ჩემი ხარ ბარნოვა ! (თავი 3)
ფიზიკას ვერ ვიტანდი, მაგრამ ამ ქალის სიყვარულმა ცოტა შემაყვარა. არასდროს მინახავს ასეთი თბილი და ტკბილი მასწავლებელი. სკოლაში უამრავი მასწავლებელია, მოსამზადებელზეც ბევრი მასწავლის, ყველას აქვს დადებითი, მაგრამ ვერცერთი ახლოსაც ვერ მივა ამ ქალთან ! საკუთარი შვილები, რომ არ ყავს ალბათ ამიტომ უყვარს ასე ძალიან ბავშვები. თუმცა ზოგი ნინო მასწიკოს ადგილას სულ შეიძულებდა ბავშვებს. როგორ გაუამრთლებდათ ნინოს შვილებს, რომ ასეთი დედა ეყოლებოდათ. თუმცა ასეთი ბედი არგუნა ღმერთმა. სამწუხაროდ, როცა პირველ შვილზე დარჩა ორსულად, შვიდ თვეში მშობიარობა დაეწყო, ბავშვი გარდაცვლილი დაიბადა და თვითონ საშვილოსნოს დაავადება აღმოუჩინეს და ამიტომ მთლიანად "გამოშიგნეს" "მუცელი გაუფატრეს" . თუმცა იმაშიმაინც გაუმართლა, რომ არაჩვეულებრივი მეუღლე ჰყავს და ერთად ყველაფერს შეძლებენ. მჯერა, რომ ყველაფერი გამოუვათ და ბედნიერები იქნებიან. მინდა, რომ ასე იყოს ! ნინო მუდამ მხიარული, მუდამ იცინის, პოზიტივს ასხივებს, არასოდეს წუწუნებს, არასოდეს ლაპარაკობს პრობლემებზე ბავშვებთან. ყოველთვის ცდილობს გაიღიმოს. როცა უღიმის თვალები უბრწყინავს ხოლმე, მაგრამ მე ხომ ვიცი რამდენი ტკივილია მისი ღიმილის უკან. თვალებში დიდი ტკივილი და სევდა იმალება. მაშინაც როცა გულიანად იცინის და თვალები უბრწყინავს, ყოველთვის ჩანს შავ იდუმალ თვალებში სევდა ! მჯერა, რომ ოდესმე მხოლოდ გარედან კი არ იქნება ბედნიერი, არამედ შიგნიდანაც დაამის თვალებში ერთხელაც აღარ გამოჩნდება ის სევდა, რომელიც სულ თან სდევს ! - ესეც ასე ჩეემო ლამაზო. მე შოკოლადს გავაკეთებ შენ მანამდე დაიკავე შენი ადგილი და გოგოებს დაველოდოთ. მიწერე აბა თუ მოვლენ. - გამორთული მაქვს. დაიცადეთ მივწერ. - მოიცა, თუ გამორთული გაქვს ანუ მიზეზიც გაქვს. ნუ ჩართავ. ჩემი ტელეფონიდან მიწერე. მაგიდაზე ტელეფონი დამიდო , თვალი ჩამიკრა და სამზარეულოში გავიდა. სამივე გოგოსმივწერე. სალომეს გარდა ყველა მოდიოდა. - ნინო მას სალომე არიქნება ქეთი და ლიზი მოვლენ. - ძალიან კარგი. დაველოდოთ. დღეს ბოლო ჯგუფი ხართ და არსად გვეჩქარება. მე არ მეჩქარება ! მგონი თქვენც არ გეჩქარებათ ! ვიჭორაოთ და მერე გვიან გაგიშვებთ. - არც მე მეჩქარება. მოგეხმაროთ მას? - მოდი. სამზარეულოში შევედი. შოკოლადებსა და ნამცხვარს თეფშებზე სიმეტრიულად ვაწყობდი. მალე გოგოებმაც დაიძახეს, ყველაფერი მაგიდაზე დავაწყვეთ და მეცადინეობას შევუდექით, პარალელურად ცხელ შოკოლადსა და ტკბილეულს მივირთმევდით. ბევრი ვიცინეთ, ისტორიები მოვყევით. ზუსტად ეს იყო ის რაც მჭირდებოდა ! მიყვარდა ეს გარემო და ეს ადამიანები, აქ ისე ვგრძნობდი თავს როგორც თევზი ზღვაში ! სახლშიც კი არ ვიყავი ისე კარგად, როგორც აქ! ცხრის ნახევარი იყო იქიდან, რომ წამოვედი. მეტროთი წავედი. ფიქრისთვის ისვ დიდი დრო მქონდა. მაგრამ ამ ჯერად ყინულაზე არ ვფიქრობდი. ამჯერად მხოლოდ ის მიტრიალებდა თავში, როგორ დამეძვრინა თავი თინას გაბმული ჩხუბისგან. ზუსტად ვიცოდი იმას მეტყოდა რასაც ყიველთვის, ეს კი უკვე ძალიან მოსაბეზრებელი იყო. - გოგო გამაგებინე სად დადიხარ? გინდა, რომ სულ გამაგიჟო? რაზე ფიქრობ ამიხსენი. ასეთი უპასუხისმგებლობა შეიძლება? რა გინდა ანა მითხარი? დიდი ხარ უკვე ?! დავიღალე გოგო ! დავიღალე შენი უაზრობებით, დავიღალე იმით, რომ სულ მოღუშული დადიხარ ! ერთხელ და სამუდამოდ გამარკვიე რაგინდა ! სწავლა შენ არ გინდა, დედა შენ არგინდა, ჩაბარება შენ არგინდა, მუშაობა შენ არგინდა, გასართობად წასვლა შენ არ გინდა ! საერთოდ ცხოვრება გინდა? ან შენ ცხოვრებას აზი ააქვს? რაგავაკეთო ეგრე რომ აღარ იყო ! რაც შემიძლია ვაკეთებ. რისთვის გაგზარდე, რისთვის გადაგყევი თან. ეს რომ მიმეღო?! გეხვეწები შვილო ერთხელ იყავი რამით ბედნიერი ! საქმეს შენ არ აკეთებ, ოცდაოთხი საათი შეკეტილი ხარ " შენ ბუნაგში" (ოთახი) და არ გაინტერესებს არაფერი. ჩართავ სიმღერას და ომი რომ დაიწყოს ვერც გაიგებ ! დავიღალე ანიი დავიღალე ! ყელშია შენი ქცევები. მოიგიჟიანებ თავს, წახვალ მთელი დღე, დაიკარგები. უმამოდ გაზრდილი ხარ, საბაბს რატო აძლევ ვინმეს, რამე, რომ თქვას? ამ მეზობლებს ეგ უნდა კიდე? ვინმემ რამე გითხრას თავს დაიცავ!? რო გაიქცე ძვლებში დაიმტვრევი. რაგინდა შვილო ღმერთი არ გწამს? შარს ეძებ? აღარ შემიძლია შენი ნერვიულობით უკვე. ბოლოსდაბოლოს დედა ვარ თუ გამვლელი ? არაფრად მაგდებ უკვე ხვდები?!.. წარმოვიდგინე, როგორ მეუბნებოდა თინა ამ ყველაფერს, მშვიდი ტონით და როგორ დადიოდა ჰოლში ნერვიულად. მართალი იყო დედა ! მისი სიტყვების 90 % ზუსტი იყო !. ასეთი არვიყავი, არვიცი რა დამემართა მაგრამ ისეთი აღარ ვარ. რადიკალურად განსხვავებული ვარ ძველი ანასგან. ხშირად მენატრება ის პერიოდი, რომ არ ვსწავლობდი კარგად მაგრამ, ლაღი ვიყავი, მხიარული, არაფერი მადარდებდა, დედა იყო ყველაფერი და დედა იყო იმედი ! ყველაფერს ვუყვებოდი. ხშირად დაგვთენებია ლაპარაკში. ახლა თითქოს დედას გავუუცხოვდი და ბაბუ გახდა ყველაფერი. არადა გულის სიღრმეში ვიცი, რომ დედა ჩემთვის ერთადერთია ! უბრალოდ დრო მჭირდება გასააზრებლად. ვცდილობ ჩემი თავი ვიპოვო და ამიტომ ვიქცევი ასე?! პრობლემა სწორედ ისაა, რომ მინდა შევიცვალო, მაგრამ ვერ ვიცვლები ! ლიფტი გამოვიძახე და ნერვიულად ავაბაკუნე ფეხები. არმინდოდა სახლში მისვლა, მაგრამ ცოტაც, რომ დამეგვიანებინა თინა აღარც შემიშვებდა. ყველაზე ნაკლებად მინდოდა მასთან ჩხუბი, უკვე ნერვები აღარ მყოფნის ასე ჩუმად, რომ ვარ. ერთხელაც ამომასხავს და ვიცი, რომ ბევრს გულს ვატკენ. ამიტომ მაქსიმალურად ვიკავებ თავს. გულის ფანცქალით შევაღე სახლის კარები და დამნაშავე ბავშვივით ავიტუზე ზღურბლთან. თინამ ლეპტოპი მიდო გვერძე და წარბშეჭმუხნულმა გამომხედა. - დედა ! ვიცი. ყველაფერი გასაგებია ! გეხვეწები ახლა არ დაიწყო ! ვიცი ცუდი ვარ ! მაგრამ, ახლა არა ! - ხვალ მე წაგიყვან! ხმადაბლა მითხრა და ისე შემომხედა, მივხვდი რომ დამნაშავე ვიყავი და თინა შემეცოდა, ასეთი, რომ ვარ. ზოგჯერ გაგიჩუმდება, მაგრამ ისეთი თვალებით შემოგხედავს დაგაფიქრებს ღირს თუ არა შენი ცხოვრება.. *** დილით მესიკვდილებოდა სკოლაში წასვლა, მაგრამ თავმოყვარეობა არ მაძლევდა იმის უფლებას თინასთვის მეთქვა დავრჩები თქო. სკოლაში თინამ წამიყვანა, ყინულა არ მინახავს, მაკოს არც დავლაპარაკებივარ. ფიზიკურად კლასში ვიყავი, სულიერად არა. გეოგრაფიაზც თინამ წამიყვანა მანქანით. საბედნიეროდ მითხრა, ორი პაციენტი მყავს საღამოს და გვიან მოვალო. მთხოვა იქიდან ეგრევე სახლში მოდიო. და ვუთხარი არ ინერვიულო თქო. გაკვეთილი დავიწყეთ. მესენჯერში მესიჯი მომივიდა. ჩუმად გავხსენი, ნიკუშა გასვიანი მწერდა. სახეზე აშკარად უცნაური გამომეტყველება მივიღე. " როგორ ხარ? <3 " "კარგად" " ნუ მენაგლები " " როგორც იმსახურებ ისე გწერ! " " რაშვები?" " გეოგრაფიაზე ვარ " " ნახვა მინდა შენი" " რატო?" " რა რატო გოგო? დალაპარაკება მინდა" " შენთან სალაპარაკო არაფერი მაქვს " " მე მაქვს" " არმაინტერესებს " " მე მაინტერესებს. სათქმელი მაქვს უნდა გნახო უეჭველი " " არა !" " რამდენ ხანში გიმთავრდება მითხარი, რომელზეც მეტყვი და სადაც. იქაც მოვალ" " ა რ ა ! " " გთხოვ ! ახლა ან არასდროს, ახლა უნდა გნახო ! ახლაა !! სხვა დრო არვიცი მე ! უნდა გნახო ახლა ! ამ ერთხელ და აღარ შეგაწუხებ !!! ოღონდ ახლა მნახე " " ნახევარ საათში " " მანდ დაგხვდები" არვიცი რაუნდოდა რატომ უნდა ვენახე, მაგრამ. რაცარუნდა იყოს, მიუხედავად იმისა, რომ საშინლად გაბრაზებული ვიყავი ყინულას ნახვა მაინც მინდოდა. ბავშვები, რომ წავიდნენ, მერე გამოვედი. სადარბაზოს წინ იდგა და ეწეოდა. გვერდით მივუდექი - რა გინდა? უხეშად ვუთხარი ისე , რომ არც შემიხედავს. - გავიაროთ წამო და მოგიყვები. - მთვრალი ხარ? ვკითხე მას შემდეგ, რაც ალკოჰოლის სუნმა ცხვირი ამიწვა. მართალია შეუჩნეველი იყო, მაგრამ მე რა გამომეპარება ! - ეგ რაშუაშია!? - თავშია. ხარ თუ არა - არა! კაი ნასვამი ვარ, მთვრალი არ ვარ. - კაი ჩქარა მითხარი რაცგინდა - ჩქარა ვერ გეტყვი ტოო - უბრალოდ თქვი რა - კაროჩე ჯერ ბოდიში სკოლაში რაც გითხარი. მართლა არ მითქვია ტოო.. უბრალოდ.. კაროჩე მეც არ ვიცი რატო გითხარი - შენ ისიც არ იცი, როგორია კლასელებთან შერცხვენა - ხო გითხარიი ტოო ბოდიში - ბოდიში საქმეს არ შველის. - შენ რა ჯიუტი ყოფილხარ ეეე. კაი რა მითხარი, რო აღარ ხარ ჩემზე გაბრაზებული, თორე არ გაგიშვებ. წინ დამიდგა და თვალები აათამაშა - არა ! და გამატარე - ო მითხარი თქო ნუ ჯიუტობ ანი - ანი არა ანა ! - მე რას ვეუბნები და ეს კიდე.. ჩემი დედააუ რანაირად იქცევი ტოო ! წაფი მიდიი ჰაა გაიარე აჰაა არ გიჭერ წადი მიდი გვერძე გაიწია და გაბრაზებულმა გამომხედა. მეც უსიტყვოდ წავედი. მგონი ძაან გავაბრაზე თქო ვფიქრობდი. მაგრამ არაუშავს კარგია ! მე რომ გამაბრაზა უს კარგი იყო?! გაბრაზდეს თვითონაც. - კაიი დაიცა რააა არაფერ მიპასუხია და გზა გავაგრძელე - ანიიიიი ! დამელოდე გოგოგოა აუუუ ტოოო ვინაა ეს ბავშვიიიი ანიიიიი ! მკლავით დამიჭირა და თავისკენ შემაბრუნა - შენეშვი რა მკვახედ ვუთხარი და ხელზე დავეჯაჯგურე - არ შეგეშვები - სხვა საქმე არ გაქვს?! - ჩემი საქმე შენ ხარ - ... - აბა დამელაპარაკები? - რაგინდა - ეგრე ნუ მელაპრაკები ბო*იშვილი ვიყო ნერვებზე მოქმედებს. წესიერად ნაგლობების გარეშე ვილაპარაკებთ კაი. თუ არადა არმინდა წადი. " რასქვია არგინდა???" გონებაში გავიფიქრე და ჩემი თავის უაზრობაზე გამეცინა. რაც არის არის, ცხოვრებაში არაფერი არგამიკეთებია ასეთი და დროა გავაკეთო. მართლა მსიამოვნებს ყინულასთან ყოფნა ხოდა ვიქნები, შანსს გამოვიყენებ. - კაი - შეხედეეე შეხედეე ტოოოო რაგითხარი და მაინცცბო*იშვილი ვიყოო ვახჩემიიიიიიი გოგოგო აუუუტოოოო ერთმანეთს მიაყარა და კეფაზე ხელი მოისვა. მის ასეთ საქცილზე გამეცინა. - გეცინება სასაცილოა? - კი ძაან. - დედასვფიცავრ ნერვების კიბო ხარ - კაი - აჰაა კიდე. ნახეე ტოოოო! გოოგგგო სულ ესეთი ხარ? - ყოველთვის. - ვიცი, რო ესეთი არხარ. ახლა ხელები ჩემს მხრებსა და ყელს შორის მოათავსა, ოდნავ მოიხარა და თავი თავზე დამადო. - შენ? დაბლიდან ავხედე და მის თვალებში ჩავიძირე, მიუხედავად სიბნელით გამოწვეული წყვდიადისა, მისი თვალები მაინც ელვარებდნენ. - რა მე ? - შენ სულ ასეთი ხარ? - ყოველთვის ! - ეჭვი არ მეპარება - გეუბნები კიბო ხარ ! მწვანე თვალება კიბო ! - კიბოს მწვანე თვალები აქვს? - აქვს - არ აქვს! - აქვს - არ აქვს! - ააქვსსსსს ! - არ აქვსსსსსსსს ! - ჩემ კიბოს აქვს! - რა აქვს !? აშკარა იყო მის ნერვებზე თამაშის ჟინი მქონდა ! - თვალები ! მწვანე თვალები ! და ჩემი კიბო საოცრად ლამაზია ! - მაგ კიბოს სახელი ააქვს? - კი ! - ? - ჩემი კიბო ! - შენი არ არის !!!!!!!! სწრაფად ვუთხარი და მისი ხელებისგან თავი გავინთავისუფლე. კვლავ უკან გამომყვა! - კიბოოო მომცემ უფლებას სათქმელი გითხრა? - გისმენ - აი წამო პარკში დავსხდეთ და დავილაპარაკოთ. სკამზე დავჯექი ჯიბეებში ხელები ჩავიწყვე და ჩემ წინ მდგარ ყინულას გავხედე. - კაროჩე. მომწონხარ რა მაგრად ! საყვარწლი ხარ და ულამაზესიხარ ღმერთს ვფიცავარ. ! არვიცი შენ რას გრძნობ მარა მგონია რო გულგრილი არც შენ ხარ. შენთან ურთიერთობა მინდა, მარა თავს ვიკავებ, იმიტო რო 100% ვიცი, რომ შენი ღირს არვარ. ჩემზე უკეთესს იმსახურებ ბაზარი არაა და შენ ყველაზე საუკეთესოს იმსახურებ იმიტორო შენნაირი? არავინაა აი ვაფშეეეე ! მარა მამენტ მეც არვარ ცუდი ტიპი, შენთვის ვარ ცუდი, თორე სხვებს მაგრად ვევასები. თავს კიარ ვიქებ გოგო, პროსტა იმას ვამბობ, რომ სხვებს ვევასები მაგრად, მარა შენნაირი გოგოს ღირსი არვარ. სიმართლეს ვაღიარებ მეტი რავქნა ტოო ! დედას ვფიცავარ ბევრს მოვწონვარ რამდენს იცი? როვერდავთვლი, და ნაშობის პონტში ურთიერთობა მქონია ბევრთან შენთან ვამბობ სიმართლეს ! მარა იმენაა ყველა გოგო აი ვაფშე ყველა. მარა შენზე ერთი წამითაც ვერ ვიფიქრებ ნაშათ მინდა თქო. გოგო არმომწონებია სერიოზულად შენამდე, სიყვარულზე არც მაქ ლაპარაკი ტოო. ხვდები ვაფშე რასაც გეუბნები? - კი - აბა რატო ხარ გოგო ესე ჩუმად? - .. - არგინდა არაფრის თქმა? ბაზარი არაა მე ვილაპარაკებ, კაროჩე იმედია მიმიხვდი რა, შენთან ურთიერთობა მინდა სერიოზული ! მინდა, რომ ვცადოთ რავი ეხა შენი აზრი მინდა, რომ მოვისმინო. - მართლა არვიცი რაგითხრა, ჩემთვის ესეთი საუბრები და რაღაც უცხოა. ესე არავისთან მაქ ნალაპარაკები და შეყვარებულიც არ მყოლია არასდროს ! როგორც ბიჭი სიმპატიურიც ხარ და ყველაფერი. რომ გითხრა, რომ არ მომწონხარ თქო მოგატყუებ. მომწონხარ . სიყვარული ჯერ არვიცი რაარი. ბევრი მომწონებია, უბრალოდ როგაივლი შეხედავ და უი ვაი რაკარგი ბიჭია, რაკარგი ტანი აქვს, რაკარგი ტუჩები, რაკარგი ცხვირი, ეგეთ პონტში. შენც მომწონხარ მასე, მარა თვალები მომწონს შენი და რაღაც ისევარ. რო გხედავ გული მიჩქარდება ხოლმე დედას ვფიცავარ. არასდროს დამმართნია ესე შენამდე. არვიცი რატო ვარ ესე, მაგრამ ფაქტია რომ ვარ ! სიყვარული არვიცი მართლა რაარის და რო გითხრა მიყვარხარო მოგატყუებ, უბრალოდ მომწონხარსავით. - ნუ ვცადოთ?! - პირველად ვაკეთებ იმას რასაც ეხა ვაკეთებ. შეილება ვინანო კიდეც მარა ვცადოთ... - სერიოზულად? - აღარ მკითხო ახლა სანამ გადავიფიქრე. - ეჭვიანი ვარ ძაან. შეილება უბრალოდ facebook-ზე კომენტარში ვინმე ბიჭმა გული რო დაგიწეროს მაგაზეც ვიეჭვიანო. - მეც - სიჯიუტესთან ერთად ეჭვიანიც ხარ ტო? - დიახ - დარხეული მაქ ბო*იშვილი ვიყო. - ნუ იგინები - დაიწყე ტო უკვე? ვახ ჩემი დედა მ. ვატირე... ჩემი დედა ვატირე.. არ შემიგინია.. დედა ვატირე ვთქვი ხედაავ..?! ამაზე თავი ვეღარ შევიკავე და გამეცინა - კაი ნუ დამცინხარ ტოოო მითხრა და თვითონაც გაიცინა. - არ წავიდეთ? - გინდა წასვლა? - არაა. - აბა მაშინ ვიყოთ სიმოონ - თინა მომკლავს - მაშინ წამო. ადექი ჰა. ხელი გამომიწია, სწრაფად წამოვდექი და მის წინ წავედი. - ხელი რო მოგეკიდა შეგჭამდი? - როგითხარ ვცადოთ თქო იმას არნიშნავს, რომ ხელი ხელ ჩაკიდებულებმა უნდა ვიაროთ. - გიტყდება ტოო? - არა - აბა რა პონტია - ნიკა! უბრალოდ არმინდა - კაი ტოო.. - კაი. - თუ გინდა ვაფშე ხმასაც არ გაგცემ გინდა? ან ვაფშე შეყვარებულები გვერქვას ოღონდ ერთმანეთს არ მივწეროთ არც დაველაპარაკოთ და ერთ მეტრშიც არ მივუახლოვდეთ ერთმანეთს. მოსულა? შეყვარებული ან ხელს მოგკიდებს, ან ხელს გადაგხვევს ან გაკოცებს, რაპონტია ტოო.. შორიდან ისეც გხედავდი. ხელი გამოგიწოდე და შენ იმენა... იმენა დამსინე გოგო ! წამისმეასედში მის ტანზე ვიყავი აკრული და რაც შემეძლო მაგრად ვეხუტებოდი, მისი სითბოო და სუნიიი... რა საოცარი იყო ! ვერ გეტყვით რას ვგრძნობდი. სანამ არ გამოცდით სიტყვებით ახსნა ძნელია ! უბრალოდ წუთები საუკუნედ მეჩვენებოდა და შემეძლო ამ საუკუნეში საუკუნე მეცხოვრა, საუკუნე ვმდგარიყავი ასე, მასთან ახლოს ! - ჩემ დაგრუზვას ელოდებოდი გოგო? სიცილით მითხრა და თავზე მაკოცა. ჩემს გონებაში დიდად ეწერა " საყვარელიიიი ! " და მხოლოდ ამ სიტყვებზე ვრეაგირებდი ! მის ნათქვამ ყველა სიტყვაზე ჩემი გონება ამბობდა "საყვარელი "! *** ლიფტის გუგუნით გაბრუებულს მხოლოდ ის მიტრიალებდა თავში, რომ უსომოდ ბედნიერი ვიყავი და მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი, რომ " მთელი ჩემი ცხოვრება, მთელი განვლილი წლები, წუთები, წამები! ამ ერთი დღისთვის, ამ ორიოდე საათისთვის ღირდა !!!!!!!!!!!!!!!!!!!!!! " *** ბოდიში ბოდიში ბოდიში ! კონცერტების გამო ვერვახერხებ ხშირად დავდო, დიდი თავები. ამ თავის დაწერაც კონცერტის წინ ძლივს მოვახერხე... ყველას მადლობა რომ კითხულობთ ! ნეტა იცოდეთ რამხელა სტიმულს მაძლევს თქვენი პოზიტიური კომენტარები. მადლობა კრიტიკისთვისაც, იმედია გავითვალისწინებ. კრიტიკა ყველაზე კარგი საშუალებაა ისწავლო და გაიგო ! კიდევ ერთხელ მადლობა თქვენ, და კიდევ ერთხელ ბოდიში. იმედია მოგეწონებათ ! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.