დაუმორჩილებელი მეძავი (2 თავი)
ამ ქალს,როგორც ყური მოვკარი ლუიზა ერქვა.მალევე გამიყვანა სადღაც დიდ ოთახში,რომელიც სავსე იყო ვულგარულათ ჩაცმული ქალებით. -ნონა,ეს ახალია,რამე შესაფერისი მოუძებნე-გასძახა მაკიაჟის კეთებით გართულ გოგოს -აქ იმუშავებს? -ჯერ არა,მიდის,მაგრამ დაბრუნდება-ცინიკურათ ჩაილაპარაკა და ოთახიდან გავიდა -აბა,გოგონა რა გქვია?-კითხვა დამისვა,ფუნჯს ხელი უხეშად გაუშვა და ფეხზე წამოდგა -ნინა-ძლივს გასაგონათ ამოვიჩურჩულე და თავი დავხარე,არ მინდოდა მისი უსიამოვნო მზერისთვის თვალი გამესწორებინა -ნინა,ნინა,მოგიძებნი რამეს-თქვა,უკან მიბრუნდა კარადასთან და ტანსაცმელების ქექვას მოჰყვა,ჯერ მინი შავი ბოლოკაბა აიღო-არა,ეს არ გამოდგება,პირველი შეხვედრისას თავი უნდა დაამახსოვრო,ეგეთ კაცებს დომინანტობა უყვართ,ამიტომ ცოტა დახურული შევარჩიოთ რამე-თავისთვის ლაპარაკობდა და ისევ განაგრძობდა ძებნას,მე კიდევ მობუზული ვიდექი ერთ ადგილაშ და მხოლოდ მას შევყურებდი. ყოველთვის მანიტერესებდა ისეთი რა გაჭირვება დაადგათ თავს,რომ მეძავებათ იქცნენ? ან იქნებ,ნებით სულაც არ მოსულან აქ და ნონაც ჩემსავით იძულებითაა? დავიჯერო ოჯახი არ ჰყავს?ნათესავები,მეგობრები,ნუთუ ჩემსავით უპატრონოები ხვდებიან მხოლოდ აქ? ყოველთვის მეშინოდა ასეთი ქალების,მეგონა ამას ნებაყოფლობით,ყოველგვარი ძალდატანების გარეშე აკეთებდნენ,მაგრამ ახლა აზრი შემეცვალა.მივხვდი,რომ ყოველთვის ისე არაა,როგორც ეს ერთი შეხედვით სჩანს. ახლა კი,მეც ასეთად მიპირებდნენ ქცევას.განა შემეძლო კი წინააღმდეგობის გაწევა?განა ამ ყველაფრის შეჩერებას მოვახერხებდი? მე ხომ მხოლოდ ერთი უიღბლო,უპატრონო გოგო ვარ,დაუცველი და მორჩილი,რომელმაც არც კი იცოდა,ცხოვრების ამგვარი დაუნდობლობის ამბავი. -აი,მგონი ეს გამოდგება-ხელებში ააფრიალა წითელი მოკლე კაბა,რომლესაც ........... ვაღიარებ,რომ სადა და ელეგანტური იყო,მეგონა ლიფით და ტრუსით გამიშვებდნენ,მაგრამ ამაშიც შევდი,ცოტა გამიმართლა,მხოლოდ ახლა. მერე კი როცა იქ მივალ,ბოლომდე ვიბრძოლებ. * * * * * * დილას თავის ტკივლმა გააღვიძა სანდრო.ნელა წამოიწია საწოლიდან და საფეთქლები მოისრისა,შემდეგ თმა აიჩეჩა და ხელის გული სახეძე მოისვა.ნელ-ნელა გონს მოდიოდა.“ამდენი არ უნდა დამელია“ გაიფიქრა და სააბაზანოში გავიდა. ჯაკუზის ავსებას არ დალოდებია,ისე ძალიან ეზარებოდა ყველაფერი,ნახევრად ავსებულ წყალში ჩაწვა და სიამოვნების გმინვა აღმოხდა.ესიამოვნა გავარვარებული წყლის შეხება დაბუჟებულ და გაქვავებულ სხეულზე.სიამოვნებას მიეცა და ცოტა ხნით რეალურ სამყაროს სრულიად გამოეთიშა. კიდევ დიდხან განაგრძობდა ნებივრობას ტელეფონის ზარს,რომ არ დაერღვია მისთვის მყუდროება.იქვე ედო,ხელი პირსახოცზე გაიმშრალა და ტელეფონი აიღო,გაუხარდა დათოს ზარი,სასიამოვნო ამბის მოლოდინში მხიარულათ ჩასძახა ტელეფონს -გისმენ დათო -უკვე გაიღვიძე ბიჭო? კარგი ამბავი მაქვს შენთვის, გუშინ შევიარე კლუბში და დავავალე გოგო მოემზადებინათ,დღეს საღამოს მძღოლი ამოიყვანს -ძალიან კარგი,მაშინ მზარეულს და დამლაგებელს აღარ დავურეკავ ჯერ-ჯერობით,მძღოლს უთახრი საჭმელები ამომიტანოს -მოვაგვარებ,შენ არ იდარდო,ლევანისგან რა ისმის? -ახალი არაფერი უთქვამს,ისევ ეძებენ-ძარღვებდაბერილმა ჩაილაპარაკა და სახე დაემანჭა -კარგი,გავუვლი დღეს,დავხედავ სხვებსაც რას შვრებიან,შენ გაერთე -აბა ჰე დავით. მობილური გათიშა.მისმა ზარმა გაახარა,საავადმყოფოს გამო ქალს არ გაჰკარებია,მოენატრა ვნება და ალერსი,რა ქნა აბა,ახალგაზრდა მამაკაცია ისე ხომ არ დაჯდება? ცხოვრებაში არასდროს ჰყავრებია,ხანდახან,ყმაწვილობისას მოუნდებოდა ხოლმე შეყვარებოდა ვინმე,მაგრამ მის გულსა და გუმანს ვერავინ უგებდა.რამოდენიმე გოგო ყოლია,მხოლოდ ხანგრძლივი პერიოდით,ისიც 2-3 თვეს თუ გასტანდა,მერე კი ისევ ახლის ძიებაში გართულს სულ აღარ ახსოვდა მივიწყებული თავგადასავლები. მისთვის ცხოვრება გართობაც იყო,ოჯახიც,მაგრამ სიყვარულისთვის არასდროს უცხოვრია.არ ჯეროდა ამ გრძნობის და რა ექნა? ხანდახან ეკითხებოდა კიდეც თავს,ნეტავ მართლა არსებობს? როგორია? აინტერესებდა,ძალიან აინტერესებდა და ეშინოდა კიდეც,არ უნდოდა ამ ქვეყნიდან ისე წასულიყო,რომ ეს ამოუცნობი სულის მდგომარეობა არ განეცადა. ახლა კი,სულმოუთქმელად ელოდება საღამოს დადგომას,ცნობისმოყვარეობა ჰკლავს და აინტერესებს,როგორია გოგო? ქერა? შავგვრემანი? ან იქნებ რიჟა? * * * * * * ნინა წითური იყო,რიჟა კი არა! ნამდვილი წითელი თმები ჰქონდა,მუქი წყვდიადის მსგავსად ელვარე და მიმზივდელი,როგორც ანგელოზი.არ იცოდა ვინ იყო,საიდან,ამიტომ არც ის იცოდა ვის ჰგავდა დედას თუ მამას.აინტერესებდა ვისი იყო,ღია თაფლისფერი თვალები,რომელიც ყოველთვის მოწონებას იმსახურებდა და ნაზი,თლილი თითები.სიმაღლეც არ ჰქონდა ურიგო,მაღალი და ჩამოსხმული იყო,ლამაზი და კოხტა,როგორც ბებო ეუბნებოდა,ხოლმე. ახლა კი,ეს ნაქები სილამაზე ამ საქმისთვი უნდა შეეწირა? ამ ცხოველებისთვის? ხელიდან ხელში უნდა გადასულიყო და სათითაოდ აეხადათ ნამუსი,სათითაოდ უნდა ამოეგლიჯათ სული.ამის გაფიქრებაზე შეაჟრძოლა,ცრემლიც ჩამოუგორდა მარჯვენა თვალიდა შეუმჩნევლად. -მოდი გოგო აქ-ხელით მიუთითა ნონამ,ისიც უყოყმანოთ მივიდა და მის წინ დადგა-ჯერ წადი იბანავე,ყველაფერი მოიწესრიგე და შემდეგ მოგხედავ. სააბაზანოში დიდხანს გავჩერდი,არ მინდოდა დრო დამეჩქარებინა ამიტომ ყველანაირათ ვწელავდი.ხალათით გამოვედი და ნონაც იქვე დამხვდა -ახლა თმებს გაგიკეთებ,მერე მაკიაჟს და ბოლოს კაბასაც ჩაიცვამ,ლუიზამ მითხრა,რომ მძღოლი მოგაკითხავს და წაგიყვანს დანიშნულების ადგილას,ალბათ ძალიან მდიდარია და გირჩებ კარგათ იმუშაო თმები გამიშრო,შემდეგ დამიხვია და ზემოთ ამიწია,მაკიაჟიც არ გაუკეთებია ძალიან გამომწვევი,უბრალოთ წითელი მუქი ღვინისფერი პომადა წამისვა და თვალები გამოკვეთა,შემდეგ ის წითელი ლამაზი კაბა მოვირგე,მკლავებზე გადასული და ზურგამოღებული,მოკლე და ვიწრო.მართალია გამიჭირდა ჩაჩმა თან უხერხულად ვგრძნობდი თავს,არ ვიყავი ასეთ ტანსაცმელს მიჩვეული. ხელში შავი პატარა ჩანთა დამაჭერინა,შიგ პომადა და რუმიანა ჩადო -ესენი დაგჭირდება ფეხზე,მაღალქუსლიანი შავი ფეხსაცმელი მომარგო და სარკის წინ დამაყენა -ღმერთო,ამას მეც კი არ ველოდი-გაფართოებული თვალებით მიყურებდა მთლიანობაში,უკვე გამზადებულს და გაოცებას ვერ მალავდა-ულამაზესი ხარ. ჩემ თავს შევხედე,მეც გავოცდი,ასე მეგონა ჟურნალის გარეკანზე მყოფ მოდელს ან ტელევიზორში,რომელიმე ტელესახეს ვუყურებდი.არ მეგონა თავის მოვლას და სხვანაირად ჩაცმას ამდენი თუ შეეძლო,თავიდან თითქოს მესიამოვნა კიდეც ცვლილებები,მაგრამ მერე გამახსენდა ამ ყველაფრის მიზანი და მოვიღუშე.არ მინდოდა ჩემი ქალწულობა ასეთი ფორმით ჩამებარებინა პირისთვის,ვინც ამაში ფულს იხდის. მე ხომ სიყვარულზე,ოჯახზე და ქმარზე ვოცნებობდი.რომელსაც მთელი ცხოვრება ვეყვარებოდი. ახლა კი ეს ოცნებები,გეგმები თავზე ჩამომეშალა,კოშკები დაინგრა,მე აღარ ვიყავი ის ნინა, შემცვალეს. *** საღამოც მოვიდა,გულის საგულეში აღარ ეტეოდა.ავფორიაქდი,შემეშინდა.ოთახში ვიჯექი და უაზროდ ვფიქრობდი კარი ლუიზამ,რომ შემომიღო -გამოდი,მოგაკითხეს უკვე ნელა წამოვდექი და გასასვლელისკენ დავიძარი,გზათ კლუბი გავიარე და უამრავი ხალხი,ზოგმა ზიზღით შემომხედა,ზოგმაც კი ანთებული,ვნებით სავსე თვალებით. ნაბიჯს ავუქარე და მალე გავედით გარეთმლუიზამ მანქანაში ჩამსვა,მძღოლს კონვერტი გამოართვა და უკან წავიდა.მე კი ჩუმათ ვიჯექი და გზას გავყურებდი. როგორი სუსტი ვყოფილვა,შეწინააღმდეგების თავიც კი არ მაქვს,რომ გავძალიანდა,გავჯიუტდე ან თუნდაც გავიქცე. ნუთუ უნდა დავნებდე? არა ნინა,უბრძოლველად ვერ დანებდები,შენი საყვარელი ბებოს ხათრით და მამუკას ჯინაზე არ უნდა დანებდე,არ უნდა შეეგუო უსამართლობას. ხო,ხო,უნდა ვეცადო,რომ როგორმე გავიქცე და დავიმალო,იქნებ ვეღარც მიპოვონ,ან არც დამიწყონ ძებნა,ვინ იცის? არც იმ გაზულუქებულ ფულიან კაცს მივცემ უფლებას მომეკაროს,ვინ იცის ბაბუის ტოლაა,გულსაც კი მირევს ამის გაფიქრებას. არ ვიცი რამ,მაგრამ ძალა მომეცა,თითქოს იმედიც. მანქანა დიდმკერძო სახლთან გაჩერდა,მივხვდი,რომ ქალაქგარეთ ვიყავი,მძღოლმა მანქანა ეზოში შეიყვანა,კარებთან და გააჩერა -შეგიძლიათ გადაბრძანდეთ ნელა გადმოვედი, და მორიდებული ნაბიჯებით გავემართე სახლისკენ,მანქანა იმ წამსვე წავიდა. კართან მივედი და ზარი დავრეკე,ჯერ ერთხელ,ორჯერ და მესამეტაც ვაპირებდი თითის მიჭერას ხმა,რომ მომესმა და კარი გაიღო -მოვდივარ,მოვდივარ.... გამიკვირდა,ჩემს წინ სასიამოვნო გარეგნობის ახალგაძრდა იდგა.ვაღიარებ,გავოცდი კიდეც,ისეთი სიმპატიური იყო,რომ წამით გონება გამეთიშა და მივაშტერდი -შემოხვალ თუ მანდ გირჩევნია?-სიცილით მკითხა და მთლიანად ამათვალიერა მე უხმოთ შევედი დიდ ჰოლში,კარი დაკეტა და ჩემსკენ შემობრუნდა -მე სანდრო ვარ,წამოდი ჯერ დავლიოთ-წელზე ხელი შემომხვია და ოთახისკენ გამიძღვა.შემაჟრჟოლა,თითქოს მესიამოვნა კიდეც,არ ველოდი ამბის ასეთ შემობრუნებას. რა გჭირს ნინა,ნუ გამოშტერდი! ჩემი თავი შევაგულიანე და გავყევი სახლი ლამაზი იყო,შუქი მხოლოდ ბჟუტავად ანათებდა,რომანტიკული გარემო იყო შექმნილი,მისაღებში შევედით და იქვე სავარძელზე დავსხედით -შენ რა გქვია ლამაზო?-მკითხა და სასმელი ჭიქებში ჩამოასხა -ნინაჩუმათ ვთვქი და ჩანთა გვერძე გადავდე -რა იყო,რა მორიდებულათ ლაპარაკობ-გულიანად გაეცინა და სასმელი გამომიწოდა -მე...არ ვსვამ...-ამოვიბლუყუნე და დაბნეული მივაჩერდი -კარგი რა ჩიტო,რა ქალიშვილი გოგოსავით იქცევი-ისევ აეცინა და სასმელი მაინც მომაჩეჩა-ჩვენ გაგვიმარჯოს-სადღეგრძელო შესვა და სასმელი გადაჰკრა.მეუხერხულა და მეც მოვსვი,გულ-მუცელი სულ ჩამიწყვა და ლამის ხველა ამიტყდა,სახე დამანჭულმა დავდგი ჭიქა მაგიდაზე -მოგეწონა?-ღიმილით მკითხა და უფრო ახლოს მოიწია-მითხარი მოგეწონა?-ისევ გამიმეორა და თვალებში ჩამხედა -კი-ჩუმათ ვუთხარი,არ მეგონა ასე მალე თუ მოქმედებდა სასმელი,ალბათ ძვირადღირებულიც იყო -მე კი ძალიან,ძალიან მომწონს შენი ტუჩები-მითხრა და უცებ მაკოცა მოწყვეტით,შემდეგ წამოდგა-ახლავე მოვალ-მითხრა და მეორე ოთახში გავიდა კოცნა! მხოლოდ ეს მიტრიალებდა გონებაში,ჩემი პირველი კოცნა,ისეთი სასიამოვნო და მოულოდნელი იყო გონება გამეთიშა,სანთელივით ჩამოვიღვენთე და შემაჟრჟოლა. ბრძოლა,თავდადებულობა,გაქცევა,გეგმა..... მოიცა,რომელი გეგმა? დამავიწყა,ყველაფერი დამავიწყა.... პ.ს. ძალიან მაინტერესებს თქვენი აზრი,მოგწონთ??? |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.