წყვილს უნდა დაემტკიცებინა, რომ ცოლ-ქმარია და აი, რა გააკეთა
ერთმანეთი ამერიკაში გაიცნეს, მამაკაცი დიდი ხნის მანძილზე ცხოვრობდა შტატებში, გოგონა - სწავლობდა. სტუდენტური ვიზის სამუდამოზე შესაცვლელად მათ საიმიგრაციო განყოფილებაში გასაუბრება უნდა გაევლოთ. წყვილის სიყვარულის დასამტკიცებელი პირველი მყარი არგუმენტი პირველ კლასში მიდიოდა და უკვე მეორეს დაბადებასაც ელოდნენ, მაგრამ გასაუბრების მომენტში, მიზეზთა გამო, სხვადასხვა ქალაქში ცხოვრობდნენ. იზუთხავდნენ ჩამჭრელ კითხვებზე პასუხებს: "რა ფერის კბილის ჯაგრისი აქვს თქვენს ქმარს?" და "რა ფერის თეთრეულს ატარებს თქვენი ცოლი?" ერთ დილას კი გაზეთში უჩვეულო განცხადებას წააწყდნენ, მამაკაცი 100 პროცენტით არწმუნებდათ, რომ "გრინქარდს" მიიღებდნენ. მისი აზრით, გამომკითხველები წყვილებს მოსაცდელში აკვირდებოდნენ და მათი ქცევით ხვდებოდნენ, რა ურთიერთობა ჰქონდათ მათ, - ოფიციალური თუ ფიქტიური. და არც იმის სჯეროდათ, თუ ქმარი ცოლს ყოველ წუთში ეხვეოდა და კოცნიდა. მხოლოდ ამ მოხუცმა კაცმა იცოდა, როგორ უნდა მოქცეოდა წყვილი, რომ სასურველი მოქალაქეობა მიეღოთ. და აი, დადგა გასაუბრების დღე. ჰოლში უამრავი წყვილი იცდიდა. ცოლ-ქმარი მოკრძალებულად, კუთხეში იდგა. მოულოდნელად, ცოლმა ქმარს ლოყაზე რაღაც ლაქა შეამჩნია, ქმარი ფანჯარასთან მიიყვანა, ცხვირსახოცი ნერწყვით დაასველა, მოაცილა და აკოცა. მათთვის არც ერთი კითხვა არ დაუსვამთ, ხელი ჩამოართვეს და "გრინქარდის" მიღება მიულოცეს. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.