შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

არასდროს უშენოდ! (15)


18-04-2016, 23:33
ავტორი natia_888
ნანახია 1 902

***
- რომ დამინახე შეცბი... - დაიწყო დემეტრემ, როცა სავაჭრი ცენტრიდან გამოვედით და ტროტუარს ნელი ნაბიჯით გავუყევით... - თითქოს სხვა ვინმეს ელოდი...
- პირიქით - ცოტახნის დუმილის შემდეგ გავუღიმე. - ვისაც არ ველოდი ის მეგონე.
- რომ ჩაგეკითხო ვინთქო თავხედობაში ჩამომართმევ?
- რომ ჩამეკითხო და მეც გიპასუხო, შემდეგ უფრო მეტი კითხვა გაგიჩნდება და საბოლოოდ ისე გამოვა, ძალიან დიდი ისტორიის მოყოლა მომიწევს. თან თუ გავითვალისწინებთ, რომ იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი ვარ და ლაპარაკი ძალიან მიყვარს და თან მჭირდება კიდეც, თავს მოგაბეზრებ. ამიტომ არ ღირს.
- თუ გეტყვი რომ სიამოვნებით მოგისმენ? - თვალი თავლში გამიყარა.
- გიპასუხებ, კარგად დაფიქრდითქო.
- კეთილი... - თვალები ისე გადაატრიალა, თითქოს ღრმად ჩაფიქრდაო და წამის შემდეგ მიპასუხა. - შეგიძლია დაიწყო.
- სანდრო... - ძლივს ამოვღერღე სახელი, რომლის გაფიქრებაც მიჭირდა.
- არის ის ვინც გეგონე... - მიმიხვდა დემეტრე.
- კი სანდრო არის ისვინც მეგონე და სანდრო არის ის ვინც მთელი არსებით მიყვარს...
დემეტრეს დაწვრილებით ვუამბე ყველაფერი... სანდროს გაცნობის დღიდან, წასვლის დღემდე... როცა საუბარს მოვრჩი, პაუზით, რომელიც დემეტრეს მონაყოლის გასააზრებლად დასჭირდა, ვისარგებლე და საკუთრ თვს ვკითხე - რა დამემართა?
მე- გოგო, რომელიც ნიკასა და სალოსთანაც კი არ ვისაუბრებდი ამდენს ჩემს პირად განცდებზე, სრულიად უცხო ბიჭთან თვიდან ბოლომდე დავიცალე. და აი, სწორედ ამ დეტალში იყო საქმე. ის ფაქტი, რომ სანდრო უცხო იყო ყველაფერს აადვილებდა.
- ასე უბრალოდ ადგა და წავიდა? - მკითხა ფიქრდებიდან გამორკვეულმა დემეტრემ.
- კი და თან არა... მაგრამ ამის გაგება გაგიჭირდება, რადგან სანდროს არ იცნობ... მე კი ვიცნობ, ვიცნობ იმდენად, რომ ვხვდები მის თითოეულ ფიქრსა თუ განცდას...
- მართალი ხარ, არ მესმის... ზოგადად ძნელი გასაგებია. დათმო შენთვის ძვირფასი იმიტომ რომ გიყვარს, სამი წელი იცხოვრო ამ დათმობაში და შემდეგ ასე უბრალოდ წახვიდე.
- მიჭირს სიტყვებით ახსნა.... დარჩებოდა რომ მეთხოვა, მაგრამ ეს რაღაც, რაღაც უკმარისობა ყოველთვის ჩვენს შორის ჩადგებოდა... შეუმჩნევლად მაგრამ ჩემთვის საგრძნობლად და დამტანჯავდა აზრი, რომ სანდროს აკლდა ბედნიერებისთვის რაღაც და ამ რაღაცას ვართმევდი მე....
- კატო, სანდრო პირველია ვინც შეგიყვარდა?
- კი...
- შეგიძლიან მითხრა რაიმე ისეთი, რაც არ მოგწონდა მასში?
- ცდები... - ჩანაფიქრს ადვილად მივუხვდი. -სანდრო გაიდიალებული არ მყავს და იდეალური არც ყოფილა... ვიღცისთვის შეიძლება იყო, მაგრამ ჩემი ხასიათის გოგოსთვის არა... არ ვამბობ ნაკლი ჰქონდათქო, უბრალოდ მე სხვანაირი ვარ, ის სხვანაირი... მე რომანტიკაზე ვგიჟდები, მას კი შეიძლება სიყვარულის დღე არცკი გახსენებოდა... მე ვარდებზე ჭკუას ვკარგავ, მას კი ერთი ვარდიც არ უჩუქებია... ეს ყველაფერი მაკლდა, მაგრამ ასეთი მიყვარდა და მთავარი ესაა...
- მართლაც უზომოდ ხარ შეყვარებული... ნეტა სანდროსთნ შემახვედრა...

***

მე და დემეტრემ კიდევ დიდხანს ვისაუბრეთ... ვისაუბრეთ სანდროზე, ჩემს გეგმებზე... ვისაუბრეთ მასზე... ალბათ კიდევ გაგრძელდებოდა ჩევენი დიალოგი სალოს რომ არ დაერეკა და გაწიწმატებული ხმით არ შეეხსენებინა, ჩემთნ ამოსვლა დაგავიწყდაო.
დემეტრემ სალოს სახლამდე მიმაცილა და იმ იმედით რომ მალე ისევ მნახავდა დამემშვიდობა.
სალოსთნ შევედი თუ არა, ქალბატონმა ახალი ნაყიდი კაბა და ფეხსაცმელი ამაფარა სახეზე.
- კატ პირდაპირ მითარი, საშინელებაა? - ისე მიყურებდა, როგორც მსჯავრდებული უყურებს სასამართლოზე მოსამართლეს, რომელმაც სადაცაა განაჩენი უნდა გაასაჯაროოს.
კაბა ყურადღებით შევათვალიერე. ღვინისფერი, ამოღებული და მოკლესახელოიანი იყო... უმცროს ჩიქოვანს მუხლს ზემოთ დაადგებოდა... სადა გახლდათ და ზურგი მთლად მოშიშვლებოდა.
კაბას რომ გულდასმით მოვავლე თვლი ფეხსაცმელზე გადავერთე. შავი, სახიფათოდ მაღალი, კლასიკური, ზუსთად კაბისთვის ზედგამოჭრილი ფეხსაცმელი ეყიდა.
თვალიერებას რომ მოვრჩი, სალოს გამომცდელად ავხედე და მცირედი დაძაბულობის შესაქმნელი პაუზის შემდეგ ვთქვი...
- არაჩვეულებრივია. - სალომემ შვებით ამოისუნთქა და მეორე ოთახში თავქუდმოგლეჯილი გაიქცა, რათა ტანსაცმელი მოერგო.
მეც იქვე დივანზე ჩამოვჯექი და ვიგრძელი ამდენი სიარულისგან როგორ დავღლილვარ.
ჩიქოვანი მალევე გამოჩნდა ოთახში. მისი სილუეტი რომ ავათვალიერე, სხეულში სასიამოვნო ჟრუანტელმა დამიარა... ნამდვილ ქალბატონს გავდა, ის პატარა გოგო კი, მე რომ მახსოვდა სადღც გამქრალიყო.
სალოს მივუახლოვდი და თვალის მოუშორებლად ამოვილუღლუღე.
- ულამაზესი ხარ. - ქალბატონს თვალები გაუნათდა. - თუმცა რაღაც გაკლია. - ჩანთისკენ მივბრუნდი, რომელიც დივანზე იდო. პატარა კოლოფი ამოვიღე და მასში მოთავსებული კულონი სალოს გავუკეთე. - ახლა სრულყოფილია.
- კატ, რა ლამაზია. - ჩიქოვანმა სარკესთნ მიირბინა და პატარა, მოციმციმე ყელსაბამი შეათვარიელა.
- კი, ულამაზესაი.
- საიდან?
- სანდროს ნაჩუქარია. - სიმწრით გამეღიმა. სალოსაც სახე ეცვალა და ჩემსკენ მობრუნდა.
- კატო, რა ჯანდაბა მოხდა? - სრულიად სერიოზული ტონით მითხრა.
- წავიდა სალ... მეტი არაფერი... უბრალოდ წავიდა...
- რასქვია წავიდა? სად წავიდა? ან რატო?
- სად წავიდა თვითონაც არ იცის... რაც შეეხება რატო... იმიტო რომ ერთადგილზე მეტისმეტად დიდხანს იყო და გამოიფიტა.
- შენით გამოიფიტა? ქალით, რომელსაც სიცოცხლეს ამჯობინებდა?
- ზოგჯერ სიყვარული ყველაფერს ვერ მოგცემს სალ...
- კატო გეყოფა. - სალომ ხმა გაამკაცრა... - მე და შენ მაინც ვიცით როგორ გჯეროდა სიყვარულის... სანდროს გამო, იმ პრინცზე ყვავილებით და სერენადებით რო უნდა გაებრულებინე უარი თქვი, ახლა სიყვარულისაც აღარ გჯერა?!!
- მჯერა სალ... რათქმაუნდა მჯერა...
- იმ არაკაცის გამო - ოთახში ნიკა ისე შემოსულა და ამ ხნის მანძილზე გვისმენდა, რომ მე და სალომ ვერაფერი გავიგეთ. - ერთხელ მაინც რომ დაგინახო თვალზე ცრემლი გდის, დედას გეფიცები სადაც იქნება იქ ვიპოვნი და მწარედ ვანანებ საერთოდ შენს ცხოვრებაში რომ გამოჩნდა. - ნიკა მომიახლოვდა და მაგრად ჩამიკრა გულში.
- მე არავისგამო არ ვაპირებ ტირილს. - გაბზარული ხმით ვთქვი და მთელი ძალით მივეკარი ნიკას.

***

ემოციური დღე გამოდგა... ზედმეტად ემოციური... სახლში მისული ლოგინზე მივწექი და ფიქრს მოვყევი...
დიდიხანს ვფიქრობდი....
ვფიქრობდი წარსულზე...
ვფიქრობდი აწმყოზე...
მომავალზე ვფიქრობდი....
ვფიქრობდი სანდროს გამოჩენაზე....
ვფიქრობდი როგორ შემაყვარა თვლი...
ვფიქრობდი როგორ უცებ წავიდა ჩემგან და რამხელა ტკივილი დამიტოვა. ტკივილი, რომელის დამალვასაც ასე გამალებით ვცდილობდი....
ვფიქრობდი იმ გრძნობამდე, გულში რომ მქონდა...
ნიკას, სალომეს, დემეტრეს სიტყვებზე ვფიქრობდი....
იქნებ მართლა თავს ვიიმედებდი და არაფერი იყო ეს სამი წელი, გარდა თავგადასავლების მაძიებელი ბიჭის დღიურში ჩაწერილი კიდევ ერთი ფურცელისა... ფურცლისა, რომელიც დღეს თუ ხვალ დავიწყებას მიეცემოდა...
ბოლოს, სწორედ იმ წამს, როცა ღრმად წასულმა ამ უკიდეგანობაში, ათასგვარი აზრებისა საკუთრ თვს ვკითხე - ვუყვარდი კი სანდროს? - ტელეფონმა გაიწკრიალა... ეკრანს დავხედე და უცნობი ნომრის ქვეშ ამოვიკითხე:
„ უშენიბა უჭირს გულს... მიყვარხარ.“

***

ეს იყო პირველი საღამო, როცა დიდი ხმის პაუზის შემდეგ ისევ რაღაც სანდროსეულთან ერთად დამეძინა...
ეს იყო პირველი, და მას შემდეგ ყოველ საღამოს, ნიშნად სანდროს არსებობისა ვკითხულობდი: „მიყვარხარ“

****
ცხოვრებამ ძველებურად განაგრძო სვლა...
მე დავდიოდი უნივერსიტეტში... ვიცნობდი ახალ ახალ ადამიანებს... უფრო და უფრო მეტ დროს ვატარებდი ძველ მეგიბრებთად... დღითდღე ვუახლოვდებოდი დემეტრეს და ისიც გარკვეულ მნიშვნელობას იძენდა ჩემში...
დღითიდღე ნაკლებად მკლავდა სიცარიელის გრძნობა....
დათო და სალო ბედნიერები იყვნენ... ძლიან ბედნიერები... მათი თვალები ყველას ათბობდა ირგვლივ...
ნიკა ისევ მარტო დაეხეტებოდა და ისევ არცერთი წამით მცილდებოდა გვერდიდან...
ასე გავიდა ერთი წელი და მოახლოვდა დღე, როცა სალომე ჩიქოვანს თეთრი კაბა უნდა ჩაეცვა...
...........................
დიდიხნის პაუზისთვის ბოდიში....




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent