შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მინდა ანგელოზი ვიყო 8


16-04-2016, 23:16
ავტორი s.g
ნანახია 1 766

ამ ამბების მერე, არც ისე დიდი ხანი იყო გასული, კინაღამ, რომ ჩაგვაკვდა ქეთა ...მოდით, თავიდან გიამბობთ, რა როგორ მოხდა...
-ქეთ ის კაცი ვინაა? ვასკასთან ერთად რომ დგას?
-ისაა ერეკლე
-ახლა ავდგები და თავ-პირს დავუმტვრევ...
-რენ მოიცადე სად მიდიხარ...
.......
-ეი შენ
-მე მეუბნები?!
-დიახ შენ...
-რენე რა ხდება...
-გაჩერდი რა ვასო დამაცადე...
-შენ ხარ ის გაუთლელი მაგარი ბიჭი?! რომელსაც გოგოს სიტყვა არ ესმის და მაინც ასე აწუხებს?
-ოჰ რაო დამიცავიო დაქალმა?!
-ქეთის ამის თქმა არც სჭირდება, თუ საჭიროა თვალებს დაგთხრი, რამე რომ გაბედო...
-ჯობია შენ თავს მიხედო გასაგებია?!
-ჩემი თავივით მყავს ქეთა, ამიტომ შენი საქმე არაა, ვის მივხედავ გაიგე?
-რენე დაწყნარდი, წამო რა
-ღმერთო, ჩემნაირი რომ არ ხარ, აი ამიტომ გიბედავენ ამდენს ქეთა ...
-წამოდი გთხოვ, ისეთი არაფერი დაუშავებია..
-ერთი გაბედოს კიდეც რა...
-აი ხომ ხედავ შენი დაქალი რას გეუბნება, ხოდა დაუჯერე გოგონი...
-გირჩევ არ გადამეყარო...
-მე გირჩევ გოგონი, არ გადამეყარო...
.......
-რენ რა იყო ეს, რა გთხოვე...
-მაგას მოვუთმენდი გეგონა? სახლიდან ზოგჯერ ფეხს ვერ ადგამ, ამ დამპლის გამო
-არაუშავს რენ, უბრალოდ ერთხელ ჩემდა უნებურად შემეშინდა...
-მერე შენდა უნებურად გაგისკდება გული, ასე რომ მომეცი საშუალება ვიღაცეებს რაღაცეები გავაგებინო, თორემ მომიწევს ეს ამბავი ვიღაცეებს ვუთხრა...
-რენ გეხვეწები ეს არ გააკეთო...
-თუ დამჭირდა, გავაკეთებ, შენ სიტყვა არ გავიგო...ისედაც ვამჩნევ, რომ ბოლო დროს ლუკას თავს რაღაც ხდება, ამიტომ დამაცადე და ჭკუით იყავი...ეს კაცი უბრალო არ გეგონოს, ვგრძნობ ისეთიც არაა, როგორიც ჩანს...
-გამიბა ახლა აქ კოლუმბიური სერიალები
-ეჰ ქეთ აი ცოტახანს კიდევ დაიცადე, ღმერთმა არ ქნას ჩემი ნათქვამი ახდეს, მაგრამ მაინც ფხიზლად უნდა ვიყოთ...
........
-ეს ვინ შეგყვარებია ვასკა
-ზუსტად ამიტომაც შემიყვარდა... მართალია, ასე მეც კი არ მოვქცეულვარ, მეც შევიგნე ბევრი რამე და შენ ჩემზე გაცილებით უფროსმა რა ვერ შეიგნე...
-ხოდა შეუგნებელი დავბადებულვარ, აქ ასაკს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს...რაც გინდა ის დაარქვი, აკვიატება, სიყვარული, ვნება ნუ რაც გინდა ის, მაგრამ დაიმახსოვრე ეს გოგო ასე ადვილად ვერ დამიძვრება...
-მე არ ვერევი ამაში, და შენ რაც გინდა იქ ქენი ....
-არც მჭირდება
-შენი საქმისა შენ იცი, უბრალოდ ზედმეტი არ მიქარო
-ეგ უკვე ჩემი საქმეა
....
-ლუკა ნატა ვინაა?
-რა ხდება რენე
-დამეტაკა, ქვემოთ მაღაზიაში ვიყავი ჩასული, თითქოს მისი დაქალი ვიყო ...ძალიან უსიამოვნო გოგოა
-რაც ერჩი, კარგი რა
-ვინაა არ ამოღერღავ?...
-ჩემი მეგობარი
-მერე მე საიდან მიცნობს?
-ერთხელ დავანახე შენი თავი, ჩემი და არისთქო
-მგონი გემოვნება დაგიქვეითდა
-ნუ ზედმეტობ
-ეგეთი გოგო არ გამოგადგება
-აბა ვინ გამომადგება, ეგ მითხარი
-რავი, მაგაზე მილიონჯერ უკეთესი გოგოები არსებობენ...
-მაგალითად ქეთა არა?
-აი ხომ ხედავ, მე არ მითქვამს და შენით მიხვდი და აღიარე, რომ ქეთა მასზე მილიონჯერ უკეთესია...გავიქეცი ძამიკო, სანამ დროა ჭკუას მოუხმე, მალე გადის დრო, რა იცი რა მოხდება...
-რენე დაიცადეე
-გავიქეცი ჭკუით ძამიკო
-თავხედი
-მესმისსს
.........
ამ ყველაფრის მერე ორი თვე გავიდა, თითქოს ყველაფერი ჩაწყნარდა ,მაგრამ რაღაც მაინც არ მაძლევს მოსვენებას, რაღაც არც ისე კარგს ველოდები და ეგ კი მაგიჟებს...
........
-რენე შვილო
-რა მოხდა სანდრა დეიდა
-შვილო ქეთო შენთანაა?
-არა
-კარგი შვილო, გთხოვ თუ დაგირეკავს მოვიდეს მალე, ვნერვიულობ...
-კარგით არ ინერვიულოთ......
-რენე რა გჭირს რატომ გაფითრდი?
-ქეთო
-რა ქეთო, რა მოხდა შვილო, ამოღერღე...სადაა ქეთო...
-ქეთო სახლში არ არის...
-მერე რა მოხდა შვილო, ალბათ მეგობართანაა
-არა მამა, ბოლოს სამი საათის წინ დამირეკა, ახლა მოსახვევთან ვარო და 5 წუთში მივალო სახლში...ახლა ტელეფონიც გამორთული აქვს ...გავგიჟდები....
-რენე მოიცა სად გარბიხარ...
-რა მოხდა მამა...
-ლუკა მეშინია შვილო, ქეთო არ ყოფილა სახლში და რენემ მითხრა სამი საათის წინ ველაპარაკე სახლთან იყოო უკვეო, და ახლა რენე სადღაც გაიქცა გაყევი შვილო რამე არ მოხდეს
......
-რენე სად გარბიხარ...
-ვასკასთან.....
-ვასკასთან რა გინდა
-ახლა გაჩუმდი თუ დახმარება გინდა
-გამარჯობათ ვასო სახლშია?
-დიახ შვილო მობრძანდით
-არა, მადლობა, უბრალოდ რომ გამოვიდეს 5 წუთით, რაღაც უნდა ვკითხო
-ახლავე დავუძახებ შვილო
-რენე ამიხსნი, ვასოს რა კავშირი აქვს ქეთოსთან?
-ახლავე გაიგებ
-რენე ლუკა რა ხდება?
-ვასო შეგიძლია ერეკლეს ნომერი მომცე?
-რა ხდება
-ქეთოს შეემთხვა რაღაც, გული მიგრძნობს..
-კი მაგრამ ერეკლე რა შუაშია...
-იმ შუაშია, რომ ბოლო დროს ძალიან მიჩუმდა და ვხვდებოდი კიდეც, რომ რაღაც ისე ვერ იყო და ახლაც დარწმუნებული ვარ, რომ ამ ყველაფერში მისი ხელი ურევია
-ახლავე
-მისი მისამართიც მოგვეცი..
-ლუკა
-გაჩუმდი რენე
-ახლავე ლუკა
........
-თვალებზე რა გჭირს
-რა მჭირს
-ჩასისხლიანებული გაქვს ორივე თვალი , ხელებზე ისე გაქვს ძარღვები დაბერილი, კაცი იფიქრებს ცოტაც და დასკდებაო...
-არც შენ გამოიყურები უკეთესად...
-მე ისედაც ასე ვიქნები აი შენგან კი მიკვირს ...ახლა არ დაიწყო, ოჯახის ახლობელია, შენი დაქალია, მაინც ცოდვააო, თორემ ემის სულს გეფიცები, კარგად გთხლიშავ სახეში...
-აქამდე ვერ მიხვდი?
-გიყვარს ხო? გიყვარს
-კი რენე, მიყვარს, ეგ ჩურჩუტი, შტერი ბავშვი, მიყვარს
-ყველაზე ბედნიერი და ყველაზე საშინელი დღე მაქვს დღეს ........ ამ დროს შენ სიტყვებსაც ვერ აღვიქვამ, რადგან არვიცი რა ხდება ქეთოს თავს...
-ცოცხალი ვერ გადამირჩება....გეფიცები თუ აწყენინა ავკუწავ, არ დავინდობ არ მანაღვლებს რა მომივა
-როდის მიხვდი ამას ... როდის მერე ტანჯავ ქეთოს და შენ თავსაც
-ქეთოს?
-კარგი რა ისედაც არ იცი რომ ბავშვობიდან, შენს გარდა, მისთვის არავინ არსებობდა?.... როგორ შეუყვარდი მიკვირს, მართლა ბრმაა ეს სიყვარული, მართლა ბრმაა...
-მე არ ვიცოდი თუ ვუყვარდი...რაღაც გრძნობა რომ ჰქონდა კი ვფიქრობდი, მაგრამ ეს თუ სიყვარული იქნებოდა არ მეგონა....
-ახლა ყველაფერი მოგვარდეს და მერე იცოდე, გონს მოდი საბოლოოდ და ნერვები არავის დააწყვიტო, თორემ ჩემი ხელით მოგკლავ...
-გეფიცები დაიკო, ყველანაირად შევეცდები, ეს ბარიერი ბოლომდე გადავლახო, რადგან ვხვდები რომ იმ შტერის გარეშე მე ვერ ვიარსებებ
-ახლა იმდენი რამის თქმა მინდა, მაგრამ დრო არაა ...აი ლუკა ის სახლია მიდი გადმოდი
........
საბოლოოდ სად ვიპოვეთ ქეთო? საავადმყოფოში თავის ტვინის ტრამვით, ერეკლე მკლავის დაზიანებით, ფოიეში ბოლთას ცემს...აი ჩემი ძმაც გამოჩნდა, ვინ აცალა ყბა ჩამოუნგრია ერეკლეს, პოლიციაც აქაა ძლივს გააშველეს, კიდევ როგორ დიდგულობს თითქოს არაფერი დაეშავებინოს....
ოპერაცია 4 საათს გაგრძელდა, გონს როდის მოვა არავინ იცის,მაგრამ მთავარია რომ მის სიცოცხლეს საფრთზე არ ემუქრება........
ორი დღის შემდეგ პირველად გამოძრავებული ხელი რომდავინახე ჩემ ბედნიერებას საზღვარი არ ჰქონდა, აი ექთანიც გამოჩნდა...
.......
-არ ინერვიულოთ, ყველაფერი ცუდი წარსულს ჩაბარდა, ახლა რეაბილიტაციის პატარა კურსი დასჭირდება და დიდი გაფრთხილება...
-შეიძლება შევიდეთ?
-საღამოსკენ დაგრთავთ ნებას მოითმინეთ ცოტა
...
-ლუკა წადი ახლავე სახლში , რას გავხარ ვერ წარმოიდგენ....ასეთი ჭუჭყიანი და სუნიანი ცხოვრებაში არ მინახავხარ ....წადი, თორემ ავადმყოფები შეწუხდნენ, შენღა აკლდი ამ წამლების სუნის გარდა....
-ხომ შემატყობინებ რომ გამოიღვიძებს? სხვაგან უნდა შევიარო, და არ ვიცი რა დრო დამჭირდება, ამიტომ დამირეკე იცოდე...
-მაგას გამოგაპარებ? მიდი ახლა თორემ აღმომხდა სული......ფუუუ ნუ მკოცნი ახლა ისევ საავადმყოფოს საპირფარეშოში უნდა დავიბანო სახეე
-ნუ ხარ უჟმური
-ვინ მეუბნება ....მთელი ცხოვრებაა ასეთი ხარ და ახლა თურმე მე გამოვდექი...მიდი ჩქარა გაფრინდი მერანო, და მერე ისევ მოფრინდი, გვრიტი გელოდება
........
-ლევან რა ხდება
-არვი რა გითხრა ძმაო ...იძახის შეყვარებულები ვართო და ავარია მომივიდაო, ამაში დამნაშავე ვარო....
-და ქეთოს გადავარდნას როგორ ხსნის მანქანიდან?
-კარები ჩაკეტილი არ გვქონდაო და ალბათ შიშისგან გახსნაო ქეთომო...მოკლედ, სანამ ქეთო არ მოვა გონს და დალაპარაკებას ვერ შევძლებთ მანამდე უნდა მოვიცადოთ...
-კიდევ კარგი, აქ იქნება ეგ ნაძირალა
-ლუკა მისმინე
-რა ხდება
- აქ ვიღაც ჰყავს და გაშვება გვიწევს
-ამის დედაც
-არ ინერვიულო მთლად ეგეთი ჩამკვდარი ორგანო არ ვართ, მით უმეტეს მე არ დავტოვებ ამ ყველაფერს ასე
-გაიხარე ძმაო ახლა გავიქეცი, თორემ ჩემი დის თქმის არ იყოს მართლა ვყარვარ
-ვეთანხმები რენეს
....
-ლუკა სად ხარ
-გზაში ვარ რენე, რა მოხდა, რამე დაემართა ქეთოს?
-არა შე შტერო ჩქარა მოდი
-ნუ მანერვიულებ რა ხდება
-რა ხდება და შენ სახელს ბოდავს, ჩემი შტერი დაქალი, თავის მშობლებთან...
-....
-ლუკა ნუ დადებილდი ამოიღე ხმა...
-......
-ლუკააა....ვაიმე ესეც რა შტერი მყავს ღმერთო გაძლება მომეცი .....
ლუკას რეაქციაზე რა გითხრათ ...ასეთი ბედნიერი მგონი არასდროს მინახავს, ჩვენ ბავშვობას თუ არ ჩავთვლით, ასეთ სახეს მაშინ იღებდა, როცა მამა ძალიან ბევრ შოკოლადს აძლევდა დედასგან მალულად.....



№1  offline წევრი gvanciii kereselidze

Auuu ra magariaaa...gaagrdzelr da nu agvianeb raaa :*
--------------------
G.ke

 


№2  offline წევრი s.g

gvanciii kereselidze
Auuu ra magariaaa...gaagrdzelr da nu agvianeb raaa :*

დღეიდან თითქმის ყოველ დღეს დავდებ <3 love love love

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent