შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ყვითელი გორილა (თავი მეორე)


15-04-2016, 11:51
ავტორი iceicebaby
ნანახია 1 983

თავი მეორე

დილით


-აღარ ხარ შენ ჩემი ლაურუნუნა! - ძლივს გასაგონად ჩავიჩურჩულე და ნაწყენი მზერით შევხედე მომღიმარ ქალს,რომელსაც თავზე პარკი აქვს წაკრული,შიგნიდან კი ღაჟღაჟა წითელი სითხე ჟონავს.
-შორენა შვილო,ნუ ბავშვობ,გთხოვ.თუ ასე ძალიან გინდა შევუკვეთოთ დიდი საწოლი ამ ოთახისთვისაც.მეტი იმ ოთახში განსაკუთრებული არაფერი არ არის,ავეჯიც კი ზუსტად ისე დგას როგორც აქ.
-თუ არაფერი არ არის მაშინ იმ ყვითელმა გორილამ რატომ აირჩია მაინცდამაინც ჩემი ოთახი?
-არ ვიცი,ტვინი ნუ გამიბურღე!დღეიდან ამ ოთახში იქნები ან შეგიძლია სხვა ნებისმიერი აირჩიო და იქ გადახვიდე!-ბოლოს მაინც მოლბა და დამნაშავის იერი მიიღო.
-პირველ სართულზე,პირველ ნომერში,ჩემს ძველ ოთახში დამაბრუნე.შევთანხმდით?-მიუხედავად ათასი განმარტებისა,რომლებიც ლაურამ უკვე ზეპირად ისწავლა,მაინც ვცდილობ ჩემი გავიტანო.
-საკმარისია!იმ ოთახში,როგორც შენ უწოდე „ყვითელმა გორილამ“ კარგად გადამიხადა.ასე რომ ეს შემთხვევა დაივიწყე და ახალ ოთახს შეეგუე.
-ორი წლის უღალატო კლიენტი ფულში გაცვალე ლაურუნუნა?-მიუხედავად იმისა,რომ ლაურასი კარგად მესმის და მის ადგილას მეც ასევე მოვიქცეოდი,მაინც არ ვეშვები.
-არა,არა და არა.შორენა მართლა დამღალე იცი?ჯერ იყო და უკითხავად აიღე გასაღები და შეუვარდი იმათ ოთახში,მერე ძლივს მოგიყვანე გონზე და ახლა ენას არ აჩერებ.შეგიძლია ამ თვის ქირა არ გადამიხადო,ოღონდაც გაჩუმდი!-მობეზრებულად გააქნია თავი,ფარდა გადაწია და კარი გაიჯახუნა.
-გაკოცე-ე -გაწელილი სიტყვა დავაწიე ლაურას და კმაყოფილი გავწექი საწოლზე,ვარსკვალვის ფორმაში.ერთი თვის ქირის ფულს ისე დავხარჯავ,როგორც მომინდება.დიდებულია.მართალია,წუხანდელ ინციდენტზე ჯერ კიდევ ვბრაზობ მაგრამ თავს ვაკონტროლებ.როგორც ჩანს მხოლოდ მე არ მიზიდავს დიდი საწოლი.ესეიგი იმ ყვითელ გორილასაც მოსწონს.მაცადოს,აუცილებლად გადავუხდი სამაგიეროს.შორენა შეთეკაური არავის დაეჩაგვრინება.საბანი გადავწიე და ფეხზე ფუმფულა ფაჩუჩები ამოვიცვი,წამოვდექი სარკესთან მივედი და გაბურძგნულ სილუეტს დავაკვირდი.თმა აფექტურ მდგომარეუბაში მაქვს,ისევე როგორც სახე.როგორც ჩანს,იმის მიუხედავად,რომ გუშინ ბევრი არ დამილევია,მაინც მომიწევს ნაბახუსევთან ბრძოლა.ფაჩუჩებიც არაპროპორციულია ერთის ყელი ზედმეტად მაღლა მაქვს აწეული,მეორესი პირიქით.ამას დავუმატოთ ისიც,რომ ჩემი საყვარელი,არა უსაყვარლესი,საღამური უკუღმა მაცვია.როგორ მოვახერხე?!ტუჩები გამომშრალი,ნამდვილ ზომასთან შედარებით დიდი და ერთმანეთთან შეწებებული მაქვს,ლოყები შესიებული,თვალებიც.საცოდავობაა!ვტრიალდები და საღამურს ვიხდი.როდის ჩავიცვი?არ მახსოვს.იმ გორილას ოთახში არ მეცვა.მოიცა რა? გორილას ოთახში საცვლების ამარა ვიდექი?
-არა-ა-ა! - ვამბობ დანანებით ხმამაღლა.ყველაფერს,რაც ზედ მაცვია,ერთი ხელის მოსმით ვიხდი,სხვადასხვა მიმართულებით ვისვრი და თავპირისმტვრევით შევრბივარ სააბაზანოში.მას შემდეგ,რაც საღამურის გახდისას ფეხი მიცურდება და არაკომფორტულად „ვწვები“,შემდეგ ნეკა თითს საწოლის ფეხს ვარტყავ და ასკინკილა სირბილით სააბაზანოს კარს ვეჯახები.

სასტუმროს პირველი სართული

-ბოდიშს გიხდით ბატონო ბუბა,ეს გოგო ძალიან კარგი პიროვნებაა.უბრალოდ გუშინ გაუთვალისწინებელი შემთხვევა მოხდა,ის უკვე 2 წელზე მეტია აქ ცხოვრობს,იმ ოთახში და...იცით ზოგჯერ დაუკითხავად იღებს გასაღებს,გუშინაც სწორედ ასე მოხ..
-გასაგებია,იმედი მაქვს აღარ განმეორდება.
-არა,არა რას ბრძანებთ.ახალ ოთახში დავაბინავე.არანაირი პრობლემა არ არსებობს-ამაყად ამბობს შუა ხნის ქალი და ყელს იღერებს.მამაკაცი მსუბუქად თავს უქნევს და უღიმის,შემდეგ ტრიალდება და კარში უჩინარდება.ქალი თვალებს ატრიალებს,შუბლზე ხელს ისვამს და კუთხეში მჯდომ,შუა ხნის მამაკაცს აშტერდება.ეს უკანასკნელი კი წითელტყავიან რვეულში რაღაცებს ინიშნავს.შემდეგ ხელს მაღლა სწევს,აქეთ-იქით იყურება და ერთ-ერთ მიმტან გოგონას ეძახის:
-აფიციანტ!მომხედეთ ერთი წუთით. - გოგონა კალამსა და რვეულს იმარჯვებს,სამუშაო ფორმას ისწორებს და კლიენტისკენ მიდის.
-მომეცი მე წავუღებ,რამდენი ხანია ის კაცი აქ ზის და სანამ თვითონ არ დაგიძახა ვერ მოტვინე და ვერ მიხვედი.-ლაურა წითელ ლოკნებს,ცალ მხარეს იყრის,საშუალო სიგრძის კაბას ისწორებს და ქუსლების ბაკუნით მიდის კლიენტთან.
-რას ინებებთ?-ქალი მაგიდასთან უხერხულად დგას და ცდილობს კალამი არ გაუვარდეს,ყოველ შემთხვევაში გვერდიდან ასე ჩანს,ისე აქვს ჩაბღუჯული.
-ოჰ,გამარჯობა ქალბატონო ლაურა.მე...ისა... თქვენ რატომ შეწუხდით?აი მარიამი თავისუფალია და ის მოვიდოდა.
-მე რა შემატყეთ მოუცლელობის?-ცალ წარბს ზემოთ სწევს და მამაკაცს ალმაცერად შესცქერის.მერე თმას ხელს ავლებს და თითზე იხვევს.წამიერად რევაზიკოს თვალები უბრწყინდება.
-თქვენი თმა,უფროსწორად,თქვენ...არა...მინდოდა მეთქვა,გიხდებათ.-მცირე პაუზის შემდეგ ძლივს მოაბა რევაზიკომ კომპლიმენტს თავი.ლაურას კი ღაწვები თმის ფერი გაუხდა.
-მადლობთ,რას ინებებთ?-ლაურას საერთოდ არ ეხერხება ადამიანთან საუბრის გაბმა.ყოველთვის ყველანაირად ცდილობს,რომ ნაკლები ილაპარაკოს.
-როგორც ყოველთვის-მამაკაცი მსუბუქად იღიმის და სევდაშერეული სახით ისევ რვეულს უბრუნდება.ქალი რვეულში რაღაცას ინიშნავს და შემოტრიალებას აპირებს,რომ უეცრად მხარზე ახალგაზრდა გოგო ხელს ხვევს და რევაზიკოსკენ აბრუნებს.შემდეგ ხელს კომფორტულად ათავსებს ლაურას ერთი თავით მაღალ მხარზე,ქალის გაცეცხლებულ თვალებს აიგნორებს და მასზე ჩამოკონწიალებული იწყებს საუბარს:
-დილამშვიდობის ბატონო რევაზ!-ფრანგული ჟესტით,მსუბუქად უკრავს თავს მისასალმებლად.-დილამშვიდობის ქალბატონო ლაურა!-ქალისკენ ტრიალდება,თითის წვერებზე იწევა და მოწყვეტით კოცნის ლოყაზე-რა კარგი ხალხი ხართ თქვენ,სულ მუშაობთ და მუშაობთ.
-რას ვიზამთ შვილო,სხვა რა დაგვრჩენია-იღიმის კაცი და გოგონას შესცქერის.
-მუშაობა კარგია! მაგრამ კარგი ჭამა უკეთესი!-ღიმილით ამბობს ახალგაზრდა,წაბლისფერთმიანი გოგო და ლაურას ეხსნება.რევაზიკოს მოპირდაპირე მხარეს ჯდება და ახლა ლაურას უბრუნდება.
-ქალბატონო ლაურა,გთხოვთ რა,ამ ერთხელ მე,თქვენ და რევაზიკომ ერთად ვისაუზმოთ,რა დაშავდება?თანაც დიდხანს ვერ დავრჩები,დღეს უნივერსიტეტში პრეზენტაციას ვაკეთებ და ვერ დავაგვიანებ,მაქსიმუმ თხუთმეტი წუთით შეგაყოვნოთ,მერე მე წავალ და თქვენ და რევაზიკომ გააგრძელეთ.-ამდენი ხნის მანძილზე დაბღვერილ ქალს სახე უნათდება და კმაყოფილი აქნევს აქეთ-იქით თავს.როგორც იქნა შანსი ეძლევა ნორმალურად გამოელაპარაკოს რევაზს.
-რევაზ რას იტყვით? თანახმა ხართ თხუთმეტი წუთი გაგვიძლოთ მე და ამ აბეზარ წურბელას?-აი უმადური.გოგო ფაქტიურად მაჭანკლობს,სასიძოს საპატარძლოს ნაცვლად „კერავს“ და ამან აბეზარი წურბელა-ო.რას ვიზამთ,ასეც ხდება.გაკვირვებული რევაზი,ჯერ გოგონას უყურებს შემდეგ ლაურას,სიცილით შლის ხელს და ლაურას დაჯდომას სთავაზობს.
-რას ამბობთ,ეს ჩემთვის დიდი სიამოვნება იქნება.რა ხანია ნორმალურად არ მისაუზმია,ყველაფერს უღიმღამოდ ვაკეთებ.
-ძალიან კარგი.აბა რას ინებებთ?-იკითხა ლაურამ-რადგან ასე ერთად არასდროს გვისაუზმია მიუხედავად იმისა,რომ დიდი ხანია ვიცნობთ ერთმანეთს,ამიტომ დღეს მე ვიხდი!-დაამთავა მონოლოგი ლაურამ.გოგონას კი ამასობაში სახე გაუბრწყინდა.
-არა რას ამბობთ? ასე როგორ შეიძლება.არა,არა არავითარ შემთხვევაში.აქ კაცი მე ვარ და მე ვიხდი!-თქვა ამაყად დისტრიბუტორმა,რომელსაც ლარიც კი არ ეგდო ჯიბეში და თავი ასწია.ალბათ ლაურას სიჯიუტის იმედზე იყო.გოგონა უკვე მობეზრებული აქნევდა თავს.
-ბატონო რევაზ,ეს ჩემი სასტუმროა და მე ვიხდი.თქვენ,როდესაც სადმე დამპატიჟებთ მაშინ გადაიხადეთ.-ოჰო,აი წინსვლაც ამას ჰქვია.დაპატიჟებაც გაინაღდა.მამაკაცი შვებით ისუნთქებს და ნებდება.
-აბა რა ავიღოთ?-ლაურა რევაზს უყურებს.
-არ ვიცი რაც თქვენ გენებოთ.
-კარგი მაშინ შოკოლადის კრუასანები და ყავა იყოს.შორენა შვილო,იგივეს აიღებ შენც ალბათ.-ამ ხნის მანძილზე ჩუმად მჯდომი გოგონა ჯერ რევაზიკოს გახედავს,შემდეგ ლაურას,ეშმაკურად იღიმის და ავისმომასწავლებლად აქნევს თავს.
-არა,მე მომიტანეთ სალათი ცეზარი და ცხელი შოკოლადი რძით.ოღონდ ცხელი შოკოლადი წასაღებად მინდა და შემიფუთეთ.უი და კიდევ ძალიან გემრიელი ხილის სალათი გქონიათ,კონიაკით და ლიქიორით,ეგაც შემიფუთეთ და წავიღებ.
-კარგი-კბილებს აკრაჭუნებს ლაურა და მიმტანს ფურცელზე ჩამოწერილ შეკვეთას ატანს.


სააბაზანოდან შედარებით დამშვიდებული გამოვდივარ და ვცდილობ ყოველ წამს არ ვიფიქრო გასულ ღამეზე.შეძლებისდაგვარად გამომდის კიდეც.წინასწარ მომზადებულ ღია ფერის ჯინსს ვიცვამ,ზემოდან თეთრ ზედას და იმავე ფერის კედებს ვირგებ.თმას გვერდულად ვიწნავ,სუნამოს ვიპკურებ,პრეზენტაციისთვის წინასწარ მომზადებულ „ფლეშკას“ და ფურცლებს ხელჩანთაში ვდებ და ოთახს ვტოვებ.როგორც ჩანს,ყოველდღე ლიფტით სარგებლობას უნდა შევეჩვიო.არ ვაპირებ მე-5 სართულზე ფეხით სიარულს.თანაც,გაგიკვირდებათ და,ლიფტის და დახურული სივრცის შიში არ მაქვს.მგონი კლაუსტროფობიას ეძახიან.ერთადერთი ფობია რაც ჩემს თავს შევამჩნიე ეს შიმშილის შიშია,საღამოს დავგუგლავ და გავიგებ რა ჰქვია.როგორც კი ლიფტიდან გამოვდივარ,თვალში წითელი თავი მხვდება.ყოჩაღ ლაურა,გაგითვალისწინებია ჩემი რჩევა.თანაც უხდება,არ შევმცდარვარ.სასტუმროს კაფეში რევაზი შემოდის და თავის „კუთვნილ“ ადგილს იკავებს ფანჯარასთან,ლაურას მზერაც მომენტალურად წყდება ყველაფერს და რევაზისკენ მიემართება.კაცი კალამს და რვეულს ჩანთიდან იღებს,ხელს მაღლა სწევს და მარიამს ეძახის,მიმტანს.ლაურა უსამართლოდ საყვედურობს მარიამს“ამდენი ხანია აქ არის და ყურადღებას არ აქცევო“ ორი წუთის წინ შემოსულ კლიენტზე ეუბნება,კალამს და რვეულს ართმევს და კურტუმის ქნევით მიდის რევაზიკოსკენ.მოიცა,ეს მე არ მისწავლებია.როგორც ჩანს,კურტუმის ქნევა,თავისით ისწავლა,ან კონკურენტი გამომიჩნდა რჩევების მიცემაში.თუ ეს მართლაც ასეა გამოდის,რომ ვიღაცას სწორი რჩევების მიცემა საერთოდ არ შეუძლია.ლაურას კურტუმის ქნევა საერთოდ არ არის სექსუალური.ტუჩს ვიბზუებ და გასასვლელისკენ მივდივარ,კარგი იქნება თუ უნივერსიტეტში ადრე მივალ და პრეზენტაციისთვის მშვიდად მოვემზადები.გასასვლელთან უკვე ახლოს ვარ,რომ ლაურას საუბარი მესმის.რევაზიკომ კომპლიმენტი უთხრა,ამან კი იმის მაგივრად,რომ საუბარი გაება თემა ისევ შეკვეთაზე ჩამოაგდო.“მადლობთ,რას ინებებთ“ ჩუმად,ტუჩების მოძრაობით ვაჯავრებ ლაურას და თვალებს ვატრიალებ.კარგი,ჯანდაბას,ცოტა ხნით გავჩერდები ჯერ მაინც ადრეა.ლაურას უკნიდან ვეპარები და მოულოდნელად კისერზე ვეკონწიალები.სასჯელი არ ამცდება,იმედია ფანჯრების დაწმენდას დასჯერდება...

სასტუმროდან სირბილით გამოვდივარ,მაგვიანდება,თან ცალ ხელში ჭიქა მიჭირავს,ცხელი შოკოლადის მეორეში ხილის სალათი.სულ რაღაც 15 წუთი მაქვს,სასწაული თუ გადამარჩენს,ან ტაქსი.როგორღაც ვახერხებ და სალათს და ცხელ შოკოლადს ერთი ხელით ვიჭერ მეორეთი ტელეფონში ვიქექები და ტაქსის ნომრებს ვეძებ.გოგიმ თავი დაანება,ზურა ამეკიდება,ბაჩო შორსაა,დათო? დათო კარგია.ნომერს ვკრებ და ტელეფონს ყურზე ვიდებ.
-გისმენთ?!
-გამარჯობათ დათო ბიძია შორენა ვარ.აი გუშინ,რომ დაბადების დღე მქონდა,კლუბში მიმიყვანეთ.
-დიახ,დიახ მახსოვხართ.
-კარგია,თუ შეგიძლიათ იმავე სასტუმროსთან მოდით.ძალიან მეჩქარება,თქვენ უნდა გადამრჩინოთ-ფაქტიურად ნამუსზე ვაგდებ კაცს.
-იცით მე სწორედ მანდ ვარ,აი გხედავთ კიდეც.მარჯვნივ ავტოსადგომზე გამოიხედეთ.-ვიხედება და გახარებული ვუქნევ ტაქსისტს ხელს.
-მაგრამ მე აქ სხვას ველოდები,წუთი წუთზე მოვა.
-ვინ სხვას?-იმედგაცრუებული ტუჩს ვიკვნეტ
-აი ამ წამს გამოვიდა სასტუმროდან,შავი შარვალი აცვია.-სასტუმროს შესასვლელისკენ ვიხედები და ყვითელ გორილას ვხედავ,რომელიც სარივით გაჭიმული მიაბიჯებს და გვერდზე არ იყურება,როგორც პირდაპირი ისე გადატანითი მნიშვნელობით.ჯანდაბა,ეს ჰომოერექტუსი უკვე ნერვებს მიშლის!სხვა გზა,რომ მქონდეს არ მივეჭრებოდი მაგრამ...არა,რათქმაუნდა არ დავუთმობ.ეს ჩემი ტაქსია.ადგილს ვწყდები და სირბილით მივრბივარ ტაქსისკენ.ის ისაა კარი უნდა გამოაღოს,რომ მკლავზე ვექაჩები და ჩემკენ ვაბრუნებ.
-ჰეი,ეს ჩემი ტაქსია სხვა მონახე.-კოპებშეკრული ავყურებ და ვცდილობ გული მოვითქვა.
-ვერ გავიგე?-ოდნავ გაკვირვებული ჩანს თუმცა ირონიულ მზერას მაინც არ იშორებს.რა მაქვს მე ამის დასაცინი,სულ ასე რომ მიყურებს?!სულ რაა,მხოლოდ ორჯერ შევხვდი.
-რა არის გაუგებარი?შანსი გეძლევა გუშინდელი დანაშაული გამოასწორო.გამოიყენე რა!-სასხვათაშორისოდ ვამბობ,ორჯერ ორი ოთხიას ტონით,კარს ვაღებ და ტაქსში ვჯდები.ამასობაში ზუსტად 7 წუთი გავიდა.
-გამარჯობა დათო.
-გაგიმარჯოს შვილო.-ტაქსისტი გაკვირვებული შემომცქერის ჯერ მე შემდეგ კი გორილას.ამ უკანასკნელმა კი,წარბები ზემოთ აზიდა,გვერდზე გაიხედა,ჩაიცინა მანქანას შემოუარა და ჩემ გვერდით,უკან,დაჯდა.
-წავედით დავით,ჯერ ეს მივიყვანოთ.-თავით ჩემზე ანიშნებს და ფანჯარაში იხედება.
-კიბატონო,სად მიდიხართ?-ჩემკენ აბრუნებს თავს ტაქსისტი.მარჯვენა ფეხს მარცხენაზე ვიდებ,თავს ვწევ და დათოს მივმართავ
-ტექნიკურ უნივერსიტეტში-ტაქსისტი გაკვირვებული მიყურებს,გორილა არ ვიცი მიყურებს თუ არა შეგნებულად არ ვიხედები მისკენ.
-„გეპეიში“ სწავლობ შვილო?-მეუბნება ტაქსისტი მას შემდეგ რაც მანქანას ძრავს.
-დიახ-მოკლედ ვუჭრი,საუბრის გაბმის ხასიათზე არ ვარ,მით უმეტეს გორილას გვერდით.
-საინტერესოა-თავს აქანავებს კაცი და სიჩქარეს უმატებს.7 წუთში დანიშნულების ადგილზე მივედი.ჩანთიდან საფულეს ვიღებ და ახალთახალ ქაღალდს ტაქსისტს ვაწვდი.
-დავით იცი რაც.-ამბობს ამ ხნის მანძილზე ჩუმად მყოფი გორილა და ფანჯარას თვალს არ აშორებს.
-იყოს შვილო,გაიქეცი არ დაგაგვიანდეს.-დაძალებას არ ვიწყებ,მეჩქარება.თუმცა მაინცდამაინც არ მსიამოვნებს ის ფაქტი,რომ გორილასთან ვალში ვარ.მადლობას ვიხდი და კარს ვაღებ.
-რა გქვია?-მეკითხება გორილა მანქანის დატოვებამდე.დამაბნეველია,არც კი ვიცი რატომ.ზოგადად საუბრისას არასდროს ვიბნევი.შუბლს ვკრავ და თვალებში ვუყურებ,რამდენიმე წამიანი პაუზის შემდეგ კი როგორც იქნა ვახერხებ პასუხის გაცემას
-შორენა,შორენა მქვია.-ვამბობ და ჩამოშლილ თმას ყურს უკან ვიწევ.თავს ჩემკენ წევს,ზუსტად სახის წინ მიჩერებს,გვერდულად ხრის, მიღიმის და ჩურჩულით ამბობს
-მე შოშიას დაგიძახებ,თუ შეიძლება.-ვაღიარებ,ჩემი სახელი ბევრჯერ დაუმახინჯებიათ მაგრამ შოშია საიდან მოიტანა?რა შუაშია? ნერვები მეშლება მის ნაგლობაზე.ფაქტიურად დამცინა.არვიცი რატომ მაინცდამაინც ახლა,მაგრამ კარგად დავიწყებული წუხანდელი ღამე ზუსტად ამ დროს მახსენდება,ისიც როგორ ფორმაში დამინახა და ლოყები მიხურდება.ისეთი სახე აქვს აშკარდ შემამჩნია,იმედია არ ჰგონია,რომ ნახშირივით შავ და ყვითელნისკარტა ფრინველთან შედარება კომპლიმენტად მივიღე და ამიტომ გავწითლდი.
-შენ რა გქვია?-როგორღაც ვახერხებ,რომ თავი უკან გავწიო.
-ბუბა-ამბობს სერიოზული სახით და თვითონაც თავის ადგილს უბრუნდება.მანქანიდან გადავდივარ,სანამ კარს მივხურავ შიგნით ვიხედები და ირონიით გაჟღენთილი ტონით ვამბობ
-მე ბაღლინჯოს დაგიძახებ,თუ შეიძლება!-სახეზე ეტყობა,რომ უკმაყოფილოა ჩემი შედარებით.თუმცა ბოლოს მაინც ეღიმება,ეს კი მე არ მსიამოვნებს.ეს შედარება იმიტომ გამოვიყენე,რომ გაბრაზებულიყო და არა ეცინა!რა ამით იმის თქმა უნდოდა,რომ ხუმრობა არ შემიძლია?!არ მაინტერესებს,რაც უნდა ის იფიქროს.კარს ვაჯახუნებ და ვტრიალდები.არადა კარებმა რა დამიშავა,დათოს მოგვიანებით მოვუხდი ბოდიშს ამის გამო.ჯანდაბა ცხელი შოკოლადი და ხილი მანქანაში დამრჩა.მიბრუნებისთვის არ მცალია.



№1  offline წევრი sofi_rio

რაკარიგია და რასასიამოვნო წასაკითხიაა ^_^ მალედადერა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent