შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენი თვალები მაგიჟებს!


13-04-2016, 18:34
ავტორი tikliko
ნანახია 2 327

სული და გული მტკივა ,თითქოს რაღაც მიჭერს მთელი ძალით და გაქცევის საშვალებას არ მაძლევს.თანდათან სისწრაფერს ვუმატებ და არაფერი მადარდებს..უკვე მერამდენე კრუგს ვუვლი ქალაქს ...ცოტათი დამშვიდებული სახლის გზას დავადექი.მანქანას ჩემს უზარმაზარ სახლთან ვაჩერებ და წვიმაში სწრაფად გავრბივარ.კარები შევაღე ,გასარები უმისამართოდ მოვისროლე და დაკეტილ კარებზე მიყრდნობილი ჩავიკეცე.მოგონებებმა ერთიანად იფეთქა.მენატრება წარსულის სიტკბოება ...ერთ შავბნელ წერტილს ვუყურებ და უაზროდ ვფიქრობ.როგორ მენატრება ჩემი ტკბილი მამიკო.. დღეს ხომ მისი გარდაცვალების დღეა და საშინელმა ტკივილმა შემომიტია.ოხ,როგორ მიყვარდა მისი ტკბილი გამოხედვა,აწყლიანებული მწვანე თვალები,მისი სუსტი და თითქოსდა დაუცველი სხეული,შავი,ამ უკუნითი სიბნელესავით შავი თმები და გრძელი წვერი..ის ჩემი სინათლე, ცხოვრების მთავარი აზრი იყო.ახლაც მახსოვს მისი თბილი ჩახუტება და დარიგებები..ჩამჩურჩულებდა ტკბილ სიტყვებს და ხშირად ჩემს თაფლისფერ თმებს ეთამაშებოდა.
მოგონებები თანდათან იცვლება და ფერმკრთალდება...მამა ავარიით გარდაიცვალა მაშინ,როცა ყველაზე მეტად მჭირდებოდა.13 წლის ვიყავი და ამ უცაბედმა ტკივილმა მთლიანად გარდამქმნა.არ მკითხავთ,დედა სად იყო ან რას აკეთებდაა?!ოჰჰ,ქალბატონი ნინოს ყველაფერი ფეხებზე ეკიდა...იმაზე ფიქრობდა ქონებიდან რამდენი შეხვდებოდა და რას გააკეთებდა თავის ნაგავ საყვარელთან ერთად.ოცნებები მაშინ ჩაეფუშა,როცა მამამ ყველაფერი მე მიანდერძა.არასრულწლოვანი ვიყავი და უფლებები ჯერ კიდევ არ მქონდა.ნონოსაც მეტი რა უნდოდა,თან უფულოდ ვერსად წაეთრეოდა და იძულებული დარჩა ჩემთვის მოეხედა...ჰმ,არანაირი ტკბილი სიტყვა მისგან ,არცერთი ჩახუტება და ზრუნვა.მხოლოდ ის და მისი სათაყვანებელი დაქალუშკები.უკვე სრულქლოვანი ვეღარ ვიტანდი მის კაპრიზებს,მის მუდამ ჩხუბებს და სხვადასხვა საყვარლებს.მალე მობეზრდა საქართველოსი ყოფნა და თავის ერთადერ დასთან ,საფრანგეთში გადაიხვეწა.
მალე კომპანია ,,თორსის“ სრულუფლებიანი მმაღთველი გავხდი.მამის გზას არ ვრალატობ...თან პარალელურად სწავლობ.
ახლა 23 წლისა ვარ ,ლიზა ჭელიძე , თანაც „სუფთა“ რაჭველი ქალი..საზოგადოების მაღალ წრეებს ვერ ვიტან და ვცდილობ ინკოგნიტოდ ვიყო...
უკანა ჯიბიდან სიგარეტის კოლოფს ვაძვრენ ,ვუკიდებ და უფლებას ვაძლევ შხამმა ჩემი მთლიანი ფილტვები მოიცვას.დროა ტკივილიანი ფიქრები განვდენო და მორფეოსის სამყაროში გადავეშვა.ფეხზე ნელა ვდგები ,გრძელი კიბეებით მეორე სართულზე ავდივარ ,სწრაფად ვიხდი და ჯაკუზში ვნებივრობ,წყალს მალევე ვივლებ და მოტენთილი ძვლივს ვიცვამ აბრეშუმის ლურჯ მოკლე პენუარს,საწოლისკენ მივიწევ და მძიმედ ვებერტყები,ფუმფულა საწოლმა ძილის მორევში გადამისროლა და შავმა ბურუსმა ყველაფერი დაფარა.
დამძიმებულ თვალებს ნელ-ნელა ვახელ და ვფხიზლდები,საწოლიდან წამოვიზლაზნე , „ჩუშტიკებში “ფეხები გავყავი და დიდ სარკეს მივუახლოვდი.
-ფუ,თვალები ჩამშავებია,ჯანდაბა!..
მალევე მოვემზადე და სამზარეულოში გავკუსკუსდი.ცემი ტკბილი მოსამსახურე დეიდა ნანა რაღაცას აკეთებდა და ირგვლივ სასიამოვნო სურნელებას მოეცვა.უკნიდან მივეპარე და ჩავეხუტე.
-საზიზღარო ,როგორ შემაშინე!ხო ხარ ღირსი ამ მოსარევით მიგტყიპო.-ამაზე ხარხარი ამიტყდა და უკან დავიხიე.
-რა გაცინებს?!-და ნაწყენმა საქმის კეთება განაგრძო.
-წარმოვიდგინე როგორ მიმტყიპავ და ხარხარი ამიიტომ ამიტყდა,ხო ისე შაბათ დღეს რაღატომ მუშაობ ხომ მთხოვე გათავისუფლება?!-იქვე წითელ ვაშლს დავტაცე და გემრიელად მოვკალათდი სკამზე.
-ჩემო გოგო,ახლა არ მინდა დასვენება ...მალე ჩემი შვილი ჩამოვა და მერე გაგენთავისუფლები.ყავას გაგიკეთებ..
-კარგი ,კარგიი...აუ,ვიცი შოკოლადის ნამცხვარი გექნება და დიდი სიამოვნებით დავაგემოვნებ.-მოსალოდნელი სიამოვნებისაგან ტუჩები გავაწკლაპუნე.
-გასუქდები და ნახე მერე, მაგ იდესაც დიდი წინა და უკანა „ბურთები“,რომ გაგისქელდება...
-ესეიგი გინდა თქვა ,რომ მსუქანი ვარ?!-ვითომდა ნაწყენმა ჩავიფრუტუნე.ამაზე თვითონ სიცილი ვერ შეიკავა.
-როგორ მალე იჯერებ ყველაფერს...-ყავა და ნამცხვარი დამიდო და გაბრწყინებული სახით შევექეცი.
-მმმ,მადლობა ნან ,სუპერ გოგო ხარ,ისეთი გემრიელი იყოოო..
-ტკბილად შეგერგოს ჩემო ლამაზო...
-ავწიე ერთი ადგილი და წავედი ,თორემ ჩემი დაქალი მიმაკლავს...

ოთახში ავედი შავი კლასიკური მაღალწელიანი შარვალი ამოვიცვი,თეთრი თხელი ზედა გადავიცვი ,თმები გავიშალე ...საათვალეც დავიკოსე,გასარები და ტელეფონი მოვიმარჯვე და გავქუსლე.
მალე ანას კორპუს მივადექი და მანქანიდან ნელა გადმოვედი.ოხხ,ეს „ბირჟავიკი“ ბიჭები ნეტა საქმე არ აქვთ?!
ანის ველოდებოდი ,ის კი არ ჩანდა,ბიჭების მზერა კი უკვე ნერვებს მიშლიდა.ვეღარ მოვითმინე და სადარბაზოში შევედი.
ანა ჩემი საუკეთესო მეგობარია.ის ჩემსავით მდიდარი არ არის,მაგრამ სიგიჟემდე მიყვარს და ერთმანეთს კარგადაც ვუგებთ.
მალე კაებზე დავრეკე და ეგრევე ჩამეხუტა,რაღაცაზე ტიროდა და გაუგებრად ბუტბუტებდა.კარები ფრთხილად მივხურე და მისაღებში გავედით.კარგა ხანს ასე ჩახუტებულები ვიჯექით მდივანზე და არცერთი ხმას არ ვიღებდით.როცა უკვე ცოტათი დაწყნარდა ,კითხვების დასმა დავიწყე.
-ანა ჩემო ლამაზო,რა მოხდაა?-ალერსიანი ხმით მივმარტე და პასუხის მოლოდინში გავიყუსე.
-ყავას დალევ თუ წვენს?-ადგომას აპირებდა როცა შევაჩერე.
-რადროს ყავა და წვენია,ახლავე ყველაფერი დაწვრილებით მიამბე..-ცოტა ხმა გავამკაცრე.
-ხომ იცი სადაც ვმუშაობ,აი ,იქ ,რამდენჯერმე ,რომ მომაკითხე...-როგორც იქნა დაიწყო.
-ხო მერე?
-ხოდა ჩემთვის ვმუშაობდი,შეკვეთა მივიღე და მივიტანე კიდეც,მტვრალი სასტავი იყო...ღლაბუცობა დამიწყე ს,ვეღარ მოვითმინე და ერთ-ერთს სასმელი გადავასხი...ცვენმა უფროსმა ზურაბიმ კი გამათავისუფლა...-უარესად ატირდა და მომეკრო.
-კარგი დამსვიდდი ..კარგია რომ მანდ აღარ მუშაობ,სამუშაოს მე ,რომ გპირდებოდი იქ დაიწყებ ეგ არავითარი პრობლემაა.
-კი მაგრამ ..მერე მის შვილს ლევანის როგორღა ვნახავ..მისი მწვანე თვალები,მომნუსხველი გამოხედვა,აი ,ძაან ძაან მაგიჟებს...ახლა კი ვეღარ ვნახავ.
-ან შემომხედე,ის ყურადღებას მაინც არ გაქცევდა ...ახლა დამშვიდდი და შენი პროფესიით იმუშავე,გპირდები ყველაფერი მალე შეიცვლება.-ცრემლები მოვწმინდე და გავუღიმე.
-აბა გაიღიმე ძვირფასო,გეყოს ტირილი!-თვალები დავუბრიალე და წამოვხტი.
-იცი დალევა არ გვაწყენდა ,ასე ,რომ დღეს კლუბში მივდივართ...არანაირი გაპროტესტება.-თითი ცხვირწინ ავუფრიალე და სამზარეოლოსაკენ დავიძარი.
-რაო რას მეუბნებოდი ?ესეიგი წვენი ...იმედია ამჯერად ფეოხოსი გაქვს ,მე რომ მიყვარს...-სამზარეულოდან გავძახე და მაცივრის კარები გამოვაღე.
****************************************************************************************************************************************
შავი მოკლე კაბა და მოკლე ტოპი ჩავიცვი,ფეხზე კედები მოვირგე და მარცხენა ფეხზე სამაჯურიც დავიმაგრე,გრძელი მოწითალო დალალები ჩამოვივარცხნე და გაშლილი დავიტოვე,სახეზე კი მხოლოთ ტუჩებზე კონტური გადავიტარე.
მზად,რომ ვიყავი ჩემს ცუნცულას გავუარე და კლუბის შესასვლელში მალე ავღმოვჩნდით.ამ კლუბის მეპატრონე ჩემი ნათლიაა.ვგიჟდები მასზე და ძმასავით მიყვარს.
ჩვენზე მოშტერებული სახეები დავაიგნორეთ ,სიგარეტისა და ალკოჰოლის სურნელებით გაბრუებულებმა რამდენჯერმე მწარე სასმელი ერთიანად გადავკარით.
-ან წამო ზემოთ..-ჩავყვირე ყურში,რომ რამე გაეგო.
-ზემოთ რა გვინდაა?-გაიკვირმა და ცალი წარბი ასწია.
-წამო დათო ვნახოთ,თავის კაბინეტში იქნება.
ზემოთ ასასვლელ კიბეებს ავუყევით და მუსიკისაგან ყურებმაც ცოტა დაისვენეს.
ჩემი ნათლი კაბინეტში ვისკით ხელში იჯდა და ვიღაცას ესაუბრებოდა.მალევე შეგვამჩნია და ლამისააა ზედ ავეკარი.
ქვემოთ სამივენი ერთად ჩავედით.ისინი საცეკვაოდ გავიდნენ ,მე კი ბარს მივაშურე.ტეკილა შევუკვეთე და ნელა დალევა დავიწყე.
-გამარჯობა ლამაზოოო..არ გინდა ვიცეკვოთ?-გვერდით გავიხედე , 30 წლამდე უცნობი სიმპატიური მამაკაცი ვნებიანი გამოხედვით მიმზერდა.ორი წამი შევავლე მის სილუეტს,მზერა მალევე ავარიდე და კვლავ დალევა განვაგრძე.
-ლამაზო ხმას რატომ არ მცემ?!-არ მეშვებოდა.ვცდილებდი ნერვები მომეთოკა დაა არ ავფეთქებულიყავი.
-იქნებ დამაცადოთ!მგონი ვსვამ!..-მკვახედ მივუგე .
-ოო კარგი რა ,რატომ იფასებ პრინცესა,ჩემზე ოდნავ ლაპარაკზეც ოცნებობენ ლამაზო...პირობას გაძლებ კარგად გავერთობით..-აი,აქ კი ნერვებმა მიმტყუნა და გავბრაზდი.მინდოდა უცნობისთვის თავში რამე მეთავაზა..მოუნდა ბიჭს ჩემთან გართობა!
-ფეხებზე რა გინდა!არ მაინტერესებს ...მეტი საქმე არ მაქვს გეცეკვოთ..სხვა საქმე გამონახე ძვირფასოო..-ირონიულად ჩავიცინე და თვალი ჩავუკარი .შევამჩნიე როგორ გაბრაზდა და ძარღვებიც დაეჭიმა.ვიფიქრე ცოცხალს არ დამტოვებს -მეთქი,მაგრამ მშვიდად გადავკარი სასმელი,ბარმენს ფული დავუტოვე და მეგობრებისაკენ გავეშურე.
სასმელმა თავისი ქნა და ცოტათი წამეკიდა.გამოსაფხიზლებლათ საპირფარეშოში გავედი.კარები უნდა გამეღო,როდესაც მკლავზე ძლიერი ხელების შეხება ვიგრძენი,რომელმაც ძლიერ დამქაჩა და შესასვლელისაკენ მიბიძგა,კარები გადაკეტა და კარებზე ამაკრო.ისე სწრაფად მოხდა ,რომ ძვლივს გამოვფხიზლდი.ჩემს წინ უცნობი მრისხანე შავი თვალები მიმზერდნენ.
-რაოო არ მეშინიაოო?!არ იცი ვინ ვარ და რას გიზამ...
-არ ვიცი ვინ ბრძანდებით,მაგრამ თქვენ თუ იცით მე ვინ ვარ!-არც მე დავუთმე.
-ქალბატონო,ვინობ შენნაირებს თავიანთი სილამაზით ,რომ აბრმავებენ სხვებს ..სინამდვილეში კი სულით დამპლები და ნამდვილი კა*****ო ხართ...-საზარლად დაიღრიალა და მაჯებზე უფრო მომიჭირა.
-ნუ მიყვირიხართ..თქვენი აზრები თქვენტვის შეინახეთ,ნუ მეხებით თქვენი ბინძური ხელებით,წადით და ვისთანაც გინდათ იმასთან დაიკმაყოფილეთ ჰორმონები...მე ტქვენი კა***ა ნამდვილად არ ვარ!
-აბა ,აბა ვისი კა***ა ხარ?!-ირონიულად ჩაიცინა და უფრო მომეწება.ეს უკვე ამაზრზენი იყო,სადაცაა გული ამერეოდა.ეს კაცი უკვე შემძულდა და მისი მოკვლის სურვილი უარესად გამიმძაფრდა.
-თქვენი საქმე არ არის,ხელი გამიშვით! ამაზრზენი არაკაცი და ცხოველი ხართ!-ტკივილისაგან გამწარებულმა დავიღრიალე.შიგნით არავინ იყო,ვინმეს დახმარების იმედი,რომ მქონოდა.
-მე ვარ არაკაციი?თუ მომენდომება ლამაზო ჩემს ხასადაც დაგისვამ...-უეცტრად ბაგეებზე ველურივით წამეტანა,ვეწინაარმდეგებოდი ,მაგრამ უშედეგოდ.მერე მეც ავყევი და მწარედ ვუკბინე.შეწყვიტა ,სიმწრისაგან დაიღრიალა და ხელი ტუჩისაკენ წაიღო.ბაგედან სისხლის ძლიერი ნაკადი სდიოდა.
-ამის დედა შე****ი,შენ გოგო ნორმალური ხარ?!-დაიყვირა და მკვლელი თვალებით გადმომხედა მისმა მაღალმა სილუეტმა.
-უკვე ზედმეტები მოგდით,უკვე კიდევ გიმეორებთ ვინც გინდათ ის გა***ეთ ,მე კი შემეშვით!-კარების გაღება განვიზრახე,მაგრამ...
-მე შენ მინდიხარ და მაგიჟებ...-დამეტაკა ,ყელში კოცნა დამიწყო,ერთი ხელი კაბის ქვეშ შემიცურა და უკანალზე ძლიერად მომიჭირა,სიმწრისაგან კვნესა აღმომხდა...აი,ახლა კი მივხდი რა შარში გავიხვიე თავი და შიშმა ამიტანა.მკერდზე მუჩტების რტყმა დავიწყე და ყვირილი ,მაგრამ არაფერი გამომდიოდა.ის კი უფრო და უფრო თამამდებოდა.ისე ახლოს იყო,რომ მისი სასმლის სუნი ,მისი ყოველი სეხება,მეზიზღებოდა და გულის რევის შეგრძნებას ბადებდა.არ ვიცი საიდან ამდენი ძალა,მაგრამ ძალა მოკრებილმა ფეხებშუა ამოვარტყი,სიმწრისაგან იქვე ჩაიკეცა და ამოიოხრა.
-ნამდვილი საცოდაობა და არარაობა ხართ!-ზიზღიანი თავლები შევავლე და კარებს დავეჯაჯგურე.როგორც იქნა გაიღო და გავიქეცი.
-ამას მწარედ განანებ ,მეტად მწარედ ლამაზო!-მისი ეს ხმამაღალი სიტყვები სუსტად მოხვდა ჩემს ყურთასმენას.
ანა ბართან იჯდა ,რაღაც კოქტეილს წრუპავდა და აქეთ იქით აცეცებდა თვალებს.
-რა გჭირს ?სახეზე ფერი არ გადევს..-შეშფოთდა და სკამიდან ეგრევე წამოხტა.
-არააა... აფერია ანა ,უბრალოდ ძალიან დავიღალე ,მოდი წავიდეთ ..-აქაურობას მინდოდა რაც შეიძლება მალე გავცლოდით.უხმოდ დამიქნია თავი , ჯერ კიდევ ანერვიულებულმა ხელი ჩავკიდე და სწრაფად წავიყვანე.


---
ეს ისტორია დაუმთავრებელი ისტორიიდანაა,რომელიც ცუდად მქონდა დაკოპირებული.რაღაც რაღაცეები შეცვლილია და მოვლენებიც სხვანაირად განვითარდება...შეცდომებისთვს ბოდიში.



№1 სტუმარი b.j

wina istorias agar agrdzeleb?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent