შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თაღლითი და მატყუარა 3

2-03-2016, 16:33
ავტორი teddy))
ნანახია 3 623

^დადა^
თავს ვაქნევ და რეზოსკენ მივდივარ:
-როგორ ხარ?-ვეკითხები მას.
-კარგად შენ?-მკითხულობს ისიც.
-კარგად! სანამ სამსახურში წავიდოდი, შემოგიარე!-ვეუბნები მას.
-გუშინ რა მოხდა?-სკამზე ჯდება.
-რა უნდა მომხდარიყო?-გვერდზე ვუჯდები მეც.
-ამ გოგოს დაუნახიხარ!-მეუბნება რეზო და გაბრაზებული სახით მიყურებს.
-ანუ გისაყვედურა! შენთან ბოდიში!-ბეჭებზე დავკარი ხელი.-მაგრამ თავის მანქანასთან კი არ მოვიდა, უბრალოდ მე მივიზიდე!-წარბებს ვათამაშებ.
-თავის თავზე შეყვარებული!-რეზო სიცილით, მომმართავს და მანქანის შეკეთებას იწყებს.
-მე წავალ, თორემ დამაგვიანდება!-ფეხზე ვდგები და მივდივარ.
***
სამსახურში შევდივარ და კართან მდგომ მიმის ვესალმები:
-გამარჯობა!-მივდივარ და უკან ვბრუნდები:-როგორ გასუქებულხარ!-ვითომდა მწუხარედ ვიძახი. მიყვარს ასეთების ნერვებზე მოშლა! მერე მთელი დღე იწუწუნებენ, დაქალებთან ,, ვაიმე, გოგო დღეს ერთმა იდიოტმა ბიჭმა, მითხრა გასუქდიო და მართლა გავსუქდი?“ ჩემთვის მეცინება და ჩემს ადგილს ვიკავებ. ახალბედა არქიტექტორი ვარ! ამას იმისთვის ვამატებ, რომ ჯოხიანი არ გეგონოთ!
-დადაა!-ჩემს წინ მჯდომი გვანცა იწელება.
-გისმენ!-ვუყურებ მას.
-გუშინ რომ კაბა მეცვა, ეგ ჯობდა თუ ახლა რაც მაცვია?-მეკითხება და ფეხზე დგება.
-რომელი დიზაინერი მე მნახეთ?!-თვალს ვაშორებ და საქმეს ვაკეთებ.
-სერიოზულად გეკითხები!-ნაწყენი სახით მიყურებს.
-გუშინ რა გეცვა არ ვიცი!-ვამბობ დაღლილი.
-მოიცა, კაცები ქალებს არ აკვირდებით?-წარბს წევს მაღლა.
-ლამაზ ქალებს კი!-ვპასუხობ და უკნიდან ლევანის სიცილის ხმა მესმის. ნეტა ამ მეტიჩარა საზოგადოებას ტვინი მისცა!

***
სამსახურის წინ ვაყენებ მანქანას და შენობაში შევდივარ:
-გააკეთე მანქანა?-მეკითხება მაიკო.
-კი, გავაკეთე!-ვუღიმი და ნაჭრებისკენ მივდივარ.
-ახლა, ამ კაბის პატრონი მოვა და აბა თქვენ იცით, მოასინჯეთ და თუ რამე დეტალის შეტანა საჭირო გახდება, მიხედეთ!-ქალბატონი თამუნა გვეუბნება და კაბაზე მიგვანიშნებს.
-კარგით!-თავს ვუქნევთ.
-მე ცოტახანი გავალ, რაღაც საქმე მაქვს!-ჩანთას იღებს და მიდის.
-მოვიდა!-თვალით მანიშნებს ყავისფერ თმიან გოგონაზე და ფეხზე ვდგებით.
-გამარჯობა!-ვესალმებით და ქალბატონი თამუნა შენობიდან გადის.
-გამარჯობა! როგორ ხართ?-გვკითხულობს სოფია.-კაბა მზად არის ხომ? ძალიან ვნერვიულობ!-იძახის კაბის პატრონი.
-კი, კი მზად არის!-მანეკენზე ჩაცმულ კაბისკენ ვიშვერ ხელს.
-რა ლამაზია!-თვალებზე ხელს იფარებს, როცა ხვდება, რომ ბედნიერების ცრემლებს გადმოყრის.
-მოვედი!-შემოდის წითური გოგონა.
-ეს ნინიაა!-გვაცნობს სოფია.
-სასიამოვნოა!-მე და მაიკო ვუღიმით.
-ეს კაბაა?-ოცდება ნინია.-რა ლამაზია! კობლიშილო, ლაშა ამილახვარი, რომ შემოგხედავს აქეთ დააბნევ!-იცინის წითური გოგონა.
-მოდი, მოისინჯეთ და მერე შევიტანოთ, რაღაც დეტალები თუ გსურთ!-ეუბნება მაიკო.
-აქეთ!-ხელით ვანიშნებ გასახდელისკენ.
რამდენიმე წუთში სოფია, გამოდის და უნდა ვაღიარო, ულამაზესი პატარძალი იქნება!
-ყველაზე ლამაზი ხარ, მთელ მსოლიოში!-ნინია დგება და ეხუტება.
-ძალიან გიხდება!-ამბობს მაიკო.
-გმადლობ!-უღიმის სოფია.
-ეს ცოტა, ხომ არ ავწიოთ?-მასთან მივდივარ და კაბაზე მივანიშნებ.
-ასე უფრო ლამაზია, მგონი! შენ რას ფიქრობ ნინია?-ეკითხება წინ მდგომ წითურს.
-მეც ასე ვფიქრობ, ძალიან გრძელი არ არის და ხელს არ შეგიშლის!-ეთანხმება ნინიაც.
-კარგით, თუ მოგწონთ შეგიფუთავთ!-ვეუბნები მე.
-დიახ, თუ შეიძლება!-ამბობს სოფია და კიდევ ერთხელ იხედება სარკეში. სოფია გასახდელში შედის და კაბას იცვლის. საპატარძლო კაბას ვიღებ და ყუთში ვდებ.
-აი, აიღეთ!-გამოვდივარ ცოტახანში.
-უღრმესი მადლობა!-ორივეს გვიღიმის სოფია.
-გილოცავ და ბედნიერებას გისურვებ!-ვამბობთ მე და მაიკო და შენობიდან გადიან.
-სამსახურს დღეს ადრე ვამთავრებთ და ჩემი მეზობლის სამსახურში წამომყვები?-მთხოვს მაიკო.
-რატომ?-ვკითხულობ მე.
-დილით გასაღები დავუტოვე და სამსახურში წაყვა!-მეუბნება ის.-მარტო წასვლა კიდევ მეზარება!
-კარგი წამოგყვები!-ვეუბნები და თვლებს ვახარისხებ.

***

სამუშაო სრულდება და გარეთ გამოვდივართ. ჩემს მანქანაში ვსხდებით და ღვედს ვიკრავთ.
-როგორ უხდებოდა დღეს, იმ გოგოს საქორწინო კაბა!-აღფრთოვანებით იძახის მაიკო.
-სოფიას ხო? მართლაც, რომ ულამაზესი იყო!-ვეუბნები მე.
-მეც მინდა ქორწილი! კი ვარ გათხოვილი, მაგრამ ერთი თაიგული ვერ უნდა მესროლა?!-უკმაყოფილო იძახის. მასზე მეცინება და ხელმარჯვნივ ვუხვევ.
-რას დამცინი? რომ გათხოვდები მიხვდები!-იბუსხება ის.
-რომ გავთხოვდები შენ გასროლინებ თაიგულს!-ვეუბნები მე.
-ნუ დამცინი!-ვითომდა გაბრაზებულ სახეს იღებს.
-სად მუშაობს შენი მეზობელი?-ვეკითხები მე.
-არქიტექტორია!-მპასუხობს მაიკო.
-ეს არის?-მივანიშნებ შენობაზე.
-ხო, ეს არის!-მანქანიდან გადადის.-შენც წამომყევი რა!
-კარგი, წამოვალ!-მანქანას ვკეტავ და შენობაში შევდივართ.
მუქ ფერებშია აქაურობა მოწყობილი. კედელთან შავი დივანი დგას, მის წინ მაგიდა, სადაც ტიტები აწყვია. კედელზე თეთრი საათი კიდია და სურათებზე გამოსახული შენობები.
-იქ არის!-წინ მიდის მაიკო და მეც მას მივყვები.
-გვანცა, ბოდიში, რომ შეგაწუხე!-უბოდიშებს მაიკო.
-მე გამყვა გასაღები და პირიქით!-ამბობს წრიპინა ხმით. უკან ვიხედები და თვალში ის თაღლითი მხვდება, რომელსაც აქ არ ველოდი! ისევ საწყის პოზიციას ვუბრუნდები, არ მინდა, რომ დამინახოს! უკნიდან ნაბიჯების ხმა მესმის და ვიმედოვნებ, რომ სხვა არის. მიახლოვდება და მხარს მკრავს. მისკენ ვიხედები და ისიც მე მიყურებს.
-შეენ? აქ რა გინდა მატყუარა?-იოცებს ის უცნობი, რომელსაც თაღლითს ვუწოდებ და მუდამ ასე დარჩება!
-შენ თვითონ რა გინდა თაღლითო? თუ კდიევ რამეს ჩადიხარ და ხელი არ შეგიშალო?!-იერიშზე გადავდივარ.
-ჩემი სახელი დადაა და ეგეთი ფორმით მომართვით ნუ შეწუხდები!-მეუბნება და მგონი ბრაზისგან ალი ამდის.
-მოვედი, დია!-ჩემთან მოდის მაიკო.
-წავიდეთ!-გვერდზე ვუვლი, ისე მივდივარ გასასვლელისკენ.
-იცნობ?-მეკითხება მანქანაში ჩაჯდომისას.
-ვის?-ვიკვირვებ მე.
-იმ ბიჭს, რომ ელაპარაკებოდი!-მეუბნება მაიკო.
-არა, საიდან მოიტანე?!-ვეკითხები მე. მაიკო აღარაფერს მპასუხობს და მეც დადაზე ვფიქრობ. უფროსწორად თაღლითზე!
მაიკო სახლამდე მიმყავს და ახლა მე მივდივარ სახლში. უკვე გარეთ ბნელა და ლამპიონები ანათებენ გზას.

***
კარებს ვაღებ და სახლში შევდივარ. სამზარეულოში შევდივარ, წყლის დასალევად. ფანჯრის რაფაზე ვჯდები და ლელას ვურეკავ:
-ჩემი გაბერილი დაქალი, როგორ არის?-ვეკითხები მას.
-ბედნიერად!-მპასუხობს მხიარულად.- შენ როგორ ხარ?
-მე კარგად! ნინას დაუძახე და ახალი ამბავი უნდა მოგიყვეთ!-ვეუბნები ლელას.
-რაა?-მეკითხება ის.
-ჯერ დაუძახე!-ვამბნობ და ლელაც ეძახის.
-რა ხდება?-მესმის ნინას ხმა.
ჩემს მანქანაზე ვუყვები და გაგრძელებაც, რომ მთხოვეს შემდეგ ყველაფერს ვამბობ.
-მანქანას ხომ არაფერი სჭირს?-მეკითხება ნინა.
-რა დროს მანქანაა, ის ბიჭი მაინტერესებს!-იცინის ლელა.
-სამჯერ შევხვდი და ყოველთვის ნერვებს მიშლის!-ვამბობ მე.
-ჩამოდი რა, ყაზბეგში!-მეუბნება ნინა.
-ჯერ არ მცალია, სამსახურის გამო ვერ წამოვალ და მერე აუცილებლად!-ვამბობ და საძინებელში შევდივარ.
-კარგი, წავედი ლუკამ გაიღვიძა!-ამბობს ნინა, თავის ლოყებგაბერილ შვილზე.
-როგორ მომენატრა!-ვეუბნები და საწოლში ვწვები.
-ხოდა, ჩამოდი!-ნინას ხმა მესმის.
-ჩამოვალ! კარგი, წავედი მეც და ხვალ შეგეხმიანებით!-მობილურს ვთიშავ და იმ თაღლითზე ფიქრს ვიწყებ, ცოტახანში კი სალანძღავ სიტყვებსაც არ ვიშურებ.

----------------------------------------------------------
ძალაინ დიდი მადლობა! ველი შეფასებებს! იმედია მოგეწონებათ!!

№1 სტუმარი Black

Kargi tavi iyo tedduniav;) <3velodebi shemdegs

№2  offline წევრი natia-natia

კარგია გააგრძელე

№3  offline წევრი mimimimo

პირველი არ ვარ, მაგრამ.. wink
ყოჩაღ პაწუკა..
პაწუკა უნდა შეგარქვა, იმიტომ, რომ პატარა თავებს დებ wink
დადა და დია მალე გააცანი ერთმანეთს..
ნუ დამტანჯე.. belay
ცოდვა დაგედება wink
'დაიდებ ცოდვასო, თუ არ მაჭმევ ცოტასო' სიმღერა, რომაა საბავშვო wink
შენ დაიდებ ცოდვასო, თყ არ გაზრდი ცოტასო wink
ძალიან კარგია!
გელოდები, წარმატებები wink feel

№4  offline წევრი teddy))

mimimimo

pirveli ar xar magram dzalian maxareb! :* damedoo da egaa :D mara agiare axla cota xo mainc gavzarde :D amit tavs ar vimartleb vici sazizgari arseba var :D gmadloob :*

Black
Kargi tavi iyo tedduniav;) <3velodebi shemdegs

dzalian didi madloba, black! <3

natia-natia
კარგია გააგრძელე

gmadlob, natia! :*

№5  offline მოდერი sopiko

სოფიოო! სოფიოოო! :-D აი, როგორ გამახარე ისიც რომ "ჩააკვეხე" ამ მოთხრობაში :-D დადა კიდევ დათას ჰგავს რაღაცით... დია განსხვავებულია... შენ ნიჭიერი! აბა, შენ იციო ♥

№6  offline წევრი mimimimo

საზიზღარი არ ხარ, საყვარელი ხარ! feel
ვაღიარებ შედარებით დიდია პაწუკ wink feel

№7  offline წევრი teddy))

sopiko
სოფიოო! სოფიოოო! :-D აი, როგორ გამახარე ისიც რომ "ჩააკვეხე" ამ მოთხრობაში :-D დადა კიდევ დათას ჰგავს რაღაცით... დია განსხვავებულია... შენ ნიჭიერი! აბა, შენ იციო ♥

diax, chveni sofiooa! :D ise mec shevamchnie, rom gavs :D tumca arasgavs meore tipsac shemovtan sul jmuxebi xo ar iknebian :D gmadloob! :*

mimimimo
საზიზღარი არ ხარ, საყვარელი ხარ! feel
ვაღიარებ შედარებით დიდია პაწუკ wink feel

usayvarlesii :D

№8  offline მოდერი bibo

თედუნიები ეხა ვნახე და სამივე სულმოუთმენლად ჩავარქკრაკეე სასწაული ხარ ვაფრენ შენზე ჩიტო ტკბილომურაბა მარწყვოოოო აი უძანმაგრესი მოთხრობაა ტორტის დიდო ნაჭეროო გაზარდე თავები და მალ მალე დადე პლიზუნიებიიიი თან სასაცილოა და ცუდად ვარ ალუჩა სიცილისგანნნნნ მალ მალე დადე ოკუნებიიი love love

№9  offline წევრი teddy))

bibo

sanam am komentars vnaxavdi shenze vfiqrobdii :D gelodebodi da dzalian gamaxaree :* dzalian didi madlobaaa <3 chemoo sayvarelooo biboo

№10  offline მოდერი bibo

teddy))

ვერ ვნახე ეტყობა თორეე ამას არ წავიკითხავდი ტორტის დიდო ნაჭერო გელი გელი მარწყვოო დიდზე დიდი თავები უმაგრესიააა love love

№11  offline წევრი teddy))

love love love

№12  offline წევრი kiko

ვაიმე ეხა დავიწყე კითხვა და ძაან მომწონს ❤ ვაპირებდი შენდეგ თავში დამეწერა მთელი აზრი მაგრამ ლაშაო ამილახვარიო და ვეღარ ვძლიე ცდუნებას :დ ძალიან კარგია. ვაიმე როგორ მიყვარხარ წინა ისტორიიდან შემოიყვანე გმირები ახალ უსტორიაში გყვარობ

№13  offline წევრი teddy))

kiko
ვაიმე ეხა დავიწყე კითხვა და ძაან მომწონს ❤ ვაპირებდი შენდეგ თავში დამეწერა მთელი აზრი მაგრამ ლაშაო ამილახვარიო და ვეღარ ვძლიე ცდუნებას :დ ძალიან კარგია. ვაიმე როგორ მიყვარხარ წინა ისტორიიდან შემოიყვანე გმირები ახალ უსტორიაში გყვარობ

chemi kikunia! Me kidev axla vnaxe sheni komentari :D miyvarxar <3

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent