მე მიყვარს ნიუ-ორკი! (თავი პირველი)
საუბარი ინგლისურ ენაზე მიმდინარეობდა, სხვადასხვა ასაკის ბავშვებს საქართველოს გაეროს ანსამბლიის ფარგლებში ქონდათ შეხვედრა ამერიკის საელჩოსთან. შეხვედრა საკმაოდ საინტერესო აღმოჩნდა ყველასთვის. მია გატრუნული უსმენდა საუბარს, ბოლოს ერთი კითხვაც დასვა და შესაბამისი პასუხი მიიღო. შეხვედრა ნამდვილად საინტერესო ეჩვენა, თვრამეტი წლის გოგონას რომელიც ახლახანს იდგამს ფეხს ცხოვრების ასპარეზე. თუმცა შეხვედრის ბოლოსკენ თავი შეუძლოდ იგრძნო, გაუჭირდა შენობაში გაჩეება, ბოლოს უკვე არაფერი ესმოოდა, მხოლოდ გარეთ გაამოსვლას ლამობდა, თვითონაც ვერ მიხვდა რა დაემართა, ბოლოს უჰაერობას დააბრალა და გმირულად გაძლო შეხვედრის ბოლომდე. ამ ფიქრებში გართულმა კი ვერ შეამჩნია ის გამჭოლი მზერა მთელი შეხხვედრა რომ ცდილობდა მის განგმირვას. მეამიტი გოგოსთვის რთული აღმოჩნდა ამ მზერსის დაფიქსირება. ორი კვირის შემდეგ, ბავშვები ისევ შეიკრიბნენ ამერიკის სალჩოსთან. ამ ჯერად ვიზის მოსაპოვებლად, რათა შემდეგ თავიანთი პროექტი უკვე გაეროს შტაბინაში ამერიკაში წარედგინათ. უმეტესმა მათგანმა ვიზის მოთხოვნაზე დადებითი პასუხი მიიღო და თებერვლის შუა რიცხვებისთვის ბედნიერი სახეებით ერტად შეაბიჯეს თბილისის აეროპორტში, გეზი კი რათქმაუნდა ნიუ-ორიკისკენ ქონდათ. თბილისის აეროპორტიდან აფრინდა თვიმფრინავი, მიასთვის ეს პირველი იყო და საკმაოდ ემოციურად განიცადა. ტრანზიტული გაჩერება კი დუბაიში ქონდათ, დუბაის აეროპორტში ოთხი საათი მოუწიათ გაჩერება, მთელი აეროპორტი რომ დაიარეს, დაღლილ დაქანცულები მიუჯდა ყველა ერთ მაგიდას, აი სად დააფიქსირა მმიამ იმ მზერის პატრონი, მაქსიმე. საუბარი სასიამოვნოდ მიდიოდა, ყველა ხუმრობდა, მაიმუნობდა ამასთან ყოფით თუ სხვა საჭირბოროტო თემებს განიხილავდნენ. როგორც აღმოჩნდა მაქსიმე ოცდახუთი წლის იყო, მისი ასაკკისთვის საკმაოდ სოლიდურ პოსტზე მუშაობდა და პატარა ბიჭიც ელოდა სახში, თუმც ცოლს გაშორებული იყო. ყველაას გაუკვირდა თუ როგორ მოასწო ამდენი რამ ასეთ ასაკში, მაგრამ ცხოვრება ხომ მრავაალფეროვნებითაა სავსე. როგორც კი კენედის აეროპრტისკენ აიღეს გეზი მაქსიმეს ასაკი და ცხოვრება ყელას გადაავიწყდა და მოემზადეს ჯერ დამღლელი ფრენისთვის და შემდეგ უკვე სანუკვარ ქალაქთან შესახვედრად. სიხარულით ახსავსემ დატოვა აეროპორტი მიამ და ბავშვებმა, ბარგი ყვითელ ტაქსებში ჩაალაგეს და სასტუმროსკენ აიღეს გეზი. სიხარულით შეხტა მია ოთახში, ფრენისგან გამოწვეული დაღლილობა სადაც ჯანდაბაში მოისროლა, მის ოთახის მეგობრებს გვანცას, ნატასა და თეოს შეუთანხმდა რომ პირველი ის იბანავეებდა, იბანავა შემდეგ სხვებსს დაუთმო აბაზანა, სუფთა ტაანისამოსი მოირგო და სასტუმროს ჰოლისკენ გასწიეს ერთად გოგონნებმა, ბიჩეი რათქმაუნდა უკვე კარგახანია ელოდნენ, ერთად გააისეირნეს ღამის ნიუ-ორკში. მათი სასტუმრო ვალ სტრიტზე მდებარეობდა, ირგვილივ უამრავი რამ იყო სანახავი, შეეცადნენ უცებ აეთვისებინათ არემარე, საკმაოდ ბევრი ისეირნეს და შემდეგ სტრაბაქსის ყავით ხელში სახლისაკენ გამოუყვნენ გზას, დასაძინებლად. მომდევნო ხუთმა დღემ ისე განვლო გოგოები და ბიჭებბი ერთმანეს იშვიათად ეყრებოდნენ. გოგოებმა არცერთ მაღაზია და ღირშესანიშნაობა არ დატოვეს მოუნახულებელი მანჰეტენის ქუჩებში, სეირნობდნე ყიდულობდნენ ათასგვარ ნივთს და ბედნიერები იყვნენ ყოველი დღით. ერთ მშვენიერ დღეს ბექამ და მაქსიმემ გადაწყვიტეს გაეგოთ როგორ იყვნენ გოგოები და მათი ოთახისკენ აიღეზ გეზი, ფრთხილად დააკაკუნეს, კარი ნატამ გააუღო, მია კი ლოგინში ნებივრობდა, ბიჭები რომ დაინახა შეიშმუშნა და გადატრიალდა. მაინც რა იგრძნო მაშინ მაქსიმემ? ვინ იცის? იკნებ და სწოორედ მაშინ ჩაეღვარა დიდი სითბო ან უფრო ვნება მიას მიმართ... ის დღე ბოლო დღე იყო ვალ სტიტზე, და მათი ვოიაჯიც სრულდებოდა. დრო მოდიოდა ის საქმისთვის მიეხედათ რომელისთვისაც ჩამოვიდნენ, სწორედ ამიტომ ახალ სასტუმროში უნდა გადასულიყვნენ, კონკრეტულად პროექტის მონაწილეებისთვის რომ იყო განკუთვნილი. ბოლო საგამო კი ნამდვილად დასამახსოვრებელი აღმოჩნდა, შუაღამისას სიგნალიზაცია ჩაირთო, შეშინებული გოგოები კივილ კივილით წამოხტენ აუცილებელ ნივთებს ხელი დაავლეს და გიჯივით გაიქცნეენ ქვევით. ცოტახანში ბიჭებიც შეუერთდნენ, როგორც აღმოჩნდა განგაში ცრუ იყო. დამშვიდებულები სასტუმროს ჰოლში დაჯდნენ და აი სწროედ მაშინ იგრდძნო მიამ ის მზერა, თითქოს რომ ცდილობდა გააებურღა იგი. თუმმცა დიდი ყურადღება ამისთვის არ მიუქცევია, სხვაა იმდენი რამე ხდებოდა მის ირგვილივ ამისთვის უბრალოდ დრო არ რჩებოდა. ის ხომ მის საოცნებო ქალაქში იყო, არაჩვეულებრივ ბავშვებთან ერთად და დროს მაგრად ატარებდა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.