სანაპირო (თავი 4)
ნინას დაბადების დღე 26 აგვისტოს ქონდა, 25ში საღამოს გიო და ტატო სიურპრიზის გეგმას შეუდგნენ,გოგოები ერთი კვირის გამოწერილები იყვნენ საავადმყოფოდან და სასტუმროს ნომერში მოწყენილობას სხვადასხვა ჟურნალების თვალიერებით აქრობდნენ. სავარძელში მოკალათებული ნინა უაზროდ შლიდა ფურცლებს და ფიქრებით წარსულში დახეტიალობდა. „პირველი დაბადების დღეა შენთან ერთად,-ნინამ გაბრწყინებული თვალებით შეხედა ირაკლის და ყელში აკოცა,ირაკლიმ ძლიერად მიიხუტა გულზე -გრძნობ?-მშვიდად ჩასჩურჩულა ნინას -რას? -ჩემ გულის ცემას...შენთვის ვვარსებობ და ცხოვრების ბოლომდე იგრძნობ ამ რითმს რომელიც მხოლოდ შენთვისაა,-უფრო ძლიერად მიიხუტა და ხარბად შეისუნთქა ნინას სურნელი.“ -იდიოტი ხარ რაა,-ელენემ ბუზღუნით ჩაილაპარაკა როცა ნინა გამოფხიზლდა -რა? რაიყო? -ოო არაფერი,გელაპარაკებოდი ქორწილის საკითხებზე და შენც უაზროდ ზმუკუნით მპასუხობდი,ბოლოს მივხვდი რო არ მისმენდი და შეგეშვი. ____ -ბიჭო რას ვაპირებთ?-ტატო სიგარეტს ეწეოდა და ერთი ფეხი მანქანის მინასთან ედო -რავი ტო , რამეს მოვიფიქრებ რა უნდა მაგის დაკერვას,ყველა ერთნაირია ჰო იცი, -ბიჭო კაი გოგოა ტო,როდემდე უნდა გააგრძელო ასე?არ გინდა საბოლოოდ შეიცვალო და წესიერად მიხედო მომავალს?ოჯახი არ გინდა ტო? შვილები? -მოიცა რა თუ ჩემი ძმა ხარ,მთავარია მე მინდოდეს და ორ წამში ავიწყობ ცხოვრებას,-გიომ სათალე მოიხსნა და მანქანიდან გადავიდნენ. ------- -ანა როგორ ხარ? -კარგად,რომელი ხარ? -ირაკლი,-თქვა და მიამატა,-ალბათ არც გახსოვარ. ცოტახანი სიჩუმე იყო,შემდეგ ისევ გაისმა ანას ხმა,ძალიან დაბნეული იყო არც იცოდა რა უნდა ეთქვა,ისეთი შეგრძნება ქონდა თითოს იმ ქვეყნიდან დაბრუნებულ ადამიანს ესაუბრებოდა, -კი,როგორ არა ირაკლი,როგორ არ უნდა მახსოვდე, -შეგიძლია მითხრა შენი და სად არის? ნომერი მაქვს მაგრამ არ მინდა ასე რომ დაველაპრაკო -ნინამ ახალი ცხოვრება დაიწყო,-მტკიცედ უპასუხა ანამ,-არ გაქ უფლება ახლა გამოჩნდე და ყველაფერი ისევ არიო,არც მაშინ გქონდა იმის უფლება რომ ორი წლით გაუჩინარდი, შენ არ იცი რა გადაიტანა,შენ არ ათევდი ღამეებს მასთან ერთად და შენ არ უწმენდდი ცრემლებისაგან დასველებულ სახეს...,-ირაკლიმ გააწყვეტინა -გთხოვ უბრალოდ მითხარი სად არის,ყველაფრის მიზეზს კი მერე აგიხსნი სხვა გზა არ მქონდა ...-ყელში გაჩხეირილი ბურთი გადაყლაპა და ცოტახნიც გაჩუმდა,შემდეგ კი სევდიანად ჩაილაპარაკა,-ან მქონდა..არ ვიცი,მაგრამ ახლა ის ვიცი რომ ნინა სასწრაფოდ უნდა ვნახო -ბათუმშია,გზაში ავარიაში მოყვნენ ნინა და ელენე, მაგრამ გადაჩნენ გიოს და ტატოს წყალობით,-ჩაუნამიოკა ანამ და დაელოდა ირაკლის პახუს -კარგი გასაგებია,-ნერვები მოთოკა და გააგრძელა,-რომელ სასტუმროში არიან?.. ---------- -ჰაჰა რა მაგარია,ელე ნახე რა საყვარელია,-ნინა ფანჯრიდან იხედებოდა საიდანაც სანაპიროს ხედი იშლებოდა,მათი სასტუმრო ზუსტად სღვის პირას იყო,ელენე სწრაფად მივიდა და გიო დაინახა გვირილებით ხელში,ეს ნინას საყვარელი ყვავილი იყო,გარშემო უამრავი სანთელი ენთო გიო კი მთელი გრძნობით ულოცავდა დაბადების დღეს...ელენეს არ მოწონდა არცერთი მათგანი,ირაკლი კი მისი საუკეთესო მეგობარი იყო,გულის სიღრმეში იცოდა რომ იგი ნინას ასე უმიზეზოდ არ მოექცეოდა და ამდენი ხნის მერეც ისევ მის მხარეს იჭერდა არ კარგავდა იმედს რომ ირაკლი დაბრუნდებოდა,ის ხომ ერთადერთი იყო ვისაც ნინას გვერდით უნდა ევლო.გიოს სიურპრიზი კი ელენეს ზედმეტად ბანალურად მოეჩვენა,ისევე როგორც ნინას,უბრალოდ გრძნობებს აყოლილი ყალბ ემოციებს გამოხატავდა იმისათვის რომ გიოს რამე არ წყენოდა,ნინა ფიქრობდა რომ ის ძალიან საყვარელი იყო და ვინ იცის მომავალში მასთად ერთადაც კი ხედავდა საკუთარ თავს.გიო და ტატო ნომერში ამოვიდნენ და პატარა სუფრაც გაიშალა როცა ელენეს ტელეფონმა დარეკა,მაგიდიდან ადგა და გვერდზე ოთახში გავიდა...ნინამ გააყოლა თვალი და იფიქრა დედამისი იქნებაო.ცოტახანში ელენე ატირებული შემოვიდა -რა ხდება?-გიჟივით იკითხა ნინამ და სრული სიჩუმე ჩამოვარდა, -მაიკი ავარიაში მოყვა... ელენე ძალიან ეხვეწა ნინას რომ შინ დარჩენილიყო,ფეხს ბოლომდე არ გაევლო და თან არ უნდოდა დაბადების დღეს აეროპორტში შეხვედროდა.ნინა დათანხმდა მის თხოვნას,მაგრამ შეპირდა რომ ხვალვე ჩააკითხავდა ამერიკაში.ტატომ გამოხატა ინიციატივა მე მიგიყვან აეროპორტშიო. ნომერში გიო და ნინა დაჩნენ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.