უფლის იმედი....(8თავი)
ნანა გაოგნებული იდგა,ხმა ვერ ამოიღო დაბნეულობისგან,მერე როცა მის ირონიულს სახეს მოჰკრა თვალი,თვითონაც არ დააკლო -აქ რა გინდა?დავიჯერო ისე მოგწონს აქაურობა,რომ ისევ მოხვედი? -შენთან მოვედი ლამაზო-უთხრა ნიკამ და ადგილიდან არ დაძრულა ისე თვალი ჩაუკრა.ნანას ბრაზისგან თვალები წამოენთო -შენ მართლაც ვერ ხარ რა,რას გადამეკიდე ადამინაო,წადი აქედან ნუ მაცდენ.. -კარგი მაშინ საღამოსკენ გამოგივლი-ტუჩის კუთხე ჩატეხა ნიკამ.. -შენი თავი ვინ გგონია იდიტო,არანორმალურო,ახლავე გაეთრიე აქედან-თავს ვეღარ აკონტროლებდა ნანა..ნიკა ელვის სისწრაფით მასთან გაჩნდა მკლავებზე ხელი ძლიერად ჩასჭიდა და თავისკენ მოქაჩა -ნუ წიკვინებ რა,არაფერი მითქვამს ისეთი რაც შენთვს უცხოა,უკარებას როლს ნუ თამაშობ,არ გაგივა ჩემთან,მშვენივრად ვიცნობ შენნაირ ჩიტებს-და სახე ახლოს მიუტანა,ნანამ გაბრძოლა მაგრამ მის ძლიერ ხელებთან რას გახდებოდა -გამიშვი შე ცხოველო მტკივა-გაბრაზებულმა უთხრა თან სახე დამანჭა,ნიკამ ხელი ოდნავ უშვა,ნანამ უკან უკან იწყო სვლა,ნიკაც მიყვა ისე რომ ხელი არ გაუშვია,ზურგით მაგიდას მიეჯახა,ყრუ ტკივილი იგრძნო მაგრამ ყურადღება არ მიუქცევია,მისთვის მთავარი იყო ნიკას ხელები მოეშორებინა,რომელიც სულს უხუთავდა -არვიცოდი მაგიდაზე თუ გევასებოდა-ვნებიანად უჩურჩულა ნიკამ ნანა სიბრაზისგან,სირცხვილისგან ლამის ჩაიკეცა -გამიშვი მტკივა-უღონოდ უთხრა ნანამ,ნიკამ იგრძნო როგორ მოდუნდა და ხელი გაუშვა მაგრამ სახე ახლოს მიუტანა ისე რომ ოდნავ მის ტუჩებს შეეხო..ნანამ შეუმჩნევლად ხელი წაიღო მაგიდის უკან მდგარი ბოთლისკენ და მთელი ძალით გამოუქანა თავში,ნიკას ყრუ ღრიალი აღმოხდა და სიმწრისგან იატაკზე მუხლებით დაეცა,ნანამ დრო იხელთა და გავარდა კარებში,ლაშას ეძებდა მაგრამ ვერ ნახა ბართან, უცებ ნიკას მეგობრები შეამჩნია და პირდაპირ მივიდა მათთან -თვენი იდიოტი კაზანოვა იატაკზე გდია და მიხედეთ..ბიჭებმა ერთმანეთს დაბნეულად გადახედეს....ნანა უცებვე გამობრუნდა და ლაშას დაუწყო თვალებით ძებნა,ლანა შენიშნა მისკენ მომავალი -ნანა რა გჭირს რა სახე გაქვს,მთლად კანკალებ რამოხდა ნანა -ლანა ლაშა სად არის ვეძებ და ბართან არ დგას -აქ იყო ლაშა აი აგერ მოდის,ნანა რა მოხდა არ იტყვი? ნანამ ორივეს მოკლედ უამბო რაც მოხდა,ლაშა გავარდა ნიკასკენ,მაგრამ ნახა მის მეგობრებს როგორ გამოყავდათ ბანცალით ნიკა,რომელიც გინებით იკლებდა იქაურობას,მანქანაში ჩასვეს და მოწყვიტეს ადგილს..ლაშა გაოგნებული იდგა კარგა ხანს.. -ლანა ნანა სად არის?უნდა დაველაპარაკო,ეს რა ჩაიდინა? მაგარ შარშია შენი დაქალი ეგ იცოდე -ნანა წავიდა ლაშა -ვერ გავიგე,სად წავიდა ან ისე როგორ წავიდა რო არ მნახა -სამსახურიდან წავიდა,აქ აღარ იმუშავებს,არ დაბრუნდება-ნაღვლიანად უთხრა ლანამ..ნანა ამდროს სახლისკენ მიდიოდა ჩქარი ნაბიჯებით..სახლში როგორც კი შევიდა კარი ჩაკეტა,დიდი ჭიქით ცივი წყალი გამოცალა და ცოტა სული მოითქვა..ტელეფონი აიღო ლანასთვის უნდოდა დაერეკა,ნახა სმს მოსულიყო ლანასგან -არ ინერვიულო,დამშვიდდი აქედან პირდაპირ შენთან მოვალ.გკოცნი სააბაზანოში შევიდა იქიდან გამოსული საწოლზე დაემხო და უმალ ჩაეძინა..ნიკა საავადმყოფოდან გამოდიოდა ტკივილისგან დამანჭული სახით ჩაჯდა მანქანაში,თან წარა-მარა იგინებოდა,ბიჭები მისი შემხედვარე სიცილს ძლივს იკავებდნენ -აუ შეეშვი რა მაგ გოგოს ძმაო,რას გადაეკიდე ტო? გოგოების მეტი რაა? თუ მაგის ხელი გსიამოვნებს რო გირტყამს?-სიცილით უთხრა გიომ(მისი ერთ-ერთ მეგობარი) -აუ რა ველურია ტო,შენც დაანებე რა ხოხედავ არ გიკარებს კაზანოვა -თქვენ შიგ********* რა კაზანოვა თქვენღა მაკლდით ეხლა-ბრაზით გამოხედა ბიჭებს ნიკამ -ეგრე მოგიხსენია შენმა ველურმა რო იცოდეე(გიო) -ჰმ,ცხოველო,იდიოტო ახლა კიდევ კაზანოვა,რა სახელებს მიგონებს აღბრთოვანებული ვარ პირდაპირ..ვანახებ როგორ უნდა უკარებას როლის თამაში,ამას ვანანებ გეფიცები,ვერსად გამექცევა-და ტკივილისგან თავზე ხელი მიიდო..ბიჭებმა ერთმანეთს გადახედეს სიცილით......... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.