შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ძალადობის მსხვერპლი


15-04-2016, 18:19
ავტორი zia-maria
ნანახია 4 139

ვანი ქალაქი საქართველოში მდებარეობს იმერეთის დაბლობზე.მდინარე სულორისა და (რიონის მარცხენა შენაკადი)ნაპირას.ანტიკურ ხანაში აქ მდებარეობდა ძველი კოლხეთის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქი.სწორედ ვანს უკავშირდება ლეგენდა ოქროს საწმისის შესახებ.შეუძლებელია ფურცლებზე იმ სილამაზის გადმოცემა,ის სიმდიდრე და მშვენიერება,რომელიც ვანს როგორც საქართველოს ერთ-ერთ ულამაზეს მხარეს ახასიათებს.ბევრი,ძალიან ბევრი ნიჭიერი ხალხი გამოზარდა ამ პატარა მხარემ თუნდაც ვის შევადაროთ შეუდარებელი პოეტი და ლიტერატურის დიდი მოღვაწე,პოეზიის მგოსანი გალაქტიონ ტაბიძე და ტიციან ტაბიძე.მათი სახელდახელოდ ჩამოთვლა ძალიან შორს გაგვიყვანს და მინდა გითხრათ ძალიან ვამაყობ ამ ჩემი პატარა და ულამაზესი ქალაქით.მიხარია, რომ ერთხელ დავიბადე ისიც საქართველოში,ვარ ქართველი და ვცხოვრობ ამ ენით ძნელად აღსაწერ ადგილას.
ეს პატარა ქალაქი ვანია და ვანის შუა გულში ჩადგმული, ვაკეზე გაშლილი ჩემი სოფელი მთის-ძირი.როცა უყურებ მის გარშემო რა სილამაზეა აქ უბრალოდ სიტყვები ფუჭია.უნდა გაჩუმდე და დატკბე ამ მშვენიერებით.ისუნთქო ეს უჩვეულოდ არაჩვეულებრივი ჰაერით და დატკბე ამ სილამაზით,სიმყუდროვით.უსმინეთ სიჩუმეს აქ მხოლოდ ფოთლები შრიალებენ,ეს შრიალი კი მათი წყნარი ჩურჩულია.ვცდილობ გამოვიცნო რაზე ბაასობენ მაგრამ ეს ხომ შეუძლებელია. ამიტომ არ მინდა ხელი შევუშალო ჩიტების საამურ ჭიკჭიკს და ვუსმინო უსასრულოდ როგორ ისმის ფოთოლთა შრიალი.ვიწყებ ჩემი ისტორიის წერას და ძალიან ძნელია ვწერო ჩემზე.ვწერ თუ როგორ მოვედი დღემდე,რა გამოვიარე 14 წლის ასაკიდან.უფალს ვთხოვ მომცეს ძალა და შევძლო ამ ყველაფრის ფურცლებზე გადმოტანა რათა ვეღარ ვატევ გულში ტკივილს. თვალიდან ცრემლს ვაბრუნებ და გულში წვეთავს. თითქოს ძლიერი ვარ,მაგრამ არავარ ძლიერი, სუსტი აღმოვჩნდი იმ დილემის წინ რომელიც გადაიშალა ჩემს წინ. ვტირივარ ღამე,ბევრჯერ სიკვდილიც მინატრია, აღელვებულიც ბევრჯერ ვყოფილვარ მაგრამ ვერ დამაყენენ მუხლებზე, ვერ დამაჩოქენ. მე მხოლოდ ეკლესიაში უფალს და ხატებს ვუჩოქებ. მეგონა შენ იქნებოდი ჩემი ხატი და შემეძლებოდა შენს წინაშე დაფიქრების გარეშე დამეჩოქა მაგრამ შენ ყველაფერი გაანადგურე და ცხოვრება შემაზიზღე, რომელ დაჩოქებაზეა საუბარი. სული დამიცარიელე და უმოწყალოდ გამწირე ტკივილისთვის. მინდა მტკიოდე, მაგრამ აღარ მიდიხარ გულამდე რომ მეტკინო, მინდა ვიფიქრო შენზე მაგრამ ფიქრითაც ვეღარ მოვდივარ შენამდე .ყველა გზა მომიჭერი და ეს ჩემი ბრალი არაა გეფიცები, შენი ბრალია. ვნანობ? არა.... არც არასდროს არ ვინანებ, მე შენთან ცხოვრება დავასრულე. ამბობენ, რომ ჩემნაირები არ ტირიან... ცდები! ტირიან როცა მათ ვერავინ ვერ ხედავს .ღამის სიჩუმეში მხოლოდ მთვარე და ღამის სიმყუდროვემ იცის ჩემი ცრემლი. ალბად ირონიით იტყვი ეს ჩემი მონატრების ცრემლებია და ის არ გაძინებს, არ გასვენებსო, მაგრამ არა ეს გულის ცრემლია, გული რომელიც შენ ამომაცალე და მის ადგილას დატოვე უზარმაზარი ტკივილი. მე ეს ტკივილი მატირებს, ჩემს გვერდში შენი არსებობა მტკივა და ამ ტკივილს ეცემა ჩემი ჩუმი ცრემლები.
სულს ჩაღწეული ტკივილი მტანჯავს,
გაბზარულია სიცოცხლის ღერძი,
ცხოვრებისაგან გულში გაჩენილ ბოროტების თესლს
მე მაინც ვებრძვი.
ძალა მჭირდება რწმენა სიკეთის,
გულს მოდუნებას წამით არ ვაცლი,
წყვდიადში ვეძებ სინათლეს
თითქოს გარშემო მეფობს შური და ღვარძლი.
ბოღმით მოწამლულ ისარს მესვრიან
ვცდილობ მეობას ამან არ ავნოს,
მარტო დარჩენილს ჩამესმის ხმანი :
დათმე გული და ჰპოვებ მალამოს.
დაე, მტანჯავდეს მწარე ტკივილი
არ შევიქმნები წყვდიადის კერძი,
არ მეშინია ბედო გათელვის,
ბოროტების თესლს მე მაინც ვებრძვი.
(დანტე დარდინი )

მზრუნველობა და ცრემლი იწყებს მღვრევას გულსა და სულში.ეს დრო მუდამ ვფიქრობდი. მოუფრთხილდები, მოვეფერები და შევინარჩუნებ ღმერთის მიერ ბოძებულს, მაგრამ ვერ შევძელი. დააგვიანდა, ძალიან დააგვიანდა ჩემთვის მიერ დაწერილ ბედს. სიცოცხლე ჯერ აქ არის და უსასრულოა... არა! დააგვიანდა და ჩემთვის გაუსაძლისად მწარეა ეს ტკივილი. ერთია მხოლოდ მთავარი უნდა ვეძიოთ ერთმანეთში ძალა სიცოცხლის და ვიჩქაროთ, რადგან ეს ცხოვრება წამიერია. რამდენჯერ მინატრია რომ ერთხელ ცხოვრებაში მეც ვყოფილიყავი ბედნიერი. რამდენჯერ მიპატიებია შენთვის მწარე ტკივილიც კი. სამაგიეროდ ყოველი პატიება და უკან დახევა შეხორცებულ იარებს ხსნიდა დროის მიერ დაკერებული ძაფები. რამდენჯერ დამიხრია თავი და მომიკუმავს ტუჩი რომ შემეკავებინა ყველა ის სიტყვა რაც შენთვის მქონდა სათქმელი. დავმუნჯებულვარ მაშვინ როცა ყველაზე მეტად იყო საჭირო ჩემი საუბარი. სამაგიეროდ ბევრი ცრემლი დაუკარგავს თვალებს და ბევრი წამი მოკლებია ჩემი გულის სიცოცხლეს..... რამდენი ტკივილია ამ ჩემს გულში. მტკივა, ხო მტკივა, გაუსაძლისად მტკივა, მე 14 წლის ბავშვი როგორი ტკივილით სავსე გულით მოვედი დღემდე 40 წლის ასაკში. ხო, დიახ, არ გაგიკვირდეთ მე დღეს 40 წლის ქალი ვდგევარ თქვენს წინაშე,ნქალი რომელმაც მხოლოდ ტკივილი და ცრემლი ნახა 26 წლის მანძილზე. ცრემლები ეს სიყვარულის ბრილიანტებია, ცრემლები ეს სულის ოფლია, ცრემლები ეს სულის სისხლია. ცრემლები არ ტოვებენ ლაქებს. მეზიზღება ის მომენტი როდესაც ჩემი ბრაზი ცრემლებში გადადის. ეშმაკის ცრემლებზეც კი უნდა გადაიხადოს ვინმემ და ეს ვინმე მე ვარ, რატომ? ამიხსნით ვინმე ამას? გთხოვთ ეს ჩემი განვლილი ცხოვრება ,თქვენი თვალით და თქვენი შეხედულებებით განსაჯოთ მკითხველო და თქვენ თუ არა დრო მაინც გასცემს ყველას პასუხს.
ცხოვრება თეატრია და ჩემმა საკუთარმა თეატრმა მეც მარგუნა ერთი მწარე ქალის როლი მეთამაშა. მეთამაშა მხოლოდ რეალურად რადგან არ დაუწესებია ამ თამაშში საათები უფალს. უდაოდ ტანჯვა დამაწერა და მეც მიუყვები ამ ტკივილით სავსე ცხოვრების გზას. გთხოვთ, ნუ მიატოვებთ საყვარელ ადამიანს გაჭირვებაში, მაშვინ, როცა მას ძალიან სჭირდები. ნუ დაუნგრევთ მშობლებო 14 წლის მოზარდებს ცხოვრების მომავალს, ნუ დაუმახინჯებთ სულს და ნუ გაიხედავთ გვერძე როცა თქვენი შვილის თვალზე ცრემლს შეამჩნევთ. კითხეთ რა სტკივა მას. შეაღწიეთ მისი სულის სამყაროში და ერთხელ ცხოვრებაში კითხეთ როგორაა ის. როგორ გძინავს, მაშვინ როცა არ იცი რა ტკივა, რა ჭირს, არის თუ არა ბედნიერი მისი ბედით. თუ არ არის რამე იზრუნეთ შვილზე ღირებული არაფერი და არავინი არ გვყავს. ვერასდროს ვერ შეგიძულებთ დედა, მამა მაგრამ ბრაზი მახრჩობს, ვერასდროს ვერ გავამართლებ თქვენს ქცევას ჩემს წინაშე. დღეს მომეცა საშუალება ეს ჩემი გრძნობები გარეთ გამომეშვა. გზა მინდა გაუხსნა დაგროვილ ტკივილს, რომ გაიგოს ყველან თუ როგორ მოვედი ამ ფურცლამდე.
დღეს ამ ფურცლის საშუალებით მინდა გაიგოთ თქვენ ორივემ, დიახ თქვენ ჩემმა საყვარელმა მშობლებმა რა გადავიტანე და რა ტკივილს გავუძელი. რადგან თქვენ არასდროს მოგაფიქრდათ გეკითხათ, ჩაგეხედათ ჩემთვის თვალებში და გაგეგოთ ის ჩუმი სულის ტკივილი რაც მწარედ მტკიოდა, რომ შეგეხედათ კარგად საღი თვალით თქვენვე იპოვნიდით ჩემს სხეულზე თქვენი დანაშაულის პასუხს. მაგრამ დარწმუნებული ვარ თქვენ ვერც ეხლა გამიგებთ, თქვენ ხომ უგულოდ მიმაგდეთ იქ სადაც ჩემი სამყარო არ იყო. რა ვქნა შვილი ვარ თქვენი და მაინც ასეთები მიყვარხართ ჩემებურად. ჩემში ხართ, ჩემი დიდი და უზარმაზარი მონატრება ხართ, მაგრამ ეს ჩემი ძლიერი სიყვარული მაინც არ მშველის რომ თქვენ გაპატიოთ ის უპატიებელი ჩემი ცხოვრების გამწარება. და შენ ყველაფერი იცოდი დედა. გრძნობდი, არ შეიძლება დედა ვერ გრძნობდეს შვილის ტკივილს. მიყვარხარ, გაღმერთებ ჩემო განადგურებულო დედა. მაგრამ ერთხელ ამ 26 წლის მანძილზე რატომ არ გაგიჩნდა კითხვა ,,შვილო როგორ ხარ''. დედა მალავს ტკივილს მაგრამ არ იმეტებს შვილს სასიკვდილოდ, შენ კი გამიმეტე დედა. მაგრამ რა ვთქვა მამაზე რომელმაც ხელიც კი აიღო გაუბედურებულ შვილზე და მასზე წინ ხალხი დააყენა, ,,რას იტყვის ხალხი''.ეს გაცვეთილი ფრაზაა. რომ ეს თქვენი ქართული მენტალიტეტი არავინ იცის, დღეს შეიძლება უბედნიერესი ქალი ვყოფილიყავი და მყოლოდა გვერდით საყვარელი ადამიანი რომლის გამოც შემძლებოდა სიცოცხლეც კი დამეთმო. როცა ორმხრივია სიყვარულიც და გრძნობაც ყველაფერს უძლებ. უძლებ ტკივილს, უძლებ დარდს, სევდას მაგრამ............. ისევ და ისევ მაგრამ....... როცა ამ ყველაფრის შუა დგას მხოლოდ ტკივილი. ოთხი შვილი, ოთხი სიყვარულის ნაყოფი ხომ შეიძლებოდა მეც მქონოდა ასეთივე ძლიერი სიყვარული და მეც მკერდით აღვსდგომოდი წინ ყოველნაირ დაბრკოლებას. ეხლაც ამ ასაკში როცა გამიჭირდა და გვერდით დგომა მინდოდა ისევ გამიდგა გვერძე ჩემი სისხლი და ხორცის ნაწილი. დედმამიშვილი ყველაზე ახლო ადამიანია მე ასე ვიცოდი და ასე მიმაჩნდა. ყველასგან გარიყული აღმოვჩნდი ისმება კითხვა რატომ? მე ხომ ყველასთვის ყველაფერი ვიყავი, ყველას ჭირი და ლხინი და ვინ დამიფასა? და ვინ გამიტანა? ერთმა უცნობმა ქართველმა გოგომ გულში ჩამისვა და დღემდე გულით მატარებს მაია ხურციძე . რომელიც მივიღე დად და საუკეთესო მეგობრად. სად იყო ამ დროს ჩემი საკუთარი ძმა და ჩემი და? არ მინდა დაგაბნიოთ მკითხველო და არც ის მინდა იფიქროთ რომ მე ყველაზე საუკეთესო ვარ. გეტყვით რომ მე მარტოსული ყველასგან გარიყული ქალი ვარ. მიყვარს ჩემი შვილები, შვილიშვილები. ვარ მათთვის არაჩვეულებრივი დედა. შეიძლება ეხლა გული მტკივა, შეიძლება ეხლა ცუდად ვარ, შეიძლება ეხლა ყველაზე მეტად მიჭირს, მაგრამ მაინც შევძლებ წამოდგომას, მაინც მივაღწევ ყველაფერს რადგან ვიცი ვგრძნობ რომ უფალი სულ ჩემთანაა. ძალას მაძლევს, რომ ვიცოცხლო და ვიცხოვრო ჩემი შვილებისთვის. ძნელია დაივიწყო ის გავლილი წლები მაგრამ დამიჯერეთ გახსენებაც ძალიან მიჭირს რადგან რეალურად ისევ უნდა თავიდან განვიცადო და უკან დავბრუნდე იმ ტკივილით სავსე წლებში რომ თქვენ გადმოგცეთ თუ რაა ჩემი დიდი გულის ტკივილი და რატომაა ჩემს მიმართ ცხოვრება უსამართლო. რაც უფრო გადის დრო უფრო და უფრო მტკივა. მინდა გავქრე და აღარასოდეს არ დავბრუნდე რეალობაში. მადლობა უფალს რომ სულ მახსენებს მის არსებობას ჩემს გვერდით და ძალას მაძლევს. უბრალო გზებით ვიცხოვრე აქამდე სამი შვილის დედა. ორი ვაჟკაცით და ერთი ულამაზესი 16 წლის გოგონათი, ალბად მას რომ გაუჭირდეს კლდეებს გადავდგამ და მის გვერდით გავჩნდები. მადლობა უფალო რომ შვილებით მაინც გამხადე ბედნიერი. მადლობა უფალო მაგრამ გპირდები არასოდეს ვინანებ იმ ადამიანის დაკარგვას ვინც ჩემი ფასი არ იცის. დაე, დამკარგოს რომ მერე შემიგრძნოს ვინ და რა ვიყავ მისთვის. ვაცლი დროს, რომ თავად დაალაგოს ყველაფერი. გული მატკინეს, გადამიარეს მაგრამ სულ მალე მათ ეტკინებათ. ისეთ დროს გავიღიმებ მე როცა ფასს დამდებენ და თვალცრემლიანი დამელოდებიან. მაგრამ ვშიშობ რომ ეს გვიან იქნება. აღარ ვფიქრობ ძველ ნანგრევებზე დავდგე. დავივიწყო ის რამაც ეს წლები გული მატკინა და წარსულში გახედვას მიკრძალავს მაგრამ მუდამ მემახსოვრება რა მასწავლა ამ ძლიერმა და უზარმაზარმა გულის ტკივილმა.
ლამაზი გაზაფხული იყო. ამინდები დათბა და მიდამო ნელა-ნელა მწვანედ იმოსებოდა. ტყემლები თეთრად თოვლის ფიფქებივით გადათეთრებულან და ატმებს ვარდისფერი საპარტარძლოო ფაშფაშა კაბა ჩაუცვამთ, ირგვლივ ძალიან სილამაზე იყო, თვალუწვდენელ ლურჯ ცაში მერცხლები დანავარდობდნენ და მათ თბილ ქვეყნებიდან დაბრუნებას გვამცნობდნენ. ბუნება გამოცოცხლებულია, როგორც იქნა დიდმა ზამთარმა პატივი დაგვდო და მთელი წლით დაგვემშვიდობა. მიიხურა ზამთრის მძიმე კარი, მზემ გამოაჭყიტა, ჯერ ცალი თვალით და ჰაერში სიცოცხლის სუნი დატყრიალდა. მიწამაც გამოიღვიძა ერთი მადიანად გაიზმორა და როგორც ხალიჩა ფერად-ფერადი ყვავილებით დამშვენდა. განსაკუთრებით მიყვარდა ეს პერიოდი, როგორც იქნა თბილი ტანისამოსი მოვისროლე და მსუბუქად ჩავიცვი თეთრი პერანგი და შავი ბოლო კაბა. სიხარულით და სიცოცხლით სავსე გავუდექი გზას სკოლისაკენ.
მე თიკო ვარ 14 წლის. საშუალოზე მაღალი. (მამას ვგევარ სიმაღლით) ქერა და დიდი ბრიალა ცისფერი თვალებით . ყოველი დღე ასე მხიარულად იწყება ჩემთვის მეგობრებთან ერთად. საღამოს ისევ ამ გზებზე სიარული მიწევს და თითქოს დაზეპირებული მქონდა სად რა ზომის ქვა ეგდო. ამ გზებზე გადის ჩემი ბავშვობის ყველა ბილიკი. არ ვიყავი ანცი გოგო თვალში ზედმეტად არავის ვეჩხირებოდი მაგრამ ერთ სისხამ დილით ერთმა უცნობმა შემამჩნია და მეც შევამჩნიე უცხო პიროვნება. ჯარის ფორმა ეცვა და უცნაურად მიყურებდა. რაღაც ზედმეტად ზიზღის გრძნობა დამეუფლა და შიშით გავხედე. ტანში უსიამოვნოდ გამცრა ისეთი ცივი გამოხედვა ქონდა შეშინებულმა ავარიდე თვალი და ჩქარი ნაბიჯით წავედი სკოლიდსაკენ. ასე გრძელდებოდა ერთი თვე. ყოველ დილით თითქოს დაზეპირებული ქონდა რა დროს გამოვდიოდი სახლიდან და ისიც ჩემთან ერთად ტკეპნიდა ამ გზას. არ ვაქცევდი ყურადღებას, არ მაინტერესებდა მე ხომ ჯერ სულ პატარა ვიყავი და წინ დიდ მომავალს ვგეგმავდი. ერთ დღესაც ოჯახი ნათლობაში დაგვპატიჟენ და მამამ მეც წამიყვანა სოფელ ყუმურში. (ვანში ერთ-ერთი მთიანი სოფელი). მე ჩემს ტოლ გოგონებთან ერთად ვიყავი, ვერთობოდით როცა ერთი პატარა ბიჭი მოვიდა და მკითხა:
-თიკო შენ ხარ?
-კი მე ვარ, რა ხდება? მამა მეძახის?
-არა, მამა არა. იცი? იქ ქვემოთ ჭიშკართან მანქანით შენი ძმა გელოდება და მამამ არ გაიგოს აქ რომ ვარ, გამოდი საქმე მაქვსო!
გამიკვირდა და გავედი, რა უნდა აქ ამ დროს ჩემს ძმას, მივდივარ თან ვფიქრობ ან თუ მოვიდა, რატომ არ შემოვიდა. ჩემი გაცნობილი გოგოებიც თან წამოვიყვანე. მივედი და არც მაცადენ სიტყვის თქმა ხელი მომკიდენ და მანქანაში ჩამტენენ. სამნი იყვნენ, პირზე ხელი ამაფარენ, ხმა რომ არ გაეგონათ ვინმეს და გოგოები მოიქნიენ და აქეთ-იქით გადაყარენ. მიქრის ამ ოღრო ჩოღრო გზაზებზე მანქანა და ,,ტკაც'' რაღაც გატყდა. მე დრო ვიხელთე მანქანიდან გადმოვხტი და გავრბივარ გზაში ვინც შემხვდა ვეხვეწებოდი ყველას
-,,მიშველეთ სახლში დამაბრუნეთ მომიტაცენ და არ ვიცნობ ვინ არიან! არავინ ყურადღება არ მომაქცია, არ მომისმინა და ისევ ამ უგულო ხალხის ხელში მოვხვდი. დამიჭირენ,ისევ მანქანაში ჩამაგდენ. მიმიყვანენ სადღაც მიყრუებულ ადგილას სადაც ადამიანის ჭაჭანება არ იყო .ვტიროდი, ვემუქრებოდი ყველას.
-,,დაგიჭერთ, ციხე არ აგცდებათ მე ხომ არასრულწლოვანი ვარ!
-მაგას ვერ იზამ თიკო!
-რატომ შემეცოდებით? თქვენ რა შემიცოდეთ?
-არა არც ერთი და არც მეორე საყვარელო მაგრამ შენ კარგად იცი როგორი მკაცრი მამა გყავს. შენ ზურასგან წახვალ და რტყმევაში ამოგაძრობს სულს!
-მე ხომ მაგ ზურას არ ვიცნობ და არც თქვენ. გამიშვით გთხოვთ ჯერ ხომ პატარა ვარ ამ მძიმე ტვირთვის, ოჯახის შესაქმნელად!
ოთახში მაღალი სუსტი ახალგაზრდა შემოვიდა როგორ ვერ ვიტანდი მის გამოხედვას. იქ მყოფს რაღაც ჩაუჩულა და გარეთ გაუშვა. მერე მე მომიბრუნდა და მითხრა ჯერ თხოვნით
-თიკო საკმარისია მე რომ გიცნობ, მალე შევეგუებით ერთმანეთს და შეგიყვარდები როგორც მე მიყვარხარ!
-როგორ შეგიძლია ასე უსიყვარულოდ გამაჩერო!
-დროთა განმავლობაში შემიყვარებ!
-ეს არ მოხდება, მეზიზღები. ასე ტირილში გავატარე ორი დღე. არავინმა მომაკითხა, არავინი დაინტერესდა სად ვიყავი და ვინ წამიყვანა. ერთ დილას სამივე შემოვიდა ოთახში და მეუბნება ერთი.
-თიკო ხომ ხედავ არავინი მოდის და ჯობია ამ ფურცელზე დაწერე რომ გიყვარდა და შენი ნებით წამოყევი ზურას. ისევ შენთვის ასე ჯობია!
-ეს ტყუილია ნუთუ ეს სილურჯეები არაფერზე მეტყველებს თუ არა იმაზე რომ ძალა იხმარეთ?
-სანამ შენები მოვლენ ეს სილურჯეც გადაგივლის და ძალადობის კვალიც გაქრება. ძალით და მუქარის ქვეშ მყოფს დამაწერინენ რომ მე ჩემი ნებით გავთხოვდი 14 წლის ასაკში. როგორ ველოდი ჩემს მშობლებს. მოვიდოდნენ ხელს მომკიდებდნენ, მომეფერებოდნენ, ტკივილს დამიაამებდენენ და სახლში წამიყვანდნენ. სამი დღე ასე მოლოდინში გავატარე, მაგრამ ჩემთან არავინი არ მოსულა.მე აღარავის აღარ ვახსოვდი. დამთავრდა ჩემი ლაღი და მხიარული ბავშვობა. ტირილისაგან აწითლებული თვალები, უძილობისაგან დასიებული თვალები და თავი გაჭედილი იმაზე ფიქრით თუ სად იყვნენ ჩემი ხალხი. კარგი მამა გაბრაზდა მაგრამ დედა? დედამ ხომ უნდა იგრძნოს შვილის ტკივილი.
-სად ხარ დედიკონა სად? მჭირდებიიიი!
მეოთხე დღეს მოაკითხენ ზურას დამ და სიძემ და ახალი მეფე პატარძალი სახლში წაგვიყვანენ. ზურას ოჯახში ხალხ-მრავლობა დაგვხვდა და უზარმაზარი სუფრა იყო გაკეთებული. ყველას აინტერესებდა პატარძლის ნახვა და აი მოვიდა დრო ხელში შერჩათ თითისტარივით გალეული, ტირილისაგან დაცლილი მაგრამ მაინც მიმზიდველი თიკო....... მამა? მივედი ახლოს მამასთან და მინდოდა მოვფერებოდი, ჩავხუტებოდი მეთქვა წამიყვანეთ ნუ დამტოვებ. აქ ეს სამყარო არ არის ჩემი არ არის, აქ ვერ ვიცხოვრებ, ჯერ მზად არავარ მე ოჯახისთვის მაგრამ მამასთან მიახლოება და ხელის გარტყმა ერთი იყო.
-შენ გაბედე და მე გადამიარე?- დასჭექა მისმა მტკიცე ხმამ.
-მამიკო მე მომატყუეს, ჩემი ბრალი არ არის არაფერი, შემომხედე გთხოვ, კარგად შემომხედე ვგავარ მე ბედნიერს?
-ხმა, კრინტი. არ გაბედო შემოპასუხება. და სანამ სიტყვას ვეტყოდი ისე ძლიერ გამარტყა თვალებში დამიბნელდა, წუთიერად გავითიშე და მივხვდი რომ ზურას ამხანაგები მართლები იყვნენ მამა მე არასდროს არ მომისმენს. აქ არის თუ არ არის ჩემი სამყარო უნდა შევეგუო, ა ქ უნდა ვიყო, მაგრამ როგორ? ღმერთო მომეცი ძალა, გამხადე ძლიერი რომ შევეგუო ამ ყველაფერს და იმ დღიდან დაიწყო ჩემი ჯოჯოხეთური ცხოვრება. სკოლიდან საბუთები გამოიტანენ ჩემს დაუკითხავად და ღამის სკოლაში შეიტანენ, მაგრამ მე იქ ერთი დღეც არ ვყოფილვარ მისული, მინდოდა თუ არ მინდოდა 14 წლის გოგო ჩავები ოჯახურ საქმეებში. ერთი თვე იყო გასული ჩვენი ერთად თანაცხოვრების რომ ზურა მეუბნება:
-ჩაალაგე შენი ნივთები და შენებთან უნდა დაგაბრუნო!
-რა? რატო? -ვეკითხებოდი გაკვირვებული.
-ცოლ-ქმრული ურთიერთობაზე გსმენია საერთოდ რამე? ცოლი თუ ხარ ეს მოვალეობაც უნდა შეასრულო გასაგებია?!
-მე, მე ჯერ პატარა ვარ!
-საწოლიდან არ გადმოვარდები ნუ გეშინია! იმ დღეს სახლში მარტო ვიყავით და ზურამ ჩემზე ძალა იხმარა. რა ცუდია როცა ვერ გრძნობ ვერაფერს და სულს გიცარიელებენ. ასე გრძელდებოდა ცხოვრება უხალისოდ და უსიყვარულოდ.
-ვინ ვარ?
- ადამიანი...
-როგორი?
- ადამიანი რომელიც ოცნებობს ...-
-რაზე?
-იმაზე რაზეც იცის რომ არ აუხდება..ოცნებობს იმიტომ, რომ მხოლოდ ოცნება შეუძლია .ოცნება მშვენიერი რამაა ... მაგრამ ღირს კი იმაზე ოცნება რაც ჩვენთვის შეუძლებელია??!... თუმცა მაინც ... სადღაც გწამს, რომ ერთ მშვენიერ და ლამაზ დღეს ოცნება ახდება. მთავარია გწამდეს... დანარჩენი მან იცის...ენდე ცხოვრებას. ყოველთვის არ მაქვს ნერვები აგიტანო და გავუძლო ამ ყვეელააფერს, გულიი მაქვს ხალხო და არა რკინა.
გათხოვებიდან ერთი თვის თავზე დედამთილი დასასვენებლად წავიდა ორი კვირით. ჩამატოვა ხელში ოჯახი და ოჯახის საქმეები. დილით ადრე ვდგებოდი და ოჯახს ვუვლიდი. სადილსაც ვამზადებდი და ყველაფერს ვასწრებდი მინდა სიამაყით ვთქვა რომ ყველაფერი კარგად გამომდიოდა. ნელა-ნელა გადიოდა დრო და მეც თავს შეუძლოდ ვგრძნობდი გულის რევები მქონდა, სულ მეძინებოდა.ჩემი დედამთილი სულ უკმაყოფილო იყო. ბუზღუნებდა სულ დაწოლილია და სულ კატასავეთ პირს აღებსო. რა ეგონა განა ეს დაუშვებელი იყო მომხდარიყო რომ მეც დავფეხმძიმებულიყავი? ეს უნდა წყენოდა თუ უნდა გახარებოდა შვილიშვილი შემეძინებაო. მეშინოდა ოჯახში ისეთი სიმკაცრე იყო თავისუფლად ჭამაც კი არ შემეძლო. ჩემი ქმარი ხელფასს აიღებდა და ყველას დედამთილს აძლევდა, მე კი არაფერი არ მქონდა. ვერ ვამბობდი, უბრალოდ ვერ გავამხელდი თუ რამე მინდოდა. რამდენჯერ გამომღვიძებია ღამე რომ რამე მეჭამა მაგრამ შიშით ვერ ვდგებოდი, ვერც მძინარე ზურას გავაღვიძებდი რადგან შეუძლებელი იყო მას ჩემთვის გაეგო. გაეგო ის რომ მუცლით მის შვილს ვატარებდი და მე კიარა მის შვილს უნდოდა რაიმე ხილი მიეღო.ამიტომ ისევ ტირილით გადავბრუნდებოდი და თავს ვაიძულებდი დამეძინა. მეზრდებოდა მუცელი, ჩემი პირმშო თანდათან იზრდებოდა. ზურა არ მიყვარდა,ა რ იყო სიყვარულის ნაყოფი ჩემი შვილი მაგრამ ის ჩემში იზრდებოდა და თანდათან აქტიური ხდებოდა მის პაწუა ფეხს მომარტყამდა, თავს შემახსენებდა აქ ვარ არ დაგავიწყდეო. ვეფერებოდი ხელით მუცელს და ვეჩურჩულებოდი რაც არ უნდა მომხდარიყო მე მას დავიცავდი, შენი დედიკო შენთვის იბრძოლებს, ძალას მოიკრებს და დაგიცავს ყველასგან და ყველაფრისგან. ცხვირის წინ მუცლიანი სახლის საქმეებს ვაკეთებდი, ვალაგებდი მიჭირდა სიარული მაგრამ ვის ვანაღვლებდი არც არავის. ორი კვირა მიკლდა მორჩენას რომ დედასთან გამიშვენ მერე ვერ წახვალ კარგა ხანს და ეხლა წადიო. მეც ზურამ წამიყვანა და დამტოვა მაგრამ იქ საშინელება მოხდა მეზობლის ბიჭი 19 წლის ახალგაზრდა ჩამოასვენენ ჯარიდან რაც ჩემზე ძალიან ცუდად იმოქმედა. ვერ გავჩერდი და ჩემებს სახლში წავაყვანინე თავი. სახლში არავინი არ დამხვდა მე იქეთ გამიშვენ და თავად ქუთაიში ჩემს მულთან წასულან საქეიფოდ. გავაღე კარები და სახლში შევედი. დავწექი და დამეძინა. რომ მოვიდნენ გაუკვირდათ ჩემი სახლში მოსვლა. მეც აუხსენი რაც მოხდა და რატომ დავბრუნდი. ვსაუბრობდი და მუცლის ტკივილს ვგრძნობდი. მსერავდა და ხანდახან წამომიარდა ტკივილი მაგრამ ვერ ვამხელდი ხშირად გავდიოდი ტუალეტში. შემამჩნია მეზობლის ქალმა ლიანა დეიდამ და ჩემს დედამთილს უთხრა
-მაყვალა ეს ბავშვია და არ იცის ხშირად გადის ტუალეტში და მიაქციეთ ყურადება!
-მერე ვერ იტყვის? უკმეხად უპასუხა არ ესიამოვნა რომ მასზე ადრე სხვამ შეამჩნია ჩემი წრიალი. იმ ღამით მთელი ღამე ვწრიალებდი. არავის უკითხია როგორ ვიყავი. დილამდე სული გამიმწარდა. გამთენიის ხანს ძალიან რომ შემომიტია ტკივილმა წამიყვანენ საავადმყოფოში. გაუკვირდათ ექიმებს
-ვაიმე რა პატარა ხარ შემოგევლე ნუ გეშინია ყველაფერი კარგად იქნება.
-ჩემი ლამაზო აბა შენც მოგვეხმარე და მალე დამთავრდება ყველაფერი.-ასე თბილად მელაპარაკებოდნენ ექიმები და ექთნები. საავადმყოფოს პატარა ფერია შემარქვენ რადგან ყველაზე პატარა ვიყავი ასაკით 15 წლის ბავშვი და დედა. დაიბადა ჩემი გიორგი. თითქოს გავძლიერდი და ძალა მომემატა. ჩიტი იცავს და უვლის მის ბარტყებს, მეც უნდა მოვუარო,მივხედო ესაა ჩემი სიძლიერე და ძალის მომცემი. ვგრძნობ როგორ მეცემა ხელებზე ცხელი ცრემლი ეს სიხარულის ცრემლებია. მხოლოდ ერთი სურვილი მაქვს რომ ვიყო ძლიერი და კარგი დედა. მხოლოდ ამ უსუსურ არსებას შეუძლია ჩემში ჩამბეროს სული და მაგრძნობინოს ჩემი არსებობა. აქამდე ხომ მე მხოლოდ მოსიარულე სხეული ვიყავი. აი ეხლა მიეცა ჩემს ცხოვრებას აზრი და სიცოცხლის ფასადაც რომ დამიჯდეს მე შევძლებ ჩემი შვილის დაცვას. გალღვა ჩემში გაყინული გრძნობები და მთელი ჩემი არსებობა შვილისაკენ წავიდა. ჯერ კიდევ სუსტად ვიყავი სამი დღის გამოსული საავადმყოფოდან რომ ჩემმა დედამთილმა აფრები აუშვა და აღარ დაუშვა ღუზა დაბლა. რატომ აკვანი და მზითვები არ მოგიტანეს შენებმა:
-ამდენი ხანი სამი დღე გავიდა ასე ძნელი იყო აკვნის ყიდვა რომ ვერ იყიდენ?
-ნუ ნერვიულობ მომიტანს დედა რასაც შეძლებს! ასე წყნარად ვეუბნები მაგრამ ის არადა არ ჩერდება.
-მერე როდის ხალხი მეკითხება რა მოუტანეს შენს რძალს მშობლებმაო მრცხვენია რა უპასუხო ხალხს!-ყელში ამოვიდა ამდენი დამცირება და მეც უნებურად შეუყვირე:
-რა გინდა ადამიანო ყელში ამოხვედი უკვე ერთხელ მაინც არ შეგიძლია თბილი სიტყვა თქვა? ამის თქმა და გიჟივით შემოვარდა ზურა და ახალ ნამშობიარებ ქალს პანჩურები მირტყა მისი დედიკოს წინაშე. ამაზე მეტი დამცირება ქალმა რა უნდა ნახოს მისი მეუღლისაგან. ეს ხომ საშინელებაა. თავს გამოფიტულად ვგრძნობ და დავცარიელდი. არ მასვენებს მომხდარზე ფიქრი. ეს რომ ვინმეს ჩემთვის მოეყოლა ასე დამემართაო შევრაცხავდი როგორ ჩერდები მასეთ ქმართან გაეყარეთქო მაგრამ სანამ პირადად არ გადაგვხდება ძნელად აღვიქვამთ რეალობას. არც ისე ადვილია გაყრა და ოჯახის დანგრევა. უშედეგო ბრძოლასთან შერკინებას ჯობდა შევგუებოდი ჩემს უბედო ბედს. გარეგნობა დროთა განმავლობაში ქრება, მორალური სიმდიდრე კი მუდამ გრჩება. ყველაფერს ღმერთი ხედავს. უფალო მომეცი გთხოვ ძალა ყველას ყველაფერი ვაპატიო მაგრამ გპირდები რომ არცერთ ჩემი ცხოვრების სულ მცირედ ეპიზოდსაც კი არ დავივიწყებ.

ყველა ადამიანში ორი მეა. არავინ იცის ვინ ვისზე ბედნიერი ან უბედურია. ყველა ადამიანს თავისებურად სტკივა და ყველა ვერ გამოხატავს ამას. არ გეგონოთ ვინც იღიმის ყველა ბედნიერია. რამეთუ გულიდან წამოსული ცრემლი თვალებამდე არასოდეს აღწევს, ასე ტანჯვაში გრძელდებოდა ცხოვრება. ქალს უნდა გიხაროდეს შვილის გაჩენა, როცა უკვე დედა ხარ. მე წუთიერად ესეც არ მახარებდა მაგრამ მერე რომ დავფიქრდებოდი ვხვდებოდი რომ მხოლოდ ჩემი გიორგი მაძლევდა ძალას გავმკლავებოდი ამ ყველაფერს მაგრამ გული ხომ პატარა გვაქვს ადამიანებს ვეღარ გაუძლო ამდენ ტკივილს და გადავწყვიტე გავცლოდი ვამპირთა ბუდეს. მოვკიდე ერთ დღესაც ჩემს შვილს ხელი და გამოვხურე იმ სახლის კარი სადაც ჩემი ადგილი არც არასდროს არ ყოფილა კანონიერად. მივდივარ ბავშვიანად ქუჩაში და ვფიქრობ რა იქნება ამის შემდეგ, რას იტყვიან ჩემები. მივედი გულდამძიმებული და თვალებ ამოღამებული დედასთან და მან მითხრა:
-ჩუმად, ხმა კრინტი არ დაძრა მამაშენთან. ხვალ დილას ადგები და წახვალ შენს სახლში!
-დედა მე ჩემი სურვილით არ წავყოლილვარ ზურას და თუ შენ ის გინდა რომ მე იქ დავბრუნდე, იქ ვიცხოვრო სადაც შენს შვილს არ აფასებენ, არ აგდებენ ადამიანადაც კი მე წავალ მაგრამ გახსოვდეს მოვა დრო ამ ყველაფერს ცხარე ცრემლებით ინანებ და პატიებასაც მთხოვ მაგრამ დაფიქრდი გვიან არ მოგივიდეს პატიების თხოვნა.
ვფიქრობდი, ვფიქრობდი ძალიან ბევრს თუ რაა ჩემი ცხოვრება. რა ქვია ასეთ სიცოცხლეს. მინდოდა წავსულიყავი შორს, შორს იქ სადაც ვერავინი ვერ მომწვდებოდა. ვერ მომაგნებდა. გული ერთს ამბობდა გონება მეორეს მაგრამ მე არცერთს არ უსმენდი. უსმენდი მხოლოდ სიჩუმეს რომელიც ყოველთვის ჩემთან იყო და მითანაგრძნობდა. ღრმა ფიქრებში წასული გარკვევით გავიგონე ხმა, არ ვიცი ვისი ხმა იყო უფლის? ეხლაც არ ვიცი მაგრამ დღემდე მახსოვს ეს მტკიცე და ურყევი სიტყვები:
-,,უნდა შეგეძლოს დახურო უინტერესო წიგნი ადგე და წამოხვიდე მოსაწყენი თეატრიდან. მიატოვო ის ადამიანები ვინც სათანადოპდ ვერ დაგაფასა''. განა ბევრს ვითხოვ? მე ხომ მხოლოდ მშვიდი ცხოვრებისთვის ვიბრძოდი. არასოდეს არ გაბედოთ და უკან წარსულისკენ არ გაიხედოთ რადგან იქ ყველაფერი შეუცვლელადაა და ეს მხოლოდ ტკივილს მოგიტანთ. ამ ფიქრებში ვარ და მძინარე გიოს ვეფერები როცა ჩემს ოთახში ზურა შემოვიდა და დამნაშავის ხმით მითხრა:
-თიკო ეს აღარ განმეორდება გთხოვ დამიბრუნდი მე უშენოდ ვერ ვიცხოვრებ და უფრო მეტიც ვერ ვიცოცხლებ. მეგონა მართლა ნანობდა და გადავწყვიტე კიდევ ერთი შანსი მიმეცა. მამამ არაფერი არ იცოდა. ისე მოვიქეცი როგორც დედამ მითხრა.გულს და სულს მტკენდა დედას სიტყვები.
-მოკვდები და იქ უნდა მოკვდე. ასე მოინდომე? კეთილი ინებე და ეს ყველანაირი გაჭირვება გადაიტანე. რა გეგონა 14 წლის ასაკში კაცს რომ მისდევდი უკან. დავიღალე უკვე ამდენი მტკიცებით რომ ჩემი ნებით არ გავყოლილვარ. რა უნდა მეთქვა როცა არც დედას, არც მამას და არც ძმებს ჩემი უდანაშაულობა არ სჯეროდათ.
-დედა როდემდე ის მაინც მითხარი როდემდე ადამიანი არა ხარ?
-სანამ ძალა გაქვს უნდა გაუძლო. ოჯახი ასეთია! -ასე ტიირილით დავტოვე ჩემი მშობლების სახლი და წავყევი ზურას. ვატყობდი ჩემი ადგილი იქ აღარ იყო ჩემს დედასთან ახლოს.
,,არ გადაიღალო სულო, გზას გაუყევი მტვრიანს. ფრთხილად იარე თორემ გზაზე ეკლები ყრია!!!'' მეც თავი ავწიე და მოვემზადე ამ ეკლებზე სასიარულოდ რომლელიც წინ მელოდა. იმ ღამემ უფრო გაზარდა ჩემდამი ზიზღი ზურას მიმართ.იმ ღამით კიდევ ერთხელ შემილახა ჩემი ქალობა და თავმოყვარეობა. იმ ღამით ჩემი დედამთილის ენით სასტიკად მცემა და გამაუპატიურა. გული ნაკუწებად დამიფლითა, სული ამიწიოკა და ამიფორიაქა .სად წავიდე დედა სახლში არ მიმიღებდა. არ მინდოდა ჩემს ძმებს რომ გაეღო მე ამ დღეში რომ ვიყავი. არ მინდოდა ჩემი ძმები ციხეში რომ წასულიყვნენ. ასე გალახული და დალურჯებული გამოვიპარე ისევ სახლიდან. წინ მიდგა მისი გაცეცხლებული სახე. ჩაწითლებული თვალები. არანაირი სინანული, არანაირი შებრალება მას ხომ ადამიანობის არაფერი არ ქონდა ჩემს მიმართ. ყურში გველივით მისისინებდა დედამისის შეუბრალებელი ცივი ხმა:
-დააკალი მაგ ლოგინზე ღირსია რომ ვერ ადგეს ცოცხალი, როგორ გაბედა სახლიდან წასვლა და თავზე გადაგვიარა ყველას. გამლახა, რაც უნდოდა მიიღო დაწვა და დაიძინა. სად წავიდეეეე, არსად არ მსაქვს წასასვლელიიიი, აღარც წასვლა შემიძლია და მითუმეტეს აღარც დარჩენა...
საკუთარი ადგილი რომ იპოვნო ქვეყანაზე, ადამიანობა უნდა შეინარჩუნო. ეს კი ისეთივე რთულია, როგორც წერტილის დასმა იქ, სადაც მძიმეს დაწერას აპირებდი. საქმე კი რეალურად იმაშია, რომ ცხოვრებას ვერ ვერგებით და ის საერთოდ არ გვითვალისწინებს. იგი მიჰყვება დინებას ისე როგორც მას სურს და სიკვდილსაც ჩვენს გარეშე წყვეტს. მერე? მერე ხვდები, რომ არც წასვლა შეგიძლია და აღარც დარჩენა. ეგუები.... გესმის? ყველაფერს ეგუები!... მაგრამ, დამთავრდა მე ამას ვეღარ ავიტან. მძინარე ბავშვი მოვიპარე და ესე დალურჯებული ზურას ბიძასთან და ბიცოლასთან მივედი. მომეფერენ, დამამშვიდენ. რამდენი ხანია მე არავინი არ მომფერებია. გული ამიჩუყა ამ თბილმა გარემომ და ცრემლებს გასაქანი მივეცი. მიხვდნენ რომ ეს ყველაფერი ჩემი დედამთილის ენით იყო მომხდარი. თბილად გამიშალენ ლოგინი და ჩამაწვინა ბიცოლამ.
-ბავშვს ჩვენ მივხედავთ შენ დაისვენე შვილო ამაღამ არაფერზე არ ინერვიულო!
-მე იქ აღარ დავბრუნდები, ცხოვრება შემაზიზღენ, ბიცოლა აღარ მინდა სიცოცხლე არაააა. ჩემს შვილს მიხედეთ ერთ დღესაც ალბად შემოვაკვდები ხელში.
-დაწყნარდი შვილო შენ თუ არ ეტყვი მამას მე წავალ და ვეტყვი ასე არ შეიძლება გაგრძელდეს!-
- ვერ ვეტყვი ვახო ძია ვერა ინერვიულებს!
-შენ კარგად ხარ შვილო? ერთხელ ინერვიულებს და გაარკვევს რა უნდათ, რას გემართლებიან. შენ ყოველ დღეს კვდები შიშით და ნერვიულობით და ეხლა დროა მამაშენმაც აგოპს პასუხი მის შეცდომაზე რომ არ დაგიჯერა და დაგტოვა ამ ვამპირებთან!
-ხელში რომ შემოაკვდე ბიცოლა მერე ბავშვი არ გეცოდება უდედოდ რომ გაიზრდება? ჯერ ახალგაზრდა ხარ შვილო. აუცილებლად უნდა იცოდეს შენებმა. იმ ღამეს ჩემს შვილთნ ჩახუტებულს ჩამეძინა და დილით არ ვიცი როგორ გაიგო მაგრამ იქ მოვიდა და ისევ მთხოვდა სახლში წავსულიყავი მასთან ერთად რაც შეუძლებელი იყო.
-არ წამოვალ. მე იქ აღარ დავბრუნდები. ცხოვრება გამიმწარე, გამაუბედურე, სიცოცხლე აღარ მინდა სიკვდილს ვნატრობ, ვნატრობ ყოველ საღამოს უფალს ვთხოვ დილით არ გამაღვიძოს და დაასრულოს ჩემი წამება შენს გვერდით. უგრძნობი ხარ, უსულ-გულო ცხოველი ხართქო გითხრა არა არ გეტყვი რადგან ცხოველი შენ გჯობია შენ რაღაც უარესი ხარ რომელიც არ შემიძლია ავღწერო. ტყუილად ნუ იცდი აქ მე იქ არ დავბრუნდები სადაც მხოლოდ გველები სისინებენ.
ჩემს შვილს ხელი დავავლე და ოთახში ჩავიკეტე. მესმოდა ვახო ძია როგორ უყვიროდა ზურას.
-არ გრცხვენია? ქალის ცემით თავი მოგაქვს? ვის აჩვენებ თავს შენი სიძლიერით და სიმკაცრით დედაშენს? შენ ცოტა მოფხიზლდი თორე ცოლ-შვილს დაკარგავ ზურა გესმის? გამოფხიზლდიიიი. თიკოს რომ ცოტა ძლიერი ხალხი ყავდეს შენ განახვებდნენ ცემა როგორ უნდა. მაგრამ მათი სიალალით სარგებლობთ ყველა.
-ერთ დღესაც გაიგებს ბიცოლა მისი ძმები და ისე დაგლეწავენ შენი აწყობა ტრავმატოლოგს გაუჭირდება. მტრულად მირჩევნია შვილო და მოყვრულად დაგხვედროდეს წინ ჩემი სიტყვები..
ზოგჯერ სიტყვა ისე სწრაფად ყინავს სულს ვიდრე ზამთრის სუსხიანი ქარი სხეულს. არ წავყევი და წავიდა, წავიდა თითქოს დაფიქრებული მაგრამ დიდი იმედი არ მქონდა მის თავში რამე შევიდოდა ბიცოლას და ბიძიას ნათქვამიდან. ადამიანს რომელსაც გული არააქვს ის ვერასოდეს გაიგებს თუ რაა გულის და სულის ტკივილი. იმედი მაქვს მაღალი ღმერთი ყველაფერს ხედავს. ამ ტანჯვაში დრო მიდის. არ გელოდება, არ გეკითხება. ზოგჯერ გინდა დროს გაასწრო, ზოგჯერ გინდა გაჩერდეს რაღაც წამი, წუთი, მომენტი, გაასწრო ყველას და ყველაფერს მაგრამ შეუძლებელია მისი უკან დაბრუნება. დროს ჩვენც ფეხდაფეხ თუ გავყვებით თორე მისი შეჩერება თვით მაღალ ღმერთსაც არ შეუძლია. ვზივარ და ვტირი, ჩემს დაუკითხავად მოედინება თვალებიდან მლაშე სითხე. რატომ დამსაჯე ღმერთო, რატომ უნდა ვიტანჯო, რა შევცოდე და თუ შევცოდე სად შევცოდე. რაში მდებარეობს ჩემი დანაშაული. რატომ დავისაჯე ასე დაუნდობლად. ტკბილი სიტყვა მენატრება, ღიმილი მენატრება, ღიმილი ზოგჯერ უფრო მეტადაც კი ფასობს ვიდრე მატერიალური ღირებულებები. ჩემთვის აღარაფერს აღარააქვს აზრი არაააა. ავდექი თავი მოვიწესრიგე, ბავშვის ჩავაცვი და ქუთაიში წავედი მამიდასთან. მივედი და გაოცდა როცა ჩემი ამბავი გაიგო. მიყვირა:
-როგორ თუ მამაშენმა არ იცის მამიდა შენ უპატრონო ხომ არ გონიხარ იმათ, გადავწვავ მთელ საგვარეულოს. ფეხსაც არ გაადგამ და აქ იქნები. აბა მოვიდეს და მე დამელაპარაკოს ყმაწვილმა.
მამიდა თან გვყვებოდა მე და ჩემს შვილს.ზღვაზეც წაგვიყვანა. მთელი ეს დრო საერთოდ არ ვფიქრობდი ზურაზე, ვერადა ვერ შევიყვარე. არც მონატრებას და არც არაფერს ვგრძნობდი მის მიმართ.ერთი თვე გავატარე მამიდასთან და შემდეგ დიდი პრობლემის წინ დაგდექი. სულ მალე გავიგე რომ იმ ნაწამები ღამის შემდეგ ორსულად დავრჩი. რა მექნა არ ვიცოდი. მოცილება მინდოდა რადგან გამიჭირდებოდა 16 წლის გოგოს მე თვითონ ბავშვს მეორე შვილის მოვლა მე ხომ დამხმარე არავინ მყავდა.ავდექი და ზურას შეუთვალე კეთილი ინებე აბორტის ფული გამომიგზავნე ორსულად ვარ. არ გავაჩენ ამ ბავშვსს შენ რომელიც გყავს იმის ღირსიც არ ხარ. აწრიალდა და როგორ აწრიალდა, მიგზავნა ხალხი მთელი ერთი თვე კარს არ მოცილდა არ გავპარულიყავი აბორტის გასაკეთებლად.
-გამოვსწორდები გთხოვ წამომყევი ნუ იზამ იმას რასაც თავად არ გინდა გააკეთო და მერე ინანებ!
-შენ მე ცხოვრერბა გამიმწარე, შენთან როგორ ვიცხოვრო. ნუ უყურებ სხვას იყავი უბრალო და არასოდეს არ გაუვა ვადა შენს ადამიანობას!
-თიკო მე შენ მართლა მიყვარხარ, უზომოდ მიყვარხარ. ვერ ვიტან ვინმე ხარბად რომ გიყურებს. მე ძალიან მესაკუთრე ვარ და ესაა ჩემი ეჭვიანობის მიზეზი. ხო ვეჭვიანობ იმიტომ რომ მიყვარხარ!
-დამიჯერე ძალიან ცუდი სიყვარულის გამომჟღავნება გცოდნია და ასე თუ კიდე გააგრძელებ შენვე დაზარალდები. შენ იმით სარგებლობ რომ ჩემებს არ ვეუბნები მაგრამ ვოცნებობ იმ დღეზე როცა ისინი გაიგებენ თუ როგორი ხარ შენ ჩემს მიმართ. შენი ამ ქცევით და ქალზე ხელის აწევით ტაშს არავინი დაგიკრავს და არავინი არ მოგიწონებს. ტაშსს მხოლოდ ჯამბაზებს უკრავენ. სუფთა ცხოვრებით უნდა იცხოვრო და სუფთა სულით.
-ვიცი რომ რთული გზით მოვედი აქმდე. ბევრი შეცდომა დაუშვი შენს წინაშე ვნანობ, მინდა რომ ბედნიერები ვიყოთ. ყველაფერს უნდა გაუძლოთ რადგან მარტივი გზა ბედნიერებამდე არ არსებობს!
-და რა გინდა მაგით, რომ თქვა? ხელს რომელსაც ჩემზე აწევ სამართლიანად გგონია აკეთებ?
-ჩემი გული მხოლოდ შენთვის ფეთქავს. ერთი შანსი მომეცი გთხოვ, მხოლოდ ამ ერთხელ! წუთიერად ფიქრებმა გამიტაცა.
-ხანდახან უნდა დაუშვა ფარდა, ვიღაცამ უნდა გატკინოს გული... გაბედო ძველი დღეების წაშლა, მერე ცხოვრება დაიწყო ნულით.... ხელოვნურ მიხაკებს იები მირჩევნია... სიხარულს ცრემლები რომ მიწვავს თვალებს... მოგონილ სიყვარულს ლექსები მირჩევნია და ლამაზ ტყუილებს სიმართლე მწარე... გზატკეცილს უბრალო ბილიკი მირჩევნია,... დიდ სუფრას ალალი ყველი და პური,.... ბედნიერს ბედთან მებრძოლი მირჩევნია,.... მდიდრის ფულს ღარიბის კეთილი გული... დიდ ტკივილს ბუნების შედევრი მირჩევნია, უაზრო სიცოცხლეს სიკვდილი მირჩევნია, ისეთი სულმა რომ იფრინოს ცაში!.... უცებ გამოვფხიზლდი და გადავწყვიტე კიდევ ერთი და საბოლოო შანსი მიმეცა ზურასთვის. მისი პირობის დადებით მეც იმედიანად წავყევი. ამდენი ჩიჩინი ხალხისგან ალბად ჭკუა ასწავლა და მართლა გულწრფელად ნანობსთქო. ცოტა ხანი სიმშვიდეში ვცხოვრობდი. სიწყნარე სუფევდა სახლში და მეგონა ბედნიერების ზენიტს ვაღწევთქო. მეორე შვილის დედა გავხდი, ნიკოლოზი შემეძინა. მიწყნარდა ყველაფერი. ყველას მისი საქმე ქონდა მათთან ერთად მეც და ბავშვებთან ერთად რაც და როგორც შემეძლო ვაკეთებდი. შემეძლო მხოლოდ ის ნივთები გადამეადგილებინა რაც ჩემებმა მზითვად მომიტანენ. მე არ მქონდა უფლება ამხელა სახლში, ზალაში შევსულიყავი და უბრალოდ მაგიდასთან სკამისთვის ადგილი შემეცვალა. ვერიდებოდი ყოველნაირ ზედმეტ ჩხუბს და დავიდარაბას. ჩემი ცემა დროებით შეწყდა. მხოლოდ ამ დროის მანძილზე ძალიან კარგად გავიგე რომ არსებობს გზები, რომლებიც აუცილებლად უნდა გაიარო! არის წუთები, როცა წერტილი უნდა დასვა... არსებობს გარემოებები, როცა უნდა დაემშვიდობო და ადამიანები, რომლებსაც ჯობია არ დაუბრუნდე!!!
ერთ დილით ჩემმა დედამთილმა ბავშვებისთვის რძე იმაზე ცოტა მომცა რასაც მაძლევდა და მეც უკვე ამდენი დამცირება ყელში ამოსულს ხმამაღლა უთხარი:
-რძე რომელსაც შენ რწყავ, არ ყოფნის ბავშვებს. ნუთუ ასე ძნელია შენთვის რძის მოცემა რომ შვილიშვილებს მოუტოვო? ორ ძროხას წველი და ასე გენანება ბავშვებისთვის რძე და უნდა მაიძულო ვიმათხოვრო მეზობლებში ეს შენს სახელს კარგად აამაღლებს? ესენი ხომ შენი შვილიშვილები არიან! -ამ დროს ზურა ემოვიდა სახლში და ხელი დაავლო მაგიდაზე დადებულ ჩაიდანს და მესროლა. მე მოვასწარი გვერე გავიწიე და ჩაიდანი ვერანდის მოაჯირს მოხვდა. ისეთი საზარელი ხმა ქონდა გაიგო ყველა კუთხე მეზობელმა, რომ ჩვენმა ოჯახმა სიმშვიდე დიდი ხანი ვერ შეინარჩუნა და ისევ ჩხუბია. მეც ვერ მოვითმინე და მთელ ხმაზე დავიყვირე:
-რა გინდა ჩემთან ყველაფერში მე რატომ მადანაშაულებ? უცებ მომვარდები და მცემ, ჩემს ცემაზე ხარ მარჯვედ და იმაზე არაფერს ამბობ შენს შვილებს რომ შიათ
მუშაობ მაგრამ შენი ხელფასი დედაშენს აძლევ ის კი გვაყვედრის ყველაფერს არც ამაზე შემიძლია ამოვიღო ხმა? რა კაცი ხარ შენ, რა ადამიანი ხარ გამაგებინე ადამიანო. როდისმე გიკითხია რას ჭამს შენი ცოლ-შვილი და რას სვამს? ნუთუ ესეც დანაშაულია რომ ვთქვა? იმ დღეს არ ამცდა ცემა მაგრამ ამოვიღე გულში რაც მქონდა და ყველას გავაგონე თუ როგორი კაცი მყავდა ქმრად. ჩემი ტირილი მეზობელს ვეღარ მოუთმენია და ჩემი ძმისთვის უთქვია.
-შვილო ბექა, ვიცი რომ კარგი ოჯახის შვილი ხარ, კარგად აღზრდილი ახალგაზრდა და კარგად გესმის ცხოვრების ავ-კარგი მაგრამ ყველას უკვირს და თქმას ვერავინი გიბედავთ, არც ჩემი საქმეა შვილო, გული მტკივა ასე უპატრონოდ რომ არის ეს გოგო, მიხედეთ შენს დას ცოდოა ეს წლები რა გამოიარა და როგორ მოვიდა აქამდე მხოლოდ უფალმა იცის. რატომ გყავთ ასე მოძულებული როგორ არ კითხულობთ ამ საცოდავი გოგოს ამბავს ამ ჯუნგლების ხელში. ნუ მოკლავ შვილო კი მართალია ორი შვილის დედაა მაგრამ ის ხომ თავად ბავშვია 18 წლის ასაკში ამდენი გადაიტანოს არ იმსახურებს ამდენ ცრემლს და ტანჯვას. მიაკითხე ხანდახან რომ იგრძნონ ვიღაცას შესტკივა ეს გოგო!
-რა ხდება ზერმიხან ბიძია. ამიხსენი მე არაფერი არ ვიცი. ჩემი დის თვალზე ცრემლს არავის ვაპატიებ მადლობა რომ მითხარი! -ჩემს ძმას დიდი ურალი მანქანა ყავდა და ვხედავ ოთახის სარკმლიდან რომ ჭიშკრისკენ მოდის. მეგონა გააჩერებდა და ისე მოვიდოდა ჩემამდე მაგრამ ჩემს გაოცებას საზღვარი არ ქონდა როცა მანქანამ ეზოს ჭიშკარი შემოანგრია. შიშმა ამიტანა სახლის წინ ზურას მანქანა ეყენა და ბექამ პირდაპირ იმ მანქანას გადაუარა. მერე გააჩერა. ჩამოვიდა სახლის კარი შემოგლიჯა და მხოლოდ ეს თქვა
-ზურააა დღეს ჭიშკარი შემოვანგრიე და შენი მანქანას გადავუარე. ხვალ რომ კიდე რაიმე ხმა მოვიდეს ჩემს ყურამდე ჩემს დას და დისშვილებს ხელს მოვკიდებ, მე ვუპატრონებ აი თქვენ კი ყველას ამ სახლში კარებს დაგიკეტავთ და ერთიანად ამოგბუგავთ.კაცობას გეფიცები ზურა რომ ამას გავაკეთებ თუნდაც მთელი ჩემი სიცოცხლე ციხეში გავატარო და მკვლელად შემრაცხონ. -შემდეგ ჩემსკენ შემობრუნდა, მომიახლოვდა გულში ჩამიკრა და მითხრა:
-გახსოვდეს რომ არსებობს ადამიანები ვისაც სჭირდები და იცხოვრე მათთვის. დაიკიდე ისინი ვინც არ გაფასებს და არასოდეს შეგეშინდეს იმ ადამიანების დაკარგვის ვისაც შენი დაკარგვა არ აშინებს. შენს თავს ვფიცავარ მე არაფერი არ ვიცოდი. გეფიცები ჩემს კაცობას, ჩემს მეობას და შენს თავს თიკო რომ შენს თვალზე ნადენ ცრემლს არავის არ შევარჩენ. როგორი ძლიერი ვიყავი იმ დროს. ვერ ვგრძნობდი ტკივილს, ვერც იმ დამცირებას რაც გადავიტანე. ჩემი ძმა ჩემს წინ იდგა და მე ამით ძალიან ამაყი ვიყავი. ვიცოდი იმ დღიდან მარტო არ ვიყავი და მეც მყავდა ჩემი მფარველი ანგელოზი
იმ დღევანდელმა ბექას მოქმედებამ ჩემში ძლიერი ქალი გააღვიძა და თავაწეული გავუყევი ცხოვრების ბილიკებს. ვცხოვრობდი ოჯახში და არც ვცხოვრობდი. ნელა-ნელა ოჯახის იდილია კალაპოტში ჩადგა. ზურა უკვე ჩემსკენ იყო და დედამისს არ ძლევდა უფლებას ჩემზე რაიმე ცუდი ეთქვა. ოდნავ ხმასაც კი ვერ უწევდა ჩემს მიმართ. ერთ საღამოს ეს დალაგებული და დაწყობილი ცხოვრება ისევ ქარბორბალას დაემსგავსა.
წყნარი ღამეა, ყველას მშვიდად გვეძინა როცა ეზოში სროილის ხმა გაისმა და ავტომატი ჯერით დაცხრილენ სახლი. სახლში ყაჩაღები შემოვარდნენ და თუ რამ ჩანდა ღირებული ყველაფერი ხელს გაიყოლენ. ასევე გაიყოლენ თან ადამიანის სიცოცხლეც. იმ საბედისწერო ღამეს შეეწირა უნიკალური ადამიანი, არაჩვეულებრივი მეუღლე და ყველას შემტკივნე, ჩემი მულის ქმარი იგორი. ყაჩაღების ნასროლმა ბრმა ტყვიამ მისი სიცოცხლე წამებში მოსპო. ,,როდესაც ადამიანი სულ პატარა ნაპერწკალს მოგიძღვნით სიყვარულისას. თქვენ იმ ნაპერწკალს სული უნდა შეუბერო, ცეცხლად დაანთო და უკან დაუბრუნო''... სამწუხაროდ ვერ შევძელი უკან დამებრუნებინა ის სითბო და სიყვარული რასაც ის ჩემს მიმართ იჩენდა. არავის შეუძლია აღუდგეს უფლის კანონებს წინ. ეს ჩვენისთანა მოკვდავი ადამიანისათვის შეუძლებელია, სამაგიეროდ იმედი მაქვს რომ ის ისეთი თბილი,ტკბილი და სამართლიანი ადამიანი იყო უფალთან ახლოს იქნება. დიდი ხარ შენ უფალო! მადლობა უფალო რომ ჩემს მართალია ცოტა ხნით მაგრამ ჩემს ირგვლივ სიმშვიდე დაამკვიდრე.მადლობელი ვარ იმ მოთმინებისთვის რომელიც შენ მასწავლე. მადლობელი ვარ რომ ძალა მომეცი ეს ყველაფერი აქ გადმომეტანა,ასევეს მადლობელი ვარ დღევანდელი დღის და იმედს ვიტოვებ რომ ხვალინდელი უკეთესი იქნება...ჩემი ბედნიერება და ჩემი სიხარული ჩემი შვილებია.მე მათი ღიმილით ვცხოვრობ და ვცოცხლობ. ზურამ გადაწყვიტა მე და ბავშვები ქალაქში წავეყვანეთ და იქ გვეცხოვრა.მასაც მოსწყინდა ამდენი ჩხუბი და უკმაყოფილება ოჯახში. ასე სჯობდა დროებით გავრიდებოდით სოფელს. ერთ დღესაც ადგა და მახარა:
-თიკო გაემზადე ქალაქში მივდივართ ბინა ვიყიდე ორ ოთახიანი ამ ეტაპზე გვეყოფა და მერე ღმერთი შეგვაძლებინებს.
-მართლა? აქედან წავალთ?
-ხო ასე ჯობია. ჩვენ წავიდეთ აქედან. იქ რამე სამსახურს გამოვნახავ და ვიმუშავებ.- წამოვიღე ჩემი რაც მქონდა მონალოცები და ჩემების მოცემულები. ორი რკინის ძველებური საწოლი, ექვსი თეფში და ორი ქვაბი აი ეს იყო ჩვენი ავლა-დიდება მაგრამ დიდი შემართებით დავიწყეთ სულ ახალი ფურცლიდან ცხოვრება. ბავშვები ბაღში მივიყვანე და მე და ზურამ ვაჭრობა დავიწყეთ. შეძლებისდაგვარად მიუყვებოდით ყოველდღიურ ცხოვრებას. დაიზარდნენ ბავშვები 4-5 წლისანი გახდნენ როცა მესამე გოგონა ნანიკო შეგვეძინა. მიხაროდა რომ ორ ძმას ერთი და ყავს რომ დაიზრდებიან ძმები მიაქცევენ ყურადღებასთქო, მაგრამ არ დამაცადა სიხარულის კარგად შესისხორცება და ბოლომდე შემეგრძნო ეს სიხარული რომ მოულოდნელად ავად გახდა ნანიკო. საავადმყოფოში მივიყვანეთ და ერთ საათში დაამთავრა მისი 8 თვიანი ცხოვრება. მფრინავმა მენინგიტმა წამართვა ჩემი პატარა თოჯინა. ღვთსმშობელო დედაო მუხლმოდრეკით გევედრები მოწყალების კალთა გადააფარე ჩემს შვილებს და აარიდე ყველა ბოროტებას.... ამინ !!! ,,ჩუმად,მოწიწებით შიშით გაფითრებულს, ვცდილობ, შევატოვო წარსულს ნატკივრები'' ყოველ დილა-საღამოს ვჩურჩულებ და სანთლებს უნთებ ყველა წმინდა ხატებს.
ჩემი ნანიკო სოფელში დავასაფლავეთ. ძალიან გამიჭირდა მისი უსუსური სხეული მიწისთვის მიმებარებინა მაგრამ დავტოვე იქ. იქ ცივ სამარეში, სამუდამო სასუფეველში და წამოვედი სახლში ჩემი ბარტყებიანად. მძიმედ მიდიოდა დღეები. უხალისოდ თენდებოდა და უხალისოდ ღამდებოდა. ორმოცმაც ჩაიარა ისე სწრაფად არ მჯეროდა ასე უცებ გავიდა ეს დღეებითქო მაგრამ რეალობა იყო რომ გავიდა და კიდევ ბევრი დღეები და წლები გავიდოდა მის გარეშე. მოწყენილი, სევდიანი, ჩუმად ცრემლიანი ღამეები თეთრად გათენებული. ღმერთო მომეცი შეძლება რამდენ ტკივილს ატევ ამ პატარა გულში და რამდენი რამის დამტევია ეს მუჭისოდენა სივრცე. გულო ამ წუთში რომ გაჩერდე არ ვინანებ ერთი წუთითაც კი მაგრამ რა ვუყო შვილებს გიოს და ნიკას, დედის გარეშე როგორ დავტოვო ისინი. გულო უშენოდ რაა ჩემი სიცოცხლე, გულში ჩამარხულ წლებს რა ვუყო. ეს სიკვდილამდე თანვე გამყვება და ეს ტკივილი არის თანამგზავრი ჩემი ყოველდღიური ცხოვრებისა. დავიღალე ძალიან დავიღალე, თითქოს დავცარიელდი და ძალაც მეცლება ნელა-ნელა. აღარ მაქვს ცხოვრების გაგრძელების სურვილი, მაგრამ წამიერად რომ დავფიქრდები მივალ, მოვხვევ ხელებს , გულში ჩავიკრავ და გავიფიქრებ ,,თქვენთვის ღირს ჩემი მტრედებო ვეწამო ცხოვრებას და გაუძლო სულის ტკივილს. ორმოციც ჩამრთავრდა ჩემი პარასი. ტკივილიანი დღე იყო, ძალიან მძიმე. ჩემი მულიც ჩემთან იყო. იმ დღეს დარჩა. საღამოს საათები იყო როცა ჩემი უმცროსი ძმა მოვიდა ბექა ჩემთან და მითხრა:
-თიკო ღვინის ჭურჭლები გამიცალე დაიკო უნდა წავიღო, პატრონმა მოითხოვა ფული მე გადავიხადე დაიკო არ ინერვიულო ვალად არ გადევს.
-მადლობა ძამიკო. ჭურჭლებს ეხლავეს გამოგიტან. მხოლოდ ერთი ბოცა გატყდა და სახლისას დავამატებ!-პადვალში ჩავედი და 11 ცალი ოცლიტრიანი გამოვაწყვე რომ ბექას წაეღო. უცებ მოვარდა ჩემი დედამთილი და ჩხუბი დამიწყო.
-რატომ გამოაწყვე ესენი, არსადაც არ წავა აქ დარჩება!
-როგორ დარჩება აქ ეს ხომ ჩვენი არ არის. ღვინო ვინაც იყიდა ჩემებმა იმისია!_ვუხსნიდი გაოგნებული.
-თიკო დაანებე თავი არ ინერვიულო დაი გეყოფა შენი ნერვიულობა. ვიყიდი ახალ ბოცებს და მიუტან, არ მინდა ამ ხისთავია ქალთან ჩხუბი!
-არა მოიცა ესენი შენ რატომ უნდა იყიდო როცა ესენი არაა ოჯახის და წასაღებია პატრონთან. ეს ხომ მეღვინეს ჭურჭლებია! გაოგნებული ვეუბნებოდი ბექას. ზურა სახლში არ იყო. ამ ხმაურზე ჩემი მული გარეთ გამოვიდა და მე უთხარი:
-ბელა როგორ მოგწონს დედაშენის საქციელი, სად არის ხალხო სამართალი სირცხვილი სულ აღარ გაქვთ?
ბელამ შემომხედა და ასეთი პასუხი გამცა:
-ძვირფასო შენ ცამდე მართალიც რომ იყო გახსოვდეს რომ შენ აქ არაფერს არ წარმოადგენ და შენს გამო ჩემს დედას ვერ უსაყვედურებ! გაგიჟდა ბექა ეს რა ხალხია, როგორ უძლებ ამათ ღმერთმა მოგცეს გაძლება და ძალა! ხელი ჩაიქნია და წავიდა. საღამოს ზურა მოვიდა და უთხარი რა დედამისმა და მისმა დამ რაც იკონცერტა. იმის მაგივრად რომ იმათთვის საყვედური ეთქვა, მე მომვარდა და ისევ ძველებური წესით გამისწორდა. ნათქვამია კუზიანს სამარეც ვერ გაასწორებსო, რამდენიც არ უნდა აპატიო, მისი უსაქციელო, უპატიებელი საქციელი ჩაყლაპო ამ ადამიანის გამოსწორება არ იქნება. კიდევ ერთხელ დამადგა ფეხი ნატკენ გულზე. ცრემლი გამიშრა თვალებში მაგრამ გულის სიღრმეში წვეთავდა და ტიროდა გული ყველასგან შეუმჩნევლად, ჩუმად. ვერცერთი ამჩნევდა ჩემს ტკივილს მხოლოდ გონება მკარნახობდა, ,,არ დაეცე თიკო, გამაგრდი ეს ტკივილი სულს დააჩნდება, ტკივილისაგან წაიქცევი და წაქცეული არავის არ მოუნდები ამიტომ უნდა წამოდგე, მოითმინე ყველა ტკივილი და წინ ყველაფერი მოვა დრო მადლად დაგხვდება.
-მოითმინე, მოითმინე, მოითმინე და მეც ვითმენ ამდენ დამცირებას ეს კი უკვე აუტანელია და მეტისმეტი. ბავშვებს ჩავაცვი და წასასვლელად მოვამზადე. უნდა წავიდე აქ ვეღარ გავჩერდები. გავიყვანე ბავშვები ზალაში სადაც ყველანი ერთად იყვნენ და უთხარი
-ზურა დღევანდელი დღე ბოლო დღეა ჩემი ამ სახლში ყოფნის. მე მივდივარ. მე წილი მეკუთვნის ჩემი ნაშრომიდან შენსას არაფერს არ გთხოვ. მომეცი ფული და წავალ ამიერიდან არ შეგაწუხებ შენი არაფერი არ მინდა მე მხოლოდ სიმშვიდე და სიწყნარე მინდა! ვინ მოგისმინა ჩემი შვილები ხელიდან გამომგლიჯენ, კარში გამომაგდენ და კარი მომიხურენ.
-სად წავიდე ღმერთო ასე რატომ მაწამებ რა შეგცოდე ამისთანა. თუ ჩემს წინაპრებს რაიმე ცოდვა აქვს ჩადენილი ღვთის წინაშე მე რატომ მთხოვ პასუხს, რა დაგიშავე ნუთუ აღარაა საკმარისი 14 წლიდან დღემდე რაც გადავიტანე? ვტირივარ და ჩემი ცრემლები ზღვას აადიდებს ალბად.ჩემებთან ვერ მივალ ისევ მეზობელთან გადავედი ატირებული. უფულო და დაცარიელებული გულით.
-თიკო შვილო რა მოხდა რას გევხარ! შეეშინდა ზერმიხან ძიას და ნანი დეიდას. მოუყევი რაც მოხდა და სულ ცოფები ყარა.
-მიშველე ზერმიხან ბიძია შვილები დამაბრუნებინე მე მათ გარეშე ვერ ვიცოცხლებ. მალე სკოლა იწყება ზურას ჩემს ნაშრომს ვთხოვ სხვას ხომ არაფერს!
-წავალ შვილო, წავალ მაგრამ რამდენად მომისმენენ ამას ვერ დაგპირდები. ამ საუბარში ვიყავით რომ ვტიროდი ზურა მოვიდა და უტეხად მითხრა:
-წამოდი სახლში აქ რას უზეხარ!
-მე ჩემი შვილები მინდა ნუ გამხდი იძულებულს წავიდე და გიჩივლო!
-და დამიჭერ? როგორ დაამტკიცებ რომ ბაზარში იდექი და ვაჭრობდი და ეს ფული შენი ნამუშევარია!
-ზურა ფულს თუ არ მომცემ დაე სასამართლომ გადაწყვიტოს ვის ეკუთვნის მცირეწლოვანი ბავშვები. ყველაფერს დავამტკიცებ როგორ მექცეოდით იმასაც და მთელი ბაზარი და სოფელი გვერდით დამიდგება მერე ნახე შენი სირცხვილი მე თქვენს ადგილას შემრცხვებოდა ამ ხალხთან დადგომა და საუბარი. ზურა ქალი არ ვიყო თუ ეს ცხოვრებაც შუაზე არ გაგიყო .მე არ ვითხოვ არაფერს მხოლოდ ჩემს ნაშრომს და ჩემს შვილებს! არ ვიცი ამდენი ძალა საიდან მქონდა. ვიდექი მის წინ მაგრამ არ მეშინოდა, არც ვკანკალებდი. მიხვდა ალბად არ ხუმრობს სიმართლე მის მხარეს დადგებაო და აწურული წავიდა. გითხრათ შეეშინდა? ეს არ ვიცი მაგრამ ზერმიხან ბიძიამ ბავშვებიც მომიყვანა და 1000ლარი ფული. წავედი ბავშვებიანად ჩემებმა ყველაფერი გამატანეს, მეზობლებმაც მომეხმარენ იმდენი რამე გვქონდა სოფლიდან წაღებული კარგა ხანი ყიდვა არ დამჭირდებოდა. ფულს ძალიან უფრთხილდებოდი ვშიშობდი რომ გამომელევა მერე რა ვქნათქო. ერთი თვე ისე გავიდა ზურას არ მოუკითხია ჩვენთვის. პირდაპირ კახეთში წავიდა ყურძენზე სავაჭროდ. ერთ დღეს სარეცხს ვრეცხავ კარების ხმა რომ გავიგონე მეგონა ბავშვები იყვნენ და ჩემი საქმე გავაგრძელე არ გამოვსულვარ სააბაზანოდან. ეს ბავშვების ფეხის ხმას არ გავდა,შ ემოვბრუნდი და აბაზანის კარებთან ზურა იდგა. დამელაპარაკა ბავშვები იკითხა მაგრამ არ გამოვეცი ხმა. მივატოვე ჩემი საქმე და მეზობელთან გავედი, დავტოვე სახლი.მ ისი შეხედვაც არ მინდოდა.
საკმაო ხანი დავყავი მეზობელთან და ბავშვებმა გამომაკითხა:
-დე მამიკო მოვიდა და გეძახის.ავდექი და წამოვედი არ მინდოდა ჩვენი ჩხუბის შესახებ იქაც გაეგო მეზობლებს. შევედი სახლში და ეს ამხელა კაცი მუხლებზე დგას და ბოდიშებს მიხდის.
-მაპატიე თიკო გადამეკეტა იმ დღეს, არ ვიცი რა დამემართა!
-როდემდე, ზურა როდემდე. შენ ყველამ ყველაფერი უნდა გაპატიოს, მე ვინ მპატიობს რამეს? იმის ხათრიც არ მოიკიდე ახალი შვილ-მკვდარი დედა კარში გამომაგდე შენი დედიკოს და დაიკოს წინაშე. სინდისი ყველას არ გააჩნია ზურა და ამ ყველაში ერთ-ერთი უსინდისო ადამიანი შენ ხარ. მხოლოდ უფალმა გამომიწოდა დახმარების ხელი. ნუთუ ხარ ღირსი რომ კიდევ გაპატიო? მე შენ ვეღარ დაგეყრდნობი მე მხოლოდ უფლის იმედად ვარ რომელიც ყოველი ტკივილის შემდეგ უფრო და უფრო ძლიერს მხდის. ვლოცულობ, ვტირი, ვოცნებობ და ამ ყველაფრისთვის ძალას უფალი მაძლევს. შენ შეგიძლია დაინახო რაა ტკივილი? არა არ შეგიძლია რადგან ეს რომ შეიგრძნო გული უნდა გქონდეს, გულით უნდა განიცადო ჩემი ეს ტანჯვა და შეგრძნებით კი შეიგრძნო თუ როგორ მტკივა მე! ისევ ჩავიქნიე ხელი, ისევ გადავყლაპე ეს ტკივილიც, ისევ ჩადგა დროებით ქარბორბალა და დაიწყო წყნარი ცხოვრება მაგრამ როდემდე გასტანს სიწყნარე ამის გარანტიას ვერ მოგცემთ ძვირფასებო. გადიოდა დღეები, კვირეები, თვეები, წლებიც გავიდა.ძ ნელია როცა წინ გინდა წაიწიო და ერთ ადგილს ტკეპნი, ძნელია როცა რაღაც გინდა გააკეთო და არ გაცდის სხვა, ძნელია როცა დადიხარ და გულით უზარმაზარ ტკივილი დაგაქვს და უხმოდ დნები. ყველაზე ძნელი კი ის არის, როცა თქმა გინდა და ვერ ამბობ არ გაქვს უფლება. დადგა დიდი ხნის ნანატრი ოცნება ჩემს ოჯახში და გაჩნდა ულამაზესი გოგონა ბარბარე. ჩემი თვალებხატულა შვილი, ჩემი ცხოვრების აზრი და ჩემი სიხარული. მადლობა ღმერთს რომ მთელი ეს დრო ჩემს ოჯახში სიწყნარეა. ყველაზე მეტად გასაკვირი ისაა რომ ჩემმა დედამთილმა შვილი შეიძულა. არ ვიცი რატომ მაგრამ ის კი ვიცი კარგად რომ ზურა გულზე აღარ ეხატება. უფრო გასაკვირი კიდევ ის რომ ზურას სოფლისკენ გახედვაც არ უნდა. მადლობა ღმერთს რომ ზურა მიხვდა, ყველა ეს აურზაური,ყველა ეს ქარიშხალი და ქარბორბალა დედამისის ბრალი იყო. როგორი მადლობელი ვარ ღმერთო თვალი რომ აუხილე და საღი, რეალური თვალით დაანახვე მისი დედის უნიღბო და ნამდვილი სახე. ვისაც გული წმინდა აქვს მას სახეც უბრწყინავს. ზურა ბრწყინავდა და ვატყობდი რომ ცალკე ცხოვრებით ბედნიერი იყო. რომ უყურებდი ასეთ გახარებულს ბავშვებთან როგორ ხალისობდა ისიც. ჩემთვის ვფიქრობდი თუ ისევ არ ეცადენ ზურას სულის სიღრმეში ჩაღწევას და მისი ფსკერის დაბინძურებას დიდხანს გაგრძელდება ეს წყნარი იდილიათქო. და მართალიცაა ჩვენ ძალიან კარგად ვგრძნობდით თავს. ბოლოს და ბოლოს დავამარცხე დიდი და უძლეველი დრაკონი.
იყო მომენტები ვაჭრობაში არ გვიმართლებდა და ბევრჯერ მაცივარი დაცარიელებული იყო. სახლში არაფერი არ მომეძებნებოდა. არც ფული მქონდა ბევრჯერ ბავშვებისთვის პური მეყიდა .ერთ დღეს ერთი ცალი კარტოფილი, ერთი ცალი ხახვი.ცოტა ტომატის პასტა, ესენი მოვშუშე ერთად და ბავშვებს გაუკეთე ცოტა წვნიანი. დავიჯინე ჩემი შვილები და ვუთხარი ორივეს, ბარბი ჯერ ძალიან პატარა იყო.
-შვილებო მე გადავწყვიტე წავიდე შორს და ამ გაჭირვებიდან ამოვიდეთ. მაგრამ დღევანდელი დღე გახსოვდეთ ყოველთვის. რაცარ უნდა მდიდრები გავხდეთ, ბევრი ფული ვიშოვოთ, ცხოვრება შემოგვიბრუნდეს და კარგად წავიდეს ჩვენი ჩანაფიქრი არ დაგავიწყდეთ ვინ ხართ. დღევანდელი დღე ბევრი გაკვეთილის მომცემია შვილებო. სწორედ ეს გაჭირვება გასწავლით დააფასოთ ის რაც გაქვთ. გაიზრდებით მაგრამ ცხოვრებას უნდა გაუმკლავდეთ. არ უნდა შეგაშინოთ რაც არ უნდა რთულად მოგეჩვენოთ ის.თუნდაც ყოველ დღეს დაეცეთ, იმედი არასოდეს არ დაკარგოთ, იდექით მტკიცედ და თქვენი მფარველი ანგელოზი დააფასებს თქვენს მოთმინებას! დაუჯერეთ ერთმანეთს და უფრო დიდი ყურადღება დაუთმეთ ბარბის რადგან ის თქვენზე პატარაა!!! ბავშვები ყურადღებით მისმენდნენ და ორივე მოვიდა ჩამეხუტენ და მითხრენ:
-დე, არ ინერვიულო, ჩვენ წყნარად ვიქნებით და შენ ჩვენით არ ინერვიულებ!
-დედიკო გიო მართალია ჩვენ მამას დაუჯერებთ და ბარბარიტასაც მივხედავთ!
-მიხარია ჩემო ვაჟკაცებო რომ ასეთი თბილები ხართ!
-თიკო მე ძალიან მიხარია რომ ეს ბავშვები შენ გგავს ასეთი თბილები! თურმე ზურა მისმენდა ბავშვებს რომ ველაპარაკებოდი, არც გამიგია როდის შემოვიდა სახლში.
-კიდე კარგი მე მგვანან და შენ არ დაგემსგავსენ ველურობაში!
მაინც წავკბინე ბოლოში.
-ეს რომ არ წამკბინო არ შეიძლება?_აშკარად ეტყობოდა რომ წყენდა ამგვარი საუბარი.
-მე არა ზურა წარსული გირტყამს სახეში მათრახს და რაცარუნდა გეწყინოს არ დაგავიწყდეს რომ სრული სიმართლეა!
-გულში მტკივა რაღაც ზურა და არა გული. ეს რაღაც კი ის მწარე წარსულია გამოვიარე. მე გადავწყვიტე საბერძნეთში წავიდე. მამიდას ველაპარაკე და შემპირდა დაგეხმარებიო.--კი მაგრამ მერე ჩვენ? ბავშვები?
-მეტი გზა არ არის შენც თავად ხედავ. პირველი მე წავალ და მერე თქვენც წაგიყვანთ. ზურა მომიახლოვდა ჩემს ახლოს დადგა, თვალებში ჩამხედა და მითხრა.
-შენ თიკო 14 წლიდან ჩემთან ცხოვრობ. იქიდან მოყოლებული ყოველ დღეს გიყურებ და ვრწმუნდები რომ იმაზე მეტი ძლიერი ხარ ვიდრე შენ წარმოგიდგენია და მეც. შეგიძლია დაუცადო იმას რისი ღირსიც ხარ, შენ აუცილებლად გამოგივა შენი ჩანაფიქრი მე ამაში დარწმუნებული ვარ. შენ უკვე გაიზარდე და ძლიერი ქალი დადექი. შენ ცხოვრებამ გამოგზარდა და არა მე.
მამიდას აგვიანდებოდა ჩემი წაყვანა ასე იოლი არაა არც იქედან ადამიანის არალეგარულად გადაყვანა. მანამდე ვიფიქრე სანამ იქით წავალ ბაქოში გავიქროლებ ერთს და ვნახოთ იქნებ ისე ავეწყო იქით წასვლა აღარ დამჭირდესთქო და ესეც გავაკეთე სადაც ძალიან მომეხმარა ზურას ძმაკაცმა რომელმაც გზა გამიკვალა. მხოლოდ პრობლემა ბარბარიტა იყო. საჭირო იყო მასზე დალაპარაკება რომ გამიშვას არ იტიროს ის უკვე სამი წლისაა. დავიჯინე და დაველაპარაკე.
-დედიკო ბარბი მე უნდა წავიდე. იქ სადაც მე მივდივარ შენ ვერ წაგიყვან, მაგრამ არ გაგეპარები შენ რომ არ იტირო. დაგემშვიდობები და ხელს ხო დამიქნევ შენ დე მარშუტკა რომ წავა?
-თუ ალ გამეპალები ალა ვიტილებ. ჯოქიან კაფეტებს ქო მომიტან დედიტო?
-კი მოგიტან დედის გულო, ძამიკოებს და მამიკოს ხო დაუჯერებ დედის გახარება?
-დედიტო გიოს და ნიტას უთალი ლომ მე დამიჯელონ კალქი?
-კარგი შვილო შენ არ იტირო და ისინი დაგიჯერებენ!
-დედიტო უთალი გიოს ლო მე გიომ დამიწინოს ჩენ ლადენი დგეც ალაიქნები შახსი ქო?
-ხო დედიკო გიო დაგიწვენს,ნიკაც დაგიწვენს და მამიკოც ხო საყვარელო? არ გავეპარე დილით.-გავაღვიძე და გამაცილა მარშუტკაზე და როგორც შემპირდა ხელი დამიქნია.აქამდე კარგად მოვედით მაგრამ მეშინოდა ღამე არ ეტირა. ესეც გადავლახეთ კარგად და კიდევ და კიდევ უფლის წყალობით. გაამართლა ბაქოში წასვლამ და კმაყოფილი ვიყავი ბედის. ერთი წელი დავდიოდი და პირველი რასაც ვყიდულობდი ბარბარიტას ჯოხიანი კამფეტები იყო. კმაყოფილი ვიყავი მაგრამ რაღაც უფრო მეტი მინდოდა. არის წუთები,როცა ოცნებობ, არის წუთები როცა განიცდი! არის წუთები, როცა მოელი და არის წუთები როცა იღლები! არის დღეები, ლაღი და წყნარი, ქარცეცხლიანიც არის დღეები! დღეები არის ტანჯვის, ტკივილის, არის ლოცვის და ბედნიერების.
დადგა ნანატრი დღე და მე დავემშვიდობე ოჯახს. წავედი იქ სადაც ვფიქრობდი დიდი მომავლის შექმნას და დავიწყე თავდახრილი მუშაობა. საბერძნეთში დღეები ნელა ნელა მიიზლაზნებიან აქ. არ უყურებ კალენდარს რადგან არ მინდა, ჯერ ადრეა მოვნიშნო რიცხვი შინ დაბრუნების, ჯერ წინ დიდი მისია მაქვს შესასრულებელი. ახალი ვარ ამ უცხო მიწაზე მაგრამ გულს უკვე ენატრება პატარა ბჟღარტები. ,,გულო მონატრებით დაღლილო, კიდე უნდა გაძლო ცოტაც, შენ ხომ სიყვარული გაძლებინებს, ჰოდა შეძლებ კიდე მოცდას...“ კი ვიცი ძალიან დავიღალე შვილებზე ნატვრითა და ფიქრით ჰე ცოტა-ცოტა და ფინალია ხედავ? დრო რა სწრაფად მიდის, მზემ გაანათა და ცაზე მშვენიერ ფერებით გაშლილ ცისარტყელას ვხედავ მაგრამ დავიფიცებ რომ არ მომწონს ეს ცისარტყელა. რომ ეს არ ანათებს ისე როგირც ანათებს ჩვენში, ჩვენს ცაზე. ისევ ის ფერებია მაგრამ უფრო ცივი და გულისკენ მოსასვლელი გზა დაკეტილია. სიოც უბერავს მაგრამ არც ეს სიო მომწონს, არ არის ისეთი როგორც ჩვენშია ანცი სიო და მხიარული. უცხო ქვეყანაში ყველაფერი მართლა უცხოა თვით ქართველი ხალხიც კი.. მაგრამ ნათქვამია მოწყალება ოქროა, მოთმინება ბრილიანტი და აი მეც ვითმენ სადამდე შევძლებ და ამ თმენაში, უცხო მიწაზე ცხოვრების 12 წელიც მიილია ამ სიმარტოვეში და მინდა გითხრათ რომ ჩემში ჩემი სიძლიერე სიმარტოვემ დაბადა.მონატრება და სიმარტოვე შიგნიდან ყველაფერს ანგრევს, მტკივნეულია მაგრამ უძლებს ჩემი გული განა ამაზე მეტისთვის არ გამიძლია?



№1  offline აქტიური მკითხველი terooo

love იმდენი ემოცია დავხარჯე ამ ისტორიაზე, იმდენჯერ შევიკავე ცრემლი.. ასეთი ქალები გმირი დედა და ქალები არიან.. თავი მსხვერპლად შესწირეს ოჯახს, ქმარს, შვილებს შემდეგ კი შვილიშვილებსაც, დრო გადის დ ისინი კვლავ სხვებზე ფიქრობენ, კვლავ სხვებისთვის ცხოვრობენ და არც ერთი წამით საკუთარ თავზე, ხვალინდელი დღე.. მხოლოდ საყვარელი ადამიანები. love ძნელია ემიგრანტის ხვედრი, მინდა დავაციტირო. ,,არ მეშინია ბედო გათელვის, ბოროტების თესლს მე მაინც ვებრძვი".

 


№2  offline მოდერი zia-maria

terooo
love იმდენი ემოცია დავხარჯე ამ ისტორიაზე, იმდენჯერ შევიკავე ცრემლი.. ასეთი ქალები გმირი დედა და ქალები არიან.. თავი მსხვერპლად შესწირეს ოჯახს, ქმარს, შვილებს შემდეგ კი შვილიშვილებსაც, დრო გადის დ ისინი კვლავ სხვებზე ფიქრობენ, კვლავ სხვებისთვის ცხოვრობენ და არც ერთი წამით საკუთარ თავზე, ხვალინდელი დღე.. მხოლოდ საყვარელი ადამიანები. love ძნელია ემიგრანტის ხვედრი, მინდა დავაციტირო. ,,არ მეშინია ბედო გათელვის, ბოროტების თესლს მე მაინც ვებრძვი".

recourse დღეს ძალიან ცოტანია ასეთი გმირი ქალები და მეც ქედს ვიხრი მათ წინაშე.მადლობა სალო რომ შენ ჩემს გვერდით ხარ. love

 


№3  offline წევრი Nano Narsia

Upali gparavdet !

 


№4  offline მოდერი zia-maria

Nano Narsia
Upali gparavdet !

recourse მადლობა გაიხარეთ.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent