შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თუ მექალთანეს შეუყვარდი, ესე იგი დაგერხა. (4)


14-04-2016, 00:02
ავტორი Supreme
ნანახია 5 058

-უკარება, უკარება...-სადღაც შორიდან მესმოდა ლუკას ხმა.
  შუბლზე სასიამოვნო სიგრილეს ვგრძნობდი. სუსტად გავახილე თვალები და ლუკას სახე დავინახე. მაშინვე წამოვჯექი.
-სად ვარ?-ვიკითხე გაკვირვებულმა და მერე წელსზემოთ შიშველ ლუკას მივაშტერდი.
-ჩემთან სახლში.
-რა მომივიდა?
-გული წაგივიდა.
-რატომ?
-ექიმს ვგავარ? მე რა ვიცი. დღეს ჭამე?
-არა, 2 დღეა არ მიჭამია.
-რატომ? თავს იკლავ? თუ დიეტაზე ხარ?
-ვერ ვჭამდი.-ვუთხარი წასული ხმით.
-კარგი, დამელოდე.
  მალე დაბრუნდა სენდვიჩით და წყლით ხელში.
-იქნებ გამოგაცოცხლოს.-გამიღიმა.
  სენდვიჩი უღონოდ ჩავკბიჩე და ისევ დამახრჩეს ცრემლებმა. მიუხედავად იმისა, რომ სრულ სიცარიელეს ვგრძნობდი, მაინც ავტირდი.
-ლუკა-
  ყველაზე უცნაური მომენტი იყო. არ ვიცოდი რა გამეკეთებინა. ვუყურებდი როგორ ტიროდა და გული მიკვდებოდა. თეფში გვერდზე გადავდე და ცხელი ცრემლები მოვწმინდე.
-რა გჭირს?-ვკითხე ჩუმად.
-არ ვიცი.-უფრო მაგრად ატირდა.
-კარგი, კარგი, დაწყნარდი.-მივიხუტე და თმაზე დავუწყე მოფერება.
  გული კინაღამ გამიჩერდა. საბედნიეროდ მალე დაწყნარდა და სახე ძველებურად იაზვური გაუხდა.
-კარგად ხარ?-ვკითხე გაღიმებულმა.
-კი, მადლობა.
  სენდვიჩი შეჭამა, ცოტა ხანი დაისვენა და წამოდგა. ისეთი საყვარელი იყო, მინდოდა ჩემთან დამეტოვებინა, მაგრამ თვითონ წავიდა კარებისკენ.
-მადლობა...ყველაფრისთვის.-უცებ ჩაირბინა კიბეები.
  ყველაფერი ისე ჩქარა მოხდა, ბოლომდე ვერ გავიაზრე, მაგრამ როცა დავფიქრდი და გავაანალიზე, საოცრად ამიჩქარდა გული. რა მემართებოდა?
  ნიკამ დამირეკა.
-რა გინდა?
-სასტავი დალევას ვაპირებთ, ამოხვალ?
-ვისთან?
-ლაშასთან.
-მარტო ბიჭები?
-არა, ჩვენი გოგოებიც ამოვლენ.
-შევკრებილვართ, რაღა გვიჭირს.-გამეცინა.
  რატომღაც ბედნიერი ვიყავი. ალბათ იმიტომ რომ უკარება ატირდა. რა ცუდად გაიჟღედა. უბრალოდ მისი ტირილი იმას ნიშნავს, რომ იგი ნელ-ნელა იხსნის ნიღაბს. ჩემი უკარება...
  ლაშასთან ავედი. გოგოებიდან მარტო თამო და ლიზი დამხვდნენ.
-მოიცა, მაკო და ანი?-ვიკითხე გაკვირვებულმა.
-დასასვენებლად არიან, ჩვენ არ გვკადრულობენ.-ზუკამ გაიცინა.
  იმდენი დავლიე...იმდენი...არც ვიცი რამდენი.
-ლუკა...-თამო მომიჯდა.-იცი როგორ მიყვარხარ?
-მართლა?-გამეღიმა.
-მართლა.
-გინდა ჩემთან ავიდეთ?
-მინდა.
  ყველა ისეთი მთვრალი იყო, ჩვენი წასვლა არც შეუმჩნევიათ. ჩემთან სახლში ავედით. შემოსასვლელი კარი ჩავკეტე თუ არა, თამო მოვიდა და ვნებიანად მაკოცა. ასე ხვევნა-კოცნაში გართულები გავედით საძინებელში. ამის მერე აღარაფერი მახსოვს...
  გამეღვიძა. თავი საშინლად მტკიოდა. საათს შევხედე. 6-ის წუთებია. ფანჯრისკენ გავიხედე და ადგილზევე გავშრი. თამო იდგა. ჩემი "საროჩკა" ეცვა და სიგარეტს აბოლებდა.
-გაიღვიძე?-გამომხედა მომღიმარემ.
-აქ რა გინდა?-გამიკვირდა, თან ცოტა გავღიზიანდი.
-რა მინდა?-აშკარად არ ესიამოვნა.-არ გახსოვს რა მოხდა?
-არა და არც მინდა გახსენება.-ვუთხარი უხეშად, როცა ყველაზე რეალური ახსნა გავიაზრე.-შეგიძლია წახვიდე?
-მაგდებ?-სიმწრით გაიცინა.
-წადი.
-იმის მერე, რაც მოხდა?-უკვე ხმამაღლა იცინოდა.
-არაფერი მომხდარა, უბდალოდ წადი.-ძალიან გავღიზიანდი.
-კარგი.-მითხრა გამწარებულმა.-როდის მიხვდები რომ გოგო სახმარი ნივთი არ არის?
-წადი!-ხმას მოვუმატე.
  ჩქარა გაიძრო ჩემი "საროჩკა", ჩაიცვა კაბა და სახლიდან გავარდა.
-ჯანდაბა!-ვთქვი ხმამაღლა და გამწარებით.
  ბალიშს ვსტაცე ხელი და მოვისროლე.
-ეს როგორ დავუშვი!-ვღრიალებდი და თმებს გიჟივით ვიჩეჩავდი.
  როგორ მინდა მჯეროდეს რომ ჩემსა და თამოს შორის არაფერი მომხდარა, მაგრამ სამწუხაროდ ყველაფერი ზედმეტად ცხადია. რატომ მაქვს ისეთი გრძნობა, თითქოს უდიდესი შეცდომა დავუშვი?
-ნინა-
  მთელი ღამე გავათენე ლუკაზე ფიქრში. სხვა არაფერი მაღელვებდა. ფანჯრის რაფაზე ვიჯექი, მიკი კალთაში მეწვა და ვუყურებდი გათენებას. ლუკა...რა საყვარელი ღიმილი აქვს...და თან რომ მიყურებს ხოლმე, რაღაცნაირად თავისი თაფლისფერი თვალებით...გასეირნება მომინდა. მიკი ნაზად გადავაწვინე ლოგინზე. იღრუბლებოდა, ამიტოლ ოდნავ თბილი ჟაკეტი შემოვიცვი და გარეთ გავედი.
  მხოლოდ ექვსია დაწყებული. რეფლექსურად წავედი სტადიონისკენ. ლუკას სახლთან ცოტახნით შევჩერდი. უცებ სადარბაზოდან ვიღაც გოგო გამოვიდა. აშლილი სახე. ერთი წამით გავიფიქრე რომ ლუკასთან იყო და გულში საშინელი ტკივილი ვიგრძენი. იქნებ შევცდი, მაგრამ რატომღაც ეს ყველაზე რეალურ ვარიანტად მეჩვენება. სტადიონის გვერდით სკვერში გავედი და საქანელაზე ჩამოვჯექი. დილიდანვე სევდიანი მუსიკა, ამხნევებს უმაღლეს დონეზე. არაფერი მესმოდა, არაფერი მაინტერესებდა. იმედია ის გოგო ლუკასთან არ იყო. 
  რამდენი ხანი გავიდა არ ვიცი, მაგრამ ფიქრებში გართულს გული გამისკდა, როცა ვიღაცამ გამაქანავა. მაშინვე შევბრუნდი. ლუკა იყო, სხვას არც მოველოდი.
-რა გინდა?-ოდნავ "გავღიზიანდი", მაგრამ რეალურად მისი ნახვა გამიხარდა.
-დილიდანვე ეგეთ ხასიათზე როგორ უნდა იყოს ადამიანი, არ მესმის.-გაეცინა.
  უკმაყოფილომ ავათვალიერ-ჩავათვალიერე. ლუკა ჩემს გვერდით საქანელაზე ჩამოჯდა, მკერდზე მომაშტერდა და ჩაეღიმა.
-რა პირდაპირი ხარ.-გამეცინა.
-ვიცი.-თვალებში ჩამხედა.-ლამაზი თვალები გაქვს.-გაეღიმა.
  არაფერი მითქვამს. ჩუმად ვუყურებდი და უნებურად მეღიმებოდა.
-რა გქვია?
-არ გეტყვი-მეთქი.-გამეცინა.
-რა მუღამს უჭერ სახელის დამალვას, არ მესმის.-მასაც გაეცინა.
  აღარაფერი ვუთხარი. ლუკა მიყურებდა, დაჟინებით. სუნთქვა შემეკრა, გულისცემა ყურებში მირტყამდა. ვეღარ გავუძელი და სასწრაფოდ წამოვდექი.
-კარგად.-ვთქვი და წავედი.
  რატომ მწვავს მისი ყოველი გამოხედვა? მისი ყოველი სიტყვა, ხმა...
  სახლში დაბრუნებული პირდაპირ ოთახში ავედი. ყველას ეძინა, მე კი ვიჯექი ფანჯრის რაფაზე, ვეფერებოდი მიკის, ვუყურებდი განთიადს და ვფიქრობდი ლუკაზე.
-ლუკა-
  უკარებას წასვლის მერე ცოტა ხანი დავრჩი და ვფიქრობდი. ღრმა ლურჯი თვალები...ისეთი, მათში დაკარგვა რომ მოგინდება. უცებ თამო გამახსენდა და გულში საშინელმა ტკივილმა გამიარა. მძიმედ ამოვისუნთქე და სახლში ავბრუნდი. ლოგინზე დავეგდე და ჩამეძინა. ტელეფონის ზარმა გამაღვიძა. დედაჩემი.
-ხო, დე.-ნახევრად მეძინა.
-საღამოსთვის გაემზადე. დღეს 7-ზე რესტორანში მივდივართ სავახშმოდ.
-მეზარება. თქვენ წადით.
-არანაირი მეზარება. მოდიხარ და მორჩა.-ყურმილი დამიკიდა.
-აუ, დედა...-ჩავილაპარაკე და ლოგინიდან წამოვდექი.
  სახეზე ცივი წყალი შევისხი და ტანზე გადავივლე. აზრზე მოვედი. მალე ნიკამ დამირეკა და ეზოში ჩავედი, ჩემი საყვარელი კალათბურთის სათამაშოდ.
-ვარჯიშს როდის ვაგრძელებთ?-ნიკამ ბურთი მესროლა.
-სექტემბერში, ტრენერი როცა ჩამოვა.
-აუ, ჩემზე არ ვიცი, მაგრამ შენ რომ არ აგიყვანონ ნაკრებში უახლოეს მომავალში, მე მოვიკლავ თავს.-ნიკამ გაიცინა.
-მაგ მიზანს მივაღწიო და მეტი არაფერი მინდა.-ბურთი კალათაში ჩავაგდე.
  თამაში დავიწყეთ. საერთოდ არ ავიდოდი სახლში, ოჯახური ვახშამი რომ არ გამხსენებოდა.
  ტანზე გადავივლე. თეთრი "საროჩკა" და მუქი ლურჯი ჯინსი ჩავიცვი. დედაჩემმა დამირეკა და ქვევით ჩავედი. მანქანა, გამოწკეპილი მშობლები და "ოფიციალური" ვახშამი.
-ნინა-
  ჩემთვის ვიწექი. შვიდის ნახევრისთვის დედაჩემი შემოვარდა.
-კაბა, მაღალქუსლიანები, მაკიაჟი და 20 წუთში მზად იყავი.-ისე მომაყარა გააზრება ვერ მოვასწარი.
-სად მივდივართ?-გამიკვირდა.
-რესტორანში, სავახშმოდ.
-რა რესტორანში? არაფერი მაქვს ჩასაცმელი.
-ჩემებიდან აარჩიე.
  დედაჩემის ოთახში უკმაყოფილო სახით შევედი და მისი კაბების უზარმაზარი არჩევანიდან ერთი უბრალო, მომჯდარი, უბრეტელო კრემისფერი კაბა მოვირგე. მკერდსქვემოთ წვრილი შავი ქამარი ჰქონდა, ამიტომ ფეხზეც შავი მაღალქუსლიანები ჩავიცვი. თმა გავიშალე და გვერდზე გადმოვიწიე. ძალიან მსუბუქი მაკიაჟი გავიკეთე. ფრანგული სუნამო და მზად ვარ. კიბეებზე დავეშვი.
-რა ლამაზი ხარ, ნინ.-შენიშნა აკაკიმ და გამიღიმა.
-ხო, მადლობა.-ისე უხასიათოდ ჩავილაპარაკე, კიდე რამის თქმის სურვილი გავუქრე.
  წავედით. ლამაზი რესტორანი იყო, მაგრამ შიგნით შევედი თუ არა, ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, თითქოს მოსიარულე ფულის ტომრებს შორის ვიჯექი. გარშემო მიმოვიხედე და თვალში ნაცნობი სახე მომხვდა. ლუკა იყო. ან მომეჩვენა, ან ისიც ჩემ დღეში იყო და საერთოდ არ უნდოდა აქ ჯდომა. მისი მაგიდიდან ვიღაც წარმოსადეგი გარეგნობის მამაკაცი წამოდგა და ჩვენკენ გამოემართა. ალბათ მამამისია.
-ბატონო ალექსანდრე, ქალბატონო ელენე, როგორ ბრძანდებით?-მიესალმა ჩემ მშობლებს.
-კარგად, ბატონო ზურაბ, თავად?
-გმადლობთ, ასევე. თქვენი შვილები არიან?-მე და აკაკის გადმოგვხედა.
-დიახ.
-სასიამოვნოა.-გაგვიღიმა.
-ასევე.-უთხრა აკაკიმ.
-დაგტოვებთ.-წამოვდექი და აივნისკენ წავედი.
-ლუკა-
  როცა მამაჩემი ნაცნობების მაგიდას მიუახლოვდა, თვალი გავაყოლე და ადგილზევე გავშრი. ჩემი უკარებაც იქ იყო. მალევე ადგა და აივნისკენ წავიდა. მეც გავყევი. აივნის კარებთან შევჩერდი და ვუყურებდი მოაჯირს მიყუდებულ ლამაზმანს. გამეღიმა.იმდენად დახვეწილი და სექსუალური იყო, გული ამიჩქარდა. მინდოდა მივსულიყავი და მაგრად ჩავხუტებოდი. რამდენიმე ნაბიჯი გადავდგი წინ. შორს იყურებოდა. ლამაზი ხედით ტკბებოდა. მივუახლოვდი და ნაზად მოვხვიე ხელი მუცელზე, ნიკაპით მხარზე დავეყრდენი და მისი გამაგიჟებელი სურნელი ხარბად შევისუნთქე.
-ნინა-
  მაშინვე შემოვბრუნდი და ხელში ლუკა შემრჩა. იმდენად ახლოს იყო ჩემ სახესთან, მის ცხელ სუნთქვას ვგრძნობდი. პირდაპირ თვალებში მიყურებდა. სუნთქვა შემეკრა. ხელები წელზე ჰქონდა მოხვეული. ცალი ხელით სახიდან თმა გადამიწია. შევკრთი. უფრო ახლოს მოიწია. უჰაერობის გამო პირი ოდნავ გავაღე. მისი ტუჩები ჩემ ტუჩებთან ისე ახლოს იყო, გავხურდი. ცოტაც და...



№1 სტუმარი ბანანასი

აუ რა ბოროტი ხარ ეხლა გაჩერება იქნებოდა am

 


№2  offline აქტიური მკითხველი aanamaria

Auto or kargiaaaaa

 


№3 სტუმარი Kuskusadalmobieru

Au momwons magram es sandro ramxelaa patara bichivit nerviulobs yvelaperze:D

 


№4  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

ეხლა გავრეკავ აქ გაჩერება შეიძლებოდა უხხხხ მალე დადეეე

 


№5  offline წევრი Supreme

ბანანასი
აუ რა ბოროტი ხარ ეხლა გაჩერება იქნებოდა am

ჰეჰეჰ 3:) მიხარია რომკითხულობ^^❤

aanamaria
Auto or kargiaaaaa

მადლობა^^❤

na-na
Vaime exla amis gawyveta iqneboda??? Magaria dzaan

ჰაჰა:დდ მადლობა^^ მიხარია რომკითხულობ^^

Kuskusadalmobieru
Au momwons magram es sandro ramxelaa patara bichivit nerviulobs yvelaperze:D

მადლობა რომკითხულობ^^❤

ანი ანი
ეხლა გავრეკავ აქ გაჩერება შეიძლებოდა უხხხხ მალე დადეეე

ჰაჰაჰა:დდდდ ცოტა ბოროტი ვარ 3:) მადლობარომკითხულობ❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent