შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წარმოუდგენელია, მაგრამ მიყვარხარ (8)


15-04-2016, 00:03
ავტორი sameone crazy girl
ნანახია 13 450

ლიზი და ლიკუნა მარიამის არ ყოფნის დროს სულ ერთად იყვნენ .ქალბატონს ელაპარაკებოდნენ. ლიკუნა მარტო გრძნობდა თავს მათე არ ჰყავდა არც მარიამი ამიტომ ლიზიკოს „შეეკედლა“ ,მიშო საქმეებზე იყო უკვე შეეშვა „თაფლობის თვეს“ გვიან მოდიოდა და მათთან ერთად ერთობოდა .
სანდრო დილით მივიდა ახვლედიანებთან სახლში,რაღაც საქმეები ჰქონდა მერე ყველანი ერთად მისაღებში ისხდნენ და საუბრობდნენ. უცებ რომ შემოვიდა მარიამი
-სურფრაიიიიზ
-მააარ - ლიზი წამოვარდა და მოეხვია - აბა ორ დღეში ვბრუნდებითოო
-მოვაგვარეთ საქმეები და წამოვედით
-მათე შე დაკარგულო მომენატრე ხო იცი- ლიზი მათეს ჩამოეკიდა ყელზე და ჩაკოცნა. ისიც იცინოდა და ხელებს მაგრად ხვევდა
-მე არ მომენატრე საერთოდ
-საზიზღარი ხარ მარა მაინც ძმა ხარ რა გავაკეთო- მარიამის კოცნა მიიღო და გაიტრუნა მათეს მკლავებში .
სანდრო ადგილიდან არ შერხეულა, უყურებდა მარიამს და რაღაც საოცარ თავისუფლებას გრძნობდა , მარიამი აიგნორებდა გაბრაზებული იყო ის რომ არ გამოხატავდა რეაქციას და არც თვითონ მიაქცია ყურადღება. შემდეგ ბარგის ასატანად წავიდა. დაღლილი სააბაზანოში შეიკეტა და რამდენიმე წუთში გამოვიდა .თხელი სარაფანი ეცვა სველი თმებიდან კი წვეთები მოდიოდა. შეკრთა როცა წინ ასვეტილ სანდროს მოჰკრა თვალი
-როგორ ბრძანდებით ბატონო ალექსანდრე
-უკვე კარგად -ისე თბილად უთხრა საკუთარმა ხმამ გააოცა,თითები სახეზე ჩამოუსვა და ყელთან შეაჩერა ცერა თითი ტუჩებზე გადაუსვა და ნიკაპზე გადაიტანა .მარიამს უბრალოდ მოთმენა აღარ შეეძლო სანდრო როდის მოიფიქრებდა კოცნას. მაისურის საყელოზე ჩასჭიდა თითები და თავისკენ მიიზიდა ,ვნებიანად უკოცნიდა ბაგეებს და სანაცვლოდ იგივეს იღებდა .კვნესა აღმოხდა როცა კბილების მსუბუქი შეხება იგრძნო ქვედა ტუჩზე -my chocolate -ხელები მჭიდროდ მოხვია წელზე და ბურუსში მყოფმა დაიჩურჩულა
-შეგიძლია გამიშვა
-შემიძლია...- უთხრა და ტუჩთან ახლოს ლოყაზე აკოცა ,შემდეგ უფრო მაღლა მერე თვალთან ახლოს -მაგრამ არ მინდა .თითები ხელზე დაუსვა და ისევ წელზე მოხვია -როგორ ჩაიარა საქმეებმა?
-არაჩვეულებრივად - თვალები მილულა და თავი უკან გადასწია, სანდრო კი მის ყელს შეისწავლიდა მონდომებით,ისე ნაზად კოცნიდა და ეფერებოდა თითქოს ფაიფურის თოჯინა იყო -ყველაფერი შევიძინეთ. მალე ჩამოვა და რეკლამა უნდა გავაკეთოთ აუცილებლად , განცხადება მოკლედ თიკუნა მოაგვარებს მაგ საქმეს -თითები მხრებზე გადაატარა და ღრმად ამოისუნთქა
-ძალიან კარგია გილოცავ მალე შემოსავლის წყარო გაგეზრდება-სველი კოცნის კვალი დაუტოვა ლავიწთან და ბეჭისაკენ გადაინაცვლა - მათე გვერდით გეყოლება და იქნები ბედნიერად
-თუ არ მომშორდები კიდევ დიდხანს შეიძლება გავითიშო და თუ შეიძლება შეწყვიტე
-ძალიან მომთხოვნი ხარ
-მარტო მე არ მომწონს როგორც ვხედავ და ვგრძნობ
-ვინ ამბობს მერე რომ არ მომწონს ...საქმე მაქვს
-რა საქმე? გეყოფა და ისე მითხარი რა იყო შენ რაღა დაგემართა
-მარიამ ნუ ფართხალებ მაინც არ გაგიშვებ ... საერთოდ არ გაგიშვებ
-ხმამაღალი განაცხადია რა საქმე გაქვს
-ორი თვე უნდა მემუშავა თქვენთან და მინდა ამ თვის ბოლოს გამათავისუფლოთ
-მე რატომ მეუბნები .მიშოსთან მუშაობდი და ის გაგათავისუფლებს - ცივად მოშორდა და თმა გაიშალა .
-ჩემი უფროსი შენც ხარ
-რაღაც ვერ ვგრძნობ თუმცა ჩემი თანხმობა თუ გჭირდება შეგიძლია დღესვე დატოვო სამსახური . რამდენი გქონდა გასამრჯელო არ ვიცი მიშო გაასწორებს ანგარიშს სხვა რამე გგნებავს კიდევ?
-ანუ ხვალვე შემიძლია წავიდე? არა ხვალ არ მინდა ერთი კვრია უსაქმოდ ვერ გავძლებ და მერე კი წავალ/ უღრმესი მადლობა
-რას ბრძანებ - გაუღიმა ძლივს და თავადაც გავიდა ოთახიდან. ლიზას მიეჭრა და თვალები უბრიალა
-ლიიზ მე და შენ გასვლას ვაპირებდით და არ მოდიხარ?
-აა კი როგორ არა სულ დამავიწყდა ახლავე ჩანთას ავიღებ და წავიდეთ -უცებ უთხრა დაბნეულმა და გავიდა. მალევე დაბრუნდა
-სად მიდის ჩემი ცოლი?
-საქმეზე - უცებ მოუჭრა ,აკოცა და მარიამს გაჰყვა. მანქანას ისე მართავდა დაცვა ვერ ეწეოდა. ბოლოს კაფესთან გააჩერა. ორივე გადავიდნენ,აივანზე დასხდნენ კუთხეში . მარიმ ჯერ წვენი მიირთვა და მერე დაიწყო გლოვა
-მივდივარო ..ჯერ აბაზანიდან გამოსულს ოთახში დამხვდა გამაგიჟა ეს ამხელა ქალი ისე მეფერებოდა მერე კი მშვიდად მითხრა მივდვივარ და ხომ გამიშვებთო ...საზიზრარი ეგ როგორ ვერ ვიტან ღმერთო ასე რომ მეთამაშება . შეიძლება შევიშალო, როცა მგონია რომ დასტაბილურდა შევეჩვიე ამ გამოხტომებს ან ყურადღებას აღარ მივაქცევ და სიმშვიდეს მოვიპოვებ რაღაც ახალს მოიფიქრებ , პროვოკატორი ეგ .ღმერთო მინდა რომ დავახრჩო
-ჭკუა მეკეტება მაგ ბიჭზე
-რაა რა რას მეუბნები გოგო
-რას მეეჭვიანები მარიამ იმიტო მეკეტება რომ ასე აგაღელვა 27 წელია გიცნობ და ჯერ ასეთი ანერვიულებული არ მინახიხარ მითუმეტეს ყოველთვის ვიცოდი როდის ბრაზდებოდი .აბა ისე შენი რეაქცია ვინ იცის საერთოდ . ეგ თუ მიაღწია ვიცი მჯერა რომ ერთადერთია ვინც გაგაბედნიერებს თუ მოინდომა, რომ მოინდომოს შენც უნდა შეუწყო ხელი, ცხოვრებაში ერთხელ მაინც იბრძოლე ბედნიერებისთვის ,ეგ თავის დახრა და დამცირება არ იქნება მარიამ, უბრალოდ ის თქვი და გააკეთე რასაც გრძნობ
-არაფერს არ ვგრძნობ .თუმცა ვის ვატყუებ ცუდად მხდის მისი შეხება, გამოხედვა, სურნელი, იცი როგორ მენატრებოდა? ლამის გავგიჟდი , მათეც დავაჩქარე ორმაგად ვაკეთებდით საქმეს მოვკალი ბიჭი მალე რომ ჩამოვსულიყავი. ისე მეტკინა გული იქ შემოსვლისას ყურადღება რომ არ მომაქცია ,საშინლად მიჭირს თავის კონტროლი, მგონია რომ გულს ამომგლეჯენ .მისი შეხებისას თავი დედოფალი მგონია , დედოფალი რომელიც მაინც მას ემორჩილება და ნებისმიერ რამეზე შეუძლია დასთანხმდეს იმ წამს ,უყოყმანოდ - წარბები შეკრა და ტუჩები დაბრიცა -მეშველება რამე?
-როგორ არ გეშველება მარიამ მე როგორც მეშველა ისე გეშველება შენც ნუ მთლად ცოლად თუ არ გაჰყვები 27 წლის ასაკში პირველად რომ გყავდეს საყვარელი მოთხოვნების და მოვალეობების გარეშე არაფერი დაგიშავდება . სექს.. აბედნიერებს და იქნებ დატკბე შენც
-მოკლედ რა მიშომ სულ გაგაფუჭა , როგორ ლაპარაკობ რა არის
-რა მნიშვნელობა აქვს ფორმას მთავარია სიტყვების შინაარსი მარიააამ -გაიკრიჭა და ნამცხვრის დიდი ლუკმა გააქანა ყბაში
-შენ აქამდე არ ჭამდი მაგას და ახლა რამ მოგაწონა?
-რა ვიცი ენერგია მაქ გამოცლილი წუხელ გამომფიტა შენმა ძმამ
-კარგი ახლა არ მინდა თქვენი ამბების მოსმენა
-მართალია დაისტრესები თუმცა უფრო მოგინდება სანდრიკოს მკლავებში ნებივრობა
-გაჩუმდი თორე თუ წარმოვიდგინე ახლავე მივიდე შეიძლება და ვუთხრა „მინდა შენი საყვარელი ვიყო“
-ვაიმეე რომ წარმოვიდგინე შენ იძახი მაგას ვაიმეე- ლიზი კისკისებდა ,მერე უკვე ვეღარ სუნთქავდა, მარიამიც აჰყვა და ისე იცინოდნენ ორივე ყველას ყურადღება მიიქციეს-არაა უეჭველი უნდა გააკეთო ეგ მე კი გადავიღებ მობილურით და შემოვუნახავ შენს თუ არა ჩემს შვილებს მაინც
-ტვინს ნუ მირევ და ნუ სარგებლობ ჩემი აფორიაქებით . ხომ იცი ვნებას არ ვყვები
-ისე ამბობ ვითომ ბევრმა კაცმა მოახერხა ეგ ,თუმცა ვინ მოახერხებდა არც არავინ მიგიშვია ახლოს. საერთოდ ვფიქრობდი ქალები ხომ არ მოგწონდა
-კარგი რა ლიზი ნუ დამცინი ცუდოოო
-რომ მებუტები ვაბოდებ შენზე - ლიზიმ კისკისით უთხრა და ჩაეხუტა .მერე მობილური აწკრიალდა და გაბრწყინებულმა დახედა- ვერ ძლებს რაა ..გისმენ მიიიშ
-სად ხართ ამდენ ხანს ,მარიამს ვურეკავ არ იღებს შენთანაა? კარგადაა საერთოდ?
-კარგადაა ცუდად რატომ უნდა იყოს
-არა არაფერი ისე სანდრო ელაპარაკა? გათავისუფლებაზე
-კი
-მერე როგორააა
-შენ რა გინდა ტქვა რომ
-ჩემი და არის რომელიც ფაქტიურად მე გავზარდე და ვიცი როდის როგორაა
-მერე შენს ცოლს საოცარი თერაპიის ჩატარება რომ შეუძლია არ იცი?
-მე როგორ მიტარებ კი ვიცი მაგრამ მეორე ხერხიც გაქ აშკარად ხო?
-ეგ მაქ მთელი ცხოვრებაა და მენდე
-ვაიმეე მაგ მენდეს გამო დაგსჯი იცოდე
-არც იფიქრო ამაღამ მარიამთან ვიძნეეებ , ხო და ჩვენ გვიან მოვალთ დაიძნე შენ ჩემო გემრიელო - ვნებიანად უთხრა და რამდენიმე ბგერაც დაამატა
-ელიზაბეტ იცო..
-პაკააა - სიტყვა გაწელა და მაშინვე გათიშა. მარიამი კი სიცილს ვერ იკავებდა და მასინვე იხეთქა
-გაღმერთებ ,განსაკუთრებით მაშინ ჩემს ძმას რომ ადუმებ
-შენ რომ იცოდე მას რა ხერხები აქ ყველაზე სუსტ არსებად მიმიჩნევდი ამქვეყნად
-კიდევ კარგი მაგ დადუმებისგან გამოწვეული ხმები ჩემამდე არ აღწევს, მადლობა ღმერთს თავის დროზე სქელი კედლებით ააშენეს ის სახლი
-ლიკოს რატომ არ დაურეკე ?
-ახლა მათეს არ მოშორდება ეგ
-მე რატომღაც მეჩვენება რომ ისინი ძალიან ახლოს არიან ზედმეტადაც კი .ხომ იცი მე ასეთი მეგობრობის არ მჯერა მითუმეტეს ლიკუნას მსგავს ქალს რომ ეხება საქმე
-ყველას ასე ჰგონია ,მეც მეგონა რომ რაღაც მაინც ჰქონდათ პირველად რომ ვნახე .ისინი იმდენი ხანია ერთად არიან რომ რა ვიცი . უნივერსიტეტის პირველი კურსიდან იცნობენ ერთმანეთს იქ დაასრულეს მაგისტრატურაც მოკლედ ლამის მთელი გააზრებული ცხოვრება მეგობრები არიან ყოველგვარი გადახვევის გარეშე და ისე უყვართ ერთმანეთი როგორც მე და მიშიკოს .საოცარი ურთიერთობა აქვთ თან ორი სხვადასხვა ფენომენია და ესაა მათ ურთიერთობაში უჩვეულო .რაც თავი მახსოვს ლიკუნა დასცინის ის კი იტანს და უკვე თვითონაც იცინის .არადა მართლა არაა გეი უბრალოდ განსხვავებულია ,არ ჰგავს ჩვეულებრივ ტიპიურ მაგარ ბიჭებს რაც უფრო მეტი გოგო რომ ჰყავთ უფრო მაგრად რომ გრძნობენ თავს და აუუუ მაგარი ბიჭები ჰგონიათ თავი. ტიპს სულ ვიღაც ეკიდება ყელზე და უბრალოდ იმდენად აქვს საკუთარი თავის მიმართ პატივისცემის გრძNობა ასე ყველასთან არ წვება რა . ეზიზღება ინტელექტუალურად განუვითარებელი მაგრამ ულამაზესი ქალები . ისეთი ბიჭია ნაკლს რომ ვერ უპოვნი, არასდროს არავისთან ჰქონია პრობლემა, თითქოს გაიძვერაა და შინაგანად სხვანაირად ფიქრობს ,პირველი რამდენიმე კვირა ასეც ვფიქრობდი მერე მივხვდი რომ უბრალოდ უფრთო ანგელოზია ,რომელსაც შეუძლია დაგამშვიდოს, ნებისმიერ დროს იაზროვნოს და სწორი გზა გირჩიოს პრობლემის მოსაგვარებლად.
-ასეთი საოცარი თუ არის ასე მარტივად ვერ იპოვის თავის სწორს კრიტიკულიც არის ალბათ
-არ ვიცი ვერ ვერკვევი მე ბედის ამბავში- გაიცინა და შოკოლადის ნამცხვრის დაგემოვნებას შეუდგა. დიდხანს იყვნენ კაფეში, შემდეგ გაისეირნეს ,დიდხანს იბოდიალეს ფეხით ,ბოლოს მთაწმინდაზე ავიდნენ, უკვე შებინდებული იყო ,ბამბის ნაყინი იყიდეს და პატარა ბავშვებივით დაბორიალებდნენ, შემდეგ დასხდნენ და ხალხს აკვირდებოდნენ . ასე ყოფნა კიდევ როდის ეღირსებოდათ ამიტომ ერთობოდნენ . ბოლოს ასე თინეიჯერობისას იყვნენ გაპარულები და მიშო გააგიჟეს ,მთელი კვირა დასჯილები იყვნენ შატალოს გამო . თუმცა მარტო ორი დღე გაუძლო. ახლაც ასე ისხდნენ როცა ბიჭები მიუახლოვდნენ .ორი სასიამოვნო გარეგნობის ყმაწვილი რომელიც მოიხიბლა მათი სილამაზით და გასაუბრება გადაწყვიტეს
-დიდი ხანია გიყურებთ და თქვენი გაცნობის სურვილმა შეგვიპყრო -მომხიბვლელად გაიღიმა ერთ-ერთმა და მარიამს ხელი გაუწოდა- გიგი ,ეს კი ჩემი მეგობარია ალექსი
-სასიამოვნოა მარიამი ეს კი ლიზია ჩემი მეგობარი -რატომღაც არაფერი უთქვამს უხეშად, კარგ ხასიათზე იყო და არც ბიჭები გააბრაზა . კეკლუცად გაუღიმა და ბიჭის ხელს თავისი შეაგება .
-ჩემთვისაც სასიამოვნოა უბრალოდ ქმარი მყავს - ლიზიკომ გაიცინა და მარჯვენა ხელის არათითზე წამოცმულ ბეჭედზე მიუთითა -თუმცა საუბარზე უარს არ გეტყვით
-მართალია დეიდად გეკუთვნით მაგრამ შეგიძლიათ დასხდეთ ბიჭებო -მარიამმა გაიცინა და გაოცებულ ბიჭებს ახედა-ვიცი ხო პატარა გოგოსავით გამოვიყურები ბამბის ნაყინით ხელში, ყვავილებიან სარაფანში კიკინებით და კეტებით ,დარწმუნებული ვარ შემათვალიერეთ კდიეც და ალბათ 18 წლის გოგო გგონივართ ხო?
-ნუ 20 მაგრამ
-ეჰ ოცი წლის მთელი შვიდი წლის წინ ვიყავი ბიჭებო რა კაი იყო ახალგაზრდობა ? ახლა კი ვარ დეიდა შენ იქნები 20 აი შენ კი ლამაზთვალება საოცრად რომ მიღიმი 19 ბამბის ნაყინი არ გინდა
-არ ვარ წლის
-აბა შენც ცხრამეტის ხარ? არაა უფრო პატარაა?-ისე შეიცხადა თითქოს გამოუსწორებელი შეცდომა დაუშვა. ოთხივეს გაეცინა .ბიჭები დასხდნენ და საუბრობდნენ ,სასიამოვნო მოსაუბრეები აღმოჩნდნენ და შეეშვნენ ფლირტს ,ისე ესაუბრა მარიამი მართლა დეიდასავით უყურებდნენ უკვე . ღამის თორმეტი საათი იყო ,ჩიფსებს და ათას სასუსნავს მიირთმევდნენ
-ბავშვებო ამ დროს სახლსი რომ არ ხართ არ გაგიბრაზდებიან მსობლები?
-კარგი რა ნუ ხარ ბოროტი იყავი ცოტა ხნით კეთილი დეიდა - ლიზი გაუბრაზდა და კოლა მოსვა-მომნატრებია არაჯანსაღი საკვები ..უიი ქმარი მირეკავს ხომ ვამბობ ვერ ძლებს უჩემოდ-გაიცინა და უპასუხა-გისმენთ ბატონო მიხეილ
-სად ხარ ფერია?
-მე ძალიან მაგარ ადგილას
-მარტო ხარ? მარიამი სადაა?
-არ ვარ მარტო
-აბა?
-აბ აბა აბა დელი დელაოოო მანქანიდან რომ მიყურებ გადმოდი ის მეორეც გამოიყოლე -მარიამმა დაუწერა თავის მობილურში და ის ამოიკითხა თან გაოცებულმა მიმოიხედა , ახლაღა შეამჩნია მოშორებით მდგომი ორი მანქანა
-გაუთიშე- ჩუმად უთხრა მარიამმა და გაიცინა . გიგის გაეკრიჭა და ორ გარაზებულ აყლაყუდას ახედა,წამებში რომ დაადგნენ თავზე ბიჭებს.
-საღამომშვიდობის ახალგაზრდებოო აბა რა ხდება? რა უბედურებაა ორი საათი რას ელაპარაკებით ტო მე რომ თქვენხელა ვიყავი მაქსიმუმ ნახევარ საათში ვკერავდი გოგოს , ნუ გათხოვილი თუ იყო ათი წუთი დაამატე და ეგაა
-რა ბოროტი ხარ ნუ აშინებ ბავშვებს
-ბოროტი მე არა სანდრიკოა ბიჭებო ,მე ჩემს ცოლს ვენდობი და ვიცი რომ გითხრათ ჩემი არსებობის შესახებ აი ის კი გაბრაზებულია ნახეთ?
-სანდრო ის არაა სამსახურიდან რომ მიდის? რამ გააბრაზა ჩემი ექს თანამშრომელი?- ჩიფსი ამოიღო და გაუღიმა გაიკრიჭა -გამახსენდიი ,შენ ის ხარ შენი ბიჭები ყველგან რომ გყავს და დაგვყვებიან მთელი დღეა ახლა კი როგორც კი უცხო სიმპატიური ყმაწვილები შენიშნეტ თქვენ ორნი აფორიაქდით და დაგვადექით .იქედან გამომდინარე რომ მიშო ლიზიკოს ერთგულებაში დარწმუნებულია და ეგრევე დაგვადგებოდა ,შენ გააჩერე და გაინტერესებდა რას გავაკეთებდი შენ ხომ არავის ენდობი, იქნებ ისიც კი გეგონა რომ ამ ბავშვებიდან რომელიმესთან დავწვებოდი მე ხომ მონსტრი ვარ ,უპრინციპო ალქაჯი ,უგულო ურჩხული რომელიც გრძნობებზე თამაშობს
-დაასრულე? მაშინ დაემშიდობე ბიჭებს და წავედით
-დავასრულე, გემშვიდობები. შეგიძლია წახვიდე, პაკაა- ხელი დაუქნია სანდროს და მიშოს ფხუკუნზე ძლივს შეიკავა თავი რომ არ გაეღიმა. აი სანდროს დაბერილ ძარღვებზე და თვალების ბრიალზე უკვე ჟრუანტელი უვლიდა და უნდოდა ყელი დაეკოსნა და იმ ძარღვებს გაჰყოლოდა კოცნით .შემდეგ მიხვდა რომ ეს არ არგებდა და ფიქრს შეეშვა .
-კარგი ჩვენ წავალთ ,შენ თუ გინდა დარჩი
-მანქანა დამიტოვეთ , არ დამელოდო ამაღამ არ დავბრუნდები-მიშოს გაუღიმა ,ძმა და რძალი წავიდნენ სანდრო კი ისევ იქ იდგა და თვალებს აბრიალებდა- შენ რას დამყურებ სვავივით ,ჯერ ჩემთან მუშაობ ამიტომ წადი აქედან ,არ მჭირდება შენი ზედამხედველობა ,აშინებ ბიჭებს
-კარგი ! წავალ- კბილებს შორის გამოსცრა და წავიდა .
-დიდი ხანია დაშორდით? სულ ასეთი ეჭვიანია?
-გეგუნა ცდები არაა ჩემი შეყვარებული .
-აბა..
-არც ეგ არ არის
-და რატომ
-არ ვყვარობთ ერთმანეთს , წამოდით გავისეირნოთ ცოტა ,თუ სახლში წახვალთ
-შენ თუ არ მიდიხარ დავრჩებით რა
-კარგი ჩემო კარგო დავრჩეთ - ხელი მოხვია და თმა აურია - შენ გყავს შეყვარებული?
-მე არაა
-ოო ვიცი ეს დამორცხვება , ვიღაც მოგწონს ხო? არ გითქვამს ჯერ?
-საიდან მიხვდი
-რომ გეუბნები ყველა ხვდება-თქო არ გესმის
-ყველა ვერ მიხვდება ნუ ღელავ უბრალოდ მე ვარ დაკვირვებული დეიდა -გაიცინა და გაყინულ ხელებზე თითები ჩამოისვა - როცა თვალებს ხრი და თითებს იმტვრევ გრცხვენია , ან უბრალოდ ღელავ .ორი საათი დიდი დროა შენნაირი ბიჭის ამოსაცნობად . ისწავლეთ დეიდისგან თუ დააკვირდებით ქმედებებს ისე რომ არც მიაშტერდე და სულ ცოტა ყურადღებაც გამოიჩინო გარკვეულ ინფორმაციას მიიღებ პიროვნებაზე. დარწმუნებული ვარ ის შენი რჩეული მოინუსხება საოცარი ღიმილით , თვალების ციმციმით ახლაც თუ არაა შეპყრობილი და როგორი ეშმაკუნაც არ უნდა იყოს ცოტა ხნით მაინც დაგაკვირდება
-აჭარბებ
-შენ არ იცი მე რა ცუდი ვარ თორე არ გეგონებოდა რომ გასამხნევებლად გეუბნები ტყუილს
-ცუდი არ ხართ, შესაძლოა სხვა დროს განსხვავებულად იქცევით მაგრამ ეს ადამიანების დამსახურებაა ვინც თქვენს ირგვლივაა და იმას არ ნიშნავს რომ თქვენ ხართ ცუდი
-ჭკვიანი ბიჭი ხარ, იმედია კარგად სწავლობ სკოლაში , მეთორმეტეში ხართ ხო?
-გადავედით და ვისვენებთ ამ ზაფხულს მერე რთული წელი გველის წინ
-ხოო მეც ვრელავდი გამოცდების წინ თუმცა დარწმუნებული უნდა იყოთ საკუთარ თავში და მაქსიმალური გააკეთოთ ,არ ინერვიულოთ რაც იცით კარგათ აუცილებლად დაწერთ
-შენ სად მუშაობ?
-უჰ მე იმდენ ადგილას ვმუშაობ რომ რომელი ერთი გითხრათ
-ყველაზე მეტად რომელი საქმე გიყვართ
-ექიმობა ... როცა გრძნობ რომ ეხმარები და ამით ბედნიერებას ანიჭებ, ცხოვრებას უმარტივებ უმაგრესი შეგრძნებაა ისეტი რომელსაც არაფერი ცვლის და ამას ვერ შეედრება მოგებული საქმე სასამართლოში, ბიზნესმოლაპარაკება რომელსაც მილიონები მოაქვს
-ესეც ამას იძახის შემაწუხა არადა მე ვერ ვიტან ბიოლოგიას რა მასწავლის ამდენ წვრილმანს , ავადმყოფის დანახვისას შეიძლება შევწუხდე
-აბა კრიმინალის დანახვა სჯობს და საქმეებზე სირბილი , ისტორია არ მიყვარს ადამიანის ანატომიას რა შეედრება ,რომ წარმოვიდგენ როგორ შევდივარ ოპერაციაზე ბედნიერებით ვივსები
-რა მაგრები ხართ- მარიამს გაეღიმა მათ კინკლავზე -ანუ შენ მომავალი კოლეგა ხარ და შენ კიდევ ჩემი მომავალი ადვოკატი , ახლა ვინც მყავს ის მაინც მოხუცია და შენ აგიყვან.იცოდე არ დამივიწყო თორე გაიგებ რა ცუდი დეიდა ვარ -თითი დაუქნია და თვალები მოჭუტა დამუქრების ნიშნად
-მაია მირეკავს - მობილურს დახედა გიგიმ და თვალები გადაატრიალა-გისმენ დედა ...არა , ალექსთან ერთად ვარ .კარგი რა დედა ორია მერე რა . რა უნდა მომივიდეს დედაა ,აუ რა მძღოლი არ გინდა რა მალე მოვალ ნუ ნერვიულობ -ისე საყვარლად საუბრობდა მარიამი ღიმილს ვერიშორებდა. მერე წარბები შეკრა-უნდა წავიდეთ თორე დედაჩემი არ შეწყვეტს შემოტევებს და გადმოძვრება მობილურში
-წავედით არ ვანერვიულოთ მაია დედიკო . არასდროს გაბრაზდე როცა დაგირეკავს , ვერც კი წარმოიდგენ რა მაგარია როცა დედას აინტერესებ და შენზე ზრუნავს .ამას ვერაფერი შეცვლის ვერასდროს - ხელი მოხვია მხარზე და სევდიანად გაიღიმა
-შენც ასე გაკონტროლებდა დედა? თუ მარტო დედაჩემია ასეთი
-მე .. მე არასდროს მირეკავდა და რომ დაერეკა ვიცი მეც გავბრაზდებოდი შენსავით მაგრამ ვნატრობდი რეალურად რომ მოვნატრებოდი და ენერვიულა - ცრემლს გადმოღვრის საშუალება არ მისცა და გაიღიმა- გვეყოს სენტიმენტები ამ საღამოს ვერ ჩავიშხამებ სულ კი არ ვეჭორავები ორ 17 წლის ბიჭს რომლებსაც მოვეწონე . მაგარი შეგრძნებაა ,ესეიგი ისევ კარგად გამოვიყურები და პატარა გოგო გეგონეთ
-კარგად არა არაჩვეულებრივად
- ნუ მეფლირტავები საზიზღარო - სიცილით წამოარტყა მხარზე ხელი ალექსს და მანქანის კარი გააღო- დასხედით ,დღეს მარიამ ახვლედიანი გემსახურებათ
ბიჭები ჩასხდნენ , მისამართი მისცეს აღმოჩნდა რომ მეზობლებიც იყვნენ ყველაფერთან ერთად ,ალექსის დედიკო სახლში არ იყო დასასვენებლად იყო მამიკოსთან ერთად და იმიტომ არ აწუხებდა , გიგის დედაც წასული იყო თუმცა გაარკვია მაინც რომ შვილი სახლში არ იყო . მანქანა სახლთან გააჩერა და ბიჭებს გაუღიმა . არ ელოდა როცა გიგი მოეხვია და ლოყაზე აკოცა
-მადლობა ასეთი დასამახსოვრებელი დღისთვის
-ეე მე არ ჩამეხუტები?- უკანა სავარძელზე მჯდომი ალექსი აჯუჯღუნდა და ისიც გადმოიწია და მოეხვია -ყველაზე მაგარი დეიდა ხარ მსოფლიოს დეიდებს შორის - გაიკრიჭა და მანქანის კარი გააღო
-სად მიდიხართ -უცებ წამოიძახა „შეშფოთებულმა“ რანაირი ახალგაზრდები ხართ ასეთი გოგო გამიცანით და ნომერს არ გამომართმევთ -ბოლოს გაიცინა და ბიჭებმაც ამოისუნთქეს , უცებ ჩამაწერინეთ ნომრები აი ჩემი ნომრები აქ არის- ბარათი მიაწოდა და გაიცინა- ნებისმიერ დროს როცა მიხვდებით რომ გჭირდებით დამიკავშირდით . არ დამივიწყოთ თორემ გაგებუტებით . ნახვამდის - უცებ მიაყოლა და წავიდა. უზომოდ კმაყოფილი იყო და არ სურდა სახლში წასვლა თან იცოდა მიშიკო და ლიზიკო გაგიჟებულები იქნებოდნენ და საერთოდ არ გაეკარა მათ. მუსიკა მაღალ ხმაზე ჩართო და მთელი სისწრაფით გააქროლა მანქანა წყნეთის მიმართულებით,გზაში საშინლად მოუნდა დალევა, მარკეტთან გააჩერა ვისკი იყიდა და თუ ხალისია ბარემ ბოლომდე გავერთობიო .სვამდა ბოთლიდან და მთელი სიჩქარით მიდიოდა, ადრენალინის გრძნობა რასაც ასე იშვიათად განიცდიდა, ის ხომ არასდროს ჩადიოდა სიგიჟეებს , მუდამ ისე იქცეოდა როგორც დამჯერე ჭკვიან გოგოს შეეფერებოდა. სახლში მისვლისას უკვე ოთხი საათი იყო, ერთმა ბოთლმა მათრობელა სასმელმა საკმაოზე მეტად შესძინა სიმსუბუქე , ფარფატით შევიდა სახლში, მხოლოდ სანათი აანთო , ფეხსაცმელები გაიხადა ,თმები გაიშალა ,ლეპტოპში საყვარელი მელოდია ააჟღერა და ცეკვა დაიწყო .თვალები დახუჭა და შეგრძნებები გააძლიერა .თავს საოცრად კომფორტულად გრძნობდა, წამით ისიც კი გაიფიქრა რომ სანდრო იქ იყო ,თუმცა თეორიულად შეუძლებელი იყო ,მაგრამ როცა დატრიალდა და ვიღაცის მკვრივ სხეულს შეასკდა რეალობად ექცა სურვილი. თვალები გაახილა და მის მწვანე სფეროებში ჩაიძრა , საოცრად გაუღიმა ,თითები მის სახეზე გადაიტანა-შუბლზე, ყბებზე , ცხვირზე და ბოლოს ტუჩებზე შეეხო. სანდრომ ბაგეები გახსნა და თითებზე აკოცა ,ამ შეხებამაც კი ააფორიაქა, იგრძNო როგორ იმატებდა მუხტი მის ორგანიზმში . სასმელის გამაბრუებელ ძალას გადააჭარბა სანდროს შეხებამ. წამოიწია და ნაზად შეეხო ბაგეებზე , თითქოს გემოს გაგება სურდა წამებში აქცია კოცნა მომთხოვნი ვნებიანი ,მთელი გრძნობით კოცნიდნენ ერთმანეთს. სანდროს ეკვროდა და თითები მაისურის ქვეშ შეუცურა და იგრძნო როგორ დაეხორკლა კანი. სასიამოვნო იყო იმის აღქმა რომ ასე მოქმედებდა მასზე
-მთვრალი ხარ... - სწრაფად მოშორდა აღმოცენით გულდაწყვეტილი და ხელები წელიდან მხრებზე გადაიტანა - უნდა დაიძინო
-იმდენად გეშინია რომ თავს ვერ შეიკავებ საბაბს ეძებ?- ყურთან უთხრა ჩურჩულით და იქვე აკოცა - ხომ იცი რომ ისევ ისე ვაზროვნებ როგორც ფხიზელ მდგომარეობაში - ტუჩები ყელზე მიაკრა და ხელი ყელზე შეუცურა ,იგრძნო როგორ დაებერა ძარღვები და გაეღიმა ისე რომ კოცნა არ შეუწყვეტია .
-მარიამ გეყოფა- ჩამწყდარი, ხრინწიანი ხმით უთხრა და ხელები თეძოებზე მოუჭირა თითქოს მისი მშორება განიზრახა მაგრამ ვერ შეძლო იმაზე დიდი იყო სურვილი ვიდრე ეგონა-ჯანდაბა ! - სწრაფად შეუცურა თმებში თითები თავი უკან გადააწევინა და ტუჩებზე ველურივით დააცხრა, ერთი ხელი საჯდომზე გადაიტანა და უფრო მიიზიდა .მარიამმა ხმა ვერ დაიმორცილა და სიამოვნებისგან გაურკვეველი ბგერები გამოსცა . საძინებლისკენ დაიძრდნენ და გზაშივე შემოაძარცვეს ერთმანეთს ტანსაცმელი . ერთი ჩვეულებრივი ზაფხულის მშვიდი ღამე საოცრებად აქციეს ,დაუვიწყარი გრძნობითა და ვნებით სავსე. ორი სულის თავისუფლება და ერთ მთლიანობად გარდაქმნა ,თითქოს ორივემ გადალახა იმ ღამით ზღვარი, ქცევა მხოლოდ გამოხატვა იყო ამ დიდი დასაწყისისა
დილით საოცარი კომფორტის შეგრძნება ჰქონდა, თავს ისე კარგად გრძნობდა როგორც არასდროს, შეეძლო თავუსუფლად მოქცეულიყო რადგან არაფერი ადარდებდა , არც არაფერი არსებობდა იმ წამს სანდროს გარდა,ვის სხეულზე იყო აკრული და ვისი თითებიც ასე სასიამოვნოდ დათარეშობდნენ შიშველ სხეულზე , სასიამოვნო იმპულსებს გზავნიდნენ და ბედნიერების ნაპერწკალს ქმნიდნენ, რომელსაც ხანძრად ქცევა შეეძლო. კადრები ამოუტივტივდა გონებაში ,თითოეული დეტალი გაახსენდა და სიამოვნებისგან გააჟრჟოლა ,გაეღიმა და იგრძნო კიდეც მხურვალე ბაგეების შეხება დაბუჟებულ ტუჩებზე
-დროა გაიღვიძო- ბოხი ხმაც კი თბილი ეჩვენა იმ წამს . დამჯერე ბავშვივით იმ წამსვე შეასრულა მოთხოვნა და შავი აბრჭყვიალებული თვალები სანდროს მიანათა
-დილამშვიდობის გემრიელო ურჩხულო- საკუთარი ხმა ვერ იცნო თუმცა ცვლილება მოეწონა .ლავიწზე აკოცა და ყელზე გადაინაცვლა
-chocolate მიწვევ იცოდე -ხელის მარტივი მოძრაობით მოექცა ზემოდან და არწივივით დააცქერდა . საოცრად უბრწყინავდა თვალები , ჯერს სახეზე აკვირდებოდა, ტუჩების ცქერას შეეშვა და ქვემოთ გადაიტანა მზერა, თითებიც თან მიჰყვებოდა და მარიამს სრულ ნეტარებაში ამყოფებდა -საოცრება ხარ chocolate ,ჩემი საოცრება -გაბრუებულმა თქვა და მხურვალე ბაგეები მკერდზე მიაწება რასაც მარიამის ღრმა ოხვრა მოჰყვა - ტკბილი და გასაგიჟებელი - კოცნიდა და ბუტბუტებდა
-სან ..დროო -ტუჩზე იკბინა ბგერების შესაკავებლად მაგრამ არ გამოუვიდა ,ზეწარი მუჭში მოიქცია და კონტროლი მთლიანად დაკარგა . სადავეებიც აღარ ეკუთვნოდა უბრალოდ ემორჩილებოდა ,პირველად სიამოვნებით ემორჩილებოდა სხვას . ბოლოს ძალაგამოცლილი მიესვენა ბალიშზე ამჯერად სანდრო ჩარგო მის ყელში თავი და ცხელი სუნთქვა მიაფრქვია ,დაძარღვული ხელი მუცელზე შემოხვია და როცა დამშვიდდნენ თვალებში ჩახედა, თითქოს პასუხს ეძებდა .მარიამის თლილმა თითებმა უფრო მოადუნა -შეუდარებელი ხარ- ვნებიანად აკოცა და უხეშად მოსდო ქვედა ტუჩზე კბილები -ტყუილად ფიქრობ ,მე არ ვაპირებ განვსაჯო ჩემი ქცევა და სენც იგივეს გირჩევ. ასე ყველაფერი მარტივდება
-ყველაზე რთული ხასიათის მქონე ქალი დედამიწაზე ამას თუ ამბობს ვრწმუნდები შენი სიტყვების ნამდვილობაში
-რომელი სიტყვების
-შეუდარებელი რომ ვარ- ისე დაიცინა მარიამმა მჩხვლეტავი ტკივილი იგრძნო გულის არეში და საერთო სხვა განზომილებაში გადავიდა, უყურებდა დაჰიპნოზებული
-ხშირად გაიცინე გთხოვ - გულწრფელად უთხრა და ცხვირზე აკოცა- საოცრად იცინი ,მხოლოდ ჩემთვის დაივიწყე ყველაფერი ცუდი ...თუმცა არ გამოვა ასე მეც დამივიწყებ - კსკისით თქვა და ხელები გაშალა . ბალიშზე მისი თმები იყო დაფენილი, შავი წყვდიადისფერი ტალღები, შოკოლადისფერი კანი მეტ ეშხს მატებდა ,შავი თვალები კი ნებისმიერს დაასვამდა სამუდამო დაღს
-შენ ვერასდროს დაგივიწყებ დარწმუნებული ვარ -თვალი ჩაუკრა და წამოდგა, იატაკზე დაგდებული შარვალი ამოიცვა
-სად მიდიხარ- თავი მისკენ შეაბრუნა და ტუჩები დაბრიცა
-მალე დავბრუნდები -დაიხარა აკოცა და წავიდა .მარიამი კი გაბრუებული იწვა , შემდეგ გაიგო როგორ დატოვა ოთახი სანდრომ . სააბაზანოში შესვლა უნდოდა უბრალოდ იმ ადგილის დატოვებაც კი არ უნდოდა სადაც ასე მძაფრად იყო ფილფანის არომატი გამჟდარი, მისი ტუჩების შეხება უნდოდა ისევ ეგრძნო კანზე და მოსასორებლად ენანებოდა. როგორრაც წამოიზლაზნა და შელასლასდა სააბაზანოში. გრილმა წყლის წვეთებმა ახურებული კანი გააგრილა, გამოაფხიზლა და გონებაც დიდი სიძლიერით ამუშავდა თუმცა ახალი არაფერი მოუფიქრებია. სწრაფად ჩაიცვა სანდროს მაისური და ქვემოთ ჩავიდა . ფილფანი სამზარეულოში მოფუსმუსე რომ დაინახა ტაომ დააყარა, ჩარჩოს მიეყრდნო და უყურებდა
-ზურგი მეწვის მაგრამ მაგას ავიტან აი თითები რო წავიჭრა გაწყობს ეგ დავიჯერო? - ეშმაკურად გაუღიმა და გამოხედა. მარიამი მასთან მიფრიალდა და ზურგიდან აეკრო ,ფეხისვწერებზე დადგა და ყელში აკოცა
-შენს თითებზე ვგიჟდები, მათი შეხება მადნობს და ვერ დავუშვებ საფრთხე დაემუქროს თუნდაც მშიერი დავრჩე - ჩურჩულით უთხრა და ყურთან აკოცა
-მგონი მარტო მე დავნაყრდები - დანა დადო მშვიდად და ავისმომასწავლებლად აიკრა სხეულზე კეკლუცი ქალი - ასეთი ცელქი არ ჩანდი მარიამ - ტუჩის კუთხე ჩატეხა და ქვედა ტუჩზე აკოცა- დამეწვა ჯანდაბა - უცებ მივარდა გაზქურასთან და ამოისუნტქა როცა იხვდა რომ ერბოკვერცხი საფრთხეში აღარ იყო- უჰ გადავრჩით ,მაცივარში მარტო ეს დარჩა ჩვენი ბოლო ვიზიტის შემდეგ -თეფშებზე გადაანაწილა და მაგიდაზე დადო.
-სამზარეულოში ისე ფუსფუსებ მგონი მზარეულად უნდა დაგიტოვო
-დიდი ბოდიში ქალბატონო მარიამ მე უკვე თქვენი თანამშრომელი აღარ ვარ
-აბა ერთი კვირა ვრჩებიო?
-გამაბრაზა ჭირვეულმა უფროსმა ურეაქციობით და გადავწყვიტე უფრო მალე დავტოვო
-ურეაქციობით? შენ თუ რეაქცია ვერ შეიგრძენი
-დაგვიანებული იყო უკვე თუმცა ვიფიქრებ მეორე შანსზე
-საზიზღარი არსება ხარ - ტუჩები დაბრიცა და გაბუტულმა შეხედა მოხითხითე სანდროს -დილიდან განგებ მიცინი რომ გამაბრუო ხო?
-ამხელა ძალაუფლებას ვფლობ და არ ვიცი?
-რა გეშველება როგორ ვერაფერს ხვდები ნწნწნ- თავი გადააქნია და თვალები აატრიალა
-ამ თვალებს რას უშვები მოკლედ რა
-როგორ აღმოჩნდი აქ
-მარტივად, ხომ თქვი არ მოვალო სხვაგან სად წახვიდოდი დარდის გასაქარვებლად
-გასაგებია- უთხრა და საუზმობა განაგრძო თუმცა რაღა საუზმე რომელი საათი იყო ღმერთმა უწყის. ცოტა ხნის შემდეგ დასერიოზულდა და მოქუფრულმა შეხედა- მართლა მიდიხარ?
-მართლა მივდივარ ...სულ მივდივარ
-კარგი სულ კუდში თუ არ გამომყვები დავისვენებ ცოტას ,ისვიათად გნახავ ნაკლებად ვიჩხუბებთ
-იშვიათად არა ... საერთოდ ვერ მნახავ -ტუჩთან მიტანილი ჭიქა გაუშეშდა მარიამს, ვინ იცის რად დაუჯდა ყელში გაჩხერილი ბურთის გადაგორება იქვე რომ არ ატირებულიყო - საქმეები მაქვს.. ძალიან მნიშნელოვანი და გამგზავრება მიწევს , არ ვიცი როდის დავბრუნდები რამდენიმე თვეში თუ წელში . არ გაბრაზდე გთხოვ ,მე არ მინდოდა ასე გამოსულიყო მაპატიე
-ახლა ნუ მეტყვი რომ თავი ვერ შეიკავე ... საპატიებელი რა არის საოცარი წუთები რომ მაჩუქე? ... წარმატებას გისურვებ ,იმედია მოაგვარებ ყველაფერს , მჯერა რომ მოაგვარებ -გულწრფელად გაუღიმა თუმცა ტკივილი მაინც შესამჩნევი იყო.
-სულ ახერხებ ჩემს გაოცებას და როდის შეწყვეტ ამას ვერ ვხვდები, მგონი ვერასდროს შეგიცნობ ბოლომდე - თვალებში უყურებდა ,შემდეგ ხელი მოხვია და გულზე მიიკრა . მარიამის ბაგეებს წაეტანა როგორც დესერტს .ცოტა ხნით ისხდნენ ასე ,მარიამი სანდროს გულისცემას ისმენდა ,თვალები მინაბული ჰქონდა და თითოეულ დეტალს იმახსოვრებდა .შემდეგ თითქოს რაღაც გაახსენდა და სწრაფად წამოდგა, ხელი ჩაკიდა და წამოაყენა
-რა ხდება
-წამომყევი გთხოვ ,უბრალოდ წამომყევი და არც გაბედო შეწინააღმდეგება
-მარიამი დაბრუნდა
-დიახ! არც გაბედო -წარბ მაღლა აზიდა, სწრაფად აირბინა კიბეები და დერეფნის ბოლო ოთახის კართან გაჩერდა- ამის სესახებ არავინ იცის ,საერთოდ არავინ და იცოდე გასვლის შემდეგ დაივიწყებ
-მაშინებ მარიამ ,რამე არ დამიშვო
-სანდროო
-კარგი ხო რა არის ასეთი შემიშვი - კარი გააღო და შევიდა, ცოტა ხნით იდგა და გაოცებული აკვირდებოდა გარემოს .ოთახში სულ მარიამის სურათები იყო, ბავშვობაში მაგრამ მარტივი იყო ამოცნობა გრძელი ,შავი თმებისა და თვალების საშუალებით. იღიმოდა ყველა ფოტოში ბავშვური სილაღით და იმდენად მომაჯადოებელი იყო სუნტქვაც კი შეეკრა სანდროს. გონს მაშინ მოვიდა მარიამმა რომ დასვა სკამზე და მოლბერტთან მივიდა
-რას აპირებ
-უბრალოდ იჯექი რამდენიმე წუთი გთხოვ
-მოიცა შენ რა ჩემს დახატვას აპირებ?
-სანდრო შეეშვი ყველაფერს და უბრალოდ იჯექი ,მიყურე იფიქრე არ ვიცი უბრალოდ რამდენიმე წუთი იჯექი გთხოვ
-კარგი რა რა საჭიროა დახატვა არ მესმის
-მე მესმის და არაა საჭირო შენ გესმოდეს
-ასე რომ მიყურებ მინდება რაღაც ისეთი გავაკეთო რაც გაგაბრაზებს
-ყოველთვის მაგას აკეთებ სანდრო -ლაპარაკობდა თან სწრაფად აკეთებდა კონტურებს .რამდენიმე წუთი შეაყოვნა შემდეგ კი ნაჭერით დაფარა ნახატი -წავედით
-მაჩვენე მაინც
-არ დამისრულებია და დაივიწყე საერთოდ
-ის ნახატები ვინ შექმნა?
-არავინ
-არ მეტყვი ? კარგი არ დაგაძალებ - საძინებელში შევიდნენ სანდრომ ისევ დააპირა კოცნა მბილურის ხმამ რომ შეაწუხა
-გისმენ მიშო
-მისმენ? მისმენ კი არა გოგო აზრზე ხარ შენ? სად ხარ რომ გირეკავ ავაფეტქე ტელეფონი დილიდან და ერთხელაც არ მპასუხობ , შეტყობინება მაინც რა გახდა რა არ ვიფიქრე
-კარგად ვარ და მალე დავბრუნდები მიშიკოო
-სად ხარ
-ოო რა მნიშვნელობა აქ წამოვალ უკვე და მაქსიმუმ ორ საათში სახლში ვიქნები-ისევ ისეთი ტონალობა ,მეტი სიცივე ხმაში და შეუვალობა
-კარგი - მიშომ სხვა არაფერი უთხრა უბრალოდ გათიშა და დაელოდა .
მარიამმა იქვე გადაიძრო მაისური ზედა საცვალიც არ მოურგია ისე მოირგო კაბა , ფეხსაცმელიც ჩაიცვა თმები უბრალოდ უკან გადაიყარა და სანდროს გახედა
-შეგვიძლია წავიდეთ . შენ მანქანით ხარ ასე რომ აქ დაგემშვიდობები ,როდის მიემგზავრები?
-ხვალ დილით გამთენიისას 5 საათზე
-ბედნიერ მგზავრობას გისურვებ - ერთი ნაბიჯი გადადგა უკან მერე სწრაფად გადაჭრა მათ შორის მანძილი და ისე აკოცა თითქოს უკანასკნელი იყო. სანდროს ურეაქციობა გულს ტკენდა მაგრამ მაინც არ ნანობდა თავის საქციელს . მანქანაში ჩაჯდა და თბილისში დაბრუნდა . ლიზა და მიშო ეზოში ისხდნენ როგორც კი დაინახეს მაშინვე წამოდგნენ მაგრამ სიტყვაც არ უთქვამთ ორივემ იცოდა რომ ამ უემოციო სახის მიღმა ტკივილი იმალებოდა ,სწორედ ამიტომ ვერ გამოხატავდა ვერაფერს და მხოლოდ სიცარიელე იყო მის შავ თვალებში. იცოდნენ ახლა მარტო ყოფნა სურდა და დაელოდნენ მის ერთ ნაბიჯს .
სანდრო ბინაში მივიდა ბიჭებთან , როგორც კი კარი გააღო დამიანემ მაშნვე სეუტია
-სად ხარ შე ჩემა გუშინ რომ გავარდი იმის მერე ვერ გიკავსირდებით, ვინ იყვნენ ის ბიჭები რა მოხდა მოკალი ვინმე? რა სახე გაქ ადამიანო ამოღერხე
-შენ რაღა დაგემართა ბიჭო აცადე და იტყვის - ლუკამ ეს რომ თქვა ორივემ გაოცებულმა გახედა -ამორერღე ახლა მართლა სანამ მე ვიფეთქე , რა დროს ვისკია ბიჭო ახალ გაღვიძებულს გავხარ
სანდრომ რამდენიმე ჭიქა ზედიზედ დაცალა და ყველაფერი ერთიანად ამოაყოლა . დაელოდა იმათ შემოტევას, ჯერ ორივე ჩუმად იჯდა და უყურებდა
-საოცრება თუ გინდა გვეშველა მგონი სახე რას ცამოგტირის შე ჩემა თუ ისეთი გადაღლილი ხარ აღარ შეგიძლია
-მივდივარ ხვალ დაგავიწყდათ?
-სად მიდიხარ სულ გაგიჟდი შენ? ეგ მარიამს უთხარი? ასე დილით აჯახე დიდი ბოდიში წუხელ თავი ვერ შევიკავე და ახლა ვაფშე მივდივარ შენი გემო გამყვებაო თუ რა უთხარი
-დაახლოებით
-ამას მოვკლავ ახლა ,ვაიმე მე კი არა მარიამი მოგკლავდა შე საცოდაო ცოცხალი როგორ მოხვედი აქამდე
-არაფერი უთქვამს ბედნიერ მგზავრობას გისურვებ, ვიცი რომ ყველაფერს მოაგვარებო მაკოცა და წავიდა.ისე მაკოცა თავი რომ მოვიკლა იქ ზემოთაც გამყვება მისი ტუჩების გემო - სახე ხელებში ჩამალა მერე თავზე გადაისვა ხელი და ჭიქა ღრიალით მიახეთქა კედელს - მეზიზღება საკუთარი თავი მაინც გავაკეთე ის რასაც ასე ვუფრთხოდი ,რისიც მეშინოდა ხომ ვიცოდი რომ წავიდოდი ხომ ვიცოდი რომ ასე უბრალო ვნება არ იყო რაღაც მეტი იყო .ხომ ვგრძნობდი რომ ვით გამომივიდოდა .სულ ცოტა იყო დარჩენილი რატო ვერ გავუძელი ამის დ.. შე.... რატოო .თან მაინც არ ვნანობ და ეს მაგიჯებს , ათასჯერ რო მომიწიოს მისი მიტოვება მართლა რომ შემიძლულოს ამის გამო მაინც იგივეს გავაკეთებდი და ეს მაცოფებს
-იღრიალე ახლა და იყავი , თუ მიდიხარ მე არაფრის თქმას არ ვაპირებ . საერთოდ არ ვაპირებ შენთან ჩამოსვლას,იყავი იქ მარტო და დაგვირეკე როცა რამე შეგაწუხებს და მოგენატრებით . ფეხებზე არ გკიდია? თქვენ ხომ უბრალოდ სექ.. გინდოდათ და გრძნობა არ გაქვთ ხოდა აჰა დაისვენებთ ახლა ორივე . კი მიდიხარ ჩხუბსაც არ გააგრძელებთ და მორჩა . რაა აქ პრობლემა
-ნერვებს მიშლი ლუკა
-შენი ნერვები რო ხო იცი . მიდი ახლა ჩაალაგე ბარგი შე ჩემა ორი დღით ხო არ მიდიხარ გადაცხოვრება უნდა ბიჭს , ახლა ტოვებს ყველაფერს და მიდის ამ დაწყევლილი ადგილიდან და ჰგონია რომ ყველაფერს აქ დატოვებს. ჩვენც წავალთ მალე და ვიქნებით ისევ ერთად
-არაფერს გაძალებთ ,მე ვიცი რომ აქ ვერ ვიქნები ვერასდროს მშვიდად დიდი ხანია მინდა წასვლა და აზრს არ სევიცვლი სულელური იმპულსის გამო . სანახავად მაინც ჩამოდით ზოგჯერ .სკაიპით დაგელაპარაკებით და ხელს ვერ დაგარტყამთ თორე დავტკბები ტქვენი ცქერით
-ხოდა ძალიან კარგი ყველაფერი მოგვარებულია, გავიდეთ ახლა მოგეხმარებით აბარგებაში ბატონო ალექსანდრე..
არ უტირია , არც რამე დაუმსხვრევია, არ იყო ეს ყველაფერი მარიამის სტილი. სიყვარული ხომ არ დაუკარგავს, ცხოვრებაში იმდენი ვინმე დაკარა, იმდენჯერ გაუცრუვდა იმედი და სასოწარკვეთილებაში არ ჩავარდნილა არც ამჯერად იყო გამონაკლისი სემტხვევა. უბრალოდ მარტო იჯდა ოთახში, იბანავა მოწესრიგდა საწოლში შეწვა და დაიძინა. ხუთის ნახევარზე დაბარებულივით გაეღვიძა, საათს შეხედა და სწრაფად წამოვარდა . რაც მოჰყვა ხელში ის ჩაიცვა და მთვარეულივით დაადგა აეროპორტის გზას. შორიდან უყურებდა მიმავალ სანდროს და საშინლად ტკიოდა მარცხენა მხარეს მფეთქავი ორგანო . დაიფიცებს რომ მის თვალებში ყველაფრის მიუხედავად მბრწყინავ სხივს ვეღარ ხედავდა. ბიჭებს როცა მოეხვია და დიდხანს ჰყავდა ორივე ჩახუტებული, ისე მიმოიხედა ირგვლივ თითქოს ელოდა ვიღაცას, ბოლოს მარიამისკენ გაიხედა. იქნებ ილუზია იყო , იქნებ უბრალოდ უნდოდა ასე ყოფილიყო, წამით ეგონა რომ მათი თვალები ერთმანეთს შეხვდნენ
ისევე უცნაურად წავიდა როგორც გამოჩნდა .ისეთივე გაურკვევლობა დატოვა სულში როგორიც პირველივე წამიდან გააჩინა . ასე უბრალოდ დასრულდა ყველაფერი მარიამისთვის. ჩვეულ რიტმში განაგრძო ცხოვრება, თიტქოს არც არასდროს გამხდარა ჩვეულებრივი მხიარული ქალი,ლაღი და უდარდელი. ისევ ურჩხული გახდა რომელიც არავის ინდობდა და სატქმელს პირდაპირ ამბობდა, ისევ მთელი კვირა მასზე საუბრობა ყველა ჟურნალ გაზეთში, ტელევიზიაში და ისევ მწვერვალზე იყო. გადამღლელი გრაფიკის მიუხედავად არაფერი ეტყობოდა რადგან სწორედ უსაქმოდ ყოფნა იყო მისთვის გაუსაძლისი. ყველაფერს საუკეთესოდ ასრულებდა ,თითქოს გრძნობები სულ გაუქრა



№1  offline წევრი თათულიTN

vaime infaqti momiva axla. es ra gamikete mariam ra damadzinebs axla me? :( guli amewva ro vkitxulobdi, sandros davaxrchob axla :D deda es ra damemarta. male dade tore lodini momklavs.

 


№2 სტუმარი darina

Iseti idumalia sandriko lamis gadamiyola interesma, bolos mec mominda sandros gaglejva, saerto jamshi es istoriaa idumalebit moculi, imedia es viri male dabrundeba, ai xom miyvars me eseni ertad vgijdebi amatze, magram ai yvela gza shentan modis mariamis aleqsandre chemtvis favoritia, jer vercerti ver miuaxlovdeba, is sul sxvanairad dzlieri personaji iyo ra vqna sul masze mwfiqreba gansakutrebit miyvarda, mariamic ufro dzlieri da ufro magari personaji iyo, ne velodebi shemdeg tavs radgan ise daintrigebi dagvtove, sandriko iseti burusit moculia, minda misi gulaxdili agsareba mariamtan, velodebi, xoda amati bavshvic mindaaaaa, shen.ki mariam chemi saocreba xar.

 


№3  offline წევრი batkuna1

ღმერთმანი დამღალა ამდენმა გაურკვევლობამ. ნუთუ ასე რთულია საკუთარ თავს რომ გამოუტყდე გრძნობებში? უბრალოდ ვერ ვხვდები სანდრომ რა გააკეთა და რატომ. გასაგებია რომ რთული ცხოვრება ქონდა და წასვლა უნდოდა,მაგრამ მისი საქციელი გაქცევას უფრო გავდა. ჩემი აზრით მარიამისთვის უნდა მოეყოლა თავიდან ბოლომდე თავისი ისტორია და შემდეგ მიეღო წასვლის გადაწყვეტილება. რა ვქნა არ მესმის მისი,არც ერთის არ მესმის...სულელები არიან ჩემთვის ორივენი,არ უფრთხილდებიან გრძნობას!

 


№4  offline აქტიური მკითხველი tatuka20

Au gavgijdi raa ra dros casvla iyooo?!amoucnobia sandro.magram imedi maqvs dabrundeba ver gadzlebs mariamis gareshe.moutmenlad velodebi gagrdzelebas orma tavma ise gamaxara guli amichqarda.ese gagrdzele umagresia.sheni titkmis kvela istoria cakitxuli maqvs magari gogo xar

 


№5  offline მოდერი sameone crazy girl

მომდევნო თავში გაირკვევა ყველაფერი და ალბათ მალევე დავასრულებ love

 


№6  offline მოდერი bibo

არა ეხა რა იყო ეს არ ვიციიიიი მეც ვერ ვარ გონზე ასე მგონია სიხარული სიყვარულით დაიწყო მეგონა ბოლოში სასწაული მოხდებოდა და ქორწილისთვის ტანსაცმელს ვარჩევდი უკვე რა მეჭამა რით დამეწყო არ ვიცოდი დაა ბოლოს რა მოხდა გული კი არ მეტკინაააააა აი ყველაზე ადვილი და იოლი ნათქვამია ეგ ასე მგონია გული არ მაქ ჩამეწვა თვალები ამემგვრა სული დამიმძიმდა და ხელებს ვეგარ ვგრძნობ ისეთი იყო დასასრულიიიი recourse recourse ამოუცნობი კია ეს ვირი იხვი ბიჭი მაგრამ მე რას არ მივხდებიიიიი რაღაცებს ვხდები მაგრამ არ ვიტყვიოოოო lol lol აი მათეზე ვაფრენ ვატყობ ეს ბიჭი მომიღებს ბოლოსსსს ისეთი ბიჭების ნაერთია არ შეიძლებოდააა ცუდი გამოსულიყოოოო ვსო დაზანიატებული მყავს მათე და არ დაედოს თვალი იცოდე თორე მიჩაქუჩება მოუვა ვიღაცასსსს.ლუკა და დამიზე არაფერს ვამბობ ბიჭებიიი ვარდის ყლორტები და ბიჭები ალვის ხები არიან tongue bully აი ეს ლიზიკოოო კიდე სასწაულია პირველივე წამიდან მომწონს რაღაც ბავშურიიი და ქალურის ნაზავიააა რაც საოცრებას ქმნისსს რა უკვე გოგოებსაც მაყვარებ რაე ეს ტოოო wink wink თავი იყო სასწაული საოცრება გასაგიჟებელი და ჭკუიდან გადასაყვანი შენსავით აი სიტყვებიც არ მაქ რო გითხრა არ ვიცი რამე დარჩა რაც არ მითქვამს ან შეგეპერება მე არ ვიციი მარგალიტი ხარ რა აი აი გავიჭედე რა გითხრა არ ვიციიი მე არ მიყვარს მაგრამ შენ ხარ პატარა ციცქნა ქიშმიში ნუში კაკალი თხილიიიი საოცრება ხარ კალოჩე ვაფრენ შენზე ჩემო ბისკვიწოოოოოოო გოგოვ.მაინც სასწაულად მომწონს ეს დეგენერატი სანდრო მაგას დაეცა მეხი და ეგ გასწორა მეტერმა რამფრა გამინერვიულა გოგო და რამფრა დაგლიჯა ნერვებიიი ეგი დასამიწებელი მარა რაი უქნა დებილ გულს და თვალს ასეთ კარგ ბიჭს რო აღიქვამსსს wink wink არა რა მაგას მიჩაქუჩება და მინისკარტება უნდა ფქტია მაგ ველურ ასკილს და ჭინჭარს მაგას ეგი დამპალი და ვირთაგვა მარა კაია მაინც არ დაუკარგავ კარგსაც love request lol wink ჩემი სასწაული ხარ შენ

 


№7  offline მოდერი sameone crazy girl

bibo
არა ეხა რა იყო ეს არ ვიციიიიი მეც ვერ ვარ გონზე ასე მგონია სიხარული სიყვარულით დაიწყო მეგონა ბოლოში სასწაული მოხდებოდა და ქორწილისთვის ტანსაცმელს ვარჩევდი უკვე რა მეჭამა რით დამეწყო არ ვიცოდი დაა ბოლოს რა მოხდა გული კი არ მეტკინაააააა აი ყველაზე ადვილი და იოლი ნათქვამია ეგ ასე მგონია გული არ მაქ ჩამეწვა თვალები ამემგვრა სული დამიმძიმდა და ხელებს ვეგარ ვგრძნობ ისეთი იყო დასასრულიიიი recourse recourse ამოუცნობი კია ეს ვირი იხვი ბიჭი მაგრამ მე რას არ მივხდებიიიიი რაღაცებს ვხდები მაგრამ არ ვიტყვიოოოო lol lol აი მათეზე ვაფრენ ვატყობ ეს ბიჭი მომიღებს ბოლოსსსს ისეთი ბიჭების ნაერთია არ შეიძლებოდააა ცუდი გამოსულიყოოოო ვსო დაზანიატებული მყავს მათე და არ დაედოს თვალი იცოდე თორე მიჩაქუჩება მოუვა ვიღაცასსსს.ლუკა და დამიზე არაფერს ვამბობ ბიჭებიიი ვარდის ყლორტები და ბიჭები ალვის ხები არიან tongue bully აი ეს ლიზიკოოო კიდე სასწაულია პირველივე წამიდან მომწონს რაღაც ბავშურიიი და ქალურის ნაზავიააა რაც საოცრებას ქმნისსს რა უკვე გოგოებსაც მაყვარებ რაე ეს ტოოო wink wink თავი იყო სასწაული საოცრება გასაგიჟებელი და ჭკუიდან გადასაყვანი შენსავით აი სიტყვებიც არ მაქ რო გითხრა არ ვიცი რამე დარჩა რაც არ მითქვამს ან შეგეპერება მე არ ვიციი მარგალიტი ხარ რა აი აი გავიჭედე რა გითხრა არ ვიციიი მე არ მიყვარს მაგრამ შენ ხარ პატარა ციცქნა ქიშმიში ნუში კაკალი თხილიიიი საოცრება ხარ კალოჩე ვაფრენ შენზე ჩემო ბისკვიწოოოოოოო გოგოვ.მაინც სასწაულად მომწონს ეს დეგენერატი სანდრო მაგას დაეცა მეხი და ეგ გასწორა მეტერმა რამფრა გამინერვიულა გოგო და რამფრა დაგლიჯა ნერვებიიი ეგი დასამიწებელი მარა რაი უქნა დებილ გულს და თვალს ასეთ კარგ ბიჭს რო აღიქვამსსს wink wink არა რა მაგას მიჩაქუჩება და მინისკარტება უნდა ფქტია მაგ ველურ ასკილს და ჭინჭარს მაგას ეგი დამპალი და ვირთაგვა მარა კაია მაინც არ დაუკარგავ კარგსაც love request lol wink ჩემი სასწაული ხარ შენ

მეტის დაწერა ვერ მოვასწარი თორემ ამ ადგილას არ გავწყვეტდდი ,უფრო გავხსნიდი სიტუაციას და ინტრიგაც აღარ იქნებოდა მარა ისე მეძინებოდა თვალები დამეხუჭა wink

 


№8  offline აქტიური მკითხველი lalita

პირდაპირ სასწსული გოგო ხარ.ძალიან მაგარი თავი იყო საოცარი.

 


№9 სტუმარი taso

ისე ველოდები ახალ თავს როგორც არასდროს. არ ველოდი სანდროს წასვლას. მარიამი შემეცოდა ძალიან. ძლივს ნაპოვნი ბედნიერება არ შეარგე რა. რა გეკუთნის ახლა შენ :* მალე დადე რაააააა

 


№10  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

Au vegar vitmen male tu Ar dadeb sheidzleba aqve movkvde wink male Dade dzaan Kaia DA ragacnairad originaluri ☺

 


№11  offline წევრი Pepper

მოკლედ საოცარი თავი იყოოო
ამათზე ვგიჟდები მეეე ^^
მაგრამ სანდრიკოომმმ მომკლაააა რააა როდის. გავიგებ ყველაფერს ერთი სული მაქვს.
კარგი თავი იყო კარგი კი არა საოცარი პირდაპირ <3
ინტრიგა მაინც ჩააქსოვე ბოლოში როგორც ყოველთვის :დ
ველი ახალ თავს <3

 


№12  offline მოდერი sameone crazy girl

Pepper
მოკლედ საოცარი თავი იყოოო
ამათზე ვგიჟდები მეეე ^^
მაგრამ სანდრიკოომმმ მომკლაააა რააა როდის. გავიგებ ყველაფერს ერთი სული მაქვს.
კარგი თავი იყო კარგი კი არა საოცარი პირდაპირ <3
ინტრიგა მაინც ჩააქსოვე ბოლოში როგორც ყოველთვის :დ
ველი ახალ თავს <3

ამ ღამით დავდებ და დათბება სიტუაციები wink

 


№13  offline წევრი Annlabel

ჩემი ტკბილი გოგო ♥ გუშინ ისე გამიხარდა 2 გემრიელი თავი.... გელიი !♥

 


№14  offline წევრი თათულიTN

male tu ar dadeb chatvale mkvdari var :D interesi mklavs :*

 


№15  offline მოდერი sameone crazy girl

თათულიTN
male tu ar dadeb chatvale mkvdari var :D interesi mklavs :*

თორმეტამდე არ შემიძლია დადება და თორმეტზე დავდეებ wink

 


№16 სტუმარი qeta

sameone crazy girl
თათულიTN
male tu ar dadeb chatvale mkvdari var :D interesi mklavs :*

თორმეტამდე არ შემიძლია დადება და თორმეტზე დავდეებ wink

არ ვიძინებ,ველოდები 12ზე ახალ თავს;)

 


№17  offline მოდერი sameone crazy girl

qeta
sameone crazy girl
თათულიTN
male tu ar dadeb chatvale mkvdari var :D interesi mklavs :*

თორმეტამდე არ შემიძლია დადება და თორმეტზე დავდეებ wink

არ ვიძინებ,ველოდები 12ზე ახალ თავს;)

აუ რო არ ატვირთონ დროულად? ეგრე რო ამბობთ მერ ვნერვიულობ . feel

 


№18  offline აქტიური მკითხველი aanamaria

იფიფიიფ რა კარგიაააა love love

 


№19  offline წევრი nini31323

მაგარია მაგრამ ერთი ვერგამიგია ეს ლიკა და მარიამი ქალიშვილები არიან????

 


№20  offline წევრი კალლ აია

❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️

 


№21  offline აქტიური მკითხველი terooo

Რა საინტერესოა.... როგორი ძლიერი და ყბელაფრისმთქმელი გრძნობააა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent