შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ვერ ვხვდები როგორ შემიყვარდი(7)(თვით უჟმურებავ!)


19-04-2016, 23:14
ავტორი nutsa214
ნანახია 2 728

შაბათს ძალიან ადრე გამეღვიძა. არ ვიცი რატომ მაგრამ საკმაოდ ვღელავდი. ალბათ იმიტომ რომ პირველად მომიწევდა დათისთან დროის გატარება სამსახურის გარეთ, რაც დიდად არ მახარებდა. საათს რომ დავხედე ჯერ ცხრის თხუთმეტი წუთი იყო. ავდექი საცურაო კოსტუმი ჩავიცვი ზემოდან თხელი მუხლამდე შემოსაცმელი გადავიცვი წელზე ქამრით და ოთახი დავტოვე. პლაჟზე არც ისე ბევრი ხალხი იყო. ჯერ ადრეა ცოტახანში მოემატება. დრო დავინიშნე ზუსტად ორი საათი მქონდა. მეც შეზლონგი ვიქირავე მოსაცმელი გავიხადე და ზღვაში შევცურე. ო როგორ მიყვარს ზღვა, ყველაზე მეტად ზღვაზე დასვენება მიყვარს. ცურვით გული რომ ვიჯერე, შეზლონგზე დავწექი გასარუჯად.
-ოჰო ერთი ამას უყურეთ. რომ გირეკავ რატომ არ პასუხობ?-მომესმა დათის ხმა დათვალების გახელა არ მინდოდა რადგან თავზე დათი მედგა. თვალები რომ გავახილე მაისურს იხდიდა.
-აამ... ჩანთაში მიდევს და ალბათ ვერ გავიგე-წამოვჯექი და ჩანთაში მობილურის მოსაძებნად თუმცა მის უნაკლო დაკუნთულ სხეულს თვალი ვერ მოვწყვიტე.-თან დღეს სამუშაო დღე არა არის ასე რომ...-გამოვფხიზლდი და თავდაჯერებულად ვთქვი. არაფერი უთქვამს, მგონი ჩემი ხმა არც გაუგია. უუფ რაღა მე დამადგა თავზე ამხელა პლაჟზე სხვა ადგილი ვერ ნახა. თვალი გავაყოლე როგორ შეცურა ზღვაში და შემდეგ ისევ პირვანდელ ფორმას დავუბრუნდი დავუბრუნდი. მზის მცხუნვარე სხივები მსიამოვნებდა ზღვის ხმა კი საოცრად მამშვიდებდა, ნელ-ნელა ძილბურანში გადავეშვი ტკბილად ჩამეძინებოდა რომ არა რამდენიმე ცივი წვეთი რომელიც ჩემს სხეულზე დაეცა.
-დარწმუნებული ვარ უკვე დაიწვი-აზრზე ისევ დათის ხმამ მომიყვანა.
თვალები გავახილე დათი ჩემს წინ იდგა პირსახოცით თავს იმშრალებდა და ნახევრად მჩრდილავდა.
-არ დავმწვარვარ და თუ შეიძლება ოდნავ გვერძე...-სიტყვა არ მქონდადამთავრებული რომ გამაწყვეტინა
-დაიწვი აშკარად, თეთრი კანი გაქვს და უკვე ნახევარი საათია ერთ მხარეს წევხარ, ადექი წავიდეთ.
-უკვე?-დავიწუწუნე მე.
-ჰო უკვე, თერთმეტი ხდება ძაან გაგიტკბა.
-კაი ჰოო-წუწუნით წამოვდექი და მოსაცმელი შემოვიცვი ვიგრძენი როგორ შემათვალიერა დათიმ თავიდან ფეხებამდე მერე თვითონაც გადაიცვა მაისური და წინ წავიდა. მე უკან მივყვებოდი. პლაჟს რომ გავცდით წამოვეწიე.
-ჰო მართლა დღეს ნათელასთან თქვენობით არ მელაპარაკო.
-ნათელა?
-ჰო ვისთანაც მივდივართ.
-კარგი-მართალია კითხვები გამიჩნდა მაგრამ აღარაფერი ვკითხე უბრალოდ დავეთანხმე.
სასტუმროში ლიფტი კვლავ მან გამოიძახა. არა, ისევ ლიფტი. დათი ლიფტში შევიდა და მე დამიწყო ლოდინი როდის შევიდოდი შესასვლელთან ვიდექი და ვყოყმანობდი როცა დათიმ ხელზე ხელი მომკიდა და წამში შემიყვანა ლიფტში რადგან კარები იკეტებოდა. იგივე შეგრძნებები დამეწყო თუმცა ჩემ თავს ვძლიე და როგორღაც რამდენიმე წამი გავძელი.
-მალე გამოიცვალე-მომაძახა დათიმ ჩემს ნომერში შესვლამდე.
მეც გადავივლე თმები გავიმშრალე, შავი მაღალწელიანი ჯინსი ჩავიცვი და ზევიდან ბრეტელიანი ტანზე მომდგარი ნაცრისფერი მაისური, კედები მოვირგე თმები თავისუფლად ავიკოსე და უკვე მზად ვიყავი.აშკარად ვგრძნობდი როგორ მეწვოდა კანი რომელიც მთლიანად წითელი იყო მაგრად დავიწვი!პატარა შავ ტყავის ზურგჩანთაში კი მობილურის დამტენი სავარცხელი კოსმეტიკა დაა მსგავსი საჭირო ნიბთები ჩავყარე. შავი ლენონები მოვირგე და ნომერი დავტოვე. დათი გარეთ მიცდიდა , ისიც ჯინსებში იყო და ზემოდან ტანზე გამოყვანილი ნაცრისფერი მაისური ეცვა, თავი ტელეფონში ჩაერგო ჩემს გასვლაზე ამოიხედა, კარგად შემათვარიელა სანამ მე კარს ვკეტავდი.
-ფერებში ვართ-მაისურზე მომაშტერდა.
-ჰო, წავედით.
-კი-თავი რაღაცნაირად გააქნია გეგონება ეძინა და გამოფხიზლდაო-წავედით-ჩაილაპარაკა და ლიფტი გამოიძახა. მის მანქანა შორიდან რომ დავინახე პირველრიგში ის გავიფიქრე ღმერთო ღვედი ისევ არ გამეჭედოსთქო, მაგრამ რად გინდა წინასწარ ფიქრი, მაინც გაიჭედა.
-იცი ეს თქვენი ღვედი აშკარად ჭედავს.-საცოდავი თვალებით შევხედე დათის.
-მოდი დაგენინძლავები რომ მე გამოვწევ- ცოტა გაკვირვებული ჩანდა მაგრამ რა მექნა ღვედი არ იწეოდა.
-არ ვიცი მაგრამ აშკარად ჭედავს.-თვალებგაფართოებულმა წარმოვთქვი. დათი ჩემსკენ გადმოიხარა და ღვედს დასწვდა, სასიანოვნო სურნელი ვიგრძენი, სწორედ იმ სუნამოს სუნი რომელიც ასე ძალიან მიყვარს და რამდენიც არ უნდა შევისუნთქო მისი სურნელი ვერ გავძღები. ადრე დაჩის ესხა ხოლმე და ვერაფრით ვერ ვათქმევინე სუნამოს სახელწოდება, სულ ავიწყდებოდა. დათიმ ღვედი გამოქაჩა და ჰოი საოცრებავ უპრობლემოდ გამოვიდა ბოლომდე და შეიკრა, მე თავი საზურგეს მქონდა მიყრდნობილი რომ დისტანცია დამეცვა და აი როცა ღვედი აღარ გაიჭედა პირგაღებულმა გავაყოლე დათის ხელის მოძრაობას თვალი და გაბუსხული ვუყურებდი როგორ კრავდა ღვედს.
-ნტ... ეე..-დავიწუწუნე უკმაყოფილოდ. დათიმ რაღაცნაირად შემომხედა თითქოს ნიშნის მოგებით თან ღიმილნარევი მზერა ჰქონდა. მანქანა დაძრა და წავედით დაახლოებით ორმოცი წუთი ვიარეთ და ორსართულიანი სახლის წინ გავჩერდით ლამაზი ეზოთი.
-მოვედით.-თქვა დათიმ და მანქანიდან გადავიდა.
მეც გადავედი მანქანიდან. სახლიდან სადღაც სამოცი წლის მაღალი ქალი გამოვიდა, მოკლედ შეჭრილი შავითმით უკან კიკუდისქიცინით რაღაც დიდი შავი ძაღლო მოყვებოდა.
-ვაიმე ძაღლი-შეშინებულმა ჩავილაპარაკე დათის ამოვეფარე და ინსტიქტურად მკლავზე წავავლე ხელი, იმ წუთში ვერაფერი ვიგრძენი თუმცა მერე გამახსენდა მისი ზომიერად დაკუნთული მკლავი რომელსაც გაუაზრებლად ხელს საკმაოდ ვუჭერდი და გამეღიმა. თუმცა იმ მომენტში გიგანტი შავი ძაღლის მეტს ვერავის ვხედავდი. მოკლე შავი პრიალა ბეწვი ჰქონდა და ღია პირიდან საიდანაც ენა ჰქონდა გადმოგდებული, დიდი ეავები მშვენივრად ჩანდა.
-ნუ გეშინია ეს არ იკბინება-გამომხედა დათიმ.-ეე ლულუ მოდი ჩემი გოგო-მოფერებითი ტონით დაუძახა ძაღლს და ისიც კუდის ქიცინით გამოექანამისკენ. ჯერ იყო და ასეთი დათის დანახვა გამიკვირდა იმის გაფიქრებაც ვერ მოვასწარი რასაყვარელიაო რომ ძაღლი ჩვენთან იყო ორ თათზე დადგა და მეორე ორი თათით დათის მიეყრდნო, მე კიდე ვიფიქრე საკბენად მახტებათქო და ერთი კარგად შევკივლე.
-აუ დათი არ მოუშვა მეშინია-დავიწყე ბუზღუნი თან ისე მეშინოდა ლამის მანქანაზე ავძვერი.
-კაი ნუ გეშინია რა იყო.-დათი მომიბრუნდა და მასთან ერთად ძაღლმაც მე მომაქცია ყურადღება მე კიდე ვაიმე ვაიმეს ძახილით დათის წრე დავარტყი და ახლა წინიდან ამოვეფარე.
-ლულუ!-მკაცრად დაუძახა ქალმა და ძაღლიც მორჩილად მოგვშორდა..
-გამარჯობათ-ძლივს გავიღიმე.
-გამარჯობათ-გამიღიმა ქალმა.
-ნათელა როგორ ხარ-დათი გადაეხვია მას ა მერე ჩემსკენ მობრუნდა.-ეს თაკოა. თაკო ეს კი ნათელაა დედაჩემის მამიდა.
-სასიამოვნოა-უფრო ფართოდ გავიღიმე მე.
-ჩემთვისაც შვილო-გამიღიმა ნათელამ და მეც გადამეხვია.
-შემოდით შემოდით სურპრიზი გელოდებათ-თქვა ნათელამ და სახლისკენ წაგვიყვანა.
-რა სურპრიზი? ხომ იცი სურპრიზები არ მიყვარს-უჟმურად თქვა დათიმ.
-ეს მოგეწონება-ცბიერად წარმოთქვა ნათელამ და ჩაიხითხითა. ეს ქალი თავიდანვე შემიყვარდა, ძალიან სანდომიანი და კეთილი ჩანს.
ოთახში პირველმა დათიმ შეაბიჯა მეც შევყევი. თვალის დახმხამებაც ვერ მოვასწარი რომ დათის თავში მთელი ძალით ნასროლილი ბალიში მოხვდა. ის იყო ამაზე სიცილი უნდა დამეწყო რომ მეორე მე მომხვდა ოთახში ხმამაღალი სიცილი გაისმ, ეს ბალიში კი ისეთი ძალით იყო ნასროლი თავი ვეღარ შევიკავე მეც მას გავყევი ჯერ კედელს შევასკდი მერე კიდე ძირს გავიშხლართე ეს ყველაფერი იმდენად მოულოდნელი იყო თავი ვეღარ შევიკავე. ჩემს დაცემაზე ოთახში სიცილი შეწყდა.
-ეე ბიჭო რას შვრები შენ შ** ხო არ გაქ?-გაბრაზებულმა უღრიალა დათიმ ვიღაცას, ალბათ ბალიშის მსროლელს.
-უიმე ჩემი სიკვდილი რააარი ბექა რა ნადირი ხარ!-ქოთოთი დაიწყო ნათელამ. მე ვერაფერს ვხვდებოდი ოთახისმოთვალიერება და იქ მყოფი ხალხის დანახვაც ვერ მოვასწარი.
-კარგად ხარ?-მკლავში ხელი ჩამჭიდა დათიმ და პატარა ბავშვივით წამომაყენა.
-კი კი არაფერია კარგად ვარ წონასწორობა ვეღარ შევინარჩუნე.
-აუუუ ბოდიში... შენთვის არ მინდოდა მართლა .-შეწუხებული სახით წინ დამიდგა ახალგაზრდა, მაღალი მხარბეჭიანი ბიჭი.
-არაუშავს არაფერია-გავუღიმე მე
-ოო ბექა რა ცხოველი ხარ რა უქენი გოგოს.-უსაყვედურმა ერთმა გოგომ შევათვალიერე პატარა ტანის იყო მაგრამ ასაკით არცისე პატარა იქნებოდა.
-მიასიკვდილა იმენა-ღიმილით თქვა მეორე გოგომ.
-ეეე კარგით რა ძალით არ მიქნია ეგეც დათისთვის უნდა გამერტყა.
-ელამი ხარ მერე- შეუბღვირა დათიმ.
-კარგით ხალხნო არაფერია კარგად ვარ მართლა-გავიღიმე და უკვე ყველაფერი ნათლად მოვათვარიელე. ოთახში ჩვენს გარდაკიდევ ოთხი კაცი იყო ორი ახალგაზრდა გოგო და ორიც ბიჭი.
-გაიცანი ესენი ნათელას შვილიშვილები არიან.
-გამარჯობა-მომესალმნენ ცალცალკე და სავარძელში ჩამსვეს. გოგოები ნატა და მარიამი იყვნენ, ბიჭები კი ბექა და გიორგი რომელიც მთელი ამ ხნის განმავლობაში ერთ ადგილზე იჯდა-ინვალჯდის ეტლში.
-უუჰ რაკაია ასე ერთად რომ შევიკრიბეთ ყბელანი თქვენ შემოგევლეთ-კმაყოფილმა ჩაილაპარაკა ნათელამ.-აბა ეხლა ყველამ დაიბანეთ ხელები! ვჭამოთ.
-უჰუჰუჰუ ბებომ ისეთი ხაჭაპურები დააცხოგაგიჟდები -მსახიობურად წარმოთხვა ბექა და აბაზანაში პირველი შევარდა.
-გითხარი დაიწვებითქო-ჩუმათ მითხრა ჩემსგვერძე მჯდარმა დათიმ ისე რომ ჩემთვის არც შემოუხედავს.
-არ ვარ დამწარი! უბრალოდ მზე მომეკიდა და გავწითლდი-მაინც არ ვაღიარე რომ კანი მეწვოდა.
-კი აბა რა.-წარბი ოდნავ ასწია.
ნათელას ხაჭაპურები მართლაც გემრიელი იყო. მთელი დღე ერთად გავატარეთ ხან რას ვაკეთებდით ხან რას ძირითადად ყველა ვიცინოდით დათის გარდა.
-ეე მოდი სიმართლე თუ მოქმედება დავცხოთ.-ტაშიშემოჰკრა ბექამ.
-აუუ კიი-დაეთანხმნენ გოგოები.
-რაღადროს ეგაა წავედით უკვე.-თქვა დათიმ და ყველას სახე დაემანჭა.
-ოო მოიცა რა შე მუდო რაგეჩქარება გარეთ გაიხედე ჯერ მზეა.
-ნატა ჯერ ერთი მუდოს ნუ მეძახი და მეორეც როცა მომინდება მაშინ წავალ.
-კარგი რა შვილო რა გეჩქარება რაიყო, ისედაც იშვიათად ვნახულობთ ერთმანეთს.
-შენ ხო ნათელა თორე ამათმა უკვე თვალში მაზოლები ამომიყვანეს.
-ოოო მოვრჩით და დავიწყოთ რა-მაგიდაზე კალამი დადო მარიმ. ჩვენ მაგიდას შემოვუსხედით ისე დავჯექით რომ ნებისმიერი შეიძლება ნებისმიერთან მომხდარიყო. პირველ დატრიალებაზე კითხვა მარის ერგო პასუხი კი დათის.
-სიმართლე თუ...
-სიმართლე-არც აცადა კითხვის დასმააბა გვითხარი, ხომ არ მოხვდა ასეთი სასწაული და შემთხვევით შემთხვევით ვინმე ხომ არ გიყვარს ბატონო დათი?-თვალებმოჭუტულმა კითხა მარიმ
-არა-უცებვე უპასუხა დათიმ და კალამი დაატრიალა.
-კარგი რა ვინმე მაინც იქნება ისეთი...
-ერთჯერზე ერთი კითხვა შედის.
-იჰო.
მომდევნოზე კითხვა ბექას მოუვიდა პასუხი კი მე.
-ს თუ მ?
-რა?
-სიმართლე თუ მოქმედება.
-ააამ... სიმართლე.
-კარგიიი... როგორი უფროსია დათი.-ოჰო რა შეკითხვააა უჟმური რათქმაუნდა.
-ნუ კარგი
-არ დაგავიწყდეს რომ სიმართლე უნდა თქვა-გამომცდელი თვალებით მომაჩერდა დათი...თავისი ჭაობისფერი თვალებით. ჩავფიქრდი და მართლაც როგორი უფროსია. ვაღიარებ რომ სიმპატიურია კიი ძალიან მიმზიდველი მაგრამ ამას არ ვიტყვი. უჟმური ეს ხომ თავისთავად ცხადია.
-კარგი მაშინ...-დავიწყე ახლიდან.-საერთო ჯამში კარგი უფროსია თუმცა ცოტა უჟმური.
-ცოტა არა კარგად-ჩაილაპარაკა მარიმ
-უჟმურიცაა და ხეპრეც.-წარბები შეათამაშა ნატამ და ყველამ გაიცინა დათის გარდა. მან ჩაახველა და ყველას სერიოზულად გამოგვხედა. მომდევნო რამდენიმე დატრიალება ხან ვისზე ამოვიდა ხან ვისზე , ბექა წითელი ტუჩხსაცხით იჯდა ფეხიფეხგადადებული და ყველას გვაცინებდა დათის კი აშკარად ეტყობოდა ბექას წითელი ტუჩების კბალი ლოყაზე. ბოლოს კითხვა დათის მიუვიდა პასუხი კი მე.
-სიმართლე-გადაჭრით განვაცხადე.
-მოქმედების შეგეშინდა-სერიოზული თვალებით მიყურებდა და კრეკერის ღეჭვას არ წყვეტდა.
-აღიარე რომ დაიწვი-ოდნავ გაეღიმა.
-კაი ჰო დავიწვი და კანი მეწვის.-მობეზრებულმა წარმოვთქვი.
-გითხარი-ნიშნისმოგებით გაეღიმა დათის. პირველი! აშკარად პირველი ღიმილი იყო რომელის ასე კარგად ჩანდა და ნამდვილად იღიმოდა.
-ვაუ ღიმილიც შეგძლებია-ჩავილაპარაკე ჩემთვის.
-ჰო თან როგორი-ამაყად კიდევ უფრო გაიღიმა და სავარძლის საზურგეს მიეყრდნო.
-კაი ეხლა წავედით-შუა თამაშისას ფეხზე წამოდგა, მეც არ დავაყოვნე და ავდექი.
-კარი რა.
-არა არა მართლა უნდა წავიდე ხვალ წვეულებაზე საჭირო ხალხს უნდა შევხვდე ათასი რაღაც არის მოსაგვარებელი.
-ჰო მართალია-დავეთანხმე მე.
-არა დათი სად უნდა წახვიდე კაცო!-გაიკვირვა ნათელამ-დარჩი დღეს.
-არა ნათელა მართლა ვერა.
-რასქვია ვერა ბიჭო დარჩები დღეს.-გადაჭრით უთხრა ნათიან და ისეთი სახე მიიღო დათიმ ხმა ვეღარ ამოიღო, მე გადმომხედა. მე რაუნდა მექნა.
-კაი ჰოოო-ხელი ჩაიქნია-მაშინ გამოიღე ის ლუდი მაცივარში როა-უთხრა ბექას ბექამაც რამდენიმე წამში ლუდის ბოთლები გააჩინა მაგიდაზე.
-კაი დაჯე აღარ მივდივართ-ხელი დააბათქუნა დათიმ თავის გვერძე არსებულ თავისუფარ ადგილზე მეც დავჯექი.
-რაღაც ფილმი იწყება-შესძახა გიორგიმ.
-უი ვიცი ეს ფილმი როგორ მიყვარს!-სასუსნავებით დატვირთული ნატა სამზარეულოდან გამოვიდა
-ჩამსვით. ამ მდივანზე ოთხი კაციც ეტევა. ნუ მეტიც დაეტეოდა შენ რომ არ იჯდე.-ჩაიცინა ნატამ ბექას გადახედა და კიდევ უფრო მიმწია დათისკენ. დათის კიდევ ტიპიური ბიჭური ჯდომა აქვს გადაჩაჩხული ფეხებით. მე ისედაც გახურებული დათის გვერძე საერთოდ დავიწვი ძილი ისე მომერია ვერც გავიგე ცოტახანში კი მკვდარივით ჩამეძინა.
- არ ადგე გაეღვიძება-ძილბურანში მომესმა ხმა ოდნავ სულოდნავ გამოვფხიზლდი როცა ოთახში სიჩუმე ჩამოვარდა. ბუნდოვნად ყველაფერი მესმოდა თუმცა ისე ტკბილად მეძინა გამოღვიძებას ვერ ვახერხებდი.
-ხო არ გააღვიძო რა-მგონი ნატას ხმაც მომესმა, თან ჩურჩულებდნენ.
-კაი აბა რა ვქნა-დათის ბუზღუნი.
-არვიცი უბრალოდ არ გააღვუძო ვერ ხედავ რა ტკბილად სძინავს?
-კაი ავიყვან მაშინ ოთახში.
-ოო არა-ისევ ნატას დაწუწუნება რასაც მოყვა დათის ბუზღუნი.
-აბა ნატა რა გინდა მთელი ღამე ესე ვიჯდე?
ვიგრძენი გოგორ გამომეცალა მარჯვენა მხრიდან სითბო. როგორ ამიყვანეს ხელში და ვიგრძენი იმ ადამიანის მთელი სხეული სასიამოვნო სურნელი შევისუნთქე და კიდევ უფრო ტკბილად ჩამეძინა, ბოლოს კი ცივი ლოგინის შეხება.


---------
ვიცი ცოტა პატარა თავია მაგრამ იმედია მოგეწონათ. ველი თქვენს შეფასებებს♥ ეს ჩემთვის უფრო სტიმულისმომცემი იქნება. მომდევნო ნაწილს რაც შეიძლება მალე დავდებ და საკმაოდ საინტერესო ჩანაფიქრიც მაქვს♥♥♥♥



№1 სტუმარი მარიკუნა))

მმმ საყვარლები

 


№2  offline წევრი nineli

Vgijdebi amatze,,, male dade moutmenloba mwirs,,, Dati rasayvarelia samsaxurs garet :) <3

 


№3 სტუმარი მარიკუნა ))

დღეს დადებ?? ❤️❤️❤️

 


№4  offline წევრი nutsa214

nineli
Vgijdebi amatze,,, male dade moutmenloba mwirs,,, Dati rasayvarelia samsaxurs garet :) <3

Ahaha hoo mixaria rom mogcons♥♥

 


№5  offline წევრი nineli

nutsa214
nineli
Vgijdebi amatze,,, male dade moutmenloba mwirs,,, Dati rasayvarelia samsaxurs garet :) <3

Ahaha hoo mixaria rom mogcons♥♥

love love არ გვალოდინოო რაააა

 


№6 სტუმარი მარიკუნა ))

ძალიან საყვარლები არიანნ

დღეს ხომ დადებ ??

 


№7  offline წევრი nutsa214

მომდევნო თავს დავდებ დღეს ოღონდ შუადღით დაახლოებით

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent