ალქაჯი ანგელოზების სამყაროში –6–
[თავი 6] სანამ მე ტანსაცმლიანად შევდივარ წყალში და ჭუჭყს ვიშორებ, ის ზის და მიყურებს... მიყურებს ისეთი თვალებით, მგონია, რომ შიშველი ვარ... ტანზე უკვე მერამდენედ ვიხედები და ქვედა ტუჩის გადმობრუნებასაც ვბედავ. ჯერ კიდევ გუშინ ჩემმა ჩახუტებამაც კი ვერ მოალბო და ახლა რა მოვხიბლე ასე! თუმცა რომ არ მოვიტყუო, მეც პირველად შევხედე დღეს ისე, როგორც საპირისპირო სქესის წარმომადგენელს და ამ შეხედვამ ჩემში ცვლილებები გამოიწვია... სასიკეთო თუ საბოროტო, ეს კიდევ საკითხავია! –მოდი, შენი ჯერია!–ხელებგაშლილი ამოვდივარ წყლიდან და შარვლის ტოტებს ვიწურავ. –ხოო, ახლავე! ხო!–დაბნეული მპასუხობს ის და მაისურს იხდის. ო–ო! აი, ეს მესმის! მაგრამ არა, არ მესმის... მე თუ ტიტლიკანამ არ დავიბანე, რაღაც–რაღაცები არ აღვუძრა_მეთქი, თვითონ არ უნდა გაითვალისწინოს ის, რომ ქალი ვარ? თანაც მეც ყოველდღე არ ვხედავდე ასეთ ეშხიან და მხარბეჭიან მამაკაცებს... მისი ნავარჯიშები მკლავები პირდაპირ გეუბნებიან, მოგვეხვიეო... ძნელია ამას გაუძლო, ამიტომ გზაზე გადავდივარ და მოწყენილობას ვებრძვი. –შეგიძლია გამოხვიდე! უკვე ვიბანავე და ჩავიცვი კიდეც!–უკნიდან მესმის თომას სიტყვები და მისკენ ელვისუსწრაფესად ვტრიალდები. –ჰმ, ვინ გითხრა, რომ შენ გაგეცალე?–საკუთარ თავს თვითონვე ვყიდი და ამას ვერც კი ვხვდები. –შენ. –როდის?–ჩემს გონებაში ფირივით ტრიალებს დღეს მომხდარი მოვლენები. –როდის და ახლა. –ხომ გითხარი, გამოიდიოტებული კრეტინი ხარ_მეთქი!–ლოყაზე ვკოცნი ირონიის გასაღრმავებლად და... და... და... აი, რატომ ვარ ასეთი მეტიჩარა? ჩემკენ რაღაცის სათქმელად ან გასაკეთებლად იხრება, მე იმ მხარეს ვატრიალებ დამფრთხალი სახეს და სტოპ! ასე და ამრიგად ხვდება ჩვენი ტუჩები ერთმანეთს! ეწებება და მგონი უკვე ამას ჰქვია კოცნა! თომა ჩემს ზურგზე დააცოცებს ხელებს ისე, თითქოს მთელ სხეულს პირნათლად იცნობდეს. ვარდისფერ ბაგეებს თითს ვანაცვლებ და თავს უკან ვწევ. ლოყები წითლად მიელავს. ცოტაც და ნათურასავით გადავიწვები! ჰაერს ღრმად ვისუნთქავ და არეული ვსვამ კითხვას. –ეს რა იყო? –რა არა, ვინ! მე!–ცალყბად იცინის და ცდილობს, რომ შემდგომმა კოცნამ ჩემზე უფრო დიდი შთაბეჭდილება დატოვოს და იმის კითხვა აღარ დამჭირდეს, თუ რა იყო ეს... გამოსდის კიდეც! ნამდვილად გამოსდის! მზე ისე კარგად აღარ ანათებს. ქვემოთ მიცოცავს და მალე ალბათ მთასაც მოეფარება. ჩვენ უკვე დიდი გზა გვაქვს გამოვლილი, აქედან გამომდინარე უკან მალე დაბრუნებას ვერ შევძლებთ. აჩქარებულად ვიწყებთ სვლას და ჩვენ–ჩვენ ფიქრებში ვართ ახლართულნი. –რატომ მაკოცე?–მეტიჩარა ალტერეგო ჩემს ენას წინ ახტება და პირიდან გამორბის. –ალქაჯმა მაცდუნა. –და აქამდე? –აქამდე შემეძლო მისთვის წინაამღდეგობის გაწევა. ესე იგი მარტო ჩემი ''დანაშაულის'' და მოულოდნელი გამოჩენის ბრალი არ ყოფილა მისი აგრესია. და რა ჯობდა? თავიდანვე შეერთებულიყო ჩვენი ბაგეები, თუ ჯერ რაღაც წინაღობა გადაელახა? ან გადალახა, რომ? იქნებ ეს არც მოწონებაა, არც მიზიდულობა და არც არაფერი? მე ხომ არ მინდა იმედი გამიცრუვდეს... აქამდე ვფიქრობდი, რომ მხოლოდ მაშინ ვაკოცებდი ადამიანს, თუ ის დიდ მომავალს დამისახავდა, მაგრამ ამ თავგადასავალს სიყვარული ისე მოუხდებოდა, როგორც სხვა არაფერი! ინა, ნუ ქმნი ჭიანჭველისგან სპილოს! შენ ალქაჯი არ ხარ და თუ ეს ასეა, თავის მოჩვენებას არანაირი პერსპექტივა არ აქვს! ერთი რამ მაინც არის! თუ არ ვარ, ხომ შემიძლია, რომ გავხდე?! *** –მალე დაბნელდება...–თომას მხარზე ჩამოკიდებული ვჩურჩულებ. –ხო, დაბნელდება...–რაღაც გაცივებული ტონით მპასუხობს და დუმდება. ციებიანივით ვხტები გვერდით და განაპირად ვიწყებ სიარულს. ნუთუ ისევ ის თომა დაბრუნდა? ან როდის წავიდა, რომ? მისი ღიმილი თუ კეთილგანწყობად ჩავთვალე, იქნებ დაცინვა იყო? თამაშში არ ვყვებოდი და სხვა ხერხით სცადა ჩემი ჩათრევა? არა, რა უცნაურია... სამი დღის გაცნობილ კაცზე ჯერ ცუდის მეტს არაფერს ვფიქრობ, მერე მისი მზერა მავიწყებს იმას, თუ როგორ მექცეოდა აქამდე და ამის შემდეგ... მე მას ვკოცნი. უჰ, რომ დაინახოს დედაჩემმა რას ვაკეთებ მაშინ, როცა მას ალბათ მთელი ქვეყანა შეყრილი აქვს, მეხუთე სართულიდან გადახტება. შეიძლება იცის კიდეც მეწყერის შესახებ და ყველაფერს აკეთებს გზის მალე გახსნისთვის... ირგვლივ ბოროტმოქმედების სუნი რომ არ იყოს, არ ვინაღვლებდი და ლოდინს დავიწყებდი, მაგრამ... მაგრამ... მაგრამ! რა მოუთმენელი ვარ! მე მხოლოდ სამი დღეა ამ სცენარში რაც ჩავერთე, წარმომიდგენია თომა რა დღეშია... ამ მხრივ მისი გამართლებაც შეიძლება, თუმცა ცოტაც და ყველაფერი გაირკვევა! დიდი მანძილი გავიარეთ და გასასვლელი ვერ ვიპოვეთ. ესე იგი გზა პირდაპირ უნდა გავაგრძელოთ, მაგრამ ეს დღეს ვეღარ მოხერხდება. ხვალ ძებნას ისევ გავაგრძელებთ... –ინა, მე მიბნელდება თვალთ, თუ მართლა აღარ ჩანს გზა გარკვევით?–შებოჭილი ხმით მეკითხება თომა და მე ვხვდები, რომ საუბარი მხოლოდ აუცილებლობის გამო წამოიწყო. –არა, ნამდვილად ღამდება.–შიში მიკენწლავს გულს, მაგრამ თავს იმით ვიმშვიდებ, რომ მარტო არ ვარ იმ დღევანდელივით.–ვილაპარაკოთ რა... –აბა, ალქაჯებს არაფრის ეშინიათო?–ალქაჯობის ბრალდებას არ მხსნის ის. –შენ ცდები, ანგელოზო! ეს შენნაირებს არ ეშინიათ არაფრის, რადგან თავიანთი თავის რწმენა აქვთ. ალქაჯებს კი არაფრის სწამთ სისხლის და უბედურებების გარდა.–ვეკამათები და ცალ ფეხზე ფეხსაცმელს ვიხდი. –რამე შეგერჭობა.–უდარდელი ტონით მალავს ჩემზე დარდს. –შემერჭობა და შემერჭოს! მომეხარშა ფეხები...–ხელს ჰაერში ვიქნევ და მერე უცებ სწრაფად ვიდებ უკვე გამშრალი მაისურის ჯიბეში. აღიარებაც კი მრცხვენია, მაგრამ შემეშინდა, რომ ღამე ხელს მომჭამდა. –როგორც ჩანს ჩემი გამოთვლები არასწორია. მეგონა შვიდ საათზე წამოგახტუნე, სინამდვილეში კი ალბათ თორმეტი საათი იყო. წინა ღამეს ხომ გვიან დავიძინეთ.–ასკვნის მამაკაცი და სიბნელეში ბრმასავით ფრთხილად დგამს თითოეულ ნაბიჯს. გულში ვეთანხმები. რამდენიმე წუთის წინ მეგონა ლაპარაკისას ისე აღარ შემეშინდებოდა, მაგრამ სიჩუმეში ყოფნა მირჩევნია, ჩქამიც რომ არ გამომეპაროს. –თომა, რა გჭირს? ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს რამე საშინელება ჩამედინოს...–მისი დინჯი და გაზომილი სიარული რაღაცაზე მიმანიშნებს, მე კი ამდენი ფიქრი უკვე აღარ შემიძლია. –შენ უკვე იცი, რაც ჩაიდინე და ნუ ცდილობ მდგომარეობიდან გამომიყვანო.–ხმა ებზარება ქისტაურს, არადა ხომ ვხვდები, რაღაც სხვა ამბავია... –დილით სხვანაირად ჭიკჭიკებდი! თუ შუადღეს...–ვენთები მე.–მეგონა ცოტა დავბალანსდით, შენ კი იგივეს აგრძელებ. რაღა დარჩა? სულ მალე სახლში ვიქნებით. ხომ ხედავ არც ისეთი სულელი ვარ, როგორც გეგონა. –ხო, სულელი მე ვარ! რაც მოხდა, შენს გონებაში არ უნდა ჩარჩეს! უბრალოდ დაივიწყე! შთააგონე საკუთარს თავს, რომ ეს ხუმრობა იყო! გაუმიზნებელი მოქმედება.–აღელვებული ყვირის და მასში ჩემი სიტყვებით აღძრული ცეცხლიც ქვრება. –სულელი? ჰმ, სულელი...–ის, რაც მემართება, ამქვეყნიური მოვლენა არ არის... არ მინდა ჩავუღრმავდე იმას, თუ რა დაიშალა ჩემს ორგანიზმში... ეს გულისტკენა იყო, იმედგაცრუება, თუ ჩემი სიჩერჩეტე... სულელი არ ვარ_მეთქი... რა სისულელეა! ბიჭმა მაკოცა და მე უკვე მისი ხასიათის კონტროლი დავიწყე? რა სისულელეა! ვის არ უკოცნია ბიჭისთვის... მართლა როგორი სისულელეა! ამბიციებით ავივსე, იმ ადამიანმა რომ გამოიჩინა ჩემს მიმართ ინტერესი, ვინც სულ მამცირებდა და რაღაცაში მადანაშაულებდა.... სამაგიეროდ ახლა ისევ ის მე ვარ! ტყუილად რატომ უნდა დავცე ჩემი სიამაყე... მხოლოდ იმიტომ, რომ ერთი უბრალო კოცნის დავიწყებას მთხოვენ?! უბრალო? დიახ, უბრალო! –ინა, თომა, თქვენ ხართ?–წინიდან მესმის მამაკაცის ხმა და მხოლოდ მოგვიანებით ვცნობ ლეოს, რომელსაც ხელში სანთელი უჭირავს და პირდაპირ თვალებში გვაშუქებს მას. ^^^ ესეც თქვენი არეულობა! შემდეგი თავის სახელწოდებაა ''გრძნობებზე თამაში და სასჯელი მოთამაშეებისთვის''... ანუ სიტუაცია ძალიან, ძალიან დაიძაბება... ველი თქვენს შეფასებებს, ჩემო მკითხველებო! უყვარხართ სოფიკოს! პ.ს. ორი თავი დარჩა... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.