შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

აჩქარებული გულისცემა (თავი მეთოთხმეტე)


18-04-2016, 08:21
ავტორი Pepper
ნანახია 2 765

ნინასთან :
სწრაფად მოვიშორე მისი ხელები და ფეხზე წამოვდექი. უკან სახლისკენ გადავწყვიტე დაბრუნება უკან არ მიმიხედავს თუმცა ვიცოდი რომ ისიც მომყვებოდა ასე ვიარეთ სახლამდე იქ მისულს კი ყველა მისაღებში დამხვდა ალეკომ ჩემს უკან მდგომი ნიკოლოზი უცნაურად აათვალიერა შემდეგ კი მანიშნა ჩემთან მოდიო. მეც გადავწყვიტე უხასიათობა არ შემტყობოდა ამიტომ შევეცადე გულით გამეღიმა ალეკოს კალთაში დავუჯექი და წინ მჯდომ წყვილებს გავუღიმე.
- სად დავბოდიალობდით ფერია ? -ჩემს კისერში თავჩარგულმა მკითხა ალეკომ -
- სანაპიროზე გავედი ბუს და მერე ბატონი ნიკოლოზიც შემომიერთდა - ღიმილით ვუპასუხე და მის ხელებს ჩემი ხელები მოვუჭირე რომლებიც წელზე მეხვეოდნენ.
- ჩემი ფერიაა - რამდენჯერმე მაკოცა ალეკომ- ისე სასტავი ძალიან უხასიათოდ ვართ რაღაც და რამე უნდა ვქნათ თორე მომწყინდა ეს ყველაფერი -
- რა იყო ნაშები მოგენატრა ? - გაიცინა გიორგიმ -
- ეგ არ მაკლია ისედაც - ეშმაკურად ჩაიცინა ალეკომ - პროსტა სასტავი გავიდეთ სადმე ჩვენს ცქნაფებთან ერთად -
- შენ ჭკვიანური აზრებიც გაწუხებს და ქალების გარდა სხვა რამეზე ფიქრობ ? - წაკბინა ქალბატონმა სოფიამ ჩემი ძმა რაზეც ყველამ ჩავიფხუკუნეთ-
- ეს ახალი თაობა რაღაცა ძალიან გაბლატავდა თუ მეჩვენება ? -სერიოზული სახით მიუტრიალდა ალექსანდრეს რომელსაც მკლავებში მოექცია ქალბატონი ანასტასია -
- კლუბში წავიდეთ რაა - თვალები ააციმციმა ლილემ. თვალებმოჭუტულმა გახედა ალექსანდრემ -
- არა ალეკო მართალია ჩვენ ამათ ასაკში კლუბში ვინ შეგვიშვებდა ახლაც ჩვენით სარგებლობენ - გაიცინა ალექსანდრემ და მის კალთაში მჯდომ ტასოს ლოყები დაუკოცნა -
- წავიდეთ მართლა ლილეჩკა. თუ რამე პრობლემაა ჩვენ აქ არ ვართ ? - მოვიდა ხასიათზე ნიკოლოზიც. მისკენ გავიხედე მისი მზერაც ჩემსკენ იყო მომართული ასე რომ მალე მივატრიალე სახე სხვა მხარეს. გოგოები ჩვენს ოთახებში შევლაგდით და მომზადება დავიწყეთ.
ანასტასიასთან :
უკვე მზად ვიყავი მოკლე ტყავის მაღალწელიანი შორტი თეთრი ქონვერსები და მუქი შინდისფერი ტოპი მეცვა. მარიამი ჯერ კიდევ მზადების პროცესში იყო ამიტომ ქვემოთ ჩავირბინე. მისაღებში მხოლოდ ალექსანდრე იჯდა რომელსაც უბრალო შავი მაიკა და მუქი ჯინსი იმდენად უხდებოდა რომ ნერწყვი მძიმედ გადავყლაპე. რომ დამინახა ფეხზე წამოდგა და ორ წამში ჩემს წინ გაჩნდა. მისი ხელები წელზე შემომხვია და ტუჩებზე დამაცხრა. გულის ცემა ამიჩქარდა. ხელები მის კისერზე მოვხვიე და მეც ავყევი კოცნაში. ბოლოს ისევ მე მოვწყდი მის ტუჩებს. თვალები ამღვრეული მიყურებდა.ის თვალებში ერთიანად ამოვიკითხე სიყვარული ვნება და უზარმაზარი სითბო. გულში თითქოს თბილი სითხე ჩამეღვარა. ხელები მის წელზე მოვხვიე და მის მკლავებში გავიტრუნე.
- ჩემი ქაჯი - თავზე მაკოცა - არ ფიქრობ რომ ზედმეტად შიშველი ხარ - სახე მისიკერდიდან ამაწევინა და თვალებში შემომხედა -
- ძალიან გთხოვ არ გინდა ეს აზიატური რაღაცეები თორე ვიჩხუბებთ - ცალი ხელით მის ლოყას მოვეფერე. ტუჩები კი მის ნიკაპს მივაკარი კოცნით ყელს ავუყევი და ბოლოს ტუჩის კუთხეში ვაკოცე. ვიგრძენი როგორ დაიძაბა მისი ხელები რომლებიც წელზე მეხვეოდნენ და როგორ აუჩქარდა გულის ცემა.
- მგონი გინდა სულ გამაგიჟო პატარა ქაჯო - ხმა დაბოხებოდა-
- სულაც არა - საყვარლად გავუცინე და კიდევ ერთხელ ვაკოცე ყელში. ცოტახანში სათითაოდ ჩამოლაგდნენ ბიჭები და ხუთ წუთში გოგოებიც უკან მოყვნენ. მარიამს თეთრი ფრიალა კაბა ეცვა და ქერა კულულები წელზე ეყარა. ლილესაც მის მსგავსად ფარფატა ყვავილებიანი კაბა ეცვა. მხოლოდ ქალბატონი სოფი იყო უზომოდ მიმზიდველი ვერ იფიქრებდი რომ სულ რაღაც 16 წლის იყო. წითელი ტანზე მომდგარი კაბა ეცვა შავი ქონვერსებზე რომელსაც ღრმა დეკოლტე ქონდა. ბიჭები გაბადრული სახით უყურებდნენ გოგოებს მხოლოდ ალეკო უყურებდა წარბაწეული ქალბატონ სოფის. ბოლოს როგორც იქნა მივაღწიეთ კლუბამდე იქ ბიჭების დახმარებით შევედით. ჩვეულებრივი კლუბური სიტუაცია იყო არაფერი განსაკუთრებული ჩვენთვის ვცეკვავდით გოგოები წვენს ვწრუპავდით ბიჭები კი სვავდნენ. ცოტახანში ტელეფონმა დაიზუზუნა მეც გარეთ გავედი და ვუპასუხე.
- სადახარ ქაჯო - ბატონი თორნიკეს ხმა ჩამესმა ტელეფონში -
- რაო თოკა შეუსრულე ნაშას და გაგახსენდი ? - წავკბინე და გავიცინე -
- ხო ფისო და ახლა შეეენ უნდა გნახო -
- კლუბში ვარ მოგწერ მისამართს -
- რა კლუბში გოგო შენ ხო კარგად ხარ - მომესმა მისი მკაცრი ხმა -
- რა გაჯუჯღუნებს ბიჭებთან ერთად ვართ გოგოები - გავიცინე -
- ვინ ბიჭებთან ერთად გოგო სულ ნუ გადამრიე - ხმას აუწია ვაჟბატონმა -
- რავი აბა ვიღაც ნაშოჩკები ავყარეთ კლუბში და - მოვიტყუე და ვეცადე არ გამცინებოდა -
- ღადაობ გოგო ? ახლავე მომწერე მისამართი ამის დ.შ სუ გაგიჟდით. ან თქვენმა ბიჭებმა როგორ გამომიშვეს - მის გაბრაზებულ და გაცეცხლებული ტონზე ლამის გამეცინა. ტელეფონი გამითიშა და მეც მაშინვე მივწერე მისამართი. უკან მოტრიალებული ალექსანდრეს მკერდს შევასკდი.
- რატო გამომეპარე ქალბატონო აქ ? თან მარტო - ხელები მომხვია წელზე -
- თოკო მირეკავდა და - გავიცინე. შევამჩნიე რომ სახე გაუმკაცრდა ალექსანდრეს -
- არ მითხრა ვეჭვიანობო ახლა - გავიცინე -
- ანუ ? - ეჭვნარევი მზერით შემომხედა -
- ანუ მე მარიამი და თორნიკე დიდი ხანია ვმეგობრობთ და მიკვირს როგორ არ იცნობ თორნიკეს მარიამის მხრიდან მაინც. ასე რომ საეჭვიანო არაფერი გაქვს - ხელებით სახეზე მოვეფერე და ლოყაზე ვაკოცე. ის იყო კიდევ უნდა მეკოცნა კლუბთან გიჟივით რომ მოაქროლდა მანქანა და იქედან გაგიჟებული თორნიკე გადმოვიდა-
- აუ მომკლავს ეს - ალექსანდრეს მკლავებში ჩავიმალე -
- რა მოხდა ? - გაეცინა ალექსანდრეს. თორნიკე კი გაგიჟებული მოვარდა და ალექსანდრესთან რომ დამინახა ადგილზე გაჩერდა წამით გააანალიზა რომ მოვატყუე და გაგიჟებული მომაჩერდა -
- მოდი ქალბატონო აქ - თვალები დამიბრიალა. საწყალი თვალებით ავხედე ალექსანდრეს რომელიც გაკვირვებული გვიყურებდა მეც და თოკოსაც - შენ საერთოდ ნორმალური ხარ გოგო ? გადამრიე კაცი. რა. ბიჭები რის ბიჭები რა აღარ ვიფიქრე. შენ კიდე მაღადავებ თურმე- გაჰკიოდა ვაჟბატონი -
- რა ხდება ტას ? - ხელები გამიშვა ალექსანდრემ -
- არაფერი ისეთი უბრალოდ მოვატყუე გოგოები ვართ კლუბში ბიჭები ავყარეთთქო და მივარდა გაგიჟებული -
- არაფერი ისეთი ხო ? - ხელში მწვდა თორნიკე და მისკენ მიმწია რაზეც ალექსანდრეს სახე დაემანჭა -
- კარგი რა თოკაა - საწყალი სახით შევხედე - ხო იცი როგორ მიყვარხარ ფისო - თვალები ავუფახურე და ჩავეხუტე -
- ნამდვილი ეშმაკი ხარ რა. ჭკუიდან ამწია და ახლა მთაფლავს. ამ ჩემს კეთილ გულს რა ვუთხარი თორე მოსაკლავი ხარ - ხელები მაგრად მომხვია და მთელი სახე დამიკოცნა. რამდენიმე წუთში ალექსანდრეს ჩახველების ხმა გავიგეთ. რომელიც გაცეცხლებული გვიყურებდა -
- ამ თოკო - მისი ხელებიდან თავი დავიხსენი -
- რაო ქაჯო ? - გამიცინა და ახლა ზურგიდან მომეკრო - რატო გვიყურებს ალექსანდრე ისე თითქოს ჩემი მოკვლა აქვს განზრახული - სიცილით თქვა თორნიკემ -
- მე და ალექსანდრე ერთად ვართ - ვთქვი და სახე პატარა ბავშვივით ამიწითლდა.
- ღმერთო ამას რას მოვასწარი ქალბატონ ტასოს კაცი ეღირსა - ხელები ცაში აღმართა ვაჟბატონმა თითქოს მართლა ღმერთია ესაუბრებოდა -
- აუ რა ცანცარა ხარ რა - თავში ხელი წამოვარტყი -
- მოგატეხავ ხელებს- შემომიბღვირა ალექსანდრეს მხარზე ხელი დაჰკრა - გაძლებას გისურვებ ძმაო - გაეიცინა და კლუბში შევარდა -
- არანორმალური - გამეცინა -
- ძალიან უყვარხარ როგორც ჩანს - ამდენი ხნის მერე ძლივს გაეღიმა ალექსანდრეს -
- ისევე როგორც მე დამიანეს და ნიკოლოზის შემდეგ ყველაზე ძვირფასი ბიჭია ჩემთვის - გულწრფელად გამეღიმა -
- და მე ? - საყვარლად გამეკრიჭა ვაჟბატონი -
- და შენ ყველაზე სიმპატიური მყავხარ დედამიწის ზურგზე - გამეცინა სწრაფად ვაკოცე და კლუბში შევათრიე. არაჩვეულებრივი დრო გავატარეთ კლუბში. ჩემთვის ძვირფასი ადამიანები ყველა ერთად იყვნენ ერთობოდნენ და ვხვდებოდი რომ ეს დასაწყისი იყო ჩვენი მეგობრობის. მხოლოდ ნიკოლოზი და ნინა უბღვერდნენ ერთმანეთს. ხანდახან კი ალეკო და სოფი კინკლაობდნენ. ისე გავიდა ორი კვირა ვერც კი გავიგეთ. არაჩვეულებრივი დრო გავატარეთ ბათუმში ყველამ ერთად. საუკეთესო მოგონებები დაგვრჩა თითეულ ჩვენგანს. ზაფხული უკვე გავიდა და სწავლაც ხვალ გვწეყება. მე და მარიამი აჟიტირებული ვართ ვინაიდან სოფი ნინა და ლილეც ჩვენს სკოლაში გადმოვიდნენ. რაც მაბედბიერებს. თუმცა ეს წელი ხუთივე ჩვენგანისთვის საშინლად დაძაბული იქნება ხომ გაგიგიათ აბიტურიენტებს კლავსო. ალექსანდრესთან ურთიერთობა უფრო დამითბა მეტად გახსნილები ვართ ერთმანეთთან და ენა კიდევ უფრო შემაჩვიე რის გამოც ხშირად მსჯის ხოე ბატონი ალექსანდრე ჩემთვის მეტად საყვარელი მეთოდით_კოცნით.
მარიამთან :
და აი ეს საძაგელი დღეც გათენდა. ძლივს წამოვწიე თავი ლოგინიდან სწრაფად მოვწესრიგდი სააბაზანოში და გუშინდელი არჩეული შავი შარვალი და თეთრი პერანგი სწრაფად მოვირგე ტანზე ფეხზე კედები ამოვიცვი. ქერა კულულები კოსად ავიკეცე ჩანთას ხელი დავავლე და ოთახიდან გავედი. სამზარეულოში მოფუსფუსე დედიკოს ლოყაზე ვაკოცე და ვაშლი ავაცალე ხელიდან.
- უნდა ჭამო ქალბატონო მარტო ვაშლი არ გეყოფა მთელი დღე - გამიცინა დედამ და მწვანილის ჭრა გააგრძელა -
- იცი დედიკ.- რაღაცის თქმა მინდოდა მაგრამ ტელეფონის ზარმა გამაეყვეტინა. სახეგაბადრულმა ვუპასუხე ტელეფონს როცა დამიანეს ფოტო ამომიხტა ეკრანზე - წავედი დე ლოყაზე ვაკოცე საყვარელ დედას და სამზარეულოდან გავედი -
- მომიკითხე დამიანე - სამზარეულოდან გამომძახა დედამ- სწრაფად ჩავირბინე სადარბაზოს კიბეები და სადარბაზოს წინ მდგომ დამიანეს სწრაფად მოვეხვიე -
- ჩემი პატარა - ლოყები დამიკოცნა დამიანემ და მისი მანქანის კარები გამიღო -
- რატო არ მაკოცე ? - გაბუტულმა ქვედა ტუჩი გადმოვაბრუნე. დამიანემ მანქანა დაძრა -
- დარწმუნებული ვარ არ გინდა მთელმა სადარბაზომ იჭორაოს შენზე. ხოდა მაგ ტუჩებს მასე საყვარლად ნუ ბრიცავ თორე მოგაჭამ იცოდე - გამიცინა ჩემი ხელი მის ხელში მოათავსა და მისი გავარვარებული ტუჩები მომაკრა ხელის გულზე. -
- მიყვარხარ- მისკენ გადავიხარე და ყელზე ტუჩები მივაკარი -
- პატარავ კი სასიამოვნოა ეს ყველაფერი მაგრამ იცოდე ძალიან ახალგაზრდა ვარ სიკვდილისთვის ისევე როგორც შენ ასე რომ მოისვენე - გამიღიმა და კიდევ ერთხელ მაკოცა ხელისგულზე. მალევე მივედით სკოლასთან. გადმოვედი და დამიც გადმომყვა გოგოები უკვე მოსულიყვნენ და შესასვლელთან მელოდებოდნენ.
დამიმ ხელები მომხვია წელზე ტუჩებზე დამაცხრა ბოლოს ძლივს მოვშორდი გოგოებს ხელი დაუქნია მანქანაში ჩაჯდა და სწრაფად გაუჩინარდა. ერთიანად ბედნიერი და გამოთიშული შესასვლელისკენ მივედი და გოგოები გადავკოცნე.
- ჩამოფრინდი ქალბატონო დედამიწაზე - სიცილით ჩამკიდა ხელი ტასომ და კლასისკენ გამაქცუნა. გოგოებიც უკან მოგვდევდნენ სიცილით.
კლასში შესულს ეგრევე თორნიკე მოგვხვდა თვალში. მივესალმოთ მერე გოგოებს კლასელები გავაცანით და მტანჯველი გაკვეთილები დაიწყო. პირველი დღე ყველა როგორც ყველა სკოლაში უაზრო ლაპარაკDი გავატარეთ. 2 საათისკენ მოვრჩით გაკვეთილებს და გარეთ გამოვვარდით.
თორნიკემ ძლივს გამოაღწია ჩვენამდე.
- აუ შეჭამეს ამათი დ.შ მე რაა - თქვა გაღიზიანებულმა -
- ვაუ ფისო როდის მერე ამბობ უარს გოგონებზე - გაიცინა ტასომ და ჩაეხუტა -
- მაღიზიანებს უკვე - ხმა მოულბა და ისიც ჩაეხუტა ტასოს -
- აუ მშია - დაიწუწუნა ნინამ -
- მეც - ამოიწრიპინა ლილემ და საყვარლად გადმოაბრუნა ტუჩები -
- ჩემთან წავიდეთ ყველა მერე რა პრობლემაა და ვჭამოთ - გაიცინა ტასომ. -
- აუ ნაყინებიც ვიყიდოთ - დაიწუწუნა სოფიმ -
- ჭამაში მაჯობებთ მგონი - გაეცინა თოკოს და ყველა ავყევით. თორნიკეს მანქანაში თავისუფლად ჩავეტიეთ რომელი მსუქნები ჩვენ ვართ და ტასოს სახლში წავედით.
ტასოსთან :
სახლში მივედით თუ არა გოგონები სამზარეულოში შეცვივდნენ. მე და თოკო კი სიცილით შევყევით.
- მარტო ხარ ტას სახლში ? - წარბები აათამაშა სოფიმ -
- ხოო. ჩემები ორი კვირით გერმანიაში წავიდნენ - დამწუხრებულმა ვთქვი -
- მერე რა გაწუწუნებს ფისო აქ არა ვართ ? მე დავრჩები თუ გეშინია - გამიღიმა თოკომ და ერთი ხელის მოსმით კალთაში ჩამიჯინა-
- ვატყობ ვიღაც იეჭვიანებს - გაიცინა მარიამმა -
- ჩემ ძმას გულისხმობ ? - პირგამოტენილმა იკითხა ლილემ რაზეც ყველას გულიანად გაგვეცინა-
- ჯერ ჭამე და მერე ილაპარაკე არ გასწავლეს პატარავ ? - ენა გამოუყო თორნიკემ -
- გაწუხებ ? - იკითხა თვალები ამღვრეული ლილემ -
- შენ როგორ უნდა შემაწუხოს? სულ ვერ ვგრძნობ შენს არსებობას - თვალი ჩაუკრა თოკომ საპასუხოდ კი ჩემგან მწარე მუშტი მიიღო მუცელში. ხოლო თვალებაცრემლებულმა მალევე დატოვა სახლი და სოფიც უკან მიყვა.
- იდიოტი ხარ რა გინდოდა - გაბრაზებულმა შევუღრინე თოკოს -
- კარგი რა იტირებს და მოვა ხასიათზე - ვითომც არაფერიო ისე ჩაილაპარაკა -
- რო არ გიცნობდე უგულო მეგონებოდი - შევუბღვირე თოკოს და მისი კალთიდან წამოვდექი -
- უზრდელი ხარ - შეუბღვირა მარიამმა -
- შენც ხო არ დაამატებდი რამეს ქალბატონო ნინა - გაეცინა თოკოს -
- მე წავალ ჯობს - ჩანთა აიღო ნინამ -
- მოიცა ნინ მეც მოვდივარ დამი მელოდება გარეთ - სწრაფად გადაგვკოცნა მარიამმა თორნიკეს კი ხელი მოაგლიჯა ისე უბრწკინა -
- ველური - დაიღრინა თორნიკემ -
- თორნიკე რა გჭირს ? რა ბავშვივით იქცევი ? რა საქციელი იყო ახლა ეს. რატო აატირე ლილე ? ვიცი რომ გოგოებს არ წყალობ და ფეხებზე გკიდია მათი გრძნობები მაგრამ უსამართლოდ არ უნდა მოექცე ისეთ გოგოებს რომლებიც იმ შენ ნაშებს არ გვანან. - შევუღრინე და მაგიდის ალაგება დავიწყე -
- გამებუტე ? - მითხრა მას შემდეგ რაც სამზარეულო მივალაგე -
- ნუ აციმციმებ მაგ თვალებს. უბრალოდ დაფიქრდი ხანდახან. მითუმეტეს ახლა რა გააკეთა ისეთი ლილემ ? -
- არაფერი უბრალოდ მაღიზიანებს. ზედმეტად ბავშური გოგოს როლს რომ თამაშობს. გეგონება უმანკო კრავია. - ჩაილაპარაკა გაღიზიანებულმა -
- შენ მგონი რუსეთში ტვინი გამოგირეცხეს და მე არ ვიცი -
- კარგი ნუ მებუტები ქაჯო. წამო ფილმს ვუყუროთ რამეს - ხელები მომხვია და მისაღებში გავედით. რაღაც საშინელებათა ფილმი აარჩია ჩვენც სიამოვნებით ვუყურებდით ტელეფონმა რომ დარეკა-
- ხო ალექსანდრე - ვუთხარი მას შემდეგ რაც სამზარეულოში გავედი -
- რას შვები პატარავ ? -
- თორნიკე მყავს და საშინელებათა ფილმს ვუყურებთ. ჩემები ორი კვირით გერმანიაში წავიდნენ და თორნიკე დარჩება ჩემთან ეს დღეები მარტო რომ არ ვიყო - გავიცინე -
- აუცილებელია მისი დარჩენა ? - დაეჭვებულმა მკითხა - მარიამი რო დარჩეს?
- კარგი რა ალექსანდრე ისევ ეჭვიანობ თოკოზე ? - გამეცინა. ამდროს კი თოკომ გამომძახა მისაღებიდან "წვენი წამოაყოლე ფისო და მოდი მალე ჩამეხუტეო" -
- ამის მერე კიდევ მეტყვი არ იეჭვიანოვო - დაძაბულმა მითხრა ალექსანდრემ -
- კარგი რა სანდრო -
- ნუ ცდილობ მომთაფლო -
- მოდი ჩემთან არ მოგენატრე ? - გამომწვევად ვუთხარი -
- ნუ მელაპარაკები მსგავსი ტონით თორე გავგიჟდები - ვიგრძენი როგორ დაეძაბა ხმა -
- მომენატრე საან -
- ჯანდაბა ტასო - ხმაჩამწყდარმა მიპასუხა -
- შენ არ მოგენატრე სან ? - მის გამოწვევას ისევ ვაგრძელებდი -
- მოვრჩები ორ საათში საქმეებს და რომოვალ მაგისთვის გაზღვევინებ პატარა ქაჯო - გაეცინა -
- გაკოცე სან. მმმ- გავიცინე -
ტელეფონი გამითიშა. წვენი ჭიქებში დავასხი და მიბრუნებისას ეშმაკურად მოცინარი თოკო დავინახე -
- რაა ? - გავიცინე -
- მომენატრე საან - გაიმეორა სიტყვები რომლებიც რამდენიმე წამის წინ სანდროს ვუთხარი -
- საძაგელო ბიჭი ხარ რა. მისმენდი ?
- შენ არ მოგენატრე სან ? - კიდევ გაიმეორა ჩემი სიტყვები და ხარხარი ატეხა - მეცოდება ეგ ბიჭი -
- აუტანელი ბიჭი ხარ შენ - გაბუტულმა ვთქვი -
- მეც მიყვარხარ ფისო - ჩამეხუტა თავის წვენის ჭიქას ხელი დაავლო და მისაღებში გამიყვანა. ფილმის ყურება გავაგრძელეთ და მის მკლავებში ჩამეძინა კიდეც.
ნინასთან :
მარიამთან ერთად გავედი გარეთ. დამიანე სწრაფად გადავკოცნე.
- დაჯექი ნინ წაგიყვანთ - გამიცინა დამიმ -
- კარგი მადლობა - გავუღიმე და უკან მოვთავსდი. მხოლოდ ახლა გავხედე გვერდზე მჯდომ ყურებამდე გაკრეჭილ ნიკოლოზს.
- გამარჯობა ლამაზო - თვალი ჩამიკრა. ამასობაში დამი და მარიამიც მოთავსდნენ წინ. მთელი გზა ვგრძნობდი მზერას რომელიც მთელს სხეულს მიწვავდა. დამი და მარიამი თავისთვის ლაპარაკობდნენ.
- დამი სახლში არ მივდივარ და აქ გამიჩერე - ვუთხარი დამის. მანაც სწრაფად იპოვა ადგილისადაც გააჩერებდა. ორივეს დავემშვიდობე და მანქანიდან გადმოვედი. არსად არ მივდიოდი უბრალოდ აღარ შემეძლო მისი მზერის ატანა. ყველა იმას ამბობს ყველაზე მხიარული ადამიანია ნიკოლოზიო. ჩემთან რა ემართება არ ვიცი. ვერ ვხვდები რატომ ამითვალწუნა. ფიქრებში გართული მივდიოდი ისე რომ ვერც კი შევამჩნიე ჩემს წინ მომავალი ბიჭი რომელსაც შემთხვევით შევასკდი.
- მე ბოდიშით ... - ძლივს ამოვილუღლუღე -
- ბოდიში არ უშველის ამ პერანგს - დამიღრინა უცნობმა
- მე არ - არ დამაცალა თქმა-
- ლაწირაკი - გაბრაზებულმა კბილებს შორის გამოცრა -
- მემგონი გოგონამ ბოდიში მოგიხადათ ხო ? - გავიგე ნაცნობი ბოხი ხმა და უკან მივტრიალდი სადაც ძარღვებ დაბერილი ნიკოლოზი იდგა -
- შენ ვინმემ გკითხა რამე ? - აგდებულად კითხა უცნობმა. ნიკამ ჯიბეში ჩაიყო ხელი საფულიდან ფული ამოიღო და უცნობს სახეში მიაყარა-
- დარწმუნებული ვარ ეგ ფული იმაზე მეტია ვიდრე ეგ შენი საყვარელი პერანგი ღირს - გაცეხხლებულმა უთხრა უცნობს. ხელი ჩამკიდა და წინ წავიდა.
- მე მე მადლობა - ისევ ძლივს ამოვილუღლუღე-
- რისთვის - სახე მოულბა და გამიღიმა თითქოსდა წამის წინ ცეცხლს არ აფრქვევდა თვალებიდან -
- იმისთვის რომ იმ იდიოტთან დამეხმარე - გავიღიმე -
- ხოდა მაგის სანაცვლოდ რაღაც მინდა გთხოვო - თვალებში ჭინკები აუთამაშდა -
- თუ შემიძლია რამით დაგეხმარო - გულწრფელად გავუღიმე -
- მაკოცე - ეშმაკურად გაიცინა -
- მოიცა რა ? - გაოცებისგან თვალები ლამის გადმომცვივდა -
- მაკოცე აი აქ - საჩვენებელი თითი ტუჩებათან მიიტანა -
- იდიოტი ხარ - მარცხენა ხელი უნდა გამერტყა თუმცა ჰაერში დამიჭირა მეორე ხელი კი წელზე მომხვია და სწრაფად დაწვდა ჩემს ტუჩებს. ამბობენ პირველი კოცნა დაუვიწყარიაო. ნიკა კი ისე მკოცნიდა რომ ალბათ მართლა არასდროს დამავიწყდება. ტუჩები დამიბუჟდა. სხეული მომიდუნდა და მის მკლავებში გავიტრუნე. როცა მიხვდა რომ არ ვუძალიანდებოდი ორივე ხელით სახე დამიჭირა და კოცნა გააღრმავა. კოცნა იყონაზი და თბილი. ისე მკოცნიდა თითქოს რაღაც განსაკუთრებულს უფრთხილდებოდა. მე რას განვიცდიდი? თითქოს სხეული ამიფეთქდა მთელს ტანში ცხელმა ტალღამ დამიარა და უფრო ნათლად გავიაზრე ის თუ რამდენად მომწონდა ნიკოლოზი. რამდენიმე წამიანი კოცნის შემდეგ რომელიც მე საუკუნედ მომეჩვენა ნიკოლოზი მოწყდა ჩემს ტუჩებს შუბლი შუბლზე მომადო და ხმა დაბოხებულმა ამოიჩურჩულა
- პირველი კოცნის კვალობაზე არაგიშავს პატარა . დაიხვეწებიი, დრო თავზესაყრელად გვაქვს.
*****
ბოდიშით ამდენი ხანი რომ დავგვიანე ,ყველაფრის ღირსი ვარ თუმცა მრთლ ვერ მოვიცლე ^^
იმედი მაქვს დამრჩით მკითხველები



№1  offline წევრი gvanciii kereselidze

Isetiii kargiii iyooo :* sityvebd ver poulobb...gaagrdzelee da at daagvianoo
--------------------
G.ke

 


Vaike ra tkbilintavi iyoooo
agar daagviano
--------------------
romantikosi mwerali

 


№3  offline წევრი Peoplefallformysmile

იმედია შემდეგს არ დააგვიანებ , ყველა თავი დღეს წავიკითხე :დ

 


№4  offline წევრი gvanciii kereselidze

Agar agrdzelebb???

Agarrr agrdzelebb???
--------------------
G.ke

 


№5  offline წევრი gvanciii kereselidze

Auu gaagrdzelee raa :( :(
--------------------
G.ke

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent