შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ქაოსი. #4


14-04-2016, 05:01
ავტორი ჯია
ნანახია 4 200

სახლის კარებთან ოდნავ შევყოვნდი, ღრმად ჩავისუნთქე და ამოვისუნთქე, მოჩვენებითი ღიმილი ავიკარი სახეზე და დავაკაკუნე.
-სად ხარ, ქალბატონო, ამდენ ხანს? -სანდრომ გამიღო და სახლში შემატარა.
-ცოტა გავისეირნე. -გავუღიმე ბიჭს და გადავკოცნე. -ნინაც მოვიდა? -ვკითხე და სამზარეულოსკენ წავედი.
-კი, მაგრამ ეგ და ლისა მოსაწვევების საყიდლად გავიდნენ. წესით მალე უნდა მოვიდნენ უკვე.
-რა გჭირს? -მკითხა გიო, როგორც კი დამინახა.
-არაფერი, რა უნდა მჭირდეს? -გავიკვირვე მე.
-ანერვიულებული სახე გაქვს.
-დილით ადრე რომ გამაღვიძეთ, ბატონო გიორგი, ახლა ვიგრძენი ძილის ნაკლებობა. -ვიცრუე დამაჯერებლად. -შევალ მე ცოტას წავიძინებ და ერთ საათში გამაღვიძეთ კარგი?
ოთახში გამოვედი, გამოვიცვალე და შევწექი. არ მეძინება, მაგრამ ასე უფრო დავმშვიდდები, ცოტახანი მინდა და ხასიათზეც მოვალ. კარები გაიღო და ოთახში გიო შემოვიდა.
-ხომ იცი, რომ ვერ მომატყუებ? -მითხრა და ზურგიდან მომეკრო.
-რას გატყუებ? -მისკენ შევბრუნდი და საბანი გადავაფარე.
-მომიყევი, რა მოხდა.
-არაფერი ისევ ის თემა, მაგრამ მოვაგვარე.. აღარ შემაწუხებს მამაჩემი.
-დარწმუნებული ხარ?
-კი. ჩამეხუტე ახლა და ცოტახანში მოვიხოდები. ხო იცი ჩემი ხასიათის ამბავი? -გავუღიმე და კისერში ვაკოცე.
გიოს ჩაეცინა და ხელები მაგრად მომხვია.
მართლაც ჩამეძინა, მაგრამ გოგოების ქოთქოთმა გამაღვიძა. იმხელა ხმაზე ლაპარაკობდნენ და ისე კისკისებდნენ ოთახშიც შემოაღწია ხმამ. გიოს ისე ტკბილად ეძინა, არ გავაღვიძე და ჩუმად გავიპარე.
-რა გაღრიალებთ, ხალხნო? -გავედი ბუზღუნით და თვალები მოვისრისე.
-შეგვეშინდა ძილში არ გაგუდულიყავით და სიცოცხლე გადაგირჩინეთ. -დამეჭყანა ნინა.
-კარგით რა, ცოდოა გიო აცადეთ ცოტახანი კიდე. ხმადაბლა ვილაპარაკოთ.
-იქნება ცოდო, გენაცვალე, რა ღამეებიც მაგას აქვს. -საწყლად თქვა დათამ და ყველას გაგვეცინა.
-იყიდეთ მოსაწვევები? -გავხედე გოგოებს.
-კი და ერთი სული მაქვს როდის წავალთ. -ღრმად ჩაისუნთქა ლისამ.
-რაღა დარჩა, 2 საათი. -ტელეფონის საათს დავხედე და ყავის მოსადუღებლად ავდექი.
-ჩვენ გავალთ, მოსაწევს ვიჩალიჩებთ და მოვალთ. -წამიდგნენ დათა და სანდრო.
-ფრთხილად იყავით. -გავაფრთხილეთ ბიჭები და გავაცილეთ.
-თქვენც ხომ დალევთ ყავას? -ვკითხე გოგონებს და ადუღებული წყალი გამოვრთე.
-კი.. გიოს გაღვიძებამდე მოგვიყევი რა გითხრა ლევანიმ.
-ის საქმე ქორწინების გარეშეც მოუგვარებიათ. -დავიწყე მე, თან ყავიან ჭიქებში წყალი ჩავასხი.
-აბა რატომ გითვალთვალებს? -გაუკვირდა ნინას.
-შეუყვარდიო, თან ვერ იტანს უარს, რომ ეუბნებიანო. მოკლედ, ამომიჩემა რა. -მხრები ავიჩეჩე და ყავა მოვსვი.
-დაიღლება ამ უაზრო თვალთვალით და შეგეშვება. -ხელი უდარდელად აიქნია ლისამ და სიგარეტს მოუკიდა.
-მეც მომიკიდე რა. -თხოვა ლისამ.
-ეგრე მარტივად რომ იყოს.. მემუქრება, შენს მეგობრებს არ გავახარებო.
-ფეხები ვერ მოგვჭამოს. -წელში გაომართა ნინა.
-პირველად მეც ეგ გავიფიქრე, მაგრამ მერე ცოტა არ იყოს შემეშინდა. თქვენ რომ რამე დაგიშავოთ, ჩემს თავს არასოდეს ვაპატიებ. -ნერვიულად ჩავრგე თავი ხელებში, მერე ისევ გავსწორდი, ფეხს ვაცანცარებდი, ვერაფრით გავაჩერე.
-ვაიმე, კირა! გამომართვი სიგარეტი, ცოტას დაგაწყნარებს. -სიგარეტის კოლოფუ გამომიცურა ლისამ, მეც ხელის კანკალით ამოვაძვრე და მოვუკიდე.
-ტყუილად ნერვიულობ, არაფერიც არ მოხდება. -მაწყნარევდნენ გოგოები.
-იმედია, მაგრამ ასე ხელდაკრეფილიც ვერ ვიჯდები.
-აბა რას აპირებ?
-არ ვიცი რამეს მოვიფიქრებ. - ღრმა ნაპასი დავარტყი და შევეცადე ფეხი მაინც გამეჩერებინა.
-გოგოებო, რომელიმემ ყავა მომიდუღეთ, გთხოვთ. -ძილისგან დასიებული თვალებით გამოვიდა გიო. ჩემთან მოვიდა ამაგდო სკამიდან, დაჯდა და კალთაში ჩამისვა.
-პირდაპირ გეთქვა ლისა ან ნინაო. -გაეცინა ლისას და ყავის გასაკეთებლად ადგა.
-მიხვედრილი გოგონები ხართ თქვენ, არ გჭირდებათ დაკონკრეტება. -გაეცინა გიოსაც.- ბიჭები სად არიან?
-მოსაწევს ჩალიჩობენ. ჩვენ არ დავიწყოთ მომზადება? -ვკითხე გიოს და ცხვირი ცხვირზე გავუხახუნე.
-ჯერ რომელი საათია?
-რა ჯერ, თერთმეტი საათია უკვე. -უთხრა ნინამ.
-ხუმრობთ, ამდენი ხანი მეძინა? -გაოცდა გიო. -აი, დავლევ ყავას და მოვწესრიგდეთ.
-კარგი. ბიჭებიც მოვლენ მერე და გავიდეთ ეგრევე.

პირველისთვის უკვე კლუბში ვიყავოთ. ექსტაზის აბები შეუმჩნევლად დავლიეთ, წ....ბი მოვიმარაგეთ და ჩვენი ადგილისკენ დავიძარით მეორე სართულზე.
მოლოდინის პერიოდი თან მიყვარს, თან ვერ ვიტან. ერთი სული რომ გაქვს, როდის გაგიხსნის. თვალები დავხუჭე და მუსიკის რითმს ავყევი.. ელექტრონული მუსიკა - ყველაზე დიდი განტვირთვაა ჩემთვის. ამ დროს რეალურ სამყაროს ვწყდები და სადღაც გალაქტიკაში დავფრინავ. დღეს ძალიან მაგარი ღამე გველის წინ! Chapeleiro ყავთ ჩამოყვანილი და სამი საათის მერე უკრავს. დაუვიწყარი ემოციები იქნება.
სადღაც ნახევარ საათში ცივმა ჟრუანტელმა დამიარა, ნელ-ნელა ვმსუბუქდები. ვგრძნობ, როგორ მიხსნის. გიო უკნიდან ჩამეხუტა და კისერში მაკოცა, ალბათ მასაც გაეხსნა. თვალებს არ ვახელ, შავ სათვალეში ისედაც არაფერი ჩანს. კიდევ უფრო ავმსუბუქდი, ბედნიერებას მოზღვავებულად ვგრძნობ. მუსიკა უფრო და უფრო შემოდის ჩემში.
-მიყვარხარ. -გიომ ყურში ჩამჩურჩულა. ამ დროს ათმაგად სასიამოვნოა ეს ყველაფერი. სიყვარული, სითბო, სიკეთე, ბედნიერება.
ხელებს მაღლა ვწევ და გიოს თავე ვეფერები. ძვლები თითქოს რეზინასავით მიხდება და უფრო მსუბუქად ვმოძრაობ.
-კევი ხომ არ გინდათ? -გავიგონე სანდროს ხმა. თვალები გავახილე, გავუღიმე და უარის ნიშნად თავი დავუქნიე. მანაც გამიღიმა და მე და გიოს ერთად მოგვეხვია.
-ძალიან მაგრად მიყვარხართ!! -ხელები მთელი ძალით მოგვიჭირა, ჩვენც იგივე გავიმწორეთ.
ათმაგად არა, ასმაგად გამიმძაფრდა ყველა გრძნობა და ემოცია. ბედნიერი ვარ, ყველაზე ბედნიერი. და ვიცი, რომ ჩემი ყველაზე ახლო ადამიანებიც ჩემსავით მაგრად გრძნობენ თავს. მაგრად არა, ძალიან ძალიან მაგრად. სათვალე ავიწიე და ჩემ ქვემოთ მოცეკვავე ხალხს გადავხედე. უცებ დიდი ტალღა წამოვიდა და ყველა გადაფარა, გემმაც რომ გამოცურა, მივხვდი, რომ სადღაც სხვაგან გავყავდი და სათვალე ჩამოვიწიე.
-ჰალუცინაციები მაქვს. -შევბრუნდი გიოსკენ.
-არ დაიგრუზო!
-არა, პირიქით მისწორდება. -გავუღიმე და ხელები ჩავკიდე. -გოგოებს ვნახავ და მოვალ. -გავაფრთხილე და გოგოებისკენ წავედი, ჩვენ უკან ცეკვავდნენ.
ლისა და ნინა ორივე ჩემკენ მოვქაჩე და მაგრად ჩავეხუტე.
-თქვენ გარეშე არც ერთი წამი არ მინდა.
ისინის მაგრად მეხვეოდნენ.
-ვაიმე, როგორ მიყვარხართ. -დაიყვირა ლისამ.
-წყალი დამალევინეთ, გთხოვთ. -შევევედრე გოგოებს და ნინამ ბოთლი გამომიწოდა. ისეთი მონდომებით დავლიე და ისრ გამისწორდა, თითქოს უდაბნოში ვხეტიალებდი სამი დღე.
-ლუდები მოვიტანე. -დათას ხმა გავიგონეთ და მისკენ შევტრიალდით. ლუდები დაგვირიგა და ცეკვა განვაგრძეთ.
სამი საათიც შეუმჩნებლად მოახლობდა და Chapeleiro_მ დაიწყო დაკვრა. კიდევ უფრო მძაფრად ვგრძნობდი თითოეულ ბითს, ყოველ წუთს მიძლიერდებოდა სიხარული, სიყვარული და ბედნიერება. სულ ასე მინდა ვიყო, სულ სულ.. მაგრამ სამწუხაროდ ეს ბედნიერება დილით მთავრდება, თუ არ გადააბი და after_ი არ მოაწყვე.
ჩვენ, რა თქმა უნდა, მოვაწყვეთ ჩემთან. ბიჭებმა ბევრი მოსაწევი გააძვრეს, ცოტა MDMA_ც და დილის ათ საათზე სახლში მისულებმა ცოტ-ცოტა ყველაფერი დავამატეთ, ჩავრთეთ მუსიკა და ისევ ავცეკვდით. ყველაზე მაგარი ეგ არის, რომ მთელი ღამე და დღე დაუღლელად ცეკვავ. საერთოდ არ იცი დაღლა რა არის. მოკლედ, ძალიან მაგრად გავერთეთ. ღამის თორმეტისთვის დავიშალეთ, მე და გიომ ვნებიანი სექსით დავაგვირგვინეთ და შემდეგ უტკბილესად დავიძინეთ.

ერთი კვირის განმავლობაში საინტერესო არაფერი მომხდარა. ყოველ დღე უამრავ გასაუბრებაზე მივდიოდი, მაგრამ უშედეგოდ. საბოლოო ჯამში, ყველა უარს მეუბნებოდა სამსახურზე, თითქოს მთელი სამყარო ჩემ წინააღმდეგ იყო. ამ შავ მანქანას კიდევ ისე შევეჩვიე, მგონია, რომ ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია და აღარც კი ვიმჩნევ.
ბავშვები ყოველ საღამოს ვიკრიბებოდით ხან ჩემთან, ხან ლისასთან და ხან დათასთან. გიო კი სულ ჩემთან რჩებოდა.
ერთხელ ისე მოხდა, რომ არავის ეცალა და მხოლოდ მე და გიო ვიყავით ჩემთან.
-რა სიწყნარეა, არა? -მითხრა გიომ და დივანზე ჩემ გვერდით დაჯდა.
-ნინას და სანდროს სიცილი ან დათას და ლისას კამათი რომ არ მესმის, თავს რაღაცნაირად უხერხულად ვგრძნობ. -ორივეს გაგვეცინა, მაგრამ გიოს ტელეფონის ხმამ შეგვაწყვეტინა.
-გიო, სად ხარ? -სანდრო ურეკავდა.
-კირასთან. რა გჭირს? რა ანერვიულებული ხმა გაქვს?
-დათა დაიჭირეს, სასწრაფოდ განყოფილებაში მოდით.



№1 სტუმარი ემი

აჰაა, დაიწყო უკვე ....

 


№2 სტუმარი m

kargiamevaseba esistoriara

 


№3  offline წევრი ფორთოხალი

ოღონდ "ზდევით" ისეთი რამე იყო, სწორი ვარიანტიც კი ვერ მოვიფიქრე.გაასწორე ძალიან გთხოვ. კაი რამეა, ძააააან საკაიფო და ესეთი წვრილ-წვირილი რამეები არ უნდა აფუჭებდეს, ცოდოა.

 


№4  offline მოდერი ჯია

ფორთოხალი
ოღონდ "ზდევით" ისეთი რამე იყო, სწორი ვარიანტიც კი ვერ მოვიფიქრე.გაასწორე ძალიან გთხოვ. კაი რამეა, ძააააან საკაიფო და ესეთი წვრილ-წვირილი რამეები არ უნდა აფუჭებდეს, ცოდოა.


ჰაჰჰააა, გავასწორე :დდ
მადლობა ძალიან დიდიიი ❤️❤️❤️

 


№5  offline მოდერი Eleniko13

ასწორებს ამის კითხვა.
ოღონდ კაიფის დროს სიყვარული არ ორმაგდება ხოლმე,
პირიქით,
ყველაფერი კარგავს მნიშვნელობას და
რავი რა,
მერე მაგრად გეძინება.

როგორ მომწონს მოთხრობა,
შენ ხო აზრზე არ ხარ.
თან ეს ინტრიგა ...
ვერ მოვითმინე და მაინც წავიკითხე ოთხივე ერთად.
გიო კაი ტიპია,
უბრალოდ მთლად ნუ გადაყვება კირას,
თორემ...
მეც ვიცი და შენც,
კირა რომ პოხუისტია.
ან ვცდები,
რა ვიცი...

რა ჟარგონულად ავლაპარაკდი,
ღმერთო ჩემო :დდ
ველოდები მომდევნოს.
--------------------
ლილიტის ქალიშვილი.

 


№6  offline მოდერი ჯია

Eleniko13
ასწორებს ამის კითხვა.
ოღონდ კაიფის დროს სიყვარული არ ორმაგდება ხოლმე,
პირიქით,
ყველაფერი კარგავს მნიშვნელობას და
რავი რა,
მერე მაგრად გეძინება.

როგორ მომწონს მოთხრობა,
შენ ხო აზრზე არ ხარ.
თან ეს ინტრიგა ...
ვერ მოვითმინე და მაინც წავიკითხე ოთხივე ერთად.
გიო კაი ტიპია,
უბრალოდ მთლად ნუ გადაყვება კირას,
თორემ...
მეც ვიცი და შენც,
კირა რომ პოხუისტია.
ან ვცდები,
რა ვიცი...

რა ჟარგონულად ავლაპარაკდი,
ღმერთო ჩემო :დდ
ველოდები მომდევნოს.


ძაან მიხარია, რომ მოგწონს და მადლობა, რომ კითხულობ :***

ექსის და MDMA_ს დროს კი არ ორმაგდება სიყვარული, ამაგდება დამიჯერე :))) სიტყვაზე მენდე :დდ

კი, კირა ძაან პოხუისტკაა, მაგრამ მეგობრებზე რაღაც დოზით მაინც ნერვიულობს, გიოც უყვარს როგორც ადამიანი.
პ.ს. ამ ისტორიას რომ კითხულობ, რთულია ჟარგონებით არ ილაპარაკო :დდ

 


№7  offline მოდერი Eleniko13

ჯია
Eleniko13
ასწორებს ამის კითხვა.
ოღონდ კაიფის დროს სიყვარული არ ორმაგდება ხოლმე,
პირიქით,
ყველაფერი კარგავს მნიშვნელობას და
რავი რა,
მერე მაგრად გეძინება.

როგორ მომწონს მოთხრობა,
შენ ხო აზრზე არ ხარ.
თან ეს ინტრიგა ...
ვერ მოვითმინე და მაინც წავიკითხე ოთხივე ერთად.
გიო კაი ტიპია,
უბრალოდ მთლად ნუ გადაყვება კირას,
თორემ...
მეც ვიცი და შენც,
კირა რომ პოხუისტია.
ან ვცდები,
რა ვიცი...

რა ჟარგონულად ავლაპარაკდი,
ღმერთო ჩემო :დდ
ველოდები მომდევნოს.


ძაან მიხარია, რომ მოგწონს და მადლობა, რომ კითხულობ :***

ექსის და MDMA_ს დროს კი არ ორმაგდება სიყვარული, ამაგდება დამიჯერე :))) სიტყვაზე მენდე :დდ

კი, კირა ძაან პოხუისტკაა, მაგრამ მეგობრებზე რაღაც დოზით მაინც ნერვიულობს, გიოც უყვარს როგორც ადამიანი.
პ.ს. ამ ისტორიას რომ კითხულობ, რთულია ჟარგონებით არ ილაპარაკო :დდ


:დდ გენდობი, ალბათ ყველაზე სხვადასხვანაირად მოქმედებს :დდ ან რავიცი აბა...
ხო, რთულია, თან ძალიან. თუმცა ამ ისტორიას ჭირდება ჟარგონებიც, პოხუისტებიც, წამლებზე დამოკიდებულებიც...
ჰო, ისე, კირაჩკას ნეტა ჰალუცინატორები განასინჯი აქვს??
--------------------
ლილიტის ქალიშვილი.

 


№8  offline მოდერი ჯია

Eleniko13
ჯია
Eleniko13
ასწორებს ამის კითხვა.
ოღონდ კაიფის დროს სიყვარული არ ორმაგდება ხოლმე,
პირიქით,
ყველაფერი კარგავს მნიშვნელობას და
რავი რა,
მერე მაგრად გეძინება.

როგორ მომწონს მოთხრობა,
შენ ხო აზრზე არ ხარ.
თან ეს ინტრიგა ...
ვერ მოვითმინე და მაინც წავიკითხე ოთხივე ერთად.
გიო კაი ტიპია,
უბრალოდ მთლად ნუ გადაყვება კირას,
თორემ...
მეც ვიცი და შენც,
კირა რომ პოხუისტია.
ან ვცდები,
რა ვიცი...

რა ჟარგონულად ავლაპარაკდი,
ღმერთო ჩემო :დდ
ველოდები მომდევნოს.


ძაან მიხარია, რომ მოგწონს და მადლობა, რომ კითხულობ :***

ექსის და MDMA_ს დროს კი არ ორმაგდება სიყვარული, ამაგდება დამიჯერე :))) სიტყვაზე მენდე :დდ

კი, კირა ძაან პოხუისტკაა, მაგრამ მეგობრებზე რაღაც დოზით მაინც ნერვიულობს, გიოც უყვარს როგორც ადამიანი.
პ.ს. ამ ისტორიას რომ კითხულობ, რთულია ჟარგონებით არ ილაპარაკო :დდ


:დდ გენდობი, ალბათ ყველაზე სხვადასხვანაირად მოქმედებს :დდ ან რავიცი აბა...
ხო, რთულია, თან ძალიან. თუმცა ამ ისტორიას ჭირდება ჟარგონებიც, პოხუისტებიც, წამლებზე დამოკიდებულებიც...
ჰო, ისე, კირაჩკას ნეტა ჰალუცინატორები განასინჯი აქვს??


ევასება დრაგები და უეჭველი ექნებაა :დდ

 


№9 სტუმარი ემი

გელოდებოდით....

 


№10  offline მოდერი ჯია

ემი
გელოდებოდით....


ხვალ დავდებ, დაბადების დღეზე მივდივარ დღეს და ვერ ვახერხებ დაწერას :( მაპატიეთ :*

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent