შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

პოლიტიკის თეორია [დასასრული]


14-04-2016, 00:06
ავტორი N7
ნანახია 3 613

XVI.
არის მომენტები, როცა გული გეკუმშება იმ გადაწყვეტილებების გამო, რომელიც მიიღე. გეკუმშება და მაინც ვერ აღუდგები რეალობას, რომელიც შენი შექმნილია. არ აქვს მნიშვნელობა, რამხელა დოზით ხარ დამნაშავე, მთავარია, რომ ხარ.
ხელის კანკალით მივაწოდე კოკას მოსაწვევი ბარათებისთვის ტექსტი. ყველაზე მეტად რაც მედარდებოდა, ნუცა იყო. მე ის დავკარგე და დავკარგე ჩემი ადამიანობის უდიდესი ნაწილიც. გრძელმა ენამ უკიდურესობამდე მიმიყვანა და ისე გადამჩეხა, გააზრება ვერ მოვასწარი. ახლა, როგორღაც უნდა მეცადა მასთან დალაპარაკება.
ქორწილის წინა საღამოს, როგორც იქნა, მეყო გამბედაობა და დავურეკე. ღრმად ჩასუნთქული ჰაერი ფილტვებში დავაგუბე. გამორთული ჰქონდა. საკუთარ თავზე გაბრაზებულმა, ტელეფონი მარმარილოს დახლზე იმდენად ძლიერად მივაგდე, დაიტკაცუნა და გაიბზარა. უკანა ნაწილი იყო, მასზე ბევრი არც მიდარდია.
მერე თვალებზე თითები მივიჭირე და დავფიქრდი. რა შემეძლო გამეკეთებინა? იქნებ, აქამდე უნდა მედარდა ნუცაზე, აქამდე უნდა მეზრუნა მის შერიგებაზე? ან კი, ჰქონდა აზრი დარდს? ყველაზე კარგად ვიცნობდი და ვიცოდი, რომ ძალიან პრინციპული ქალი იყო. იმაზე მეტადაც კი, ვიდრე უნდა ყოფილიყო.
– კარგად ხარ? – გავიგე კოკას ხმა.
დედამიწაზე დავბრუნდი. იმდენი ხანი გასულიყო, რაც ასე უძრავად ვიდექი, ხელის ყველა კუნთი ერთიანად დამეჭიმა.
ჩემთან მოვიდა ჟორჟოლიანი და სახეზე თითები ჩამომისვა. თვალებში ჩამაშტერდა, თითქოს რაღაცას ეძებდა მათშიო, და მერე მითხრა:
– ნუ ნერვიულობ, ყველაფერი ათიანზე იქნება!
გამეცინა.
– ხო, იქნება... – იყო დიდი ირონია ჩემს ხმაში.

მთელი ღამე არ მძინებია. უაზროდ ვწრიალებდი საწოლში და ჩემთვის კომფორტულად ვერ ვთავსდებოდი. მაგრამ კომფორტი როდი იყო ჩემი უძილობის მთავარი მიზეზი. მიხვდებით, ალბათ, რაშიცაა საქმე. მე მეშინოდა დილის, რომელიც გათენდებოდა და ღამის, რომელიც დაღამდებოდა. დილის, როცა ჩემი პიროვნება ჩემი იქნებოდა, ხოლო ღამის, როცა სულის სარკის წინ ყველა ღირსება დაკარგული და გაშიშვლებული ლილი იდგმებოდა.
გამთენიისას ჩამეძინა. მთელი ძილი მტანჯავდა კოშმარები, რომლებშიც წინასწარ განიხილებოდა მომავალი დღე. მაჟრიალებდა ჩემ თავზე წინასწარ, რომელსაც ბედნიერ საქორწილო კაბაში გამოწყობილს შევხედავდი; მაშინებდა წინასწარ მამაოს სიტყვები და ჩემი ფიცი; ცეცხლს მიკიდებდა ჩემი სამომავლო ხელმოწერა.
ჩვენს ქორწინებაში ერთადერთი, ვინც ბედნიერი იყო, ეს ნატა გახლდათ. ისე მოსწონდა კოკა და ჩვენი წყვილი, როგორც არავის არასდროს არავინ მოსწონებია. ყველაზე მეტად ნატა უგებდა სასიძოს და სასიძოც მაქსიმალურად ცდილობდა, არ გამოემჟღავნებინა სახე, რომლითაც შეაშინებდა სიდედრს. თუმცა ყველას აქვს სუსტი წერტილი და დედამ რამდენჯერმე დააბიჯა კიდეც ამ წერტილზე, ნახა ჟორჟოლიანის საშიში სახეც, მაგრამ არ შეშინებია, პირიქით მოეშვა. ალბათ, ფიქრობდა, რომ ანგელოზი უსიძდებოდა.
ჯერაც ახლად თენდებოდა, მზის სხივები რომ შემოიჭრნენ ფარდაგაწეულ ოჯახში და ჩამძახეს - ადექიო. არადა, ჯერ ძალიან, ძალიან ადრე იყო. წინა ღამეს კოკა აღარ დარჩა ჩემთან და ეს მგონი პირველი შემთხვევა იყო, ამდენი ხნის შემდეგ. როგორც მული შემპირდა, მოვიდოდა და ყველაფერში დამეხმარებოდა. ჰოდა, მეც მისი იმედით გავიღვიძე. ისევ თეკლასთან თუ გადავაყოლებდი გულს ყველაფერში, თორემ ვიღა მყავდა ახლობელი? მართალია, ვერ გავანდობდი ვერც თეკლას და ვერც ვერავის, ჩემს გულის ნადებს, მაგრამ ჟორჟოლიანი ძალიან თბილი და საყვარელი ქალი იყო, ამიტომ მისი იმედით ვიყავი, თავისუფლად, რომ, სხვა თუ არაფერი, ყალბად მაინც გამაღიმებდა.
სანამ თეკლა მოვიდოდა, ყავა უნდა დამელია, სიგარეტი მომეწოა და ცხელი წყალი შემეგრძნო. ეს ტრიო ჩემი ანტიდეპრესანტები იყვნენ. მხოლოდ მათ შეეძლოთ ცოტა ხნით ჩამოვეშორებინე ამ შხამიან რეალობას.
უნდა გამეხარა იმის გამო, რომ კოკას ცოლი ვხდებოდი. ამ კაცს არაფერი ჰქონდა დასაწუნი, გარდა იმისა, რომ ფიცხი და შეუვალი ხასიათი ჰქონდა. თუმცა ამ ორ საშიშ თვისებას შორის, მაინც იკვეთებოდა სიკეთე, რომელსაც თავისი საოცარი უნარებით, როგორღაც ჩრდილავდა. მაგრამ არ მიხაროდა.
უკვე რამდენჯერ ვაღიარე, რომ კოკა ძალიან, ძალიან, ძალიან მომწონდა, მაგრამ ასე, რომ მისი სიყვარული შემძლებოდა, გადაულახავ ბარიერად მევლინებოდა. მან ხომ ყველაფერი წამართვა... ახლა კი, ჯანდაბა, ვეღარაფერს დამიბრუნებს უკან, თავისი საოცარი მოპყრობით! – ვფიქრობდი ამგვარად, მაგრამ, რამდენადაც მინდოდა ამ თეორიის დაჯერება, იმდენად მიპყრობდა საკუთარი თავის მიმართ ზიზღი და გულის რევის შეგრძნება მიჩნდებოდა.
სიგარეტის ნამწვი დაბლა მოვისროლე და დავინახე, მანქანა სტადიონთან გაეჩერებინა თეკლას. სანამ იმის გადახარშვას მოვახერხებდი, რომ მოვიდა, მანამ გაისმა ზარის ხმა. მჭიდროდ შემოვიჭდე აბრეშუმის ხალათი.
ისე მიღიმოდა კარში ჩამდგარი თეკლა, მეც, მინდოდა თუ არა, გამეღიმა.
– როგორ ხარ, რძალო? – ჩამეხუტა.
– წარმოგიდგენია, ჩემი მული ხდები! – გამეცინა მეც.
– რას წარმოვიდგენდი... – თავი გადაიქნია.
– სამზარეულოში გადი, ყავა დავლიოთ, ჯერ მაინც ადრეა. მოვალ ახლავე.
თეკლა სამზარეულოსკენ დაიძრა, მე კი ჩემს ოთახში გავედი, ტელეფონის ასაღებად. ჯერ ერთი საათი გასულიყო, რაც გავიღვიძე და ტელეფონიც ჩავრთე და უკვე სამჯერ დაერეკა ნატას.
– მშვიდობა გაქვს? – ჩავძახე ტელეფონში, როგორც მიპასუხა და სამზარეულოსკენ წავედი.
– მე არაჩვეულებრივი მშვიდობა მაქვს, ხუთ წუთში მანდ ვარ, – ხმაზე შევატყე იცინოდა და თავი დანანებით გადავიქნიე.
– ხომ გითხარი, თეკლა მეხმარება, შენ შენთვის მოწესრიგდი... – უკმაყოფილება შემომიჩნდა.
ზოგადად, ასე ვიყავი, რაღაცას რომ ვითხოვდი, უნდა შესრულებულიყო. ხომ ვიცოდი, მე მომამზადებდა უმაღლეს დონეზე, მაგრამ თვითონ ვეღარ ჩაეტეოდა დროში და მაშინ მოვიდოდა ჩემ ქორწილში, უკანასკნელ სტუმარს რომ გავისტუმრებდი. ასეთი იყო ნატა, ვერ ვაიძულებდი, რომ შეცვლილიყო, უბრალოდ, დაეთმო ერთ–ერთი. მაინც და მაინც, ორივეს რატომ ეპოტინებოდა?
– ნუ ეჩხუბები დედაშენს, – სიცილით შემომხედა ჟორჟოლიანმა.
– შენ ხო მაინც იცი, როგორ ვერ ვიტან, რომ ვეუბნები არ ქნა და ჯინაზე აკეთებს, – თვალები გადავატრიალე, სიგარეტს მოვუკიდე და ყავას დავხედე. – ორი წუთის წინ დავლიე, თე.
– კაი, მე დავლევ მაგასაც მაშინ, – თავისკენ მიიჩოჩა ფინჯანი.
– მოგკლავს მაგდენი ყავა!
– დაე, მომკლას! მაინც ვეთაყვანები, – იცინოდა. – გოგო, დამამშვიდებელი წამოგიღე. მაინც, დიდი სტრესი იქნება ეს დღე შენთვის და დაგჭირდება.
ხომ ვამბობდი, იცის ამ გოგომ და ვერ დავუკარგავ!

საკუთარმა თავმა შემაშინა, სარკესთან რომ დავდექი, უკვე ოფიციალურად გამოწყობილი. მაკიაჟი, თმა, ყველაფერი ადგილზე იყო და უნაკლოდ გამოიყურებოდა, მაგრამ ეს კაბა... თითქოს ზედმეტი იყო, თითქოს სულს მიხუთავდა და სასწრაფოდ უნდა ჩამომეგლიჯა სხეულიდან. ავკანკალდი. თითქოს ყველა აქამდე მიღებულ გადაწყვეტილებაში ეჭვი შემეპარა. მეტკინა და ვიცოდი, სხვასაც ვატკენდი. კიდევ ერთხელ რომ შემეტოპა, კიდევ ერთი ნაბიჯით წინ, დავიხრჩობოდი და აუცილებლად, აუცილებლად ჩავითრევდი სხვასაც. მე ასეთი ვიყავი, დაუნდობელი ცხოვრებისგან შექმნილი რობოტად.
რაღაც უნდა გამეკეთებინა და ეს ჭუჭყი ჩამომერეცხა სხეულიდან, რადგან უკვე ძალიან მამძიმებდა. აზრი არ ჰქონდა, არაფერს აღარ ჰქონდა აზრი. არც წინ და არც უკან გადადგმულ ნაბიჯებს. რაღაც ახალი უნდა მეცადა, როგორღაც ყოველგვარი ჭუჭყისგან უნდა გავთავისუფლებულიყავი.
მთელი სხეული ამითრთოლდა და ადგილზე მივიყინე, რაც, რაღა თქმა უნდა, არ გამორჩენია თეკლას.
– ლილი, კარგად ხარ? – ექოდ გავრცელდა მისი ხმა ჩემს გონებაში.
თავს ძალა დავატანე და თვალები რამდენჯერმე დავახამხამე. რომ არა თეკლა, ალბათ, გული წამივიდოდა. ნელ–ნელა დამიბრუნდა აღქმის უნარი და სარკეში ჩვენი სილუეტებიც შეიფერა.
– კი, თეკლა, წყალს მომიტან? – შევხედე მუდარით და სავარძელში მოწყვეტით ჩავეშვი.
თითქოს სხეულზეც დიქტატურა დავკარგე. „ღმერთო, რა მემართება?“ – ათასჯერ დავსვი კითხვა, მაგრამ პასუხი არსაიდან იყო, მიუხედავად იმისა, რომ ყველა კუთხეში ვეძებდი, თითოეულ დეტალს გულდასმით ვათვალიერებდი, იქნებ სადმე შემემჩნია და გამეგო... ეს ხომ უნდა გამეკეთებინა, ამის იქით ხომ გზა არ მქონდა?! მე კი ფეხებში ძალა არ გამაჩნდა, რომ ავმდგარიყავი. გონება გულს მოქმედებას აიძულებდა, გულში კი საბოლოოდ დაესადგურებინა სიჩუმეს, სიცივეს, წყვდიადს... გულში სიცივე ვეღარ ეტეოდა თითქოს, მთელ სხეულში გადმოდიოდა და მეტასტაზებივით სწრაფად მედებოდა. მე გავიყინე, დიდი ხნის წინ, მაშინ კი საბოლოოდ აღმოვაჩინე, რომ ყინული ვიყავი; რომ აღარ არსებობდა იქნებ; რომ შეუძლებელი იყო მომავალი აღმომეჩინა. აქ ყველაფერი იკვეთებოდა.

როგორც ხდება ხოლმე, ცოტა განსხვავებულად, პრეზიდენტის შესაფერად, თუმც ტრადიციულად მოვიდნენ მანქანები და წამიყვანეს. ჯერ ჯვარი უნდა დაგვეწერა. ჩემი სადარბაზოდან ფეხის გადგმა და ათობით აპარატის ერთდროული, შეუწყვეტელი ჩხიკინი ერთი იყო. ისედაც ძლივს დაბრუნებულს დედამიწაზე, უარესი დამემართა. შემძულდა თავი. შემძულდა ყველა ის განვლილი გზა, რომელმაც ამ რეალობამდე მომიყვანა.
და უნდა აღვნიშნო, კოკა თვალისმომჭრელად სიმპათიურად გამოიყურებოდა. იმდენად სიმპათიურად,რომ წამით გულმა მუშაობა დაიწყო. თუმცა, ყალბი იყო ყველაფერი. ჩემს გულს მეტად აღარ შეეძლო მუშაობა. მასზე ყველა გარემოება გაბატონებულიყო და კლანჭებში მოქცეულს არჩევანი აღარ ჰქონდა. მან მე მომკლა, ის კი ჩემმა ნაბიჯებმა მოკლეს.
ჯვრისწერის ცერემონია საუკუნობრივი მომეჩვენა. მე არავის ვუსმენდი, მხოლოდ ღმერთს ვკიცხავდი გონებაში... თუ, სადღაც, მართლა არსებობდა, რატომ მტკენდა ასე? რატომ მარგუნა ეს ბედი? განა დავაშავე რამე? როდისმე იმის ნახევარი თუ გამიკეთებია, რასაც სხვა ბედნიერები აკეთებენ?.. ხომ შეიძლება, მეც მქონოდა გულწრფელად გაღიმების საშუალება? ხომ შეიძლება, მეც შემძლებოდა ჩავხუტებოდი კოკას და გაგვეყო ემოციები. ხომ შეიძლება, მისით მესუნთქა და მას ჩემით, მხოლოდ? მაგრამ არა, ჩემმა ბედმა ცხოვრებასთან ხაზი გადაკვეთა და ჩემს არსებაში ღმერთის არსებობის თეორიასაც ხაზი გადაუსვა.
ეს უბრალო ფორმალობა იყო, როგორც სხვა ყველა დანარჩენი, რაც აქამდე ყოფილა ან იქნებოდა.
მერე იყო დიდი რესტორანი, გულწრფელი მოლოცვები, ნაძალადევი ღიმილები და კოკას ცხელი ხელები, ჩემი რეაქციებით აღშფოთებული მიმიკები დროდადრო. და ჩემი ბევრი გაკვირვება იმის შესახებ, თუ რას ელოდა სხვას?
ბოლოს დავიღალე, ყველაფრით დავიღალე და კოკას ვუჩურჩულე, საპირფარეშოში გავალ–მეთქი. ერთი თუ ორი ჭიქა ჰქონდა დალეული და, რასაკვირველია, არაფერი ეტყობოდა სიმთვრალის. მეც შემეძლო უკეთესი მომენტი დამეჭირა, მაგრამ შანსი არ მქონდა, ჰოდა ავდექი და გავედი.
გზაში თავბრუსხვევა ვიგრძენი და ნაბიჯიც ამერია. უკვე აღარ მაკვირვებდა ჩემი არავითარი მდგომარეობა, მხოლოდ მტკიოდა ყველა ტკივილი ერთდროულად. მტკიოდა ისიც, რომ რამდენიმე წუთში სხვასაც ვატკენდი. ცრემლები უნებურად მისველებდნენ სახეს. არ არსებობდა ამაზე კარგი არჩევანი. და მე ამას დიდი ხნის განმავლობაში ვგეგმავდი გონებაში... ეს ასეც უნდა ყოფილიყო. სხვანაირად ვერ იქნებოდა. უბრალოდ, ვერ.
რესტორნის უკანა კარი გავაღე და ჩემს მანქანას გავხედე. მიყვარხარ, ნუცა! ჩავჯექი და დავძარი. უკვე ძალიან გვიანი იყო, ასე რომ შეუმჩნევლად დავტოვე იქაურობა. ხელები მიკანკალებდა, ფეხებიც, ხმაც, რომლითაც ვღრიალებდი. ჩემს მარტოობას ვგლოვობდი, ჩემს მომავალს. მომავალს, რომელიც დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ იყო. ან კი, როგორ შეიძლება მომავალი მეწოდებინა იმისთვის, რაც მე მელოდა?!
სახეზე მომავალი სათითაო ცრემლის წვეთი ნიკაპის მიდამოებში ჩერდებოდა და იქამდე ეკიდებოდა, სანამდეც გარემოებები აიძულებდნენ ყოფნას. რესტორანს კარგად რომ გავცდი, მანქანა გავაჩერე და სინათლეები ჩავრთე. ჩაშავებული სახე წესრიგში მოვიყვანე და კამერა ჩავრთე. რამდენიმე წუთი ვცდილობდი გონებაში დაკარგული აზრების მოპოვებას, ერთად შეკოწიწებას და გადმოცემას, ბოლოს დავიწყე:
– წარმოიდგენდი, ამ ყველაფერს ასეთი დასასრული რომ ექნებოდა? – სიცილი ვერ შევიკავე და ისტერიკულად გადავიხარხარე. – სპექტაკლი დასრულდა. ქვეყნის ისტორიაში ყველაზე დიდი დადგმა, კოკა. მერე რა, რომ მე შენს თვალებში მეტ ბუნებრივობას ვკითხულობდი, ვიდრე სიყალბეს? მაგრამ მერე რა? – ის, რომ ეს მხოლოდ მომენტებში იყო. შენ ცივი იყავი და მე ვერ ავიტანე ცივი მთავარი გმირი. იცი? – პოლიტიკაში ერთი იმარჯვებს, დანარჩენი ყველა დამარცხებულია. შენ ძალიან ადრე მოგივიდა გამარჯვების ზეიმი და ვერც კი შენიშნე, როგორ ჩამოგერთვა გვირგვინი. ეს ხომ პოლიტიკაა და მისი თეორიაც ზუსტად ყურადღებაში მდგომარეობს?! შენი პოლიტიკის თეორია თავადვე გაანადგურე. სამწუხაროა, რადგან, რაღა დაგიმალო, მომწონდა. მხოლოდ, მე რომ არ ვყოფილიყავი მისი ობიექტი... წავედი ახლა მე. შორს მივდვარ და მაპატიე. ცრემლები შენც გეკუთვნის, ნაწილობრივ. რაც არ უნდა იყოს, ხშირად ამომიყვანე ტალახიდან. არც კი მომძებნოთ, არ გაბედოთ... არავის მიგიღებთ და უარესი შედეგი ექნება. გაკოცეთ, – გამეცინა ისევ და კამერა გამოვრთე.
მაშინვე კომპიუტერს მივუერთე კაბელი და ვიდეო პირდაპირ ინტერნეტში გავუშვი.
მერე მოწყვეტით დავძარი მანქანა და ძალიან, ძალიან ბევრი ვიარე.

მარტოობაში დიდი ხანი გავიდა. ცხოვრება რთული იყო... იმაზე რთული, ვიდრე მე მეგონა. მთავარია ფურცლები და კალამი მაქვს ბევრი. მერე შეიძლება მართლა ვიფიქრო დასასრულზე, როცა აღარ მექნება საამისო სიამოვნება, რომ ვწერო...
ხო, სულ დამავიწყდა... რამდენიმე თვის წინ მომაგნეს. დიდი ხანი მოუნდა ჩემს ძებნას, სხვათაშორის, ძალიან გამიკვირდა. იმდენად დიდი ხანი, რომ სახეზე ზოლები გამიჩნენ, ჩემს ქერა თმას კი მეტად მოედო თეთრი. თუმცა ჯერ იმდენად არ ვარ მოხუცი, რომ თვალში ვეცე ვინმეს. კარი რომ გავუღე, ვერ ვიცანი, რაღა დაგიმალოთ. დიდი ხანი ვცდილობდი მის ჯანდაბაში გადასროლას, ჩემი გონებიდან. საბოლოოდ მოვახერხე. და, როცა სულ ეს არის, უნდა მეგემა თავისუფლების სიწმინდე, ის მოვიდა.
ძველ, ხის კარში ჩამდგარი მხოლოდ მანერებით ვიცანი და ისიც დიდი ხნის შემდეგ. მიღიმოდა და მე მის ღიმილში ყველა სხვა დანარჩენზე დიდ ტკივილსა და უბედურებას ვხედავდი. ნუთუ მე ვიყავი მიზეზი? – მტანჯავდნენ კითხვები, რომლებზეც კვლავ არ გამაჩნდა პასუხები.
– ისე წახვედი, ვერ მოვასწარი შენთვის რაღაც მეთქვა, – სუნთქავდა ყოველი სიტყვის ბოლოს და კვლავ ტკივილიანი ღიმილით მიღიმოდა.
სუნთქვა შემეკვრა. კინაღამ წავიქეცი. თუმცა თავს ძალა დავატანე და იქ არ მოვკვდი.
– მიყვარდი, ლილი, და ახლაც მიყვარხარ... – მის თვალებში ზღვა ბობოქრობდა და ვეღარ თოკავდნენ ტალღები, ნაპირს აწყდებოდნენ და ჯებირებს გადმოცელილნი თავისუფალ ტერიტორიაზე მოცოცავდნენ.
მაშინ მე მეორედ მოვკვდი. ან მესამედ. სათვალავი ამერია. ჩემთვის არც ერთი ტკივილი არ ყოფილა სიკვდილის ტოლფასი... არც ერთი, გარდა სულიერი დაშლისა. და მე მაშინ საბოლოოდ დავიშალე, მისი თვალები წყლიანი რომ დავინახე და იმ წყლის შიგნით უფრო დიდი საიდუმლოებით სავსე... საიდუმლოებით, რომელსაც სიყვარული ერქვა. სიყვარული, რომელიც ასეთია. ასეთი, როგორიც მხოლოდ კოკამ იცოდა...
თქვა და წავიდა. ისე დამტოვა, როგორც მე ის მაშინ.
წყეული ღამეები, დღეებად გარდამექცა. ალბათ, მალე თავისუფლებასაც ვეზიარები. ჩემი ცხოვრება ერთი დიდი ნაგავი იყო, ფინიშის ხაზთან მდგომს კი ერთი ფაქტი მტკივა – მე არაფერი შემიქმნია. არც მყვარებია, არც შემიგრძვნია. ყველაფერი დროებითი და, შესაბამისად, გაცვეთილი იყო. მხოლოდ ერთი მასულდგმულებდა... ცხოვრება ისე არ გამლევია, რომ მხოლოდ სხვისი სიძულვილი დამემსახურებინა. სადღაც, ვიღაც, იმ მომენტშიც იცხოვრებს, როცა მე საბოლოოდღა ჩავისუნთქავ ამ ბინძურ ჰაერს.

მაპატიეთ, მაპატიეთ, მაპატიეთ!!!
მიყვარხართ.



№1  offline მოდერი sameone crazy girl

ისეთი დასასრული იყო როგორიც ყველაზე მეტად სეეფერებოდა ალბათ ამ ისტორიას ,ეს რომ საოცრად ბანალურად დაგესრულებინა მართალია მიყვარს ტკბილი ბოლო თავი მაგრამ არ იქნებოდა ისეთი როგორიც უნდა ყოფილიყო . wink love love
ახალ ისტორიას დაველოდებიი love

 


№2  offline წევრი Pepper

გული დამწყდა ამათ ბედნიერებას რომ ვერ მოვესწარი. კოკაზე გული დამწყდა ძალიან. საოცარი ისტორია იყო თუმცა ქალბატონი ლილეს პერსონაჟმა საკმაოდ გამიცრუა იმედები. თავიდანვე უაზროდ აყვა ბრაზს და ყველა და ყველაფერი დაკარგა ბოლოს. არც კოკა იყო საუკეთესო თუმცა ლილის ჯობდა ადამიანობით. ამ ორის უარყოფითი თვისებების მიუხედავად მეგონა რომ რამე გამოუვიდათ.
დასასრული იყო საოცარი.
არ მოველოდი გული დამწყდა თუმცა მაინც ძალიან ვისიამოვნე <3
მშვენიერი ისტორია იყო საოცარი დასასრულით <3
შენ კიდე ძალიან ძალიან მაგარიხარ
იმედია ახალ ისტორიას მალე გვაჩუქებ <3

 


№3  offline წევრი batkuna1

იმედგაცრუება იყო,მაგრამ არა შენ მიმართ,უბრალოდ მე მინდოდა ჰეფი ენდი ძალიან. საერთოდ ძალიან მიჭირს ცხოვრებისეულ დასასრულებთან შეგუება,ზღაპრული ყოველთვის უფრო ტკბილია და მაგიტომ ალბათ. რა ვთქვა? იყო საუკეთესო დასასრული ამ ისტორიისთვის. შენ იყავი საუკეთესო ავტორი ამ ისტორიისთვის,შენი პერსონაჟები იყვნენ საუკეთესოები ამ ისტორიისთვის."პოლიტიკის თეორია",ამ სათაურიდან რატომ ველოდები საერთოდ ბედნიერ ფინალს ახლა რომ ვფიქრობ მართლა ვერ ვხვდები. პოლიტიკა ხომ მართლა ძალიან დაუნდობელი რამეა და შენ იმდენად ფანტასტიკურად წარმოაჩინე ეს ამ ნაწარმოებში,რომ უბრალოდ სიტყვებიც არ მყოფნის... მიხარია,რომ წავიკითხე ეს ნაწარმოები,მიხარია რომ შენ გაგიცანი,როგორც მწერალი,მიხარია,რომ ეს პერსონაჟები და მათი ცხოვრება გავიცანი. უბრალოდ გული მწყდება,რომ ლილიმ ვერ იგემა ბედნიერება,გულით მინდოდა ეს. თუნდაც კოკასთან არა,თუნდაც იმ მარტოობაში,მაგრამ იმსახურებდა,მე მაინც ვთვლი რომ იმსახურებდა... ძალიან მომენატრება ეს ისტორია ამ გვერდზე და ალბათ ხშირად გადავავლებ ხოლმე თვალს. შენ კი რა გითხრა? ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი მწერალი გახდი ამ დროში და იმედი მაქვს მალე დაგვიბრუნდები ახალი და უფრო საოცარი ისტორიით <3

 


№4  offline წევრი N7

ჩემო ტკბილებო, დილით თქვენი თბილი სიტყვები რომ წავიკითხე, ცრემლები ჩამომცვივდა...
საუკეთესოები ხართ თქვენ!
რომ გავიღვიძე, გული ამიჩქარდა, ნეტავ თუ წაიკითხეს, ნეტავ როგორ მოეწონათ-მეთქი. მეგონა მეჩხუბებოდით, მეგონა გაწყენინეთ, მაგრამ თქვენს სითბოა საზღვარი არ აქვს... სიხარულისგან ვარ ყველაზე ბედნიერი.
მიხარია, რომ, ყველაფრის მიუხედავად, ძალიან არ დაგწყვიტეთ გული. დაგიბტუნდებით ძალიან მალე, ოღონდ ვეცდები ჯერ დავწერო, რომ აღარ გალოდინოთ ხოლმე❤❤❤
--------------------
ქოქოსის გოგო.

 


№5  offline მოდერი წითური გოგონა

არ ვიცი
და
არც მინდა ვიცოდე.
როგორც შემოიჭრა ეს ისტორია ჩემში
ისე მინდა წავიდეს...
უბრალოდ
ახლა
დავდუმდები
--------------------
მწვანე ლიმონი

 


№6  offline წევრი N7

წითური გოგონა
არ ვიცი
და
არც მინდა ვიცოდე.
როგორც შემოიჭრა ეს ისტორია ჩემში
ისე მინდა წავიდეს...
უბრალოდ
ახლა
დავდუმდები

დუმილი ყოველთვის არაა საუკეთესო გზა.. თუმცა, შენ უკეთ იცი..
--------------------
ქოქოსის გოგო.

 


№7  offline წევრი მარრიამმა

არ ვიცი. ამ გოგომყველაფერი დაკარგა და... ნუ, არ ვიცი :) უკეთEსს ველოდი. თუნდაც არა ჰეფი ენდს, მაგრამ...

 


№8  offline მოდერი Eleniko13

ვერ წარმოიდგენ,
როგორ მიმისაკუთრა ამ ისტორიამ,
თუმცა,
ერთი ვიცი,
რომ პოლიტიკის თეორია
არ გამოუვიდა ლილის,
რომ ისე არ გამოვიდა,
როგორც თვითონ უნდოდა
და ბოლო სიტყვა
ხომ მაინც კოკას
დარჩა.
ბოლო სიტყვა ხომ
მაიმც
კოკასი იყო...

ამას არ ერქვა დასასრული.
ეს დასაწყისი იყო,
რაღაც ახლის,
ცუდის.
ან იქნებ კარგის.
მაგრამ მარიამ,
სასტიკი ყოფილა პოლიტიკა.
ლილის პერსონაჟი იყო...
როგორ გითხრა,
იისფერი იყო.
ყველა გაგებით.
კოკა ლურჯია,
მუქი,
მუქი ლურჯია კოკა
და მე ის
შენი ნაწერებიდან
ყველა პერსონაჟზე მეტად მიყვარს.
--------------------
ლილიტის ქალიშვილი.

 


№9  offline წევრი N7

მარრიამმა
არ ვიცი. ამ გოგომყველაფერი დაკარგა და... ნუ, არ ვიცი :) უკეთEსს ველოდი. თუნდაც არა ჰეფი ენდს, მაგრამ...

მაპატიე, რომ იმედები გაგიცრუე.. გულწრფელად ბოდიშიი..

Eleniko13
ვერ წარმოიდგენ,
როგორ მიმისაკუთრა ამ ისტორიამ,
თუმცა,
ერთი ვიცი,
რომ პოლიტიკის თეორია
არ გამოუვიდა ლილის,
რომ ისე არ გამოვიდა,
როგორც თვითონ უნდოდა
და ბოლო სიტყვა
ხომ მაინც კოკას
დარჩა.
ბოლო სიტყვა ხომ
მაიმც
კოკასი იყო...

ამას არ ერქვა დასასრული.
ეს დასაწყისი იყო,
რაღაც ახლის,
ცუდის.
ან იქნებ კარგის.
მაგრამ მარიამ,
სასტიკი ყოფილა პოლიტიკა.
ლილის პერსონაჟი იყო...
როგორ გითხრა,
იისფერი იყო.
ყველა გაგებით.
კოკა ლურჯია,
მუქი,
მუქი ლურჯია კოკა
და მე ის
შენი ნაწერებიდან
ყველა პერსონაჟზე მეტად მიყვარს.

კოკა ჩემთვისაც განსაკუთრებულია. ალბათ, ამის გავლენა იყო, ბოლოში მაინც რომ არ დავკარგე...
არც კი ვიცი..
მიყვარხარ, ელენიკო.
--------------------
ქოქოსის გოგო.

 


№10  offline წევრი teddy))

Bolo momentze ametira kidec koka rom movida... Sadgac echvi iyo rom asec ikneboda, kokas eyvareboda an ertad iknebodnen... Ar vici kargad rom damtavrebuliyo ra reaqcia ikneboda, magram axla sulac ar vtvli rom cudat moikeci. Ki dzalian gamixardeboda ertad rom yofiliyvnen, arvici ase jobda tu ise, magram me dasasruli dzalian momewona! Metkina kokas ase tanjva da wyliani tvalebi da sabolood lilic dzalian daitanja... Yochag mariam! :*

 


№11  offline წევრი N7

teddy))
Bolo momentze ametira kidec koka rom movida... Sadgac echvi iyo rom asec ikneboda, kokas eyvareboda an ertad iknebodnen... Ar vici kargad rom damtavrebuliyo ra reaqcia ikneboda, magram axla sulac ar vtvli rom cudat moikeci. Ki dzalian gamixardeboda ertad rom yofiliyvnen, arvici ase jobda tu ise, magram me dasasruli dzalian momewona! Metkina kokas ase tanjva da wyliani tvalebi da sabolood lilic dzalian daitanja... Yochag mariam! :*

დიდი მადლობა, ჩემო ტკბილო!
მიხარია, რომ მოგეწონა love
--------------------
ქოქოსის გოგო.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent