პირადი მცველი 10
სანდრო და მისი ცოლი იდეალური წყვილი იყვნენ .სანდრო მხიარული და კარგი მოსაუბრე გამოდგა,ხოლო სალო სულ იღიმოდა ,წუწუნობდა ...ალბათ ორსულობა მოქმედებდა მასზე...მათი თვალები იმდენ სითბოს და სიხარულს ასხივებდნენ,რომ ეგოისტურად შემშურდა..მათი ჩახუტების ან კოცნის ყურებისას მწარედ მეღიმებოდა...არასოდეს მიფიქრია ოჯახის შექმაზე,შვილებზე ...მიმაჩნდა ,რომ წინასწრ არაფერზე არ უნდა იფიქრო.ჩვენ ფიქრებით მუდამ შეგვიძლია შევქმნათ იდეალური სამყარო,მაგრამ მწარე რეალობას ვერასოდეს გავექცევით... სახლში მივდიოდით.მანქანაში ორივე ჩუმად ვისხედით და არცერთი ხმას არ ვიღებდით.ხანდახან გადავხედავდი და თითქოს რაღაცაზე გამალებით ფიქრობდა,მალე წყლის წვეთებმა მინაზე იწყეს გველივით სრიალი,დაორთქლილი მინიდან სიშავე გაბატონდა,დაღლილი მინას თავს ვადებ და თვალებს ვხუჭავ.სიჩუმეს წვიმის წკაპუნი არღვევს, მალე კი ტელეფონის ზუზუნი.ოთახში ვიღვიზებ და ვხვდები,რომ მანქანაში ჩამძინებია,მაგრამ აქ როგორ ავღმოვჩნდი არ ვიცი..არ მინდა ვიფიქრო,რომ დემეტრემ ამომიყვანა... მალე ხელი მოვაწერეთ .არ გვინდოდა დიდი ქორწილი ...უამრავი სტატია დაიწერა ჩვენზე და ჩვენს უეცარ ხელის მოწერაზე,ზოგი გვაკრიტიკებდა და ზოგიც კი გვილოცავდა...უცნაურია,მაგრამ დემეტრეს არცერთი ნათესავი გამოგვხმიანებია და არც არავინ ჩამოსულა... რამდენიმე თვე ჩვეულებრივად გავიდა ...ამ ხნის მანძიზე ისევე ხშირად ვკამათობდით,მაგრამ შედარებით მსუბუქად ,ხანდახან მტელი დღეები უგზო უკვლოდ დაიკარგებოდა ,ხანაც გვიან ბრუნდებოდა ,ამასთანავე ხშირად სვამდა... ამ ბოლო დროს ძალიან შეიცვალა ,უკვე ყველაფერს მითმობს.ვფიქრობ, ჩემმა ორსულობამ მასზე საგრძნობლად იმოქმედა.. ღამე ძილბურანში მყოფი ჩამესმის ტკბილი სიტყვები,ვგრძნობ ვიღაცის გრილი ხელების შეხებას...ყოველდღე ერთი და იგივე სიზმარი,რომელიც ვერ ამიხსნია რატო მესიზმრება.ხანდახან მგონიოა,რომ იქნებ სულაც არაა სიზმარი,მაგრამ მალე ამ ყველაფერს უაზროდ მივიჩნევ და ამ დამაბნეველ აზრებსაც გონებიდან ჯანდაბაში ვგზავნი. ხშირად ვნახულობთ სანდროსა და სალომეს.მათ ძალიან შევეჩვიე.სულ ვწუწუნებ,ყოველდღე ახალ ახალი რამ მინდა,მოკლედ მადა საგრძნობლად მომემატა. ლეილა დეიდა თავს მევლება,დამფოფინებს და ყველაფერს მისრულებს ...დემეტრე ხშირად მეუბნება ,რომ გზად იყო და ნაყინიც შემთხვევით წამოიღო ან მარწყვი...რომ გითხრათ ,რომ ეს არ მომწონს მოგატყუებთ.ზრუნვა ვის არ სიამოვნებს... საინტერესოა,მაგრამ ამ ხნის მანძილზე დემეტრეს არცერთი ნათესავი შეგვხმიანებია. დღეს ჩემს ძველ მეგობარს უნდა შევხვდე კაფეში.ანა შესანიშნავი ადამიანია,უბრალოდ სამი წელია პარიზში ცხოვრობს,თავიდან სასწავლებლად წავიდა ,მერე იქ გააგრძელა მოღვაწეობა ,მაგრამ ახლა აქ არის და ჩამოვიდა.ერთი სული მაქვს როდის ვნახავ. -სად მიდიხარ?!-მეკითხება მისაღებში ტელევიზორთან მჯდარი დემეტრე.დღეს კვირაა და როგორც ყოველთვის ამ დროს სახლშია. -რა კითხვაა,არ შეიძლება გავიდე სადმეე?!-სახედან ღიმილი მაინც არ მშორდება. -იქნებ არ გიშვებ არსად...დამელოდე მე წაგიყვან.-ოხ ,რომ არ დამასვენოს,მოკლედ არ შეიძლება. -არა იყოს მეთვითონ წავალ,კაფეში მეგობარი უნდა ვნახო,მალე მოვალ.-მინდა მისგან უცებ გავთავისუფლდე და მალე წავიდე...ტელევიზორს რთავს და ინტერესიანი მზერით მაკვირდება. -ისე შენი მეგობარი ბიჭი ხომ აარ არის?!-და თან ცალ წარბს ზემოთ სწევს. -არა გოგოა..-მზერას ვარიდებ და გარეთ გავდივარ. აზრიი?!მალე მაინც მას მივყავარ კაფემდე.აქეთ -იქით ვიყურები და ვცდილობ ჩემთვის ნაცნობი ობიექტი ამოვიცნო.უცებ დავინახე,გაკვირვებისაგან თვალები მიფართოვდება, საერთოდ შეცვლილა ჩემი მეგობარი,მისკენ მივრბივარ და მთელი ძალით ვეხუტები. -აუ,როგორ მომენატრე ან...-სადაცაა დამახრჩოს ისიც ისე მეხუტება და მკოცნის. -ეს რა არის ?რა მაგარი ვარცხნილობა და თმის ფერი გაქვს.-და ხელით მის გრძელ მოლურჯო ლოკონებს ვეხები. -მოდი დავჯდეთ...თინანო,მე უფრო გამხდარი მახსოვხარ,მუცელიც საეჭვოდ გაგზრდია...აი,არ მითხრა ,რო..ომ ,ღმერთო ჩემო ორსულად ხარ?იცოდე გავაფრენ...-თითს გამაფრთხილებლად მიქნევს,ყბაჩამოვარდნილი კარგა ხანს მათვალიერებს და შიგადაშიგ მუცელზე მოშტერებულს თვალები უფრო უფართოვდება. -ხოოო,ვაპირებდი თქმას ,მაგრამ ...მაპატიე გთხოვ..-დარცხვენილი თავს ქვემოთ ვხრი. -აუ,რა მაგარია.-აჟიტირებულმა წამოიყვირა. -ჩუმათ!რა გაყვირებს?-აქეთ -იქით ვიხედები ვინმემ ხომ არ მოგვაქცია და უცნობების მზერას ვაწყდები ,მერე მას გაჩუმების ნიშნად თვალებს ვუბრიალებ. -მოდი რამე ტკბილი შევუკვეთოთ შენთვის...-სახე უნათდება და ბაგეებს ნაზად ხსნის. -არ მინდა , მე მარტო ფორთოხლის წვენს დავლევ. -ვისგანა გყავს ?არ იციი ან ვინაა ის ბედნიერი?-აი,ახლა კი მაგრად დამერხა! -ჰმმ,გავთხოვდი ,გაგაცნობ აუცილებლად...ცოტა ხანია რაც ასე ვარ,უბრალოდ ხელი მოვაწერეთ ,არავინ გვყოლია..-ვიწყებ უაზრო ბლუყუნს და თავის მართლებას. -ჰმ,არა რა ჩემი ხელით მიგტყიპავდი ორსულად ,რომ არ იყო!თურმე გოგო გათხოვილა და ორსულადაც ყოფილა ..მე კი ამას ახლა რატომ ვიგებ?!-მინდა ყველაფერი ძირფესვიანად ვუთხრა ,მაგრამ რაღაც მაკავებს,არ შემიძლია ამის ხმამაღლა აღიარება,რომ ყველაფერი სულ სხვანაირადაა. -კარგი,კარგი..სხვა რამეზე ვისაუბროთ...-ცოტა ნაწყენი მიყურებს ,მერე უცებ უბრწყინდება სახე და უამრავ კითხვას მაყრის.რამდენი თვის ვარ?სქესი თუ ვიცი?როგორი მამაა ჩემი ქმარი და სხვა უამრავ რამეს მიედ მოედება.ვიხსენებთ წარსულს,ჩვენს გიჟობებს და სიცილით ვიგუდებით ,ამით კი მთელ კაფეს ვიკლებთ.იმედი მაქვს არ გაგვყრიან აქედან კინწისკვრით...შეხვედრას კვლავ ვგეგმავთ და დიდი ხნის მერე ვემშვიდობები. კაფედან გამოვდივარ და გაზაფხულის სურნელებით ვტკბები,მზე თანდათან ჩადის და ალაგ -ალაგ აწითლებულ ღრუბლებს თუ მოკრავთ თვალს.იქვე ბაღში შევდივარ და ფრთხილად ვჯდები,თვალებს ვხუჭავ და ღრმად ვისუნთქავ ჰაერს. -თინა!-მესმის ნაცნობი ხმა,მაგრამ თვალების გახელა არ მინდა,შემდეგ ვიღაც მიჯდება გვერდით და ხელს მხარზე მადებს.ახლა ვფხიზლდები და თავს მისკენ ვაბრუნებ.არ მჯერა !ჩემს წინ ლევანი ზის და სევდანარევი ღიმილით მიყურებს. -ლევან..შენ აქ რა გინდა?როგორა ხარ?რამდენი ხანია არ მინახიხართ არავინ..-გადავეხვიე და ლოყაზე ვაკოცე. -ხოოო,აქვე ვიყავი,მომენატრე ძალიან ... რას შვები ,როგორა ხართ?ახალი ამბავი გავიგე..-ისიც მხვევს და ყურში მეჩურჩულება.მალევე ვშორდები და ღიმილით ვპასუხობ. -უბრალოდ ასე გამოვიდა... -გიხდება ორსულობა,უფრო ლამაზი ხარ..-რაღაცნაირი ხმით მეუბნება და თვალებში მიყურებს,მის მზერას ვეღარ ვუძლებ და თავს ვხრი. -მაპატიე,მაგრამ უნდა წავიდე,გამიხარდა შენი ნახვა..ანასტასია ძალიან მომენატრა, აკოცე ჩემს მაგივრად ,იქნებ შემოგვიაროთ მერე..-ღიმილით ვდგები და გრძელ სარაფანს ვისწორებ. -მეც გამიხარდა შენი ნახვა ...ტასოს ძალიან ენატრები...წამოდი მე წაგიყვან.-ისიც დგება და მიღიმის. -არა იყოს,ცოტას ფეხით გავისეირნებ... -მეც წამოგყვები. ძირითადად ტასოზე ვისაუბრეთ,მერე მისი გეგმებიც გამაცნო ,უამრავი ახალი ამბებიც გავიგე და მანქანით სახლამდეც მიმაცილა . სამზარეულოში შევედი და ლეილას მივესალმე. -ჩემო ლამაზო ...აი ,ხილი გაგიმზადე და ჭამე.-ხილით საცსე ჯამი მაგიდაზე დადო და ჩემთან ერთად დაჯდა. -მადლობა..აუუ,ყავა მინდა.-ავწუწუნდი და ტუჩები ავაცმაცუნე. -შვილო ,ხომ იცი შენს მდგობარეობაში არ შეიძლება.მოდი წვენს გამოგიღებ .-და ფეხზე დგება. -იყოს აღარ მინდა...-ხელს ვიქნევ უარყოფის ნიშნად. -თინა,ბავშვის სქესს როდის გაიგებთ ან შენ და დემეტრემ სახელი თუ შეარჩიეთ? -ჯერ მაგაზე არ გვისაუბრია.-ვაშლის ნაჭერს ვიღებ და გემრიელად ვაგემოვნებ. -ლეილა დეიდა,დემეტეს ნათესავები რატომ არ არიან აქეთ?-ინტერესიანი თვალები მივაპყარი. -როგორც ვიცი საქმეზე ამერიკაში დაბრუნდნენ,მოაგვარებენ და ალბათ მალე ჩამოვლენ. -დღეს ჩემი მეგობარი ვნახე,მერე პარკში ლევანიც შემხვდა,იცი...რაღაც ძალიან შეცვლილი მეჩვენა. -უკვე ჩამოვიდაა?მე მეგონა კვლავ დუბაიში იყო საქმეზე...რამე ხომ არ გითხრა ახალი?-ანერვიულებული სახით მკითხა ,ძალიან გამიკვირდა. -არაფერი ისეთი,თავისი გეგმები გამაცნო,მგონი სოფელში მიწები შეიძინა და ვაზის გაშენებას აპირებს..აუუუ,ახლა დალევდა კაცი ხვანჭკარას. -მეც მიყვარს ძალიან,რაჭული სამზარეულოც მომწონს... -ალბთ ,რაჭული ვიჩინა ხო?-თან გავიცინე. -მაგაზე კარგი რა უნდა იყოსს....დღეს კარგ ხასიათზე ხარ...იქნებ შენსა და დემეტრეს შორის შეიცვალოს ყველაფერი,დემე კარგი ბიჭია, დიდი ხანია ამ ოჯახს ვემსახურები და მისი ქმედებები მაოცებს...-კიდევ რაღაცის თქმას აპირებდა ,მაგრამ არ დავაცადე. -გთხოვ არ მინდა მასზე საუბარი..ზემოთ ავალ ცოტახანს დავისვენებ.-წამოვდექი და ოთახში ავედი.რატომღაც მოვითენთე და თბილ საწოლში გახვეულმა თვალები მივლულე. ************************************************************************************************************************************** ბარში ვზივარ და უკვე აღარ ვიცი მერამდენე ჭიქა სასმელს ვუკვეთავ.ვცდილობ სასმელში ჩავახრჩო ყველაფერი და დავივიწყო,მაგრამ პირიქით უფრო მძაფრდება გაბრაზება,ეჭვიანობა,რასაც ვერაფერს ვერ ვუხერხებ. -გეყოფა ამდენი დალევა!-გვერდით სანდრო მიჯდება და დაბღვერილი მიყურებს. -ახლა რა ჭირი გჭირს?!-სასმელს მართმევს და თვალებს მიბრიალებს. -შემეშვი!-გაბრაზებული კვლავ სასმელს ვეტანები. -შენ მართლა სულ გამ******ი!იმის მაგივრად,რომ ცოლთან მიხვიდე და მოეფერო ,შენ კი აქ დამჯდარხარ და ლოთაობ!აწიე ერთი ადგილი და სახლში წამოეთრიე! -ჰმ,შენ გონია მე არ მინდა საყვარელი ქალის მოფერება და ჩახუტება?!მაგრამ მას ვეზიზღები..-მისი სევდიანი თავლების გახსენებისას გული მეწვის,მით უმეტეს ,რომ ვიცი ყველაფერი ჩემი ბრალია,ყბა და ძარღვები მეჭიმება ,თან სიმწრისაგან მუშტებს ვკრავ. -სულ შეიცვალე ,გალოთდი !ნახე რას გავხარ ,მთლად გახდი... -ფეხებზე!ეს ნახე.- სურათებს უკანა ჯიბიდან ვიღებ და მაგიდაზე ვყრი. -ეს რა არის?!მოიცა ლევანი და თინაა... მერე რა ..ამაზე ბრაზობ?შენ მაგარი ატრაკებ დედას ვფიცავარ!-სურათებს მიბრუნებს და ახლა თვითონ სვამს სასმელს. -ნახე ძმა..როგორი ღიმილით უყურებს და ეხუტება...მას მე არ ვადარდებ.ისედაც აქედან მალე წავალ და საშვალებას მივცემ ბედნიერი იყოს...-სურათს მუჭში ვიქცევ და ვკუჭავ. -აუ ჩემი ..ეგ არაფერია ,უბრალოდ შეხვდა მეტი ხომ არაფერიი?!ან სად უნდა წახვიდე ,ნუ ბოდიალობ ძმა ,მთვრალი რაღაცეებს ბოდიალობ,წავედით და გამოფხიზლდი! მის ნებას ვყვები და მანქანაში მის გვერდით ვჯდები.რაღაცეებს ვბუტბუტებ და უფლებას არ ვაძლევ მან შემიყვანოს სახლში.ბაღში მარტო ვჯდები და სივრცეს ვუსწორებ თვალებს.მინდა ,რომ ვიტირო და ყველაფრისაგან დავიცალო,ჰმ,რატომ ჰგონიათ,რომ მამაკაცები არაფერს მძაფრად არ განვიცდით?!რატომაა ,რომ კაცისთვის ტირილი სირცხვილია?!არ ვიცი..უკვე არაფერი ვიცი... ************************************************************************************************************************************* მოთენთის მალე ჩამეძინა,მაგრამ ფანჯრიდან შემოსულმა ნიავმა გამომაფხიზლა.როგორც ჩანს ჩაცმული დავწოლილვარ.აივანზე გავდივარ და ნაზი გრილი სიოთი ვტკბები.ბაღის შუქზე ნათლად ჩანს დემეტრე,რომელიც იქვე ზის და რაღაცას გამალებით უყურებს,თითქოს გაქვავდა და ქანდაკება გამხდარიყოს.ნეტა აქ რატომაა?უკვე დილის 4 საათია ,ის კი ბაღშია...არ ვიცი რატომ,მაგრამ გული ქვემოთ მიმიწევს.აუღელვებლად ჩავდივარ და ბაღში გავდივარ.ნელ-ნელა ვუახლოვდები,მაგრამ ვერ მამჩნევს ,ხელს მხარზე ფრთხილად ვადებ და მის რეაქციას ველოდები .ჩემსკენ ბრუნდება და ჩაწითლებული უკუნითი შავი თვალებით მიმზერს.არაფერს ვეუბნები უხმოდ ვჯდები მის გვერდით და მეც შავ სივრცეს დაძაბული შევჰყურებ.ვეღარ ვუძლებ,სიჩუმეს მე ვარღვევ და აკანკალებული ვკითხულობ. -რა გჭირს?დემეტრე, აქ რა გინდა ამ დროს?!-მისკენ ნელა ვაბრუნებ თავს და ვცდილობ მისი თვალებიდან ამოვიკითხო პასუხი. -შენ რა გინდა აქ ამ დროს ,რატომ არ გძინავს?-ჩემსკენ არც კი იხედება და თან პასუხის გაცემასაც არიდებს თავს. -შენ რა მთვრალი ხარ? -მერე რა ,ამით რამეს ვაშავებ?მგონი ჩემზე არ უნდა ზრუნავდე ..-ცალყბად ჩაეცინა. -მისმინე აღარ დაიღალე სულ რომ სვამ? -ამას რატომ მეუბნები ჩემი გეშინია?გეშინია,რომ ისევ რამეს დაგიშავებ?-ღრიალებს,რაზეც ოდნავ ვხვტები,მაგრამ ადგილიდან არ ვიძვრები. -ნუ გეშინია ,მაშინ ნარკოტიკი მქონდა მიღებული...მთვრალს არაფერს დაგიშავებ...-მუხლზე დადებულ ჩემს ხელს მის ხელებში აქცევს და ნაზად მეფერება.არ ვიცი რა ვიფიქრო,მაგრამ ის ვიცი ,რომ ტემპარატურამ საგრძნობლად მოიმატა და თან მგონი წნევა მიწევს ..ხო,ხო ,ალბად, ამიტომა ვარ ასე აფორიაქებული...თავს ამით ვიმშვიდებ. -ნუ ღელავ,მალე აქედან საერთოდ წავალ...მგონი ასე აჯობებს,ჩემთან ბედნიერი არასოდეს იქნები...ბავშვის დაბადებამდე შენთან დავრჩები..-ძვლივს საუბრობს,თითქოს ყელში რაღაც გაეჩხირა ,რომელიც ბგერებს საშვალებას არ აძლევს თავისუფლად გააპონ ჰაერი... წავა ,წავა და მარტო დამტოვებს?!სულ ეს კითხვა დამტრიალებს თავში ,დაძაბულობისას ენა გადავყლაპე. -ალბათ ფიქრობ,რომ პატარას წაგართმევ,მაგრამ არ ინერვიულო ,შენ ამას არასოდეს მოგაყენებ...ბავშვს არ სჭირდება ჩემნაირი მამა...ჰმ,შენც არამგონია მარტო დარჩე ... უცებ მეხვევა და ჩემს კისერში თავს რგავს,გული ფორიაქობს,ვთრთი,მართლა ძლიერ ვღელავ.მალე რაღაც ცივს ვგრძნობ ჩემს ყელზე...ოჰჰ,ღმერთო ჩემო, ნუთუ დემეტრე ტირის?!ეს უბრალოდ სიზმარია,არ მჯერა ,ეს შეუძლებელია! ყელიდან ყურისკენ მიიწევს და ნაზად ჩამჩურჩულებს. -იცი,როგორ მიყვარხარრ?არ იცი..არა...შენზე ,შენს ნაზ სურნელზე ვგიჟდები...-სურნელს რმად ისუნთქებს. -იცი ,როგორ მტკივა შენ რომ ვერ მიტანნ...გული მეფლითება ,არა არც ეგ იცი..-ახლა თმებს მუჭში იხვევს,ცხვირს უხახუნებს და ნაზად მეფერება.მისი სუნთვა ყელზე მელამუნება,მე კი დებილივით ერთ ადგილას ხესავით გაშეშებული ვარ და ვცდილობ ყველაფერი უცებ გადავხარშო. პ.ს.მალე რამდენიმე თავში დასრულდება.იაქტიურეთ ... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.