შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უფლის იმედი....(3თავი)


18-04-2016, 21:39
ავტორი niino
ნანახია 2 513

გზაზე მიჰქროდა შავი აუდი...შუქნიშნებს არც ამჩნევდა...როგორც იქნა მიაღწია რესტორნამდე,მანქანა სწრაფად დაამუხრუჭა და ეგრევე გადმოვიდა..ეგრევე შეაჭრა რესტორანში და დაიწყო აქეთ იქით ყურება..მისკენ მომავალი გიო როცა ნახა,ბრაზისგან ხელები დაეჭიმა..
-შენ რა მოფრინავდი?ან რა სახე გაქ ტო..-გიო
-შენ რა მომატყუე? თუ ეგრეა გეფიცები აქვე გაგიფენ-ნიკა
-ეეე უჟმურო მოეშვი რაა..მართლა ზედგამოჭრილი სახელი შეგარქვა მაგ გოგომ-უთხრა გიომ მაგრამ როცა ნიკას სახე ნახა ეგრევე შეცვალა თემა
-ოო კარგი დამშვიდიი ტო,არ მომიტყუებიხარ..ჩვენ პირველი დარბაზი გვაქ დაკავებული..შენი გოგო კიდე მეორე დარბაზშია..მთელი დარბაზი აქვთ მაგათაც დაკავებული ეტყობა რაღაცას აღნიშნავენ..აივანზე ვიყავი ეგ რო ვნახე,ისიც აივანზე იყო,არ ვუნახივარ..
-გასაგებია-ნიკა
-მოიცა და რას აპირებ?ართქვა ეხლა იგივეო?
-შენ შიგ****რას ამბობ..
-აბა არაფრისთვის მოქანდი აქ და არაფრისთვის გაჩნდი აქ 5 წუთში?-გიო
-მოკლედ რა..სხვანაირად უნდა მივუდგე რა ისე არაფერი გამომივა ვატყობ-ნიკა
-დაბუნდა ძველი ნიკა-თვალი ჩაუკრა გიომ
-ო ნუ დაიწყე..მიდი მიხედე შენებს,მეც შემოიგირთდებით მალე-უთხრა ნიკამ და გარეთ გავიდა თან ტელე ამოიღო...
ნანა ამდროს თინას გვერდით იჯდა და ხალისობდა თინას რეპლიკებზე,კარგ დროს ატარებდნენ,ლანა კი არ გაჩერებულა,რამდენჯერაც მუსიკა გაისმოდა იმდენჯერ წამოვარდებოდა,ერთი-ორჯერ თინაც აიყოლია და გააგიჯა ქალი...ნანა ღიმილით უყურებდა და კარგ ხასითზე იყო..დარბაზში მიმტანი გამოჩნდა რომელსაც წითელი ვარდების უზარმაზარი თაიგული ეჭირა და თვითონ ძლივს მოსჩანდა ვარდების ფონზე,სტუმრებს ათვალიერებდა,აშკარად ადრესატს ეძებდა თვალებით,ყველა გაოცებული უყურებდა თუ ვის მიართმევდა ვარდებს,უცებ ნანასკენ წავიდა..
-ეს თქვენ მოგართვეს ქალბატონო-უთხრა და თვალისდახამხამებაში გაქრა დარბაზიდან..ნანა გაოგნებული უყურებდა წითელ ვარდებს,რომელთაც სურნელებამ თავბრუ დაახვია..ლანა ეგრევე მოქანდა მასთან და უკან თინაც მოყვა..
-ვინ გამოგიგზავნა ნანა?-კითხა თინამ
-ნანა თუ რამეს მიმალავ იცოდეეე-ლანას აღარ აცალა საუბარი ნანამ
-არვიცი ლანა,ვერ ვხვდები ვის უნდა გამოეგზავნა,იქნებ შეეშალათ...
-ულამაზესი ვარდებია,მეც მინდა ასეთი ვარდებიი,რას უყურებ გოგო ასეთი გაშტერებული,ნახე მგონი ბარათი დევს,მიდი ნახე თორე გამძვრა სული-ლანა...
-ხო მოიცა ვნახო-და ლამაზი ბარათი ამოღო ნანამ
-ულამაზესი ხარ ნანა-ეწერა ბარათში
-აშკარად არ შეშლიათ..შენი სახელი წერია,როგორ ფიქრობ ვინ შეიძლება იყოს?-თინა
-არვიცი საერთოდ ვერ ვხვდები ვინ შეიძლება იყოს-დაბნეული აცეცებდა თვალებს ნანა
-ვინც არ უნდა იყოს აშკარად ჩანს შენზე იცის რაღა-რაღაცეები,თან ვარდრბით თუ ვიმსჯელებთ უბრალო ტიპი არაა-ლანა
ნანა ხან ვარდებს შეხედავდა ხან დარბაზს მოავლებდა თვალს
-ოო ნუ იჭყლიტავ ეხლა ტვინს..გამოჩნდება აბა რა იქნება..მოეშვი და გავერთოთ რა-ლანა
-ლანა მართალია თუ თვითონ არ გამოჩნდა შენ როგორ მოძებნი..ასე რო დაელოდე.მანამ კი გავერთოთ-თინა დაემოწმა ლანას..
ნანამ ვარდები ცარიელ მაგიდაზე დადო და საცეკვაოდ გაეშურა თან კითხვა არ ასვენებდა,ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო...ცეკვავდნენ და მხიარუკობდნენ..ნანა თვალს ვარდებისკენ აპარებდა მაგრამ პასუხი არ იყო..
-აუ ლანა ვინ შეძილება იყოს შეიძლება გავგიჟდე ფიქრისგან-ნანა
-არვი ნანა აბა როგორ გითხრა..მოიცა იქნებ სოსოა?
-არა ლანასოსო მას მერე 3 ჯერ ვნახე და ჩვენს შორის ყველაფერი გარკვეული მხოლოდ ვმეგობრობთ..ის კი არა თავის შეყვარებულიც გამაცნო..ასე რომ ეგ გამორიცხე-ნანა
ორივე ჩაფიქრდა,უცებ ლანამ თვალები დააწვრილა და ნანას გახედა ეშმაკურად..
-ერთი ვიფიქრე მაგრამ ჯობია არ ვთქვა შეიძლება გიჟად ჩამთვალო ამიტომ გავჩუმდები-ლანა
-აუ მითხარი ეხლა ნუ დამაბნიე სულ-ნანა
-ჩემი აზრით ნიკამ გამოგიგზავნა-ლანა
-რაა?თითქმის იკივლა ნანამ
-კარგი გოგო რა გაკივლებს-ლანა
-არა გაგიჟდი?არმგონია ნიკა იყოს-თვალებს აცეცებდა ნანა
-მე კი მგონია და დარწმუნებულიც ვარ,რა გიკვირს მაგას ყველგან მიუწვდება ხელი,ეგ შენც მშვენივრად იცი...კარგი გოგო მასეთი დაფეთებული თვალებით ნუ იყურები-ლანა
-მადლობა როგორ გამახარე რომ იცოდე-საწყალი თვალებით შეხედა ნანამ
-კარგი კარგი მოეშვი.რა იყო უბრალოდ ვარდები გამოგიგზავნა,ეს იმის ნიშანია რომ თავაზიანობა გამოიჩინა..გამოჩნდება და თვითონ ნახავ..იმედია სკანდალს არ მოაწყობ და ტყიურივით არ მოიქცევი-ლანა
-მართლა ეგ თუ არის რა უნდა ვქნა?ნანა
-ჩვეულებრივად მოიქეცი და რაც მთავარია შიში არ დაანახო,არც ზედმეტი მოგივიდეს,ნუ თავის გატეხვას ვგულისხმობ-იცინოდა ლანა
-ოო კაი რა,ნერვები მაწყდება და შენ კიდევ ხუმრობ...დაქალიც შენისთანა უნდა-ტუჩები გაბუსხა ნანამ
-ო კაი რა გეხუმრე,მაგრამ იცოდე ჯობია ჩვეულებრივად მოიქცე და რამე ისეთი არ ქნა გაბრაზდეს და რამე დაგიშავოს,შენც იცი რა ტიპია ნიკა..-ლანა
-ხო კარგი,კარგი აღარ მინდა ამაზე..წამო რამე დავლიოთ თორე თავი ამტკივდა ფიქრისგან-ნანა
-ვაა შენ რო დალევას იძახი ესეიგი რაღაც ხდებაა-იცინოდა ლანა..
მაგიდასთან ისხდნენ როცა თინას დაქალის შვილი მივიდა მათთან და ნანას ცეკვა სთხოვა..უარის თქმას აპირებდა,მაგრამ ლანამ თვალით ანიშნა გაყოლოდა და გაყვა საცეკვაოდ..წყნარ მელოდიაზე ცეკვავდნენ თან ერთმანეთს ეცნობოდნენ..ბიჭი საკმაოდ ხუმარა აღმოჩნდა და ნანაც გულიანად კისკისებდა
-შეიძლება ეს ლამაზმანი დამითმოთ? მოესმა ნანას ხმა და ტანში გაცრა...აიხედა და ნიკა ნახა..
-რათქმაუნდა მეგობარო..აბა ნანა დროებით იმედია კიდევ გნახავ და ნიკას გადაულოცა ნანა
ნანა გაოგნებული იდგა,ნიკამ წელზე ხელი ნაზად შეუცურა და ოდნავ მიიკრა მისი სხეული,ცდილობდა არ დაეფრთხო,ნანა კიდევ დაბნეულად ყვებოდა მის მოძრაობას..ნიკამ შეამჩნია თუ როგორ დაბნეულად უყურებდა გოგონა და ჩაეღიმა....
-როგორ მოგეწონა ვარდები?-ნიკა
-მე მე...ესეიგი თქვენ ხართ..ლანა მართალი ყოფილა-თავისთვის ჩაილაპარაკა ნანამ
-კარგი ნუ ხარ ასე დაძაბული,უბრალოდ მინდოდა ბოდიში მომეხადა დაუპატიჟებელი სტუმრობისათვის-თვალებში უყურებდა ნიკა,რაზეც ნანა იბნეოდა
-გასაგებია-მხოლოდ ესღა ჩაილაპარაკა და თავი დახარა
-არ გავხარ იმ გოგოს რომელმაც თავი გამიტეხა-სიცილით უთხრა ნიკამ
-შენი ბრალი იყო,დაუმსახურებლად არაფერი გამიკეთებია,არ ვგავარ იმ გოგოს ვინც უმიზეზოდ უტეხავს თავს ვინმეს-ნანა
-აჰა დაბრუნდა ის ნანა-ეშმაკურად იღიმოდა ნიკა
ნანამ არაფერი უპასუხა,ცეკვავდნენ წყნარ მელოდიაზე,ნანას წვავდა ის ადგილი სადაც ნიკას ხელი ეხებოდა..
-მინდა იცოდე არაფერს დაგიშავებ..რაც მოხდა ცოტაც ალკოჰოლის ბრალია,ცოტაც ჩემი ასე რომ არ მინდა ჩემზე ცუდი წარმოდგენა გქონდეს და თუ გაქ ყველანაირად ვეცდები გავაქრო შენს თვალში-მშვიდად საუბრობდა ნიკა..ნანას რაღაცის თქმა უნდოდა და გადაიფიქრა,რადგან ლანას სიტყვები გაახსენდა ჩვეულებრივად მოექეციო,რომ უთხრა....
-არაფერს მეტყვი?-ნიკა
-მორჩა მელოდია..ნანამ სხვა თემაზე გადაიტანა და ეცადა ნიკასგან განთავისუფლებულიყო,ნიკამ მიუხვდა და ჩაეღიმა..
-აივანზე გავიდეთ ცოტახანი ვისაუბროთ-ნიკა
ნანა მიხვდა უარი არ გამოუვიდოდა და გაყვა..როცა ნიკა ნანასთან მივიდა ლანამ შეამჩნია ეგრევე,დააპირა კიდეც მისვლა,მაგრამ თინამ არ გაუშვა
-რა ხდება ლანა?-თინა
-ხო ვთქვი არა? ეგრევე მივხვდიი ნიკა რო იქნებოდა ვარდების ავტორი-ლანა
-ესეიგი ეს ყმაწვილია?არ ჩანს ურიგო ბიჭი-თინა
-ხო ეხ არის ეს..ახლავე ნანასთან მივალ-ლანა
-არ გინდა ნუ ჩაერევი,დააცადე ისაუბრონ-თინა...ლანამ დაუჯერა თინას მაგრამ თვალს ადევნებდა მაინც მათ...ნანა და ნიკა აივანზე იდგნენ ნანას ესიამოვნა ცივი ნიავი,რომელიც,მის თმებს არხევდა და ელამუნებოდა,ნიკა კი მას აკვირდებოდა და ჭკუიდან გადაყავდა მის ტანს,გამოკვეთილ საჯდომს თუ ლამაზ მკერდს,სახეს..,გონს მოეგო და მზერა მოაშორა..
-ნანა არ მინდა ჩემი გეშინოდეს და ასე დაძაბული ნუ იქნები,მინდა გითხრა ძალიან მომწონხარ და თავს ძლივს ვიკავებ შენი შეხებისგან,არ მინდა დაგაფრთხო,უბრალოდ შანსი მინდა გთხოვო,ულება მომცე დაგიახლოვდე,გეფიცები არაფერს დაგიშავებ...-ნიკა
-არვიცი ნიკა დაბნეული ვარ...მართალია შენნაირი ტიპები არ მომწონს დიდად,თუმცა ვერ გეტყვი ფიზიკურად არ მომწონხართქო,მაგრამ ამ უკანასკნელით არ ვსაზღვრავ ადამიანს....სიმართლე გითხრა ასე უცებ შენი ცვლილება მაეჭვებს,ვერ გენდობი და გამიგე...დრო მომეცი გთხოვ..-ნანა
-რათქმაუნდა ნანა მესმის შენი.ამიტომ არ გაძალებ და არ გაჩქარებ არაფერს...უბრალოდ შანსი მინდა,დაგანახო ჩემი თავი სხვა კუთხიდან..კარგი ახლა არ მოგაწყენ ამდენი საუბრით თავს..თან აცივდა ცოტა,შედი შიგნით და თავს გაუფრთხილდი..ნანას მიუახლოვდა და ცხელი ტუჩები ნაზად შეახო ლოყაზე.ნანას ჟრუანტელმა დაუარა..დაბნეული შევიდა დარბაზში ჯერ კიდევ არ ჯეროდა ნუთუ ეს ის უჟმური,ცხოველი და იდიოტი ნიკა იყო....ლანა ეგრევე მოვარდა და კითხვები დააყარა მაგრამ ნანას არაფერი ესმოდა...გვიანობამდე ერთობოდნენ..
-წავიდეთ გვიანია უკვე თქვა თინამ
-ხო დავიღალეთ ძალიან-ლანა
ნანამ დაავლო ვარდებს ხელი და სახლის გზას დაადგნენ..ნანა და ლანა თინასთან დარჩნენ..დაქალს ყველაფერი მოუყვა,რომელიც გაფაციცებული უსმენდა..
-ახლა მითხარი რა ვქნა ლანა?
-მე რა გითხრა გოგო,მე კი რა მთხოვს ურთიერთობას,შენი გადასაწყვეტია ნანა შენ გული როგორც გეუბნება მასე გააკეთე,ჩემი აზრი თუ გაინტერესებს მაინცდამაინც,გეტყვი რომ შანსი უნდა მისცე,ხო იცი როგორი ტიპია და უარს რო აჯახებ შეიძლება მერე სხვანაირად მოგექცეს,ასე რომ ჯობია მშვიდად მოექცე რა..რავი ასე მგონია და..რაც არ უნდა მოხდეს მე შენს გვერდით ვარ..ახლა დავიძინოთ თორემ წავიქცევი აქვე..ორივენი დაღლილები იყვნენ მაგრამ ნანას მაინც არ დაეძინა სულ ნიკაზე ეფიქრებოდა...
-რა აქვს გულში რას ფიქრობს? ამ ფიქრებში გამთენიისას ჩაეძინა...



№1 სტუმარი )))

kargiiia ase gaagrdzle da gazarde tavebi❤

 


№2 სტუმარი tamuna

Me didi imedit velodebi shemdeg tavsssss<3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent