შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დედაჩემი წინააღმდეგია! 7


17-04-2016, 12:25
ავტორი mimimimo
ნანახია 2 285

დედაჩემი წინააღმდეგია! 7
-შენ გგავნან.. - წარბაწეულმა გახედა გაბრიელს.
-შენი ცხვირი აქვს ორივეს..
-ჰო? - თვალები გაუბრწყინდა..
-ჰო, შენ გგავს..
-ოო, ბიჭები რანაირად დამემსგავსებიან მე?! გეუბნები შენ გგავნან, ჩემი ცხვირი აქვთ მარტო!
-კარგი, ხო.. შემდეგი შენ დაგემსგავსება, - ღიმილით უთხრა და ცოლს ცხივრზე დაჰკრა თითი.
**
ისეთი საყვარელი იყო გაბრიელი მამის როლში.. ანასტასია სულ ღიმილიანი სახით დადიოდა..
დამიანე და დემეტრე..
ორივე ისეთი წყნარი იყო.
მთელი დღე ეძინათ, მხოლოდ, როცა მოშივდებოდათ მაშინ დაიწყებდნენ ტირილს.
**
ბავშვებს ვეღარ ესაუბრებოდა ისე ხშირად, როგორც ადრე.
იცოდნენ დამიანესა და დემეტრეს შესახებ, მაგრამ მილენას არავინ არაფერს ეუბნებოდა.
ლილეს პაწაწუნა 1 თვის ანამარია ჰყავს უკვე, ნინა კი 7 თვის ფეხმძიმეა და უკვე გაიბერა..
ნინა უკვე 7 თვისაა ისე საყვარლად დაბაჯბაჯებს, საერთოდ არაა პრეტენზიული და სანდროც მშვიდადაა...
ნინი კი 5 თვისაა და ნიკოს სულ დაარბენინებს, ხან რა უნდა, ხან - რა.
ნელა შემოიპარა სამთარი და გაათეთრა ყველაფერი.
მხოლოდ 1 საათით თუ გაისეირნებენ გოგონები გარეთ, შემდეგ კი ხან ერთთან იკრიბებიან, ხან - მეორესთან.
-ნინი ხვალ რას შვრები?
-არაფერს, ნუ თქვენ თუ არ მოიფიქრეთ რამე გიჟური - გაიცინა.
- ხო ვაპირებთ - მოესმა ნინას სიცილი.
-რას? - ყურები ცქვიტა ნინამ.
-მზეო, შენ დაწყნარდი, შედი ქალო ბავშვთან. - გაიცინა ნინამ.
-შენთვის დალევა არ შეიძლება - ენა გამოუყო ეკრანიდან ლილემ..
-სვანეთში რომ წავიდეთ? -უცებ მოიფიქრა ნინიმ.
-რაო? აუ, რა მაგარია... წავიდეთ.. - ლოგინზე ხტუნვა დაიწყო ლილემ.
-გოგო, ამხელა ძროხა ხარ, შვილი გყავს და ჯერ კიდევ ვერ დაჭკვიანდი? - გაეკრიჭა ნინა.
-კარგით ახლა არ დასცხოთ, - ღიმილით თქვა ნინიმ.
-როდის წავიდეთ?
-კვირას, რა.. ოღონდ თბილი ტანსაცმელი წამოიღეთ. - გააფრთხილა ნინიმ.
-ვიცით ვიცით.. -კაი წავედი მე, ანამ გაიღვიძა.
-კაი, მიდი... – ‘Skype’-ში დაემშვიდობნენ გოგონები.
ნინიმ სახლს გადახედა და სამზარეულოში შევიდა, ტორტის გაკეთება გადაწყვიტა და პროდუქტები გადმოიღო.
გემრიელი შოკოლადის დიდი ტორტი გამოაცხო. დაჭრას აპირებდა კარზე ზარი, რომ გაისმა..
-ოხ, ვინ ხარ?! რა გინდა?! უიმე, ჭამასაც არ მაცლიან, რა - აბუზღუნდა და კარისკენ წავიდა, გამოაღო და ნიკო დახვდა, ვარდებით და დიდი დათვით. - ვაიმე ნიკო.. - ცრემლიანი თვალებით შეხედა..
ნიკომ დათვი და ვარდები გვერდით გადადო და ძლიერად მოხვია მკლავები ცოლს.
-მიყვარხარ! - ჩასჩურჩულა ნინის. - დღეს 2 წელია, რაც ერთად ვართ და 1 წელი ცოლ-ქმარი. - გაუღიმა და ნელა შეეხო გოგონას წითელ ტუჩებს.
-ჩემი სიცოცხლე, - გაუღიმა და ჩაეხუტა. - ტორტი გამოვაცხე, წამო ვჭამოთ.
-მმ, ჩემი მზარეული.. - ორივე შევიდა სამზარეულოში, ნინიმ დაჭრა და დაიწყო ჭამა, ნიკომ ერთი ნაჭერი შეჭამა.
-კიდევ გინდა?
-არა, შენ ჭამე..
-მე ვჭამ ისედაც.. - გაუცინა და ჭამა გააგრძელა, ნიკო უყურებდა და ბედნიერდებოდა.. - მოდი, - ხელი მოკიდა ნიკოს.
-რა იყო? - გაკვირვებულმა შეხედა..
-ნახე.. - ხელი მუცელთან მიუტანა.
-ეე, დაგარტყა. - შეიცხადა ნიკომ.
-ჰო, - გაიღიმა ნინიმ.
-მოიცა, აი კიდევ.. - ბედნიერი უყურებდა ნინის მუცელს და თვალები უბრწყინავდა. - გტკივა შენ?
-არა, არ მტკივა.. - გაიცინა და ტორტის ჭამა გააგრძელა.
-ჩემი ბურთი.. - ტუჩები დაუკოცნა..
**
ღამით ტირილის ხმა მოსმა ნიკოს და იმ წუთასვე ჭყიტა თვალები.
-ნინი? რატომ ტირიხარ? რა მოხდა? რამე ხომ არ გტკივა სიცოცხლე? - აფორიაქებულმა დააყარა კითხვები, თან მისი ხელი ძლიერად მოიქცია თავის დიდ ტორში.
-არა, არაფერი მტკივა - სლუკუნით თვა.
-აბა რა გჭირს?
-მე.. უბრალოდ..
-რა ნინი?? ნუ მაგიჟებ.. რატომ ტირი?
-მე.. მარწყვი მინდა, - სლუკუნით თქვა და თავი დაბლა დახარა.
-ჩემი სულელი, ლამის გამაგიჟე. - ტუჩის კუთხე ჩატეხა. -მერე მაგის გამო ტირიხარ? - გაღიმებულმა ჰკითხა და თავი ააწევინა.
-მე.. აუ.. არ მინდოდა შენი გაღვიძება..არაუშავს, დაიძინე გადამივლის.. - უთხრა და ჩაეხუტა..
-კარგი, მე მოვალ მალე.
-სად მიდიხარ?!
-სიგარეტი მინდა..
-კარგი, მალე მოწიე და მოდი.. - მთქნარებით უთხრა და ბალიშს მოხვია ხელები და ჩაეძინა.
როგორ აწყენინებდა ნიკო თავის პატარა ფერიას?
ზამთრის სიცივე იდგა, ირგვლივ მხოლოდ განათებები აშუქებდა ქუჩას.. ვერავის დაინახავდი..
24 საათიან მაღაზიაში მივიდა, მაგრამ არ ჰქონდათ იქ.. მთელი თბილისი შემოიარა, მაგრამ ვერსად ნახა, ბოლოს ერთ-ერთ მაღაზიაში შევიდა..
-მარწყვი გაქვთ? - ღიმილით ჰკითხა ხანში შესულ ქალს.
-კი, გვაქვს - გაკვირვებულმა გახედა.
-მომეცით.. - თავი დაუქნია ქალმა და პატარა ყუთი მიაწოდა, სადაც მარწყვი იდო..
-კიდევ შვილო? - ჰკითხა ღიმილით.
-კიდევ 10 ცალი მომეცით. - გაუცინა.
-რა ამბავია?! - შეიცხადა ღიმილით ქალმა. - ფეხმძიმე გყავს ვინმე?!
-კი, ცოლი.. - გაუღიმა და გამოართვა, ფულიც მიაწოდა..
-შეგერგოთ, - ღიმილით დაემშვიდობა ქალი და ნიკოც სახლისკენ წავიდა..


დიდი ბოდიში დაგვიანებისთვის.
შემდეგ თავში უკვე დაბრუნდებიან საქართველოში..



Saxar sad?ase unda daikargo?agar daagvuano ra tore daviwyd wiba tavis gadakitxva momiwia
--------------------
romantikosi mwerali

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent