შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შეცვლილი მეტიჩარა (თავი 1)


13-04-2016, 21:34
ავტორი donna
ნანახია 1 689

-ნია რამე ხომ არ მოგიფიქრებია?
-მაპატიე დედა, გუშინ ძალიან ბევრი სამუშაო დამიგროვდა და ამაზე ფიქრი ვერ მოვასწარი.
-კარგი შვილო, არაუშავს ხომ იცი არაფერს გაძალებ.
-ვიცი დედა, კარგი ახლა წავალ თეო მელოდება.
მიუხედავად იმისა რომ გადაწყვეტილება უკვე მიღებულოი მქონდა, ვამჯობინე დედასთვის ჯერ არაფერი მეთქვა. მინდოდა ამ თემაზე კიდევ ერთხელ დავფიქრებულიყავი.
როგორც ველოდი თეო უკვე გარეთ ემლოდებოდა.
-რა გჭირს?-გამიკვირდა წუწუნი რომ არ დაიწყო ჩემს დაგვიანებებზე.
-გიოს ვეჩხუბე-გიორგი ლიპარტელიანი, 20წლის. სტუდენტი. ხშირად ჩხუბობენ, იმის გამო რომ თეონა ძალიან რომანტიული ადამიანია. გიო კი ამას ვერ იტანს.-გადაწყვიტე წახვიდე თუ არა?
-არ მინა წასვლა, მაგრამ ნინასთვის ჯერ არაფერი მითქვამს.
-ჩემი აზრით ჯობს ცოტა ხნით წახვიდე. თან ამ დროის განმავლობაში აქ ცოტა სიტუაცია დაწყნარდება.
-კარგი ვნახოთ, ჯერ კიდევ მაქვს დრო.
მზიანი ამინდი იყო. მიუხედავად იმისა რომ ნიჭიერი სტუდენტები ვართ, დღეს მაინც გადავწყვიტეტ ლექციები გაგვეცდინა და ჩვენს საყვარელ კაფეში წავსულიყავით.
-ნია, რას ფიქრობ თათულის შესახებ?-მითხრა მას შემდეგ რაც ოფიციანტს შეკვეთა მისცა.
-რას უნდა ვფიქრობდე, კარგი გოგოა. ნუ ყოველშემთხვევაში ჯერ-ჯერობით ციდს ვერაფერს ვამჩნევ.
-კარგია, ისე ახალი ურთიერთობები შენც არ გაწყენდა, მითუმეტეს ასეთ სიტუაციაში.
კიდევ ბევრი ვილაპარაკეთ. ამ საუბარში მთავარი ის იყო რომ თეომ გადაწყვეტილება შემაცვლევინა და ზურასთან წასვლაზე დამითანხმა- ზურაბ სანიკიძე, 45წლის. დედა და ზურა ჯერ კიდევ მაშინ დაშორდნენ როცა მე 5წლის ვიყავი. მას შემდეგ ზურა წელიწადში ორჯერ თუ მნახავს ხოლმე. ხშირად თვეები ისე გადის ერთხელაც არ რეკავს. განქორწინებიდან 2წლის შემდეგ ცოლი მოიყვანა-ნათია სამადაშვილი. ნათიას 20წლის შვილი ყავს ელენა, რომელიც ზურაბს ჩემზე მეტად უყვარს. ვეჭვიანობ თუ არრა? არა, რადგან ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი დედაა, მან ჩემთვის ყველაფერი გააკეთა. არვიცი უცებ რამოხდა მაგრამ ზურაბმა გადაწყვიტა, რადგან გაზაფხულის ბოლო იყო,მასთან წავეყვანე ორი კვირით. თავიდან ამ შემოთაავზებაზე უარი ვთქვი, მაგრამ როგორც თეომ დამარწმუნა ჯობდა რომ წავყოლოდი.
კაფიდან პირდაპირ სახლში წავედი. დედა სამზარეულოში იყო და ვახშამს ამზადებდა.
-მოდი ნია, შენს საყვარელ ქათმის სალათს ვამზადებ-მითხრა და გამიღიმა.
-დეე, გადაწყვეტილება მივიღე. ჯობია ცოტა ხნით წავიდე ზურასთან.
-ეადი შვილო, ბავშვობის შემდეგ იქ არც ყოფილხარ, ძველ მეფობრებსაც ნახავ. თან იქნებ მამაშენთანაც გამოგისწორდეს ურთიერთობა.
-დედა, შენ ჩემთვის ყოველთვის პირველი ადამიანი იქნები. მომენატრები.
-მეც ჩემო გოგო. კარგი, წადი ახლა დაბარგი გაამზადე. მე მანამდე სალათის გაკეთებას დავასრულებ და მერე ერთად ვივახშმოთ.
დედას ვაკოცე და ჩემს ოთახში ავედი. კარადიდან ყველაზე დიდი ჩემოდანი გადმოვიღე და ტანსაცმელების ჩალაგება დავიწყე. ზოგადად როდესაც სადმე მივდივარ ძალიან ბევრი ტანსაცმელი მიმაქვს, რადგან დღეში თითქმის ხუთჯერ ვიცვლი. ბარგი შევაკრი და კარებთან დავდე. წყალი გადავივლე და დედასთან გავედი, რომელსაც უკვე ყველაფერი გაემზადებინა.
-მამაშენს ველაპარაკე, ძალიან გაუხარდა. ხვალ გელოდება. შუადღისთვის ტაქსიც დავიქირავე, რომ წაგიყვანოს.
-მადლობა დე.
საღამო სასიამოვნოდ გავატარეთ. მე და დედამ წარსული გავიხსენეთ და გულიანადაც ვიცინეთ. უკვე ორი საათი იყო, როდესაც დასაძინებლად ჩემს ოთახში გავედი. საღამურები გადავიცვი და ტკბილად დავიძინე.


P.S მოკლედ დიდიხანია მინდა რომ რამე დავწერე. ეს პირველი თავი იყო და ასევთქვათ საცდელი. თუ მოგეწონებათ გავაგრძელებ. შემდეგი თავები უფრო დიდი და საინტერესო იქნება. მაინტერესებს თქვენი აზრი.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent