შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თვით ირონიავ, მე შენ მიყვარხარ (3)


30-03-2016, 22:35
ავტორი mariam-mariam
ნანახია 4 663

დილით კმაყოფილს გამეღვიძა, უცებ მოვწესრიგდი და ქვემოთ ჩავედი.. ყველანი მაგიდასთან ისხდნენ და საუზმობას აპირებდნენ..
-დილამშვიდობის
მთქნარებით მივესალმე და ყავა გავიმზადე...
-დილამშვიდობის
ერთად მომესალმნენ და თავიანთი საქმეები განაგრძეს...
-დედას გაფიცებ მერამდენეა?
თავი გამოყო მაცივრიდან მარიმ და მიშოს მიუჯდა გვერდზე...
-დღეს პირველი
სიცილით ვუთხარი და ცარიელ ადგილას მოვთავსდი..
-დილამშვიდობის ენამწარევ
მხარი გამკრა ზუკამ და ღიმილით მომესალმა
-დილამშვიდობის ირონიავ
უცებ მივაყარე და ნუკას ეხლა შემოსულ ნუკას გავხედე
-ესეიგი ვინები მოდხართ ბათუმში ჩამაწერინეთ რომ ადილები ვუთხრა
უცებ ჩამოარაკრაკა , პასტა ფურცელი მოიმარჯვა და წერა დაიწყო
-ნინუცა და მირო
უცებ წამოიყვირა ნინუცამ
-ნინია და ვატო
-ნინა და აჩი
-მარი და მიშო
-ზუკა
-ნიკუშა
-მარიამ შენ?
გადმომხედა ნუკამ და მაშინვე ყველას მზეა დავიმსახურე.
-მე არა
უცებ ვთქვი და ჭიქა ორივე ხელი მჭიდროდ შემოვხვიე
-კაი რა მარიამ, შენ გარეშე მუღამი არ ექნება
ისევ დაიწყო მირომ ჩემი "შებმა" და ნიკუშას თვალით რაღაცა ანიშნა...
-აუ ხო რა რა პონტია ბათუმში წავიდეთ და გამყრელიძე თან არ გვახლდეს, ეს ხომ "სასტავის" დაშლაა იგივე...
უცებ მიაყარა ნიკუშამ და მუდარის თვალებით გამომხედა..
-ა რ ა!
მკაცრად ვუთხარი და ოთახიდან გავედი..
დიდხანს მესმოდა მისაღებში ბავშვების ბუტბუტი ჩემი საქციელის გამო და თითოეულ არგუმენტზე ერთი კაი გადახარხარება ყველაფერს მერჩივნა...
-აუ მარიამ რა ბავშვივით იქცევი რა გჭირს?!
გვერდზე ნინუცა ჩამომიჯდა და ნელნელა დანარჩენებიც მოყვნენ...
-არ მინდა ნინუცა რა...
მუდარით გავხედე და მისი სახის დანახვისას მზერა უცებ მოვარიდე...
-კარგი რა მარიამ, რას ნიშნავს არ გინდა - უცებ ჩართო ლაპარაკში ნინა და ჩემ წინ დაჯდა... -აზრზე ხარ პირველი კლასიდან ერთად ვართ, ტეხავს ეხლა ბათუმში იმის გამო არ წამოხვიდე რომ ცურა არ იცი....
გაბრაზებულმა უცებ მომახალა და ოთახიდან გავიდა.
-მართალია
უცებ დაეთანხმნენ დანარჩენებიც და ისევ სამზარეულოში გაბრუნდნენ...
-მარუსა
შორიდანვე გავიგონე მიროს ხმა და გამეღიმა
-ვაიმე შენც თუ იმისთვის მოდიხარ რო დამითანხმო ენას ტყუილად დაღლი, მაინც არ წამოვალ...
-აუ კარგი რა...
ლაპარაკში ნიკუშა ჩაერთო და გვერდზე ჩამომიჯდა
-აუ ძმურად შეეშვით რა თუ არ უნდა ნუ წამოვა, რატო უნა ვეხვეწოთ...
ყველაფერი ამ ერთმა სულიერმა რატო უნდა ჩამამწაროს ყველთვის?!
ნელა წამივდექი ფეხზე და ზუკასკენ მივტრიალდი...
-მართალია ზუკა, არ უნდა მეხვეწოთ წამოსვლა ისედაც მოვდივარ...
კატეგორიულად ჩავილაპარაკე და სამზარეულოსკენ წავედი...
-ნუკა ხო არ გადაგიგზავნია ჯერ რაოდენობა?
უარყოფის ნიშნად თავი გააქნია და გაღიმებულმა ამომხედა
-ჩაგწერო?
-აჰამ და ბარემ დღევანდელი გეგმაც მითხარი
-ესეიგი ნახევარ საათში წავალს დასათვალიერებლად შუადღემდე ვიბოდიალებთ, მერე ბუნებაში დავსხდებით ცოტახანი და მერე სახლში...
უცებ ჩამომიყალიბა და ისე ფურცლებში ჩაძვრა..
-კარი ვინები არ მოდიან?
ამჯერად გოგოებს მივუტრიალდი და თავისუფალ სკამზე ჩამოვჯექი
- გიორგი, თორნიკე და ლაშა არ მოდიან მარტო...
თითებზე ჩამოითვალა ნინამ და ცარიელი ჭიქა ნიჟარაში ჩადო...
-კარგით ეხლა გავემზადოთ და წავიდეთ...
ტაში შემოკრა ნუკამ და სამზარეულოდან გავიდა...
იქაურობა უცებ მივალაგეთ და ზუსტად ნახევარ საათში თხუთმეტვე ეკლესიისკენ მიმავალ გზაზე ვიდექი....
- მარიამ ერთი წუთით შეიძლება?
უცებ დამეწია ვატო და ბავშვებს "დამაშორა"....
-მოკლედ რაღაც მაქვს მოფიქრებული და შენი დახმარება მჭირდება...
უცებ ჩამომიყალიბა მისი გეგმა და ბედნიერი გამეკრიჭა...
-კი რა პრობლემაა დაგეხმარები...
სიცილთ ვუთხარი და წინ მიმავლებს დავეწიეთ..
მალევე მვედით ეკლესიასთან... ულამაზესი იყო იქიდან დანახული ბუნება...
გადამწვანებული ბუნება და მაღალი მთები, რომლის წვეროებზე ჯერ კიდევ არის შემორჩენილი თოვლი....
თითოეული კუთხე- კუნჭული მოვინახულეთ და სადაც შესაძლებელი იყო სურათებიც გადავიღეთ...
-ხალხო თქვენი ურადღება შეიძლება - გასვლას ვაპირებდით ვატოს ხმა რომ გავიგე და ბედნიერს გამეღიმა.... - ზუსტდან 7 წლის წინ ვნახე ეს ადამიანი პირველად და დარწმუნებით შემიძლია გითხრათი, რომ ჩემში ყველანაირი გადატრიალება მოახდინა... ყველასგან განსხვავებული იყო აზროვნებით და სწორედ ამან მომხიბლა... დღეს კი ეს ულამაზესი გოგო ჩემი ცხოვრებს განუყოფელი ნაწილია....
ამიტომ ნინია, გამომყვები ცოლად?
ცალ მუხლზე დადგა ვატო და ჯიბიდან ულამაზესი ბეჭედი ამიღო...
ნინია გაშტერებული იდგა და ცრემლები დიოდა...
-ეგოგო უთხარი რამე დავიტანჯე..
დიდხნინი დუმილი ისევ მე დავარღვიე და მოთმინებიდან გამოსულმა ხმამაღლა შევძახე...
ყველამ მე გამომხედა და მალევე სიცილიც დაიწყეს...
-თანახმა ვარ...
ძლივს ამოილაპარაკა ნინიამ და მთელი ძალით ჩაეხუტა ვატოს...
-აეე ქორწილია ქორწილი....
წამოიყვირა გიომ და სხვებიც აყვნენ...
-აბა მეჯვარეებო გაემადეთ ჯვარს ვიწერთ...
ღიმილით თქვა ვატომ და ნინია ტაძრისკენ წაიყვანა...
-რაა? აქვე??
გაცება ვერ დამალა ნინიამ..
-ხო ნინია ეხლავე და გაპროტესტებას არ ექვემდებარება, დიდ ქორწილს ისეთი როგრიც შენ გინდა თბილისში გადავიხდით, ეხლა კი შედი და დაიწერე ჯვარი თორე ვერ გადამირჩები...
მოთმინებიდა გამოსულმა სწრაფად ჩამოვარაკრაკე და ხელით შესასვლელისკენ ვუჩვენე...
-კი მაგრამ
-შენებმა იციან და წინააღმდეგიც არ არიან შედი..
მხარი ამიბა ნინუცამ და ორივე ეკლესიაში შევიყვანეთ...
ნინიას მეჯვარეები მე და ნინა ვიყავით ვატოს კი ლაშა და გიო...
ყველაფერმა კარგად ჩაიარა და სახლისკენ წავედით...
-კიდევ ერთი სიურპრიზი მე და აწ უკვე ჩემი მეუღლე ამაღამ დავბრუნდებით თბილისში რადგან ზეგ ერთი თვით მივემგზავრებით ევროპაში...
დემონსტრაციულად წარმოთქვა ვატომ და გაღიმებულმა გადმოგვხედა.
-აუ რა მაგარიააა..
წუწუნი დავიწყეთ გოგოებმა და ნინიას ბარგის ჩასალაგებლად გავყევით... ერთ საათში ახლად დაქორწინებული წყვილი გავაცილეთ და ოთახებში გადავნაწილდით...
ყავა გავიმზადე და ისევ აივანზე გავედი...
-საღამო მშვიდობის ენამწარევ
"ენამწარეს" და ჩვეული ირონიული ტონის მიუხედავად ზუკა ზედმეტად სევდიანი და მისი ხასიათისთვის შეუფერებელ ხასიათზე იყო...
-საღამო მშვიდობის ირონიავ
-ემოციური დღე იყო...
-ხო, მეც მინდა ვატოსნაირი მზრუნველი შეყვარებული და ქმარი...
სხვათაშორის ჩავილაპარაკე და ტუჩის კუთხე ღიმილის ნიშნად ჩავტეხე...
-აღარ იყო ენამწარე და გეყოლება... - შენარჩუნებული ტონით მითხრა და ახლოს მოიწია - შეიძლება გავიგო მერამდენეა?
თვალებით ყავისკენ მანიშნა და გამეღიმა
-სათვალავი ამერია უკვე...
სერიოზულობით ვუთხარი და ორივეს ერთდროულად გაგვეცინა...
მხოლოდ ახლა შევამჩნიე მისი თვალისმომჭრელი ღიმილი...
თურმე რა კარგი და სიმპატური ყოფილა როცა გულით იცინის და არ ირონიულად...
მართლაც ძალიან სიმპატიურია...
მოქერო-მოყავისფრო თმა, თაფლისფერი თვალები, პატარა ცხვირი და ვარდისფერი ტუჩები...
მთლიანობაში ზუკაზე თავისუფლად შეიძლება ითქვას სიმპატიური...
-მარიამ... მარიამ... აქ ხარ??
ხელი თვალ წინ ამიფრიალა და ფიქრებიდანაც უცებ გამომაგდო..
-რა? რა მოხდა?
-თხუთმეტი წუთია ვლაპარაკობ და შენ სიტყვაც არ გაგიგია?!
-არა, ბოდიში ჩავფიქრდი რას მეუბნებოდი?
-ვაუ ისეთი სიმპატიჩნი ვარ რო ამდენანს ფიქრობდი ჩემზე? იჩქარე თორე უკვე ოცდაოთხი წლის ვარ და არ დაგასწრონ...
ჩვეული ირონიული ტონი გაურია და გემრიელად გაიცინა...
-უნამუსო ხარ...
უცებ მივაძახე და ოთახში შევედი... ფარდა ჩამოვაფარე და ცივ ლოგინში შევწექი.....
დღეები ერთმანეთს მისდევდა და ერთმანეთისგან გამორჩეული არცერთი არ იყო...
ნინია და ვატო სამოგზაუროდ იყვნენ...
ყოველ დილით სხვადასვა ადგილებს ვნახულობდით და საღამოს სახლში დაქანცულები ვბრუნდებოდით...
მე და ზუკა როგორც წესია ყოველ დღე ვჩხუბობდით ათას უაზრობაზე.... შეგვეძლო ერთი უბრალო ჩანგლის გამოც კი დაგვეხოცა ერთმანთი...
სვანეთთან გამომშვიდობების ნიშნად, გადავწყვიტეთ მთელი ღამე კოცონთან გაგვეტარებინა..
ეზოს შუა გულში ცეცხლი დავანთეთ და გარშემო დავსხედით...
თვალი მოვავლე წრეს, მაგრამ სასურველი სახე ვერად ვერ დავინახე...
-წავიდა...
ყურთან მიჩურჩულა მირომ და ნინუცა მის პლედში გაახვია..
-რაზე მეუბნები?
თავი მოვისულელე და იმედგაცრუებული ცეცხლს მივაჩერდი...
-მოხარშულს გიცნობ მარიამ გამყრელიძე და ვერ მომატყუებ
გამაფრთხილებლად დამიქნია თითი და ცხვირზე ორი თითი მომიჭირა...
-კაი რა მირო რა უნდა მოგატყუო, ხო იცი ძმასავით მიყვარხარ და რატო უნდა მოგატყუო...
ცოტა არ იყოს მეწიყინა მიროს ნათქვამი და უკმაყოფილებაც გამოვთქვი...
-კარგი მაპატიე უბრალოდ რაც არ უნდა მოხდეს მითხარი კარგი...
-კარგი მაგრამ, ჩემსა და იმ ირონიას შორის არასდროს არაფერი იქნება...
თითქო მტკიცე ვთქვი, მაგრამ მეთვითონ ვიგრძენი რომ ეს სიტყვები იმ მარიამს არ ეკუთვნის ვინც აქამდე იყო..
-ვიცი, მაგრამ გახსოვდეს ყველაფერი ერთმანეთის გამწარებით იწყება, ისევე როგორც ჩემსა და ნინუცას შორის იყო..
თქვა და ნინუცას კისში აკოცა... გამეღიმა მის დარიგებაზე და ისევ ცეცხლს მივაშტერდი და სადღაც შიგნით, მაინც მეშლებლდა ნერვები ზუკას უყურადღებობაზე..
რაც არ უნდა იყოს მთელი ერთი კვირა მოგვიწია ერთ ჭერ ქვეშ ცხოვრება და ეს არც ისე მცირე დროა......



№1 სტუმარი nini

dzaliann kargii iyooi.cota tavebi gazardee

 


№2 სტუმარი ninuca

Dzaan magaria

 


№3  offline წევრი gvanciii kereselidze

Ratomm agarr deb shemdegg tavss ???
--------------------
G.ke

 


№4  offline წევრი nini31323

აუუ მარი ძაან მაგარია რაც მთავარია გრამატიკულო შეცდომები არმხვდება და აზრიანად წერ.მაგარია განაგრძე.

 


№5  offline აქტიური მკითხველი terooo

ენამწარე შეყვარებულია..

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent