შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

"მე შემიყვარდა გოგონა კრემისფერი შარფით„ (გიჟი რომანტიკოსი)


14-04-2016, 15:19
ნანახია 1 994

***
-ვაიმე რომელი საათიაა.. -დენდარტყმული წამოოვვარდი ფეხზე როდესაც საათს შევხედე -ვაუმე ჯნდაბა როგორ მაგვიანდება -შუბლზე ხელი მძიმედ ვიტკიცე , რადგან მასწავლებელთან ზუსტად 30 წთ-ით დავაგვიანე , საწოლზე მძიმედ დავენარცხე. თვალები კვლავ მივალულე საშინლად მეძინებოდა -რამოხდა ცოტა კიდევ რომ დავიძინო? -გამომცდელად ვკითხე საკუთარ თავს. ის ის იყო უკვე უნდა ჩამძინებოდა რომ ჩემმა მეორე მემ შიგნიდან გამომძახა -მარიაამ სასწრაფოდ ფეხზე ადექუი, რადროს ძილია, გაგვიანდებაა!! ისედაც ძალიან დააგვიანე უკვე, -შინაგანი ხმა სასტიკად მიყვიროდა -ხოო კარგი კარგი -მობეზრებულად წამოვიძახე -სასწრაფოდ ავდექი , სააბაზანოში შევედი წყალი სასწრაფოდ გადავივლე ახლა კი მეტდ რთული საქმე მქონდა მოსაგვარებელი ტანსაცმელი უნდა შემერჩია.. დიდიხანი ვიციქრე რა ჩამეცვა ბოლოს კი არჩევანი შევაჩერე : თეთრიფერის ღია მაღალწელიან მოტკეცილ შარვალზე, კრემისფერ გრძელ ნაქსოვ ზედაზე, თეთრ კედებზე... შარვალი ამოვიცვი ფეხის ტოტები ოდნავ ავიკეცე მერე კი კედებიც ჩავიცვი , ზედაც გადავიცვი წინ ცალი მხარე გვერდულად ოდნავ ჩავიტანიე, თმა უბრალოდ ჩავიწანი და ზევიდან კრემისფერი შარფი მოვიხვიე.. მსუბუქი მაკიაჟი გავიკეთე და უკვე მზად ვიყავი სარკეში ჩემი თავი შევათვალიერე კმაყოფილი დავრჩი...
-დედა მე წავედი -გავძახე სამზარეულოში მყოფ დედას
-კარგი დედა! ჩქარა ქენი იცოდე ისედაც ძალიN დაგაგვიანდა -ოდნავ გაბრაზებით მითხრა დედამ
-ოო კარგი რა დეეე ხომ იცი მასწავლებელი უკვე მიეჩვია ჩემგან დაგვიანებას -ვუთხარი სიცილით და სახლი დავტოვეე... ნელა მივუყვებოდი ფეხით მასწავლებლის სახლამდე ჩუჩებს, ქარი იყო ჩემი შარფი ვერაფრით დავაწყნარე ქარში უმისამართოდ დაფრინავდა ცალი ტოტი.. მივდიოდი როდესაც უეცრად ჩემი მოუსვენარი შარფის ცალი ტოტი ვიღაცას სახეზე მჭიდროდ აეფარა... შევხედე ვიგრძენი როგორ ღრმად შეისუნთქა შარფზე შერჩენილი ჩემი სუნის ნაკვალევი , ხელი სახეზე მოიკიდა შარფი ხელში მოკუჭა და ჩამოიხსნა ხელი არ გაუშვია ისე მოიხსნა და შემომხედა.. შემრცხვა
-უკაცრავად -ვუთხარი ისე რომ თვალებში არ შემიხედავს
-არაუშავს -საოცრად ბოხი ბარიტონი მოხვდა ჩემს ყურთა სმენას, წასასვლელად გავემზადე ერთინაბიჯი გადავდგი როდესაც ყელიდან შარფი უცნობმა გაასრიალა და ხელში მჭიდროდ მოიქცია
-უკაცრავად ? -ვუთხარი მისი ამ ჟესტით გაკვირვებულმა
-ამას მე წავიღებ! -მითხრა მკაცრად
-კიმაგრამ რაში გჭირდებათ ? -წარბაწეულმა ავხედე ამღერად, უძიროდ შავ თვალებს -დამიბრუნეთ ის ჩემია! -ვუთხარი და ხელი გავუწოდე
-არაჩვეულებრივი სურნელი აქ! გავარკვევ რომელი სინამოა და მერე დაგიბრუნებ! -მითხრა ღიმილით და სასწრაფოდ გამეცალა... მე კი თვალებ გაფართოვებული ადგილზე გაშეშებული დამტოვა
-ჰაჰ იდიოტი! -ვთქვი და გზაა გავაგრძელე -სუნამო არა ის ის ჩემი სურნელია! თანაც დაგიბრუნებო რასამბობ ეხლა ისიც ყოველი ფეხის ნაბიჯზე არ მხვდებოდეს რა... -ვფიქრობდი და ძალაუნებურად მეღიმებოდა...
-გამარჯობათ მას! -ვუთხარი ღიმილით როდესაც ჩემმმა ისტორიის ახალგაზრდა საოცრად სიმპატიურმა გიო მასწმა კარები გამიღო
-ოჰ ინება ქალბატონმა მოსვლა - მითხრა სიცილით -აბა ახლა რატომ დააგვიანე ? -მკითხა გამომცდელად როდესაც სახში შევედით და კუთნილ მაგიდას მივუსხედით -მიდი მითხარი ერთი მაინტერესებს ამჯერად რა დამაჯერებელ მიზეზს მოიფიქრებ ? -მითხრა ასევე ღიმილით და პასუხის მოლოდინის მქონე თვალებით შემომხედა
-მეტროში მატარებელი გადატრიალდა! -ვუთხარი სიცილით
-ეგ უკვე იყო! -მითხრა გაღიმებულმა
-ავტობუსი გადატრიალდა? -ვკითხე წარბაწევით
-ეგეც იყო! -მითხრა და ენა გამომიყო -ყველა მიზეზი ამოწურე
აამმ... რომ მოვკვდი? -ვუთხარი და წარბები ავათამაშე
-ოჰო! ეგ რაღაც ახალია -მითხრა სიცილით
-ხოო ზუსთად ერთისაათით მოვკვდი და მერე ისევ გავცოცხლდი! -ვუთხარი გაღიმებულმა -ამჯერად დაგვიNება ჩემი ბრალი არ ყოფილა! -ვუთხარი ასევე სიცილით
-გადამრევ მარიამ! -მითხრა წარბაწევით
-აუუ კაით რა გიომას რა! ხომ იცით არა მე სულ ვაგვიანებ! შეეჩვიეთ რა თუ არადა მე მიზეზების მოგონება არ მეზარება -ვუთხარი სიცილით და ენა გამოვუყავი -ხოდა სხვათაშორის გეტყობათ რომ თქვენც ახალი გაღვიძებული ხართ -ვუთხარი წარბაწეულმა და ავათვალიერ ჩავათვალიერე
-ოოჰ რაშემატყე? -მკითხა წარბებ შეკრულმა
-რაშეგატყე? -ვკითხე გაოცებულმა , ცალ წარბაწეულმა გამომხედა -რაშეგატყე ძვირფასო გიო მასწ და ნახე პერანგი უკუღმა გაცვია, პლიუს ჩუსტებიც და თმა აჩეჩილი გაქ -ვუთხარი და ენა გამოვუყავი.. გაკვირვებულმა აათვალიერა თავის თავი მერე კი გაკრეჭილმა მითხრა
-ახალი მოდაა გოგო -მითხრა სიცილით და მის გრძელ ქერა თმაზე ხელი გადაისვა
-ახალ მოდას ქმნი გიუშ? -ვუთხარი ძველბიჭურად და გავუცინე -აუ წყალი დამალევინე რა! -ვუთხარი სიცილით
-ჰოო კარგი და იცოდე მერე ისტორიას მივხედავთ -მითხრა ვითომ გაბრაზებულმა
-არის უფროსო! -ვუთხარი და როგორც ჯარისკაცებს სჩვევიათ ხელი შუბლთან მივიდე

***
მასწავლებლის სახლი კარგ განწყობაზე მყოფმა დავტოვე, ყოველთვის ასე იყო მშვენივრად ვატარებდი გიო სთან დროს მაგარი ჯიგარი მასწავლეველი იყო ვფიქრობდი რომ ყველამასწავლებელი ესეთო უნდა ყოფილიყო.. მივდიოდი და ვიღიმოდი როდესაც იმ ადგილს მივუახლოვდი სადაც უცმობს შევხვდი , ინსტიქტურად ხელი ყელზე მოვიხვიდე და სასიამოვნოდა გამეღიმა, ახლა კი ჩემი ფიქრის ობიექტი უცნობი იყო ვფიქრობდი და ვიხსემებდი ყველა დეტალს რომელიც დავაფიქსირე, უძიროდ შავი თვალები, ხორბლისფერი კანი, ტალღოვანი წაბლისფერითმა, სწორი სავი წარბები, საოცრად მომხიბლელი თეთრი ღიმილი და მაღალი.. ვფიქრობდი და საკუთარ დავზე მეცინებოსა ყოველთვის ასე იყო შეიძლება ადამიანისთვის არ შემეხედა მაგრამ მის შესწავლას თუნდაც უბრალოდ წამიერი შეხედვით ვსწავლობდი... მივდიოდი ვფიქრობდი და ვიღიმოდი... რატომ მეღიმება ? ვეკითხებოდი საკუთარ თავს ასეთი რამ პრველად დამემართა, ვერ გეტყვით კარგი შეგრძნება იყო თუ ცუდი.. ერთ დროულად იყო კარგიც და ცუდიც...

***
3 დღე გავიდა უცნობთან შეხვედრის შემდეგ რახდებოდა ჩემ თავში ვერ გეტყვით ვფიქრობდი უცნობზე მასთან დაკავშირებულ ყველა დეტალს ზედმიწევნით ვსწავლობდი რაც ჩემს გონებაში იყო... ალბათ გიჟი გეგონებით თუ გეტყვით რომ გულში სიყვარულს ვგრძნობდი მიკვირდა საკუთარი თავის მიკვირდა მე ასეთი არ ვიყავი ერთი ნახვით სიყვარულის არ მჯეროდა მაგრამ მოხდა მეც გადამხდა და რატომ ასე ? ვბრაზობდი ჩემს თავზე შემიყვარდა ბიჭი რომელსაც ვეღარ ვნახავდი.. ვფიქრობდი და ისევ იმ გზას მივუყვებოდი სადაც უცნობი ვნახე... უცბად მკლავძე ძლიერი თბილი თითების შეხება ვიგრძენი, გავშეშდი თავი შევატრიალე..
-თქვენ -გაოცებულმა ვკითხე
-დიახ მე -ღიმილით მითხრა უცნობმა , ახლა მისკენ მთელი სხეულით შევტრიალდი -ხომ გითხარი შარფს დაგიბრუნებ თქო! -ღიმილით მითხრა, ცოტახანს მის ღიმილს მივაშტერდი მერე კი გამოვერკვიე
-აა დიახ -შევეცადე დაბნეულობა დამემალა მაგრამ არცისე კარგად გამომივიდა -დიახ დამიბრინეთ ჩემი შარფი და უნდა წავიდე მასწავლებელთან მაგვიანდება -ცოტა არ იყოს უხეშად ვუპასუხე არ მინდოდა წეღანდელი დაბნეულობა შეემჩნია
-აი გამომართვი! -მითხრა ღიმილით და ხელში მჭიდროდ მოქცეული შარფი მომაწოდა -მსგავსი სურნელით სუნამო ვერსად ვნახე! -მითხრა ჩაფიქრებულმა -მე კიმინდა რომ ამ სუნს ყოველდღე ვგრძნობდე! -მითხრა და თვალები ჩემს ყელს მოაპყრო! შარფი გამოვართვი ის არ იყო ჩემი სარფი იგივე იყო მაგრამ არა ჩემი
-ეს ჩემი არ არის! -ვუთხარი წარბებ შეკრულმა -ის ახალია! -ნიშნის მოგერიებით ვუთხარი
-მართალია! -გაიღიმა და ცალი ხელი შარვლის ჯიბეში მოათავსა -დაკვირვებული ხარ! -მითხრა ღიმილით -მაგრამ ხომ გითხარი სუნამო ამ სირნელით ვერსად ვნახე! -ცალი წარბი მაღლა აზიდა -და მე კი გითხარი რომ ამ სურნელს ყოველდღე უნდა ვგრძნობდე! -მითხრა გაიღიმა და თითი ნელა ცხვირზე დამკრა..
-გასაგებია! -ვუთხარი და გავტრიალდი -მშვიდობით -უკანმოუხედავად ვუთხარი და თვალები დავხუჭე ვიცოდი ვეღარ ვნახავდი და მწუხარება ერთიანად მომაწვა.. არ მინდოდა შეემჩნია
-მშვიდობით არა ნახვამდისს -სიტყვა წამომაწი უკნიდან, არაფერი მიპასუხია ვიცოდი ეს უბრალოდ სიტყვები იყო ვეღარ ვნახავდი უცნობს რომელიც ერთი ნახვით შემიყვარდა თავს ყველაზე იდიოტ ადამიანად ვგრძნობდი როგორ შემიყვარდა როგორ! ალბათ ეს უბრალოდ მოწონებაა გამივლით 2 დღეში გავიფიქრე საკუთარი თავის გასამხნევებლად!

***
ზუსტად 1 კვირა გავიდა რაც უცნობი არ მენახა ვგრძნობდი რომ საკუთარ თავს აღარ ვგავდი ვერაფერზე ვეღარ ვფიქრობდი გარდა მისი სიტყვებისა: "მშვიდობით არა ნახვამდის" , ვიცოდი სიცრუე იყო ეს უბრალო სოტყვები იყო მაგრამ ადამიანი ხომ ყველანაირ იმედს ებღაუჭება... ვგრძნობდი მონატრებას შარფი რომელიც მომცა ყელიდან არ ვიშორებდი ყოველდღიურად მეკეთა ალბათ ამით მას ვგრძნობდი, ჩემივე საქციელზე მეღიმებოდა მეგონა გავგიჟდი მე მე აღარ ვიყავი შევიცვალე... როგორ შეოძლებოდა შემყვარებოდა სრულიად უცხო რომლის არც სახელი და არც გვარი ვიცოდი, საერთოდ არ ვიცნობდი.. ვფიქრობდი და კვლავ იმგზას მივუყვებოდი სადაც ის პირველად ვნახე ყოველდღე იქ გავლა ტრადიციად მექცა.. ახლა კი ისტორია მქონდა.. საოცარი იყო ვუახლოვდებოდი იმ ადგილს და გულმა ძალიან დიდი სისწრაფით დაიწყო ბაგაბუგი.. საოცრად სასიამოვდნო ჯუანტელი მივლიდა სხეულში.. ვერ გამეგო რა ხდებოდა ჩემში... გადავდგი რამდენიმე ნაბიჯი აფალტზე დავიხედე ზუსტად იქ სადაც ჩემი შარფი უცნობს სახეზე აეფარა და ნანახმა საოცრად დიდი სიამოვნება მომანიჭა
- "მე შემიყვარდა გოგონა კრემისფერი შარფით" ასფალტზე დიდი კრემისფერი ასოებით ეწერა წინადადება, სახე ღიმილმა მომიცვა ვგრძნობდი მიახლოვდებოდა უცნობი მიახლოვდებოდა.. რადგან უკნიდან სხეულში საოცარ სომხურვალეს ვგრძნობდი... ვიგრძენი მისი თბილი თითები როგორ შემახო ჯერ წელზე მერე კი როგორ მოიცვა მთელი ჩემი ტანი როგორ ძლიერად მიმიხუტა, თავი მის მკერდს მივაბჯინე გული საოცრად უცემდა , განუზომელ ბედნიერებას სიყვარულს ვგრძნობდი
-მე შემიყვღდა გოგონა კრემისფერი შარფით! -წარმოთქვა კვლავ წინადადება რომელიც ასფალტზე ეწერა, ხელები უფრო მაგრად მომხვია და დამაბზრიალა...
-მე შემიყვარდა უცნობი! -თავი მაღლა წამოვწიე და მის უძიროდ ლურჯ თვალებს რომელწბიც სიყვარულისგან გაწითლებულიყვნენ ასევე სიყვარულით ჩავაშტერდი.... კვლავ მაგრად მომეხვია, ვგრძნობდი რომ მასთან სრულიად გულწრფელი გრძნობა მაკავშირებდა.. არ ვიცნობდი არ მიცნობდა მაგრამ შევუყვარდი შემიყვარდა სიყვარული სწორედაც რომ მოულოდნელობააა.. სიყვარული არის დაუკითხავი სტუმარი შენს გულში რომელიც დაუკაკუნებლად აღებს შენი გულის კარებს და არც კი გეკითხება ისე იდებს შენში ბინას!

***
ცხოვრება ისაა რასაც არ ელი
-ჯონ ლენონი




--------
პატარაა მაგრამ ჩემთვის მნიშვნელოვანი! იმედია მოგეწონებათ <3 სიყვარულით გიჟი რომანტიკოსი! მიყვარხართ



ძალიან ძალიან მომეწონა მაგარი იყოოო
--------------------
romantikosi mwerali

 


№2 სტუმარი N. M

ძაან მაგარია ძაან მომეწონა❤️
__ _ _ _ _ _ _ _. __ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _

ძAლიან მიყვარხარ❤️ N. M

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent