შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ექიმი დეტექტივი 1


17-04-2016, 22:23
ავტორი NA NO
ნანახია 3 745

ექიმი დეტექტივი


სწავლა ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო შენთვის და ამიტომაც ძალიან მიხარია სწავლის გაგრძელება საზღვარგარეთ, რომ გადაწყვიტე. გახსოვს ლილი ჰარვარდში სწავლა როგორ გინდოდა? ახლა კი ოცნება აიხდინე... პრაქტიკაზე დადიხართ ხომ ?
-კი დავდივართ... საოცრებაა იქ სწავლა, მაგრამ საპასუხისმგებლო და რთული, იცი ერთ კარდიოქირურგთან ვმეგობრობ, მისი ოჯახიც გავიცანი, რამდენიმე ოპერაციაზე დასწრეფის ნებაც დამრთო, ძალიან საინტერესოა გულზე მუშაობა, შენი თვალით ხედავ როგორ ფეთქავს იგი. ყოველთვის მეგონა, როცა ადამიანის სხეულს გაკვეთილს ან დასახიჩრებულს დავინახავდი ადგილზევე განვუტევებდი სულს, ხომ გახსოვს სისხლის დანახვაზე რეები მემართებოდა, მაგრამ ინტერესი და ცნობისმოყვარეობა შიშზე ძლიერი აღმოჩნდა, ექიმი ჯეიმსი ნამდვილი პროფესიონალია თავისი საქმის, ძალიან იშვიათად ეღუპება პაციენტი თავისი პრაქტიკის ისტორიაში სულ სამი ადამიანი ვერ გადაარჩინა, ყველაფერს აკეთებს საოპერაციო მაგიდაზეე სიკვდილს, რომ გამოგლიჯოს პაციენტის თავი. ხანდახან ისეთი თავხედი ვხდები, რომ ვეღარ ვითმენ ისე მინდა დამოუკიდებლად ოპერაცია გავაკეთო და ადამიანები გადავარჩინო, რომ წარმოვიდგენ პაციენტის ახლობლებს დამღლელი და მრავალსაათიანი ოპერაციის შემდეგ სასიხარულო ამბავს შევატყობინებ, რაღაც საოცარი გრძნობა მიპყრობს, თუმცა მეშინია...
-შენით ნამდვილად აღვფრთოვანდი ლილი, რადგან სისხლის ისე გეშინოდაა, ვინ წარმოიდგენდა შენს თავში ასეთი უშიშარი აზრების გაჩენას, კარგი მეგიბრებიც შეგიძენია ჯეიმსს ვგულისხმობ, ალბათ ბევრ რამეს გასწავლის ქირურგიაში
-კი ნამდვილად მასწავლიდა, ძალიან დიდი გამოცდილება აქვს და საოცრად ჭკვიანი ადამიანია, სამწუხაროდ გუშინ გავიგე რომ დააპატიმრეს
-ო ღმერთო ! რა საშინელება, რის საფუძველზე? რატომ დაიჭირეს? შენ არ თქვი საუკეთესო ქირურგია და კარგი ადამიანიაო?
-ხო მართალაც ასეა, ეს ამბავი არ მომწონს, ეჭვიც არ მეპარება, რომ უდანაშაულოა, ამ დღეებში უნდა გავფრინდე ბილეთები უკვე ვიყიდე, აუცილებლად უნდა გავარკვიო რა მოხდა

სამშაბათი

დილის შვიდი საათია, ჩემი რეისი მალე გაფრინდება, იმაზე ფიქრი არ მასვენებს თუ რატომ ჩასვეს ჯეიმსი ციხეში, ნეტავ რა მოხდა? დარწმუნებული ვარ გაუგებრობაა, ის ყოველთვის სუფთად აკეთებდა ოპერაციებს, გამორიცხულია რამე დარღვევა აღმოეჩინათ.

როგორც იქნა ჩავფრინდი, ახლა წასვლით ვეღარსად წავალ, სჯობს დავისვენო და ძალები აღვიდგინო ხვალინდელი დღისთვის, საქმის გამოძიებას ხვალიდან შევუდგები პირველ რიგში ჯეიმსთან წავალ, ახლა კი რამდენიმე ადგილას დავრეკავ... ჯერ ადვოკატ პიტერ კიმბელს დავურეკე, ვიფიქრე იქნებ რამე ახალი გავარკვიო თქო
-გამარჯობათ პიტერ, დიდი ბოდიში ასეთ დროს, რომ გაწუხებთ, ექიმ ჯეიმსის მეგობარი გახლავართ ლილი
-არაუშავს მისის ლილ, როთ შემიძლია დაგეხმაროთ?
-ყველაფერი მაინტერესებს, რაც საქმეს ეხება
-ალბათ გესმით მისის ლილ, რომ საქმესთან დაკავშირებული სიახლეების და სხვა ინფორმაცია კონფიდენციალურია და ასე მარტივად ვერ გაგიმხელთ, თანაც ტელეფონით
-მესმის პიტერ, თუმცა აუცილებლად უნდა ჩამახედოთ ამ საქმეში, მე უნდა ვიცოდე ყველაფერი, მისი მეგობარი ვარ და არ ვაპირებ უსამართლოდ დაისაჯოს ჯეიმსი, ამიტომ გთხოვთ რაიმე მაინც მითხრათ რაღაც გზას, რომ დავადგე
-კარგით, მაშინ ხვალ შევხვდეთ, ჩემთან მობრძანდით ოფისსში, მისამართს მოგწერთ, ყველაფერზე დეტალურად იქ ვისაუბროთ, ახლა მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ მკვლელობაში დებენ ბრალს და ამის გამო დაიჭირეს ჯეიმსი, თუმცა მე დარწმუნებული ვარ რომ სუფთაა
-მეც მჯერა მისი უდანაშაულობის, ის მკვლელი არ არის, ვერავსი გაწირავდა სასიკვდილოდ!



ძველი მაგრამ ახალი :დ შემთხვევით გადავაწყდი ძველ რვეულში დაუსრულებელია მაგრამ დავამთავრებ



№1  offline წევრი elo123

კარგია გააგრძელე

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent