ჩემი-ანი (1)
*** სადღაც ბარში იჯდა მეგობრებთან ერთად და დროს ატარებდა ჭორაობაში, როდესაც მის თვალი გაშტერდა ბარში შემოსულ ბიჭზე. დიდხანს უყურებდა ბიჭს. იქამდე, სანამ ბიჭმაც არ დაიჭირა მისი მზერა და მკაფიოდ არ გაუღიმა. რა ღიმილი ჰქონდა?! სასწაული. მერე მოულოდნელად მასთან აღმოჩნდა და ასევე, მოულოდნელად მის მკლავებში აჰყვა მშვიდ მელოდიას. სასწაული სურნელი ასდიოდა ბიჭს. მისი საყვარელი ჰუგო ბოსის სუნამო ესხა. კარგად აკვირდებოდა მის ნაკვთებს. სწორი ცხვირი, თაფლისფერი თვალები, თხელი ტუჩები და საოცრად სერიოზული მზერა. მერე ისევ მოულოდნელად ბიჭი მისკენ დაიხარა და ის ის იყო, რომ უნდა ეკოცნა რომ რეალობაში დაბრუნდა. -ანუკა, გაახილე თვალები რა..! -აუ, რა გინდა გიორგი?-ძილბურანში მყოფმა უპასუხა ძმას. -რა მინდა კი არა რო დააუთოვე ჩემი თეთრი პერანგი სად წაიღე? -აუ, არ გაცვია? -ხო, მაგრამ არ მინდა ეს. მნიშვნელოვანი შეხვედრაა და ამ უბრალო პერანგით ვერ წავალ! -ნახე კარგად კარადაშია! -კაი, ტო. ადე რა! გთხოვ, თუ გიყვარვარ და ერთ სურვილს შეგისრულებ მომიძებნე..! -ყოვლად აუტანელი ბიჭი ხარ, გიორგი!-ჯუჯღუნით წამოდგა ანუკა და ძმის ოთახისკენ წავიდა. როგორც ვარაუდობდა ის პერანგი, რომელსაც გიორგი ეძებდა მისივე კარადაში ეკიდა. -ბრმა ხარ ჩვეულებრივი!-გაბრაზდა ანუკა და საკიდზე დაკიდებული პერანგი ხელებში მიაჩეჩა. გაბრაზებული და ნახევრად მძინარე დაუბრუნა თავის ფუმფულა ლოგინს და საბანში გაეხვა. ის ის იყო, რომ უნდა დაეძინა ისევ გიორგი დაახტა თავზე. -შემომხედე რა, რომელი პიჯაკი ჩავიცვა?-მობეზრებულმა გამოხედა ანუკამ და თითით შავი პიჯაკისკენ მიუთითა. -დედა და მამა წავიდნენ სამსახურში, მეც გვიან დავბრუნდები და დღეს ჩემი თანამშრომლები ამოვლენ და შენებურად მიდი რა, გთხოვ.-უთხრა გიორგიმ, აკოცა და ოთახიდან გავიდა. ეცადა ანუკა დაძინებას. ხან მარჯვნივ გადატრიალდა, ხანაც-მარცხნივ,ხან ზურგზე დაწვა, ხანაც-გულაღმა, მაგრამ არ გამოუვიდა და ადგა. სახლი მის განკარგულებაში იყო მთელი დღე და შეეძლო როცა მოუნდებოდა მაშინ დაეძინა. -მაშო, რას აკეთებ?-დაურეკა საყვარელ მეგობარს და სიგარეტს მოუკიდა. -ვა, ანიჩკა ამ დილაუთენია რატო გღვიძავს? -შენი აზრით? -ჩემი აზრით, სოფო სახლში არ იყო და შენმა ძმამ გაგაღვიძა, ხო ეგრეა? -ას პროცენტიანი ხარ, საყვარელო! რას აკეთებ მითხარი ერთი. -ახლა მოვედი სახლში, ვირბინე და უნდა გადავივლო. პირდაპირ მითხარი რა გინდა,-გაეცინა მაშოს. -გამო რა ჩემთან. მთელი დღე მარტო ვარ და თან საღამოს გიორგის თანამშრომლები მოდიან და რა იცი იქნებ ბედი გაგეხსნას,-გაეხუმრა მეგობარს ანუკა. -მე? შენ რო ხარ დამჭკნარი ვარდივით შენ თავზე გეფიქრა და მერე ჩემზე,-არ ჩამორჩა დაქალი. -კაი, ხო. არც ვიცი ვინ მოდის და მიდი გამო რა. მეზარება მთელი დღე მარტო ყოფნა. -კაი, დამაცადე და მალე მოვცუნცულდები,-უთხრა მაშომ და ტელეფონი გაუთიშა. არ გასულა 1 საათი და ორი დაქალი სამზარეულოს აქტიურად კვამლავდნენ. -კიდე არ იცის გიორგიმ? -რა უნდა იცოდეს? -რო ეწევი რა,-უთხრა მაშომ და ღრმა ნაფაზი დაარტყა. -არა, გაგიჟდი? გადამაგდებს 3-ე სართულიდან!-შეიცხადა ანუკამ. -კაი, რა.. დიდი-დიდი მოიტეხო ორივე ხელი და ორივე ფეხი, ცოტა ტვინის შერყევაც შეიძლება გქონდეს და ეგაა.. -მადლობა, ნამდვილი დაქალი ხარ,-გაეცინა ანუკას. -ისე, რაღაც მოშვებული მეჩვენები და მგონი ხორცები ჩამოგეწელა, არა? -შენ მგონი ძაან გადაეშვი ამ ფიტნესებში,ხო? -ჯანსაღი ცხოვრების წესს მივსდევ! -ჰო, ძაან სიჯანსაღე გიჭირავს ხელში,-გაეცინა ანუკას და აივნის კარები ფართოდ გამოაღო, რომ სიგარეტის სუნი გასულიყო. -ისე, აზრზე ხარ? 23 წლის დაობებული დაქალები ვართ და ერთმანეთს ვუყურებთ ჯერ კიდევ,-გაეცინა მაშოს. -შენ რატო? ჩემს ძმას ხო უყურებ,-უთხრა ანუკამ სიცილით და ხახვის დაჭრა დაიწყო. -აუ, რას გადამაყოლე ეს წარსული?-გაუბრაზდა მაშო ანუკას. -აუ, მაშიკო იცი რა სიზმარი ვნახე? ვიღაც ბიჭი დამესიზმრა. მაღალი, სიმპათიური, თაფლისფერი თვალები ჰქონდა, სწორი ცხვირი, ზომიერი ტუჩები და აი, საოცარ ვიდზე იყო! ხოდა, გამომიცეკვა და იმენა ვნება მორეულივით ვიყავი და დაიხარა ჩემკენ. იმენა, ვგრძობდი ყველაფერს, როგორ მომხვია ხელები ცეკვისას.. -ვაიმე, რო დაიხარა მერე? მოხდა მოსახდენი?-დაინტერესებულმა იკითხა მაშომ. -რა მოხდა, გიორგი დამჩხაოდა თავზე და გამაღვიძა. მაგრამ შენ თავს ვფიცავარ, იმენა ძაან მაგრად მახსოვს იმ ბიჭის სახე.. რაც გავიღვიძე მაგ ბიჭზე ვფიქრობ. თან ძალიან მაგრა ხო მეცნობა, თან ვერც ვიხსენებ ვინ შეიძლება იყოს.. -ვაიმე, ანუკა ლაკირბაია როგორც იქნა წიგნებისა და გაცვლითი პროგრამების გარდა, სულიერი პიროვნება ნახე სიზმარში და იმენა, ძეგლი უნდა დავუდგა მაგ ბიჭს რა..!-გაეცინა მაშოს და კარტოფილის გათლა დაიწყო. ბევრი იფუსფუსეს გოგოებმა. პერიოდულად გიორგი რეკავდა და კითხულობდა ანუკას რას შვრებითო და კმაყოფილი ეუბნებოდა გოგოებს კომპლიმენტებს. ბოლო დარეკვაზე კი უთხრა, რომ 8-სთვის მივიდოდნენ და იქნებ სუფრაც გაეშალათ. -აუ, რა ბედოვლათი ბიჭია! მოსამსახურედ დავუდგები არ უნდა?-შეიცხადა მაშომ. -ხარ და ეგაა, მაშიკო. -დავიჯერო, ასეთი პერსპექტიული იურისტი გოგონა მოსამსახურედ უნდა ვემუშავო დაქალის ძმას? ნურას უკაცრავად! -ვერ მიართვი? -დიახაც! ტოჟე მნე ეხლა გიორგის მოსამსახურე მაშიკო,-გაიცინა მაშომ და უნდოდა თუ არა მაინც დაიწყო სუფრის გაშლა ანუკასთან ერთად. როგორც აღმოჩნდა ანუკას მშობლები რესტორანში წავიდნენ დაბადების დღეზე და გიორგიმაც ამითი ისარგებლა და თანამშრომლები სახლში მოიპატიჟა. -შემოდით..ანუკაა!-დაიყვირა გიორგიმ და სახლში შეიპატიჟა თავისი მეგობრები. -მოვდივარ!-გამოსძხა ანუკამ სამზარეულოდან და მაშოსთან ერთად გავიდა მისაღებისკენ. -გაიცანით, ეს ჩემი საყვარელი და არის ანუკა. ანუკა, გაიცანი ესენი არიან ჩემი თანამშრომლები ბაჩო, ლაშა, ნიკა, ლიზა და თეკო. -ძალიან სასიამოვნოა,-უთხრა ანუკამ და ყველას სათითაოდ ჩამოართვა ხელი. მაშომ წარბი ასწია და ჩაახველა. -ხო, მართლა ეს არის ჩემი ანუკას უახლოესი მეგობარი მაშო,-უთხრა გიორგიმ და გააცნო მაშოს მეგობრები და დაამატა,-და ჩემი შეყვარებული. -ჰოჰ! ყოფილი გიუნა, ყო-ფი-ლი,-უთხრა მაშომ და აწითლებულმა დაუბღვირა გიორგის. -შემოდით რა, სუფრა გაშლილია და სამსახურიდან მოსულები იმედია, უარს არ იტყვით კერძების დაგემოვნებაზე,-თქვა ანუკამ და გაშლილი სუფრისკენ გაუძღვა სტუმრებს. -ცოტა ხანს დაველოდოთ რა..-თქვა გიორგიმ. -კიდევ ვინმე მოდის? -კი, ანუკა. ჩვენი ახალი უფროსია. 2 თვეა დანიშნეს. მაგარი კაი ბიჭია და აი, წუთი-წუთზე მოვა,-უთხრა გიორგიმ და ტელეფონზე დაურეკა,-სად ხარ? ჰო.. აი, მანდ მარჯვნივ და პირველი სადარბაზო, მესამე სართული მარჯვენა მხარეს.-გიორგი გავიდა და მისაღებ ოთახში შემოუძღვა დაგვიანებულ უფროსს. -ვსო, კაკიც აქ არის. ახლა ყველანი ვართ და დავსხედით!-დაიძახა გიორგიმ და სუფრისაკენ ანიშნა,-მაშიკო, სად არის ანუკა? -სამზარეულოშია თეფშის მოსატანად გავიდა,-უთხრა მაშომ და თავისი გამომცხვარი პიცა გადმოიღო. ანუკა ოთახში შემოვიდა თუ არა მაშინვე ადგილზე გაშეშდა და ხელიდან გაუვარდა თეფში, რომელიც სტუმარისთვის მოჰქონდა. გაშეშებული იდგა და უყურებდა დაგვიანებულ „უფროსს“. -ანუკა, რა გჭირს?-წამოდგა ფეხზე გიორგი და დასთან მივიდა,-რამე ხო არ გაიჭერი? -არა, გიო არაფერი. ახლავე ავალაგებ და მეც შემოგიერთდებით.. მაშ, გამომყევი რა..-უთხრა მაშოს ანუკამ, რომელიც უკვე მეორე ნაჭერ პიცაზე გადასულიყო. ჯუჯღუნით ადგა ფეხზე მაშო და ანუკას გაჰყვა სამზარეულში. -რა ჯანდაბა დაგემართა? -ის არის შენ თავს ვფიცავარ!-ჩუმად უთხრა ანუკამ. -ვინ ის?-დაიბნა მაშო. -სიზმრის ბიჭი მაშო, სიზმრის! გაოცებული ვარ,-ძლივს აღმოხდა ანუკას და სკამზე ჩამოჯდა. -გაოცებული კი არა შოკში ვარ, გოგო! ღადაობ? -აბა, შემომედე ერთი სახეზე მეღადავება რამე? -აუ, არ არსებობს! ვანგასი რამე ხარ?-გაოცებულმა ჰკითხა მაშომ და წყალი მოსვა. -ვანგა კი არა. მართლა სასწაულია.. დღეს სიზმარში ვნახე უცხო ადამიანი და საღამოს ეს უცხო ადამიანი ზის სახლში ჩემთან!-გაფითრებულიყო ანუკა და ერთიანად ამოვარდნოდა გული. ზუსტად ისეთი იყო კაკი, როგორიც სიზმარში ნახა. ზუსტად ის ტანსაცმელი ეცვა და ისევ ისე გამოიყურებოდა, როგორც სიზმარში იყო. არ არსებობდა! ვერ იჯერებდა, რომ რაღაც ზებუნებრივი ხდებოდა.. -უკაცრავად, ხელების დაბანა მინდა და ხომ ვერ მეტყვით?-გოგოებმა მაშინვე თავები მიატრიალეს კარებისკენ, სადაც ანუკას „სიზმრის ბიჭი“ იყურებოდა. -მარჯვნივ... თქვენგან პირდაპირ და ხელმარჯვნივ რომ კარია იქ არის..-ამოილუღლუღა ანუკამ. -თქვენ ალბათ გიორგის და ხო? -კი.. გიორგის და. თქვენ? -მე გიორგის თანამშრომელი, კაკი ნიჟარაძე,-გაეცნო კაკი ანუკას. -მე ანუკა.. გიორგის და ანუკა,-უთხრა ანუკამ, რომელიც ძლივს აბამდა სიტყვებს ერთმანეთს. -მიხარია ანუკა შენი გაცნობა, ბევრი მსმენია შენზე. ახლა კი დაგტოვებთ ცოტახანს,-უთხრა კაკიმ და თავის დაკვრით მოშორდა გოგოებს. მაშომ და ანუკამ ერთმანეთს გაოცებულებმა გადახედეს. -აუ, რანაირი ჯელტმენია პროსტა!-დაიჩურჩულა მაშომ, რომელიც კინაღამ დადნა იქვე,-აი, რანაირი ხმის ტემბრი აქვს, როგორი ლაპარაკის მანერა! შოკია ანუკ, შოკი..! -არა, მაში მეშინია უკვე დაძინების, დღევანდელივით არ ამიხდეს..!-თქვა ანერვიულებულმა ანუკამ და ახალი თეფში გადმოიღო კარადიდან. -ვაიმე, შვილო ნეტა გეშველოს და ეგრე აგიხდეს ყველა სიზმარი! ასეთი ჯელტმენური სიზმრები თუ დაგესიზმრება ერთი ჩემკენ რომ გამოუშვა გგონია უარს გეტყვი?-უთხრა მაშომ და თვალი ჩაუკრა. -ენა გოგო! შენ მე რძლად მიდნიხარ და რა ჯელტმენებს ითხოვ!-გაეცინა ანუკას. -შენი უაზრო ძმა შენთვის შეინახე..! რძალი, რძალი.. არ გადამაყოლა რამდენიმე თვე გავლა-გამოვლას თავის უსაქციელო ძმასთან?-ჩაიფრუტუნა მაშომ და მისაღებისკენ კურტუმოს ქნევით გავიდა. საკმაოდ კარგი თანამშრომლები ჰყავდა გიორგის. ცოტა-ცოტას წრუპავდნენ გოგოები, ბევრს იცინოდნენ და ჰყვებოდნენ სახალისო ისტორიებს. კაკიც მათ შორის არ ყოფილა გამონაკლისი და დანარჩენებთან ერთად იცინოდა და ატარებდა დროს. ანუკა ხანდახან გააპარებდა ხოლმე კაკისკენ თვალს, რომ დარწმუნებულიყო ნამდვილად ის ნახა თუ არა სიზმარში. ყოველ გახედვაზე კი ეს ეჭვი კარგავდა ეჭვის საფუძველს და რწმუნდებოდა, რომ თავისი სიზმრის ბიჭი ნამდვილად წინ არა, მაგრამ წინ და გვერდით ეჯდა. -ანუკ, ჩვენ რო ვიცით ის მინდა რა..-ჩასჩურჩულა მაშომ ანუკას. -ვის უმალავ შენ კიდე?! -ვისაც შენ. -რო გკითხონ არ მინდა რძლობაო,-გაეცინა ანუკას,-მიდი, მერე მე გავალ. იქეთ გადი აივანზე სამზარეულოსი არ გამოვა ზუსტად ვიცი,-უთხრა და მაშოც მაშინვე ფეხზე წამოდგა. გიორგის ისეთი გართული იყო საუბარში, რომ არც შეუმჩნევია მაშოს იქ არყოფნა. მალე მაშოც დაბრუნდა და ახლა ანუკა გავიდა. ფრთხილად გააღო აივნის კარები და კუთხეში დადგა. მოუკიდა სიგარეტს და იგრძნო, რამხელა სიამოვნება ჰქონდა ნასვამზე ერთ ნაფაზსაც კი! აივნის მოაჯირს დაერყრდნო და შეათვალიერა განათებული სახლები. -მოწევა აკრძალულია!-გაიგონა ნაცნობი და უკვე საყვარელი ხავერდოვანი ხმა და ადგილზევე შეხტა. -მადლობა მაშოს. კარგად დამმალა,-ჩაიფრუტუნა ანუკამ და თვალი აარიდა მასზე მიშტერებულ კაკის. კაკი რამდენიმე ნაბიჯით მიუახლოვდა და თვითონაც გაუკიდა სიგარეტს. -მოწევა აკრძალულია!-უთხრა ანუკამ და გაუღიმა. -ვიცი! -ეგრე მეც ვიცი! -მე მხოლოდ ნასვამზე ვეწევი..! -მეც..! -იტყუები.. -რატომ გგონია? -იმიტომ მგონია, რომ რამდენი ბაჩო ან ლაშა სიგარეტს ამოიღებდნენ ან თუნდაც გოგოები ისე უყურებდი და იმხელა სურვილი იკითხებოდა შენს თვალებში, რომ ეს მხოლოდ ნასვამზე მსიამოვნებს თემა არაა,-უთხრა კაკიმ და ჩაიცინა,-თან გეტყობა, რომ ერთ ჭიქიანი ხარ და არამგონია, ხშირ-ხშირად ეტანებოდე ალკოჰოლს. -ოჰ! ასე მალე მოახერხეთ ჩემი შესწავლა?-გაეცინა ანუკას. -დიახ, ქალატონო. მაქვს პატივი, რომ კარგად გამეცანით. -მოდი, ნუ ეწევი შენც! აკრძალულია მაინც,-უთხრა ანუკამ და მეორე ღერი ამოიღო. -რაც აკრძალულია ისე ყველაზე სასურველია. -და ყოველთვის ხდება აკრძალული ნებადართულად? -სანამ აკრძალულია მაშინ აქვს თავისი ხიბლი. ყველაფერს და ყველას.. -საინტერესო მოსაზრება გაქვს აკრძალვებთან დაკავშირებით. ჩემთვის კი რაც აკრძალულია ყოველთვის სასურველი არ არის. ეს უბრალოდ ალბათ მიჩვევაშია გადასული.. -ჰო, მიჩვევა ცუდია და გადაჩვევა უარესი..-გაეცინა კაკის და სიგარეტის ნამწვავი აივნიდან ისროლა. -გაუფრთხილდი დედამიწას!-უთხრა ანუკამ და მოაჯირის გვერდზე მდგარი საფერფლისკენ ანიშნა. -გაუფრთხილდი დედამიწას და გაუფრთხილდი იმ ანგელოზებს, რომლებიც დედამიწაზე თუნდაც თბილისის ერთ-ერთი უბნის კორპუსის აივნებზე დგანან,-უპასუხა კაკიმ და შეხედა ანუკას თვალებში, რომელსაც ან დაბნეულობისგან ან ნასვამობისგან თვალები გაურბოდა და სახე აწითლებოდა. -წამოდი ანუკა, შევიდეთ. ჰაერი აშკარად ცუდად მოქმედებს შენზე.!-უთხრა კაკიმ და ხელი ხელზე მოჰკიდა ანუკას. ზუსტად ის შეხება, ის ემოცია, ის გრძნობა მოვიდა ანუკასთან რაც წინა ღამის სიზმარში იყო..! ზუსტად იმ ენდორფინებმა დაიწყეს გამოფრქვევა, რომელიც სიზმარში სხეულს ვეღარ იტევდა.. -კარგად ხარ?-ჰკითხა კაკიმ და შეხედა ერთიანად აცახცახებულ ანუკას. -კი.. კი.. შევიდეთ..-უთხრა ანუკამ და პირველი შევიდა მისაღები ოთახისკენ. *** და ზოგჯერ, როდესაც გჯერა საკუთარი თავის და გჯერა შენი სურვილების ასრულების მაშინ ყველაზე შორი და მიუწვდომელი როგორი აკრძალულიც არ უნდა იყოს აუცილებლად გახდება შენი.! *** გამარჯობა!:) იმედია მოგეწონებათ..!:) დიდი მადლობა ყველას, წინა ისტორიის შეფასებებმა ძალიან გამახარა და გამაბედნიერა! მადლობა თქვენ ასეთი კარგები რომ ხართ! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.