შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მომავალი (თავი 1)


16-04-2016, 15:18
ავტორი daiana
ნანახია 1 521

წვიმდა .. თითქოს ცა ძირს ჩამოდიოდა .. დეკემბრისთვის დამახასიათებელი ამინდი იყო .. ცივი სუსხი დაჰქროდა თბილისის ქუჩებში .. სიცივე ძვალ-რბილში ატანდა ..
ასეთ ამინდში ადამიანი კი არა ძაღლი არ გამოიშვებოდა გარეთ.
"ის გაგიჟდა?"
ტროტუარზე გოგონა მიაბიჯებდა .. თხელი,სიფრიფანა ნაჭრის კაბა ეცვა,მუხლს ძლივს რომ წვდებოდა .. მხრებზე "გალუმპული" ჟაკეტი ეხვია.ხელები ჯიბეებში ჩაემალა,სახეს კაპიშონი უფარავდა.ნელა,მშვიდად მოძრაობდა .. გრაციოზული!
"არა .. გამოდი გთხოვ! მოცილდი ჯებირებს .. გთხოვ .. განაა რა გჭირს ასეთი?"
მდინარის მოაჯირს მიუახლოვდა.მტკვარი ბუნუნებდა .. თხელი თითებით დაეყრდნო რკინას,ერთი ძლიერად ამოისუნთქა.წუთის განმავლობაში გაჰყურებდა პეიზაჟს ..
"არა ... გადმოდგი ფეხი .. ჯერ ხომ ბავშვი ხარ .. გამოდი!"
ფრთხილად გადახედა ხიდიდან სიმაღლეს.მერე ერთ ხელს დაეყრდნო და სწრაფად ხიდის მეორე მხარეს აღმოჩნდა ..
"გაიაროს ვინმემ .. ღმერთო,ჯერ ხომ ბავშვია .. ბიჭებო,სულ ქუჩაში ხართ .. ახლა სად ხართ?! თუმცა ამ ამინდში .. არა,პატარავ მოიცა,იფიქრე კიდევ იქნებ ვინმემ გაიაროს"
ხელებით ჰყავდა თავი შემაგრებული.სულ ერთი ნაბიჯი უნდოდა და ყველაფერს დაანგრევდა.რაღაც ჩაიბუტბუტა და ერთი ხელი მოაჯირს შეუშვა,მეორეც და ოდნავი ბიძგი მისცა თავს.
დეკემბრის სუსხთან ერთად ჰაერში გოგონას სხეული გაფრიალდა,წამით .. მერე სადღაც სიბნელეში,ავ ტალღებში გადაიკარგა ..
###
თვალები მკვეთრმა განათებამ აუწვა.შეეცადა როგორმე წამწამები ერთამნეთისთვის დაეშორებინა,მაგრამ თითქოსდა ლოდები უშლიდა ხელს .. ხმის ამოღება სცადა,მაგრამ ყელის ტკივილმა ეს იდეაც გაუქრო .. კარგად ახსოვს წყალში როგორ ძლიერად დაეშვა,მერე სიბნელეში ჩაკარგვაც და გონების დაკარგვამდე წელზე შემოხვეული ხელიც ახსოვს.
გადაარჩინეს? არა,სულაც არ უნდოდა ეს ასე ყოფილიყო ..
"გადარჩი,პატარავ გადარჩი .. ახლა უნდა იბრძოლო!"
ვენაზე მჩხვლეტავი ტკივილი იგრძნო და შეიშმუშნა,მის შერხევას ექიმის სწრაფი რეაქცია მოჰყვა და ხმაც მკაფიოდ ჩაესმა ..
-გოგონავ,გესმით ჩემი?
-შეიძლება შოკის გამო ვერც ხმას იღებს და რეაგირებას ვერ ახდენს - ჩაილაპარაკა მედდამ და გოგონას შუბლზე ცივი ნაჭერი გადაატარა.
-ჩემი თუ გესმის თავი გვერდით გადახარე .. - გოგონამაც დავალება შეასრულა.ისევ იგრძნო მკვეთრი განათება და თავ ძალა დაატანა როგორმე ყავისფერი სფეროები გამოეჩინა,თვალები გაახილა.ნათლად დაინახა,სამი მისთვის უცხო ადამიანი როგორ უყურებდა ..
-წყალი - ჩახლეჩილი ხმით ამოიხრიალა.მედდამ სწრაფად მიაწოდა წყლით სავსე ჭიქა,ორი ყლუპი ძლივს გადაუშვა სასულეში და შედარებით უკეთ მყოფმა ჩაახველა.
-გტკივათ რაიმე? - ექიმმა ჰკითხა და თვალებში ჩააკვირდა.
-ყველა .. ყველაფერი .. ძალიან - ენის ბორძიკით ამოხრიალა და ყელზე ხელი ფრთხილად მიიჭირა.ექიმის უკან მდგომი ბიჭი მხოლოდ ახლა შეამჩნია,დამკვირვებლური თვალებით რომ უმზერდა ..
-კარგი,ეკა გამაყუჩებელი გაუკეთე და დაისვენოს .. - გაბრუნდა და ბიჭიც თან გაიყოლა.მედდამ სწრაფად გაამზადა ნემსი და ერთმანეთში ახლართულ მილებში შეიყვანა ..
-თუ რაიმე დაგჭირდეს იმ ღილაკს - საწოლთან არსებულ ღილაკზე მიუთითა - ოდნავ მიადე თითი და მე შენთან გავჩნდები - შუბლზე ხელი თბილად გადაუსვ და პალატიდან გაუჩინარდა.10 წუთის შემდეგ პალატის კარი ისევ გაიღო და უცნობიც გამოჩნდა.საწოლისთან სკამი მიაჩოჩა და ჩამოჯდა.წუთით უყურებდა ფერდაკარგულ გოგონას,ამოიოხრა და ინტერესიანი თვალებით გახედა.
-ასეთი რა შეგემთხვა რომ გადაწყვიტე? - ცივი ხმით ჰკითხა და აწრიპინებულ აპარატს ეჭვის თვალით გახედა ..
-პრობლემები,პრობლემების დიდმა გორგალმა მაიძულა ყველაფერი .. -ჩაიჩურჩულა და ბიჭის შავ თვალებს მზერა გაუსწორა.
-კარგი,დაისვენე .. -წამოდგა და კარებისკენ წავიდა,გოგონას სუსტმა ხმამ რომ შეაჩერა.
-რატომ გადამარჩინე?
-დავიჯერო სიკვდილი გიღირდა? - გაყინული ხმით დაიბუბუნა და გოგონას მიუახლოვდა.
-კი,მიღირდა ..
-აქედან რომ გაგწერენ,მე თვითონ მოგკლავ .. - ყურთან ახლოს ჩასჩურჩულა,ცივი ტუჩები გაფითრებულ შუბლზე ოდნავ მიადო და გავიდა.
გაყინულმაც კი იგრძნო ტანში ძლიერი ჟრუანტელი და სასწაულების მოლოდინში თვალები დახუჭა ..
"გადარჩა .. ღმერთო,მადლობა! მომავალი? - შენზეა დამოკიდებული,ღმერთო .. ნუ ნაწილობრივ ჩემზეც!"
###
გამარჯობათ,ბოდიშით!
წინა ისტორიას აუცილებლად დავამთავრებ .. ახლა კი ეს იყოს ..
თქვენი აზრი მაინტერესებს ..




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent