შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ექიმი დეტექტივი 2


19-04-2016, 00:59
ავტორი NA NO
ნანახია 2 605

ჯეიმსის ცოლს - კლარას აუცილებლად უნდა დავურეკო, ალბათ როგორ განიცდის თანაც ასეთ დროს, როდესაც რამდენიმე თვის პატარა ჰყავთ, ახლა ჭირდება ქმარი გვერდით, არა სჯობს ახლავე წავიდე მასთან დროის მიუხედავად.....
ღმერთო ნუთუ ეს კლარაა, ამ რამდენიმე დღეში როგორ დადარიანებულა, თვალებიც ისეთი სევდა ჩასდგომია, რომ კიდევ უფრო მიმყარებს იმ აზრს, რომ ჯეიმსს და მის ოჯახს დავეხმარო
-ლილი მაპატიე ასეთ დროს დაუპატიჟებლად რომ დაგადექი, მაგრამ თქვენ იმდენი რამ გაქვთ ჩემთვის გაკეთებული ამას ვერ დავივიწყებ, ხომ იცი ის ამას არ ჩაიდენდა
-ვიცი.. ვიცი რომ არავის მოკლავდა , მითუმეტეს პაციენტს, რომელიც საოპერაციო მაგიდაზე იწვა
-კლარა მითხარი, კონკრეტულად რა მოხდა? მის სანახავად იყავი?
-საშინელი ამინდი იყო იმ საღამოს ჭექა-ქუხილმა ჩვენი პატარა ძალიან შეაშინა და მას ვაწყნარებდით, როცა დაურეკეს და საავადმყოფოში გამოიძახეს, გადაუდებელი პ[ერაციისთვის, თურმე ჯეიმსსი მისვლა მოითხოვეს. დაჭრილი ბიჭი მიუყვანიათ, შეტევებიც ჰქონია, როგორც მე გავარკვიე ადრეც ვარდებოდა თურმე კრუნჩხვებში, მგონი ჰიპოკალიემია ჭირდა
-აჰა ანუ გასაგებია რატომაც ვარდებოდა კრუნჩხვებში დაქვეითებული კალციუმის რაოდენოა ორგანიზმში გულის რიტმის დარღვევებსაც იწვევს
-თანაც მშობლებსაც უთქვამთ , ბავშვობიდან პრობლემები ჰქონდაო, რაღაც პრეპარატებს იღებდა თურმე, ხასიათებითაც სიმშვიდიდ არ გამოირჩეოდა პრობლემური ხასიათის მქონე ბავშვი ყოფილა, ჯეიმს კი ავადმყოფის მიმართუყურადღებობა გამოუჩენია მათი თქმით, მე როგორც გავარკვიე სერიოზული ჭრილობა იყო და ბიჭის გადარჩენა შეუძლებელი იყო, თანაც გულმა ვერ გაუძლო ჭრილობას, სტრესს და ფაქტობრივად მკვდარი შეუყვანიათ საოპერაციოში, სისხლის ანალიზის პასუხებს ვეძებდი თუმცა ამის უფლება არ მომცეს ლილი
-ხომ მაგრამ მშობლებმა თუ ეგ ყველაფერი იციან, ჯეიმსის დასჯა რატომ გადაწყვიტეს, აქ რაღაც უნდა იყოს ასეთი უარაფრო და გამომშრალი არ იქნება ეს საქმე, ვინც დაჭრა ის თუ იპოვეს?
-არა , არ დაუჭერიათ
-ჯეიმსის დანაშაულობა უნდა დავამტკიცოთ, ხვალვე ვინახულებ მას
-მნახველებს არ იშვებენ, მხოლოდ ადვოკატს შეუძლია მისი ნახვა
-რამეს მოვიფიქრებ, თუ რამე დაგჭირდება დამირეკე, ახლა ყველაზე ძლიერი უნდა იყო კლარა, შენ ჯეიმსს ჭირდები


ოთხშაბათი
ახლა პოლიციის განყოფილებაში მივდივარ, კომისარს უნდა დაველაპარაკო, იმედია ჯეიმსის ნახვის უფლებას მომცემს
-გამარჯობათ კომისარო, ჯეიმსს ჯონსის ნახვა მინდა
კომისარმა ამათვალიერ-ჩამათვალიერა და უცნაურად ჩაიცინა
-გოგონა რა გნებავთ? ჯეიმსსის ნახვა? იცით მასთან ადბკატის გარდა არავის ვუშვებთ, ამიტომაც შეტრიალდით კარისკენ და წაბრძანდით იქ საიდანაც მოხვედით
-კარგად ვიცი რომ ადვოკატის გარდა არავის უშვებთ, შუმცა გამონაკლისი უნდა დაუშვათ, რამდენიმე წუთის საქმე მაქვს, ძალიან გთხოვთ შემიშვით
-არა,- ცბიერი თვალებით გადმომხედა სათვალის ზემოდან და ქაღალდის პარკიდან დონატები ამოაძვრინა, ძალზედ არასასიამოვნო პიროვნება ჩანდა, დაბალი მსუქანი, ელოტი დიდი წიტელი ლოყებით და ამაზრზენი თვალებით, რომლებიც ურცხვად დათარეშობდნენ ჩემს სხეულზე
-თქვენს ადგილას ისევ დონატებს მივხედავდი და ნაკლებად დავიწყებდი თვალების ცეცებას, აუცილებლად უნდა შემიშვათ, თორემ მომიწევს საჭირო ხალხთან დარეკვა, მე კი ნაკლებად მიდა რიკი ჩარლზის შეწუხება
-უკაცრავად ვისი?
-როგორ რიკი ჩარლზი არ იცით ვინ არის? ახლავე დავურეკავ, თუმცა ნესტის სუნით აყროლებულ ციხეს და შენს უგემრიელეს დონატებს ჩამოგაშორებენ, შემდეგ კი არაამგონია შენი ვინმემ სამსახურში აიყვანოს გაფუჭებული რეპუტაციის მქონე კომისარი, რიკის არც ამ საქმის მოგვარება არ გაუჭირდება, რამდენიმე წამი მაცადე რომ დავრეკო
-მოიცა, რა საჭიროა რიკის შეწუხება? იცოდე დიდ ხანს არ გაჩერდე, ვინმე რომ მოვიდეს მე პასუხს არ ვაგებ, ამ ბიჭის (გარდაცვლილის) მშობლები გავლენიანი ხალხია და დამნაშავის მთელი სიმკაცრით დასჯას ითხოვენ, მამამისი მინისტრი ბერნი რენდალია, საკმაოდ საშიში პიროვნებაა
-ნუთუ რენდალის ვაჟი იყო, გამიგია ბერნის შესახებ, როგორი ამპარტავანი და უსამართლოა
-თქვენ გჯერათ ჯეიმსის?
-რა თქმა უნდა!
-მაშინ დროზე შედით და ნურავისთან დარეკავთ, ეს საჭირო არ არის
საოცრად დაბნეულად ალაპარაკდა კომისარი, ალბათ სხვა სიტუაციაში კარგადაც ვიცინებდი მის უაზრო სახეზე, თუმცა ახლა ნამდვილად არ მცხელოდა ამისთვის....

ჯეიმსი ძალიან აღელდა რომ დამინახა, -არ ველოდი შენს აქ ნახვას ლილი
-ნუ ინერბილებ ჯეიმს, ყველაფერი კარგად იქნება
-ნამდვილად არ ვიცი რა მოხდა, საოპერაციოში რომ შევედი ბიჭი სისხლისგან იცლებოდა, მაგას ვინ დაეძებს ტყვიას გულის ერთ-ერთი სარქველი დაზიანებული ჰქონდა, მისი გადარჩენა შეუძლებელი იყო, მე ყველაფერი ვცადე, მაგრამ ჩემს ხელებში დალია სული...
-ვიცი ჯეიმს ეჭვიც არ მეპარება, რომ ყველაფერს გააკეთებდი, აუცილებლად დავამტკიცებთ მე და პიტერი შენს უდანაშაულობას
-შენ ვერ წარმოიდგენ ახლა როგორ მაძლიერებს შენი სიტყვები, ახლა ვხვდები მეგობრობას რამხელა ძალა აქვს და ქართველები რა გულიანი ხალხი ხართ, დიდი მადლობა ლილი ჩემს გამო თავს საფრთხეში, რომ იგდებ
-ნუ სულელობ ჯეიმს მაგის დრო არ არის
-კლარას მიმიხედე გთხოვ, ის გარეგნულად არ იმჩნევს როგორადაც განიცდის, აქ უმისოდ, ჩვენი პატარას გარეშე სუნთქვაც კი მიჭირს, უთხარი გაუძლოს ამ ყველაფერს
-ვეტყვი ჯეიმსს... უბრალოდ შენ გწამდეს რომ მალე ნახავ მათ


ხუთშაბათი
კევინ რენდალი ჩვიდმეტი წლის ახალგაზრდა, რომელიც დანიშნულ პრეპარატებთან ერთად ძლიერ ანტიდეპრესანტებსაც სვავდა ბოლო ხანებში... ხშირად ვარდებოდა კრუნჩხვებში მისი დაავადებიდან გამომდინარე, თუმცა ერიდებოდა მის ავადმყოფობაზე საუბარს , არანაირად არ იზღუდავდა თავს ჯანმრთელობისთვის საზიანო მოქმედებებითა და ჩვევებით... ოჯახის შესახებ ის გავიგე, რომ ყავს მამა, ნახევარ და, დედინაცვალი და მამიდა, რომელიც ავსტრიაში ცხოვრობს უკვე წლებია... დედის გარდაცვალების შემდეგ კი ბიჭის ფსიქიკა შეიცვალა და აგრესიული გახდა... სწავლობდა ერთ არც თუ ისე პრესტიჟულ კოლეჯში, სადაც აუცილებლად წავალ და გავარკვევ თუ როგორი ურთიერთობა ჰქონდა თანატოლებთან, უსიამოვნებების შესახებ მეგობარს ან შეყვარებულს აუცილებლად ეცოდინება....



№1  offline წევრი NA NO

მადლობთ ქალბატონი მანანა :*

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent