ქაოსი. #5
-რატომ დაიჭირეს? -როგორც კი განყოფილებასთან მივედით, ვკითხე ანერვიულებულ ლისას. -მოსაწევი უპოვეს. -ასე უბრალოდ გააჩერეს და გაჩხრიკეს? -გაოცებულმა ვიკითხე. -საქართველოა, რა გიკვირს. -მითხრა გიომ. -ზუსტი დეტალები არ ვიცი, სანდრო და ნინა არიან შესულები არკვევენ. -და მოსაწევზე ხომ უბრალოდ ჯარიმაა? თან პირველად არ გაიფაქტა? -ხო მეც ეგრე ვიცი, მაგრამ დათაზე იძახიან 0-2 წლამდე ემუქრებაო. -მითხრა ლისამ აკანკალებული ხმით. -ნუ ნერვიულობ, ყველაფერს მოვაგვარებთ. -ხელი ჩამოვუსვი დაქალს მხარზე. -ის გიგა ხომ აქ მუშაობს? -გამახსენდა ბიჭების ერთი ნაცნობი. -კი, შევალ ვნახავ თუ არადა და დავურეკავ. -განყოფილებაში შევიდა გიოც. -დაკითხვაზეა ახლა ხო? -ვკითხე ლისას, როდესაც მარტო დავრჩით. -ხო, უკვე 2 საათია იქ ყავთ. იმედია არ ცემენ. -თავი მხარზე დამადო და ამოიქვნეშა. -არ მომწონს ეს ყველაფერი... -ჩავილაპარაკრ ჩემთვის და სივრცეს გავხედე. ცოტახანში გიო, სანდრო, ნინა და გიგა მოვიდნენ ჩვენთან. -მოკლედ მისმინეთ.. -დაიწყო გიგამ. -ბევრ ინფორმაციას ფლობენ თქვენზე. ტელეფონზე გისმენენ, ვაიბერის ნაწერები იციან. სად, რას და როგორ ჩალიჩობთ ეგეც თავისთავად იციან. -კი, მაგრამ ჩვენ რაში ვჭირდებით? -თქვენ არ ვიცი, ალბათ თქვენი მშობლების გამო. თან არჩევნები მოდის და ფული ჭირდებათ. რამოდენიმე დღის წინ შემოვიდა თქვენი სახელი და გვარები განყოფილებაში. ფრთხილად იყავით, მოერიდეთ ყველაფერს დროებით მაინც. აქ ყოფნაც არ გინდათ, წადით სახლში. -დათა? -ხვალამდე მაინც არაფერს გეტყვიან, ახლა დაკითხვაზეა, შემდეგ ნარკოლოგიურში გადაიყვანენ და დღეს ღამით კაპეზეზე ეყოლებათ. მისი მშობლები აქ არიან და არ ინერვიულოთ. თუ რამეს გავიგებ, აუცილებლად გაგაგებინებთ. -გვითხრა გიგამ და განყოფილებაში დაბრუნდა. -წამოდით, სახლებში გაგიყვანთ. -ხელი გადამხვია გიომ და ყველანი მანქანისკენ წავედით. ისეთი შოკი გვქონდა, ხმას არც ერთი ვიღებდით. -გოგოებო ჩემთან წამოხვალთ? რაღაც საქმე მაქვს. -ვუთხარი დაქალებს, როდესაც მანქანაში ჩავსხედით. -კი, რა პრობლემაა. -მიპასუხა ნინამ. -ბიჭებო, თქვენ რას აპირებთ? -დაგტოვებთ და დავბრუნდებით ისეც იქ, გიგასთან ვიქნებით. -გვითხრა სანდრომ. -გიგამ ხომ გაგაფრთხილათ? -სახლში რა გაგვაჩერებს? -შემომიღრინა გიომ. -ვაიმე, თქვენთვის ვამბობ, თორემ კისერი გიტეხიათ. -გავბრაზდი მე და ფანჯარაში გავიხედე. -კარგით გეყოთ, გაღიზიანებული ვართ ყველა და ნუ ავყვებით ახლა ნერვებს. -დაწყნარება სცადა ლისამ. -ყველაფერი კარგად იქნება. - არადამაჯერებლად ჩაილაპარაკა სანდრომ. -ყავა გააკეთე, გთხოვ. -ვუთხარი ნინას და ოთახში შევედი გამოსაცვლელად. -როგორ მეცოდება დათა. - გავიგონე როგორ უთხრა ლისამ ნინას. -მგონი აქ ლაშას ხელი ურევია. -ცოტახანში შევუერთდი გოგოებს. -რატომ გგონია? -ასრულებს მუქარას, რა მიხვედრა უნდა. -ეგ ხომ ქურდია? -მერე რა? -მაგათ წესებში თუ რაც აქვთ, ეგ ხომ არ მოსულა? -გაიკვირვა ნინამ. -მოიცა რა. დღეს ყველაფერი მოსულა, უეჭველი ეყოლება ნაცნობი ძაღლები. ერთი ზარის განხორციელება დაჭირდებოდა და ეგ არის, აი უკვე დათა ციხეშია. -რა უნდა ვქნათ? -მე ვიცი რაც. -წამოვხტი და გარეთ გავვარდი. ეზოში რომ ჩავედი, თვალი მოვავლე სივრცეს და შავი მერსედესიც დავინახე. მივუახლოვდი და ფანჯარაზე მივუკაკუნე ჩაძინებულებს. ტყავის კურტკიანს შეეღვიძა პირველს და ფანჯარა ჩამოწია. -თქვენს უფროსს გადაეცით, სასწრაფოდ დამირეკოს! -ვუთხარი მკაცრად. პასუხს არც დაველოდე, ეგრევე უკან გამოვბრუნდი. -სად იყავი? -გოგოებმა ერთხმად მკითხეს. -ლაშას ზარს ველოდები. -მაგიდასთან დავჯექი და ტელეფონი წინ დავიდე. -შენ სულ გაგიჟდი? -რას აკეთებ, კირა? -არ ვიცი.. მართლა არ ვიცი რას ვაკეთებ. -თავი ხელებში ჩავრგე და თვალები დავხუჭე. სამივე ჩუმად ვისხედით, თითქოს არც ვსუნთქავდით. ტელეფონს ისეთი სახით დავხედავდით ხოლმე, გეგონებოდა სასიკვდილო განაჩენი უნდა გამოგვიტანოსო. -მგონი არ აპირებს დარეკვას. - თქვა ბოლოს ლისამ. -დარეკავს სად წავა. -მგონია ვერ გადავიტანთ ამ დღეებს რა. - ნერვიულად თქვა ნინამ. -მე ვიცი ახლა რაც გვჭირდება. -თვალი ჩავუკარი გოგოებს. -რა? -ლირიკა. -ნორმალური რომ არ იყო, ვიცოდი. მაგრამ ახლა სულ გაგიჟებულა. -გახედა ნინამ ლისას. -ციხეში გინდა? -მომიბრუნდა ლისა მე. -სახლში ვინ შემოგვივარდება? -და ხომ უნდა იყიდო? თან რეცეპტიც აღარ გვაქვს. -დავაწერინე იმ ქალს ისევ გუშინ წინ, ასე რომ, გვაქვს. მე წავალ და ვიყიდი, არ დამიჭერენ ზუსტად ვიცი. -ავდექი და გაბრაზებულ გოგოებს გადავხედე. -ნუ მიყურებთ ეგრე. მოგვხოდავს ცოტა, აბა ასე დაგრუზულები როდემდე ვიყოთ? -გიოს დავურეკავ. -დამემუქრა ნინა. -აუჰ, შემაშინე. -ხელები სასაცილოდ ავათამაშე და გოგოებს დავეჭყანე. -ღმერთო, შენ უშველე ჩვენს დაქალს. -ზემოთ აიხედა ლისამ. -ღმერთო, უთხარი ჩემს დაქალებს, რომ ტყუილად აქვთ იმედი, მაინც არაფერი მეშველება. -მეც ზემოთ ავიხედე. -კარგი წავედი და მოვალ მალე. ფსიქოტროპულ აფთიაქთან მივედი და ჩემი ”ნაყიდი” რეცეპტით რამოდენიმე აბი ლირიკა ვიყიდე. ზოგი ექიმი ფულის გამო ლირიკის კი არა, ალბათ მორფის რეცეპტსაც გამოგიწერს. უკვე იმ აზრმაც გამამხიარულა, რომ ლირიკას დავლევდი. სახლში კმაყოფილი დავბრუნდი. -აუ თქვენ კიდევ იბღვირებით? ხომ ხედავთ სახლში ვარ, არ დავუჭერივარ არავის. -წყალი დავისხი ჭიქაში და მაგიდასთან დავჯექი. -ჩვეულებრივი ნარკომანი ხარ. -წარბებშეკრულმა მითხა ლისამ. -ვარ. -დავეთანხმე დაქალს. დემონსტრაციულად დავიდე ენაზე აბი და გადავყლაპე. - ანუ არ გინდათ? -არა. -ძალიან კარგი, უფრო მეტი დამრჩება. -ერთხელაც იქნება მაგრად შეტოპავ. -მგონი უკვე შეტოპა. -დაეთანხმა ნინაც. -ახლა ისეთი ცხოვრება მაქვს, რომ მჭირდება დრაგები, თორემ გავაფრენ. ნუ ისედაც, მიყვარს კაიფი და რა გავაკეთო. -შენ თვითონ არ ცდილობ ცხოვრება გაიუმჯობესო! უფრო და უფრო იძირავ თავს ჭაობში. -რა გავაკეთო მითხარით და გავაკეთებ! -სწავლა გააგრძელე, სამსახური დაიწყე. არავინ გეუბნება დრაგებს შეეშვიო, ჩვენც გვიყვარს, მაგრამ მხოლოდ გართობისთვის. შენ კიდევ უკვე ყოველდღიურად იღებ ათას სისულელეს! -ხმა გაუმკაცრდა ნინას. -არ მინდა აქ სწავლა, საერთოდ აქ ცხოვრება არ მინდა. სამსახურს ჯერ კიდევ ვერ ვიწყებ, ოდესმე თუ დავიწყე დავაგროვებ ფულს და წავალ. -და იქ რას იზამ? -ვიცხოვრებ! ვისუნთქებ! აქ სული მეხუთება.. იცი როგორ ვარ? აი, არაფერი რომ არ მიზიდავს, ყველაფერი ფეხებზე მ*იდია. ხელ-ფეხი მაქვს შეკრული, ჩემს თავსაც ვერ ვპოულობ. -არ მესმის მართლა. -ზუსტად ეგ არის, ჩემი არავის არ ესმის. -წყალი მოვსვი და სიგარეტს მოვუკიდე. -ყავა გამიკეთე, გთხოვ. მალე მინდა გამიხსნას. ნინამ თავი უკმაყოფილოდ გააქნია და ყავის მოსადუღებლად ადგა. -ბიჭებს არ დაურეკავთ? -ჩვენ დავურეკეთ. ცდილობენ, რომ სასამართლო პროცესი მალე დაინიშნოს და არ გააჭიანუროს პროკურატურამ. -მითხრა ლისამ. -ლაშაც არ ჩანს. -ვთქვი და ტელეფონს დავხედე. -არამგონია დარეკოს. -ნინამ ყავა წინ დამიდგა. -დარეკავს. -ვთქვი დარწმუნებით და ცხელი ყავა მოვსვი, გამოვიწვი მთელი პირის ღრუ და სახე დამემანჭა. -ნელა დალიე, ადამიანო, არავინ მოგსდევს. -მალე მინდა გამიხსნ.. -სათქმელი ვერ დავამთავრე, ჩემი ტელეფონი ამღერდა. -დაფარულია, მგონი ლაშა რეკავს. -უპასუხე მალე. -აშკარად დაგვეტყო სამივეს მღელვარება. -ალო. -შევეცადე ნერვიულობა არ დამტყობოდა. -გისმენ, კირა, მითხრეს ჩემთან ლაპარაკი გინდოდა. -მომესმა მისი ბოხი და უნდა ვაღიარო, სასიამოვნო ხმა. -დათა გამოაშვებინე! -ვუთხარი მკაცრად. -ვინ არის დათა? ან საიდან გამოვაშვებინო? -თავს ნუ იშტერებ, ლაშა, ყველაფერი მშვენივრად იცი. -და რომ არ გამოვაშვებინო რა? -ირონიულად მკითხა ლაშამ. -რას ითხოვ ჩემგან? -შენც მშვენივრად იცი რასაც ვითხოვ. -არასდროს არ გავხდები შენი ცოლი! -ჭკვიანი გოგო ჩანხარ, კირა, და მჯერა, რომ ძალიან მალე შენს აზრს შეიცვლი. -არც იოცნებო.. -წარმოიდგინე, ახლა დათა როგორ ოცნებობს თავისიფლებაზე. არა? -ჩაეცინა ლაშას. ნელ-ნელა ვმწარდებოდი და მუჭი შევკარი. ყველაფერთან ერთად ვგრძნობდი, როგორ მიხსნიდა ლირიკა. -შეეშვი რა დათას.. -უკვე აღარც მიცდია ხმის კანკალი დამეფარა. -ეს ყველაფერი დასაწყისია. -მითხრა და ტელეფონი გამითიშა. -რაო? -ეგრევე მკითხეს გოგოებმა, პასუხი უნდა გამეცა, როდესაც სამზარეულოში გიო შემოვიდა. -ვინ უნდა შეეშვას დათას? -თვალებიდან ნაპერწკლებს ყრიდა. გავშრი, წამიერად დავიბენი, მაგრამ მაინც ჩემმა მოხერხებულობამ იმარჯვა. -მეგონა მამაჩემის ოინები იყო, მაგრამ შევცდი. -ისე ვიცრუე თვალიც არ დამიხამხამებია. -შენ ახლა მამაშენს ელაპარაკებოდი? -ეჭვის თვალით გადმომხედა გიომ. -ხო. აბა ვის დაველაპარაკებოდი შენი აზრით? -შევხედე გაკვირვებულმა. -თვალებზე რა გჭირს? -უცებ თვალებზე დამაკვირდა გიო. -რა უნდა მჭირდეს? -ნაგლად არც მე ვაშორებდი თვალს. -ფხიზელი არ ხარ. რა მიიღე? -მითხრა მკაცრად. მე ყურადღება აღარ მივაქციე და კითხვა დავუიგნორე. -ნინა, სულ დამავიწყდა, სანდრო გელოდება ქვემოთ. -უთხრა გიომ, ეტყობოდა გოგოებთან თავს იკავებდა. -მეც წავალ, გვიანია უკვე. -ადგა ლისა. -გთხოვთ, არ იჩხუბოთ რა. -გადაგვკოცნა ორივემ და წავიდა. გიომ კარები ჩაკეტა და უკან მობრუნდა. -შენ არ მიდიხარ? -კირა, რა გინდა? -მთელი დღეა უაზროდ მიღრენ და არ ვარ შენი ჯუჯღუნის ხასიათზე რა. -ხელი ავიქნიე და ფეხზე ავდექი, რომ ოთახში გავსულიყავი. -ჩემი საუკეთესო ძმაკაცია დაჭერილი, ეს ისე ცნობისთვის. -მკლავში მწვდა და მისკენ მიმატრიალა. -ნერვების პიკზე ვარ ისედაც და შენ აქ მაბოლებ რაღაცეებს. თავი გამოვიშტერო და ყოველ შენს ტყუილზე თვალი დავხუჭო? სხვა დროს შეიძლება გამეტარებინა, მაგრამ დღევანდელის მერე კიდევ რაღაცეებს ყიდულობ და იღებ? -შემეშვი და ცხვირს ნუ ყოფ იქ რაც შენი საქმე არ არის. -მკლავი უხეშად გამოვსტაცე ხელიდან, თუმცა ნერვიც არ შემტოკებია, რადგან უკვე ლირიკის კაიფში ვიყავი. -ხო, რა თქმა უნდა, ჩემი საქმე არ არის. მე ხომ არაფრის უფლება არ მაქვს, სათამაშო ვარ, რომელსაც როცა გინდა მაშინ იყენებ. -ხმას აუწია გიომ. -ძმობას გაფიცებ, აქ მოსვლამდე თავი მიარტყი რამეს თუ რა დრამებს მიმართავ აქ? -რამხელა ირონიაა შენში. უმადური და დაუნახავი გოგო ხარ! -გვერდი სწრაფად ამიარა, გარეთ გავარდა და კარი ისე მიიჯახუნა, ალბათ მთელი სამეზობლო გააღვიძა. -ცხოველო! -მივაძახე და ოთახში შევედი. მუსიკა დაბალ ხმაზე ჩავრთე, შუქი ჩავაქრე და საწოლზე წამოვწექი. დღევანდელი ნეგატიური დღის შემდეგ, მშვიდი გარემო მჭირდებოდა. ისე, რომ დაფიქრდები, რა უცნაური და ცვალებადი ხასიათი მაქვს არა? |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.