შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წარმოუდგენელია, მაგრამ მიყვარხარ (5)


12-04-2016, 00:05
ავტორი sameone crazy girl
ნანახია 13 319

-საავადმყოფოსი ერთი გიჟი უნდა გავაგზავნო სპეციალურ დაწესებულებაში ფსიქიატრებთან- მიაძახა და მანქანაში ჩაჯდა. რამდენიმე წუთში საავადმყოფოს ლიფტში იყო და წამებს ითვლიდა. ლუკას პალატაში შევიდა და მშვიდად მძინარე სანდროს პირზე დააფარა ხელი ,ბიჭს ვიღაც მკვლელი ეგონა და ისე გადაუგრიხა ხელი მარიამმა ხმა ვერ გააკონტროლა, დამიანე და ლუკაც მაშინვე გამოფხიზლდნენ, სანდროც გონს მოვიდა
-ვაიმეე ხელიი
-რა ჯანდაბა გინდოდა გოგო სულ გაგიჟდი შენ?- უცებ წამოვარდა და ხელზე დახედა - ხელი მომტეხე შე ხისთავიანო -თვალები აემღრვრა და სწრაფად გაიქცა იქედან . სანდროც უკან გაჰყვა ბოლოს კაბინეტში ამოყვეს თავი . იქ ექიმები იყვნენ და უკვე უვლიდნენ მარიამს რომელსაც მართლა მოტეხილი ჰქონდა ხელი , თვალებდახუჭული იჯდა ,ღღმად სუნტქავდა და ცდილობდა არ ეტირა. როცა დასრულდა პროცედურები ფრთხილად წამოდგა და ისე გავიდა სანდროსთვის არც შეუხედავს. კაბინეტში შევიდა და კარი ცხვირ წინ მიუხურა ფილფანს . სავარძელში ჩაეშვა ისევ დახუჭა თვალები მაგრამ ამჯერად ცრემლებმა იჩინეს თავი. ჩუმად ტიროდა და მოსაწმენდადაც კი არ ჰქონდა ძალა. ასეთი სუსტი და უიღბლო როგორ გახდა, პირველივე წამიდან რაღაცას უშავებს, ან სიტყვიერად აგიჟებს ან ქცევით . ახლა კი ყველაზე სულელური რამ შეემთქვათ. ვერც კი გაიგო სანდროს შესვლა ისე იყო გაბრუებული, თავი საშინლად ტკიოდა ,გამაყუჩებელიც ვერ მოქმედებდა . არ იცოდა რას გრძნობდა როცა ცრემლით დანამულ სახეზე გაყინული თითების შეხება იგრძნო რომელბიც კანკალებდნენ, ცხელი სუნთქვა ეფრქვეოდა სახეზე და მიხვდა რომ იქ იყო. თავი საპირისპირო მხარეს შეაბრუნა, ისევ არ შეუხედავს
-მარიამ ... შემომხედე გთხოვ ...გთხოვ .ხომ იცი რომ არ მინდოდა მე მეგონა ... ხომ იცი რომ არაფერს დაგიშავებდი გამიზნულად
-ჩემი ბრალია ,შენი იქედან ჩუმად გაყვანა და გალანძღვა რომ მინდოდა ჩემი გამასხარავებისთვის ისე რომ ლუკა არ გამეღვიძებინა ,მე მაპატიე გთხოვ შეგაშინე და ახლა პატიების თხოვნაც მოგიხდა . გადი აქედან და მძღოლს დაურეკე მოვიდეს , ოპერაციები სხვებმა ჩაატარონ და ჩვეულებრივად გადარიცხონ თანხა
-ნუ მელაპარაკები უგულო არსების მსგავსად თორე გავგიჟდები . შემომხედე არაფერი დაშავდება შენს ცრემლებს თუ დავინახავ - ფრთხილად შემოაბრუნებინა თავი და მისი სახე ხელებში მოიქცია- უბრალოდ შემომხედე რა დაშავდება
-აჰა შემოგხედე ახლა შეგიძლია ადგე და გაქრე აქედან? დავიღალე უკვე ეს ზედმეტია ორი კვირაა ვიბრძვი მაგრამ რას ვებრძვი და რა მიზეზით არ ვიცი . ვწყვეტ არ მანაღვლებს არაფერი ,რაც გინდა ის გააკეთე უბრალოდ მე ნუ შემეხები. გიკრძალავ ჩემთან მოახლოებას ,მაქსიმალურად შეეცადე თვალში არ მომხვდე მითუმეტეს დიდი ხნით
-მარიამ...
-მე დავასრულე!- ისე უყურებდა თითქოს არაფერი აწუხებდა, მის თვალებში ტკივილსაც კი გაბრაზება და ზიზღი მალავდა. ეს კი სანდროს ისე ტკენდა გულს რომ შეუძლებელი იყო დაიგნორება. -გააკეთე რაც გითხარი დროულად ! მიშო დაბრუნდა გეცოდინება ასე რომ მასთან განაგრძობ შენს საქმეს-მისი ხელები მოიშორა და მობილურზე გაბმულ ზარს უპასუხა მარცხენა ხელის სასუალებით- გისმენ ლიზიკო
-რა გჭირს ხმაზე შენ
-არაფერი ადრე გავიღვიძე და მაგის გამოა. მალე სახლში ვიქნები და გამოხვალ?
-მატყუებ?
-გამოხვალ?
-მოვალ აბა რას ვიზამ . ახლავე მოვემზადები და წამოვალ .მიყვარხარ მარუ
-მეც . მობილური გათიშა და თაფაშირში ჩასმულ ხელს დახედა. „ესეც შენი გეგმები . არაჩვეულებრივად დაიწყე საქმე მარიამ ყოჩაღ. “
მძღოლი მივიდა და ისიც გავიდა შენობიდან. სახლში სესულს ცირას კივილი რომ გაიგო მიჰყვა მიშო ,მერე ლიზი და მთელი დღე იძახდა რომ შემთხვევით დამემართაო. როგორც იქნა ლიზისთან ერთად შეიკეტა საძინებელში, აივანზე იჯდა და კიდევ ერთხელ უყვებოდა ყველაფერს
-ხომ არ წავიდე?
-სად უნდა წახვდიე გაგიჟდი? არ მითხრა ახლა ერთი კვირაა ცუდ ფეხზე ავდექი და უკან უნდა დავბრუნდე რაღაც შემემთხვევაო
-ეგრეა ხომ ხედავ ყველაფერი ცუდად აეწყო და აუცილებლად რაღაც მოხდება
-თუ სანდროს გაურბიხარ
-რა სისულელეა და საერთოდ ნუ მიხსენებ მაგ სახელს . გასაგებად ვუთხარი და თუ ამ ხელის მოტეხვა იყო საჭირო მის მოსაშორებლად გადავიტან როგორმე
-სულ გაგიჟებულხარ ამ ხუთი წლის მანძილზე რატომ ვერ შევამჩნიე საუბრისას . აი რას ნიშნავს რეალურად რომ გიცქერ
-მოკლედ რა მასხარა ხარ ნამდვილი
-მასხარაო და ჩემზე ლაპარაკობდა ჩემი ხელმოტეხილი ტრავმატოლოგი?
-ოჰ მოვიდა მეორე
-ეს ვინ მელაპარაკება სანდროს რომ დაუჯერა ის რომ მე ამ ქაჯს მოვიტაცებდი ?
-რაო?
-ეგ ვინ გითხრა
-შენ რა გეგონა სიმართლეს ვერ გავიგებდი?- მის სავარძელს დაეყრდნო და თვალებში ცახედა- სულ გაგიჟდი გოგო შენ?
-მე გავგიჟდი კიდე? ეგ მასხარა , იდიოტი, ხისთავიანი , უზრდელი და ყველანაირად საშინელი ადამიანი შენ გყავს გვერდით და მე გავგიჟდი?
-აბა რა უნდა ექნა მის ადგილას ხელს კი არა თავს მოგატეხდი პირდაპირ
-არა ხომ გეუბნები ეს არ არის ნორმალური
-შენს საერთოდ გაჩუმდი
-რა იდიოტი ხარ ღმერთო ჩემო ,ამისგან რა უნდა გაგიკვრიდეს მარ ნამდვილი ნეარდენტალელი , ძმაკაცებიც შესაბამისი
-გოგო? რატომ გინდა შემტხვევით კი არა განზრახ ამოგაცალო ენა
-და მერე რა შენს სიდებილეს ეშველება ვითომ მაგით?
-არა რატომ ვარ დებილი ერთი მიზეზი მაინც მითხარი ლიზიკუნა
-ნუ მეძახი ეგრე რა მოფერებითი სახელი ეგაა ახლა
-და ვინ გითხრა რომ მინდა მოგეფერო მოხსენებითაც კი
-შენ... შენ -სიტყვებს ვერ უყრიდა თავს ისე უყურებდ მიშო სულ დაიბნა, წამოწითლდა და სიტყვაც ვერ იპოვა შესაბამისი
-ხო რა მე აბა გისმენ თუ დამუნჯდი
-შეწყვეტთ თუ დიდხანს უნდა გიყუროთ ისედაც მტკივა ხელი
-ასეა გენაცვალე იმდენი დალეწილი ააწყვე ხომ ხედავ შენ თვითონაც დაგემსხვრა ძვალი
-აბაა როგორ მინდოდა გამომეცცადა 28 წლის ასაკში მოტეხილობა
-ბავშვობაში ისეთი დინჯი იყავი მოტეხილობას საიდან მიიღებდი. მე თუ მკითხავ მადლობა უნდა გადაუხადო სანდროს. ისეთ შეგრძნებებს გჩუქნის რაც აქამდე არ გიგრძვნია ხომ მეთანხმები
-არა კი მაგრამ ... რას მელაპარაკები საერთოდ სულ გაგიჟდი შენ . გადი შემეშვი სხვა საქმე არ გაქვს?
-დამხმარე რისთვის მყავს? შენ არ იცი გაბრაზებული როცაა რა სიძლიერით ,სიჩქარით და ტავდაუზოგავად მუშაობს სანდრო . ახლა ისეა შეიძლება მთელი თვის საქმე დღესვე გააკეთოს
-ოჰ და რამ გააბრაზა?
-რა ვიცი ერთ ლამაზ გოგოს ხელი მოსტეხა არადა შენ წარმოიდგინე ასე ყოველ დღე არ ცემს ქალებს და გაბრაზდა რა
-ვაიმეე ხომ არ წავიდე და დავამშვიდო
-მე არ ვარ წინააღმდეგი ხომ იცი შენს სურვილებს არასდროს ვეწინააღმდეგები
-ასე მრავლისმეტყველად ნუ მესაუბრები თორემ ამ თაბაშირიან ხელს მოგიქნევ
-ერთბაშად უარესად არ გაგიჟდეს, ისედაც დარეხ...
-ვიღაცის ბუტბუტი მესმის ნეტავ ვინ არისო ვინოოო- თითები მოშისვლებულ ფეხზე აატარა და კაბის ბოლოს წაეთამაშა. თან ლიზის სახეზე და შეკუმშულ კუნთებზე იცინოდა
-ხელები მომაშორე
-აჰ უკაცრავად თქვენ ხომ არ მოგწონვართ მითუმეტეს ჩემი შეხება მე ბოდიში ,თქვენ უფრო ვიღაც ვიგინდარა გამოყ... ბიჭები მახსენდება რამოდენიმე - აღტაცებულმა თქვა და ისევ ააწითლა ლიზი- შოთიკო, საბიკო, ბაჩუკი და უუჰ კიდევ ვინ იცის ვინ
-რამდენჯერ უნდა გითხრა არაფერი ყოფილა ჩემსა და შოთიკოს შორის რატომ არ გესმის გამაგებინე
-რა ვიცი იმ იდიოტმა ლამის მომიყვა თავისი ვაჟკაცობის შესახებ ყველაფერი და ვითომ ფანტაზიის ნაყოფი იყო?
-შენ თუ გგონია რომ ასე ნებისმიერთან მაქ ურთიერთობა მე არაფრის მტკიცებას არ ვაპირებ . საერთოდ არ გცოდნია ვინ ვარ - გაბრაზებული აღარ იყო უკვე თვალები აემღრვრა, უდიდესი ტკივილი და იმედგაცრუება აღებეჭდა სახეზე , მარიამს აკოცა და წავიდა. მიშომ თვალი გააყოლა ,გამომეტყველება შეეცვალა მაგრამ მაინც გაიღიმა
-რადგან კოდალა წავიდა შეგიძლია მითხრა რა გჭირს?
-ჯერ შენ მითხარი ის გოგო რატომ გააქციე და მერე გეტყვი მე რა მჭირს
-რა გავაქციე დიდი ამბავი ახლა პატარა ბავშვივით თუ არის დამშვიდდება მერე მიხვდება რომ გასაბრაზებლად ვუთხარი და შემირიგდება ,თუ არადა იყოს ნაწყენი მერე მე რა ,რაღაც მარცვალი სიმართლე კი იყო ის იდიოტი რომ ვცემე კი მითხრა არაფერი ყოფილაო მაგრამ ხომ შეხვდა?რატო შეხვდა . დააშავა და იყოს ახლა გაბრაზებული
-რა ბავშვივით ლაპარაკობ , 15 წლის ასაკში რომ უყვარს და ეჩხუბება ყველას ვინც მის გოგოს გაეკარება
-მიყვარს რა მიყვარს შენი მეგობარია და ვიღაც სირ.. ხო არ უნდა იყოს? ისევ ცვენს სასტავზე ვზრუნავ
-ვის უყვები მაგ ზღაპარს ვინმე არის აქ ჩემს გარდა
-არაა? რა მოგეჩვენა ახლა.წავეიდ მე არ მინდა ლაპარაკი დავიღალე წუხელ დამქანცველი ღამე მქონდა- თვალები დააწვრილა ,დაღლილი გამომეტყველება მიიღო და სახლში შელასლასდა.
-ესენიც რო მატყუებენ ახლაა ცუდად ჩემი საქმე . ეს ხელის მოტეხვაც რა საშინელი ყოფილა რაა - წუწუნით წამოდგა კაბის ბრეტელი გაისწორა და ეზოში ჩავიდა. ნაყინს მიირთმევდა და თან დასვრილ ტუჩებს ილოკავდა . უცებ დაინახა ბაღში სანდრო და გაჩერდა შემდეგ სახლში დაბრუნება გადაწყვიტა სანდრო წამოეწია
-მოიცადე
-იმედია მეორე ხელსაც არ მომტეხ- კიდევ ერთხელ ჩაკბიჩა და ქვედა ტუჩზე იკბინა
-ხომ იცი რომ ასე უბრალოდ ვერ მომიშორებ
-ოჰ ასე ძალიან გინდა ჩემთან ყოფნა? არ მეგონა . გული არ გაქვს არც გეტკინება ასე რომ გადაიტან როგორღაც -ბოლო ნაწილიც დააგემოვნა და შოკოლადიანი ტუჩები გაბუშტა - სახლში უნდა შევიდე შოკოლა... მმ - სანდრომ ვეღარ გაუძლო ცდუნებას და მარიამის ბაგეები დააგემოვნა
-აა ხელი მეტკინა ხელი
-მაპატიე მე ..
-ასეა გენაცვალე არ უნდა დააშაო და არც გაგიფრინდება ხელიდან ჩიტი- მშვიდად ჩაილაპარაკა და სახლში შევიდა. მიშო რომ დაინახა უცებ შედგა-რა?
-არაფერი რა - მხრები აიჩეჩა და სანდროსკენ დაიძრა ,რაღაც უთხრა და ორივენი წავიდნენ.
-მარიამი კი მთელი დღე ტკბილეულს მიირთმევდა და უსაქმოდ დაეხეტებოდა ბოლოს ფილმს ჩაუჯდა. უფრო სწორად წამოწვა ,იმდენი ტკბილეული ედო ირგვლივ იმ ღამით ხუთ კილოს მაინც მოიმატებდა.
-ვიღაც გასუქებას აპირებს მგონი და მარტოს ხომ არ დავტოვებ- ლიზი შევარდა ოთახში და რამდენიმე სოკოლადი მიირთვა მიყოლებით, ასე მხოლოდ მაშინ იქცეოდა როცა ცუდად იყო.
-რა ხდება? კიდე მიშოზე ხარ ნაწყენი? ხომ იცი უბრალოდ გაბრაზებდა
-არ მაბრაზებს , საშინელია .ნამდვილი თავხედი ,ბაბნიკია რომელსაც ფეხებზე ჰკიდია ყველა გოგო - სრუტუნით თქვა და ცრემლები წამოუვიდა. მარიამი გაოგნებული იყო ჩაეხუტა და აკოცა
-უბრალოდ მომიყევი რა გჭირს ხომ იცი რომ იტყვი შემსუბუქდები
-ერთი წლის წინ სანამ ავარია მოუვიდოდა მანამდე კლუბში ვიყავით დაბადების დღეზე . ორივემ საკმაოდ ბევრი დავლიეთ, ვცეკვავდით .მე ვიღაც ბიჭს ვეცეკვებოდი მიშომ რომ გამოგლიჯა ჩემი თავი და მერე მასთან ვცეკვავდი. იმ ღამით არ გვიჩხუბია რატომღაც, ყელზე ჩამოვეკიდე და გავიტრუნე. არ ვიცი რა დამემართა მაგრამ საშინლად მსიამოვნებდა მის მკლავებში ყოფნა, იმდენად სულელი ვარ რომ მეტი მოვინდომე. რა თქმა უნდა ისიც მთვრალი იყო და ... ჩვენ იმ ღამით ერთად ვიყავით .ვიცი რომ შეცდომა დავუშვი არ შეიძლებოდა მაგრამ ვერაფერი მოვუხერხე თავს , მას მერე არაფერი მომხდარა ორივემ დავივიწყეთ, ნუ მან დაივიწყა მაგრამ მე ვერ ვიგდებ თავიდან .ისიც ხვდება რა თქმა უნდა და მეთამაშება .უნდა გამაგიჟოს მას მერე მოსვენებას საერთოდ არ მაძლევს, ყველა ბიჭი დამშორდა ვისთანაც გავიარე, მერე ვარკვევ რომ სცემეს ეს ჩემი თაყვანისმცემლები .თან ისე მაგიჟებს როგორც დღეს მაბრალებს თითქოს ვინმესთან ვიყავი . ვისთან უნდა ვიყო არ მაცლის ურთიერთობის დაწყებას ის ბიჭიც კი აღარ მომწონს რომ გეუბნებოდი . ამასწინათ შეხვედრა მთხოვა წავედი მაგრამ ერთი სული მქონდა როდის წამოვიდოდი და ეს იდოტი გამოჩდნა რამდენიმე წუთში ნახევარი საათიც არ იყო გასული . მაგიდას მოუახლოვდა და გვერდით დამიჯდა ისე მელაპარაკა გააქცია ბიჭი მერე მითხრა ტყუილად ცდილობო და წავიდა . ასე იქცევა სულ სადაც კი ვარ ყველგან გამოჩნდება ხოლმე თიტქოს მაკონტროლებს მაგრამ რომ ვუთხარი უკან ნუ დამყვები-თქო სიცილი დაიწყო . არარ ვიცი რა გავაკეთო შეიძლება შევიშალო
-დამშვიდდი ჩემო ლიზიკო ყველაფერი მოგვარდება . აქამდე უნდა მოგეყოლა და რამეს მოვიფიქრებდი - გულსი ჩაიკრა და ცრემლები სეუმშრალა- ნუ ტირი ხომ იცი ვერ ვიტან როცა ტირი.მითუმეტეს იმ იდიოტის გამო როგორ ღვრი ცრემლებს.ერთ რაღაცას გკითხავ და არ გაბრაზდე კარგი? ისე გეკითხები როგორც მეგობარი და არა როგორც მიშოს და... მის მიმართ რამე სგრძნობ?
-არ ვიცი ავირიე. თავიდან მეგონა მხოლოდ ლტოლვა იყო, როგორ შეიძლება მისი მსგავსი ტიპი არ მოგეწონოს მაგრამ ხომ იცი ასე არ ჩავუწვებოდი საწოლში . არ ვიცი ავირიე .უკვე აღარაფერი ვიცი
-ყველაფერს დრო გვიჩვენებს მთავარია ეცადო სიმშვიდის შენარჩუნებას და სულ ცოტა სამაგიეროს გადახდაც არაფერს დააკლებს
-კარგირ ა ეგრე რომ იხედები მეშინია . მე შენნაირი ძლიერი არ ვარ ასე ვერ ვიკავებ თავს,მითუმეტეს ემოციას ვერ ვმალავ
-კარგირ ა ემოციის დაფარვას რა უნდა . უბრალოდ იფიქრე რა მააგრი იქნება როცა დაადგები მიშიკოს მორიგი გოგოს დაკერვის დროს და გეგმებს ჩაუშლი ,მის ნერვებზე დაუკრავ და გააბრაზებ. წარმოიდგინე გაცეცხლებული მიხეილი და იმ წამსვე დაგავიწყდება ღელვა
-ისე გაბრაზებული ისეთი საყვარელია ცუდად ვხდები და არ მიდნა
-შენ შარში ხარ იცი?
-ვიცი გმადლობთ. შარზე გამახსენდა სანდრო დავინახე დარბაზში,მიშოსთან ერთად ვარჯიშობდა ისე ურტყამდა იმ რაღაცას მუშტებს მეგონა დაგლეჯდა
-ველურმა ხომ უნდა დახარჯოს ენერგია .გიჟი ,ცხოვრელი , ხისთავიანი იდიოტი
-რომ ლანძღავ თვალები გიბრწყინავს
-მომწონს ხომ იცი ხალხის გალანძღვა
-ვის ატყუებ როდის იყო ასე იხსენიებდი ვინმეს. პირადად იმდენს ეუბნები სხვა დროს არარც გახსენდებიან
-რატო მიცნობ ასე კარგად ? და საერთოდ მე გაბრაზებული ვარ როგორ არ მითხარი
-რა მეთქვა მარიამ მომილოცე სულელი ვარ უჭკუო შენს ბაბნიკ ძმასთან ვიწექი და მორჩათქო?
-ნუ ხო კარგი მასე ევრ მეტყოდი მაგრამ რომ გეკითხებოდი?
-რა ვიცი მომენტი ვერ ვიპონე
-კარგი ხო შეევშვათ მაგათ ,ფილმს გავაგრძელებ საინტერესო იყო . წამალიც უნდა დავლიო , აქ დარჩი რა გთხოოვ
-აუ კაი რა
-გთხოვ შენს ხელმოტეხილ მეგობარს არ უსრულებ თხოვნას?
-კარგი დავრჩები
-მიყვარხარ ცუნცულ- ჩაეხუტა ისევ და ხმაურით აკოცა. მერე ფილმს უყურებდნენ და კისკისებდნენ. როცა ჩაბჟირდნენ მიშო შევიდა,უკან მიჰყვა სანდროც დასჯილი ბავშვივით
-რა გაცინებს გოგო ...ოჰ სტუმარი გვყოლია აღარ ხარ გაბუტული პატალავ?
-ვიღაცის ხმა მესმის და ვერ ვხვდების აიდან ,პრივეტ სანდრო როგორ ხარ?
-კარგად შენ?
-მეც კარგად
-რამე გგნებავთ?
-იმხელა ხმაზე იცინოდით შევწუხდით და შემოვედით ,საქმე გვაქვს უფროსებს
-შეგიძლიათ წახვიდეთ და სხვაგან გააკეთოთ ეგ საქმე
-ეგრე შეიძლება ფილმი გამროთო და დაიძინო
-ახლა გახვალთ ორივე და კარს მიხურავთ
-კარგი მივდივართ - სანდრო გავიდა ჯერ მიშოც მიჰყვა.
-არა პროსტა რა დამუნჯებულია, სინდისი აწუხებს ბიჭს, ისე რატო ვეჩხუბო? დროა ვიკაიფო თვეზე მეტი მექნება გასართობად
-გაგიჟდი, სულ გადაირიე შენ
-ვიცი... ცირას ვეტყვი ოთახი გაგიმზადოს - საწოლიდან ფრთხილად წამოდგა და ოთახი დატოვა. სამზარეულოში შესულს არავინ დახვდა , წვენი გამოიღო და ჭიქებში ანაწილებდა სანდროს მიახლოება რომ იგრძნო
-ბატონო სანდრო თქვენც აქ ხართ?
-მომშივდა არ შეიძლება?
-როგორ არა ...უი მართლა სალაპარაკო მქონდა შენთან
-ამჯერად რა მოიფიქრე რომ არ მოგიახლოვდე ეგ გავიგე
-გაიგე მაგრამ ვერ გაიაზრე ამიტომ უმჯობესია რამეში გამომადგე და ასე გამოასწორო დანაშავული
-რაღაც საოცრება მოიფიქრე აშკარად- თან მაგიდაზე აწყობდა კერძებს თან უყურებდა -გისმენ
-ჯერ უნდა ვიცოდე გინდა თუ არა დანაშაული გამოისყიდო
-რატომ გგონია რომ დამნაშავედ ვგრძნობ თავს? მე ხომ ..
-კარგი ახლა ვის ატყუებ მე? საკმარისად გაგიცანი ორი კვირის მანძილზე სულ არაა საჭირო შენი ბიოგრაფიის ცოდნა
-ანუ დაკვირვებას აწარმოებდი? - ჩაიიცნა და მაგიდას მიუჯდა ,მადიანად შეექცეოდა საჭმელს თან მარიამისკენ აპარებდა მზერას
-დაკვირვება არაა საჭირო რომ მივმხვდარიყავი როგორი უხეში ხარ- მოტეხილი ხელი ოდნავ ასწია და წარბები შეკრა -შენნაირი ხეპრე კიდე ასე ჰაერზე არ იხდის ბოდიშებს,მითუმეტეს არ აჩვენებს არავის თავს თითქოს ნანობს გასაგებია ახლა?
-აჰაა .აბა რა გინდოდა გეთქვა?
-შენ რამდენს ჭამ რა იყო .თუმცა კაი არ მაინტერესებს .მოკლედ ამ ხელს რომ ვერ ვიყენებ გარკვეულწილად დახმარება მჭრდება
-კარგი მთავაზობ რომ მე გაგიწიო ხელის მაგივრობა უხესად რომ ვთქვათ. ეგ როგორ მე ხომ არ უნდა გაგეკარო
-ისე აპირებდი მაგის შესრულებას აუცილებლად შეაასრულებ მეორე მთავარ პირობას და მერე პირველს დაუბრუნდები როგორც კი მოვიხსნი თაბაშირს
-კარგი მეორეზე თანახმა ვარ ,გავერთობი ცოტას
-ლუკა როგორაა?
-კარგად რაც მთელი თვე არ ულაპარაკებია წუხელ აინაზღაურა
-რომ დაასრულებ ჭამას წავიდეთ დარმწუნებული ვარ არ ძინავს
-სად წავიდეთ
-ლუკასთან რა გიკვირს ხომ ვუთხარი ხვალ გნახავთქო
-მართლა აპირებ მერე მისვლას?
-რომ გეუბნები ვთამაშობ აბა? რა გიკვირს ვერ ვხვდები თუ უბრალოდ უნდა გამაღზიიანო ამდენი ახსნით
-კარგი ხო
-გამოტენილი პირით ნუ ლაპარაკობ
-არ მაცლი და რა გავაკეთო აბა
-არ იჩქარო .ხო მართლა ცირა სადაა?
-თავის ოთახშია
მარიამმა ცირა ნახა, ოთახი გაამზადა ლიზისთვის და უკან დაბრუნდა.ლიზიკო აივანზე იყო და სარწეველაში იწვა მშვიდად
-ოთახი მზადაა. მე უნდა გავიდე ახლა შენ გეძინება უკვე როგორც ვხედავ
-აუ ხო. შენ სად მიდიხარ? რა დროა იცი? ან ვის მიჰყავხარ, მძღოლი კი გაუში
-პერსონალური მოსამსახურე ვიპოვნე
-სანდრო? თქვენ დახოცავთ ერთმანეთს ვატყობ-მარიამი გვერდით მიუჯდა და ჩაეხუტა -შენ არ გეძინება?
-უსაქმოდ ვარ მთელი დღეა და ხომ იცი ძილი არ მეკარება თუ არ დავიქანცე
-ქალბატონო მარიამ მზად ვარ გემსახუროთ - სანდრო აივნის კართან იდგა და მშვიდად უმზერდა გოგონებს
-კარგი წავედი მე .ხვალ გნახავ ლიიზ- ლოყაზე ხმაურით აკოცა და წამოდგა
-სიცივეა რამე მოიცვი
-არ მინდა - მანქანასთან მისვლამდე სიტყვა არ დაუძრავს მერე მშვიდად ჩაჯდა და ღვედი შეიკრა.
-ჯიუტი ბავშვი . რომ ეძინოს მერე რას იზამ
-გავაღვიძებ
-მთავარია სიტყვა შეასრულო თორე სულ ფეხებზე ნახავ თუ არა
-დასკვნებში საოცარი მიღწევები გაქვს -სხვა არაფერი უთქვამს,მიჩვეული იყო მსგავს შეფასებებს, არვინ იგებდა სწორად მის ქცევას,ყველა ყოველთვის რაღაც დაფარულს ეძებდა. საავამდყოფოს კარი სანდრომ გაუღო ლიფტშიც შეატარა , შემდეგ ლუკას პალატასთან გაჩერდნენ ,მარტო იყო ვაჟბატონი და რაღაც ფილმს უყურებდა . შედარებით უკეთ გამოიყურებოდა
-დამუსიი ვერ გაძელ... მარიამ? აქ რა გინდა შენ ხელია რ გტკივა?
-გამაყუჩებელს ვსვამ და არა .როგორ ხარ ?
-გადასარევად , გავაბრაზე ის იდიოტი და დამტოვა მარტო კიდევ კარგი მოხვედი. ეს გინდ იყოს გინდ არა სიტყვას არ გეტყვის მაინც
-რა ვიცი ჩემთან არაა მუნჯი ეტყობა შხამს ანთხევს
-აქ ვარ მეც
-უი არ ვიცოდი . სხვათასორის მოყვანა გითხარი და არა თავზე დადგომა
-უკაცრავად ქალბატონო მარიამ მართალი ხართ სჯობს დავჯდე ,უცებ რამე რომ დაგჭირდეს- ისე სწრაფად ააფრიალა ხელში და ჩაისვა მარიამი გაოცებული აფახუნებდა თვალებს -აი ხელი აქ მაქ ნუ ღელავ იმ წამსვე მოგაწვდი რაც დაგჭირდება- ხელი მოხვია წელზე და უკეთ მიიკრა სხეულზე- რა მორიდებულად ზიხარ რა იყო
-შენ სულ გადაირიე?
_შენ არ მითხარი ?
-რა გითხარი არა რა გითხარი ჩამეხუტე და მოძრაობის საშუალება არ მომცეთქო?
-პირიქით გეხმარები .დავიჯერო ამ სკამზე კომფორტული აღარ ვარ?
-შენ კიდე ნუ იცინი თორე ჯავრს ვიყრი
-შენ ვერა სანდრომ ხომ უნდა გააკეთოს ეგ და სანდრიკო მე არ გამწირავს
-დარწმუნებული არ ვიქნებოდი ვინ იცის ამას რა წამოუვლის- მარიამი ისე მოთავსდა სანდროს მკლავებში თითქოს მართლა უსულო საგანი იყო ,მხარზე დაეყრდნო იდაყვით და ლუკასთან გააბა ბაასი. ორივე გამხიარულდა , ლუკა კარისკენ აპარებდა მზერას მარამ დამიანე არ ჩანდა
-არ მოვა ტყუილად ნუ უყურებ კარს, სალომესთანაა
-მართლა? მე კიდე ვიფიქრე სად დაიკარგათქო ვერ მითქვა მაგ იდიოტმა? ოჰ მოუნდა ბიჭს გულავი ?
-სალომე ვინაა? შეყვარებული თუ
-თუ სალომე თუა .ანუ იმას ვამბობ ვინმე ლამაზი დაქალი თუ გყავს თავისუფალიათქო
-და შენ არ გინდა მერე ეგ ლამაზი დაქალი?
-არაა მე ტაიმაუტი მაქ კიდევ დიდხანს ვერ გამოვჯანმრთელდები და ჩემი შარმი შეუმჩნეველი დარჩება ყველაას, ასე არაა თამჩოო?- პალატაში შესულ ექთანს თვალი ჩაუკრა- აუ ტო კიდე წამლები მომიტანე? რა იყო თამჩ მეტი არაფერი გემეტება ?
-გამარჯობათ- სანდრო და მარიამი რომ დაინახა გაუკვირდა ,თან ისეთ ფორმაში იყვნენ გაცინება ვერც გაბედა და აღარ იცოდა რა გაეკეთებინა, ამაზე მარიამს გაეღიმა .
-გამარჯობა თამუნა .
გოგონამ თავისი საქმე დაასრულა და გავიდა. მარიამმა ოთახი მოათვალიერა და ტუჩზე იკბინა
-ლუკა ხილი რომ მოგპარო ხომ არ გაბრაზდები?
-არა არ ვჭამ მაინც მომიტანეს იმდენი სად შემიძლია მაგდენის ჭამა მე
-სანდრო ბანანი მინდა მომიტანე
-უფრო პრეტენზიული ტონი ვერ შეარჩიე ? „სანდრო ბანანი მინდაა“-ხმა დაიწვრილა . ხელი მოხვია და სკამზე დასვა ისევ . ბანანი აიღო და მიაწოდა
-ცალი ხელით როგორ გავხსნა
-მე ბოდიში ეგ როგორ ვერ მოვიფიქრე- ისევ გამოართვა და კანი მოაშორა თითქმის -აჰა ინებეთ
-ლუი აქ ასე თუ ისე ხომ ხარ კომფორტულად . თუ რამე გჭირდება მითხარი
-არა არაფერი . ამათ ვთხოვე რაღაც მაგრამ არ შეიძლება ნაშების საავადმყოფოში მოყვანა დაისტრესებიან სხვა პაციენტებიო -ეს ისეთი ტონით თქვა და ისეთი მოწყენილი,იმედგაცრუებული გამომეტყველება მიიღო მარიამმა სიცილი ვერ შეიკავა
-ღმერთო რა გეშველება .რა გექალება შე ჩემა ძლივს იხედები
-გამოხედვა რათ მინდა შე ჩემა დახატვას კი არ ვუპირებ
-აბა თუ მიხვდებია ახლა რო გაჩუმდე
-შენ რა გენაღვლება მე ვიკითხო თორე
-მასხარა ხარ რა
-რა გინდა სანდრო? გულახდილად ამბობს ადამიანი რაც უნდა .რანაირი ძმაკაცი ხარ ერთობით თქვენ და ბიჭი დაჩაგრეთ? რა ვქნა ლუკა მე არ ვიცნობ ეგეთ ქალებს და მიშიკოს უთხარი მოგიყვანს ასარჩევად -იცინოდა და ისე ელაპარაკებოდა .
-რა ჯიგარი გოგო ხარ ტო
-აბაა? ნუ იტყვი
-სკამი ლაპარაკობდეს არ მინახვას ჯერ
-გოგ..
-ჩშ
-მარ..
-ჩშ - პირზე მიაფარა ხელი და გაფართოებულ თვალებში ჩახედა,როცა ტუჩებით წაეტანა ბატონი სანდრო -რა წესია
-ვაიმე რა საყვარლები ხართ - ხმა გაინაზა ლუკამ და სიცილი განაგრძო -სხვათაშორის უხდებით ერთმანეთს აბა გამომხედეთ?- მობილური ეჭირა და მეათასე ფოტოს იღებდა
-გაგიჟდი შენ? მომეცი ტელეფონი რა ფოტო მოგინდა ახლა
-საერთოდაც დიდი ხნის წინ უნდა მეძინოს ახლავე დავუძახებ ექთანს
-კლინიკის მმართველი მე ვარ
-ვინ ხარ?
-შენ ჩუ საერთოდ. მომეცი მობილური
-შანსი არაა. რას იზამ დარტყმით ვერ დამარტყამ გავითიშები ეგრევე და ისევ შენი საპატრონო ვიქნები. გადი ახლა შემეშვი დიდი ამბავი რამდენიმე ფოტოა სულ . კარგად მაარ
-ოხ ლუკა ლუკააა ხვალ რომ მოვალ გადაგიხდი სამაგიეროს
-როგორ?
-მოვიფიქრებ რამეს
მანქანაში ჩაჯდა და სანდროს გახედა
-კლინიკის დირექტორი როდიდან გახდი ან როგორ
-საიდან დაასკვენი
-აბა რატომ უთხარი ლუკას
-სიტყვებს რა მნიშვნელობა აქვს .უკაცრავად თქვენ ხომ მფლობელი ხართ მე კი ვიცრუე.მომიტევეთ
-ნუ ხარ ცინიკოსი

ლიზიკო ღიღინით შევიდა თავის ოთახში , კარი მიხურა და უეცრად ისეთმა ჟრუანტელმა დაუარა ხმა ჩაუვარდა. მის წინ კარებზე მიაბჯინა ხელები მიშომ და კარი ჩაკეტა შემდეგ მთელი სხეულით აეკრო და თითები მის მხრებზე გადაატარა, ხელის მტევნამდე ჩააცოცა და ყელში ისე აკოცა რომ მუხლებში ძალა გამოეცალა, თვალები მიელულა და ბაგეები გახსნა
-ისევ გაბრაზებული ხარ ლიიზ -ბოხი, დუდუნა ხმით უთხრა და ისევ მიაწება ტუჩები
-მომშორდი - ისე თქვა უბრალოდ წამოსროლილი სიტყვა იყო, რომელმაც მიშოს ღიმილი მოჰგვარა . მარტივი მოძრაობით შეაბრუნა და კარს ააკრო .ისე სწრაფად დაეწაფა მონატრებულ ბაგეებს ლიზიმ აზრზე მოსვლა ვერ მოახერხა, უბრალოდ მოდუნდა და თითები მის თმაში ახლართა . ემოციის სიჭარბეს გრძნობდა , დაცლა სურდა მაგრამ მიშოს სიშიშვლემ მთლიანად მოიცვა ვნებით მისი სხეული.
-რატომ გინდა გამაგიჟო-სვენებით თქვა როცა ტუჩებიდან ყელზე გადაინაცვლა ახლვედიანმა და თითები მის შიშველ სხეულზე გადაიტანა ,იგრძნო როგორ დაეხორკლა კანი მიშოს დაკოცნაც უფრო მომთხოვნი გახადა. მუცელზე შეისვა და საწოლისკენ დაიძრა
-არ მინდა მარტო მე ვგიჟდებოდე - ზემოდან დახედა და ისევ წაეტანა მის ბაგეებს - ვერავინ შეგეხება ჩემს გარდა .კარგად დაიმახსოვრე და შეეშვი ისტერიკებს- სწრაფად მოშორდა და წამოდგომა დააპირა. ლიზიმ საწოლზე დააბრუნა და ზემოდან მოექცა
-გგონია ახალ თამაშს დაიწებ? ასე გამოჩნდები მაკოცებ ,მომეფერები და წახვალ?- ლიზიმ თითები პრესზე ჩამოაყოლა და რამდენჯერმე აკოცა თან ეჩურჩულებოდა და სულ მთლად აგიჟებდა- მაპატიე მაგრამ შენს ნებაზე ვერ იქნება
-გეყოფა
-ნწ არ მეყოფა - მაისური გადაიძრო და ისევ აკოცა
-ეს მე არ დამიგეგმავს
-არც მე - გაიცინა და ხელები შეუკრა თავისივე მაისურით. მიშოს თვალები გადმოსცვივდა
-რას აკეთებ
-მოგეწონება - გაიცინა და სველი კოცნა დაუტოვა ყელში.მიშო გაიტრუნა და ლიზიც გადავიდა საქმეზე შარვალიც გახადა . ფეხებით საწოლის თავზე მიამაგრა და ისევ აკოცა- დიდი ბოდისი გასასვლელი ვარ შენ არ მოიწყინო მიშიკო . მიშო კი ზმუოდა რაღაცას და ცდილობდა განთავისუფლებას მაგრამ ლიზიკომ სწრაფად მიხურა კარი და გარედან ჩაკეტა. ცირას გვერდი მშვიდად აუარა და მიშოს ოთახში დაიძინა მშვიდად. კი იცოდა მიშო კარგ დღეს არ დააყრიდა მაგრამ ის წამები ღირდა ამად.
მარიამი და სანდრო ერთად შევიდნენ სახლში. დერეფანში ხმაური გაიგეს მაგრამ რ მიუქცევიათ ყურადღება. თავიანთ ოთახებში შევიდნენ , მარიამმა გახდა დაიწყო მაგრამ ისე გაუჭირდა ბოლოს ლამის დახია ზედა.
-ვაიმე მეტკინა- ხელს ყურადღება ვერარ მიაქცია და ისე გამოგლიჯა თვალები აემღვრა.
-დამშვიდდი ,ღრმად ისუნთქე და გადაგივლის
-აქ რა გინდა?
-მივხვდი გახდა გაგიჭირდებოდა -მაისური ფრთხილად გადააძრო და წარბაწეულმა შეავლო თვალი - მაგრამ მე რომ გამიჭირდებოდა ეგ აღარ გამაიზრებია
-ასე ნელა ხდი შენ ყველას?
-ნუ ხარ მწარე თორე შენი ხელი კი ვერ შემაფერხებს -ისე ახლოს იყო ქვემოთ რომ ჩაიწია კანს შეეხო ,ფრთხილად გახსნა შარვლის შესაკრავი და ისე გახადა თითებს კანზე მიაცოცებდა
-სწრაფად რას ნიშნავს იცი საერთოდ?
-რა პრობლემაა მარიამ?
-არანაირი - საწოლზე დაჯდა და კეტებზე მიუთითა . სანდროს ჩაეცინა და ისინიც გახადა -იდექი ახლა და მიყურე . იქეთაა პენუარი და გამომიტანე რომელიმე
-იმხელა გარდერობში პენუარს სად მივაგნო
-იპოვი ჭკვიანი ბიჭი ხარ შენ
-იქეთ აპირებ ჩემს წამებას?
-წამებას რას ეძახი ნახევრად შიშველი ქალი გიზივარ წინ და წამებაა?
-ეგაა წამება რომ ზიხარ და მე გიყურებ აბა რა არის
-რა ვქნა კაცების არ მესმის - გაიცინა და საწოლზე გადაწვა. უყურებდა როგორ ეძებდა სანდრო პენუარს და ხალისობდა ,მერე თეთრეულის უჯრას მიადგა და მარიამის ტრუსი რო დაიკიდა თითზე სულ აღარ მოეწონა გართობა
-მე კიდე ქალების არ მესმის ,სად გამიმართლა კაცი რომ ვარ? ამათი ჩაცმა რომ მიწევდეს გავგჟდებოდი
-აბა შიშველმა ვიარო?
-რა მიხვედრილი ხარ ეგაა ყველაზე კარგი გამოსავალი
-ფიქრი შეწყვიტე
-საიდან დაასკვენი რომ ვფიქრობ
-სანდრო პატარა გოგო კი არ ვარ
-ოხ ვიპოვე როგორც იქნა .-ართ ერთი აიღო და გავიდა. მარიამს რომ დააკვირდა უკან გაიხედა-ისე მგონი სჯობს არ ჩაიცვა საერთოდ იყავი მასე სიცხეა მაინც
-შენ ხელის მოვალეობას ასრულებ და არა მრჩეველის
-კარგი ნუ მიბღვერ - ფრთხილად გადააცვა პენუარი და გავიდა. მარიამს მშვიდად ეძინა როცა იგრძნო როგორ დაუწვა გვერდით ვიღაც.მაშნვე გაახილა თვალები და უკან გადაბრუნდა
-რა გინდა აქ
-ღამით არ გჭირდება რამე?
-შენ ვერ ხარ სრულ ჭკუაზე
-ყველაფერი საშენოდ უნდა გამოიყენო ,სწორედ მაგას ვაკეთებ,გაჩუმდი ახლა და დაიძინე - ხელი მოხვია და სხეულზე აიკრა
-შიშელი რომ არ დაწოლილიყავი რა დაშავდებოდა
-შიშველი ? საიდან დაასკვენი
-ოოოხ
-რა ხდება მარიამ ხომ არ გაბრაზდი?
-არა რას ამბობ ვგიჟდები ნახევრად შიშველ მამაკაცთან ერთად ძილზე . მითუმეტეს ეს კაცი გაცნობის წამიდან თუ მაღიზიანებს
-კარგი ნუ დავიძინებთ
-კარგი ორ წამს გაძლევ აქედან გასაქრობად
-ღმერთო რა ჯიუტი ხარ
-რატომღაც შენთან სექს.. პერსპექტივა არ მხიბლავს ,ზოგადად მოტეხილი ხელით და შენთან არც ისე და არც ასე
-არადამაჯერებელია
-ახლა მიშო რომ შემოვიდეს და აქ გნახოს მისი რეაქცია იქნება ნამდვილად დამაჯერებელი
-უი მართლა მიშო არ მინახავს საღამოს და სად არის?
-მე რა ვიცი რომელიმე საყვარელთან იქნება
-არ ჰყავს საყვარელი და არაა არსად
-შენ რა იცი დავიჯერო რამდენი ქალი მოუნდება შენ გეუბნება?
-მარიამ ! -წამოდგა და შარვალი ამოიცვა. მობილურზე ურეკავდა თან გარეთ გავიდა- მოიცა ლიზისთანაა?
-სად?- უცებ წამოვარდა მარიამი და უკან გაჰყვა -კარი ჩაკეტილია? გავგიჟდები !
-შენ რა გაგიჟებს - უცებ წავიდა მიშოს ოთახისკენ და გაიცინა -ასეც ვიცოდი .შენი მეგობარი არ არის? ქალური შურისძიება
-ვერ გავიგე- ოთახში ლიზი რომ დაინახა მძინარე გაეცინა - ანუ ჩემი ძმა იქ არის ჩაკეტილი? საღოლ ლიზიკო?
-რა საღოლ გასაღები უნდა ვიპოვო
-მოიცა შენ ჩემი ხელი ხარ თუ ვინ ხარ
-უკაცრავად? სწორად გავიგე?
-დიახ- ხელი ჩაკიდა და საძინებლისკენ წაიყვანა
-უნდა გავუღო მარიამ.მოიცა სენთან დავწვე ანუ?
-სანამ გადავიფიქრე წამომყევი და დაივიწყე მიშო- გაიცინა ოთახში შეაგდო და კარი მიხურა
-უკაცრავად მაგრამ გადავიფიქრე . მირჩევნია ძმაკაცი გამოვიყვანო იქედან . - მაისური გადაიცვა და გავიდა.
-მოკლედ ხომ ვერ გავაჩერე რა. გავერთობი მაინც - ისევ უკან დაბრუნდა ,სანდრო უკვე კარს აღებდა. ერთად შევიდნენ ოთახში და სინქრონში დაიწყეს სიცილი. მიშო კი ღმუოდა და იკლაკნებოდა. სანდრომ სწრაფად გაათავისუფლა და ისიც წამოვარდა
-სადაა მოვკლავ მაგ გიჟს ეგ როგორ გაბედა , როგორ გამიბედა ჰა?- ფეხები თვითონ გაიხსნა და გაცეცხლებული წამოვარდა. მარიამი კი ისევ იცინოდა ,სანდრომაც ვერ შეიკავა თავი .
-აუ კიდევ კარგი გადაღება მოვასწარი .ვგიჯდები ლიზიკო შენზე
-თუ მოკლა გაგიჟდი მერე
-ვაიმე ლიზი - კივილის ხმა გაიგო და გავიდნენ მაგრამ მიშო სადღაც მიარბენინებდა -სად მიგყავს.მიშოო
-მარიამ მიშველე .გაგიჟდა მიშო დამსვი დამსვი ვიხუმრე რა გჭირს არანორმალურო მტელი წელია მაწამებ და ორი საათის გამო მკლავ?
-მოკეტე !
-მიშო გეყოს ეშინია ვერ ხედავ
-ძაან კაი უნდა ეშინოდეს ჯერ სადაა - მანქანაში ჩასვა და კარი ჩაუკეტა- მანდ იჯექი ,ხმა არ გავიგო თორე გეფიცები საშინელებას ვიზამ
-რას აკეთებ გაგიჟდი?
-სანდრო ნუ ერევი . მარიამს მიხედე ჩვენ გავალთ რამდენიმე დღით
-სად გახვალთ ბიჯო ლიზის არსად გაგატან
-არავინ გეკითხება. შენს თავს მიხედე და სანდროს ნუ გააბრაზებ - ოთახებსი დარბოდა ბოლოს ჩანთა მოიკიდა მხარზე და ეზოში გავიდა ისევ
-სად მიგყავს
-არსად- თვალი ჩაუკრა სანდროს და მანქანაში ჩაჯდა. ლიზი ისე იყო შეშინებული მთელი სხეული უთრთოდა
-გთხოვ მიშო არ წამიყვანო რა გთხოვ ბოდიში მართლა არ ვიცოდი ასე თუ გაბრაზდებოდი მიშო ...მიშო გთხოვ
-ტყუილად ნუ იტირებ არაფერი გიშველის. ძალიან კარგად იცოდი რომ გავბრაზდებოდი ,გამასხარავებას არავის ვპატიობ ეგეც კარგად იცი და ახლა სათანადოდ დაგსჯი
-რას აპირებ... სად მიგყავარ - ირგვლივ მიმოიხედა და ისე ჩქარა მიდოდნენ კადრებსაც ძლივს არჩევდა. ტყეში შევიდნენ და სულ გაფითრდა -მიშო რას აპირებ
-სიურპრიზია
-მიშო გთხოვ რასაც გინდა იმას გავაკეთებ რატომ ხარ ასეთი მე უბრალოდ გეხუმრე
-ისედაც იმას გააკეთებ რაც მინდა. ტყუილად დავხარჯე ამდენი დრო .შენ თვითონ გამაღიზიანე და დააჩქარე მოვლენები.გადმოდი და გაქცევა არც იფიქრო
-ეს რა ადგილია
-სახლს ვერ ხედავ? უბრალოდ წამოდი
-კარგი წამოვალ- მიდიოდა არა უფრო მილასლასებდა, სემდეგ რაღაცას ფეხი წამოჰკრა, საერთოდ ვერ არჩევდა ვერაფერს სიეთი სიბნელე იყო . ცრემლებს გასაქანი მისცა და მტკივან ადგილს დახედა სისხლი სდიოდა.
-რა მოუხერხებელი ხარ - ხელში აიყვანა მიშომ და როგორც იქნა სახლში შევიდნენ.-გტკივა
-ვითომ ძაან გაინტერესებს- სლუკუნით თქვა და უარესად ატირდა
-ღმერთო რა სულელი მყავხარ, ასეთი მეამიტი და დამჯერე როგორ ხარ. ცოტა ხნის წინ ძაან მეთამაშებოდი? მოდი ჩემთან შე სულელო ბავშვო.მოდი ჩაგეხუტო თორე გასკდა გული- მუხლებზე დაისვა და გულზე მიიკრა-ღმერთო როგორ მიყვარხარ შენ კიდევ გგონია რომ რამეს დაგიშავებდი? თუმცა დაგსჯი, დღეიდან ჩემთან იცხოვრებ. იმ გადაგდებისთვის უნდა გაზღვევინო- ცრემლები კოცნით ამოუშრო და მერე ათრთოლებული ტუჩები დაუკოცნა-ღრმად ისუნთქე ყველაფერი კარგადაა,უბრალოდ მე და შენ ცოტა ხნით მარტონი ვიქნებით გესმის?
-შენ.. სულ გაგიჟდი ... ვერ აზროვნებ. მე რა არ ვიფიქრე მეგონა მომკლავდი და მეთამაშები? რისთვის იმის გამო რომ ვერ ვიტან ამ შენს ბატონობას? შენ იმას ვერ იტან რომ მეც სხვებივით ჩაგივარდი ხელში ისე დამიკიდე როგორც სხვა საყვარლები და საერთოდ დაივიწყე ყველაფერი, ცხოვრებასაც მიმწარებ მას შემდეგ არ მაცლი მშვიდად ყოფნას ახლა კი ერთ ხუმრობაზე რამხელა სპექტაკლი გაითამაშე. არ მინდა აქ, საერთოდ არ მინდა შენთან ერთად, ჩემი მშობლები იტალიაში მიდიან და მათ გავყვები
-ვერ გაყვები
-რატო ვინ დამიშლის
-ისე ხარ გამოთიშული ვერც კი გაიგე წეხან რა გითხარი
-რა მითხარი
-რა გითხარი სულელო და მიყვარხარ. რას ვერ ხვდებ მ ი ყ ვ ა რ ხ ა რ შენს გარდა არავინ მაინტერესებს,ყველა ქალი უმნიშვნელოა და არასდროს არავის შეგადარებ ,შენ ხარ ერთადერთი,მხოლოდ ჩემი ლიზიკო და სხვა არავისი. მარტო ჩემი სულელი, მეამიტი ,გულჩვილი მუდამ გაბუტული ლიზიკო - ტუჩები ნაზად შეახო ხელზე და ქვემოდან ამოხედა- მითხარი რომ შენც გიყვარვარ თორემ აქედან არ გაგიშვებ იცოდე
-მე .. მე არ მჯერა.შეუძლებელია ....წარმოუდგენელია გიყვარდე
-წარმოუდგენელია მაგრამ მიყვარხარ პატარავ
-მეც მიყვარხარ და აღარასდროს გამიბრაზდე ასე მოჩვენებითაც კი თორემ მოვკვდები - მოეხვია მთელი ძალით და გაიტრუნა.
-ჩემი პატარა ,ჩემი ნამცეცა - ხერხემალზე აყოლებდა თითებს და კოცნიდა-არა მთელი წელია ველი როდის მიხვდები რო გიყვარვარ და დანებდები მაგრამ არა .მაინცა და მაინც უნდა გავგიჟდებულიყავი ხო?
-მე უბრალოდ არ მეგონა შენც თუ იგივეს გრძნობდი
-მართლა სულელი ხარ რა .შენი აზრით ასე უბრალო ღამის გასართობად გამოგიყენებდი და ვსიო?
-ოო რა ვქნა ვერ მივხვდი და არც შენ გაგიკეთებია რამე რომ მივმხვდარიყავი
-რა არ გამიკეთებია ლიზი? ლამის ყველა გავიგდე ფეხ ქვეშ ვინც დაგელაპარაკა ,ყველგან დაგყვები ლანდად და მოჩვენებად . ჯერ როგორ შეიძლება შემომხედო და ვერ მიხვდე რომ მიყვარხარ
-შენ როდის მიხვდი
-სულ ვხვდებოდი , მაგ შენს ლამაზ თვალებში ჭინკებს რომ ვხედავდი ვიცოდი ყველაფერი
-და მაინც მაბრაზებდი
-უბრალოდ ძალიან საყვარელი ხარ როცა ბრაზობ. მარიამს დავურეკავ თორე მომკლავს. მეშინია სანდრომ და მაგან არ დახოცონ ერთმანეთი. გააგიჟა ბიჭი ,მაგდენი ცხოვრებაში არ ულაპარაკია მგონი ახლა რასაც ამბობს მარიამთან-მობილური აიღო და დარეკა. მარიამი ამ დროს დამამშვიდებლით დააბოტებდა და ქოთქოთებდა, სანდრო კი საწოლზე იყო გაწოლილი და უყურებდა
-დიდხანს უნდა იარო ახლა ასე? აი ხომ ხედავ არ მომიტყუებიხარ, უბრალოდ მოვლენებს გავუსწარი
-შენც იცი ხომ მაგათ ერთმანეთი რომ უყვართ
-მაგას რა ცოდნა უნდა ,შეყვარებულებს ეტყობათ ყოველთვის
-გენიოსი ხარ შენ ..ვაიმე მირეკავს ..გისმენ მიშო
-გილოცავ ძმის გაბედნიერებას
-ჰა? ანუ მოიცა რა გამოდის ღადაობდი კდიე ხო? მოკლედ რა მასხარა ხარ. არ გატან მე ჩემს ლიზიკოს არაა ეგ გოგო შენი შესაფერისი, შენთვის ვერ გავიმეტებ სიმწრით გამოზრდილ ანგელოზს
-გოგოო?
-ხო კარგი გილცოავთ. მიყვარხართ ძალიან და იცოდე რამე რო აწყენინო კიდე მის მაგივრად დაგახრჩობ
-შენ შენს თავს მხიედე და სანდროს არ ეჩხუბო ორი კვირა არ დავბრუნდებით ჩვენ. ლიზა სუ! თორე გახდება უცებ ერთი თვე
-სანდროს რატო უნდა ვეჩხუბო. ისე მეუბნები ვითომ ჩემი ბარალია ყველაფერი . წავედი საერთოდ დამათენდა თავზე და საერთოდ არ მიძინია. ჭკვიანად გვრიტებო
-ჭკვიანად მარიამ გაფრთხილებ
-კარგად- გაუთიშა და საწოლზე ზურგით დაეცა-უჰ ერთად არიან . დაქალი მითხოვდებააა-ტაშის შემოკვრა უნდოდა მაგრამ სად შეეძლო ხელის მძრაობა- მოკლედ რა ტაშსაც ვერ ვუკრავ რა უბედურება ყოფილა ეს მოტეხილობა
-აქამდე არაფერი მოგიტეხავს ?
-როგორ უნდა მომეტეხა
-რა ვიცი ბავშვობაში არ დაცემულხარ? ან ხიდან არ გადმოვარდნილხარ? მე თავშესაფრის სახურავიდან გადმოვვარდი და ფეხი მქონდა მოტეხილი , მერე რომ გავიზარდე იმდენჯერ მქონია მოტეხილობა ჩხუბის დროს კაცმა არ იცის - გულახდილად უთხრა .გახარებული იყო მიშოს ამბით და გულწრფელად საუბრობდა- ასე რატომ მიყურებ...ჯანდაბა - უცებ გაიაზრა და წამოდგა
-სად მიდიხარ მე ხომ არაფერი მითქვამს ისედაც ხომ მივხვდი რომ არავინ გყავდა .რა დაშავდება შენს შესახებ რომ გავიგო
-დაშავდება და მორჩა ! მივდივარ. არაა საჭირო ჩემი აქ ყოფნა
-ახლა? დილის 4 საათია სად მიდიხარ
-სახლში
-მართლა? და ვისთან
-არაა შენი საქმე - უხეშად უთხრა და წავიდა.
მარიამს კი ისევ გაუტყდა ძილი, ამჯერად სანდროზე ფიქრმა შეიპყრო. მისი თვალები იმდენად სევდიანი ეჩვენებოდა უნდოდა სამუდამოდ გაექრო სევდა იმ საოცარი მწვანე სფეროებიდან. ყოველთვის სწორ გადაწყვეტილებას იღებდა შესაძლოა გარეგნულად ურეაქციო იყო თუმცა ყოველთვის რეაგირებდა. ამჯერად მიზნად დაისახა სანდროს დამორჩილება უფრო სწორედ მისი დამუშავება და დატკბობა უფრო სურდა. შინაგანად ალბათ გზას იკვალავდა უფრო აშკარად რომ გამოეხატა მოწონება მაგრამ ამას ხმამაღლა ვერ აღიარებდა ამიომ მასთან დასაკავშირებლად სხვა საბაბი სჭრდებოდა.
მეორე დღეს არ უნახავს სანდრო ,როგორც სჩანს კიდევ გაბრაზებული იყო .
ჰამაკში ეძინა პლედში გახვეულს ,მზის სხივები ეჭყიტებოდა თვალებში ,შემდეგ ჩრდილი ჩამოეფარა და თვალები გაახილა
-ამ დილაადრიან რამ მოგიყვანა
-სხვათაშორის ორი საათია
-საქმე მაინც არ მაქვს ,საძინებელში ამიყვანე?
-მე მეუბნები?- ირგვლივ მიმოიხედა და წარბები მაღლა აზიდა- ფეხი გაქ მოტეხილი?
-არ შეიძლება?
-მარიამ ნამდვილად კარგად ხარ?- შუბლზე მიადო ხელი- სიცხე არ გაქ , რამე ვირუსია?
-მიგყავარ თუ არა !
-რა პატარა ბავშვივით მებუტები რაღაც სინდრომია ეტყობა - ხელში აიყვანა და გულზე მიიკრა- მოიშორე ეს პლედი არ დამივარდე
-არ მაცვია და დაცვის ბიჭებთან მოვაწყო დეფილე?
-ანუ პენუარი გაცვია?
-ნწ არც ეგ -ყელზე მოხვია ხელი და თვალების ფახუნით შეხედა- შეგიძლია აბაზანა გამიმზადო?
-გოგონებს დავუძახებ და დაგეხმარებიან
-არა შენ მინდა გამიმზადო
-იმედია გახდასაც არ მომთხოვ
-გეშინია?
-მე რისი უნდა მეშინოდეს - წყალი მოუშვა ,რამდენიმე წუთშ მზად ჰქონდა მარიამიც შეკუსკუსდა
-მადლობაა. ცირას უთხარი საუზმე მომიმზადოს , აუზთან გააწყოს რა
-კარგი და მერე საქმე მაქვს
-რომ გამოვალ დავილაპარაკოოოთ
სააბაზანოში შევიდა ფრთხილად გაიხადა და ჯაკუზში ნებივრობა რომ დაიწყო სულ გადაავიწყდა ყველაფერი.
-ცოცხალი ხარ ?
-რა ხდება ახლაც არ მომასვენო
-სამი საათია თითქმის მანდ ხარ ღამდება უკვე და შენნაირი მოცლილი არ არის ყველა
-აქ რა გინდა იდიოტო - ქვემოთ ჩაიწია და ქაფმა მშვენივრად დაფარა
-საქმე მაქ საქმეეე .მომისმინე , ხვალ შეხვედრა უნდა ჩატარდეს აუცილებლად ,მიშო წავიდა და დავრჩი მარტო მე . პრობლემა არაა გავაკეთე ყველაფერი მაგრამ უფლება არ მაქვს მე ხელმოწერის და შენც უნდა წამოხვიდე .გაეცნო დოკუმენტებს და მერე დაესრო თათბირს ,ასე რომ დღესვე მოგიწევს წამოსვლა
-მარტო ეგ თუ გინდოდა გაბრძანდი
-არ აპირებ წამოსვლას? ასეთი უპასუხისმგებლო არ მეგონე
-ხვალ წამოვალ
-ვერ მოასწრებ ყველაფრის გადახედვას დილითაა თათბირი
-არ მჭირდება გადახედვა წადი ახლა ამოსვლა მინდა ვაა
-როგორ არ გჭირდება- ზურგით დადგა და გაკვირვებული ელაპარაკებოდა . მარიამი საშხაპეში დადგა და წყალი გადაივლო
-როგორ და ასე
-მარიამ შენ რა გინდა თქვა რომ ეჭვი არ გეპარება ?
-იმდენი რამე შევამოწმე ტყუილად არაფერი იყო შეცდომა და რაღა ეს შეგეშლებოდა .ნუ თუ სხვა რამით იყავი პარალელურად დაკავებული და გულდასმით ვერ გააკეთე მაშინ ჯანდაბას თავიდან გადახედე-პირსახოცი მოიხვია და ოთახში გავიდა. სანდროც მიჰყვა
-არ მჯერა ,რაღაც თამაშს თამაშობ და ამის მოთმენას არ ვაპირებ უკვე ჩემს გასულელებას ცდილობ და შეწყვიტე- მაჯაში წვდა და მოუჭირა
-მეორე ხელიც უნდა მომტეხო? არაფერს არ ვთამაშობ არ შეიძლება ჩვეულებრივად გესაუბრო? შენგან განსხვავებით დავიღალე სხვა ნიღბის ტარებით და მინდა ისეთი ვიყო როგორიც ვარ . სახლში თამაში არ შემიძლია და თუ არ მოგწონს შენი პრობლემაა -კარი მოძებნა გარდერობის და მიუხურა ცხვირ წინ . უკან როდესაც დაბრუნდა სანდრო წასული დახვდა. იცოდა რომ მასზე იფიქრებდა და კმაყოფილი დააბიჯებდა . მოულოდნელად ეზოსთან შეკრებილი ჟურნალისტების ამალა დაინახა და რამდენიმე ფოტოც გადაუღეს სარაფანში გამოწყობილ ხელმოტეხილ მარიამს.
-რა ხდება სანდრო? რატომა რიან ჟურნალისტები ჩემს სახლთან?- სანდროს დაურეკა და პირდაპირ აჯახა არც აცადა ამოსუნთქვა
-ჩემს საქმეში არ შედის ეგ ამბავი შენს მენეჯერს ესაუბრე ვიც აგვარებდა აქამდე მაგ საკითხებს, თაო ჰქვია მგონი. საქმეზე ვარ მე და ნუ დამირეკავ გამორთული მექნება- სწრაფად მოუხაზა და გათიშა.



№1 სტუმარი taso

მახარებ <3 ახლა წავიკითხავ :*

 


№2  offline წევრი Pepper

აუუ რა სუპერ თავი იყოოო
გავგიჟდი ისე გამეხარდა მიშოს და ლიზის ამბავი.
ლუკაააა ძაააან სახალისო ვინმეაა მარტო თუა აქ ვარ გამეცნოს თან მოვუხდევით რა ლუკა - ლელა :დ
მარიამი და სანდრო ხო საერთოდ ძაან საყვარლები არიან <3
ვგიჟდები მე შენზე და შენს ყველა ისტორიაზე.
მშვენიერი თავი იყოო <3

 


№3 სტუმარი darina

Ox ra idumalia chemi bichi ki sheiwira chemi nervebi, vgijdebi chkua meketeba me sandrikoze, gansxvavebulad dzlieri personajia ai isetia shen rom gchvevia, cota daatkbe chemi bichi agsareba minda mariamtan, chrmi pozitivi xar xval am dromde gamyveba es emociebi, uh iseti gemrieli tavi iyoooo davtkbi.

 


№4  offline მოდერი sameone crazy girl

darina
Ox ra idumalia chemi bichi ki sheiwira chemi nervebi, vgijdebi chkua meketeba me sandrikoze, gansxvavebulad dzlieri personajia ai isetia shen rom gchvevia, cota daatkbe chemi bichi agsareba minda mariamtan, chrmi pozitivi xar xval am dromde gamyveba es emociebi, uh iseti gemrieli tavi iyoooo davtkbi.

აბა მერე დავდებ და ისევ აგავსებ wink wink მიხარია მართლა ასე თუ მოქმედებს ჩემი ისტორიები wink

Pepper
აუუ რა სუპერ თავი იყოოო
გავგიჟდი ისე გამეხარდა მიშოს და ლიზის ამბავი.
ლუკაააა ძაააან სახალისო ვინმეაა მარტო თუა აქ ვარ გამეცნოს თან მოვუხდევით რა ლუკა - ლელა :დ
მარიამი და სანდრო ხო საერთოდ ძაან საყვარლები არიან <3
ვგიჟდები მე შენზე და შენს ყველა ისტორიაზე.
მშვენიერი თავი იყოო <3

ააწყვე საქმე ხო? wink მარტო დავტოვებ სულ თუ მინდა ჩემი საქმე არაა? wink wink

 


№5  offline წევრი Pepper

ასეთი ბიჭი ახლა მარტო ყოფნისთვის არაა გასამეტებელი ხოდა აქ ვარ კაცო. თან საავადმყოფოდან რომ გამოწერწნ მოვუვლი ყველანაირად :D 3:)

 


№6  offline წევრი natia-natia

Magari wyvilia dzaan momwons

 


№7  offline წევრი თათულიTN

vgijdebi me am wyvilze, ori jiuti :* :D saocreba gogo xar ra..:* shokolado

 


№8  offline წევრი Annlabel

ვაიმეეე ვერ ვუძლებ ამათ ! ისე მაინტერესებს სანდროს ისტორია ცუდად ვარ :-(

 


№9  offline მოდერი bibo

ვაიმე შენ ჩემ მოსიარულე პოზიტივი ხარ მოსიარულე საოცრება მოსიარულე სასწაული და მოსიარულეეეეე სიგიჟე ხარ ადამიანი რომელის აგსაწერად სიტყვები არ მყოპნის love love გულს მიკოკლოზინებ და სულს მითბიბ შენი მოთხრობებით ჩემო ნუგბარო გოგოვ ვაიმე გული მაქ ცუდად ბაგა ბუგი დაგა დუგი და დაქ დუქი გაქ wink wink უფ მავიწყდება მერე იმდენი რაგაც მაქ გულში მოფიქრებული დავჯდები საწერად და ქრება ყორიპელი კალოჩე უხ რა უთხარი ამ ჩემ თავს wink wink wink wink უფ ძლივს მეგირსა ლიზა და მიშო სასწაული წყვილია რამფრა სასწაულია ეს ბიჭი რა ესსს რას მიკეთებ ვერ ვხდები გული მაქ თუ მაგნიტი არ ვიცი ვერ ხვდები wink wink wink wink უხ ამდენ სიყვარულს ვერ ქაჩავს გულიიი და არ გამისტუმრო მიქელასთან wink wink ჩემო ტორტის უდიდესო ნაჭერო მარწყვის მურაბავ და საზამთროს მურაბავ bully ატმის ბუსუსოვ და ალუჩის კურკავ ამას სუ გიწერ კალოჩე ვიცი მოგწონს და request request request request მომგებიანო პეპსო და კორკალოლავ tongue ჩოკოლატო კოწახურის კამფეტოოო საცივოოო....ჩემო მანგოვ და კიტრი და პომიდვრის სალათავ ვაფრენ შენე ჩემო /ციცქნა გოგოვვვვვვ wink აი ამ სანდროზე ვაფრენ რაგაც საოცრება რამფრა მომწონს შენ არ იცი რა ველურული ჩემი გაუფურჩქნავი ვარდი ჩემი ყლორტი ბიჭი ბიწი ბისვიწი ბიჭი საოცრებაააა ბიჭი სიყვარული არ დაედოს ვინმეს თვალები თორე ვგლაზუნა ვჩიჩქნუნას გაულეთებ ვახ მეეე იცოდეთ მაგი სიმონ თქვენ request bully

 


№10  offline წევრი si-xa

ზოგადად ამ ბოლო ხანებში რომ ერთ-ერთი საუკეთესო ხარ ამ საიტზე ამაზე ბევრს არ ვისაუბრებ.არც იმაზე რომ ყველა შენი ისტორია წანაკითხი მაქ. აქტიური მომხმარებელი არ ვარ ამ საიტის და ხანდახან სიახლეები მეპარება ესეც მეხუთე თავზე აღმოვაჩინე როცა დადე მაშინ და ვიფიქრე გვიანია და ერთ თავს წავიკითხავთქო მაგრამ ხუთივე შემომეკითხა ეს ჩემთვის ბევრს ნიშნავს.წარმატებები...

 


№11  offline აქტიური მკითხველი aanamaria

გავგიჟ love დიიი რა მაგარი იყოო

 


№12  offline წევრი კალლ აია

❤️❤️❤️❤️❤️

 


№13  offline აქტიური მკითხველი terooo

Ახლა ამათი ჩხუბები და შერიგებები...

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent