შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თვით ირონიავ, მე შენ მიყვარხარ (11)


18-04-2016, 23:59
ავტორი mariam-mariam
ნანახია 4 171

ზუსტად ერთი დღე გავჩერდით ამ ამბის შდემდეგ ბათუმში, მეორე დღეს კი ზუკას დაჟინებული მოთხოვნით თბილისში წამოვედით..
თითქმის ერთი კვირაა უკვე რაც თბილისში ვართ, მაგრამ ზუკასგან ერთი შეტყობინებაც არ ყოფილა...
ყოველ დღე, ყოველ წამს ტელეფონის ეკრან ვანათებდი და სასურველი ნომრის არსებობის მოლოდინში გული მეწურებოდა...
-როდემდე უნდა უყურო ეხლა ჩამქვარ ეკრანს?
თავზე წამომადგა ნინუცა და გადასაფარებელი გადამაძრო...
უსიამოვნოდ შევიშმუშნე და გვერდი ვიცვალე..
-შენი ჭირიმე რა..
ხელი ავიქნიე და ისევ მოხერხებულად დავწექი..
-აეგდე ეხლა ვატო და ნინია ჩამოდიან საღამოს და რესტორანი უნდა დავჯავშნოთ, ხალხი დავპატიჟოთ...
თითებზე ჩამოთვლა დაიწყო ნინუცამ და სავარძელში ჩაესვენა..
-ის იქნება?
ინტერესით ვკითხე და ლოგინზე წამოვჯექი..
-ვატოს მეგობარია და წესით იქნება
მობეზრებული ხმით მითხრა და ხელი ჩაიქნია..
-მოვდივარ..
წამოვიყვირე და მაშინვე სააბაზანოში შევვარდი...
ოც წუთში ორივე სამზარეულოში ვისხედით და დედაჩემის მომზადებულ საუზმეს მივირთმევდით..
-შენ გაიხარე ნინუცა ეს რო ოთახიდან გამოიყვანე, ერთი კვირაა რაც ჩამოვიდა და ოთაიდან არ გამოდის...
ხელები ჰაერში გაასავსავა და თავის საქმეს მიუბრუნდა...
-კარგი რა დედა, რა არ გამოვდივარ ხოლმე...
დასჯილი ბავშვივით ამოვილაპარაკე და ნინუცას მიშველე თვალებით გავხედე...
-მართალი ხართ მაია დეიდა, ეს კვირაა გარეთ საერთოდ არ გამოსულა..
ძლივს შეკავებული ღიმილით თქვა ნინუცამ და ჩემი სახის დანახვიას უცბ დასერიოზულდა და ვითომც არაფერი უთქვამს ისე განაგრძო ლაპარაკი...
-კარგით მაია დეიდა, ეხლა ჩვენ წავალთ თორემ ნინა მიგვასიკვდილებს...
უცებ დამავლო ხელი და გარეთ გამათრია..
მანქანამდე სულ სირბილით მიმიყვანა, გაჩერდა და ღრმაად ამოისუნთქა..
-ხო არ დაიღალე შემთხვევით?!
გულზე ხელ მიბჯენილმა ვუთხარი და სუნთქვის დარეგულირება ვცადე...
-აუ კი
სერიოზულობით მითხრა და მანქანაში ჩაჯდა...
მც მივბაძე და ზუსტად ოც წუთში ნინას სახლის წინ ვიდექით...
-რამდენი ხანია გელოდებით გარტყმაში არ ხართ რა...
ჩვეული ჯიჯღინი დაიწყო ნინამ და უკან დაჯდა...
-კარგად ნინა შენ როგორ ხარ? რავი არაგვიშავს სახლშიც კარგად ვარ.. აუცილებლად მოგიკითხავ ყველას... სალამი რო ღვთისაა არ გაგიგია?!
უცებ ჩამოვარაკრაკე და გაბრაზებული სახით გადავხედე..
-ამან დილით ყავა არ დალია?
თითით ჩემკენ ანიშნა ნინუცას და სერიოზული სახით გადახედა...
-თან ორი
უცებ დაუდასტურა ნინუცამ და ღიმილით გამომხედა...
-ესე მაშინ იქცევა დილით ყავის დალევას რომ ვერ ასწრებს ხოლმე და ეხლა ორი აქვს ერთად დალეული და რა ჭირს?
სხვათაშორის ჩაილაპარაკა და ბოლო ხმაზე გაიცინა...
-შენ ნუ კაკანებ და შენ გზას უყურე სადმე არ ავილეწოთ...
სათითაოდ გადავხედე ორივეს და მზერა ამღერებულ ტელეფონზე გადავიტანე.
-ხო მარი.. - ... - ათ წუთში მანდ ვართ...
უცებ გავუთიშე და გოგოებს გადავხედე...
-აუ ნინუცა სწრაფად რა თრე ვერაფერს მოვასწრებთ, მარიამმა მე და ნუკა გელოდებითო, იქ რესტორანში ვართ წასავლელები, იქ კაბები, სალონი, მერე აეროპორტი აუუუ ჩქარა...
უცებ ჩამოუთვალე დღის გეგმები და აჟიტირებულმა ხელი ბეჭზე რამდენჯერმე დავარტყი..
-ვაიმე მარიამ გამყრელიძევ, თუ არ გინდა მომავალი ორი თვე საავადმყოფოში გაატარო დაწყნარდი, მივედით უკვე..
უცებ მომახალა და მანქანა გააჩერა...
მარი და ნუკაც უცებ მოვარდნენ და ნინას გვერდით დაიკავეს ადგილი...
-დროზე დროზე რესტორანში, ბიჭებმა თქვენი დახმარება გვინდაო...
ეგრევე გვაჯახა მარიმ და ყურებამდე გაიკრიჭა...
-ჯერ კაბებზე, მერე ვეღარ მოვახერხებთ გასვლას... - კატეგორიული ტონით გამოვაცხადე და მოშტერებულ სახეებს გავხედე... - კარგით რა ვიცი რა კაბაც მინდა და რომელ მაღაზიაშიცაა, თუ დროზე წამიყვანთ გაყიდული არ იქნება
და მე ვიყიდი, თუ არადა თქვენ თავს დააბრალეთ..
ღიმილით დავასრულე გამოსვლა და ნინუცას მანქანის დაქოქვისკენ მოვუწოდე...
ნახევარ საათში ხუთივეა გვქოდა კაბები და რესტორნისკენ მივდიოდით...
-დიდება თქვენ გამოჩენას ერთი საათია გელოდებით..
ჯუჯღუნით გამოვიდა მირო და ნინუცას გადაეხვია...
-შენ შეყვარებულს მოთხოვე პასუხი, ლოკოკინამ მე თქვენზე ჩქარა დავდივარ უნამუსო ვიყოო...
უცებ წავკბინე ნინუცა და შენობაში შევედი...
-მეორე დამნაშავეცაა აქ...
წარბაწეულმა გადმომხედა ნინუცამ და ხელები გულზე გადაიჯვარედინა...
-რა ვქნა ეხლა დაქალის ჩამოსვლის წვეულებას ძველი კაბით ხომ არ დავესწრები?!
ვითომც არაფერი ისე ვთქვი და იქაურობა მოვათვალიერე...
-კარგი, დარბაზი მშვენიერია, ეხლა მოვრთავთ, ოღონდ რამდნიმე გოგომ სტუმრებთან გადარეკოს...
ბრძანება გასცა ნინამ და სათითაოდ გადმოგვხედა...
-მე ბუშტებს ვბერავ არ მცალია...
უცებ დავიძვრინე თავი და იქვე დაყრილი ბუშტბიდან ერთ-ერთს ვწვდი...
-მეც..
უცებ მომბაძა ნინუცამ და ერთდროულად ორი ბუშტი აიღო...
-ჯერ ერთი გაბერე თუ ქალი ხარ რა..
ღიმილით უთხრა მირომ და ერთიცალი ააცალა...
-კაგით, ჰო მე, ნუკა და მარი გადავრეკავთ .. თქვენ ბიჭები მოგეხმარებიან...
-რაა?
ერთ ხმად იყვირეს ყველამ და ჩვენ გადმოგვხედეს...
-ძალიან კარგი, აჩი მიდი წაცუნცულდი მანქანაში მოსართავების პარკია რამდენიმე.. მიშო შენც გაყევი ბევრია..
უცებ გამოვუჩინე საქმე ორ მათგანს..
-ნიკუშ და მირო თქვენ კიბე შემოიტანეთ ორიცალი გარეთაა მყუდებული, რო შეოვდიოდი დავინახე...
დანარჩენი ორიც დავასაქმე და აშკარად ვიღაც მაკლდა..
-ის სადაა?
ინტერესით გადავხედე ერთ ადგილას გაშეშებულ ბიჭებს და ე
რესტორანი კიდევ ერთხელ მოვათვალიერე...
-ორ წუთში აქ იქნება...
უცებ გამცა პასუხი ნიკამ და მიროს გაყვა უკან...
-ძალიან კაი იმას კიბიდან კიბეზე ვაცოციალებ..
უცებ დავაწყე გეგმები და მოშტერებულ გოგოებს გადავხედე...
-რას მიყურებთ საქმე საქმე...
შეპარული ღიმილით ვუთხარი და მორიგი ბუშტი ავიღე...
დაახლოებით ოცი წუთი გავიდა ზუკას ლოდინში..
როგორც იქნა გაიღო კარებიდა სასურვლი პიროვნებაც გამოჩნდა...
-სად ხარ ამდენხანს?! იცი რამდენი ხანია გელოდებით?
უცებ მივვარდი და მაშინვე ჩხუბი დავიწყე..
-ეი ენამწარევ დაწყნარდი, საქმეები მქოდა და დამაგვიანდა..
-აჰა ანუ საქმეები... აქაც არ გაქ მოლხენის დრო... დროზე ადი კიბეზე ბუშტებია ზემოთ ჩამოსაკიდი მიეხმარე შენ ძმაკაცს..
უცებ მივაყარე და გოგოებს გადავხედე..
-მოკლავ..
სერიოზული სახით მითხრა ნუკამ...
-იქით თუ არ მოკლა ზუკამ მისი მზერით..
უცებ უპასუხა ნინუცამ და მიროს ამოეფარა რამე რო არ მესროლა..
-მერ მაინც მოგივლი...
მუქარა შერეული ხმით ვუთხარი და გამეღიმა..
ზუსტად სამ საათში ყველაფერი მზად იყო...
ზუკა ერთი კიბიდან მეორეზე გადამყავდა...
ხან დასაკიდებელი ადგილი არ მომწონდა, ხანაც ზოგი აბდა-უბდად იყო და იმას ვასწორებინებდი, ხანაც კიბიდან ჩამოვიყვანდი და ნორმალურად არ ქონდა ფეხი ჩამოდგმული მიწაზე ისევ ზემოთ, რომ ამყავდა...
-მოგკლავ მარიამ!
-წარმატებები!!
რამდენჯერმე დამემუქრა და ისევ ღიმილით განაგრძო მისი საქმე...
-კმაყოფილი ვარ...
საბოლოო დასკვნა გააკეთა ნინამ და აჩის მიეხუტა..
-ძალიან კარგი, ეხლა ადგნენ ბიჭები და წავიდნენ დახვდნენ იმათ ერთ საათში ჩამოვლენ უკვე...
ახალი საკითხი წამოვჭერიდა უკეთესად რომ მოვკალათებულიყავი, ფეხები სკამზე შემოვაწყე...
-ერთ ცვლილებას შევიტან - ღიმილით თქვა ნინუცამ და გადმომხედა - შენ და ზუკა წახვალთ აეროპორტში დასახვედრად...
ამის თქმა და ჩემი სკამიდან გადმოვარდნა ერთი იყო....
-იმედია ხუმრობ ხო?
ტანსაცმლის ფერთხვით წამოვდექი ფეხზე და მომცინარი სახეები დავაიგნორე..
-არა
მეტი დამაჯერებლობისთვის თავიც გააქნია და მოხერხებულად მოკალათდა საკამზე...
-აუ კარგით რა მე გასამზადებელი ვარ სახლში ხო უნდა წავიდე არა?!
-არა, მარიამ! აქ ვიცვლით ყველა, ჯერ კიდევ მიალაგებელია აქაურობა...
-აუ რაა...
ბუზღუნით წამოვდექი ფეხზე და კარებისკენ წავედი...
-ადგები თუ დიდხანს გელოდო?!
გასვლას ვაპირებდი, როცა შევნიშნე რომ ზუკა არ მომყვებიდა და გაბრაზებული შევტრიალდი მისკენ..
-კარგი ხო მოვდივარ მოვდივარ...
ზანტად წამოდგა და ჩემკენ წამოვიდა...
მამქანაში ჩაჯდომა და ის ზუკას გახდომა რომელი სიგიჟემდე მიზიდავს ერთი იყო...
-გაბრაზებული ხარ ხო?
ღიმილით გამომხედა და მანქანა დაქოქა..
-მეზეა ლაპარაკი?
ირონიულად ვუთხარო და ღიმილის ნიშნად ტუჩის კუთხე ჩავტეხე...
-ხო შენზეა
-არა რატომ უნდა ვიყო?!
-კარგი რა მარიამ...
-არა მართლა სერიოზულად მაინტერესებს რატო უნდა ვიყო გაბრაზებული...
-კარგი მაშინ სხვაგვარად გკითხავ.... არ მოგენატრე?!
ცოტა არ იყოს ამანერვიულა მისმა ამ კითხვამ და საშინელმა დუმილმა, რომელიც საუკუნედ მომეჩვენა..
-ზუკა ჩქარა იარე რა დავაგვიანებთ.
უცებ დავიძვირნე თავი "უხერხული" კითხვისგან და ანერვიულებულმა ხელი კისერზე მოვისვი...
-ანუ კი...
-საიდან დაასკვენი?!
გაკვირვებულმა გავხედე და მის თვითკმაყოფილი სახის დანახვისას ნერვები ამეშალა...
-მე არა...
-აბა ვინ?!
-შენმა ტელეფონმა..
თვალით ტელეფონისკენ მანიშნა და ჩემ თავზე ამეშალა ნერვები...
როცა იცი რომ უნდა შეხვდე ადამიანს, რომელიც შენთვის სულერთი არაა, ტელეფონზე კი მისი და შენი საერთო სურათი გიყენია, უნდა წაშალო...
ნერვებ აშლილმა დავბლოკე ტელეფონი და ჯიბეში ჩავიდე..
-დაკმაყოფილდი?
-რითი?
გაკვირებული ხმით მითხრა და წამიერად გადმომხედა..
-იმით რომ მართლა ძალიან მომენატრე, იმით რომ მთელი ერთი კვირა ველოდებოდი შენ მონაწერს, რომ მთელი ერთი ჯვირაა ვნატრობდი ამ დღეზე, როდის გნახავდი...
დაკმაყოფილდი?!
ტირილის პირა მისულმა ვუთხარი და ძლივს შეკავებული ცრემლებით ავხედე...
სახეზე არანაირი ემოციი კვალი არ ეტყობოდა, არც ბედნიერების, არც გაბრაზების და არც გაკვირვების, უბრალოდ მთელი ძალით იყო ჩაფრენილი საჭეზე და გზს თვალს არ აშორებდა...



№1 სტუმარი Black

Kai iyo dzalian<3

 


№2  offline წევრი gvanciii kereselidze

Magariaa gaagrdzelee da nu agvianebb
--------------------
G.ke

 


№3  offline წევრი mariami ♥

სასწაულად კარგიაა უბრალოდ მალ მალე დადე და ნუ გადამიმტერებბიცოდეე ნერვებიი მაწყდებაა რომ შემოვდივარდაა ახალტავსს ვერ ვნახულობ :D :D :D ისე ძალიანნ მომწონსს აი ძალიან

 


№4  offline აქტიური მკითხველი terooo

დამპალი ეგაა... უზრდელიიი

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent