შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი მორაგბე (თავი 3 )


19-04-2016, 21:57
ავტორი ლოლიტა
ნანახია 2 595

ბიჭებს ლაშას გასაცილებლად მეც გავყევი აეროპორტში . ძალიან ბევრი ხალხი აცილებდა მას . ვიდექი მარტო ჩემთვის და ვუყურებდი როგორ მიდიოდა ჩემგან შორს ... ჩვენ არაფერი ვიყავით ერთმანეთისთვის ნაცნობების გარდა ...
როცა ვიცოდი რომ საქართველოში იყო მაშინ ძალიან მშვიდად ვიყავი.
ვერ ვხვდებოდი როდის რას გრძნობდა , შეეძლო ერთ წამში ყველაზე ბედნიერი გავეხადე და მეორე წამში ყველაზე უბედური . საკუთარ თავთანაც მიჭირდა იმის აღიარება ,რომ მიყვარდა . ყველაფერი რასაც განვიცდიდი მისით იყო გამოწვეული . ვუყურებდი როგორ მოდიოდა ჩემკენ ,მაგრამ მეგონა რომ ესეც ჩემი ფანტაზიის ნაყოფი იყო . ნელ-ნელა უფრო და უფრო მიუხლოვდებოდა , ვხედავდი მის მწვანე თვალებს , რომელიც ისე ანათებდა მე ,რომ მიყვარდა. იმდენად მომიახლოვდა ,რომ ახლა უხვე სახეზე ვგრძნობდი მის სუნთქვას.
- კარგად იყავი , წარმატებები არ მოგკლებოდეს ! - ლოყაზე კოცნა დავაპირე მაგრამ იმდენად მაღალი იყო ვერ მივწვდი . უხერხულ სიტყუაციაში ჩავარდი . სირცხვილისგან ლოყები ამიხურდა. თვალები ძირს მქონდა გაშტერებული . მერე რაღაც საოცარი შეგრძნება დამეუფლა . რაღაც საოცარი გრძნობა ვიგრძენი , ლოყაზე ძალიან ნაზად მაკოცა , თმებზე ხელი ჩამომისვა და წავიდა...


უაზროდ გადიოდა დღეები , მასზე ფიქრებს ვერაფრით ვიშორებდი . რამდენჯერმე ტირილით დამიძინია , ვუყურებდი მის ფოტოებს , ვიდეოებს და ასე ვიკლავდი მონატრებას . ყოველთვის სულელურად მიმაჩნდა შეყვარებული გოგონები ,როცა ამბობდნენ რომ მის გარეშე არ შეეძლოთ . ეს ყველაფერი ჩემთვის ზედმეტად გადამეტებული იყო ,მაგრამ აღმოვაჩინე ,რომ მეც მათ დავემსავსე. ყოველ დღე რამდენჯერმე ვხსნიდი მის ფანჯარას ,მაგრამ მაინც არასდროს მიმიწერია. ნიკასგან ვგებულობდი სიახლეებს . დღეებს ვითვლიდი მის ჩამოსვლამდე.
უნივერსტეტიდან გამოსული არ ვიყავი ჩემმა თაყვანისმცემელმა დიდი თეთრი ვარდების თაიგული მაჩუქა . არაფრით ვართმევდი , ბევრი მეხვეწა საბოლოოდ მაინც დავიტოვე. მაგრამ სასტიკად გავაფრთხილე არაფერი მოეტანა მეტჯერ . სახლში მისულს ვატო და ვეკო მისაღებში დამხვდა . გაოცებულები უყურებდნენ ვარდებს .
- ვინ გაჩუქა დეა მაგხელა ვარდები ? - გაკვირვებული მიყურებდა ვეკო .
- ვინ აჩუქებდა ახლა , შეყვარებული , - გაიცინა ვატომ .
- ცუდად ხუმრობ ვატო . შეყვარებული არ მყავს და არც მყოლია . ეს ვარდები კი მამუკამ მაჩუქა .
- ნიჟარაძემ ? - გაოცებულმა მკითხა.
- ხო ნიჟარაძემ , მეორე წელია ამ უაზრობას არ ეშვება რა. არაფრით ვიღებდი , იმდენი მეხვეწა ბოლოს შემრცხვა და გამოვართვი . სასტიკად ავუკრძალე მეტჯერ რომ მსგავსი აღარაფერი მაჩუქოს .
- თუ არ გინდოდა არ უნდა გამოგერთმია , - ლაშას ხმა მომესმა , გაკვირვებული შევხედე ვატოს და ვეკოს . სამზარეულოდან ნიკა მოდიოდა ლეპტოპით ხელში .
- ვინ თქვა ეს ? ლაშას ხმა მომესმა , - მოწყენილმა ამოვილაპარაკე.
- არ მოგესმა , - ისევ მისი ხმა გავიგე. ნიკამ ლეპტოპი მაგიდაზე დადო და ჩემსკენ შემოატრიალა . ვიდეო ზარში ლაშა გამოჩნდა , თითქოს გაბრაზებული იყო ან უბრალოდ მომეჩვენა ... როგორ მომნატრებოდა თურმე მისი სახე , მისი ნაკვთები , მისი ღიმილი , ხმა... რამდენიმე წამი ასე გაშტერებული ვუყურებდი .
- ლაშა ,როგორ ხარ?
- კარგად . დეა , შენ როგორ ხარ?
- რავიცი , როგორ უნდა ვიყო . როდის ჩამოდიხარ?
- ოჰო , დაგაინტერესმა ჩემმა ამბებმა ? - გაეცინა . იმის მიუხედავად რომ ყველაზე მეტად ამ ქვეყნად ლაშა მაინტერესებდა მასთან მაინც არ ვაღიარებდი ამას.
- უკულტურობად ჩამეთვლებოდა რომ არ მეკითხა . სულ არ მაინტერესებს , ნუ მეტყვი , - გაბრაზებული სწრაფი ნაბიჯით მივდიოდი საძინელებში .
- ერთ კვირაში მანდ ვარ , სანამ საძინებელში შევიდოდი მისი ხმა გავიგონე .


***

ერთი კვირა მასზე ფიქრებში გავიდა . საღამოს ჩამოფრინდებოდა , ჩვენც აეროპორტში ვხვდებოდით , აეროპორტში მისულს ნიკას და ლაშას მშობლები დავინახე. მათი სახე ინტერვიუებიდან ვიცოდი . ნიკამ მაკა და ოთარი გამაცნო . ''ჩემი ბიჭი'' ორივეს გავდა, განსაკუთრებით ბატონ ოთარს . ძალიან მრცხვენოდა მათთან ახლოს დგომა და საუბარი .
მალევე დავინახე ჩემოდნებით ხელში ლაშა ... ხალხის დანახვაზე ისევ ისე თბილად გაიღიმა . გოგოები მოსვენებას არ აძლევდნენ , ზოგი ეხუტებოდა , ზოგი ''სელფს'' იღებდა . ეჭვიანობისგან ცოტაც და გავსკდებოდი , მეზიზღებოდა ყველა ის ხელიც რაც მას ეხებოდა . ერთის მხრივ მიხაროდა რომ ყველას ძალიან უყვარდა იგი ,მაგრამ საშინლად ვბრაზობდი რომ მათ ჰქონდათ ლაშასთან ჩახუტების უფლება და მე არა . კარგახანს არ მოსცილებია გოგონები მას , მერე მშობლები ეხუტებოდნენ , ყველამ ნახა ჩემს გარდა . ვიდექი უაზროდ და არ ვიცოდი რა გამეკეთებინა . ბოლოს ისევ მე მივედი და მივესალმე. ჩემი დანახვისას შევამჩნიე როგორ აუციმციმდა თვალები .
- როგორ ხარ დეაკო ? - ძალიან თბილი იყო მისი ხმა . არასდროს დაეძახა ჩემთვის დეაკო , მითუმეტეს ასეთი სითბოთი არასდროს უხსენებია ჩემი სახელი .
- კარგად , ლაშა . როდის მიდიხარ ?
- გაეცინა ჩემს ნათქვამზე . ჯერ არ ჩამოვსულვარ მაცადე ცოტახანს .


***

მეორე საღამოს თბილი პიჟამოები ჩავიცვი . დაწოლას ვაპირებდი როცა ტელეფონზე უცნობი ნომრიდან ზარი შემოვიდა .
- გისმენთ.
- ლაშა ვარ , ჩამოდი ცოტახანს ქვემოთ ,- გათიშა . არც კი დავფიქრებულვარ ისე ჩავირბინე კიბეები . ერთი სული მქონდა მისი სახე დამენახა . ჩემს დანახვაზე გაეცინა , ახლოს მოვიდა და ჩამეხუტა . დიდხანს ვგრძნობდი მისი სხეულიდან გამომავალ სითბოს . უმოძრაოდ ვიდექი , როცა მომშორდა რამდენიმე ნაბიჯი გადადგა უკან . არც კი დავფიქრებულვარ ისე მოვეხვიე , თავი მკერდზე მივადე და გავისუსე . კარგახანს ვიდექით ასე , დიდხანს ვგრძნობდი მის აჩქარებულ გულისცემას რომელსაც ჩემი აჩქარებული გულისცემა ერწყმოდა . თავზე ნაზად მისმევდა თითებს , ღრმად ვისუნთქავდი მის სუნს , რომელიც ჩემთვის ასე ძვირფასი იყო . სასიამოვნოდ გაკვირვებული ვიყავი ...
არ მინდოდა მის სხეულს მოვშორებოდი .
ის იყო ადამიანი რომლის ერთი გამოხედვაც კი მათბოდა . სულ სხვანაირი ვხვდებოდი მასთან ... ცოტახანში მე თვითონ მოვშორდი.
- იცი რა მაინტერესებს , რატომ მითხარი რომ იგნორს ვერ იტან?
- როცა გაგიცანი ყურადღებას არ მაქცევდი . პირველად რომ გნახე ნიკას დაბადების დღე იყო, კარგა ხნის წინ . ყურადღებას არ მაქცევდი , გაღიმებაზე საუბარიც ხომ ზედმეტია . ყოველ წამს მიბღვერდი . მეორედ ვატოს დაბადების დღეზე შეგხვდი . იმ დღეს ბევრი ვილაპარაკეთ , ვიცეკვეთ . ყველანაირ სისულელეზე მელაპარაკებოდი . თითქმის ყველაფერი მიამბე შენს წარსულზე . ფოტოებიც გადავიღეთ . მერე ძალიან ბევრი დალიე , სახლში გაგაცილე .
- მოიცა , მეხუმრები?
- მეტყობა რამე ? წამოდი მანქანაში ჩავჯდეთ თორე მაგ მარწყვებიან პიჟამოებში გაიყინები , - ახლაღა დავხედე ჩემს ჩაცმულობას , დათუნიის დიდი ჩუსტები მეცვა , პიჟამოები კი მარწყვებით მოხატული . წარმომედგინა რა სასაცილო ვიქნებოდი.
- პირიქით , ასე ყველაზე კარგი ხარ , - თითქოს ფიქრებს მიმიხვდა , მის სიტყვებზე ღიმილი ვერ შევიკავე . იმას მეუნებოდა ჩემი საყვარელი მამაკაცი რაზეც ვერც კი ვიოცნებებდი. მანქანაში ჩავჯექით . თბილი ჟაკეთი მომახურა , მანქანაში მისი სურნელი და სითბო ტრიალებდა. მერე ისევ საუბარი გააგრძელა.
- იმავე საღამოს შენგან ფეისბუქზე მეგობრობის შემოთავაზება მომივიდა , რაღაცები მივწერეთ ერთმანეთს და იმაზე შევთანხმდით რომ მეორე დღეს გამოგივლიდი და სადმე წავიდოდით . მაგრამ შენ პასუხი არც კი მოგიწერია , სახლში მოგაკითხე მაგრამ გავიგე რომ შენ ნათესავებთან იყავი წასული . ტელეფონზე გწერდი , ყოველ წამს მაიგნორებდი . მერე მომბეზრდა ეგ ყველაფერი და შეგეშვი , იმის მერე ერთხელ გნახე კიდევ არც მომსალმებიხარ .
იმ დღის შემდეგ შენზე ფიქრი ავუკრძალე ჩემს თავს . ხშირად უხსენებია ბიჭებს შენი სახელი , მეუბნებოდნენ რომ საოცარი გოგო იყავი ამ ქვეყნად, რომ მათთვის ენა მწარე ანგელოზი იყავი. რაღაც უცნაურს ვგრძნობდი შენს მიმართ . მსოფლიოს მერე როცა დავბრუნდი მალევე გნახე . მეგონა დავიწყებული მყავდი . ახლაც მახსოვს შენი სახე ჩემს დანახვაზე წყალი რომ მოგაწოდე . ვერ გავიგე მაშინ რა გჭირდა , არც ახლა ვიცი ... დროთა განმალობაში ვგრძნობდი ,რომ შენც არ იყავი გულგრილი ჩემს მიმართ . თავს ვარწმუნებდი რომ უბრალოდ მეჩვენებოდა , რომ ვიცოდე ჩემს მიმართ არაფერს გრძნობ ამას არც გეტყოდი . იმ დღეს გახსოვს ვარდებით რომ დაბრუნდი სახლში? - თვალები გამეშტერებინა მისი სახისთვის თავი ძლივს დავუქნიე. - იმ დღეს ისეთი გახარებული ვიყავი ,რომ ახლოს არავის უშვებდი . ვუსმენდი და ბედნიერებისგან აღარ ვიცოდი რა გამეკეთებინა .
- მიჩქმიტე რა. მგონია თვალს რომ გავახელ სიზმარი აღმოჩნდება ყველაფერი .
- ე.ი. ტყუილად არ მილაპარაკია , - გამიცინა .
- იცი , სულ არ მახსოვს რაც მომიყევი. თითქოს არც მომხდარა , მგონი ტონგას შეხვდით მაშინ პირველად შენი სახე რომ დავინახე, ნაცნობი და ამავდროულად უცნობი . იმის მერე ვერაფრით ვიშორებდი შენზე ფიქრებს . შენი სახელი და გვარი როცა გავიგე იმ დღიდან მოყოლებული ყოველწამს შენზე უამრავ ვიდეოებს ვნახულობდი ... - სიტყვებს ერთმანეთს ვერ ვუყრიდი, ძალიან მრცხვენოდა ჩემი სიმართლის , - აკვიატებული მყავდი , მეგონა ეს შეგრძნებები მალე გამივლიდა ,მაგრამ უფრო და უფრო ძლიერდებოდა . მაშინ შენი სამზარეულოში ნახვა ჩემთვის სრული შოკი იყო , არ ვიცოდი რა უნდა გამეკეთებინა . რასაც ვფიქრობდი იმას არ ვამბობდი , პირიქით საპირისპიროს გავიძახოდი , - ისე მაგრად ჩამეხუტა საკუთარი ძვლების ტკაცუნი დიდხანს მესმოდა . ტუჩები კისერში მიმაწება , ნაზად მისმევდა თითებს თმებზე . საოცარ ნეტარებას განვიცდიდი . მერე სახლში ამაცილა და წავიდა...
მთელი ღამე მასზე ფიქრში გავატარე , ახლაც მიღუტუნებდა მისი სურნელი ცხვირში . წუთებს ვითვლიდი ,რომ მალე გათენებულიყო ... ოთხი ხდებოდა დაახლოებით როცა ჩამეძინა .
დილით ძალიან ადრე გამეღვიძა, ვეკო ისევ ეძინა . ვერაფრით მოვითმენდი მისთვის ეს ამბები დაწვრილებით ,რომ არ მომეყოლა . ძლივს გავაღვიძე . ბევრი იწუწუნა ასე ადრე რატომ გამაღვიძეო . ყველაფერი დაწვრილებით მოვუყევი , დიდხანს ვუყურებდი მის გაფართოებულ თვალებს . კარგახანს მესმოდა მისი კივილის ხმა.

***

მხოლოდ რამდენიმე დღე რჩებოდა საქართველოში . მთელი დღეები ერთად ვიყავით , კიდევ უფრო ბევრი რამ გავიგეთ ერთმანეთზე . მის გარეშე ყოფნა უკვე შეუძლებელი იყო . ყველა ძალიან გაახარა ჩვენმა ამბავმა , წყნეთში ავედით დათოსთან ყველა . ორი დღე იქ ვიყავით , სულ ერთად ვატარებდით დროს , უბრალოდ ღამით ვშორდებოდით ერთმანეთს .
ყველაზე რთული მისი გაცილება იყო , მინდოდა არსად გამეშვა ,მაგრამ ვიცოდი ამის უფლება არ მქონდა. მთელი ძალით ვეხვეოდი , მერე ძლიერად მოვუჭირე თითებზე ჩემი თითები , ხელის გულზე ძალიან ნაზად ვაკოცე . ცოტაც და ტირილს ვეღარ შევიკავებდი , არ მინდოდა ჩემი ცრემლები ენახა მერე კიდევ უფრო გაუჭირდებოდა .
- უნდა გავუძლოთ ... ვერ მოგატყუებ რომ არ გაგვიჭირდება , იმიტომ რომ ეს ერთი თვე უშენობა გაუსაძლისი იქნება , უნდა შევძლოთ , გესმის?
- მესმის ... - ტუჩებში ძალიან ნაზად მაკოცა და წავიდა...



ვიცოდი რომ თუ ვერ გავუძლებდი სულაც არ იქნებოდა ჩვენი გრძნობები ისეთი როგორიც მეგონა . ერთ თვეში ისევ ჩამოფრინდებოდა , რამდენიმე დღით ... მაგრამ ის რამდენიმე დღე ჩემთვის ყველაფერი იქნებოდა . თითქმის საერთოდ ვერ იცლიდა, მუდამ გადატვირთული გრაფიკი ჰქონდა . საღამოობით დამირეკავდა ხოლმე და ძალიან დიდხანს ვლაპარაკობდით . ყველაფერს ვაყოლებდი , გავიტრუნებოდი და დიდხანს ვუსმენდი ჩემთვის საყვარელ ხმას . მეჯავრებოდა ჩემი თავი , ძალიან მგძნობიარე გავხდი . დღე არ გადიოდია არ მეტრა , ყოველთვის ვიკავებდი ტირილის მასთან ლაპარაკის დროს . ეს უფრო ცუდად მხდიდა . თანდათან ვგრძნობდი , რომ ცოტაც და გავაფრენდი მის გარეშე . ყოველ ზარზე მხიარულად ვესაუბრებოდი , არ მინდოდა კიდევ უფრო მეტკინა მისთვის . ვგრძნობდი ჩემსავით როგორ უჭირდა . როცა გამიცინებდა მინდოდა მისი ტუჩები და თვალები დამეკოცნა . არასდროს შემიმჩნევია მის ხმაში რომ დაღლილობის მიუხედავად ჩემთან საუბარი ეზარებოდა . ზოგჯერ იმდენხანს გვილაპარაკია რამდენჯერმე ჩაძინებია . დიდხანს ვუსმენდი მის სუნთქვას და მანამ არ ვთიშავდი ზარს სანამ მე თვითონაც ძილი არ მომერეოდა.
ერთ კვირაში დაბრუნდება საქართველოში . ეს ერთი კვირა დასვენება გვაქვს მე და ვეკოს უნივერსტეტში , ქუთაისში წავედით ოჯახთან . ჩემ ტკბილ მშობლებს ძალიან გაეხარდათ ჩემი ნახვა , არ იცოდნენ რომ ჩამოვდიოდი . დედა დიდხანს მიკოცნიდა ლოყებს . მერე სუფრა გაშალეს , ყველა ჩემი საყვარელი საჭმელი დაელაგებინათ სუფრაზე .
- უჰ , როგორ მომნატრებია დედიკუნა შენი კერძები .
- გეტყობა შვილო , რაფერ ჩამომხმარხარ , არაფერს ჭამთ შენ და ვერონიკა?
- უმეტესად მხოლოდ საღამოობით , ვეკო აკეთებს ხოლმე საჭმელებს , ერთი კარტოფილის კეთება მეხერხება და მაგას ჩემს თავზე ვიღებ ხოლმე .


რამდენიმე დღე მოვისიყვარულეთ მე და ვეკომ მშობლები , დედას ყველაფერი მოვუყევი ლაშას შესახებ, ბავშვობიდან ასე ვიყავი... არაფერს ვუმალავდი მას . თითქოს შვება ვიგრძენი მოყოლის შემდეგ , მითხრა რომ თუ ამ ეტაპს ვერ გავუმკლავდებოდით არც ღირდა ჩვენი ურთიერთობა . დედა ცდილობდა ეს რამდენიმე დღე ისე ''გადამეგორებინა'' , რომ ნაკლებად მეფიქრა ლაშაზე . ყველაფერს აკეთებდა , რომ ხასიათზე მოვეყვანე . მეც ვცდილობდი , დედას და ლაშას გამო კარგად ვყოფილიყავი .
ლაშას ჩამოსვლიდან ორი დღით ადრე დავბრუნდით მე და ვეკო თბილისში. დილით ძალიან ადრე წამოვედით , რომ არ დაგვღამებოდა თავზე . სახლი ძალიან მოუწესრიგებელი დაგხვდა . დიდხანს ვალაგებდით , ყველგან მტვრის ბუდე იდო . საჭმელიც არაფერი იყო . მაღაზიაში ჩავედი და პროდუქტები ვიყიდე , ვეკოს ნიკამ დაურეკა და მასთან წავიდა სახლში . აღარ ვიცოდი მარტო რა მეკეთებინა . მაცივარში პროდუქტები შევაწყვე . ხილი და ბოსტნეული გავრეცხე . ვეკომ დამიბარა გვიან მოვალო , ვიცოდი ასე მშიერს დიდხანს რომ ვერ გავძლებდი . თან არც კარტოფილი მინდოდა , ინტერნეტში რეცეპტების ძებნა დავიწყე. ცეზარის გაკეთება დავიწყე . ყველა საჭირო პროდუქტი მქონდა . სალათის ფოთლები დავკეპე , გახეხილი ხველი , მარილი ლიმონის წვენი და ზეთი დავუმატე . პურის დაჭრის დრო ლამის ხელი გავიჭერი . საბოლოოდ ძალიან გემრიელი ცეზარი გამომივიდა . სოკოს სალათი გავაკეთე , ძალიან მარტივი მოსამზადებელი აღმოჩნდა . დაღლილს აღარაფრის თავი მქონდა. ძლივს მივალაგე სამზარეულო .
კარგახანი ვიდექი დუშის ქვეშ , სანამ კანი არ დამასკდა მანამდე არ გამოვედი . თბილი პიჟამოები ჩავიცვი და საწოლზე წამოვწექი . ცოტანში ძილი მომერია ... ბუნდოვნად ჩამესმოდა კარზე კაკუნი , თვალები ნელა გავახილე . ახლა უკვე კარგად მესმოდა კარების ხმა . ძლივს წამოვწიე ტანი .
- მოვდივარ .
მეგონა ჰალუცინაციები დამეწყო. ვერ ვიჯერებდი, რომ , ის ვინც ჩემს წინ იდგა ჩემი ფანტაზიის ნაყოფი არ იყო . დიდხანს, თვალებგაფართოებული ვუყურებდი ,მაგრამ გამოსახულება არ ქრებოდა. მაინც არ მჯეროდა რომ რეალობა იყო რასაც ვხედავდი . რამდენიმე ნაბიჯი ბორძიკით გადავდი მისკენ , სახეზე ვერ ვწვდებოდი მკლავებზე და მუცელზე ვეხებოდი , ვგრძნობდი მის ღრმა სუნთქვას , მის გულისცემას . მერე გიჟივით დავუწყე ხელზე თითების ჩამოსმევა.
- მითხარი ,რომ შენ ხარ , - ვბურტყუნებდი და ვტიროდი , - მითხარი რომ არ მელანდები , - ხელის გულებს ნაზად ვუკოცნიდი , ვგრძნობდი რომ ისტერიკა მეწყებოდა . არ მინდოდა ეს ყველაფერი ჩემი წარმოსახვის ნაყოფი ყოფილიყო . მერე ძლიერად ჩამიკრა გულში , ზურგზე ნაზად მისმევდა ხელებს , ამაზე ამაღლვებელი და დაუვიწყარი მთელი ცხოვრების მანძილზე არაფერი მიგრძვნია. ეს იყო ყველაზე დაუჯერებელი რეალობა . კისერზე რამდენჯერმე ძალიან ნაზად შემეხო მისი ბაგეები , დიდხანს მესმოდა - დამშვიდდი , ჩუუ . შენთან ვარ . კარგახანს ვიყავი მის მკლავებში მოქცეული . მისი შეხება სხვა სამყაროში გადამისვრიდა ხოლმე. ძლიერ მკლავებს ვგრძნობდი წელზე , ასე მშვიდად არასდროს ვყოფილვარ . როცა მასთან ვიყავი ყველაფრის გადატანა შემეძლო . ყველანაირი ტკივილის ატანაც ოღონდ მასთან ვყოფილიყავი ... ორივეს გვიკანკალებდა თითები , დიდხანს მედო თავი მის მკერდზე. არაფერს ვგრძნობდი გარდა სიმშვიდისა .
- მენატრებოდი , - ნაზად მომადო ბაგეები თვალებზე , მერე შუბლზე... ნაზად მიკოცნიდა ნაკთებს , - სახლში არ მიშვებ? , - ისე გაიღიმა მე რომ გონებას მიბინდავდა. ახლა შევამჩნიე რომ სადარბაზოში ვიდექი .
- უი , მოდი , - სახლში შემოვატარე . მისაღებში დივანზე დაჯდა .
- კალთაში ჩამიჯექი , - მეუცნაურა მისი სიტყვები , ჩემს სახეზე ღიმილი ვერ შეიკავა . დიდხანს ვიყავი მის მკლავებში მოქცეული . არაფერზე ვლაპარაკობდით , ღრმად ვისუნქავდით ჰაერს. არ ვიცი ასე რამდენხანს ვიყავით ...

- არ გშია? - თავი დამიკრა , - ცეზარი და სოკოს სალათი გავაკეთე . მეც მშიერი ვარ და ერთად ვჭამოთ , - სუფრა გავშალე , წყალი დავდგი გაზქურაზე ჩაისთვის . ძალიან მოეწონა ყველაფერი , მეც გემრიელად ვჭამდი . დიდხანს ვილაპარაკეთ . მონაყოლი ამბებიც თავიდან მოვაყოლე . თერთმეტი საათი იყო დაწყებული როცა დასაძინებლად წავედით .
თბილი ჟაკეთი ეცვა , მისი საოცარი სუნით იყო სავსე... გაიხადა და თხელი მაიკით ჩაწვა საწოლში , მე ისედაც პიჟამოები მეცვა და გამოცვლაც არ დამჭირდა . ერთმანეთზე ჩახუტებულებს მალევე ჩაგვეძინა .
მზე კიდევ არ იყო ნორმალურად ამოსული როცა გამეღვიძა . ძილის შებრუნება ვცადე ,მაგრამ ვერაფრი დავიძინე .ლაშას წელზე მოეხვია ხელი , თავი ჩემს თმებში ჩაერგო . ასე კარგად დილა არასდროს დაწყებულა . ოდნავ მოვშორდი მის სხეულს .შემეძლო თავისუფლად მეთქვა ,რომ ძალიან იღბლიანი ვიყავი . თითებს ძალიან ნაზად ვუსმევდი სახეზე , ძილშიც ძალიან მშვიდი იყო.



ძალიან დიდი მადლობა მათ ვინც კითხულობს . იმედია თქვენს იმედებს ოდნავ მაინც ვამართლებ , ალბათ ხვალ დავდებ დასასრულს love .



№1  offline წევრი gvanciii kereselidze

Dzannn magariaaa... :*
--------------------
G.ke

 


№2  offline წევრი qetiqetiA3

ჩემს იმედს ძალიან ამართლებ ჩემო კარგო ...ძალიან მომწონს მართლა ძალიან კარგიაა არ მინდა მალე რომ დამთავრდეს მაგრამ რას ვიზავ ველოდები დასასრულს ^_^

 


№3 სტუმარი Black

Magari tavia namdvilad amartleb imedebs;) veli shemdeg tavs<3

 


№4  offline წევრი kiko

უკვე სრულდება? აუუ. მაგარია ძაან. მართლა ამართლებ იმედებს მე ძაან მომწონს და ცოტა არ იყოს მწყინს რომ ასე მალე სრულდება

 


№5  offline აქტიური მკითხველი grafo

ვაიმე, ვკითხულობ ამ ისტორიას და ერთ ძველ ავტორს "თეკლა"-ს მახსენებ. ოღონდ,მაგის ისტორიას "ჩემი რაგბისტი" ერქვა მგონი.

 


№6  offline წევრი ლოლიტა

grafo
ვაიმე, ვკითხულობ ამ ისტორიას და ერთ ძველ ავტორს "თეკლა"-ს მახსენებ. ოღონდ,მაგის ისტორიას "ჩემი რაგბისტი" ერქვა მგონი.

ვიცი თეკლას ეგ მოთხრობა ,მაგრამ ერთადერთი რითითაც შეიძლება ისტორიები ჰგავდნენ მხოლოდ რაგბია wink

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent