
-ხო
-ხოო? მაშინ ჩავალ მე და მიბრძანდით ქალბატონო ,გულის სწორთან შეხვედრას ხომ არ დაგიშლი. გელა გააჩერე რა
მარიამს არაფერი უთქვამს , სანდრო ჩავიდა თავად კი ისევ წყნეთში წავიდა. სახლში შევიდა და მონატრებულ გარემოს მოავლო თვალი. ბიჭებმა ჩანთა და პროდუქტები შეუტანეს . ამოლაგება დაიწყო , წყალი დადგა ყავისთვის და სკამზე ჩამოჯდა . სანდრო დაადგა თავზე
-რას გამიშვი გოგო აქ თუ მოდიოდი
-აქ მყავს
-ვინ გყავს აქ . რატო მატყუებ?
-გაიწიე - ქვემოდან ახედა და ხელების მოშორება სცადა- ფანტაზიებს ხომა რ ჩაგიშლი . უბრალოდ გეთანხმები მე რას გატყუებ
-იმას რომ ვიღაც გყავს
-ვიღაც როგორ არ მყავს უბრალოდ აქ არაა
-ვაიმე რა სამწუხაროა და ვინაა ეგ ბედნიერი
-რა აზრი აქ რომ გითხრა ჩემი კურსელი იყო იქ
-ანუ პატარაა
-სხვა ვერაფერი ნახე საკითხავი?- შეხედა და ფინკანი მიაწოდა- დამისხი რა ყავაა
-როდის ჩამოვა ის შენი პრინცი
-ოო შემეშვი რა რამდენ კითხვას მისვამ ასე მგონია რო მეჭორავები
-რას აკეთებ
-საჭმელს ,მშია
-შენ აპირებ? აქ ვერ წამოიყვანე ვინმე?
-მარტო ვაპირებდი ყოფნას,შენ რომ არ მაწუხებდე. საქმე არ გაქვს?
-არა . მომეცი ეგ დანა დაიჭრი თითებს ერტი ხელით როგორ დაჭრი
-და შენ მოგაკვლევინო თავი?
-ნუ ღელავ ვიცი მომზადება თან საკმაოდ კარგად. მარტო ვარ მთელი ცხოვრებაა და მილიონერიც არ ვარ რესტორნებში რომ მივირთვა ან მოსამსახურეები მყავდეს-უკან გასწია მარიამი და თავად დაიწყო მზადება-კარტოფილი რომ შევწვა მიიღებთ თუ რამე უფრო სვეცკური გინდა
-სვეცკური რას ნიშნავს
-რავიცი რამე სალაწიკი - ხმა გაინაზა და მარიამმა ვეღარ შეიკავა სიცილი. მაგიდაზე ჩამოჯდა და უყურებდა. -თუ გშიოდა ვერ დარჩიი იქ?
-იმ სვავების გარემოცვაში რა მინდოდა. თითოეულ ლუკმას დააკვირდებოდნენ და სინაზის ნერვები არ მაქ ისედაც მაწუხებს უკვე ეს გიფსი
-ანუ არ მოგწონს მათთან ყოფნა
-მხოლოდ სახლში ყოფნა მიყვარს ჩემს ძმასთან და ლიზიკოსთან ერთად ან მარტო თუმცა აღარ მაცლი უკვე
-აუ ნუ მეჯუჯღუნები . ხომ მითხარი ისე ვიქცევი როგორიც ვარო
-რა გეგონა მერე ტკბილი ვიყავი ისე?
-კი არ მგონია ტკბილი ხარ უბრალოდ ენა გაქ მწარე ,რომლის დატკბობაც შეიძლება
-ნუ მიყურებ ეგრე ,რო მეფლირტავები ხომ გითხარი მყავს ბიჭი
-გყავდეს მერე მე რას მიშლის
-როგორ არ გიშლის
-ვაიმე რა ზღაპრებს იგონებ ახლა გეყოფა . ვიცი რომ არავინ გყავს ჩშ - სიტყვის თქმა არ დააცადა მხარზე აკოცა და მერე გაზქურა აანთო .ტაფა დადგა ზეთი დაასხა და რამდენიმე წუთში კარტოფილი დაყარა
-შენ საერთოდ ვინ ხარ , ასე დადგები მისმენ მშვიდად და უცებ მეუბნები ნუ მატყუებო იგივე ინტონაციით
-აბა გინდა ვიჩხუბო?
-არა მაგრამ
-მაგრამ იმაზე გაგიჟდი რომ არ ვიეჭვიანე? ვიცი რომ ტიპიური გოგო არ ხარ რომელიც რამდენიმე ბიჭს ერთდროულად ეჩალიჩება
-ვაიმეე რაღაც კარგი თვისება მქონია ,თურმე. საოცრებაა არა?
-ნუ ცდილობ თავის დაძვრენას- უფრო ახლოს მიიწია და ტუჩებზე წაეტანა. ნაზად კოცნიდა მაგრამ მარიამმა უკბინა და ქვედა ტუჩზე ჩააჭირა კბილები
-კარტოფილი დაიწვა
-მეტკინა - ტუჩზე თითი მიიდო და სისხლიანი თითი მარიამს აჩვენა- ამის მერე მე ვარ ველური? - თვალები დააწვრილა და მომღიმარ მარიამს დაუბრიალა თვალები
-ვინ გთხოვა მაკოცეო
-თხოვნა თუ დაველოდე დიდხანს მომიწევს ცდა
-დარწმუნებული ნუ იქნები ,თუ მომინდა ჭკუა არ დამიშლის ,ფრთხილად არ დაიწვა თორე ორი ხეიბარი ერთად ვერ გავძლებთ
-ნუ ღელავ -ისევ დაახურა ტაფას თავსახური და მაგიდის გაწყობა დაიწყო. სალათიც გააკეთა უცებ და გაჩერდა- ყველი არ გვაქვს?
-როგორ არა ,მაგის გარეშე როგორ წამოვიდოდი მაცივარში შევდე
-კარგია- ისიც გამოიღო და დაჭრა . -რაღაც მინდოდა კიდე . ხილი აიღო გარეცხა, გათალა და ბლენდერში ჩაყარა
-შენ აღარ ხუმრომ - მარიამმა ტუჩები გაილოკა და ჭიქა აიღო
-მსუნაგი ხარ იმიტომ ხარ ასეთი ფუმფულა
-აშკარად ოთხ ადგილს უმიზნებს და ეგენი მუფუმფულდება
-შეიძლება- ტუჩის კუთხე ჩატეხა და გაზქურა გამორთო.
-მმ როგორი კარგი სუნიააა ,უფრო მომშივდა სწრაფად გადმოიღე
-პატარა ბავშვს გავხარ ზოგჯერ
-საიდან დაასკვენი -უცებ შეკრა წაბები ,თიტქოს რაღაც საოცრებას ეუბნებოდნენ .სანდრო თავის საქმეს აგრძელებდა ,ბოლოს გაჩერდა და შეხედა
-რა გაგიკვირდა
-რატომ ვგავარ ბავშვს? ეგ არასდროს უთქვამთ ჩემთვის ის რომ ალქაჯი ვარ, ბოროტი განებივრებული გოგო ,რომელსაც ყველაფერი ჰკიდია ათასი საზიზღრობა მაგრამ ბავშვი არასდროს
-ალქაჯიც ხარ არ ვუარვყოფ - მაგიდიდან ჩამოსვა და სკამზე დასვა -მიირთვით ქალბატონო მარიამ
მარიამს არაფერი უთქვამს , მოღუშული იჯდა და მიირთმევდა. წვენიც დალია და მოეწონა, შემდეგ წამოდგა
-კარგი იყო ,მადლობა - თქვა და გავიდა. ეზოს ბოლოს სკამზე იჯდა ,ხეზე ჰქონდა თავი მიყრდნობილი და ფიქრობდა. არასდროს ქონია ბავშვობა, მართალია არაფერი აკლდა გარეგნულად თუმცა სულიერად ლაღად თავი არცერთხელ უგრძვნია. ყველაფერი ცუდი ახსენდებოდა ბავშვობის მოგონებების გადახედვისას. მსობლების ქცევა, ურთიერთობა ერთმანეთის და შვილების მიმართ, ნარკომანი მამა რომელიც არაადამიანურად იქცეოდა, დედა რომელიც არ ზრუნავდა მათზე . სითბო რომელიც არასდროს მიუღია მშობლებისგან და ერთადერთი ნათელი წერტილი მიშო იყო ,მისი მკლავები ,როდესაც ტკიოდა მუდამ ეხვეოდნენ და ამშვიდებდნენ. ამოციების გამოხატვას წლების მატებასთან ერთად მოუკლო და ბოლოს იქცა კიდეც ქვის ქანდაკებად , იშვიათად ენდობოდა და არავინ უყვარდა თავდავიწყებით. მხოლოდ ორი ადამიანი ჰყავდა რომელთა გამოც ყველაფერს დათმობდა . ბავშვობიდანვე ეგონა რომ თუ ვინმეს თავს დაუხრიდა ბოლომდე ას ეყოფნა მოუხდებოდა და ხშირად საკუთარ პრინციპებსაც კი ჰღალატობდა , ისე იქცეოდა სწორედ იმ ადამიანებს ამცირებდა ვისზე ზრუნვაც სურდა. ზრუნავდა კიდეც მაგრამ არასდროს საკუთარი ხელით, სულ სხვას ავალებდა, ერთადერთი ბავშვთა სახლში დადიოდა , იცოდა რომ პატარა ანგელოზებს მისი სითბო და მზრუნველობა სჭირდებოდათ ,ისინი კი არასდროს გასცემდნენ . მათთვის არ იყო ქალბატონი მარიამი ,უბრალოდ ქალი იყო რომელსაც ისინი ძალიან უყვარდა და მათზე ზრუნავდა. სიმძიმე იგრძნო ,თითქოს გულზე უჭერდნენ ,ვერ სუნთქავდა თავისუფლად .თვალები აემღვრა ,ყელში გაჩხერილი ბურთი ვერ გადაგორა და იგრძნო როგორ დაენამა ლოყები. ნაბიჯების ხმა მოესმა და სწრაფად შეიმშრალა ცრემლები . სანდრო გვერდით მიუჯდა და ჰორიზონტს გახედა.
-ლამაზი ადგილია,გიყვარს აქ ყოფნა?
-ძალიან ... 15 ვიყავი მიშომ რომ იყიდა ხშირად მოვდიოდით აქ
-დიდი ხნით აპირებ დარჩენას?
-შესაძლოა თაბაშირის მოხსნამდე. შეგიძლია წახვიდე ,მიშო არაფერს გეტყვის...თუმცა აქ საქმის გამო არ ხარ , მიშო რას გეტყვის სულ არ გადარდებს
-ნელ-ნელა ხვდები რაღეცეებს. მე კი ვერ ვხვდები რატომ იტირე - ფრთხილად მოხვია ხელი და თვალებში ჩახედა.თმები ყურს უკან გადაუწია და თითებით სახის კონტური შემოუხაზა- მე გაწყენინე რამე და ვერ ვხვდები?
-ახლა არ მითხრა რომ გული გტკივა-დაიხსნა თავი მისი მკლავებიდან და შეეცადა ემოცია დაეფარა - დაგამშვდიებ და გეტყვი რომ საერთოდ არ მიტირია და მითუმეტეს შენ როგორ შეიძლება ამატირო, ნუ კიდევ რამეს თუ არ მატკენ
-თავდასხმა საუკეთესო თავდაცაა ხო?
-დასვენებას ვაპირებდი და შენ უნდა გამაგიჯო აქ? თუ არ მშორდები გაჩუმდი მაინც ნერვებს მიშლი
-დიდი პატივია
-გეყოს . არ ვხუმრობ მართლა მინდა დავისვენო და გთხოვ ნუ იმოქმედებ ჩემს ნერვულ სისტემაზე
-დაჯექი მანდ და ნუ აწყობ სცენებს არ გინდა და ნუ მეტყვი
-ისე მეუბნები ვითომ შენ მიყვები ყველაფერს
-არ ხარ მზად რომ მომისმინო . არ მგონია სულის დამძმება და ცუდ განწყობაზე ყოფნა გსურდეს ,ხომ თქვი დასასვენებლად ვარ აქ ჩამოსულიო
-ცუდი ამბით ვერ გამაკვირვებ ,ვიცი გგონია რადგან ფული თავზე საყრელად მაქვს ბედნიერიც ვარ მაგრამა ასე არ არის . იმდენი რამ მაქვს გადატანილი ცხოვრებაში უფრო ვერ დამამწუხრებ
-კარგიი
-ანუ?
-შენ მგონი ისე გინდა ჩემი ისტორიის მოსმენა აღარც გჯერა რომ მოგიყვები ,პრინციპში მართალი ხარ არ ვაპირებ მოყოლას
სახლში შევიდა მარიამი და ლუკას დაურეკა. იმდენ ხანს ელაპარაკა კარგ განწყობაზე დადგა
-კარგად ლუუკაა
-ოჰ ლუკას ესაუბრებოდი ასე აღტაცებით?
-შესანიშნავად საუბრობს და იმიტომ ,შენ და ლუკა როგორ ხართ მეგობრები ვერ ვხვდები
-ეგრე ვერ ვხვდები მეც ლიზისთან ერთად როგორ ხარ
-არ ჩამომრჩე შენ
-რას ამბობ -მობილური ამღერდა და მაშინვე უპასუხა-გისმენ ნინია...არ ვარ თბილისში შესაბამისად ვერა . არ!. არა ნინია
-ღმერთო რა მრავლისმეტყველად ესაუბრე, ყველაფერი ამომწურავად უთხარი
-ამომწურავად რომ ვუპასუხო უნდა ვნახო
-ისე მეუბნები ვითომ მე გიშლი შენი ნაშის ნახვას. წადი დავისვენებ მაინც
-არ მინდა თორემ შენ ნამდვილად ვერ გამაჩერებდი
-აჰ მოგბეზრდა ალბათ უკვე
-ახლა ჩემს საყვარლებზე უნდა გესაუბრო თუ რა გინდა
-სხვა გასარკვევი კი არ მაქვს რამე ეგ დამრჩა მხოლოდ.
-ყოჩაღ შენ- დივანზე გაწვა და მობილური მოიმარჯვა. რაღაცას ეძებდა ,მარიასმ საერთოდ არ აქცევდა ყურადღებას. თითქოს ბედი ეთამაშებოდა იმ დროს დაურეკა გერმანელმა კურსელმა და მაშინვე უპასუხა .იქ არავისთან ჰქონდა ცუდი ურთიერთობა მითუმეტეს ქართველებთან
-გისმენ მათე როგორ ხარ?
-კარგად მარ შენ? მოერგე თავიდან სამშობლოს?
-კი უკვე ყველაფერი რიგზეა . საქმეებს შევუდექი და ვარ
-ძალიან კარგი საქმეზე გირეკავ მეც . გავიგე რომ ერთ კლინიკაში ვაკანსიაა ოფთალმოლოგის ადგილზე და შეგიძლია მითხრა როგორი კლინიკაა? რავი არ მჯერა ეგრე მე ხო იცი იქნებ რაღაც საშინელებაა და
-მოიცა ბრუნდები? -უცებ წამოიძახა გახარებულმა და წამოდგა - რა მაგარია ბიჭო თავიდანვე ეგრე ვერ მითხარი? რა კლინიკა რის კლინიკა მოდიხარ და პირდაპირ ჩემთან იწყებ მუშაობას სპეციალურად გავხსნი ოფთალმოლოგის კაბინეტს , რომ ჩამოხვალ ყველა საჭირო აპარატს შევიძენთ და ისე მოვაწყობ ყველაფერს როგორც გაგიხარდება
-კლინიკა გააკეთე უკვე?
-უკვე? ჰმ რას კადრულობ ყმაწვილო შვიდი წელია კლინიკის მფლობელი ვარ სხვატაშორის ერთ-ერთი საუკეთესოა მთელს საქართველოში მოკლედ ვსიო მიგისაკუთრე როგორც ექიმი . როდის მოდიხარ მათე?
-მოიცა ადამიანო ჯერ შოკში ვარ
-რამ დაგსოკა კაი რა
-რა ვიცოდი კლინას თუ ფლობდი მე ერთი ჩვეულებრივი გოგო მგონიხარ

არ გიკითხავს ეკონომიურ მდგომარეობაზე თორემ გეტყოდი . ვერ დაინტერესდი მერე?
-ოჰ გადმოვიდა შეტევაზე ეგრევე
-აუ მალე ჩამოდი რა ,ისიც წამოიყვანე ბარემ
-ვინ ის
-ოჰ ვინ ის ! ლიკუნა ეგ გადარეული რა ვიცი იქნებ დამჭირდეს გინეკოლოგი შენ თუ ბრუნდები
-გიჟი ხარ . წამოვიყვან ხო . რაღაც კი თქვა და ვაქცევ ნაკვერჩხალს ხანძრად
-აი ეს მომწოონს .ვატყობ არც ისე ცუდად გაგრძელდება ჩემი სამშობლოში დაბრუნება
-კარგი დაგირეკავთ მერე . ხო მართლა ის გიჟი გაბრაზებულია საერთოდ არ მირეკავს დაბრუდნა თავის ლიზისთან და დამივიწყაო დაურეკე რა შემჭამს
-აუცილებლად . ნახვამდის -გაბადრულმა გამორთო მობილური და გაბრწყინებული თვალებით შეხედა სანდროს რომელიც ცოტაც და გაბურღავდა ისე უყურებდა, მუჭები ისე ჰქონდა შეკრული გეგონებოდათ დასარტყმელად ემზადებოდა, ძარღვები დაებერა და ყბები დაეჭიმა- რა გჭირს შენ
-ვინ იყო?
-მათე ჩემი კურსელი
-ანუ მართალი იყო?
-რა იყო მართალი ...უი მართლა ჩამოსვლას აპირებს და კლინიკაში ოფთალმოლოგი არ გვყავს ამიტომ განყოფილებას გავაკეთებ , ის სხვა ექიმებსაც იცნობს მოკლედ დანარჩენს რომ ჩამოვა მერე მოვაგვარებთ
-ასე მარტივად გთანხმდება ? თავმოყვარეობა არ აქვს ?
-რა შუაშია დამთანხმდება აბა რა იქნება საუკეთესო პირობებს ვთავაზობ
-მართლა საუკეთესო პირობებია ისეთი სხვაგან რომ არ ექნება
-ხოდა ამიტომ ჩამოვა . გინეკოლოგიც თუ გადმოვიბირე ორი ახალი ექიმი გვეყოლება, ის ნათელა მიდის მაინც . კარგი ექიმი კი არის მაგრამ პენსიაშია უკვე , დროა დაისვენოს .
-როგორც თქვენ იტყვით კლინიკა თქვენია მე კი მევალება თქვენი მოთხოვნა შევასრულო. როგორც კი დავბრუნდებით მოვაგვარებ- ჯიბიდან სიგარეტი ამოიღო და მოუკიდა
-ეწევი? თუმცა როგორ არ მოწევ
-ნარკომანი სიგარეტს არ ეწეოდეს საოცრებაა? მართალია თუ ვიჩხერ ამ შედარებით უვნებელ სიგარეტს არ მოვწევ?
-არ მითქვამს მე ეგ
-რა მნიშვნელობა აქვს რა თქვი . ხომ გაიფიქრე , ასე ხომ ფიქრობ .მთავარი ეგაა . წარმოდგენაა მთავარი და არა რას იტყვი -ოთახიდან გავიდა. მარიამი ზემოთ ავიდა. დაძნება გადაწყვიტა, უკვე საწოლში იწვა ,მაგრამ ვერ მოისვენა და შუაღამით ისევ გაეღვძა. ეზოდან ხმაური მოესმა თიტქოს რაღაც წაიქცა, მაშინვე წამოდგად ა გაიხედა, სანდრო დაინახა ,სკამზე იჯდა და ეწეოდა . პლედი მოიხვია და გარეთ გავიდა. გვერდით რომ მიუჯდა მერე დაინახა რომ მხოლოდ შარვალი ეცვა
-გაიყინები , სიცივეა აქ- სწრაფად მოაფარა პლედის ერთი ბოლო და სიგარეტი ააცალა -დიდი ხანია არ მომიწევია ,მათემ გადამაჩვია
-აა თვითონ სიგარეტსაც არ ეწევა? ნამდვილი წმინდანი ამ ურჩხულმა სად ჩაიგდე ხელში არ მეტყვი? იქნებ მეც გავჩითო სადმე ანგელოზი
-ვერ გავიგე ანუ ...-მარიამი უცებ გაჩერდ აყველაფერს მიხვდა მაგრამ არაფერი უთქვამს, უნდობლობა ეწყინა, ასე სულელურად რომ იქცეოდა გული ეტკინა. არადა ფიქრობდა რომ სანდრო ისე არ ფიქრობდა როგორც სხვები, თურმე ისიც უჩხულად თვლიდა - მე წავალ მარტო გინდა ალბათ ყოფნა პლედი მოიშორა და სანდროს დაუტოვა . მხოლოდ სიგარეტი წაიღო და ისევ უკან დაბრუნდა. მთელი ღამე ფანჯრის რაფაზე იჯდა და უყურებდა ზურგით მჯდომს, რომელიც უბრალოდ ჰორიზონტს უყურებდა და სიგარეტის კვამლს ურევდა ჩაბნელებულ სივრცეს.
დილით კისრის ტკივილმა გააღვიძა, ცივ მინას ეკვროდა ლოყით და მთელი ხერხემალი სტკიოდა. ძლივს ჩამოვიდა იქედან, წელში გამართა და შემცივნული შეწვა საწოლში. როგორც კი გათბა გაიტრუნა და ძილის გაგრძელება გადაწყვიტა. გაიგო როგორ შევიდა ოთახში სანდრო, მისი სურნელი სიგარეტის კვამლს შერეოდა და გამაბრუებელ არომატს ქმნიდა .ახლოს არ მისულა მაგრამ არც ოთახი დაუტოვებია, მის იქ ყოფნას გრძნობდა , მზერა სახეს უწვავდა მაგრამ არ ეხებოდა. ბოლოს ნაბიჯების ხმა გაიგო და სანდრო წავიდა.
ქვემოთ ჩასულს საუზმე გამზადებული დახვდა , სანდრო ყავას მიირთმევდა. ისევ ისეთი მზერა ჰქონდა როგორც პირველ დღეს, ირონიული, შეუვალი, მკაცრი და საშიში.. თითქოს ლოდს უყურებდა რომელსაც ვერ გასტეხ. არაფერი უთქვამს განსაკუთრებული, არც გამოუწვევია, არც მარიამის გამოწვევას აჰყვა. უბრალოდ მასთან იყო და საქმეს ასრულებდა. ერთმა კვირამ უინტერესოდ განვლო. დასვენებით დაისვენა ,სიცხე არ აწუხებდა მაგრამ სანდროს დამოკიდებულება ცუდად მოქმედებდა, უფრო რწმუნდებოდა იმაში რომ უბრალო ნაცნობი არ იყო ფილფანი მისთვის.
თბილისში დაბრუნების შემდეგ იშვიათად მიდიოდა მასთან. მხოლოდ ურეკავდა როცა რამე საქმე იყო მოსაგვარებელი, შეხვედრაზე მისულს არ დახვდა , არც ლუკასთან ხვდებოდა. თითქოს წინასწარ იცოდა როდის მივიდოდა. მისოს და ლიზის დაბრუნების დღეს წვეულება მოაწყვეს და გაივსო მთელი სახლი. მარიამსაც თაბაშირი მოხსნეს ორი დღით ადრე თუ მოვიხსნი არაფერი დაშავდებაო . განსაკუთრებულად მოემზადა ტანზე გამოყვანილი წითელი კაბა ეცვა, ულამაზესი ჭრილით მკერდთან, ზირგზეც საკმაოდ დიდი ჭრილი ჰქონდა, მკვეთრი მაკიაჟი ,წითელი ტუჩსაცხი მის ბაგეებს უფრო მიმზიდველს ხდიდა, ფეხზეც წითელი მაღლები მოირგო და მისი გამოჩენისას თვალს ვერავინ სწყვეტდდა.
-საოცრად გამოიყურები მარ. რამე ხდება ისეთი რაც მე არ ვიცი?-ლიზიმ მაშინვე ჰკითხა და თვალები გაუბრწყინდა.
-არაფერი რა უნდა ხდებოდეს
-ვის ეძებ?-შეამჩნია თვალებით როგორ ეძებდ ამარიამი ვირაცას და გაიცინა -სანდრო აუზთან არის მეორე მხარეს ვიღაც გოგოსთან ერთად. მიშოს ვკითხე და მისი გოგოაო,გაიგე ახლა როგორი გოგოა უბრალოდ ნაშაა, დროებითი გოგოა თუ დიდი ხანია ერთად არიან-უცებ მიაყოლა ყველაფერი და მარიამს კითხვის დასმაც არ ადროვა -გავიგე ის გიჟი ჩამოდის რა უხამსი აზრები აწუხებს და როგორ ლაპარაკობს , კიდევ კარგი გინეკოლოგია ცოტა შეეფერება . მათეც მოდის ხომ? ისე ეგ ბიჭი საოცარი ფენომენია რა გამოხედვა, ღიმილი შოკი, ზრდილი, განათლებული. მოკლედ საოცარი ვინმეაა
-ვინ არის ეგეთი ლიზიკო? ჩემზე მეტყველებ პატარავ?-მიშო მოეხვია და ყელში აკოცა
-შენზე არა მათეზე ამბობს- მარიამმა უთხრა და სწორედ ამ დროს დაინახა სანდროს მწვანე თვალები,რომლებიც ისე ელავდნენ ღელვისგან პირი გაუშრა, ღვინო მოსვა და მერე მიესალმა ,თან მის გვერდით მდგომს შეავლო მზერა - საღამომშვიდობის სანდრო
-როგორ ხართ ქალბატონო მარიამ?-ეს ირონიული მზერა და ღიმილი.როგორ აღიზიანებდა მაგრამ ესეც კი მოსწონდა - მინდა ნინია გაგაცნოთ ნინ მარიამი და ლიზი
-სასიამოვნოა - ხმაც კი აღიზიანებდა უკვე ამ გოგოსი. ახლა რომ შეეტია სანდრო მიხვდებოდა რომ ეწვიანობის სცენა იყო ჩვეულებრივი ამიტომ თავი შეიკავა
-ჩვენთვისაც- ლიზიმ უთხრა მარიამის ნაცვლად რომელიც უბრალოდ უყურებდა და სიტყვას არ ძრავდა. ლიზიმ საუბარი დაუწყო ნინიას და მარიამის ნაცვლად გაიგო ყველაფერი
-რამდენი წლის ხარ ?
-მე 24
-უი მართლა არ გეტყობა მე მეგონა სკოლის მოსწავლე იყავი- მარიამმა ისე დამცინავად უთხრა , სანდროს ტუჩის კუთხე უნებურად ჩაუტყდა,მიშო კი ცუდად იყო უკვე - პროფესიით ვინ ხარ ნინია?- განაგრძო ლიზიმ სიტუაციის განსამუხტად
-მოდელი
-რა საინტერესოა? ანუ ჩვეულებრივი საქმიანობა , „მოდელი“ და მაძებარი . საინტერესო არაფერია- უდრდელად თქვა და თეძოს რხევით წავიდა სასმელის ასაღებად. ბართან იდგა და ვისკის მიირთმევდა
-ეშმაკისთვის შესაფერისი ფერია ნამდვილად ,გიხდება - ყურში ჩასჩურჩულა სანდრომ და მაშინვე იგრძნო როგორ მოიმატა ტემპერატურამ, გადახურდა, ტვინმა თიტქოს ბოლი ამოუშვა და მოუნდა მის მკლავებში ჩაძირულიყო თითქოს ჩანჩქერი იყო რომელიც ერთიანად გაყინავდა .
-გმადლობ .კომპლიმენტად მივიღებ
-იყო კიდეც კომპლიმენტი .
-ხო ყველას ნამდვილად არ აქვს გემოვნება
-მე მგულისხმობ ?- თითის ზურგი შიშველ ზურგზე ააყოლა და კანის დახორკვლაც გამოიწვია -რა ვქნათ ყველას არ გვაქვს ბედნიერება ის გვყავდეს გვერდით ვინც გვევასება
-მართალია ბედნიერება არ გაქვთ,არც ცდილობთ მოიპოვოთ -გაუღიმა და ვისკი მოსვა, შემდეგ ფაფუკი ტუჩი კბილებს შორის მოიქცია და ეშმაკური მზერა მიაპყრო სანდროს რომელიც აშკარად მის ბაგეებს უყურებდა-რა ხდება სანდრიკო? ხომ არ მოგენატრა ჩემი კოცნა?- ყურთან ჩასჩურჩულა ვნებიანი ხმით , წითელი პომადის კვალი დაუტოვა ყელზე გამობერილ არტერიაზე და მიმზიდველი მიხვრა-მოხვრით დაიძრა წვეულების წევრებისკენ. თან კი სანდროს მზერა მიჰყვებოდა რომელიც მთელს სხეულს უწვავდა ,მაგრამ არაფერს იმჩნევდა.
-აშკარად მოსწონხარ-ლიზიმ ჩასჩურჩულა ყურში და გაიცინა
-ვიცი - კმაყოფილმა უთხრა და თვალების ფახუნს მოჰყვა- შეუძლებელია ვნებას გაუძლო მაგრამ ეს მე არ მაკმაყოფილებს. ვერ შევეგუები მე ვგიჟდებოდე და ის უბრალოდ ჟინს გრძნობდეს
-ხომ ვამბობდი რაღაც გამომრჩათქო .ამაღამ შენთან ვწვები
-რა? არც კი გაბედო მე რა გითხარი შენ, არცერთი ღამე ჩემს გარეშე
-გაუმაძღარი ,რა იყო არ ვიცოდე მაინც რამდენი ქალი გყავდა ,გეტყოდი დახამებულიხართქო მაგრამ ახლა რა ვქნა
-მართალია ხამი ვარ ,იმენა შენზე დახამებული ვარ და რომ აღარ ვიქნები ან თავი არ მექნება ან აღარ მომინდები და არც ვიქნებით ერთად
-ბოროტო - გაბუსხულმა შეხედა და უჩქმიტა ხელზე
-მეტკინაა
-გაკოცებ მანდაც - თვალი ჩაუკრა და ბოლო სტუმრებიც გააცილა. რომ დაბრუნდა მიშოსთან მიირბინა- სხვათაშორის ბარგი არ წამომიღია
-ჩვენს ოთახშია უკვე, გარდერობსი შენს ნაწილში დაბინავებული ,თუმცა ეჭვი მეპარება დაგჭირდეს ხვალ შუადღემდე - ხელი მოხვია წელზე და ტუჩებზე დააცხრა
-ღმერთო ჩემო რამ გადაგრიათ საძინებელი არ გაქვთ ? - მარიამაა სახე დამანჭა და უკან შებრუნდა , სახლში შევიდა კიბეები აირბინა, ფეხსაცმელი გზაში გაიხადა უკვე ცუდად ხდიდა, ოთახში შუქი არ აუნთია ,კარი მიხურა და კაბის შესაკრავი გაიხსნა . რამდენიმე ნაბიჯი გადადგა და ვიღაცის მკვრივ სხეულს შეასკდა
-ვაიმე ...-უცებ აიხედა და მკრთალ განათებაზეც კი შეამჩნია სანდროს გამომეტყველება, თუმცა აღარაფერი ახსოვდა შიშველ ზურგზე ცხელი ხელის შეგრძნება, ტუჩებზე მისი ბაგეების შეხება და ჩუმი კვნესა საკმარისი იყო გონების დასაბინდად. ყელზე მოხვია ხელები და თავი უკან გადასწია ყელზე უკეთ რომ ეკოცნა სანდროს, ისიც გულდასმით შეისწავლიდა თითოეულ წერტილს - ჰჰმ ...სანდროო
-ჩშ -ყელიდან მხარზე გადავიდა და კაბა ნელ-ნელა წავიდა იატაკისკენ. შიშველი მკერდი და მხურვალე ბაგეები რომლლებიც მათკენ მიიწევდნენ . წამიერად გაიაზრა რას აკეთებდა და მოშორდა. სწრაფად აიფარა ხელები მკერდზე და შებრუნდა. იქვე დადებული ხალათი მოცვა
-სანდრო მთვრალი ხარ
-არ ვარ მთვრალი
-უარესი .. ფხიზელი აშკარად არ ხარ თორემ ჩემთან არ მოხვიდოდი ვნების ჩასაცხრობლად. წადი გთხოვ არ მინდა ვიჩხუბოთ
-გგონია გავიჩხირე , ქალი მომინდა და ეგრევე შენ დაგადექი იმიტო რო აქვე მყავდი? ასეთი გარეწარი გგონივარ ?
-მე გითხარი რომ ფხიზელი არ ხარ და ვერ აზროვნებ ,უბრალოდ წადი არ აქვს მნიშვნელობა როგორ ხარ ზედმეტის უფლებას მაინც არ მოგცემ , არაფხიზელ მდგომარეობას კი იმიტომ გავუსვი ხაზი რომ ვიცი სხვის ქალთან არ დაწვები არ ხარ შენ ეგ კაცი
-სხვის ქალთან ... შენ სხვისი ქალი ხარ ხოო?- ყეფაზე მოუჭირა ხელი და შუბლი მის შუბლს მიაბჯინა ,ღრმად სუნტქავდა, თვალები მაგრად დახუჭა ,მერე მარიამის თმა მოიქცია მუჭში და ღრმად შეიგრძნო სურნელი - სხვისი ქალი -დაპროგრამეულივით თქვა და წავიდა.
მარიამი კი მოწყვეტით დაეცა საწოლზე ,მისი ნაკოცნი ადგილები ეწვოდა, ისევ გრძნობდა მისი ტუჩების სიმხურვალეს და არ უნდოდა ოდესმე დაევიწყებინა . თვალები დახუჭა და ისევ გაახსენდა წამის წინ მომხდარი.
-ასე მარტივად არა ფილფანო... შენი გულიც ჩემი უნდა იყოს, უნდა მიხვდე ამას .მაგრამ ჯანდაბა მე ხომ ვიცი რომ გიყვარვარ , ხომ ვიცი რომ კვდები ჩემთან ყოფნის სურვილით. მეზიზღება სიამაყე და სიჯიუტე რომელიც გვაშორებს ერთმანეთს- ჩურჩულით თქვა და მუხლები მკერდზე მიიბჯინა. ემბრიონის ფორმაში იწვა და ღრმად სუნთქავდა.

მეორე დღეს „განთავისუფლებულ“ ხელს შეხედა და მკვირცხლად წამოხტა საწოლიდან. ივარჯიშა, შემდეგ მოწესრიგდა და საავადმყოფოში წავიდა. ყველაფერი გაარკვია, საქმეები მოაგვარა, მათეს დაურეკა,გაიო ზუსტი დრო ჩამოსვლის და მათთვის დასახვედრი წვეულებაც დაგეგმა, ამჯერად კლუბის დახურვა გადაწყვიტა, მისი საკუთრება არ იყო? შემდეგ ოპერაციაზე შევიდა ,ისე მოენატრა თავისი საქმე ვეღარ მოითმინა. დაღლილმა ყავა გაამზადებინა მდივანს და კუსკუსით გაემართა ლუკას პალატისკენ. უკვე ერთი კვირაა არ უნახავს და მოენატრა კიდეც.
-ქურდებს სალამი- გაკრეჭილმა შეიჭყიტა ოთახში და ჩაცმული რომ დახვდა ლუკა წარბები აწკიპა- ეს სიმპაწიჩნი მალჩიკი ვინ არის? საიდან ჩამოვარდა? ნუთუ მე გამომიგზავნეეს?- კუსკუსით შევიდა ოთახში და ისე მოეხვია ლუკას ამოსუნთქვა აღარ შეეძლო
-მარიაააამ ...სად დამეკარგე გოგოო ასე უნდა დავიძწყება?
-ხომ გირეკავ ლუიიი?
-ჰმ მარტო დარეკვა რა არის გოგო შენს დანახვას ერთი ზარი შემიცვლის?
-ვაიმე ლუკა თუ წამოდექი ვერ მითხარი? რო მაცოდებდი თავს ცუდად ვარ და არაფერი მეშველება სულ მომინელეს შენმა ექთნებმაო ესაა?
-ოხ ძაან შეგეშინდ აგამოვარდი მაშინვე
-მარტო რატომ ხარ?
-ბიჭებიც აქ არიან პროსტა გავიდნენ ირაკლი ექიმს უნდა ელაპარაკონ . წასვლა მინდა რა
-ველაპარაკე მე უკვე და ერთ კვირაში სვაბოდაზე ხარ
-ოხ ამ სიტყვებს ვინ ამბობს . ქალბატონო მარიამ თქვენ? ღმერთო რა საოცარია ეგ თქვენმა ენამ როგორ გაიმეორა მიკვირს
-ცინიკოსიც აქ ყოფილა. გამოფხიზლდი?
-კი დიდი ხანია ფხიზლად ვარ
-რა სჭირდა აბა?-უცებ ჩაერთო დამიანე და აკოცა-როგორ ხარ?
-კარგად .აბა ერთ კვირაში გადის ხო ლუიი
-ამოღერღეთ ბიჭო მოვკვდი აქ
-კი გადიხარ
-ვაა რა მაგარიააა დედა ერთი კვრია რა გაძლებს- წამოვარდა მარა უცებ გაჩერდა
-რამხელა ყოფილხარ შენ- მარიამმა ქვემოდან ახედა ბიჭს .მართლა ძალიან მაღალია
-კალათბურთს ვთამაშობდი თინეიჯერობისას მასე კი არაა საქმე. რომ ვიძახდი ვშოკავ გოგოებსთქო , უფრო დავიბრუნებ ჩვეულ სახეს და მერე ნახე შენც თუ დაგიბრმავე ეგ შავი თვალები- ლოყაზე აკოცა და ჩაეხუტა
-მალე გამოკეთდდი და ეს ძვლები ცოტა დაფარე ხორცით თორე რომ გეუტები ასე მგონია დანას მირტყამ
-რა პრეტენზიულია ღმერთო ჩემო- ბალი აიღო და ყბაში გაიქანა, თან ფეხები საწოლზე შემოაწყო- ამას თუ არ ჭამ რას გვეწუწუნები შე ჩემა
-მე რაზეც გეწუწუნებოდი ის არ გააკეთეთ და
-დიდი ბოდისი ბორდელი რო არ გადმოვიტანეთ საავადმყოფოში - დამიანემ ჩაიდუდუღუნა და მაშინვე დააწყო მხრებზე ხელები ლუკამ, თან ერთი ფეხი შემოახვია და ტუჩი მოიკვნიტა
-შენ ვიცი რომ ეჭვიანობ ფისო მაგრამ ის ხომ არ ეჭვიანობს? მიაუუუ - მარიამმა სიცილი ვერ შეიკავა და კუჭის ატკიებამდე იცინოდნენ ის და ლუკა. დამიანე კი ემტერებოდა იმიტომ რომ სწორედ იმ დროს კარში იდგა ექთანი და მართალი ეგონა დამიანეს და ლუკას სიყვარულის ამბავი
-მოგკლავ ... ვერ გადამირჩები შე მაგო,....
-ლუკა გარბოდა დამიანე მისდევდა. ლოგინებზე გადახტა და ბოლოს მარიამს აეკრა ზურგიდან
-ააა - უცებ წამოიკივლა მარიამმა და დამიანეც გაჩერდა-ვეღარ ვსუნთქავ ბიჭო
-ვაიმე მარიამ ახლა სიამის ტყუპებად ვიქცეტ თუ გინდა ოღონ ის არ მომიახლოვდეს. მეშინია არ იძალადოს მააარ.. შენ არ იცი რა ველულურია ეგ რომ ბრაზდებაა .საერთოდ არ ფიქრობს ჩემზე მე ხომ ასეთი ნაზი და სათუთი ვარ
-ვაიმე მოვკლავ .... გამოდი დაგამტვრევ მაგ ძვლებს თავიდან ...შე ტვინგამორეცხილო .შენ საავადმყოფოდან კი არ უნდა გაგვყავდე ფსიქიატრიულშ უნდა გადაგვყავდე
-მოდი გიჟო გაგაგიჟოოო
-მარიამ გთხოვ ორი წუთი მოშორდი
-ისე მიჭერს როგორ ?
-ანუ რა გინდა რომ თქვა რომ გამწირავდი?
-ღმერთო როგორ მომნატრებია თქვენი ჩხუბი- სანდრო წამოდგა და ორივეს მოხვია ხელი. თავზე აკოცა და მაგრად ჩაეხუტა - აქედან როგორც კი გავალთ გეფიცები ყველა კაპრიზს აგისრულებ
-ხო როგორმე ისევ მაგას აუსრულე სურვილები.იქეთ უნდა მოგვემსახუროს მთელი წელი რომ დაგვანევროზა
-კარგი ბუზღუ შენ პირადად მოგემსახურები,მაგაზე გეტყვი უარს ფისოო? აი სანდრიკოს ვუპოვი ვინმეს თუ არადა ხომ ჰყავს ის სილიკონი რა ჰქვია დამავიწყდა
-ნინიაა- მარიამმა ხმა შეიცვალა და წრიპინით უთხრა გაწეილი ბგერები
-ხო ნინია - ლუკამ გაიცინა და მარიამიც აჰყვა -შენ საიდან იცნობ მარ?
-ვაჟბატონმა მოიყვანა იმ დღეს მიშო და ლიზიკო რომ დაბრუნდნენ
-ვინ ამან? ის? ნაღდად ის იყო? ეგეთი ათასი ჰყავს ამას ალბათ სხვა იყო .ვინ მიიყვანე შე ჩემა
-ახლა არ მითხრა შენზეც ვეჭვიანობო თორე გავჭედავ- წარბები აათამაშა და აშკარად რაღაც ანიშნა.
-შენ ძალიან ხარ დაღლილი ხო?- ლუკამ გულზე მიიხუტა მარიამი და საწოლზე ჩამოჯდა-მომიყევი რა გააკეთე დრეს ქალბატონო
-რაღაც საბუთები მოვაწესრიგე , თვალის ექიმი არ გვყავს და ახლა ჩამოდის ჩემი კურსელი გადავწყვიტე გავაკეთო მოკლედ ათასი რამ მჭირდება . გინეკოლოგიც ჩამოდის იმის დასახვედრადაც დამჭირდა რაღაცეების შეთანხმება, ის ისეთი პრეტენზიულია ას ეუბრალოდ ვერ დავითანხმებდი . მერე ოპერაცია მქონდა და ახლა შენთან ვარ
-გოგო რომელია
-გოგო გინეკოლოგი
-რა იყო ყურება უხარია?
-რა უზრდელი ხარ
-აბა რა გინეკოლოგობა მოუნდა ტო .თვალის ქეიმი რა ჰქვიაა ოფთალმოლოგი ბიჭია? სიმპატიურია? როგორი ურთიერთობა გაქვთ?
-მაიაა ასათიანი
-ისიც შეგიძლია ჰკითხო როგორ დაიწყო მათი სიყვარულის ისტორია .მე უნდა დაგტოვოთ არ მაქ სურვილი მაგის რომანზე ვისმინო ისტორიები- სანდრომ დაგესლა უცებ და წავიდა
-ოჰ-ლუკამ დამიანეს გადახედა და გაიცინა. აბა მითხარი ვინაა ის ბიჭი?
-მათე ჰქვია გაგაცნობ . 10 დღეში ჩამოვლენ , კლუბში წვეულებას ვაწყობ და რა თქმა უნდა თქვენც იქნებით . თან უკვე კარგად ხარ და გავერთობით მაგრად
-ვიღებ მოწვევას
-მეც ვიღებ ,დიდი ხანია ისე არ გვიგულავია როგორც საჭიროა
-ჩემს გარეშე რას იგულავებდით ორი ჯმუხი დაჯდებოდა ერთად და გაილეშებოდა ,რა იცით საერთოდ გართობა რა ხილია
-აბაა რა მეშველება .. წავედი მე დავიძინებ მშვიდად ჩემს საწოლში მოვკვდი აქ წოლით
-მიბრძანდით .შენი ხვრინვა მაწუხებს ამინც
-გამდენი ფანტაზია საიდან გაქ ვგიჯდები - ხელი ჩაიქნია დამიანემ და წავიდა.
-აუ შენც არ წახვიდე ახლა არ მეძნება ჯერ , მოდი დაწექი აქ დაიწვენე და მერე წადი რა
-კარგი ჩაიწიე ცოტა- მარიამი გვერდით მიუწვა და ჩაეხუტა - სანდრომ რაღაც მითხრა წეხან
-რა გითხრა რას იტყუები ახლა აქ არ ვიყავი?
-რა მითხრა და მგონია რომ მარიამს მათე უყვარსოო
-მართალი უთქვამს
-ანუ მართლა გიყვარს? -უცებ წამოიწია და თვალებში ჩახედა
-რა ეჭვიანი შეყვარებულივით წამოფრინდი ,ჩამეხუტე თორე წავალ
-აუ მარიამ მართლა ძალიან გიყვარს? შანსი არაა სხვა რო შეგიყვარდეს და ის სიყვარული არ იყოს სამუდამო და განუმეორებელი როა? .... მომიყევი რამე მაშინ ბატონ ბედნიერზე როგორი ბიჭია გარეგნულად რას აკეთებს რა ვიცი მომიყევი
-მაღალია, შენხელა არაა მაგრამ -გაიცინა და წარბები შეკრა რომ გაეხსენებინა სწორად- თაფლისფერი თვალები აქ . სულ შენსავით არ იკრიჭება ,მაგრამ თუ გაიცინა გაგთიშავს .გულახდილი, თავისუფალი ბიჭია, ამბობს რასაც ფიქრობს ,არა, უხეშად და უტაქტოდ არა მაგრამ ირონიულად და ჩემსავით გველურად არაფერს იტყვის. უსაყვარლესია ,ძალიან კეთილია და სულ მინდება ჩავეხუტო
-და მეუბნები რომ გიყვარს? კაი სანდროს აბოლებ არ ვიცი რატომ მაგრამ აბოლებ მაგრამ მე?
-მიყვარს
-გიყვარს ისე როგორც მე გიყვარვარ ხომ ასეა
-ნუ ხოო- გაიცინა ლუკამ წარბები რო შეკრა მანაც მიიღო დასჯილი ბავშვის გამომეტყველება-ნუ მიყურებ ასეე
-რატომ ატყუებ სანდროს?
-რა მნიშვნელობა აქვს მისთვის რას ვეტყვი. საყვარელი იქნება, ძმაკაცი თუ ნათლია
-ოჰ როგორ გიყვართ წკვიან ქალებსაც სულელებად თავის მოჩვენება რა
-დიდი გამოცდილების მქონე ქალთა საკითხებში ლუკა ნაკაშიძე
-თემას ნუ ცვლი ქალბატონო
-გეძინება ახლა შენ და წავალ მეც
-მარიამ დარჩი ! მიპასუხე
-ოო უბრალოდ გავბრაზდი. მეგონა სხვებისგან განსხვავებით სულ ცოტათი მაინც მიცნობდა და მიხვდებოდა რომ არ ვიყავი ვიღაც ბოზ.. ნებისმიერს რომ ეკიდება ყელზე როცა მისი შეყვარებული სხვაგანაა და დროს არ კარგავს. არც ის მეგონა სხვებივით ურხულს თუ მიწოდებდა. განსხვავებული მეგონა და როცა მივხვდი რომ არაფრით გამოირჩევა სხვებისგან ,თუ იმას არ ჩავთვლით რომ ჯიუტად ცდილობს დამამციროს , რატომ უნდა მივცე განმარტებები . ზედმეტად მივიჩნიე და დავტოვე ისე როგორც ეგონა. ხომ მიხვდება ბოლოს რომ უბრალოდ მეგობარია.თუ ვერ მიხვდება და ეგონოს ჩემი რა მიდის ან მისი. გასაგებია პასუხი?
-გასაგებია ,მაგრამ... კარგი არაფერი. მოდი ჩამეხუტე . ცოტა ხნით დარჩი და მერე წადი.. იცი სულ მინდოდა და მყოლოდა...იქნებ მყავს კიდეც მაგრამ მე არ ვიცნობ. ძმები მყავს სანდრიკოს და დამის სახით მაგრამ და არა. შენ რომ დაგინახე ვიფიქრე რო სურვილს ავიხდენდი და იცოდე რომ მიშიკოსთან ერთად მეორე ძმა ვარ მე .გასაჩივრებას არ ექვემდებარება უკვე მიგიღე მე დად და მორჩა - მაგრად ჩაიკრა გულში და თავზე აკოცა
-უარს არ ვიტყვი შენნაირ ძმაზე .იცოდე შენც მიშოს მსგავსად რომ გამაბრაზო არ ვიცი რას ვიზამ
-მე გაბრაზება რომ მინდოდეს ვერ ვნახავ ვინმეს? ანა ქამდე არ გაგაბრაზებდი?
-ხო და ეგრე ,თორე გაგებუტები და აღარ შეგირიგდები
-ბოზ.. შვი... ყველა ვინც შენზე ამბობს ალქაჯიაო მაგარი გამ.... სანდრო არაა გამოს.. შესაბამისად არ ფიქრობს მასე
-ახლა დაასკვენი ეგ? არ გვინდა სანდროზე ლაპარაკი არ შეიძლება? მათესთან ერთად ძალიან მაგარი გოგო ჩამოდის 26 წლისაა
-ტყუილად ნუ მეტყვი ექიმი ქალების მეშინია მითუმეტეს გინეკოლოგი თუა საერთოდ ვერ იქნება მწყობრში რამეს დამიშავებს
-გიჟი ხარ
-ვიცი -გაიკრიჭა და შუბლზე აკოცა .
გვიან დაბრუნდა მარიამი სახლში , გამოიცვალა და მაშინვე დაიძინა,მიშო და ლიზი უკვე მეათე სიზმარს ნახულობდნენ ალბათ. დილით მიეჩვია ადრე გაღვიძებას ისევ ამიტომ სავარჯიშოდ ჩავიდა, შემდეგ ახალგაღვძებულ წყვილს მივარდა, ჩაეხუტა და ზემოთ აიბინა, სანამ მოწესრიგდა ,ისაუზმა და სამსახურში მივიდა კი მოვიდა შუადღეც. კაბინეტში შესვლიდან რამდენიმე წუთში კარზე დააკაკუნეს ,საბუთებში იქექებოდა და ისე უპასუხა არც შეუხედავს ვინ იყო
-შეიძლება ქალბატონო მარიამ?
-ლილი რა ხდება? ყველაფერი რიგზეა?
-დიახ უბრალოდ პირად საქმესთან დაკავშირებით ვარ მოსული ,მაპატიეთ რომ გაწუხებთ უბრალოდ..
-არა რას ამბობ ხომ გითხარით რომ დაგჭირდეთ შემეხმიანეთ-თქო .ყავას მიირთმევთ? -მაშინვე მდივანს შეატყობინა და მალევე გაჩნდა ორი ფინჯანი ყავით გოგონა. -მიირთვით და დამშვიდდით ნუ გერიდებათ რა
-მადლობა ...იცი მე ძალიან მრცხვენია ამ ამბის მოყოლა
-ნუ ღელავთ ვერავინ ვერაფერს გაიგებს და შევეცდები დაგეხმაროთ
-ჩემი ქალიშვილი ნია ,ერთხელ შეგხვდათ როცა ბავშვებთან იყავით მოსული არ ვიცი თუ გახსოვთ ,ის მხოლოდ 20 წლისაა და ...ის ორი დღეა არ გამოჩენილა .ყველგან ვეძებეთ. არასდროს გადიოდა ისე რომ არ დაერეკა ჩემთვის , დროსაც კი მეუბნებოდა როდის დაბრუნდებდოა მიახლოებით დარწმუნებული ვარ რომ მოიტაცეს ,პოლიციას მივმართე უკვე მაგრამ არაფერს აკეთებენ თქვენ ვიცი რომ იპოვით ძალიან გთხოვთ დამეხმარეთ მის გარდა არავინ მყავს მოვკვდები რამე რომ შეემთხვას
-დამშვიდდით ლილი დეიდა რა.. გეფიცებით ვიპოვი თქვენს ქალიშვილს და მალე ჩაიკრავთ გულში . აი წყალი დალიეთ და დამსვიდდით . ყველაფერს გავაკეთებ რომ მიაგნონ - ქალს მოეხვია და მობილური აიღო. პირველი ვინც გაახსენდა ყველანაირ ხალხს რომ იცნობდა სანდრო იყო და დაურეკა კიდეც
-გისმენ რა ხდება
-საავადმყოფოში ვარ , ჩემს კაბინეტში . რაც შეიძლება სწრაფად მოდი
-რა ხმა გაქ რამე მოხდა? კარგად ხარ?
-უბრალოდ გააკეთე რაც გითხარი
-ხუთ წუთში მანდ ვარ -უთხრა და სწრაფად გაუთიშა.
-იქნებ იცით ვინ შეიძლება ყოფილიყო
-მისმა მეგობრებმა მითხრეს რომ ერთ ბიჭს მოსწონდა ,ავარდნილი ქუჩის ბიჭია ნიას არ მოსწონდა და ის კი არ ასვენებდაო. მეც მითხრა ერთხელ მაგრამ სახელი არ უთქვამს შემდეგ არაფერი დასცდენია და ვიფიქრე რომ მნიშვნელოვანი არ იყო . ახლა კი დარწმუნებული ვარ ის ბიჭია
-კარგი სახელი იცით? ახლა ჩემი მეგობარი მოვა და ის დაგვეხმარება სხვა დანარჩენს მოაგვარებს -ქალს ექვეოდა და მის დამშვიდებას ცდილობდა . კაბინეტში გამეფებული სიმშვიდე სანდროს შევარდნამ დაარღვია, გიჟს გავდა
-რა ხდება მარიამ კარგად ხა... ლილი დეიდა აქ რას აკეთებთ?
-სანდრო შვილო შენ ხარ? - ცრემლიანი თვალებით შეხედა ქალმა და მოეხვია. სანდრომაც მოხვია ხელები და თავზე აკოცა- როგორ შეცვლილხარ შვილო, დავაჟკაცებულხარ და დამშვენებულხარ მეტად .რამდენი ხანია აღარ შევხვედრილვართ
-თავშესაფარში ხშირად მივდივარ მაგრამ იქ აღარ დამხვდით მერე ვეღარ გიპოვეთ, მისამართიც შეგიცვლიათ . რა მოხდა?
-ჩემი ნია ხომ იცი
-კი როგორ არა ქერა კულულებს ვუჩეჩავდი ხოლმე და ბრაზდებოდა .რა დაემართა? რამე შეემთხვა აქ არის?
-დაიკარგა უფრო სწორად ვფიქრობ რომ მოიტაცეს და ქალბატონ მარიამს ვთხოვე დახმარება
-რა? ვინ ეჭვი გაქ ვინმეზე? რამდენი ხანია. მოდი დაჯექი და ყველაფერი მომიყევი რაც იცი ბოლოს ვინ ნახა , ფოტოც დამჭირდება -უცებ დაიძაბა . ქალი დასვა და სკამი მისწია. მარიამი უყურებდა და ხმას არ იღებდა. ქალმა ყველაფერი უამბო ,შემდეგ ჩაეხუტა და მწარედ აქვითინდა. მარიამმა წყლით სავსე ჭიქა მიაწოდა და მხარზე ხელი დაადო
-დამშვიდდით ლილი აუცილებლად ვიპოვით სანდრო თუ ვერა ყველგან ვიცნობ ხალხს და გეფიცებით რადაც არ უნდა დამიჯდეს მოგიყვანთ ქალიშვილს
-თქვენ საიდან იცნობთ ერთმანეთს
-ქალბატონი მარიამი ყველაზე კეთილი გოგონაა ვისაც კი ვიცნობ შვილო, მე უკვე წლებია მის შექმნილ თავშესაფარში ვმუშაობ .იმ ჯოჯოხეთს კი არ გავს შენ და ბიწები სადაც გაიზარდეთ სამოთხე აქვს შემქნილი ბავშვებისთვის და ყველანაირად ცდილობს მშობლების დანაკლისი შეუვსოს შვილო თუ შესაძლებელია ეგ. ახლაც სხვა ვერავინ მოვიფიქრე და ქალბატონი მარიამი შევაწუხე . შენი ამბავი აღარ ვიცოდი შვილო თორემ როგორ მოვიდოდი მარიამთან
-რას ამბობთ ქალბატონო ლილი ხომ გითხარით როცა გინდათ მაშინ მომმართეთქო მითუმეტეს ახლა რა დროს მაგაზე საუბარია . მოდი თქვენ ჩემთან წამოდით როგორც კი რამეს გავიგებთ მაშინვე შეგატყობინებთ -სანდროს არ მიაქცია ყურადრება და ლილისთან ჩაიმუხლა - არ მოგერიდოთ ოღონდ რა .ხომ იცით დიდი პატივს გცემთ და ძალიან მიყვარხართ. ასე უმჯობესი იქნება
-მართალია ლილი დეიდა . მეც მარიამთან დავრეკავ როგორც კი რამეს გავარკვევ ახლა კი წავალ. არ ინერვიულო ხო? ხომ იცი ვიპოვი აუცილებლად და მოგიყვან შენს კულულა გოგოს -ჩაეხუტა და შევერცხლილ თმაზე აკოცა .
მარიამმა ლილი სახლში მიიყვანა,ცოტა ხნით ცირას ცააბარა იცოდა რომ ის მიხედავდა ყველაფერს და გვრიტებს დაურეკა ,რომლებიც თურმე სადრაც იყვნენ წასულები ვიღაცის აგარაკზე და ერთობოდნენ. აღარაფერი უთქვამს,სანდროც არ რეკავდა და თან იცოდა ტყუილად უნდა დაერეკა გააბრაზებდა და შესაძლოა ხელიც შეეშალა,არადა ლილის ტკივილს რომ ხედავდა ცუდად ხდებოდა .

სანდრომ ყველას დაურეკა ვინც კი საჭირო იყო და დამიანესთან მივიდა პირველ რიგში რომელსაც თავისთვის ეძინა სახლში და ტრუსით გამოტანტალდა
-რა დროს ძილია ბიჯო
-აუ წუხელ ისეთი ღამე მქონდა რა გამაღვიძებდა შე ცემა. შენ რა გჭირს რა სახე გაქ მშვიდობა გაქ?- შარვალი ამოიცვა და თმა ხელით გაისწორა -აუ თავი მისკდება ტო
-ლილი დეიდას ქალიშვილი მოიტაცა ვიღაც ახვარმა . ბიჭები ეძებენ უკვე ვიცით ვინაა და სად შეიძლება იყოს. დააზუსტებენ და უნდა გავიდეთ
-ვინ მოიტაცეს? ნია? ცხრა თუ ათის იყო ბოლოს რო ვნახე ამხელა გაიზარდა? იქნებ შეყვარებულთანაა ტო
-შეყვარებულთან როცაა ვინმე ორი დღე არ იკარგება რეკავს და რამეს იგონებს . თან ის ბიჭი მაგარი ახვარი ვიღაცაა ,ბიჭებმა ვიცნობთო და უეჭელი მოიტაცა ,იმედია რამე არ დაუშავა უკვე თორე მოვკლავ იმ დედა მოტ...
-კაი ტო საწყალი ბავშვი, რა ცუდად იქნება-უცებ გადაიცვა მობილური აიღო და ერტად დატოვეს სახლი. მისამართი გაარკვიეს სადღაც მიტოვებულ სახლში ჰყავდა ,სოფელში .
-როგორც სჩანს თავად არ წაუყვანია ვიღაც ბიჭებს მოატაცებინა და ახლა დაადგა თვითონ .რამდენიმე წუთის წინ შევიდა ჩვენ ტქვენ გელოდით რა -ბიჭმა მოახსენა ყველაფერი სანდროს - სამნი არიან ,ხმაური არ ისმის .შეიძლება დააძინეს გოგო თორე ხომ დაიყვირებდა მაინც . მოკლედ ეზოში ის ორი გამოვიდა და შეიძლება მეტნიც არიან მაგრამ გოგოს მოტაცებას ამდენი კაცი არ დასჭირდებოდა
-კარგი კაკი მაშინ წავიდეთ ვანახოთ მაგ სირ.. როგორ უნდათ ბავშვის მოტაცება- დამიანე გადავიდა მანქანიდან და პირველი შევიდა ეზოში. კართან მისული არ იყო წიხლი ჰკრა და შეანგრია. ორი ბიჭი ბუხართან იჯდა და თამაშობდა .იმათ სანდრო და კაკი მივარდნენ . დამიანე კი პირდაპირ მეორე სართულისკენ გავარდა საიდანაც კივილის ხმა გაიგო . კარი დაკეტილი იყო ,შეანგრია და სისხლი გაეყინა. გოგონა ნახევრად შიშველი ჰყავდა მკლავებში მოქცეული ბიჭს და მის გაუპატიურებას ცდილობდა. გონება გადაეკეტა ისე დაწვდა და გაიგდო არც უფიქრია. მხოლოდ ურტყამდა და ბოლოს აცახცახებულ გოგოს გახედა. მოშიშვლებულ მკერდზე ხელები ჰრონდა მიფარებული ,ტიროდა და კანკალებდა. სწრაფად უშვა ბიჭს ხელი მაისური გაიხადა და მასთან მივიდა
-დამშვიდდი პატარავ ყველაფერი კარგადაა დედიკოსთან წაგიყვანთ და ეს ნაბიჭ.. ვეღარასდროს შეგეხება .ყველაფერი კარგადაა .ჩემი ნუ გეშინია მე ლილიმ გამზარდა ,არაფერს დაგიშავებ . მაისურს ჩაგაცმევ კარგი? სხვა მიმართულებით გაიხედა და ფრთხილად გადააცვა მაისური- კარგი გოგო ხარ -სახეზე მიკრული თმა გადაუწია და ნელა აიყვანა ხელში. სანდრო და კაკი კარგში იდგნენ .
-წაიყვანე შენ რა ,მარიამთან მიიყვანე .ამათ მე მივხედავ .არ ინერვიულო ნია მალე დედიკოსტან იქნები - სანდრომ თავზე აკოცა გოგონას, ჩიტივით რომ იყო ჩამალული დამიანეს მკლავებში ,ისიც ძლიერად იკრავდა გულში
-არ იტირო და გთხოვ ,მთავარია რომ დროულად მოვედით , ხომ არაფერი დაუსავებია იმ ორს მანამდე -გოგონამ თავი გააქნია უარყოფის ნიშნად და სავარძელში შაესვენა. დამიანემ სწრაფად დაძრა მანქანა და იქედან წავიდა. გზაში გააჩერა მაღაზიასთან და უკან მალევე დაბრუნდა . ,შედარებით მშვიდ ადგილას გააჩერა მანქანა უკანა კარი გააღო და ნიას გვერდით დაჯდა
-არ შეგეშინდეს კარგი? ლილისთან ასე ვერ მიგიყვან ცოდოა . ტანსაცმელი ჩაიცვი და უბრალოდ უთხარი რომ წამოგიყვანეთ, თუ გინდა სიმართლეც უთხარი უბრალოდ ასე ნუ დაენახები რა . მე სახეს მოგწმენდ , ნაკაზრებსაც გაგისუფთავებ კარგი? მერე მარიამს უთხარი და ის დაგიმუშავებს უკეთ -გოგო თვალებში უყურებდა და დაპროგრამებულივით უქნევდა თავს.ისე კი სიტყვა არ უთქვამს. დამიანემ სახე გაუსმინდა. ჭრილობებიც მოწმინდა .შემდეგ მაისური და შარვალი მიაწოდა ,ზურგით დაჯდა და დაელოდა როდის ჩაიცმევდა.
-კარგი გოგო ხარ . ახლა კი წავიდეთ -თავზე აკოცა და სწრაფად გადავიდა თავის ადგილზე. მარიამთან ხუთ წუთში იყვნენ . ნია ფეხზე მყარად ვერ დადგა ამიტომ ხელში აიყვანა და პირდაპირ მსიაღებისკენ დაიძრა. ქალები არ ელოდნენ მის მისვლას . მარიამს კი იმ წამს დაურეკა სანდრომ მობილური ჯერ კიდევ ხელში ეჭირა და უყურებდა დედა შვილის შეხვედრას. თვალები აემღრვრა
-რა ხდება მარიამ მოიყვანა?
-კი ..ისა აქ არიან უკვე- ჩაახველა ხმა რომ დაბრუნებოდა და ცრემლი შეიმშრალა- მადლობა სანდრო
-ეს მისთვის გავაკეთე და არა შენთვის!
-მაინც მადლობა-გათიშულ მობილურს უთხრა და გოგონას გაუღიმა-გამარჯობა ლამაზო მე მარიამი ვარ. უკვე ღამეა ამაღამ ჩემი სტუმრები იქნებით ,ცირა თბილ საჭმელს მოგიტანთ და ყველაფერი აკრგად იქნება
-მადლობა მარიამ.თქვენ რომა რა არ ვიცი რა გვეშველებოდა- ლილი მოეხვია გოგონას და შემდეგ დამიანეს გაუცინა- ჩემი ბიჭები როგორი კარგებიც იყვნენ ბავშვობაში ისევ ისეთი კეთილები არიან
-თქვენ გვასწავლეთ ლილი დეიდა ,მართალია მთლად კარგები არ ვართ მაგრამ..
-ყველაზე კარგი ბჭები თქვენ ხართ შვილო,ყველაზე მაგრები იმ ადგილიდან თავი ვინც დაიხსნა და მაინც კაცებად ჩამოყალიბდნენ. ის გიჟი ლუკა სად არის ვიცი თქვენთან იქნება
-ლუკა საავადმყოფოშია მსუბუქი მოტეხილობები ჰქონდა და რამდენიმე დღეში გამოვიყვანთ- ქალი არ აანერვიულა და ისევ ნიას გახედა- საძინებელში აგიყვან კარგი? დაისვენებ უფრო - ისევ აიყვანა და გულზე მჭიდროდ მიიკრა, გრძNობდა როგორ თრთოდა გოგონა,მისი გულისცემა ესმოდა ,ხედავდა როგორ აშორებდა მზერას და მის ბავშვურ ქცევაზე ეღიმებოდა .საწოლზე დასვა და გაუღიმა- კიდევ შევხვდებით პატარავ -ხელზე აკოცა და წავიდა.
სანდრო მალე მივიდა. ლილი მოეხვია და სამივე დალოცა ,იმდენი აქო და ადიდა ,შემდეგ ნიასთან ავიდა და შვილთან ერთად ჩაეძინა ,ტირილისგან ძალაგამოცლილს.
მარიამმა ბიჭები მისაღებში დასვა და მომლოდინე მზერა მიაპყრო
-მოყოლას ელოდები? რა გინდა ვიპოვეთ ის ბიჭი ,გავიგეთ სადაც იქნებოდა და დავადექით. დამიანემ წამოიყვანა მე და ჩემმა მეგობარმა მივხედეთ იმათ
-დამიანე რამდენიმე თუ იყვნენ რამე ხომა რ დაუსავეს მანამდე?
-არა ნუ მე რომ მივედი ვერაფერი მოასწრო იმ ნაბიჭვ... წინა ორ დღეს არ ვიცი ,მაგრამ თვითონ თქვა რომ არაფერი მომხდარა.
-ესეც საკმარისი იქნება მისთვის ,სულ რომ ემახსოვროს - ღრმად ამისუნტქა და ვისკი დაასხა - არ გინდათ?-თვითონ რომ დალია მერე შეხედა ბიჭებს
-არა ჩვენ წავალთ უკვე.ხვალ მოვალ და ჩვენ წავიყვანთ
-კარგი ...ნახვამდის
ბიჭები ლუკასთან წავიდნენ,ისიც ელოდა მათ გამოცენას გაკრეჭილი იწვა და რაღაცას თამაშობდა
-სად ეგდეთ აქამდე ჰა?გულაობთ უჩემოდ?? რა გჭირთ ეე
-მოუყევი რა სანდრო
-აუუ ცუდადაა საქმე შენ თუ გეუბნება მოყევიო. პუუფსიკ რა ხდება?-მხარზე დაკრა ხელი მერე თავზე გადაუსვა -დამი კარგად ხარ
-არ ვარ კარგად ,მინდა მოვკლა და სურვილს ვერაფერ ვუხერხებ . ქალზე მოძალადე კაცი უნდა მოკლა უნდა აწამო ჯერ და ისე
-რა ხდება ტო აღარ იტყვით?
სანდრომ ყველაფერი უამბო ლუკამაც იგინა გვარიანად, გააფთრებული იყო მაგრამ სანდროს დაფიქრებულმა გამომეტყველებამ გააჩერა
-შენ რაღაც კიდე გაფიქრებს ხო?
-თურმე მარიამს ბავშვთა სახლი აქვს , ახლა ვხვდები ოპერაცესბ უფასოდ სულ ღაირბებს უკეთებს, რამდენიმე უპატრონო ბავშვი მიიღო მხოლოდ უბრალო კონსულტაციაზე . ლილიმ ისე აქო და ადიდა,თურმე ყველანაირი კომფორტი აქვს ბავშვებისთვის ,ისიც მასთან მუშაობს ახლა ,იმიტომ ვერ ვიპოვე .მაგრამ სადაა თავშესაფარი , თიტქმის ყველგან ვარ ერთხელ მაინც ნამყოფი
-ოჰ ცუდი ბოროტი და მლიქვნელი არ არის მარიამი? ალბათ ხალხისთვის აკეთებს ამას რომ შეაქონ
-ლუკა გეყოს რა ...
-მეყოს მაგარია სანამ თვალში არ ჩაგკრავენ თითს მანამ ვერ უნდა გაიგო რა ხდება ? მაგრამ არა შენ გგონია მარტო ჩვენ გვქონდა ცუდი ბავშვობა და რთული ცხოვრება . ეგ გოგო იმაზე მეტ ტკივილს მალავს იმ მკაცრი ქალის იმიჯის ქვეშ ვიდრე შენ დაუშვებ . მის ამოცნობას რომ შეძლებ გაიხსენებ ჩემს სიტყვებს
-შენ სულ როგორ უნდა მეჩხუბო ჩემსკენ ხარ თუ მარიამს ექომაგები
-სიმართლისკენ და ორივეს გექომაგებით მე
-ორივე არ გამოვა
-იდიოტი არაა ახლა ეს? - დამიანეს ჩასძახა და თმა აურია- შენ რაღა გწირს ნიაზე ფიქრობ? მეც მახსოვს ეგ გოგო შენ რაღაცნაირად სულ გევასებოდა ,მაგარი ბავშვი იყო
-ყველას გვწვდება კუბიდონი
-გეყოფათ რა . ღმერთო მე როდემდე მატარებ ასე ? ამათგან განსხვავებით თუ გამომიგზავნი ერთ ისეთ გოგოს გულში რომ ჩამივარდება კი არ გავაბრაზებ და ვეჩხუბები ეგრევე დავავლებ ხელს და დავისვამ სახლში.ნუ სულ კი არ დავისვამ ის ვიგულისხმე რო წავიყვან
-როგორ მიხვდები ნეტავ
-კარგი რა მარიამი რომ დაინახე ვერ მიხვდი რომ სხვებს არ ჰგავდა? ჯერ როგორ გაიცანი ეგ ხომ ცალკე თემაა და სერთოდ მის გამო რაც გემართება ეგ ხომ მეორე. ჯერ იდიოტი რომ ხარ არაფერს ეუბნები,თუ რამე გაიგო ბრაზდები თითქოს მისი ბრალია ჩვენი ამბავი . დაადებ თავს და მორბიხარ მერე ეჯუჯრუნები, მერე მივარდები კოცნი და რომ გეუბნება არ მოხვიდოდიო ბრაზდები .მართალი არ გითხრა? ასე რომ აგვარდნოდა მკლავებში მერე ამაზეც მოდებდი შარს იმიტო რო გადარეული ხარ. ვერ იაზრებ რომ შეიძლება შენც შეგიყვარდეს და ბედნიერი იყო ,ახლა თვითონ უშვებ ხელიდან მაგ ბედნიერებას
-სხვა უყვარს ჩამოვა ის ბიჭი და მე რომელი სხვის ქალზე მონადირე მნახე. არაკაცური ბაზარია , მე ვეცალიჩო სხვის ქალს?
-არის თუ არა სხვისი ეგეც გასარკვევია კიდე- დამიანემ წამოყო თავი და დაუბღვირა- მე მგონია რომ არავინ ჰყავს და მორჩა !
-ოჰ კუუს როგორი ბრაზიანი ხაარ- ლუკა ჩაეხუტა და მხარზე დაადო თავი- აუ როდის გავალ აქედან რა
-ხუთი დღე მოიცადე რა გჭირს შენ კიდე.... შეიძლება შევიშალო
-რატო ბიჭო
-მახსენდება როგორ იყო შეშინებული თვალები სახე .ისე გამოიყურებოდა გული მეტკინა ,ისეთი დაუცველი იყო, რომ შევეხე შეეშინდა .ვერც ლაპარაკობდა
-იასნია შეეშინდებოდა აბა რა იქნებოდა ბავშვია ჯერ . გადაუვლის ცოტა ხანში .მთავარია ვერ მოასწრო
-რაც გააკეთა ცოტაა? არ უნდა დამეტოვებინა რა როგორ არ მოვკალი
-რაღა აკლდა ბიჯო გონზე არ იყო რო შევედით და ვაფშე ვერც გამოვაფხიზლეთ .რა უქენი ასეთი ,არასდროს გიჩხუბია ასე გამწარებულს .რომ დაინახე ალბათ აგიდუღდა სისიხლი
-შენ მასე გემართება სულ და ერთი ცემი გადარევა რა გიკვირს
-გადარეულობაზე რავა ყველას გაქვთ პრეტენზია .მოკლედ რაც მოგაკლდათ ჩემი ზრუნვა სულ წახვედით ხელიდან.
-მართალი ხარ ამ ერთ წელში გადავედით ჭკუიდან ,მთავარია ისევ ჩვენთან ხარ და არ დავეძებ არაფერს
-ვაიმეეე ჩემი სიცოცხლე აღიარე ხო უჩემოდ რო ვერ ძლებ
-აუ გეყოს რა
-კარგი ხო დამშვიდდი არაფერს გეტყვი დღეს დაგინდობ .დავიძნოთ ახლა ტო ჩემთვის არ შეიძლება გადაღლა . მერე მაინც მომიწევს ღამეების გათენება და დავისვენებ ბარემ სანამ დრო მაქ
-უიმე ეს რო შევარდება ახლა კლუბში იქედან ხო ვერ გამოვიყვან
-არა ახლა სანდრო მითხარი არაა ეჭვიანი ცოლივით? სად წავიდე აპა შე ჩემა ბიჭები მე არ მევასება და ცხოვრების მუღამი მაგარ ქალშია ,მაგაზე დიდი სიამოვნება არ არსებობს .საცხა ათაში ერთხელ პლანს მოვწევ მაგი რაია თამაშია .მაგაზე გამახსენდა შენ მარიამთან თქვი რაღაც ნარკომანობაზე და მაგან ეგ საიდან გაიგო- უცებ დასერიოზულდა და სანდროს გახედა -რა გააკეთე ბიჯო არ გამაგიჟო
-საავადმყოფოში ვიყავით,ოპერაციაზე იყო შესული რთული დღე მქონდა, შენც არ იღვიძებდი, ჭკრილობაც მტკიოდა ,ის დ.. მო.. ვერ მოვკალი უფრო სწორედ არ მინდოდა მომეკლა მაგათ მსგავსად მკვლელი ვერ გავხდებოდი ერთად მომაწვა ყველაფერი და გავიკეთე და ... მარიამი მოვიდა
-ჩემი დ... მო... შენც არაფერი უთხარი ხო? და ახლა ჩვეულებრივი ნაბიჭ... ჰგონიხარ ყოველ წუთს რო ლომკაშია? იტყვის ახლა“ვეგონო მერე მე რა“ აუ ორივე დასაბრედები ხართ რა არც ის ამბობს არაფერს არც ეს და ჩხუბობენ ასე . ამან კიდე ვაფშე ნარკომანად გამოიყვანა თავი
-თან მამამისი თურმე ნარკომანი იყო და მითხრა მეზიზღები მაგის გამოო არ მელაპარაკებოდა იმ დღეს საერთოდ
-არ გელაპარაკებოდა და შენც იტანდი ტანჯვას . ვაი შენს პატრონს. მერე ჭკვიანი ბიჭია რომ ჰკითხო და როცა სათქმელია კი არ უნდა გაჩუმდე ბიჭო „ზოგჯერ თქმა სჯობს არა თქმასა .ზოგჯერ თქმითაც დაშავდების“ -მარტო გაჩუმება რომ იცი ხმის ამოღებაც ისწავლე
-ლუკა დამღალე .არ ვაპირებ ვინმეს განმარტებები მივცე ,თვითონ უნდა ხვდებოდეს როგორი ვარ
-სხვაზე რომ ლაპარაკობ შენ ხვდები როგორია?
-ვერ ვხვდები შესაბამისად ერთად არ უნდა ვიყოთ . ერთმანეთს ვერ ვუგებთ და როგორ შეიძლება ურთიერთობა შედგეს ,უბრალოდ ფიზიკური ლტოლვა არაფერს ნისნავს
-როგორ გინდა ისე იფიქრე დავიღალე უკვე, მე ხომ არ გეტყვი გიყვარს თუ არა - გადაბრუნდა, ბალიში ააფუმფულა და დაიძინა. ბიჭებმაც მიჰბაძეს ლუკას და დაიძინეს დამღლელი დღის შემდეგ.



№1  offline წევრი natia-natia

Au ai dzaaan magaria yochag shen

 


№2  offline მოდერი bibo

ოხ ოხ აქ რა ამბები ხდებაოოოო ადუღდა ათუხთუხდა სასტავი გამოდიან და გამოდიან ვაფრენ ბბევრობა ხალხზე უხხხხ ჩემ გულში ზიხარ ჩიტოოო love love ვაიმე ეს ლუკა ვინაო ლა ბალტყიაო ლა საკალელიიიი უხ არა ის გინეკოლოგი მევასა ამ საკალელი ბიჭიკოსთვისოოოოო,ხო დამის კიდო ვხდები ნიააა დევასებაააა ხო ლიზი და მიშოს რატო მიჩაგრავ კაცო რა ერთი წამს რო არ გამომიჩენ ვახ wink wink აი ეგი სანდრო არი ველურული გაუფურჩქნავი ვარდიიიი აღვირახსნილიიიი ტარზანიიიიი უხ ეგი ნაღდი ვაჟკაციიიიი გიაჩოს ბროშკას ვპიცავარ გული მაქ თუმაგნიტი ვერ ვდები კალოჩე.....ხო იმათ გამოჩენასაც ველი მათე მევასა სასტიკად მარა სანდრო მიყვარსსსს და რა ვქნა feel feel პირს მიკოკლოზინებ მიტკბობ კი არა გადამიტკბეეეე ამას რო ვკითხულობ მერანივით დავქრი უგზოულოდ სიხარულისგან bully bully ჩემი პეჩენიააა ჩემი ჩოკოლადი ჩემი ცხოვრება გოგო ხარ შენ ვაფრენ შენზე ჩემო ბარამბინოოოოოო აი ეს საიტი და შენ ხართ როგორც შოთა და ვეფხისტყაოსანი love love ჩემი პატარა შოთაააააა ჩემი ალუჩაააა ........ტორტის უდიდესო ნაჭერო ჩემო აჯამსანდალო და ოლივიეეეე ხაჭაპურო დატენილო და გავსებულოოოო ყველითურთ bully bully

 


№3  offline წევრი თათულიTN

yochag, dzalian magaria :*

 


№4  offline მოდერი sameone crazy girl

bibo
ოხ ოხ აქ რა ამბები ხდებაოოოო ადუღდა ათუხთუხდა სასტავი გამოდიან და გამოდიან ვაფრენ ბბევრობა ხალხზე უხხხხ ჩემ გულში ზიხარ ჩიტოოო love love ვაიმე ეს ლუკა ვინაო ლა ბალტყიაო ლა საკალელიიიი უხ არა ის გინეკოლოგი მევასა ამ საკალელი ბიჭიკოსთვისოოოოო,ხო დამის კიდო ვხდები ნიააა დევასებაააა ხო ლიზი და მიშოს რატო მიჩაგრავ კაცო რა ერთი წამს რო არ გამომიჩენ ვახ wink wink აი ეგი სანდრო არი ველურული გაუფურჩქნავი ვარდიიიი აღვირახსნილიიიი ტარზანიიიიი უხ ეგი ნაღდი ვაჟკაციიიიი გიაჩოს ბროშკას ვპიცავარ გული მაქ თუმაგნიტი ვერ ვდები კალოჩე.....ხო იმათ გამოჩენასაც ველი მათე მევასა სასტიკად მარა სანდრო მიყვარსსსს და რა ვქნა feel feel პირს მიკოკლოზინებ მიტკბობ კი არა გადამიტკბეეეე ამას რო ვკითხულობ მერანივით დავქრი უგზოულოდ სიხარულისგან bully bully ჩემი პეჩენიააა ჩემი ჩოკოლადი ჩემი ცხოვრება გოგო ხარ შენ ვაფრენ შენზე ჩემო ბარამბინოოოოოო აი ეს საიტი და შენ ხართ როგორც შოთა და ვეფხისტყაოსანი love love ჩემი პატარა შოთაააააა ჩემი ალუჩაააა ........ტორტის უდიდესო ნაჭერო ჩემო აჯამსანდალო და ოლივიეეეე ხაჭაპურო დატენილო და გავსებულოოოო ყველითურთ bully bully


არ მინდა გამოვაჩინო ხოლმე ეს ზედმეტი ხალხი მარა რა ვქნა რო ვერ ვჩერდები ამ ძმაკაცების და დაქალების გარეშე. ვერ წარმომიდგენია მეგობრების გარეშე ცხოვრება და ყველგან მყავს რა .შეიძლება ყველას ვერ დავუთმო დიდი ნაწილი მაგრამ დავწერ აუცილებლად

 


№5  offline მოდერი bibo

sameone crazy girl
bibo
ოხ ოხ აქ რა ამბები ხდებაოოოო ადუღდა ათუხთუხდა სასტავი გამოდიან და გამოდიან ვაფრენ ბბევრობა ხალხზე უხხხხ ჩემ გულში ზიხარ ჩიტოოო love love ვაიმე ეს ლუკა ვინაო ლა ბალტყიაო ლა საკალელიიიი უხ არა ის გინეკოლოგი მევასა ამ საკალელი ბიჭიკოსთვისოოოოო,ხო დამის კიდო ვხდები ნიააა დევასებაააა ხო ლიზი და მიშოს რატო მიჩაგრავ კაცო რა ერთი წამს რო არ გამომიჩენ ვახ wink wink აი ეგი სანდრო არი ველურული გაუფურჩქნავი ვარდიიიი აღვირახსნილიიიი ტარზანიიიიი უხ ეგი ნაღდი ვაჟკაციიიიი გიაჩოს ბროშკას ვპიცავარ გული მაქ თუმაგნიტი ვერ ვდები კალოჩე.....ხო იმათ გამოჩენასაც ველი მათე მევასა სასტიკად მარა სანდრო მიყვარსსსს და რა ვქნა feel feel პირს მიკოკლოზინებ მიტკბობ კი არა გადამიტკბეეეე ამას რო ვკითხულობ მერანივით დავქრი უგზოულოდ სიხარულისგან bully bully ჩემი პეჩენიააა ჩემი ჩოკოლადი ჩემი ცხოვრება გოგო ხარ შენ ვაფრენ შენზე ჩემო ბარამბინოოოოოო აი ეს საიტი და შენ ხართ როგორც შოთა და ვეფხისტყაოსანი love love ჩემი პატარა შოთაააააა ჩემი ალუჩაააა ........ტორტის უდიდესო ნაჭერო ჩემო აჯამსანდალო და ოლივიეეეე ხაჭაპურო დატენილო და გავსებულოოოო ყველითურთ bully bully


არ მინდა გამოვაჩინო ხოლმე ეს ზედმეტი ხალხი მარა რა ვქნა რო ვერ ვჩერდები ამ ძმაკაცების და დაქალების გარეშე. ვერ წარმომიდგენია მეგობრების გარეშე ცხოვრება და ყველგან მყავს რა .შეიძლება ყველას ვერ დავუთმო დიდი ნაწილი მაგრამ დავწერ აუცილებლად

ხო მაგას რა ჯობია მაგიტოც ვაფრენ შენ ისტორიებზე ხალხმრავლობააა და თავისი ჯანი wink wink თან კარგად დავაწწტვილე გულმა მიგრძნოოო.ლუკასთვის მემეტება ეგ გინეკოლოგი ან ჩემი თავი სხვა არავინ აირჩიე ეხა wink wink wink wink ხოოოოოო კაია ჩემი მიშო და ლიზიკუნაც თუ იქნებიაანნნნ ვაფრენ შენზე ჩემო ატმის მურაბავ და კიტრის მწნილო love love

 


№6  offline მოდერი sameone crazy girl

წასაკითხად მე მომწონს სხვის ისტორიაში მარა დასაწერად ვერ ახერხებს ჩემი ფანტაზია მაგდენს და მერე ცუდი გამოდის და ვაბრაზებ მკითხველს ბიბო

 


№7  offline მოდერი bibo

sameone crazy girl
წასაკითხად მე მომწონს სხვის ისტორიაში მარა დასაწერად ვერ ახერხებს ჩემი ფანტაზია მაგდენს და მერე ცუდი გამოდის და ვაბრაზებ მკითხველს ბიბო

რა გამოგდის ცუდი შენ გამაგიჟებ შენი ისტორია და ერთ ადამიანზე მართლა ცუდი იქნებააა,შენ გიხდება ხალხმრავლობა სასტავებიიიი და ასეთი კაი დასასრულებიიიიი მაგიტომაც ხარ ჩემთვის პაწაწკუნტელა შოთაა feel wink მე მომწონხარ უძალიანესად და ძალიან კარგადაც გამოგდის ჩოკოლადოოოო love love ერთპეროვნბა და ერთ წყვილზე წერა შენ არ გიხდებ და რა ვქნა bully bully

 


№8  offline წევრი Pepper

როგორც ყოველთვის უკარგესი თავი იყო
მარიამი და სანდრო სულ ჩხუბობენ და კბენენ ერთმანეთს მოკლედ რაა
ოოო ნია და დამიაანეეეე <3
ლუკააა ძააან მომწონს აი ძაააააან
მიშო დაააა ლიზიი ^^
მოკლედ სუყველააა კარგები არიან
ეს გინეკოლოგი არ გააკარო ჩემს ლუკაას რაააა :დ ჩემი ბიჭია ეგ :დ
მოკლედ რა ვთქვა სიტყვები აღარ მყოფნის შენს ისტორიებზე ისეთი კარგია ყველააა <3

 


№9 სტუმარი lizazu

აი ძალიან მაგარია რა შენი ყველა ისტორია ვგიჟდები. ამაღამ დადე რა კიდეეეე..... love

 


№10  offline მოდერი sameone crazy girl

Pepper
როგორც ყოველთვის უკარგესი თავი იყო
მარიამი და სანდრო სულ ჩხუბობენ და კბენენ ერთმანეთს მოკლედ რაა
ოოო ნია და დამიაანეეეე <3
ლუკააა ძააან მომწონს აი ძაააააან
მიშო დაააა ლიზიი ^^
მოკლედ სუყველააა კარგები არიან
ეს გინეკოლოგი არ გააკარო ჩემს ლუკაას რაააა :დ ჩემი ბიჭია ეგ :დ
მოკლედ რა ვთქვა სიტყვები აღარ მყოფნის შენს ისტორიებზე ისეთი კარგია ყველააა <3

ვაიმეე მეთქი რატო არ გავაკაროთქო უცებ სემეშIნდა wink wink მეც კი მინდა ლუკა მარა სადაა wink მადლობა დიდიიი wink შევეცდები მომდევნო თავი როგორც სხვა ისტორიებშI ვაკეთებდი სხვა გმირებსაც დავუთმო

lizazu
აი ძალიან მაგარია რა შენი ყველა ისტორია ვგიჟდები. ამაღამ დადე რა კიდეეეე..... love

ამაღამ ვერ დავდებ ხვალ დილით აუცილებლად დავდებ wink

 


№11 სტუმარი tamuna

Ai sastavs ro rtav xolme istoriebshi dzalian momwons kargad vitardeba movlenebi...vaime mari Da sandro usayvarlesebi arian:D

 


№12  offline მოდერი sameone crazy girl

tamuna
Ai sastavs ro rtav xolme istoriebshi dzalian momwons kargad vitardeba movlenebi...vaime mari Da sandro usayvarlesebi arian:D

მიხარია შენც თუ ასე ფიქრობ მე მგონია სულ რომ არ მოსწონთ ბევრი პერსონაჟები wink მადლობა

 


№13 სტუმარი ananiko

ara martla usindisobbaaa !! vegar movicale ramdenixania komentari ar damitseria dzlivs vaxerxeb tsakitxvasac isic naxevrad mdzinaare magram raa vqna ro am gatishul tvinzec saswaulad moqmedebs es sheni istorieebi :))) dzallian kargi gogo xar tamamad shemilia vtqva ro games imitom velodebi ro movicalo da cavikitxo visiamovno da cotaxani carmovidgino ro mec iq var :( erti problma ubralod ramdenime istoriashi gtxove :d dagetovebina erti sastavidan chemtvistqo da araprit ar mitooveeb :d:d:)))))))))))) ar sheileba ase :d paqtiurad mec iq var da vmonacileob mteli emociebit mteli gulit sulit da bolos gamodis ro me dauwyvilebeli vrchebi :d:dd aradaa shen ar giyvars dauwyvilebeli datoveba :))))))))))) hahha kai vici zedmetad vichrebi rolshi ubralod mapatie da shentavs daabrale :p kargi gogo xar kargi !

 


№14  offline აქტიური მკითხველი aanamaria

Ra kargia uffffff

 


№15  offline წევრი კალლ აია

❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️

 


№16  offline აქტიური მკითხველი terooo

Ლილი ქვია ხომ მარიამის მეგობარს???? ეგ და ლუკა იქნებიან საუკეთესიები ერთად... დიდი ქარცეცხლის ვულკანი

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent