შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მომავალი (თავი 2)


18-04-2016, 21:21
ავტორი daiana
ნანახია 1 438

თვალები რომ გაახილა თავიდან ოთახი ეუცხოვა,მერე ყველაფერი გაიხსენა და ცარიელი მზერა შეავლო თეთრ კედლებს .. სადამდე მივიდა .. რას არ მისცემდა ოღონდ ახლა ისევ .. ის ძველი ლილე იყოს! ცხოვრებასთან ომი წააგო .. ყველამ და ყველაფერმა გადაუარა,თავი არაადამიანად აგრძნობინა .. ყველამ! არადა ჯერ როგორი პატარა,ბავშია .. მაინც.
"იმედი პატარავ,იმედი არ დაკარგო! ყველაფერი გამოგივა"
დედის გარდაცვალებამ მისი ცხოვრება რადიკალურად შეცვალა.ყველაფერი გაუფერულდა,აზრი დაკარგა ცხოვრებამ .. ყოველ დღე მთვრალი მამა,მოწუწუნე ბებია.19 წლის გოგოსთვის ფსიქიკის განადგურებას უდრიდა ყოველივე ..
ფიქრებში იყო ჩაძირული,პალატის კარი რომ გაიღო და უცნობი განოჩნდა,ექიმთან ერთად.
-როგორ ხართ? -ზრდილობიანად მოიკითხა ექქიმმა - გაწუხებთ რაიმე? - წრიპინა აპარატის მონაცემები ჩაინიშნა.
-უკეთ ვარ - ჩახლეჩილი ხმით ძლივს საუბრობდა ..
-ყელს უნდა მივხედოთ,მკურნალობის კურსებს დღეიდან დავიწყებთ და ერთ კვირაში ყველაფერი თავის მწყობრში ჩადგება .. სხეული დაჟეჟილი გაქვს ძლიერი დაჯახების გამო ..
-არ მინდა მკურნალობის კურსების გავლა!
-როგორ თუ არ გინდა? აუცილებელია ..
-თქვენ არ გესმით .. მე ამის საშვ .. - სიტყვა უცნობის სიტყვებმა გააწყვეტინა.
-მე დავითანხმებ .. - ექიმი პალატიდან გავიდა - რატომ?
-არ მაქვს მე საშვალება .. - ლაპარაკი უჭირდა,ადვილად იღლებოდა.
-აჰ .. ესა მიზეზი? - დამცინავად გახედა,ოდნავ ტუჩის კუთხე შეარხია.
-დიახ .. და საერთოდ რატომ გადამარჩინეთ? ხომ ვკვდებოდი არა? რატომ არ მომეცი დასვენების უფლება,რატომ? - თვალებში ცრემლებმა დაიდეს ბინა.
-გითხარი აქედან რომ გახვალ,მე თვითონ მოგკლავთქო .. მომავალში!
-მომავალს ვერ დავუცდი .. - სასოწარკვეთილმა მოიძრო ხელიდან გადასხმის მილები და კათეტერის გადაგდებას შეეცადა.
"რას აკეთებ ლილე? რას?! სულ გაგიჟდი? გამოფხიზლდი ლილე!"
ბიჭი ძალიან მშვიდად უყურებდა ლილეს ისტერიკას,ღონეგამოცლილმა დაუშვა ხელები და ბალიშს მიესვენა.
-რატომ? მე რატომ? - ტიროდა,ემოციებს ვერ მალავდა.არადა ადრე ყველაზე ძლიერი გოგო იყო .. ასე ეგონა!
-მორჩი? - ცივმა ხმამ დაარღვია წამის სიჩუმე .. როგორი უხეში იყო ეს ბიჭი .. უცნობის სიუხეშემ კიდევ უფრო გაახელა გოგონა და ცრემლებს უმატა.ბიჭიც მათ სიას მიაწერა ვინ მის დამცირებას ცდილობდა,იმ გულქვა ადამიანების სიაში კიდევ ერთი ციფრი ამოქარგა.
დაწითლებული თვალებით ახედა ბიჭს,ეძებდა მის თვალებში .. რას? თვითონაც არ იცოდა ..
###
საათს რომ გახედა 12 სრულდებოდა.ექიმებს პაციენტების შემოწმება დამთავრებული ჰქონდათ .. ლილემაც მისი გეგმის განხორციელება დაიწყო.
იქვე დალაგებულ მის ტანისამოს დავლო ხელი და სხეულის გაუსაძლისი ტკივილის მიუხედავად მაინც მოირგო,გაჭირვებით.ფრთხილად გამოაღო კარი,ტერიტორია "დაზვერა",საფრთხის შეუმჩნევლობამ გაათამამა და თავისუფლად გამოვიდა პალატიდან.კაპიშონი წამოიფარა თავზე,ლიფტთან იყო მისული,მუცელზე ძლიერი ხელი რომ შემოეხვია და წამებში ჰაერში აფრიალდა.
"რაო პატარავ? გეგონა თავს დაგაღუპინებდი?!"
პალატაში სწრაფად აღმოჩნდა,საწოლზე ჩამომჯდარი.
-სად მიდიოდი? - გაცოფებული თვალები,შეუკავებელი ბრაზი.
-კიდევ ერთხელ უნდა მეცადა - ვითომც აქ არაფერიო ისე უთხრა,ამაზე ბიჭი სულ გადაირი.
-შენ გოგო ნორმალური ხარ? - უღრიალა გამწარებულმა და ისედაც სუსტ მაჯას ჩაავლო ხელი.ყვირილზე მამის უმოწყალო ცემა გაახსენდა და ტანში შიშმა ერთიანად დაუარა.ცრემლები გამოჩდნენ ლოყებზე.
-რატომ გადამარჩინე,ახლა ხომ არც მე და არც შენ არ დავიტანჯებოდით?! ყველაფერი ხომ დამთავრდებოდა .. ტანჯვას ხომ ავიცილებდი თავიდან .. - ხელი გაინთავისუფლა - გამიშვი,მაცადე მოვკვდე და დავისვენო ..
-ხომ დაგპირდი არა?! - ორი თითით დაუკავა სახე - აქედან გავალთ და შენც შენი სურვილი აგისრულდება .. -აქედან გასვლას რატომ უცდი?
-ეგ მე ვიცი - საუბარი ტელეფონი ზარმა შეაწყვეტინათ - ხო სალო .. არა მეგობართან ვარ .. კაი პონტია? არმინდა თქვენ წადით .. - ტელეფონი გათიშა,საწოლზე დააგდო თვითონ სკამზე გაწვა და თვალები დახუჭა.
"ლილე,ეგ არ გააკეთო .. ცუდი საქციელია!"
ტელეფონს დაწვდა და ბოლო შემოსულ ზარზე სავადმყოფოს კოორდინატები გააგზავნა ესემესის სახით.მეგობართან არა? ჰოდა ახლა ნახოს .. ისე მაგარ სიტვაციაშია კია.მისთვის უცხო ადამიანი უცდის მკურნალობის ფულს და სავადმყოფოდან გასვლის შემდეგ რას უზამ? - კაცმა არ იცის ..
-რა გქვია? - სიჩუმეში ბიჭის ბოხმა ხმამ გაიელვა.
-ლილე,შენ?
-ლილე .. კარგი სახელია .. - თვალდახუჭული ბუტბუტებდა.
-შენ რა გქვია? - ისევ გაუმეორა კითხვა და ხელები გულთან გადაიჯვარედინა.
-გაბრიელი - მოკლედ მოუჭრა და მაჯის საათს დახედა - როდის გათენდება .. - ჩაიბუტბუტა და ლილეს გახედა.წუთით აკვირდებოდა გოგონას დაბნეულ თვალებს,მერე ამოიოხრა და ისევ სკამზე გადაწვა.
-გაიხადე ეგ ტანსაცმელი,საწოლში ჩაწექი და დაიძინე ..
-არ მინდა ..
ისევ სიჩუმე ჩამოწვა ოთახში,გაჩერება გაუსაძლისი გახდა.ასე უაზროდ ჯდომამ ლილეც შეაწუხა და გაბრიელის მითითება გაითვალისწინა .. ოღონდ არა იმიტომ რომ მან უთხრა,შეაწუხა ასე ყოფნამ.სავადმყოფოს ხალათი ჩაიცვა და საწოლში ჩაწვა.
-აქ წოლას,ქუჩაში წოლა თუ არ ჯობდეს რა - ჩუმათ ჩაიბურტყუნა და ხელები გულზე გადაიჯვარედინა.
ისევ სიჩუმე .. მაგრამ სიჩუმე წამებში ახმაურებულმა დერეფანმა,ოთახში შემოვარდნილმა ოთხმა პიროვნებამ დაარღვია.გაგიჟებული სახეებით რომ უმზერდნენ გაოცებულ გაბრიელს და თვითკმაყოფილ ლილეს.
"ხომ გითხარი ქალბატონო ცუდი საქციელია ეგთქო? ახლა გაცოფებულ გაბრიელსც გაიცნობ"
ექთნები გაბრიელმა გაუშვა,მშვიდობა არ ინერვიულოთო.ოთხეული კი ისევ ისე გაოცებულები უმზერდნენ "წყვილს".
-ამოიღეთ ეხლა ხმა .. - დაიღრინა გაბრიელმა და საწოლს მიეყრდნო,ლილეს მტრული მზერით გადახედა და თვალებით აგრძნობინა კარგი რომ არაფერი ელოდა.
-ვაფშე აქ რახდება?
-შენ ბიჭო ნორმალური თუხარ?
-ვინა ეს გოგო? ან აქ რა გინდა?
-პრობლემა თუ გაქ უნდა დაგვიმალო?
ყველა ერთად აყაყანდა,ლილეს მათ სახეებზე ეცინებოდა მაგრამ ერიდებოდა ასე გაცინება.
-მორჩით? - ისე იკითხა ტელეფონიდან თვალები არც აუწევია.
ასე თუ ისე როგორღაც აუხსნა გაბრიელმა სიტვაცია და აყაყანებულებიც დამშვიდნენ.მალევე წავიდნენ,არ შევაწუხოთ ლილეო .. ისეთი თბილები იყვნენ უკვირდა გაბრიელს ამათთან რა უნდოდა.
-ფუ,როგორი უხეში ხარ - ჩაიბურტყუნა და ბიჭს ქვემოდან გახედა.
-ნუ მაიძულებ რაიმე გატკინო .. ისედაც ცუდად ხარ .. და საერთოდ მაგ საქციელისთვის მოგეთხოვება - ფეხზე წამოდგა,ისევ ისე მიაკრო ცივი ტუჩები შუბლთან და გავიდა.
ისევ არეული ლილე ..
გაურკვეველი მომავლის შიშით.



№1  offline წევრი kiko

ვაიმე ეს რომ არ გააგრძელო და მინიმუმ ყოველდღე არ დადო არ ვიცი რა. აუ ძაან მაგარია. და ძაან მაინტერესებს რანაირ სიკვდილს პირდება. ზოგადად ასეთი ბიჭები არ მიყვარს მაგრამ აქაურ ისტორიებში მევასებიან რა. ხომ დადებ მალე მალე?

 


№2 სტუმარი სტუმარი მარიამი

მაგარიააა დადდეე შემდეგი თავისუფალი

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent