სვანი (N2)
მზე ამოვიდა თუ არა,გამეღვიძა სახლიდან გამოვედი და ჯირითი დავიწყე,მთელი მესტია მოვიარე,სახლში შუადღისას დავბრუნდი,დაღლილი და ძალა გამოცლილი ვიყავი,დავინახე მარიამი როგორ ელაპარაკებოდა ვიღაცას,თითქოს კამათობდნენ არ მივედი,არმინდა რამე მოხდეს ვცდილობ მისგან თავი შორს დავიჭირო,არ ღირს ჩემ გამო შარში რომ გაეხვეს.. ვიღაცამ დამიძახა გავიხედე და იასონა იყო -გამო რა საქმე მაქ -რასაქმე იასონ? -გამო გამო გავედი და მაშინვე შევამჩნიე ხელში დაჭრილი იასონი -გურჩიანები? -ქურასბედიანები -მაგათ რაღა უნდათ? -არაფერი პროსტა ვასწავლიდი ხანჯლის ხმარებას და უცებ დამჭრა -მატყუებ იასონ? -ხო გატყუებ,გურჩიანების მხარეს არიან ამბობენ ბავშვები უნდა იპოვნონ და გაცვალონო, თუარადა ცუდად დამთავრდება და ორივე გვარი ამოწყდებაო -ხო მართლებიც არიან,მეც მინდა გავიგო ვინები არიან,ის ორი ბავშვი -მე მარიამზე ვფიქრობ -კარგი რა იასონ -მაპატიე მაგრამ ქეთოს ისე ძალიან გავს -და რასმეუბნები რომ შეიძლება მეორე მე ვიყო? -არა კაცო შენ ზედ გამოჭრილი შენი ცხენი ხარ გამეცინა და იასონს თავში წამოვარტყი,მისმა სიტყვებმა დამაფიქრა ძალიან დამაფიქრა,დრო ემთხვევა 18 წელი გავიდა,მარიამი ჩემ დას მართლა ძალიან გავს. ამ აზრმა იმდენად შემაწუხა მამაჩემთან მივედი სამსახურში -მამა ერთი წუთი გცალია? -რამოხდა იოანე? -საქმე მაქვს -გისმენ -მაინტერესებს ის ბავშვები ბიჭები იყვნენ თუ გოგოები რომლებიც აერიათ -რატომ დაინტერესდი ამ ამბით ? მამამ ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა და ეცადა არ ანერვიულებულიყო,მისი ხელი გაიყინა თითქოს,მის გონებას სხეულით ებრძოდა -მაინტერესებს ასე ორივე გვარი დაიღუპება -ქურასბედიანებთან იყავი? -მე არა იასონა იყო -დამელოდე 10წუთი გამოვალ დამოგიყვები მაგ ისტორიას.. 10 წუთი 10 საუკუნედ გადამექცა,ველოდებოდი მამას რომ დაესრულებინა სამუშაო და გამოსულიყო გარეთ,აი როგორც იქნა ისიც გამოჩნდა -წავედით -გისმენ -18წლის უკან დედაშენს,და კიდევ 4 ქალს ჩვენი გვარიდან დაეწყოთ მშობიარობა,ასევე გურჩიანების გვარიდან,არვიცი ვინ როდის გააჩინა ბავშვი მაგრამ ექთანს ორი ბავშვი ერთმანეთში აერია,ერთი ბიჭი მეორე გოგო,ყველა გაკვირვებული იყო რანაირად შეიძლებოდა არეოდათ მაგრამ ორივე ექიმმა ერთ დროულად მიაწოდეს ბაშვები და მისი შეცდომის გამო დღეს ჩვენ ვისჯებით.. -რატომ არგინდათ გავიგოთ ვინები არიან ის ბავშვები? -იმიტომ რომ გურჩიანები მოკლავენ -თავისი გვარისას? -რა თქმა უნდა,ის გასვიანებში გაიზარდა ჩვენ გვგავს,ჩვენი ფასეულობები აქვს -მამა შეიძლება ის ბავშვი მე ვიყო? -არა! -ესე რატო ხარ დარწმუნებული? ჯიბიდან მარიამის სურათი ამოვიღე და მამას ვაჩვენე -ვარ და მორჩა,ქეთო აქ რა პატარაა,არ შეცვლილა ძალიან აი ამ სიტყვების გაგონებაზე ჩემი ფიქრები უკვე ზედმეტად მარწმუნებდა იმაში რომ მეორე ბავშვი მე ვიყავი -მამა,ეს ქეთო არარის ეს მარიამია,ჯიბიდან მეორე სურათი ამოვიღე და გავუწოდე-აი ქეთო -თვალთ დამაკლდა -არა მამა უბრალოდ არგინდა სიმართლე მითხრა,არგინდა გამანდო შენი საიდუმლო -ხო არმინდა,არმინდა იცოდე რომ ის ბავშვი შენხარ! არმინდა იმიტომრომ ჩემი შვილი ხარ შენ! მე შენ მოსაკლავად ვერ გაგიმეტებ! ვერ გაგიშვებ და ვერ გაცხოვრებ გურჩიანებში,ვერ გავუშვებ ჩემ სააამაყო შვილს,შენ შეიძელბა ჩემი სისხლი და ხორცი არ ხარ მაგრამ ჩემი შვილი ხარ! ჩემი გვარის გამარგძელებელი ხარ! -მე ვალდებულივარ სიმართლე ვთქვა -დედაშენი ვერ გაუძლებს! არ იცოცხლებს თავს,შენ რომ რამე დაგემართოს ვერ გადაიტანს. მამას აღარაფერი ვუთხარი,სახლში მივედი დედამაც გაიგო ეს ამბავი,აივანზე ვიჯექი ვუყურებდი მთებს,კოშკებს,სახლებს,ცხოველებს,ყველაფერს ვუყურებვდი ჰორიზონტის გარდა. -იო -ხო დედა მოდი -იო,ამ სიმართლემ ვიცი რამხელა გავლენაც მოახდინა შენზე,ვიცი რასაც გრძნობ მე შენ 9თვე არ მიტარებიხარ მუცლით მაგრამ მე გაგზარდე,აი ამ ხელებით გაგზარდე,როცა ტიროდი ამ ხელებით გწმენდი ცრემლებს,როცა ეცემოდი მეც შენნაირად ვგრძნობდი ტკივილს და აი ამ ხელებით გიყვანდი ხელში,შენი ტკივილი იმაზე მეტად მანადგურებდა ვიდრე შენ ამ ტკივილს გრძნობდი,სკოლის პირველ დღეს ამ ხელებით ჩაგილაგე ჩანთა,ამ ხელებით გაჭმევდი საჭმელს,შენ რომ პირველად იჯირითე გული ამოვარდნას მქონდა,მაშინ როდესაც ცხენიდან ჩამოვარდი 5წლის იყავი მაშინ ორსულად ვიყავი ლუკაზე,მაგრამ ხელში აგიტაცე და სახლში ისე შეგიყვანე,შენს ოთახში შენ თავთან ვიჯექი და გიყურებდი როგორ სუნთქავდი იო.. მე დედაშენი ვარ,შენ ჩემი საკუთარი შვილი ხარ! მე შენ არასდროს გაგიშვებ,სულ რომ ჩემი სიცოცხლის დათმობა დამჭირდეს შენს გადასარჩენად.. არავის მივცემ უფლებას წაგიყვანოს,გესმის? არასდროს დავუშვებ ამას! მაშინ როცა დავინახეთ მარიამი მე და მამაშენმა მაშინვე მივხვდით რომ ის ქეთოს ასლი იყო,რატომ წაიყვანეს ის კანადაში?იმიტომრომ შეეშინდათ,არაფერი გვეთქვა ჩვენ! მათაც ახრჩობდათ ეჭვები.. მე და მამაშენი შენ და-ძმებთან ერთად შენ გვერდით ვიქნებით ყოველთვის,დაიმახსოვრე შენ იოანე გასვიანი ხარ და ამას ვერავინ შეცვლის. დედასთვისაც არაფერი მითქვამს,სიტყვები ზედმეტი იყო უბრალოდ ხელზე ვაკოცე და გავუღიმე,ეს სახლი,ეს აივანი,ეს კოშკი,ქეთო,ბექა,ლუკა,პეტრე და ანა ყველაფერი ჩემთან ასოცირდება,დედაც და მამაც,მე თითოეული მათგანის ნაწილი ვარ,ამ ადამიანებით ვარსებობ დიახ მე იოანე გასვიანი ვარ! ამ ღამემ მალე გაირბინა,დილით ისევ ადრე ავდექი და გარეთ გავედი,ჭიშკრიდან რომ გავედი ვიღაცამ მომაძახა -გურჩიანო! შევკრთი,უკან არუნდა მმეხედა სვლა შევანელე მაგრამ მაინც მივდიოდი,ისევ დამიძახა -იოანე! ახლა უკვე მოვტრიალდი თორნიკე გურჩიანი დამხვდა, არველოდი მას რას ნიშნავს გურჩიანო? საიდან გაიგო მან ეს ამბავი? ეს ხო მხოლოდ დედამ,მამამ და ბიძაჩემმა იციან.. -გამარჯობა თორნიკე -ხოჩაუ ჯარ! (გაგიმარჯოს) -მაგუაიდ ხარი? (როგორ ხარ?) -ხოჩამდ (კარგად) -ამექა ამაგუაი? (აქ რაგინდა) -არაფერი ჩემი ძმა მოვიკითხე -ძმა? -გუშინ გავიგე შენი და მამაშენის ლაპარაკი იოანე გურჩიანო -ადერ!გუა!(წადი) -იმღა (რატომ?) -აღარ გამამეორებინო! და დაიმახსოვრე მე გასვიანი ვარ,შენ კი გირჩევნია სანამ რამეს მოისმენ ყური კარგად დაუგდო -ლაცუნარ (სასაცილოა) -სუ! (გაჩუმდი) -რას მიზამ იოანე მომკლავ? ომი მაინც დაწყებულია -მე მკვლელი არ ვარ -მოგიწევს გახდე -შუდობდ (მშვიდობით) -ერთი პირობით არვიტყვი ამ ამბავს ჩემ გვარში -მაი? (რა) -არ ვიტყვი თუ შენი ძმის თავს მომიტან,პეტრეს თავს -ფრთხილად იყავი შენი თავი აქეთ არ წავუღო პეტრეს -ანუ უარზე ხარ? -რათქმა უნდა -ხიადულ (ყოჩაღ) -შუდობდ (მშვიდობით) -იოანე -მაი? (რა) -მკვდარი ხარ ცალყბად გავიცინე და გზა გავაგრძელე,როგორც კი მოეფარა თვალს თორნიკე მაშინვე სახლში დავბრუნდი ანერვიულებული -დედე (დედა) -რამოხდა იოანე დედას მოვუყევი თორნიკეს ამბავი და ვთხოვე არავინ გაეშვა გარეთ ჩემი და-ძმებიდან მე მამასთან წავედი,სამსახურში მივაკითხე და თორნიკეს ამბავი გავაგებინე,ფთხილად რომ ყოფილიყო..რადგან ყველა გავაფთხილე სახლში დაბრუნება დავაპირე უკვე ბნელოდა,სახლის შესახვევში ვიღაცეები დავინახე მაგრამ ვერ გავარჩიე ვინები იყვნენ -იოანე -ვინ ხარ? -გურჩიანები ვართ,საქმე გვაქვს -გისმენთ -ანპედ (წამოდი) -იმეგუ (სად?) -სახლში გურჩიანო -რაღაც გეშლებათ,სიარული გავაგრძელე და სახლში შევედი დედასთვის არაფფერი მითქვამს ოთახში შევედი საწოლზე წერილი დამხვდა -შენ ჩვენი ძმა ხარ გურჩიანო,ადრე თუ გვიან მოგიწევს დაბრუნება,ამანმდე კი შენს ცხენს მიხედე მგონი თავი დაკარგა მაშინვე გავვარდი და ვნახე ჩემი ცხენი თავ მოჭრილი,ცრემლები ვერ შევიკავე და დავიფიცე რომ პასუხს აგებდა ამის გამკეთებელი,მამა რომ მოვიდა ცხენი დავმარხეთ,წერილიც ვანახე მაამას გურჩიანებმა იციან ჩემს შესახებ აი ახლა დაიწყო ნამდვილი ომი! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.