ყვითელი გორილა (თავი პირველი)
თავი პირველი -საღამომშვიდობის ქალბატონო ლაურა! - მივესალმე ხნიერ,თმაგაჭაღარავებულ ქალს და მჭიდროდ შემოხვეული შარფიდან ცხვირი ამოვწიე. -უკვე მოხვედი?! ან საერთოდ,რისთვის წახვედი?ისეთი უჟმური როგორ უნდა იყო,რომ შენი,საკუთარი დაბადების დღე არ გიხაროდეს და შუა წვეულებიდან უკან გამორბოდე.ჯერ მხოლოდ 11 საათია,წვეულება კი 9-ზე დაიწყო.წინა წელსაც ზუსტად ასე მოიქეცი.ან ეს შარფი რას გიგავს-ახლა შარფს გადასწვდა-დაბერდი ქალი და შარფის მოხდენა არ იცი.ქალმა ჯერ ის უნდა ისწავლოს თავს როგორ მოუაროს და შემდეგ სხვებზეც იზრუნოს.შენ ქმარს როგორ მიხედავ?ერთი შენს თავს შეხედე-გაშლილი ხელით შარფზე მიმითითებს.უხეშად ქაჩავს თავისკენ და "მისწორებს".სინამდვილეში,ისედაც მჭიდროდ შემოუხვეული რბილი ქსოვილი,კიდევ უფრო მჭიდროდ მეკვრის ყელზე და სუნთქვა მიჭირს.სანამ ლაურა თავისი გემოვნებით მიკეთებს შარფს ვგრძნობ,რომ სახეზე წამოვხურდი,თვალები საგრძნობლად გამებუშტა.მთლიანობაში,ასით თუ არა ოთხმოცი პროცენტით ვარ დარწმუნებული,ჩემს კატას დავემსგავსე,ჩემმა კლასელმა,რომ მომიხრჩო ღრმა ბავშვობაში.როგორც ჩანს,მსგავსება ლაურამაც შენიშნა და შემეშვა.დავიჩუტე,ამოვისუნთქე.შუშის დახლზე დადებულ,ჩემს კუთვნილ,გასაღებს უკითხავად ხელი დავავლე და საჩვენებელ თითზე დავატრიალე.პარალელურად შარფი მოვუშვი და გავიღიმე.ლაურა,წეღანდელისგან განსხვავებით,საერთოდაც არ იმჩნევდა ჩემს არსებობას.მთელი ყურადღება მასსავით ხნიერ,დისტრიბუტორ, მამაკაცზე აქვს გადატანილი,რომელიც ერთ-ერთ კუთხეში მაგიდას უზის და გაფაციცებით ეძებს ჩანთაში რაღაცას.დახლს იდაყვით დავეყრდენი,წელში ოდნავ მოვიხარე,ფეხი მეორე ფეხის გასწვრივ,წვერით დავდგი და ქალს ალმაცერად,უფრო სწორედ,ეშმაკურად შევხედე. -ქალბატონო ლაურა,მე მაპატიეთ,საქალბატონე!იცით რა ვიფიქრე?რათქმაუნდა არ იცით,ჰა-ჰა,საიდან უნდა იცოდეთ მე რას ვფიქრობ-ქალი სიბრაზისგან წამოწითლდა-თუ გნებავთ რევაზიკოს დაკერვაში დაგეხმარებით,შემიძლია რამოდენიმე სასარგებლო,ქალური რჩევა მოგცეთ.-ცალი წარბი ავწიე და გამომცდელად შევხედე. -რას ბოდიალობ ლაწირაკო?ამ ხნის ქალს,არც კი იცი როგორ ელაპარაკო!-სინამდვილეში კი,რაც არ უნდა გასაკვირი იყოს,ითვალისწინებს ჩემს რჩევებს.ასე მაგალითად გრძელი ფართხუნა ქვედა-ბოლო შარვლებით შეცვალა,ყელამდე შეკრულშეკოწიწებული ზედები კი-დეკოლტით.ეს ყველაფერი 50 წლის ქალის კვალობაზე,საკმაოდ სექსუალურად ჩანს.მითუმეტეს,რომ ლაურას თავისი ფორმები ამაში ხელს უწყობს.დარწმუნებული ვარ სამი გველაძუა ძმა,რომ არ ჰყოლოდა და ასპიტი მამა,საკუთარ თავს მოუვლიდა და ბევრ საბჭოელ ყმაწვილს დააღებინებდა პირს.თუმცა ყავდა და რას იზამდა.ხშირად იხსენებს ხოლმე როგორ არ მისცეს გათხოვების უფლება საყვარელ მამაკაცზე.ჰო და ზუსტად ამის მერე გამხდარა ასეთი ცივი და მიუკარებელი.საბოლოოდ გაუთხოვარ,მწარე შინაბერად ჩამოყალიბდა,რომელიც ყველას კბენს.მათ შორის მეც.ამიტომ ლაურას „ძმათა მოძულე“ კამპანიას ვუერთდები და ვგმობ სისასტიკეს.ლაურა არ არის ცუდი ადამიანი.რაც არ უნდა ბევრი ვილაპარაკო მისი ენის სიმწარეზე და უჟმურობაზე,ფაქტი მაინც ფაქტად დარჩება.ის უბრალოდ თანამედროვე “ოთარაანთ ქვრივია“.ასე რომ, ჩემს თავს უფლებას ვაძლევ ხანდახან ლაურას სასარგებლო რჩევები მივცე მერე სწრაფად გავეცალო და მინიმუმ ორი დღე არ დავენახო.მითუმეტეს მაშინ,როდესაც ვხედავ როგორი თვალებით უყურებს რევაზს.აი თუნდაც ახლა... -კარგით რა ლაურუნუნა,მეც და თქვენც-საჩვენებელ თითს,რომელზეც გასაღები მაქვს წამოცმული,ჯერ ჩემკენ ვიშვერ მერე ლაურასკენ-ორივემ,მშვენივრად ვიცით,რომ ყოველ სავსე მთვარეობისას კლდემამოსილი და სათნო ლაურასგან არაფერი რჩება,თქვენში მხეცი იღვიძებს და სასტუმროს მაცხოვრებლებს ერჩის.ისაც ვიცით,რომ ამ მხეცს თქვენი ჰორმონები აღვიძებს.ასე,რომ თუ ჰორმონებს ვინმე დაგიწყნარებთ და ცოცხლად აღარავის შეჭამთ მეც კმაყოფილი დავრჩები და თქვენც.-ქალს სუნთქვა უხშირდება,როგორც ჩანს გაბრაზებამ პიკს მიაღწია.შეიძლება,ლაურას ჰორმონების შემოტევა ყოველთვის სავსე მთვარეობას არ ემთხვევა მაგრამ შემოტევები,რომ აქვს ეს ზუსტად ვიცი.“სტა პრაცენტ“.ზოგჯერ ისეთი აუტანელია! -ასე,რომ ამდენი ცეცხლის ყრას აჯობებს,საკუთარ თავს მიხედოთ.თმა შეიღებეთ წითლად! კაშკაშა წითელი!-ვცდილობ ხელებით სიკაშკაშე დავხატო ჰაერში.თანაც სწრაფად ვლაპარაკობ,რაც შეიძლება მალე რომ გავასწრო აქედან. -წარმოიდგინეთ!პირველი-სექსუალურია,რაც რევაზიკოს აღაგზნებს.მეორე-მოგიხდებათ,ჩემი დაკვირვებით ოდნავ კეხიან ცხვირს,ყველაზე მეტად,წითელი ფერი უხდება და მესამე-გიჟდება რევაზიკო წითელ ფერზე.არ შეგიმჩნევიათ?-ხელს მუშტად ვკრავ და ვიწყებ თითებზე ჩამოთვლას-წითელი ფურგონი,ეს ერთი-ნეკა თითს ვშლი-წითელი ხელთათმანები,ესაც მეორე-არა თითსაც ვშლი-წითელი საფულე,ესაც მესამე-შუა თითს ვშლი-წითელი ვალების რვეული,ესაც მეოთხე-ცერა თითს ვშლი-და ბოლოს წითელი ლაურუნუნა,ესაც მეხუთე-დემონსტრაციულად ვშლი საჩვენებელ თითს,რომელზეც გასაღები მაქვს ჩამოცმული,გასაღებს თითზე ვატრიალებ,ჰაერში ვაგდებ,ისევ დემონსტრაციულად ვიჭერ,ლაურუნუნას თვალს ვუკრავ და თავით რევაზიკოზე ვანიშნებ.ეს უკანასკნელი კი ლიმონიან ჩაის მადიანად შეექცევა,თანაც"პრიანიკს" აყოლებს და ძველ,დაფურცლულ,წითელტყავიან რვეულს ჩასჩიჩინებს,რომელზეც კალმით გაურკვეველ ხაზებს ავლებს.ლაურა ისევ ვერ მამჩნევს,მისი გაბრაზება სადღაც გაქრა.ნახევრად თეთრ ლოკნებს თითზე იხვევს და რევაზიკოს თვალს არ აშორებს.ვაპირებდი ამ საღამოს მთლიანი თვის ვალი დამეფარა და სულ ცოტა მაინც დამეტკბო სასტუმროს „ფაშა“ ჩემ მიმართ.თუმცა ხვალ დილით ჯობს,ახლა დაღლილი ვარ.ლაურუნუნაც არ იჩენს მაინცდამაინც დიდ ყურადღებას.ჩემი დაბადების დღე ყველას უყვარს ჩემ გარდა.არა მართლა,სერიოზულად.ყველა ერთობა,სვამენ,ცეკვავენ მე კი უბრალოდ მომბეზრდა ყოველ წელს ერთი და იმავე.კარგი იქნებოდა სადმე,შორს,ტყეში,ღრეში,მარტო ... ლაურას ვტოვებ და დახლს ქუსლების ბაკუნით ვშორდები,რაც ძველი,ხის იატაკის ჭრაჭუნს იწვევს.პირველივე კარს გასაღებს ვარგებ,შევდივარ,კარს ვხურავ და ბნელ ოთახში მშვიდად მივაბიჯებ.ერთი სული მაქვს,ჩემს ფუმფულა,ბუმბულის საწოლში დავწვე.თვალები დავხუჭო.ეს შემოტმასნული,კრემისფერი კაბა,ღრმა დეკოლტით მოვიშორო და ქუსლიანებიც მის გზას გავუყენო.საძინებელში სრული სიბნელეა.პირდაპირი მნიშვნელობით.ორმაგი,მუქი ტილოს ფარდა მთლიანად ჩამოფარებულია.საერთოდ არაფერი ჩანს.უცნაურია,არადა დამლაგებელი გაფრთხილებული მყავს,რომ არასდროს ჩამოაფაროს,დილითაც კი.მაშინ,როდესაც ჩემი ოთახის ფანჯარა დასავლეთითაა და მზის სხივები უხეშად მირღვევს ძილს,ყოველ დილით.იყოს,ხვალ მივხედავ.ისე მომწონს კიდეც.სიბნელე...ჩემი საძინებელი წყვდიადს გავს მე კი მზად ვარ ამ წყვდიადში ჩავიძირო.საწოლამდე ხელების ცეცებით მივდივარ.კიდევ კარგი,რომ ზუსტად ვიცი რამდენი ნაბიჯია კარიდან საწოლამდე.კაბის გვერდულ ელვას ვხსნი ,ძლივს გაკეთებულ კოსას ვიშლი,ათი სანტიმეტრით დაბლა ჩამოვდივარ ჰაერში ოსტატურად ვტრიალდები და საწოლზე,საცვლების ამარა,გულაღმა ვვარდები.მმმ..როგორი ფუმფულაა ეს გადასაფარებელი,მგონი ზედმეტადაც კი ჩემი მთლიანად ასეთი სრულყოფილი არ იყო,როგორც მახსოვს.მივხვდი,ალბათ ლაურამ ძვირადღირებული „ვერნელი“ გაიმეტა ჩემთვის...ნეტავ რატომ?რა საინტერესო ქალია.თვალებს ვხუჭავ,გადასაფარებელში ვეხვევი და ვცდილობ დავიძინო.იმდენად დაღლილი ვარ,რომ უკვე ვეღარაფერს ვაცნობიერებ და ყველაფერს ინსტიქტურად ვაკეთებ. რამოდენიმე წუთში რაღაც ჭრაჭუნი მესმის,რომელიც არა და არ წყდება და არ მაძლევს საშუალებას დავიძინო.მოიცადე,მოიცადე.ეს იატაკია,ძველი იატაკი,რომელიც სულ ჭრაჭუნობს სიარულისას.მაგრამ მე ვწევარ.ხელებს ტანზე ვისვამ,მერე საწოლს ვუსვამ და ვრწმუნდები,რომ მართლა ვწევარ.ესეიგი აქ ვიღაცაა და ოთახში დადის!აქ კიდევ ვიღაც არის და ის ჩემს ოთახში დადის!ვგრძნობ როგორ ძლიერად დამკრა შიშმა,მთელი ტანი ამიცახცახდა,გულის ძგერა მიასმაგდება.ვერაფრით ვერ ვხვდები როგორ უნდა შემოეღწია ჩემს ნომერში ვინმეს ან რა დროს.უკვე ორი წელია,რაც ამ ნომერში ვცხოვრობ და აქ ჯერ ჩემს უკითხავად არავინ დარჩენილა.იმდენად მეშინია,რომ მოძრაობას ვერ ვბედავ.ტუჩს კბილებს შორის ვიქცევ და თავს უკან ვწევ,არ მინდა თვალებში დაგროვილმა სითხემ საზღვარი გადმოკვეთოს.ქვედა ყბა იმდენად მიცახცახებს,რომ კბილებს შორის მოქცეული ქვედა ტუჩი მისკდება და პირში მლაშე გემოს ვგრძნობ.ჭრაჭუნი ისევ გრძელდება.მეშინია.ძალიან მეშინია.ხელს გადასაფარებლიდან გვერდზე ვწევ,საწოლის გვერდით მდგომი ნათურასკენ კანკალით ვაპარებ და ვლოცულობ,რომ ჩემი საძინებლის სტუმარი სადისტი არ აღმოჩნდეს და წამებით არ მომკლას.არაფერი განსაკუთრებული,როგორც ყველა ,ისევე მეც,ყოველთვის ვოცნებობდი მშვიდ,უმტკივნეულო სიკვდილზე.სიკვდილის წინაც ვოცნებობ.რა უმადურობაა!გონებაში უკვე რამდენიმე ვარიანტი მაქვს,როგორ შეიძლება გამოიყურებოდეს ბანდიტი.ყველაზე ცუდ შემთხვევაში,ის ფსიქიატრიულიდან გამოქცეულია.თუ მართლაც ასეა ალბათ ჭრილობებს მომაყენებს, სააბაზანოში ფეხებით დამკიდებს და სისხლისგან დავიცლები.ერთი...ღრმად ვსუნთქავ.ორი...თვალებს მაგრად ვაჭერ ერთმანეთს და მერე ისევ ვახელ. -სამი!-ვყვირი ხმამაღლა და სანათს ვანთებ.პარალელურად,საწოლიდან ვხტები ქუსლიან ფეხსაცმელს ხელს ვავლებ და თავდასაცავად ვიმარჯვებ.ოთახში თვალებს ვაცეცებ,ჯერ მარჯვნივ,მერე მარცხნივ,ზემოთაც კი ვიხედები იქნებ ადამიანი-ობობა მესტუმრა მეთქი,მაგრამ რადგინდა?!ოთახში არავინაა,წამიერად გონება პატარ-პატარა ცვლილებებს აღიქვამს.ჩემი ოთახი შეცვლილია.ღია ფარდა-მუქით,გახუნებული ხალიჩა-ფუმფულა მუქით,აღარც ჩემი ნივთები არ ჩანს.თუმცა ეს ყველაფერი წამიერად,წუთის მეათასედებში აღვიქვი.მთელი გონებით ისევ იმას ვფიქრობდი,თუ საიდან ისმოდა ჭრაჭუნი.იქნებ,იქნებ სულია? ავი,ბოროტი სული! არ ვიცი,აქამდე რატომ ვერ გავიაზრე,მაგრამ მკვეთრი ხმის შემდეგ,რომელიც ჩემს საწოლზე ნახტომს უფრო გავდა,მივხვდი,რომ ხმა ზურგს უკნიდან ისმოდა.იქ სადაც ჩემი საწოლია.ესეიგი ის ახლა საწოლზე დგას,ჩემს უკან?არა რა დავაშავე?! შეირგე რა დაბადების დღე,სად მორბიხარ?ახლა ვხვდები რა არის ნამდვილი შიშის გრძნობა,რას გრძნობენ ადამიანები სიკვდილის წინ.სიკვდილის შიში ყველაზე ძლიერი შიშია რაც კი აქამდე მიგრძნია.ნახევარი ცხოვრების ენერგიის მოკრება დამჭირდა იმისთვის,რომ უკან შევბრუნებულიყავი.ცრემლებმა უკვე დიდი ხანია საზღვარი გადმოკვეთეს.თანაც იმ დონემდე მივარდება პანიკა,რომ ისტერიკულ ტირილს ვიწყებ.როგორც იქნა ვტრიალდები და ცრემლებისგან დაბინდული მხედველობით ვხედავ დიდ არაპროპორციულ „ამობურცულობას“ საწოლის მეორე მხარეს,რომელიც რიტმულად მოძრაობს.რა გამოდის? ბანდიტი საბნის ქვეშაა? ღმერთო,პირველად ვნანობ,რომ სამსაწოლიანი საწოლი მაქვს.იმდენად დიდია,ვერც მივხვდი მეორე მხარეს ვინმე თუ იწვა.არადა თავის დროზე,ეს ოთახი ზუსტად ამ საწოლის გამო ავირჩიე.როგორც ჩანს,ტირილის ხმა გაიგო.საბანი აღარ მოძრაობს.ახლა უნდა გავიქცე,დროა!მაგრამ არ შემიძლია,ერთ ადგილზე ვარ გაშეშებული ვერ ვინძრევი,საკუთარი თავის კონტროლი დავკარგე და სამი წლის ბავშვივით ვბღავი.მალევე საბანი იწევა და ორ ყვითელ თავს ვხედავ.ქალი და მამაკაცი,გაოცებული სახეებით,დაჭყეტილი თვალებით,ქალს შეურაცხყოფილი სახე აქვს,მამაკაცს კი უფრო გაკვირვებული.მე უბრალოდ ისტერიკაში ვარ და ვინმე მჭირდება,ერთი კარგად,რომ შემომილაწუნოს.ავარდნილ ტირილს ვერაფრით ვაჩერებ.რას აკეთებენ ეს ორი ჩემს საწოლში?ჩემს ოთახში რატომ აკეთებენ ამას?! ეს..ეს უბრალოდ შეურაცხმყოფელია ჩემთვის!ქალი საწოლიდან ცოტათი იწევა,მოშიშვლებულ გულმკერდზე გადასაფარებელს იფარებს და საოცრად წვრილი ხმით,რომელიც პირდაპირ ტვინში მიკაკუნებს მეუბნება: -რას დგახარ და სლუკუნებ?! აქამდე არ იცოდი,რომ ადამიანები სექსით ვმრავლდებით?გაეთრიე ჩქარა!-იარაღივით მომარჯვებული ქუსლიანი ფეხსაცმელი ხელიდან მივარდება და ეს საშინელი წრიპინა ხმა,რომ ვერ გავიგო ყურებზე ხელს ვიფარებ. -შენ რა ყრუ ხარ?!-ამჯერად კაცი მეუბნება.მამაკაცის თვალები შავია ან შეიძლება ყავისფერი,ცუდი განათების გამო ვერ ვარჩევ,ერთადერთი რისი გარჩევაც შემიძლია ისაა,რომ ცივი, დამცინავი მზერით მიყურებს და თვალებში მაშტერდება.წუთის წინ განცდილ შიშს ვერაფრით ვივიწყებ და ისევ ღვარღვარებად მდის ცრემლები.მეტს უბრალოდ ვეღარც ვუძლებ და ინერციით ფუმფულა ხალიჩაზე ვვარდები.ბოლოს რასაც ვხედავ მამაკაცის თვალებია,რომლებიც საერთოდ აღარ ჰგავდა წეღანდელ ცივ,არაფრისმთქმელ თვალებს.არვიცი იყო თბილი თუ არა მისი თვალები ან გამოხედვა მაგრამ შეშინებულს ნამდვილად ჰგავდა.მერე აღარ მახსოვს რა მოხდა.გონება დავკარგე. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.