სულ გაგიჟდა ეს ახალი თაობა!!! (თავი მესამე)
-იდიოტო, როგორ გაბედე-სახეში ძლიერად დავარტყი ხელი და სწრაფად გამოვიქეცი სკოლიდან -რატო გამათავისუფლეთ აბა ერთი კვირით?-ჩავხტი მანქანაში და გიორგის და ნიკას ვკითხე -რავიცი სადმე წავსულიყავით-მხრები აიჩეჩა გიომ -აუ მთაში რააა-ვიყვირე უცებ და ჩემს გვერდით ახლად დამჯდარ ერეკლეს წარბაწევით დავხედე რომელსაც ნათლად ეტყობოდა ლოყაზე ჩემი ნათითურები -რაიყო კუსავით მობობღავდი შეჩ"ემა აქამდე რომ ვერ ჩამოხვედი?-გაიკვირვა ნიკამ და მანქანა დაძრა, მეც მაშინვე ჩამოვწიე ფანჯარა და თავი გავყავი, თბილი ჰაერი სახეზე მეხეთქებოდა და ისე მსიამოვნებდა თვალებდახუჭული ვიღრიჯებოდი -შემოყავი გოგო თავი-მიყვირა გიომ და შიგნით შემომათრია -კაი-გავიკრიჭე და ეხლა მთელი ტანით გავძვერი ფანჯრიდან, საჯდომი ფანჯრის ამოსაწევზე დავადე და ხელი მანქანის თავზე შემოვაწყე, მართალია ტოიოტას ჯიპი იყო და მაღალი მანქანა იყო ცოტა შემეშინდა მაგრამ ისეთი სასიამოვნო იყო ამაზე არც ვფიქრობდი -მიდი გაზს მიაწექი-თქვა გიორგიმაც და მომბაძა, მალევე ერეკლეც ამოვძვრა, ვკიოდით და ვიცინოდით, თან ტელეფონით ვიდეოს ვიღებდი და დიდი სიჩქარით მივდიოდით, მანქანებს ვასწრებდით და ვასიგნალებდით, ხალხი გაკვირვებული გვიყურებდა, თუმცა ყურადღებას არ ვაქცევდი -აუ ნახეთ ეხლა-იყვირა ნიკამ, ცალი ფეხი გაზს მიაჭირა, ცალით საჭე დაიკავა და ისიც ამოძვრა ნახევრად მანქანიდან -აუ რამაგარია, ნიკუშა მასწავლი მანქანის ტარებას?-ვკითხე და ბიჭებს თვალი მოვავლე -აბა რა-გაიცინა და ისევ უკან ჩაბრუნდა, წინ მანქანა მიდიოდა და საშიში იყო. -ბიჭო პოლიცია-იყვირა გიორგიმ და ერეკლეს ხელით ანიშნა პოლიციის მანქანისკენ რომელიც უკან მოგვძდევდა -გააჩერეთ მანქანა-ყვიროდა და წამდაუწუმ ნიკას მანქანის ნომერს ყვიროდა -მიდი საჭესთან დამაჯინე-იყვირა ერეკლემ და სწრაფად შეძვრა შიგნით, ავიცი როგორ მაგრამ მომენტალურად გაცვალეს ადგილები, მალევე კი ყველა მანქანაში ვიჯექით და ფანჯრები ამოწეული გვქონდა -უახლოესი სოფელი სადაა აქ?-გადმომხედა ერეკლემ და კიდევ ერთ მანქანას გაუსწრო -აი აქ მალე შესახვევი იქნება და შეუხვიე-ვუპასუხე და ჩიხზე ვანიშნე -თავი შეიმაგრეთ-იყვირა და სწრაფი მოძრაობით მოუხვია, მანქანამ ერთი ბრუნი გააკეთა, შემდეგ კი სწრაფად გასწორდა ისევ, გხა კი ჩვეულებრივად გავაგრძელე -ცუდ გზაზე მალე გადავალთ?-კვლავ მკითხა ერეკლემ -აქ ჩიხია, მდინარის პირას ჩადის, შეგიძლია ჩახვიდე, თან ცუდი გზაცაა-ვუპასუხე სწრაფად, მანაც დაუყოვნებლივ შეასრულა მოქმედება და მდინარის პირას, მანქანა პირდაპირი მნიშვნელობით შეაყენა ბუჩქებში -დიდი მანძილით ჩამოგვრჩნენ, მგონი ვერ დაინახეს რომ აქ შემოვუხვიეთ-მხრები აიჩეჩა გიომ -რატომ გავექეცით-გაკვირვებული ვიყავი მე -მაგას აქვს მუღამი ელენიკო-ლოყაზე მაკოცა ნიკამ და სწრაფად გადავიდა მანქანიდან, მას მივყევით დანარჩენებიც და იქვე მდინარის ნაპირას ჩავედით -საღამომდე აქ იტრიალებენ, სადღაც უნდა წავიდეთ, აქ უეჭველი გვიპოვნიან, მთავარ გზასთან ახლოს ვართ-ჩაილაპარაკა ერეკლემ -მე არ ვიცი ამის იქით საერთოდ რა ხდება, უბრალოდ აქ მდინარეზე საბანაოდ დავდივარ ხოლმე ზაფხულობით-ვუთხარი მხრების ჩეჩვით ბიჭებს და ქვა მდინარეში ვისროლე, -მოდი რავქნათ იცით? ორი აქ დარჩეს, ორიც მანქანით წავიდეს და გზას გაუყვეს, თუ პოლიცია აქ გამოჩნდა ეგრევე დაგვიკავშირდებით ტელეფონზე, ჩვენ კი გზას ვიპოვით, შემდეგ კი მოგაკითხავთ და წაგიყვანთ-თქვა ნიკამ -მე დავრჩები, ვიბანავებ-ავტყდი მე -მაშინ მეც დავრჩები-თქვა ერეკლემ -მე აღარ მინდა, წამოვალ-ვუთხარი მისი პასუხით უკმაყოფილო -მე წავალ მაშინ, და თქვენ დარჩით-მიმართა ერეკლემ ბიჭებს -აუ რაგინდა? მომშორდი რა-გაბრაზებულმა ვუთხარი ერეკლეს -წავალთ ჩვენ, არ დახოცოთ ერთმანეთი-ჰაეროვანი კოცნა გამოაგზავნა ნიკამ და მანქანაში დაჯდა, გიორგიც გვერდით მოიჯდა და მანქანა დაძრეს. -ვიცურაოთ?-გადმომხედა ერეკლემ -არმინდა, შენ ჩადი-ვუთხარი და ცხვირი ავიბზუე, ნაპირზე წამოვწექი და ზეცას მივაბყარი მზერა, მალევე გაისმა წყლის ხმა, მივხვდი ერეკლე წყალში ჩასულიყო -ცივი არაა? ჯერ ივნისი ეხლა დაიწყო-მხრები ავიჩეჩე მე -ცივია მაგრამ სასიამოვნოა-თვალი ჩამოკრა მან -მიდი თუგინდა ჩემი მაისური გადაიცვი და იმით ჩამოდი, აი იქ ბუჩქებია და გამოიცვალე-მანიშნა ბუჩქებზე შემდეგ კი იქვე დაგდებულ მაისურზე -კარგი-სწრაფად წამოვვარდი ფეხზე, მისი მაისური ავიღე და ბუჩქებს მოვეფარე, ჯერ შარვალი და კედები გავიძვრე, შემდეგ მაისური და ერეკლეს ზედა გადავიცვი, ჩვეულებრივი კაბასავით მქონდა, ამიტომ არც მიჯავრია რომ რამე გამომიჩნდებოდა, ფეხშიშველი გავიქეცი მდინარისკენ და ქვიდან პირდაპირ თავით გადავეშვი მდინარეში -ბარემ გაგეხადა რამნიშვნელობა ჰქონდა-გაიცინა ერეკლემ როდესაც ამოვყვინთე -პედოფილი ხარ? გადი რა-წარბაწეულმა გავხედე და ისევ ჩავყვინთე, ცივი წყალი იყო თუმცა სიამოვნებით ვბანაობდი, ერეკლესთვის ხმა არ გამიცია ისე ავედი ნაპირზე და იქვე დავჯექი, ჩემი მაიკით სახე შევიმშრალე და ტელეფონს დავავლე ხელი რომელზეც ნიკას ნარეკი შევნიშნე, მაშინვე გადავურეკე, თუმცა არ მიპასუხა, არც შემდეგ ზარზე მიპასუხა და არც მის შემდეგზე -ერეკლე ნიკა არ მპასუხობს-ვუთხარი შეშფოთებულმა და კიდევ დავურეკე -მერე რა-მხრები აიჩეჩა უდარდელად და ნაპირზე ამობობღდა -რა მერე რა ღადაობ? არ პასუხობს, მიდი გიორგისთან დარეკე-ვუყვირე და ხელში მისი ტელეფონი მივაჩეჩე იქვე რომ იდო -ნიკას ურეკია-თქვა როდესაც ტელეფონი გაანათა -ჩემთანაც ჰქონდა ნარეკი, მიდი გიოს დაურეკე-ვუთხარი და კვლავ განვაგრძე ნიკასთან რეკვა -არ იღებენ, წამოდი ჩაიცვი და გზაზე გავიდეთ, იქნებ გამოვიდნენ, ან ტაქსმა გამოიაროს-მითხრა და სწრაფად ამოიცვა შარვალი, შემდეგ კი წყლისკენ შებრუნდა, ჯერ ვერ მივხვდი რა გააკეთა, თუმცა მერე მივხვდი რომ უნდა გამომეცვალა, სწრაფად გადავიძვრე მაისური, ჯერ შარვალი ამოვიცვი შემდეგ კი სველ ბიუსალტერზე მაისური გადავიცვი, კეტები ხელში დავიჭირე და ასევე ერეკლეს მაისურიც -მობრუნდი, ჯერ მაისური არ ჩაიცვა თორემ გაცივდები-ვუთხარი და სიარული დავიწყე -მომე წამოვიღებ-მითხრა და ხელი გამომიწოდა -იყოს, არ მაწუხებს-გავუღიმე და კვლავ გზას გავხედე -ამ ბოლოს მოკრძალებული გახდი რაღაც?-ჩაიცინა მან -ყველასთან ერთნაირი ვერ ვიქნები-თვალი ჩავუკარი და კვლავ ჯიუტად გავაგრძელე წინ სიარული -ხო, მე ხომ შენთვის განსაკუთრებული ადამიანი ვარ-ფხუკუნით მითხრა, ხელები წელზე მომხვია და უკნიდან მომეხუტა -ნუ სულელობ, მომშორდი-წამში დავიბენი და ესღა ამოვილუღლუღე -რატომ? განა შენთვითონ არ წამოიწყე ეს ურთიერთობა?-ჩამჩურჩულა ყურში და იქვე ნაზად მაკოცა -შენ მგონი რაღაც არ გეყო ხომ ის დარტყმა?-გაღიზიანებული ავფართხალდი და ხელებიდან დავუსხლტი -შენგან ეგეც კი მსიამოვნებს, ჩემო სიხარულო-ირონიულად მითხრა და წინ გაიჭრა, მისი ირონიული საუბარი ცოტა მეხამუშა, ალბათ იმიტომ რომ მისგან თბილ დამოკიდებულებას ვიყავი მიჩვეული, თუმცა მაინც გავყევი უკან და მალე მთავარ გზაზეც გავედით, უკვე ღამდებოდა მაგრამ არავინ ჩანდა, თითქვის ღამის 11 საათი იქნებოდა როდესაც ნაცნობი მანქანა დავინახეთ და სწრაფად წამოვხტით ფეხზე -აქ რა გინდათ? ვერ დაეტიეთ იქ სადაც იყავით?-დაიღრინა ნიკამ -ამის ბრალია-ხელი გავიშვირე ცხვირაბზუებულმა ერეკლესკენ -ხო, ჩემი ბრალია, აბა ჩვენი ქალბატონი რამეში რომ დავადანაშაულო ხომ დამსჯის თავისი საფირმო გარტყმით სახეში-დამცინავად გადმომხედა მან, რათქმაუნდა, მე ის დამცინოდა, და ეს მე ნამდვილად არ მსიამოვნებდა.............. მოკლედ ძალიან უსინდისოთ რომ მოვიქეცი და ძალიან რომ დაგავგიანე და პატარა თავი რომაა ვიცი, უბრალოდ უაზრო თავი გამომივიდა რადგან იმდენი ხანია აღარ დამიწერია მეც კი აღარ მახსოვდა შინაარსი თქვენ კიარა, ამიტომ წინა თავებისთვის თვალის გადავლება მოგიწევთ და ძალიან დიდი ბოდიში, სიყვარულით თქვენი ვოვა ჩუმაკი.. კიდევ დიდი ბოდიში აღარ დავაგვიანებ... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.