"სიბრმავე" (1)
ღამის ზმანებებმა ჩვეულებრივ,ახლაც დაუფრთხეს ძილი.გაოფლიანებულს გამოეღვიძა და ჩაბნელებულ ოთახს მოავლო თვალი.ოთახი ცარიელი დახვდა...ამის ატანა უკვე შეუძლებელი ხდება,ყოველ ღამით ერთი და იგივე,ერთსა და იმავე დროს,ერთსა და იმავე სიზმარში,ერთი და იმავე ადამიანის მიერ,ერთი ტყვიით კვდება......ვერ გაუგიამ ამ აფსურდისა.ფსიქოლოგმა აუხსნა რომ სიზმარი პირდაპირი გაგებით არასოდეს არ უნდა გაიგოს,მაგრამ ბოლო დროს ეს უკვე აუტანელი გახდა...მშვიდად ძილს რომ თავი დაანებოს ქუჩაშიც კი ეშინია სიარულის...ღამის ზმანებები არც მაშინ ანებეს თავს,ყველგან,ყველა ადამიანში იმ მამაკაცის სახეს ხედავს...ნამდვილი შიზოფრენია ეწყება... ** ** ** ** ** ** ** -ისევ კოშმარები?!...ადრიანად ამდგარი,თვალებჩაშავებული და რომ დაინახა მაშინვე ჩასწვდა საქმის ვითარებას გოგიტა და გოგონას შეწუხებულმა დაუსვა რიტორიკული შეკითხვa...ტაისია,გეხვეწები,დამელაპარაკე, ხომ ხვდები რომ შენ შეგიძლია ის არამზადები გვაპოვნინო,უკვე სერიოზულად ვღელავ შენზე,უმართავი ხდები,ზეზეულად კვდები და იშლები...არც ამაზე ჰქონია რაიმე რეაგირება გოგონას. გოგიტა კიდევ აპირებდა რაღაცის თქმას,მაგრამ კარებზე კაკუნმა დასაწყისშივე გაუწყვიტა სიტყვა.ერთი კიდევ გადახედა დას,რომელსაც თვალი ჩაიდნიდან ამოსული ბოლისათვის გაეშეშებინა და კარისაკენ ოხვრით წავიდა. -სალამი,მაპატიეთ ასე ადრე რომ მოვედი,მაგრამ სერიოზული საქმე მაქვს...შორიდან მოესმა მამაკაცის ხმა ტაისიას.მოიხიბლა ბარიტონით,მაგრამ გახედვა აზრადაც არ მოსვლია.ახლა იმდენად შორს არის ფიქრებით რომ მისთვის არ სცხელა. -არა რას ბრძანებთ,მობრძანდით,მაპატიეთ,ცოტა არეულობაა...აშკარად ღიმილით შემოიპატიჟა გოგიტან სტუმარი სახლში. -არაუშავს,უარესიც მინახავს...დამაიმედებელი ტონით ჩაილაპარაკა მამაკაცმა და გოგიტას სამზარეულოსაკენ გამოყვა. -ჩაის ან ყავას ხომ არ მიირთმევთ?! -არა გმადლობთ,აქ საქმეზე ვარ...ღიმილით მიუგო ბიჭს და მაგიდასთან მჯდარ გოგონას გადახედა. -ეს ჩემი დაა,ტაისია,მაგრამ იმედი არ გქონდეთ რომ მოგესალმებათ,არც თუ ისე სტუმართმოყვარეა...შეეცადა გაეხუმრა,მაგრამ დის თვალებს რომ წააწყდა,მიხვდა „მიქარა“. -არც ეს წარმოადგენს პრობლემას,შეიძლება?!...სკამისაკენ მიანიშნა გოგიტას მამაკაცმა და მხოლოდ მისი თანხმობის შემდეგ დაიკავა ადგილი.გოგიტაც მის წინ მოეწყო. -აბა,გისმენთ,რამ შეგაწუხათ ამ დილა ადრიან. -მე გამომძიებელი ტრაპაიძე გახლავართ.თქვენი მშობლების საქმე გადმომაბარეს,მინდოდა იმ დღის შესახებ მეკითხა რაღაცეები...ყოველგვარი ემოციების გარეშე ამოთქვა მამაკაცმა.ტაისიამ მხოლოდ ახლა შეხედა მას და საკუთარ თავს იმ წუთასვე გამოუტყდა რომ მოხიბლული დარჩა. -ამ საქმეს უკვე ერთი წელიწადია იძიებენ გამომძიებელო,არანაირი წინ სვლა,არანაირი სამხილი,ერთადერთი თვითმხილველი ტაისიაა,მაგრამ ის ამ საქმესთან დაკავშირებით არ საუბრობს...სიტყვა უკვე მეორედ გაუწყდა სიტყვა გოგიტას. -ის?!დაშინებულია?!...უცნაური მზერით გადახედა გოგონას ტრაპაიძემ და მზერა ცოტა ხნით მასზე შეაჩერა. -არ ვიცით,მხოლოდ ფსიქოლოგთან საუბრობს,მაგრამ არც მასთან არის ბოლომდე გახსნილი... -ისე თუ საუბრობს!? -კი,რა თქმა უნდა. -თქვენ გაგესაუბრებით...გოგონას მზერა მოსწყვიტა და ბიჭს ინტერესით დააკვირდა. -კარგით,მე არანაირი პრობლემა არ მაქვს,მაგრამ ცოტა არ იყოს მეჩქარება,ჩემი სამუშაო საათები სულ მალე დაიწყება. -მე გაგიყვანთ და თან გზაში გაგესაუბრებით,თქვენი და სახლში მარტო რჩება ხო?! -დიახ,სახლში მარტო რჩება,მანამ სანამ სამსახურში ვარ,ასე 8-9 საათამდე. -კარგით,მაშ წავიდეთ...წასვლის წინ ჩვეულებრივ შუბლზე ეამბორა დაიკოს გოგიტა და სახლიდან გამომძიებელთან ერთად წავიდა... საღამომდე საკუთარ ოთახში იჯდა ტაისია,რკინის გისოსებით დაფარული ფანჯრიდან იყურებოდა გარეთ და მხოლოდ მაშინ აცილებს მზერას ქუჩას,როდესაც ან სამზარეულოში,ანდაც სააბაზანოში გადის. ამჯერადაც მდუმარედ გაჰყურებდა უაზრო ხედს და ხალხს უემოციო მზერით აკვირდებოდა.აი ისიც გამოჩნდა,გოგონა ძაღლით,ყოველ დილით,ერთსა და იმავე დროს ეს გოგონა თავის ულამაზეს ცუგოსთან ერთად დარბის,უკან მოჰყვა მამაკაცი თავისი ორი მცირეწლოვანი ბიჭით.მოხუცი ქალბატონები,ამ დღეს სავაჭროდ მიდიან ხოლმე,რამდენიმე ახალგაზრდაც.ყველაფერი ჩვეულებრივად არის,რატომღაც ჰგონია რომ ამ ყველაფერს მის გასაგიჟებლად აკეთებენ,ყოველ დღე ერთნაირი თანმიმდევრობით განვითარებული მოვლენები,ყველაფერი მუდამ ერთნაირად,არაფერი იცვლება... ** ** ** ** ** ** ** -საქმე როგორ მიდის?! -ყველაფერი გეგმის მიხედვით,ნუ ღელავ,შენ საათი დააზუსტე,დანარჩენი ჩვენ ვიცით. -სიმართლე გითხრათ საათები უკვე დაზუსტებული მაქვს,უბრალოდ არ მესმის,ამას რატომ აკეთებთ,საფრთხე ჩავლილია,ყველაფერი ჩაწყნარებულია,არავის აღარაფერი ახსოვს...აღელვებულმა ჩამოუყალიბა თავისი აზრი მოსაუბრეს და მობილურს უფრო ძლიერად მოუჭირა ხელი. -შენ დამეხმარები,ასე ორივე მოგებულები დავრჩებით,შენ შენსას მიიღებ მე ჩემსას,მთავარია ყველაფერი სწორად გააკეთო,ჯერ მახე უნდა დააგო,მსხვერპლი კი თავად უნდა გააბა მასში,შენ ჭკვიანი ხარ,ადვილად მოახერხებ,დანარჩენი ჩემი საქმეა... -მაინც ვფიქრობ რომ ცდები -გულუხვად დასაჩუქრდები...ამ სიტყვებზე მობილური გათიშეს... ** ** ** * ** ** ** რატომღაც მოუნდა რომ გაესეირნა,ან უბრალოდ გაძნელებულმა სუნთქვამ აიძულა ასე მოქცეულიყო.ფრთხილად გამოიღო მოსაცმელი კარადიდან და სახლის კარები გარედან ჩაკეტა. ყოველგვარი აზრის გარეშე დადიოდა ქუჩებში,მანამ დანამ დაღლილი პარკში,სკამზე არ დაესვენა.ირგვლივ მიმოიხედა და მხოლოდ რამდენიემადამიანს მოჰკრა თვალი,ერთერთმა განსაკუთრებით მიიქცია მისი ყურადღება,თავი ჩაეხარა და სავარაუდოთ ხატავდა.ხელოვნება ძალიან უყვარს,თავადაც ხატავს ასე თუ ისე, სხვის შემოქმედებას კი ყოველთვის დიდი ინტერესით ეცნობა. როგორც ჩანს ბიჭმაც შეამჩნია ტაისიას დაჟინებული მზერა და ჯიუტად,თალი თვალში გაუყარა.არც ერთი მათგანი არ აშორებდა თვალებს ერთმანეთს,საბოლოოდ ისევ ტაისია გატყდა და აფორაჭებულმა გააბრუნა თავი სხვა მხარეს.რამდენიმე წუთი იჯდა პარკში,შემდეგ ნელა წამოიმართა და მისი საყვარელი კაფისაკენ წავიდა.ტაისიასგან შეუმჩნევლად,უკანვე მიჰყვა მხატვარიც... ** ** ** ** ** ** ** -თქვენ მომიყევით იმ დღის შესახებ,რა გახსოვთ...გამომძიებელმა ინტერესით დასვა შეკითხვა და სულ წამით შეავლო მზერა გოგოიტას. -იმ საღამოს სახლში არ ვყოფილვარ,დილით ადრე გავედი,მეგობრის დაბადების დღეს ავღნიშნავდით,სახლში რომ მოვედი...ეს საშინელი სცენა დამხვდა,ჩემს დას თავი ჰქონდა გატეხილი,ალბათ ჩაარტყეს,ია და მამა კი უკვე ექსპერტიზაზე მიჰყავდათ... -ია?!....სახელის გაგონებისას ცოტა არ იყოს შეშფოთდა მამაკაცი. -დიახ,ის მამაჩემის მეორე მეუღლე გახლდათ,მე მისი პირველი მეუღლის შვილი ვარ,დედაჩემი სამწუხაროდ გარდაიცვალა,მას შემდეგ გაიცნო მამამ ია და გაჩნდა ტაისიაც. -ახლა გასაგებია,თქვენ თქვით რომ სახლში არ იყავით,მაინც როდისთვის დაბრუნდით შინ?! -სიმართლე გითხრათ არ მახსოვს,ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ ვიყავი,მაგრამ ალბათ შუა ღამე იქნებოდა...ენის ბორძიკით ამოილაპარაკა ბიჭმა...რა ხდება?!არ მითხრათ რომ ეჭვმიტანილი ვარ....ამ უკანასკნელზე ირონიულად ჩაიღიმა მან. -ახლა ყველანი ეჭვმიტანილები ხართ,ჩემს თვალში მაინც,მანამ სანამ სამხილებს არ შევაგროვებ,ვერავის გამოვრიცხავ...მოკლედ და უემოციოდ მიუგო პასუხი ბიჭს და ავტომობილი მის სამსახურთან გააჩერა...წარმატებულ სამუშაო დღეს გისურვებთ,დროებით...ზრდილობიანად დაემშვიდობა გოგიტას გამომძიებელი და შემდეგ გაურკვეველი მიმართულებით წავიდა... ** ** ** ** ** ** ** მიმტანს შეკვეთა მისცა და თავისი წიგნაკი გადაშალა,პოეზიას ეძალება,ცოტა გამოსდის კიდეც...ფიქრებში იყო წასული წინ პარკში მყოფი მხატვარი რომ დაუჯდა. -მე თორნიკე...გოგონას პასუხის მოლოდინში სიტყვაც და ხელიც რომელიც ჩამოსათმევად გაუწოდა გაუშეშდა...შენს სახელს არ მეტყვი?!....მას შემდეგ რაც ხელი ჩამოსწია დაეკითხა გოგონას. -ვინ მოგცათ ჩემს მაგიდასთან დაჯდომის უფლება?!...ყოველგვარი შიშის გარეშე,გაღიზიანებული ტონით უპასუხა კითხვაზე კითხვით გოგონამ მხატვარს და მის პასუხს დაელოდა. -ჩემმა ცნობისმოყვარეობამ,თქვენმა თვალებმა,პირდაპირ დამატყვევეს,მაინტერესებდა მსგავსი საოცრების პატრონს რა უნდა ჰქმოდა,ამიტომ თავს უფლება მივეცი და თქვენს მაგიდას მოვუჯექი...რატომღაც ჩაეღიმა ბიჭის სიტყვებზე,თან ეშმაკური,პირქუში,თანაც სასიამოვნო ღიმილიც რომ დააყოლა მონოლოგს აი მაშინ საერთოდ დადუმდა.მხოლოდ წამიერად. -ტაისია მქვია...მოკლედ მოახსენა სახელი ახალგაზრდას და მიმტანს ახლახანს მოტანილი ჩაი გამოარვა,შემდეგ კი ზრდილობიანად გაუღიმა. -ისეთივე ლამაზი,როგორც თავად გოგონა...მაგიდაზე დაშვებულ გოგონას ხელის მტევანს საკუთარი თითები შემოაჭდო და ჰაეროვნად ეამბორა მას. -გმადლობთ,კიდევ რამე გაინტერესებთ?!....არ უნდოდა რომ წასულიყო,მაგრამ ეს ხასიათი თავისს შვება.ასე უცებ არ ჩაადნება,არადა უკვე ჩაადნა,მისი ღიმილის შემხედვარე,რომელიც გოგონას დაუფარავი ხიბლითა და ეშმაკობით არის გაჟღენთილი,პირდაპირ ატყვევბს ტაისიას,სახელიც რა კარგი აქვს... -დიახ,მაინტერესებს,მომცემს თუ არა უმშვენიერესი ტაისია იმის უფლებას რომ დავხატო?! -მერე აქ არ ვარ?!დამხატეთ....მაცდურად ამოილაპარაკა გოგონამ და თვალებში შესცინა თორნიკეს. -არა,მე ვსაუბრობ პირად მოდელობაზე და მუზობაზე,მსურს ყოველგვარი ხალხის ნაკადის გარეშე მხოლოდ თქვენი ნაკვთები და სილუეტი ვხატო,მარტომ,ყველსაგან მოწყვეტილმა,თქვენი მშვენიერება ფურცლებზე გადავიტანო,განა რა დაშავდება ამით?!...იმდენად დამაჯერებელი ტონით საუბრობდა მამაკაცი რომ ცოტაც და გონებას დააკარგვინებდა ტაისიას.გონებაგათიშული,ბიჭის ვნებიან და მაცდურ მზერაში ჩაძირულიყო,წინააღმდეგობას ვერანაირად ვერ უწევდა,თითქოს და ბიჭს მისთვის ჰიპნოზი გაეკეთებინოს. -მაპატიეთ,მეჩქარება...მხოლოდ თავის არიდება თუ უშველიდა ახლა.სწრაფად წამოდგა მაგიდაზე მისი კუთვნილი გადასახადი დატოვა და კაფის გასასვლელისაკენ გაემართა. -თუ გადაიფიქრე,დღეის სწორს,მე ისევ პარკში დაგელოდები,მშვენიერო,ვიცი რომ მოხვალ...დაუფარავი კმაყოფილებით,მტკიცედ ამოთქვა ბიჭმა და ნერვიულად მიმავალ გოგონას თვალი ღიმილით გააყოლა. ** ** ** ** ** ** ** კლუბის ხმაურში სუსტად მოისმოდა მოსაუბრეთა სიტყვები.მიმტანი მადისაღმძვრელ მკერდ დაუფარავად უმზეურებდა,მისი საზრით შეძლებულ კლიენტებს და ანცად იღიმოდა... -საქმეები იმაზე უკეთ ვითარდება ვიდრე მეგონა,ყველაფერი მშვენივრად აეწყო,მახე მზადაა,ახლა მხოლოდ მისი შემოტყუება დაგვრჩა. -ძალიან კარგი,არ იჩქარო,ყველაფერი თავისით მოხდება,ზედმეტად არ ჩაერიო...კმაყოფილი,ანცი ღიმილით ჩაიღიმა მოსაუბრემ...იმ ქალს შეხედე,რომ ვუყურებ გული მერევა,ფულის მონა,ნამდვილი ძუკნაა...მწყრალად ჩაილაპარაკა ბოლოს. -უარესებიც მინახავს...მკვირცხლად გასცა პასუხი მოსაუბრემ. ** ** ** ** ** ** ** საცდელი თავია,თუ მოგეწონათ და ამის იმედი მაქვს,გავაგრძელებ,წინასწარ გმადლობთ. ♥ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.



ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.