"სიბრმავე" (2)
თორნიკეზე ფიქრები საეჭვოდ ეხვევიან თავს ტაისიას,მათ მოშორებას ვერ ახერხებს.ვერ შეძლო და თავიდან ვერ ამოიგდო მისი საოცრად ლამაზი თვალები და ღიმილი.საოცრად ჩაებეჭდა გონებაში,მაგრამ იცის რომ იმ პარკში აღარ წავა,რომ მივიდეს,რაიმე არასწორს ჩაიდენს,თანაც ის ბიჭი მისთვს სრულიად უცხოა,ასე უბრალოდ ვერ ენდობა.საღამომდე ფანჯრის მიღმა გაჰყურებდა ხედს,მაგრამ ვერაფერს ამჩნდევდა,კარების ხმამ გამოაფხიზლა,მიხვდა რომ გოგიტა მოვიდა და შესახვედრად გავიდა,მაგრამ ბიჭი სიტყვის უთქმელად,აღელვებული შევიდა თავის ოთახში. -ნეტავ რა სჭირს...თავისთვის ჩაილაპარაკა ტაისიამ და სამზარეულოში შევიდა.ჩაის ფინჯანი წინ დაიდგა და ფიქრებით კვლავ შორს წავიდა.სამზარეულოში მუდამ ასე ემართება.ყოველი კუთხე დედასა და მამას ახსენებს,ახლაც თვალწინ გაურბინა კადრმა,როგორ დარბოდნენ ის და მამა მაგიდის გარშემო,სიცილით,ამაღლებული განწყობით.აი ოთახში იაც შემოვიდა,მაღაზიიდან ახალდაბრუნებულმა პატარა გოგონას საყვარელი ნუგბარი მოიტანა.იქვე კუთხეში გაბუსხული გოგიტა დგას და უცნაური მზერით შეჰყურებს ოჯახს,სავარაუდოთ გაბრაზებულია რაღაცაზე.აი მამა სადღაც გადის,უკან მიჰყვა ყველა...სამზარეულო დაცარიელდა და ახლა რეალურად აღიქვა თუ სად და რა ვითარებაში იყო.დაუდევრად ჩამოუგორდა ღაწვზე ცრემლი,სწრაფად მოიშორა ის და საძინებელში გავიდა,კვლავ ფანჯარასთა დაჯდა და გარეთ გაიხედა.მოსწონს ლამპიონების შუქზე განათებული ქალაქის ყურება,ისედაც მივიწყებულ ქუჩაზე ღამით არავინ დადის,მაგრამ ახლა თვალში უცნაურად მოხვდა უკიდურეს ბნელ მხარეში მდგარი ადამიანის სილუეტი,მისი ფანჯრისაკენ რომ იყურებოდა.მზერა აშკარად დაიჭირა და შეეშინდა კიდეც,მაგრამ სილუეტმა რომ რამდენიმე ნაბიჯი გადმოდგა და სინათლეში გამოვიდა,მასში თორნიკე ამოიცნო და შიშიც გაუქრა.მისი უცნაური ქცევისა თავადაც გაუკვირდა,ბიჭის სიახლოვისას თითქოს შიშიც კი ავიწყდება,ტკივილიც,მხოლოდ მასზე და მის უცნაურ ღიმილზე ფიქრობს.თორნიკეს შეუმჩნევლად გაუარა გვერდი ქუჩაში მიმავალმა,სპორტულ ტანსაცმელში გამოწყობილმა პიროვნებამ,თავზე კაპიშონი ჰქონდა წაფარებული და ჩქარობდა....მაგრამ ტაისიას სულაც არ ადარდება სხვა არავინ,იგი ახლა თორნიკეს არსებაში ჩაკარგულიყო,მალე ფანჯარასთან ჩამოეძინა.. ** ** ** ** ** ** ** -შენი აზრით გოგიტა ამის გამკეთებელი იყო?!...ინტერესით დაეკითხა მეწყვილე გამომძიებელი გამომძიებელ ტრაპაიძეს. -ბევრი რამ მიუთითებს ამაზე,უყურე,მისი პირველი დაკითხვისას შედგენილ ოქმში იგი ამბობ რომ მშობლების გარდაცვალების დღეს არ დაულევია,დღეს კი სრულიად საპირისპირო მითხრა... -ალიბი არ გააჩნდა ვანო,რატომ უნდა მოეკლა ბიჭს საკუთარი მამა და დედინაცვალი,მითუმეტეს რომ როგორც ვიცი ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდათ. -დედამისი როდის გარდაიცვალა ხომ არ იცი,გოგოიტას დედაზე გეკითხები,ღვიძლ დედაზე...გოგი სწრაფად მიუახლოვდა მაგიდას და დახვავებული ფურცლებიდან ერთ-ერთი საქაღალდე ამოაძვრინა. -იასა და მამუკას ქორწინებამდე ერთ წელიწადით ადრე,საკმაოდ ადრე შეუქმნია მეორე ოჯახი... -აი საქმეც მაგაშია,ვერ გამოვრიცხავთ რომ ბიჭმა დედის ხსოვნის შეურაცხოფის გამო აზღვევინა პასუხი დაღუპულებს. -მე მაინც მგონია რომ ბიჭი უდანაშაულოა...კიდევ ერთხელ ამოთქვა თავისი აზრი გოგიმ...ვანო,მამუკას მეორე შვილიც ჰყოლია,გოგიტაზე უმცროსი,პირველი მეუღლისაგან. -ბიჭი თუ გოგო,ან რა გზას ეწია დედის დაღუპვის შემდეგ. -არ ვიცი,ოქმში არაფერი წერია,გოგოიტას დაკითხვისას მან თქვა რომ დედისერთა იყო…ახალი ამბით გაოცებულმა ხმამაღლა ამოთქვა ის რამაც დააფიქრა და მეწყვილეს შეხედა....ყველაფერი რთულდება. -ცდები გოგი,ყველაფერი მარტივდება,მალე დამნაშავეს ვიპოვით... ** ** ** ** ** ** ** იგივე კოშმარი...იგივე განცდები...იგივე პიროვნება...სიკვდილის იგივე სცენა და მხოლოდ ერთი სიტყვა „დაგეხმარები“...ყელში ამოუვიდა ეს ყველაფერი,ასე თუ გაგრძელდა ისედაც სუსტი ნერვული სისტემის პატრონი მთლიანად განადგურდება... ჯერ კიდევ ძალიან ადრე იყო,სავარაუდოთ ახლა გოგოიტას სძინავს...უხმაუროდ წამოდგა საწოლიდან და შეძლებისდაგვარად შეუმჩნევლად გაშპა სახლიდან.გარეთ ისევ ბნელოდა,ლამპიონები სასიამოვნოდ ჰფენდნენ ნათელს არემარეს.ცოტა ისეირნა და როდესაც მიხვდა,დრო იყო სახლში დაბრუნებულიყო უკან გაბრუნდა.გოგიტას გაღვიძებამდე სახლში უნდა მივიდეს თორემ პრობლემები არ ასცდება უკითხავად სახლიდან გასვლის გამო,პლუს დღეს მადონა ექიმთან უნდა წავიდეს. სახლში შესული არ იყო ძმის ოთახიდან საუბრის ხმა რომ მოესმა,თავიდან იფიქრა სტუმარი ყავსო და გაოცებულმა დააკვესა ჩაშავებული თვალები,ამ დილა ადრიანად ვინ უნდა იყოსო,მერე მიხვდა რომ მისი ძმა მობილურზე საუბრობდა. -„რაღაცას ვეჭვობ,არა მარტო მე,ტრაპაიძეც,ფრხილად იყავი... -კარგი,კარგი,გავთიშავ თორემ ტაისია გაიღვიძებს“...ალბათ საკმაო ხანს საუბრობდა რადგან უკვე დაასრულეს ბაასი.მოკლეხნიანი ხარშვის შემდეგ შინაარსი რომ ვერ გამოიტანა თავი მიანება ძმის სატელეფონო საუბარზე ფიქრს და სამზარეულოში შევიდა. -ასე ადრიანად რამ აგაყენა ტაისია,დილა მშვიდობის,მეც მინდა ყავა რაა...ანერვიულებულმა ყველაფერი ერთიანად მიაყარა დას და მის წინ ჩამოჯდა. -დილა მშვიდობის,როგორც ყოველთვის?!...ადრიანად გაღვიძების მიზეზი არ დაუზუსტებია,მხოლოდ მისთვის სასურველი კითხვა დასვა ყავასთან დაკავშირებით და ჩაიდანს მიუბრუნდა. -ნუთუ არ დაიღალე?!მინდა ძველი ურთიერთობა დავიბრუნოთ ტაისია,აღარ მინდა სულ ასე იყო...გოგიტას სინანული იყ თუ არა მოჩვენებითი არ იცის,მაგრამ პირადათ ტაისიას მისი არც ერთი სიტყვა გულთან ახლოსაც კი არ მიუტანია. -შეუძლებელია...გამზადებული ყავა წინ დაუდო და ოთახიდან გავიდა,მალე სახლის კარის მიხურვის ხმა მისწვდა მის ყურთასმენას... დილა ჩვეულებრივად გაგრძელდა,კვლავ ფანჯარაში იყურებოდა,ყველაფერი ძველებური,დაუჯერებელი სიზუსტით წარიმართა,მაგრამ ამ ჯერად ყველა გამვლელ ინტერესით აკვირდებოდა,თავს არ უტყდება,მაგრამ...გულის სიღრმეში იცის რომ თორნიკეს დანახვის სურვილი ჰკლავს.უნდა გუშინდელივით თუნდაც მოჰკრას თვალი მას... ** ** ** ** * **** ** მოხდენილმა სილუეტმა სწრაფად შეჰლიჯა ოთახის კარები.უცნაური შეფერილობის თვალები სასიამოვნოდ უღვივოდა და სახეზე ღიმილი ჰქონდა აკრული. -უკვე ნერვებს მიშლის...გესლიანად ამოილაპარაკა ახალგაზრდამ. -ვინ...ინტერესით ჰკითხა მოსაუბრემ. -აბა გამოიცანი,ყველა,ასეთი რამ მე არ მინახავს,მხოლოდ ნერვების მოშლაზე არიან გადასულები,პირდაპირ აუტანელია,ვერავის ნდობას ვერ მოიპვებ. -დამშვიდდი,დამშვიდდი,მალე ყველაფერი მოგვარდება,ყველა თავისას მიიღებს,ყველას მოეზღვევა. -იმედია... ** ** ** ** ** ** ** -ვანო,სასწრაფოდ განყოფილებაში მოდი...ნერვიულად ჩაჰყვირა გივიმ პარტნიორს მობილურში. -ხომ მშვიდობა?!...გუშინ გვიანობამდე მოუხდა მუშაობა,აი რა იცის სამუშაოს სახლში წაღებამ,ამიტომ ჯერ კიდევ ძილ ბურნაში მყოფმა დაუსვა კითხვა მამაკაცს. -ჩხრეკის ორდერი გვაქვს... -ვისი ბინის...ინტერესით,ოდნავ შეფხიზლებულმა იკითხა გამომძიებელმა. -იასა და მამუკას ბინის,ასევე მათი შვილების ბინის,როგორც ვიცი მამუკას ბინაში ვიდეო კამერებიც იყო დამონტაჟებული,იქნებ რაიმე ხელჩასაჭიდი ვიპოვოთ. -კარგი მაშინ პირდაპირ იქ მოვალ,ოღონდ ჯერ ბავშვებს ვესტუმროთ.. -კარგი,მათ ბინასთან დაგელოდებით... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.



თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.