ბედის მარიონეტი (თავი 7)
გარეთ გავედი და უჩას დავუწყე ლოდინი. ისიც მალე გამოვიდა. მანქანაში ჩავსხედით და გზას გავუყევით.დანიშნულ ადგილამდე მალე მივედით. მანქანიდან გადმოვედით და შენობის კიბეებს გავუყევით. დიდი და ლამაზი შენობა იყო, გამიკვირდა აქამდე რატომ არ შემიმჩნევია მეთქი. შენობას დიდი კიბეები ჰყობდა ორ ნაწილად. ერთი მარჯვნივ მიუყვებოდა მეორე მარცხნივ. შესვლისთანავე ჩვენთან ერთი გოგონა მოვიდა, უნიფორმაში იყო გამოწყობილი მეგობრულად გაგვიღიმა და გვითხრა: -მოგესალმებით, რამით ხომ არ დაგეხმაროთ?-მის მკერზე მოთავსებულ ბროშურას დავაკვირდი სადაც ქართული ასოებით ეწერა "სალომე", შემდეგ მას შევხედე და ვუთხარი. -იცით,დარბაზის წინასწარ დაჯავშვნა გვინდა 18 მაისისთვის.-მეც თბილად გავუღიმე. -კი ბატონო, წამობრძანდით რამდენიმე დარბაზს გიჩვენებთ.-უზარმაზარ კიბეებს ავუყევით და გრძელ დერეფანს გავხედე. სალომემ რამდენიმე ტიპაჟის დარბაზი გვიჩვენა. უჩამ კი აქედან ყველაზე დიდი ამოირჩია. სცენით. რაც შეეხება დეკორაციას, სალომემ ერთი დიზაინერი გვირჩია. ასე გვითხრა ის ერთ-ერთი საუკეთესოა საკუთარ საქმეშიო. თქვენ მხოლოდ ის ფერები უნდა უთხრათ, რომელიც იუბილარს უყვარსო. სწორედ ასე მოვიქეცით. როცა ქალბატონ თამართან საუბარი დავასრულეთ შენობიდან გამოვედით, უჩა ბედნიერი ჩანდა, მეც მიხაროდა, რომ ყველაფერმა ასე კარგად და მარტივად ჩაიარა.შენობიდან რომ გამოვედით მობილურში შეტყობინება მომივიდა. ეკრანზე კონვერტი გამოჩნდა და ელენე დაეწერა. "თუ გცალია გადმომირეკე, სახლში ვარ მოვიწყინე, კაფეში მინდა გასვლა და შენც თუ წამოხვალ კარგი იქნება". შეტყობინება ამოვიკითხე და უჩას მივუბრუნდი,რომელიც ელოდებოდა მანქანაში როდის ჩავჯდებოდი. -უჩა, შეგიძლია წახვიდე მე საქმეები გამომიჩნდა და სოფოს უთხარი საღამოს დავბრუნდები. -ბარემ აქ ვარ და მე გაგიყვან-მითხრა უჩამ. -არა, არა აქვეა თან მანამდე მაღაზიაში შესვლაც მინდა სოფოსთვის საჩუქარი უნდა ავიღო. -კარგი,ოღონდ თავს გაუფრთხილდი!-მითხრა და გამიღიმა. -ოჰ, ისე მეუბნები თითქოს ომში მივდიოდე-სიცილი დავიწყე მეც. -კარგი წავედი, მაშინ კარგად.-მითხრა და მანქანაში ჩაჯდა. მე მაშინვე მობილურის ეკრანს ჩავაჩერდი და ელენეს ნომერი ავკრიფე. -ალო, ელე შენ ხარ? -ხო, მარი. მისმინე სად ხარ? გამოგივლი და წავიდეთ სადმე დავჯდეთ.-მისამართი ვუთხარი და მობილური ჩანთაში დავაბრუნე. გზას ნელა გავუყევი და ერთი პატარა, თუმცა კომპორტული მაღაზია შევნიშნე. მას მივუახლოვდი და ჩემი ყურადღება ერთმა ლამაზმა კულონმა მიიპყრო. ვერცხლისფერი,ცრემლისფორმა ჰქონდა და მხოლოდ ერთი თვალი ამშვენებდა ცისფერი თვალი. მაშინვე მაღაზიაში შევედი. ყელსაბამის ფასი ვიკითხე და ეს ფასი ჩემ საფულეში არსებულ ფურლს რომ შევადარე ნამდვილად დიდი სხვაობა დავინახე, ამიტომ ყიდვა ვერანაირად ვერ შევძელი. სიმართლე რომ ვთქვა, ამ ყელსაბამს სოფოსთვის არ ვყიდულობდი, ჩემთვის მინდოდა თან სოფოს არ უყვარ ძველ მოდური მედალიონები, მეკი ვგიჟდები ძველ რაღაცეებზე. მაღაზიიდან გამოვედი და გზას გავხედე. ჩემი მიმართულებით ერთი პატარა გოგონა მორბოდა, ლამაზი ლიმნისფერი თმა ჰქონდა ბოლოში დაკულულებული. ხელში ბუშტი ეჭირა,ხმამაღლა იცინოდა. მის დანახვაზე გამეღიმა და შევტრიალდი რომ გზა გამეგრძელებინა. მაღაზიას ცოტა რომ მოვშორდი ტირილის ხმა გავიგე, შევტრიალდი და ის პატარა დავინახე, დავარდნილა და ახლა გულამოვარდნით ტიროდა. მაღაზიასთან ახლოს იყო, მეც მივირბინე და ფეზე წამოვაყენე. -არა, არა პატარა არ იტირო... გთხოვ...-მუხლებზე რომ დავხედე ვნახე ერთი ნატკენი ჰქონდა, ბავშვი ხელში ავიყვანე და გზა გადავჭერი. აფთიაქში შევედი წყალი და "სანტავიკი" ვიყიდე. ბავშვი ცოტა დამშვიდდა,თუმცა სახეზე უკმაყოფილება მაინც ეტყობოდა. მუხლი მოვბანე და "სანტავიკი" გავუკეთე. რომ დამშვიდდა ცრემლები მოვწმინდე და ისევ გზის მეორე მხარეს გადავიყვანე. სკამზე დავსვი და მეც გვერდით მივუჯექი. -სენ ლა გქვია?-მითხრა ენის ბორძიკით. -მარი-ვუთხარი და გავუღიმე-შენ? -მე ნინი. -შენი მსობლები სად არიან? აქ მარტო ხარ?-ვერ მოვითმინე და ვკითხე. -კი, ეზოსი ვთამაშობდი და დავეცი.-მითხრა საყვარელი ხმით და მოიბუზღა.-შენ იმ მაღაზიაში რას უყურებდი? რამე მოგეწონა?-მის ამ შეკითხვაზე გამეცინა, გავიფიქრე ამან რა იცის მე რომ იმ მაღაზიაში შევედი მეთქი. უცბად წამოდგა ხელი მომკიდა და ვიტრინასთან მიმყვანა.-ეს მოგეწონა?-ხელი იმ კულონს დაადო რომელმაც შემი ყურადღება მიიპყრო -შენ რა იცი?- გაკვირვებით ვუთხარი და გამეღიმა. ნინიმ მხრები აიჩეჩა და ჯიბეებში რაღაცის ძებნა დაიწყო. მერე ხელი გამომიწოდა და მითხრა- აი აიგე ფული და იკიდე შენი ყელსაბამი-მის ხელისგულზე 10 თეთრი იყო.-მის ამ საქციელზე სიცილი დავიწყე, ხელში ავიყვანე და დავაბზრიალე, თან ბევრი ვკოცნე. ისიც იცინოდა. ბოლოს დავსვი და ქალის ხმა გავიგე: -ნინი,ა სეშორს რატომ წამოხვედი? შემეშინდა სად არ გეძებე, ძალიან გთხოვ მეორედ ასე არ მოიქცე.-ბავშვს ხელი ჩაკიდა, ნინი მომიბრუნდა და მითხრა -ნახვამდის მარიამ! -კარგად ნინიკო!-არ ვიცი რატომ მაგრამ ეს ბავშვი უსაზღვროდ შემიყვარდა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.