ალქაჯი ანგელოზების სამყაროში –3–
[თავი 3] –მერე?–ძლივს ვუშვებ პირიდან ხმას. მუხლები სკამზე ამაქვს და ვიკუნტები. –მერე ტყვეობაში აღმოვჩნდით. საშინლად გვექცეოდნენ. ნამდვილი მკვლელები და არაკაცები არიან. ყველაფერს იკადრებენ. მოვახერხეთ და გამოვიქეცით. დაქანცულებმა ამ სახლს შევაფარეთ თავი. უკვე კარგად ვიყავით ჩამოშორებულები იმ წყეულ ადგილს და ისე აღარ გვეშინოდა. მე განსაკუთრებით ცუდად ვიყავი. ბავშვი სულ ფეხებს მირტყამდა. საინტერესო ის იყო, რომ სარდაფში საჭმლის და იარაღების მარაგი დაგვხვდა. თომას და ლეოს საუბარი მოვისმინე და გავიგე, რომ ეს სახლი დიდი ალბათობით იმ მძარცველების ყოფილა, ჩვენ რომ გაგვიტაცეს და ახლა გამხეცებულნი რომ გვეძებდნენ. დიახ, იმ არაადამიანებს ჩვენი მოკვლა უნდოდათ და ყოველთვის ენდომებათ, რადგან მათი სახეები ვნახეთ. ერთის სახელიც ვიცით და მეტსახელიც. მათ ვერც კი წარმოუდგენიათ, რომ ჩვენი თავშესაფარი ესაა, მაგრამ მალე წარმოიდგენენ...–ავად ისმის ბოლო სიტყვები. –ეს როგორ? ან აქედან რატომ არ მიდიხართ? ნუთუ აქამდე გზა ვერ იპოვეთ?–ტუჩების კვნეტით დავაყარე კითხვები. –ჩვენ თავიდან ისიც არ ვიცოდით, სად ვიმყოფებოდით. ლეო ჩემთან რჩებოდა ხოლმე. გიორგი და თომა ყველაფერს აკეთებდნენ და გუშინ, როცა გასასვლელი გზა იპოვეს და ჩემს წასაყვანად დაბრუნდნენ, შენც მოხვედი. არა, არა, საკუთარ თავს ნუ დაიდანაშაულებ–დაინახა, როგორ შემეცვალა ნირი და დამამშვიდა.–დღეს დილით ადრე წავიდნენ იმ გზაჯვარედინთან და ბედის ირონიაც სწორედ ეს არის! მეწყერი! მიწა ჩამოწვა და არავინ იცის, გაწმენდითი საშუალებები ჩატარდება თუ არა. ჩვენ აქ ვართ! შემოსაზღვრულ ტერიტორიაზე. ის ხალხი ყველა გზაში და შემოსასვლელში გარკვეულია. იქნებ აქედან გაღწევა შეიძლება კიდეც... ღამით სულ იმაზე ვფიქრობ, თუ რა მოგველის...–ცრემლებით დაასრულა ამბის მოყოლა ცისიამ და თავი ასწია. გვერდიდან ვეხვევი და თავზე ხელს ვუსმევ. მისმა ნაამბობმა ძალიან ამაფორიაქა. უკვე მეც მეშინია... და არამარტო ჩემს გამო! ხო, საფრთხის წინაშე აღმოვჩნდი, მაგრამ ჩემს გვერდით ორსული ქალია, თანაც მამაკაცები არ ჩანან. მე და ცისია მარტონი ვართ. ბინდდება. –მეც დავიკარგე, მაგრამ აქაურობას ასე თუ ისე ვიცნობ. უკვე გეცოდინება, რომ ეს თუშეთია. თუშარულა კი აქ ახლოს უნდა იყოს. შემოვლითი გზით წამოვედი და თუ საპირისპირო მხარეს წავალთ, იქნებ ჩემს სახლსაც მივაღწიოთ. ანუ წრეს შემოვუვლით და მერე იქიდან ქალაქში გადავალთ. ეს ძალიან რთული იქნება და მეწყერი რომ არ ჩამოწოლილიყო, მე უფრო მარტივად შევძლებდი თქვენს დახმარებას, თუმცა გპირდები, რომ არაფერი დაგიშავდება! მთასავით კაცები გვიცავენ, ცისია!–რატომღაც ვთვლი, რომ მეც მათი მფარველობის ქვეშ ვარ.–მალე დაბრუნდებიან და მათაც დაველაპარაკები. ხვალიდან ახალი ძალებით დავიწყებთ ბრძოლას, თანაც ლეოს სახლში დარჩენა აღარ მოუწევს. შენ არ ინერვიულო, ცისია! არ ინერვიულო! ასე ჩახუტებულებს და ატირებულებს გვისწრებენ ბიჭები. გვერდით ისე ვჩოჩდები, თითქოს ვიღაცას საყვარლის ლოგინში ჩაგორებული ვენახე. მიყრილ–მოყრილ პროდუქტებს ერთად ვაქუჩებ და ჩემს სკამზე ვინაცვლებ. –ცისა, რა გატირებს?–გვერდით უჯდება გიორგი ცისიას და მთელ სახეს უკოცნის. მოიცა, ერთი ხმოვანი რატომ ამოაკლო? ი ასოსთან რამე პრობლემა აქვს? თუ ასეა, საქმე ჩემთან ექნება! ინა ი–ზე იწყება... მე არავის ვარჩენ იმ ასოების უგულებელყოფას, რომლებიც ჩემს სახელსა და გვარში ურევია. –გიორგი ცისას მეძახის, ფშავურად ასე ჟღერსო, თანაც ჩვენი სიყვარულის სიმბოლოა ეს სახელი.–ჩემს გაკვირვებულ იერს ეპასუხება ცისია და ქმარს წვერზე ლოყას უხახუნებს. –პირველად მესანტიმენტალურება სიყვარული...–გული მიჩუყდება მათი სიყვარულის მოზიარეს. –ისე, თუ სანტიმენტალურობა არ გინდოდა, დარჩენილიყავი თბილისში და ერთ დღეს შეიძლებოდა სულ სხვა სიტუაციაში შევხვედროდით ერთმანეთს.–თომა უხეშად ეჩრება ჩვენს საუბარში და მაგიდას მუშტს გამეტებით არტყამს. –შენ რა შარზე ხარ?–ვერ ვითმენ და მეც ვიჭიმები.–მადლობა თქვი, შენზე შური რომ არ ვიძიე იმის შემდეგ, რაც ჩემზე თქვი. –ალქაჯი?–საზიზღრად ხარხარებს ის.–ეს სიტყვა შეიძლება ზღაპრულად ჟღერდეს, მაგრამ შენს გამო საფრთხის ჩრდილი თავიდან ვერ მოვიშორეთ. ჩემს თავს არ ვჩივი... აქ ცისიაა, რომელსაც შენს გამო შეიძლება... –თომა!–ძმისკენ იწევს გიორგი.–იქნებ იკადრო და გაჩუმდე? ეს გოგო არაფერ შუაშია და ტყუილად ნსჯი. –ტყუილად? ცისიას ცრემლებს მხოლოდ ახლა ვხედავთ, მაგრამ ღამით მის შიშისგან მოძიგძიგე სხეულს ვერ გრძნობ? კარგი, დღისით მისთვის ვერ იცლი... ფერი რომ არ ადევს სახეზე, ეს მაინც ვერ შეამჩნიე? გუშინ ყველა და ყველაფერი კარგად იყო, ამ ქალბატონის გარდა.–ჩემკენ იშვერს ხელს მამაკაცი და უარყოფითი მუხტით მმუხტავს.–წავიდოდით და დავივიწყებდით იმას, რაც მოხდა, მაგრამ აქ დავრჩით.... სამუდამოდ! –რატომ ფიქრობ ასე ნეგატიურად?–ვხვდები, რომ ახლა მის ლანძღვას აზრი არ აქვს და სიტყვაზე ვეკიდები.–გაწმენდითი სამუშაოები ადრე თუ გვიან მაინც ჩატარდება. ამასაც რომ ყურადღება არ მივაქციოთ, მე აქაური ვარ და უკვე მაქვს კიდეც ხელჩასაჭიდი. –შენი ხელჩასაჭიდები შენთვის შეინახე!–გაშმაგებული ყვირის და სახლიდან გოლიათის ნაბიჯებით გადის. შევინახავდი კიდეც, მარტო შენ რომ იყო, ქისტაურო! ვნახოთ, თუ არ დაგიმტკიცებ იმას, რომ ისეთ რამეს არასდროს ვეჭიდები, რაც სანდო არ არის. ჩვენ დავუბრუნდებით ბედნიერ ცხოვრებას! ვერ გვიპოვნიან ის მძარცველები! სიკვდილი ჯერ შორსაა! ძალიან შორს და სანამ მოვა, აქედან გზა უნდა გავიკვლიოთ! *** –ჩვენ გვაპატიე... შენი სახელი?–პატიებას მთხოვს გიორგი და ახლაღა ახსენდება, რომ ჩემი სახელი არ იცის. –ისე ხო, ბიჭო! ასეთი ლამაზი გოგო შემოგვისახლდა და მისი სახელი ჯერ კიდევ არ ვიცით.–როგორც იქნა ხმას იღებს მიუხედავად ყველაფრისა კარგ ხასიათზე მყოფი ლევანი და თმას მიგრიხავს. –თამარა გხედავდეს!–ნამუსზე აგდებს ცისია და თვალს მიკრავს. –ხომ გითხარი, ნუ მახსენებ_მეთქი...–წამში უქრება თვალები მამაკაცს და კიბით მეორე სართულზე ადის. –ინა მქვია.–ჩემი სახელის ცოდნა შეიძლება აღარც სჭირდება არავის, მაგრამ მაინც... თამარა ლევანის ცოლი იქნება. ცისიამ ხომ მითხრა დაოჯახებულიაო. ქალს ცრემლები ადგება. მათ დასამალად საჭმლის მომზადებას იმიზეზებს და მაგიდასთან მიდის, თითქოს საშუალება ჰქონდეს ''მადონას'' ნამცხვრის გამოცხობის. ძეხვს ჯიბის დანით დიდ ნაჭრებად ჭრის, მდოგვს ხსნის და დაჭრილ პურთან ერთად ათავსებს ამ ყველაფერს განიერ სკამზე. –მაგიდას ისევ მოტყდა ფეხი და გადაყირავებულია. თქვენ კიდევ გშიათ და მაგის შეკეთების თავი არ გექნებათ.–ამართლებს თავის საქციელს და ფანჯრიდან ღამის წყვდიადს გასძახის.–თომა, შემოდი, საჭმელი გავამზადე და გაცივ... ხო, შემოდი! ოჰ, შენც რა უნდა ქნა, ცისია! ნამდვილად გემრიელად მივირთმევდი ცხელ წვნიანს, მაგრამ სად არის ამის ფუფუნება! ჯობია იმას დავჯერდეთ, რაც გვაქვს... ბატონ თომას გაბუტვაც ცოდნია! ესღა მაკლდა! –როგორც ჩანს არ ესმის. გავალ და დავუძახებ.–ვამბობ ყველას გასაგონად და ზღურბლს ვაბიჯებ. სიბნელეში მდგარი აყლაყუდა ჩემი მხედველობის არეალში ექცევა თუ არა, იმ მიმართულებით მივემართები და გონებაში მისთვის სათქმელ სიტყვებს ვიმარაგებ. ხელს მაღლა ვწევ, რათა მამაკაცს მხარზე დავადო, თუმცა ბოლოს ისევ თავს ვიკავებ და გაუბედავად ვესვეტები წინ. ეს ისეთი ვინმეა, შეიძლება ისიც იკადროს, რომ მადლობის გადახდა მომთხოვოს იმის გამო, მას რომ შევეხე. –თუ ასე ძალიან ღელავ ცისიაზე, მისი შრომა უნდა დააფასო და სახლში შემობრძანდე.–ხელებს გულზე ვიჯვარედინებ და წარბებს ვკრავ. –მაშინ შენ გამობრძანდი და მე შევბრძანდები! გამომივიდა ცისიას დამცველი!–ამრეზით გადმომყურებს ზემოდან ის და სხვა მხარეს იხედება. დიდი ამბავი შენსავით ორი მეტრი სიმაღლის თუ არ ვარ! სამაგიეროდ ენა მაქვს მაგხელა! –ასეთ კრიტიკულ მდგომარეობაში ჩემთან კამათზე და ჩხუბზე როგორ ფიქრობ? ან რას გადამეკიდე?–თვალებიდან ცეცხლებს ვყრი გაბრაზებული.–კარგი, ბავშვი რომ იყო, კიდევ რამე გასამართლებელს მოგიძებნიდი! აი, მაგალითად ჩემს კლასელს რომ ვუყვარდი, თმას მწიწკნიდა და რვეულებს მელნით მისვრიდა. ძალიან გთხოვ, ნუ მაფიქრებინებ, რომ... –რომ შემიყვარდი? რატომაც არა, გარეგნობით მშვენიერი ვინმე ხარ!–ხელებს ისე ატკაცუნებს ერთმანეთზე, თითქოს ჭუჭყიანი ჰქონდეს და იბერტყავდეს.–ცისფერი თვალები, პაწუა ცხვირი, კუპრივით შავი თმა, მაგრამ ერთი რამ გაკლია! გონება! რომ მოდიოდი, სად მოდიოდი? გზის აინუნშიც არ იყავი და იმხელა ჩემოდანი წამოიღე, მე რომ ჩავეტევი. შენ ჩაგვიშალე ყველაფერი! შენ გაგვიკაფე გზა სიკვდილისკენ! თუმცა რას გელაპარაკები! შენ დიდი შანსი გაქვს, მაგრამ ცისია ორსულადაა. მისთვის მალვა და შიში არ შეიძლება! სამი მამაკაცი ვართ და ვერაფერს ვახერხებთ. ახლა შენც დაგვაწექი ტვირთად. სწორედ ამიტომ გეკამათები და გეჩხუბები, როგორც შენ ამბობ! ორი დღეა ჩვენთან ხარ და სულ თვალში მეჩხირები! გირჩევ წახვიდე, სანამ ჩემი ხელით არ გაგისროლე კატის კნუტივით! მოღერებული ყელი როდის ჩავარდა და როდის ჩაიფუშა, არ ვიცი, მაგრამ ჩემი ცრემლების გემო კი შევიგრძენი. უხეშად ვკრავ მამაკაცს ხელს და სირბილით გავრბივარ დროებითი თავშესაფრისკენ. ^^^ დავწერე ეს თავი და ვფიქრობ, არ არის საცემი თომა? ესეც წლის კითხვა! {აქ ვიცინი} ხოო, ბოდიში მაქვს მოსახდელი, მაგრამ გუშინ ინტერნეტი ''თამაშობდა''... ნუ, ახლა ამ ნაწილში ხო ასე აირია ყველაფერი და შემდეგი უნდა ნახოთ თქვენ... ძალიან, ძალიან ბევრს იცინებთ! {ჯერ საშიშები შორსაა} აბა, ველი შეფასებებს, ჩემო ძვირფასო მკითხველებო! ინა რომ ასე მოგწონთ, მიხარია... ჩემდაგასაკვირად თურმე თომაც მოგწონთ, მე კი ნერვებს მიშლის! უყვარხართ სოფიკოს! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.